არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მთიულეთი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: მთიულეთი   Sat Feb 21, 2009 1:15 pm

Arrow

არგანი -

მიხო, საერთო სათაურის "ისტორიისთვის" შიგნით ერთი გვერდი გამიხსენი ასეთი სათაურით: მთიულეთი (ისტორია, ყოფა-ცხოვრება და ზეპირსიტყვიერება)
მე მგონი, ასეთ ფორმატში უნდა წარმოვადგინოთ ჩვენ ჩვენი კუთხეები (და მთელი საქართველო) და არა მხოლოდ ლექსებით და კაფიებით.
ნუ გადარდებს, თუ ბევრი გვერდები იხსნება, სათქმელიც ბევრია და თანდათან იხვეწება. მე მგონი, მთლიანობაში ცუდი საქმე არ გამოგვივა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Sat Feb 21, 2009 1:56 pm

საქართველოს სამხედრო გზას რომ აჰყვეთ, ანანურს ზევით, არაგვის ორსავ ნაპირზე, მთიულეთი იწყება. ფასანაურში თეთრი არაგვს მარცხენა შენაკადი შავი არაგვი ერთვის, იმ ხეობაში გუდამაყარია, გუდამაყარიც ჩვეულებრივ მთიულეთს ეკუთვნის, მაგრამ საკუთრივ მთიულეთი ფასაურს ზემოთ მლეთამდის თეთრი არაგვის ნაპირებზე მდებარე სოფლებს ეწოდება.
ივანე ჯავახიშვილი არკვევს, რომ ქართულს ძველს მწერლობაში ამ კუთხის მკვიდრთ “მთიულნი” ეწოდებოდათ, რომელიც განსხვავდება მეორე ამის მსგავს სახელისაგან “მთეულნი”. ამ სიტყვას “მთეულნი საზოგადო შემკრელობითი მნიშვნელობა ჰქონდა და ზოგადად მთიელებს ეწოდებოდა; თამარ მეფის ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ “მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ (ფხოველთა და დიდოთა) ზედაო.
იგივე მემატიანე ამბობს: “იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა”
მაშასადამე, აქ მთეულებად არაგვის და თერგის ხეობის და კახეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები თითქმის ყველა ტომები არიან ნაგულისხმევი. ამ ორს სხვადასხვა მნიშვნელობის ტერმინს ერთმანერთში ურევდნენ და მერმინდელ გადამწერთა სხვა თხზულებებშიც ამგვარი ადგილები დაუმახინჯებიათ.
მთიულეთი ისტორიულ-ეთნოგრაფიულად ქართლს ეკუთვნის. ის ქართლის მთიანეთია თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამ კუთხემ ისეთი ტომობრივი რყევა განიცადა, რომ ეთნიკურ სიწმინდეებზე ლაპარაკი არასერიოზულ მსჯელობაა.
თუმცა, გარკვეულ მოსაზრებების დაშვების უფლებას გვაძლევს მთიულურ სასაუბრო კილოზე დაკვირვება.
აკაკი შანიძე საქართველოს მთიანეთის ტომების კილოებს ფხოურს ჯგუფში აერთიანებს, მთიულური განსაკუთრებით დგას არა მარტო ფხოურის ჯგუფისგან, არამედ სხვა ქართული კილოებისგანაც (გარდა ზემო რაჭულისა, უმთავრესად გლოლა-ჭიორა-ღების კილო) რადგანაც მასში დაცულია გრძელი ხმოვნები.
საინტერესოა, რომ გრძელი ხმოვანი რომელიც დამახასიათებელია საზოგადოდ მთიულურისა და თითქმის ყოველთვის ბოლოდან მეორე მარცვალზე მოდის, გუდამაყრულში, რომელიც კილოკავია მთიულურისა, ეს თვისება არ არის.
ეს დასკვნა გარკვეული ვარაუდის უფლებას გვაძლევს, როგორც ჩანს მთიულეთში და ზემო რაჭაში გარკვეული ეთნიკური ჯგუფების მიგრაცია მოხდა, ის ხალხი შეიძლებოდა ყოფილიყო დვალელი ტომები, რომელთა შერევაც მთიულეთსა და ზემო რაჭის მხარეში დაახლოებით მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში ისტორიულადაც დასტურდება.
თუ ჩვენ მკითხველს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს გაოცების უნარი, უთუოდ გაუკვირდება, როცა ისტორიის სხვადასხვა სახელმძღვანელოებში ასეთ თავმომწონე სტრიქონებს ამოიკითხავს: “განსაკუთრებული გეოგაფიული თუ ისტორიის წყალობით ამ პროვინციებს (იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი) საზოგადოებრივი განვითარება თემური წყობილების, სტრაბონის მიერ აღწერილ საფეხურზე შეჩერდა.
გაგრძელება იქნება. გთხოვთ კომენტარებით ნუ გამიწყვეტთ ტექსტს.


Last edited by არგანი on Sat Feb 28, 2009 12:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Sat Feb 21, 2009 1:57 pm

სტრაბონიდან მეოცე საუკუნემდე დიდი დრო გავიდა.
კიდევ უფრო მეტი გაოცების საბაბს იძლევა ის აღტაცება, რომლითაც ჩვენი თანამედროვე აღტაცებულა ამ სამწუხარო მემკვიდრეობის გამო.
უცხოელთა ინტერესი სრულიად გასაგებია, მათ ეთნოგრაფიული მუზეუმის მსგავსად, აქ ცოცხალ ლაბორატორიაში უხდება თავიანთი დაკვირვების ჩატარება პრეისტორიული საზოგადოების ყოფის დეტალებზე, პირველყოფილი კულტურის შესასწავლად, არა შორეულ კუნძულებზე, არა ველურ და ბარბაროსულ ტომებში, არამედ აქ ევრაზიის საზღვარზე, ცივილიზაციის გასაყარზე, მათ საშუალება ეძლევათ მშვიდ გარემოში აწარმოონ თავიანთი მეცნიერული დაკვირვება.
მაგრამ ჩვენ რა გვიხარია თუ ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა მეოცე საუკუნეშიც ვერ გადმოაბიჯა პირველყოფილი ცხოვრების საზღვრებს, რატომ გვეამაყება თუ ჩვენი წინაპრები უბატონოდ, უკანონოდ ცხოვრობდნენ? სახელმწიფო ინსტიტუტების არქონა ხომ კულტურის არქონასაც ნიშნავს, წინააღმდეგობა ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ხომ თავისთავად გულისხმობს უკან, ძველი სამყაროსადმი ლტოლვას.
ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში მეფე გიორგი ბრწყინვალეს გაჰკვირვებია მთიელთა ამგვარი ყოფ-ცხოვრება, რადგან საქართველოს წინანდელ მეფეთაგან “არ გასჩენოდა ძეგლითა განაჩენითა დადებითა” თურმე, კანონით დაწესებული არავითარი სასჯელი არ გადახდებოდათ დამნაშავე და ბოროტმოქმედ პირებს.
“სისხლითა მსუბუქობისათვის ადვილად ჩნდა ჩვენდა”-ო.
გიორგი ბრწყინვალე კი ამტკიცებს “ვითომც ქართველი მეფეები მთიულებს იმიტომ არ უდებდნენ სასამართლო წიგნს, რომ მათ “ეპრიანებოდათ მთიელთა აღრევით ყოფა ერთმანერთის შიგან”-ო, ე. ი. მათთვის სასარგებლო იყო, როცა მთიულებს ერთმანერთში დავიდარაბა ჰქონდათ ატეხილი და ერთმანერთს სჭამდნენ.
დიდი მეფის დიდი ავტორიტეტი, ამ ძნელად დასაჯერებელ ამბავსაც სარწმუნოდ ხდის, მაგრამ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა, სწორედ კანონებისადმი უპატივცემულობა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი დაუმორჩილებლობა და ამ მიზეზით ჩვენი დაცემა და გათახსირება ძალაუნებურად სვამს და პასუხს ითხოვს კითხვაზე:
რატომ გაწირეს საქართველოს მთის მოსახლეობა უკანონობისთვის, უწესრიგობისთვის?
რატომ ეპრიანებოდათ საქართველოს მეფეებს “მთიელთა აღრევით ყოფა ერთმანერთის შიგან”, სადაც ყველა დამნაშავეა, სადაც თემის თითოეული წევრი თანამდებია სასჯელისა?
ამ მართლაც რომ აუხსნელ ქმედებას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. მთა ტრადიციულად მეფის მემკვიდრეობით საადგილმამულო სამფლობელოს წარმოადგენდა, ფეოდალურ საქართველოში კი სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ფეოდალთა პირადი ლაშქარი და ეგრეთწოდებული დაქირავებული ლაშქარი (როქის სპა) შეადგენდა. მეფის პირადი უსაფრთხოების, სახელმწიფო ტერიტორიების დაცვა ფეოდალთა ნება-სურვილზე ან როქის ჯარის იმედზე ვერ დარჩებოდა. სწორედ ამგვარი შემთხვევისთვის მეფის განკარგულებაში მის მამულებში მცხოვრები, მოლაშქრე ყმები (და არა გლეხები) იყვნენ. მეფისადმი მათი ერთგულება გარკვეულ საზღაურს ითხოვდა, სწორედ ამ საზღაურად ჩანს მათი კანონიდან თავისუფლება, თავისუფლება ფეოდალური ინსტიტუტებიდან, რაც ერთი მხრივ წარმოუდგენელი თავგანწირვის აუცილებელ პირობას ჰქმნის (გავიხსენოთ 300 არაგველი) , მეორე მხრივ – სასურველ ფონს ჰქმნიდა არნახული დანაშაულისთვის. სამწუხაროა, რომ ამ დანაშაულის გამოსყიდვა თავგანწირვის ფასად ხდებოდა, არანაკლებინ სავალალო კი ის იყო, რომ თემური საზოგადოების თვითშეგნება უკანონობის პირობებში ზნეობრივ-მორალურ პრინციპების დაქვეითებას განიცდიდა, რაც საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის, სახელმწიფოს სამართლებრივ წინსვლას აფერხებდა.
სწორედ ის, რომ მეფისადმი და მამულისადმი სამსახური ხშირად მათთვის, არა შინაგანი მოვალეობის გრძნობით, არამედ სასჯელის გარკვეულ ალტერნატივად იყო გააზრებული, გახდა იმის მიზეზი, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქვეყანას დასჭირდა ნამდვილი თავგანწირვა, მანამდის “უნჯ ყმათა” უმრავლესობამ ვეღარ გამოჩინა სათანადო მამულიშვილობა და მანამდის “სალოცავი” სამშობლო მტრის სათარეშოდ გახდა.
გაგრძელება იქნება. გთხოვთ, კომენტარებით ნუ გამიწყვეტთ ტექსტს.
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Sat Feb 21, 2009 4:25 pm

აქ ერთ "ექსპერიმენტსაც" შევთავაზებ მკითხველს. ეს არ იქნება ექსპერიმენტი ექსერიმენტისთვის. ვინაიდან ტექსტს ახლა ვკრეფ და ხანდახან მიჭირს (მასალის ნაკლებობის გამო) ერთი თემის ბოლომდე გასრულება, ამიტომ ისტორიის გვერდით შეიძლება პოეზიის ნიმუში "ჩავარდეს", ეთნოგრაფიული მასალის გვერდით კი პორტრეტი... თუმცა, თვითოეული გაწყვეტილი თემა სადმე აუცილებლად დასრულდება. უბრალოდ, დაინტერესებულ მკითხველს კონკრეტული ტექსტის ძებნა მოუწევს, ესაა და ეს.
დანარჩენს საქმე გვაჩვენებს.
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Sat Feb 21, 2009 4:37 pm

გიორგი მიდელაური
გველ-ხუჯას იყო ვაჟოსძე, ლეკი ღვთისაგან წყეული,
ის იყო გამარჯვებული ტყვეთა ტაცებას ჩვეული,
ემზადებოდა ვაჟოძე, დროა თიბვისა ხანია,
ტყვეების მოსატაცებლად გული არ მოუფხანია,
წავიდნენ მუქარაზედა ლეკვთა შვილები რვანია
ჟინვალის ხიდთან მოვიდნენ მთვარის ამოსვლის ხანია,
მაიზლაზნება არაგვი, მაანგრევს არემარესა,
ესე წავიდეთ ბიჭებო, შავყვეთ არაგვის მხარესა,
ჯერ არ გაევლო ვაჟოსძეს ხატში ლომისის კარზედა,
იმ დღესა ჰქონდა მთიულებს დღეობა ხატის კარზედა,
ქვეშეთის გამოსავალსა ლეკები ჩასხდნენ გზაზედა,
ჟანს უზმენ ვაჟოსძის ცხენსა აღარა დგება გზაზედა,
ცხენს შასვეს გიორგის ცოლი დაღესტანს უზმენ წამზედა,
სწრაფად ავიდა ამბავი ხატში ლომისის კარზედა,
იფიქრეთ ახალგაზრდებო, მტერი დაგვეცა თავზედა,
გიორგი მიდელაური ლუდს სვამდა იჟდა ჯარზედა,
ავსებულ თასი გასტყორცნა, აიმ ხატის მოედანზედა,
ამბის მომტანთან მივიდა გული აქვს ანათრთოლია,
ნეტავ ვინ იყვნენ ქალები, ლეკებს რომ გაუტაცნიათ,
ერთი შენი და სოფიო, მეორე შენი ცოლიო,
საწყალო ვეღარ გეღირსოს მათთან წოლა და ძილიო
ეგეთმა ამოიგმინა თითქოს გველმა ჰკრა კბილიო,
ხატის წის მიდგა ვაჟკაცი ჩოქსა და სალამს ჩვეული,
მოგესალმები ლომისავ, შენ ყმებში გამორჩეული, (აქ ცუდი გ.ა.)
მარტო იმას გთხოვთ ღვთიშვილნო მისმინეთ თქვენსა მონასა,
გზა-კვალს ნუ ამარევინებთ დამწიეთ ლეკის ფარასა,
ეს თქვა და გადმოფრინდება ახლა დრო არის ცდისაო,
მაშინ ინატრა საღარი მუხლად გამვლელი გზისაო,
სწრაფად ავიდა ხადაში ბნელობა იყო ცისაო
მოესმა დედის ტირილი ხსენება თავის დისაო,
ყელში მოადგა ტირილი და გაიმაგრა ყბებია,
გიორგი ჰკაზმავს საღარას გულ-ცეცხლად მონადებია,
- ნუღარა სტირი დედაო, მეც იმათ კვალზე ვკვდებია-
სეფეს გავიდა სიმამრთან გული აქვს ანათრთოლია,
გმართებს მიშველო ცოლიძმავ, მიძმო, მიჭირო მხარია,
- მე დილასავე გელოდი, წამლით გავავსე მათარა,
შენს მოლოდინში სიძეო გულმა ათასად გამღლარა,
ცხენმა რომ დაიჭიხვინის შენი მეგონის საღარა-
სამი დღის გადასავალი გიორგიმ წუთში გაღლარა,
გადაეწივა ლეკებსა თოფმა გაიღო ჩქამია,
ესროლა მოხვდა ვაჟოსძეს მოსწყდა მარჯვენა მხარია,
შვიდ მოკლა ერთი გაექცა ისიც ტყვიითა მთვრალია,
ცხედაცხენ გადაეწივა შამაათალა თავის.

გიორგი მიდელაური ისტორიული პიროვნებაა. ამ ლექსში კი არაფერი გაზვიადებული
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Sat Feb 21, 2009 5:15 pm

...მთიული ბრძოლაში შეუპოვარი - გრიგოლ ორბელიანი "თამარის დროშა გაშალეს"
"ღმერთო, ულხინე მთიულსა
ბედისგან განაწირსაო,
არს უპოვარი მუშაკი
მცხოვრები მაღალ მთისაო,
მინდობილია სალ კლდესა,
როგორც ფრინველი ცისაო"
***
"მთიულო, მთაში გაზრდილო,
ხმალს როდი მოგიშივდება,
ომში შეხვალ და გამოხვალ
გული აე შეგიშინდება"
***
"ოსო გუდუნით ნაზარდო,
შე იმერელო ღომითა,
საწყალო არაგვის კაცო
გაუმაძღარო ომითა"
***
ახლა გადავხედე "ქართული ზეპირსიტყვირების" რამდენიმე ტომს და აღარ მომინდა წერა, რადგან გამახსენდა, რომ მთელი ჩვენი ისტორია გაჯერებულია ერთმანერთის ღალატით, გაუტანლობით, ფიცის
გატეხით და ათასგვარი უმსგავსობით...აი, თუშების დაცემა ხევზე, მთიულების და ხევსურების ბრძოლა,
ქსნელებისა და მთიულების ბრძოლა, მთიულეთის გაყიდვა ......-მიერ და ა.შ.რა დავწერო?
აი, მთიულის ჩივილი:

***
"დაგვლივა ზურაბის ხმალმა,
აფციაურთა ენამა,
წოწკოლაურთა ისარის
უწყალოდ ჩამოდენამა..."
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Sat Feb 21, 2009 5:25 pm

მთებს შუა ჩავარდნილ ხეობაში დილით მზე ამოსვლას აგვიანებს, საღამოს კი ჩასვლას ჩქარობს. ამიტომ სოფელში მზის ამოსვლამდე თენდება და მზის ჩასვლიდან კარგა ხნის შემდეგ ღამდება.
ხეობაში ნიადაგი მწირია, თიხნარი და მეტწილად ქვა-ღორღიანი, მაგრამ ადამიანის ნაბინავარზე ბევრი სასუქი გროვდება, ნამსუქნზე ქვაც მიწას იკრავს, ნიადაგში კი ყველაფერი ხარობს, ყველაფერი მიწიდან ამოდის, ბაღჩეული, ბოსტნეული, ხეხილი. სახლებიც თითქოს მიწიდან იზრდება ხეებივით, ზოგის სახურავი ჯერ მხოლოდ ამოწვერილია, ზოგიც მსხლის სიმაღლეზე აწვდილა და ზევიდან დაჰყურებს გარემოს. ძველ საძირკველზე, როგორც პანტის ძირზე ნორჩი კვირტებივით დამყნილი ახალი სართულები,. ზოგს გაუხარია, ზოგსაც დროთა მანძილზე, ხავსთან ერთად, ხმობაც შეჰპარვია და თავის გვერდით ახალგათხრილ საძირკველს ისეთი იმედით დაჰყურებს, როგორც ხანმოჭმული ხეხილი ფესვებიდან ამოზრდილ ნორჩს.
მშენებლებს საშენ მასალას არაგვი უზიდავს, ეს დაუღალავი მუშაკი დღე და ღამე ხელის მუშად უდგას კალატოზებს, მოაქვს და ნაპირებზე უტოვებს ლამს, ქვიშას, ქვას და კედელში ჩასაყრელ წვრილ ჭყორს, ხეობაში და მის გარეთაც განსაკუთრებით ცეცხლგამძლე კოხის წითელი ქვა ფასობს, ეს ქვები ყველა ერთნაირად გამოკვერცხილია და კვერის დაკვრით სწორ პირზე იმტვრევა.
არაგვს თავისი კალაპოტი აქვს, რომელსაც მტკიცედ იცავს, მას თავისი რეინჯერი ტალღები ჰყავს, რომელნიც დროდადრო, უმეტესად გაზფხულზე ამოწმებენ მის საზღვრებს და მოძალადეებს სასტიკად სჯიან.
ჩვეულებრივ არაგვი ღამით დუდუნებს, დღისით ამ ხმას ადამიანისა და მის მიერ შექმნილი ტექნიკის ხმა ფარავს
არაგვს თავისი ბუნებისა და ხასიათის წინწკლებიანი კალმახი და სულკალმახი ხალხი ჰყავს, ცხოვრებისა და მოძრაობის რიტმს ორთავეს მდინარე კარნახობს. ამიტომ მათთვის ჩქარი სიარული ისეთივე ბუნებრივია, როგორც არაგვისთვის. ისინი ნაწვიმარზე მდინარის ნაპირებს ასდევენ-ჩასდევენ და ნარიყს აგროვებენ, წყლით გაჟღენთილი ხეები მშრალზე ამოაქვთ, აშრობენ და სახლებში ეზიდებიან, საუკუნეების განმავლობაში ასე კეთილად მეზობლობს ერთმანერთში მდინარე და სოფლი, არაგვი უმზადებს საბოსტნე, საკართოფილე ნაკვეთებს, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში სარგებლობს, თუმცა მერე ის ბაღ-ბოსტნები ისევ მდინარეს მიაქვს, რომ ახლა სხვაგან გააჩაღოს მეურნეობა.
სოფელი მდინარის ამ ზარალს თითქმის შეჩვეული იყო, მოგება-წაგებას ხელის თითებზე ითვლიs.
სხვა მხრივ სოფელი ისე შეზრდილი გარშემო ბუნებას, თითქოს მისი ნაწილი, მისი ღვიძლი შვილი იყოს, თუმცა ტყიან კალთებს ჯერაც ჭრილობებივით ატყვია ტრაქტორისა და ბულდოზერის კვალი. მაგრამ დღემდე აქ მაინც წერაქვი და ბარი მუშაობს, მიწას პატარა გუთნებით ამუშავებენ, უღელში ხარებს აბამენ, ამ ხარებს კი ბევრი არფერი უსწავლიათ მეტი, ვიდრე მათმა შორეულმა წინაპარმა იცოდა.
სოფელში მთის, მდინარის, ტყის გავლენა ბევრად სჭარბობს ადამიანის შესაძლებლობებს, ამიტომ ხალხი იძულებულია მის კანონებს ანგარიში გაუწიოს, თუმცა ბუნება არ არის ისეთი მკაცრი, როგორც ბევრ ჰგონია, მართალია სტიქიური მოვლენები, განსკუთრებით ნიაღვარი, მეწყერი ან თოვლის ზვავი ასეთ შუაგულ ბუნებაში პატარა დასახლებას უფრო ემუქრება, მაგრამ მოულოდნელად არაფერი ხდება, უცადბედი, უეცარი ეს სიტყვები ადამიანის მოგონილია, ყოველნაირ ბუნებრივ მოვლენას წინ უძღვის, ადვილად შესამჩნევი პროცესები, როგორც გაფრთხილება, როგორც ტკივილი, რომელიც ნამდვილად არ არის ბოროტება.
ბუნება სხვა მხრივაც ბევრად სამართლიანია, ვიდრე ის ხალხი, რომელსაც ამ ბუნებაში უხდება ცხოვრება, თანაც მისი სამართალი არაფრით არა ჰგავს ამ ხალხის სამართალს, ბუნება უმიზეზოდ არავის დასჯის, არც გულში ჩაიდებს წყენას, შურისძიებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, კაცი ვერ იტყვის, რომ კლდემ შარშანდელი გაუხსენა და სამაგიერო გადაუხადა, ანდა მდინარემ ტალღების მაგივრად ბოღმა დაიგუბა მორევად და ჭალაში ჩადგმულ სახლს იმიტომ გამოუთხარა ძირი, რომ ბევრი ცუდი საქმე ახსოვდა მისი პატრონისგან.
ბუნებას თავისი წესრიგი აქვს და მას ემორჩილება. ხეს რომ მოჭრიან ან დაფუტუროვდება ის აუცილებლად დაეცემა ძირს და იმას მოიყოლებს ქვეშ, ვინც ვერ შენიშნავს, ანდა არაფრად ჩააგდებს იმ სინამდვილეს, რომ ხეს სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობა დაერღვა და მის წაქცევაც ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორც ფეხზე დგომა, როცა ის ჯანსაღი და უვნებელი იყო.
მთას რომ ძირს გამოუთხრიან ჩამოწვება და დიდ ვნებას მიაყენებს ვინც გაუფრთხილებლობით მის ქვეშ მოყვება, დაგუბებული მდინარე ქვეყანას წალეკავს, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს ადამიანისთვის ზიანის მიყენება აზრადაც არ ჰქონია, მათი ბუნებრივი მდგომარეობის აუცილებელი პირობა დაირღვა და ცვლილების კანონს დაემორჩილნენ.
ხალხმა ეს ყველაფერი კარგად იცის, პატარა ბავშვი რომ გააჩეროთ ისიც წყალივით ჩამოარაკრაკებს ბუნების კანონებს, მთის, კლდის, მდინარის საშიშროებაზე, მას ამის შესახებ უფროსები აკვანშივე უყვებიან პატარებს, მერე სკოლაშიც ასწავლიან, წიგნებშიც უკითხავენ, უმეორებენ ასჯერ და ათასჯერ, ვიდრე ის ცოდნა ცხიმგროვასავით ტვინის რომელიღაც უჯრედში არ დაილექება, რადგან ცოდნას თავისთავადი მნიშვნელობა და ღირებულება არ გააჩნია, თუ ის არ გაცოცხლდა, თუ არ მოხდა მისი აღდგენა, როგორც აუდიო და ვიდეო ჩანაწერებისა, თუ ცოდნა ქცევაში არ გადაიზარდა და არ განიბნა სხეულის სხვადასხვა ორგანოში, როგორც აუცილებელი გამოცდილება, რადგან მხოლოდ ხელმა იცის, როგორ უნდა დაეყრდნოს ჯოხს, მოიმარჯვოს ცული, ფეხმა იცის როგორ გაიაროს ციცაბო ფერდობზე, და მხოლოდ გულმა იცის თუ როგორ შეიყვაროს ადამიანი.
გამოუყენებელი, უსარგებლო ცოდნა კი მხოლოდ უსაფუძვლო თავდაჯერებულობას მიზეზი ხდება, რაც იწვევს ინსტიქტების მოდუნებას და შესაბამისად შეცდომების დაშვებას, ვგულისხმობთ იმ შემთხვევას, როდესაც ხდება ცოდნის თეორიული აღქმა და არა მისი პრაქტიკული განხორციელება.
მეორე მხრივ აუცილებელია გამოცდილების გააზრება, ქმედების გაცნობიერება, მეხსიერების გააქტიურება, რათა მოსალოდნელი საფრთხის წინ აზრის და ქცევის, შინაგანი ცოდნისა და ინსტიქტის რეაგირება თანადროული და ერთმანერთის თანხვდენილი იყოს.
ამის გარეშე ძალიან ძნელია ცხოვრება, ამიტომ სოფელში ხშირია სტიქიური მოვლენების მსხვერპლი, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ადამიანებს ავიწყდებათ, ივიწყებენ ბუნების კანონებს, რომელიც მისი ბუნებიდანვე გამომდინარე ვერავითარ შეღავათს ვერ უშვებს.
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Sat Feb 21, 2009 6:00 pm

გიორგობის დღესასწაული მთიულის ოჯახში.

თამდა ამბობს: ვახსენოთ ღმერთი, და კაცები ფეხზე დგებიან.
თამადა ამბობს: დავლოცოთ ოჯახი და ლოცავენ ოჯახს. იგონებენ წასულებს, იხსენებენ წინაპრებს, აქებენ მათ ვაშკაცობას, პურადობას, სიქველეს, ჭკვიანურ ნათქვამს და კეთილ საქმეებს.
ზოგი გრძლად ამბობს, ზოგი მოკლედ.
ბავშვები პირდაღებულნი უსმენენ.
შემდეგ ადღეგრძელებენ პატარებს.
ბავშვები სწავლობენ სამადლობელოს თქმას.
შემოაქვთ მოხარშული ხორცი და დეკანოზი სანთლებს ანთებს, ახსენებს მთა-მთიულეთის, საქართველოს, მთლად საქრისტიანოს სალოცავებს, ლოცავს ოჯახს, სტუმრებს, სოფელს.
ღმერთო, დიდება შენთვინაო!
ღმერთო, შენთვინაო!
ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისასაო!
ხორასნიდან მობრძანებულსაო, შვიდი ათასი ტყვის დამხსნელსაო, ქსნისა და არაგვის დამყურებელს დიდ ლომისასაო!
ღმერთო, გაუმარჯვე, ბედოთ საღვთოსა!
ღმერთო, გაუმარჯვე, ცეცხლისჯვარს!
ღმერთო, გაუმარჯვე, ნაღვარევის წმინდა გიორგისა, ნიაღვრით მობრძანებულსაო!
ღმერთო გაუმარჯვე, სეფეს წმინდა მარინეს სალოცავსა.
ღმერთო, გაუმარჯვე, პირიმზის ფუძის ანგელოზსა, ხმელ გორზე დაბრძანებულსაო!
ღმერთო, გაუმარჯვე, გმირ კოპალესა, მათრახიანსა!
ყოველი სადიდებლის მერე ისმის, ამენ!
დეკანოზი ანთებს სანთელს, ამ სანთლიდან უკიდებს სხვა, იქიდან კიდევ სხვა, ალი გადადის კაციდან კაცზე, ქალიდან ქალზე, ბავშვიდან ბავშვზე.
დეკანოზი ჯდება და ელექტრონის შუქზე ხარის ბეჭს ჩაჰკირკიტებს.
იწყება სიმთვრალე.
პირველ სიმთვრალისა შესავალთა კართა ეწოდების ბრუჟობა და მასზე მეტსა მთრვალობა; და თუ ვისმე სიმთრვალე გარდაერია, ეწოდება ლექა; და თუ სიმთრვალე განიადაგდა და მრავალ ჟამ სვა, ღრეული ეწოდება, რამეთუ გაღრევდების დიდხანს მსმელი ღვინისა მიერ.
აქ სიმთვრალის შესახებ ვინმე დროული ახალგაზრდებს მოუყვება გაგონილს:
ერთი კაცი თურმე არაყს ხდიდა, ჩამოირა ქრისტე ღმერთმა და ჰკითხა: რას აკეთებო? კაცმა აუხსნა; ჩაახედა ქვაბში და აჩვენა დამჟავებული პურეული, ახლა ამ ქვაბს ცეცხლს შევუნთებ, დუღილს რომ დაიწყებს სახურავს ჰერმეტიულად დავახურავ, ორთქლს კი აი ამ წვრილ მილში გავუშვებ და გავაციებ, რომ ორთქლი სითხედ იქცეს და ჭურჭელში მოგროვდესო, ქრისტე ღმერთმა უთხრა, გამასინჯე ერთი რა გამოდისო, კაცმა: ბატონი ბრძანდებიო. დაუსხა კაცმა, ქრისტე ღმერთმა: ერთი სახარება შეგვეწიოსო და დალია. დაუსხა კიდევ მეორედ, ქრისტე ღმერთმა: ორი სახარება შეგვეწიოსო და დალია. სამი სახარებაც ახსენა ქრისტე ღმერთმა, ისიც დალია და იგრძნო, სასმელი როგორ ნელ-ნელა ეკიდებოდა.
კაცმა რომ მეოთხე ჭიქა დაუსხა, ქრისტე ღმერთმა აღარ დალია. დანარჩენი ეშმაკისააო _ თქვა, გადაუხადა მადლობა კაცს და წავიდა.
სიმთვრალე არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ ერთგვარი სოციალური მდგომარეობაა, უმრავლესობას ალბათ გინახავთ, თუ როგორ ათანასწორებს სასმელი სხვადასხვა წარმომავლობის, შეძლების, ინტელექტისა და ცოდნის ადამიანებს. სიმთვრალე სოციალური რევანშია, სასმელი უნიკალური იარაღია კარგი მსმელის ხელში, რომლითაც ის მოწინააღმდეგეს უსწორდება. სასმელში შეგიძლია კაცი დაამცრო, შეარცხვინო და სამუდამოდ დაუკარგო წლობით ნასათუთევი ავტორიტეტი. მაგრამ სამწუხაროდ, სუფრაზეც მხოლოდ პატიოსანი ადამიანი რჩება წაგებული, ის თამადის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილება, აზრადაც არ მოდის, რომ ვინმე მოატყუოს. სუფრაზე ის ჰგავს ახალბედა ჯარისკაცს, რომელსაც ტაქტიკის ელემენტერალური კურსი არ გაუვლია, ისე ჩაერთო გახურებულ ბრძოლაში. ალბათ, გიგრძვნიათ, თუ როგორ ნელ-ნელა ეკიდება სასმელი ორგანიზმს, გახურებს, გათამამებს და მალე თავ-გზას გიბნევს. გამოცდილი კაცები სიმთვრალის წინააღმდეგ სხვადასხვა რჩევას იძლევიან, თუმცა გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია.
ეს უკვე მერე ხდება, როცა თავბრუ გეხვევა და სინდისის ქენჯნა გახურებულ სალტეს გიჭერს თავზე.
სასმელი ბოროტი განზრახვით შემოპარულ სტუმარსა ჰგავს, რომელიც მორიდებით აკაკუნებს, ჭიშკართანაც თავაზიანად იქცევა, წინაკარში ლოყებზე გკოცნის, სუფრასთან გულში გიხუტებს, გეხვევა; თანდათან გბორკავს და ნელ-ნელა გაღრჩობს.
ჯერ კაცები თვრებიან და ხმაურობენ, თანდათანობით ქალებმაც უწევენ ხმას, ბავშვები სარგებლობენ ამ სიტუაციით, როცა მშობლებისთვის სულერთია თუ რით გაერთობიან მათი ბავშვები და გარეთ გავარდნა აპირებენ, მაგრამ კარებთან, როგორც თეოზე, ფარეხის დიდი ძაღლი ხვდება ჩაცუცქული, რომელიც გადაგდებულ ხორცის ან ხაჭაპურის ნაჭერზე ყურსაც კი არ იბერტყავს.
ხალხთან ერთად დარბაზში გემრიელი, სანელებლებით შეკაზმული სითბოც ტრიალებს, ვიღაცა დოლს და გარმონს ითხოვს, მოაქვთ გარმონი, დოლის მაგივრობას ქვაბის ძირიც გაწევს.
ვაი, მედოლის თითებს!
ჯერ ბავშვებს აშლევინებენ ხელებს, მერე უფროსებიც ჰბაძავენ, საცეკვო მოედანი ავიწროებს სუფრას.
გიორგობის დღესასწაულია.
უამრავი კორექტურაა. როგორმე სხვა დროს... Smile
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Wed Feb 25, 2009 8:36 pm

ალექსანდრე ყაზბეგი
"ხევისბერი გოჩა"
(ნაწყვეტი)
ერთს დილით გარიჟრაჟზედ მთიულების ურდოში შევიდა ტანად მოსული და კარგად ჩასხმული ვიღაცა წვერიანი კაცი. იმის ჯაჭვის პერანგი, თვლებით და მძიმედ ოქროთი მოჭედილი ხმალი, ოქროთივე ნაჭედი ჩაჩქანი ამტკიცებდა, რომ ის უბრალო მთიულებს არ ეკუთვნოდა და რომელიმე გამოჩენილი გვარისა უნდა ყოფილიყო. იმის ტლანქი პირისახის ნაკვთები, სქელი და რაოდენადმე გადმობრუნებული ტუჩები, მსხვილი მოგრძელო ცხვირი, განიერის ნესტოებით და პატარა, ქუთუთოებ შეშუპებული თვალები ამტკიცებდნენ მის შეუბრალებლობას და დაუდგრომელს მხნე ხასიათს. ხშირი გაერთებული შავი წარბები ნაოჭად შეკრულს შუბლთან ერთად უფრო მომეტებულს სიმკაცრის ბეჭედს ასვამდნენ იმის ისეც უსიამოვნო სახეს და რამდენიმე ხაზი, რომელიც თვალის კილოებიდან სხვადასხვა მხარეს შუქსავით იბნეოდნენ, აშკარად გიჩვენებდნენ, რომ ცხოვრებაში მოთმინების მიმყოლი არ უნდა ყოფილიყო. იმის მისვლასთან ერთად მთიულების ურდო შეინძრა და უფროსი კაცები მისალმებით მიეგებნენ.

ხალხი მისვლის უმალ ქუდს უხდიდა და მდაბლად თავის დაკვრით ეუბნებოდა:

- ბატონს ნუგზარს გაუმარჯოს, ბატონს ნუგზარს ვახლავართ! - და ისიც სიამპარტავნით და მედიდურად ოდნავ თავის მოხრით სალამის ღირსად ძლივსა ჰხდიდა.

ნუგზარ მივიდა იმ ადგილს, სადაც ურდოს შუაგულში ცეცხლის პირას ნაბადი იყო დაგდებული და ზედ მოიკეცა. მთიელთა ჯარის უფროსნი გარს შორი-ახლო შემოეხვივნენ.

- დასხედით, სიტყვა მაქვს, - მოკლედ, მაგრამ ბრძანებელის კილოთი და ბოხის ხმით დაიწყო ნუგზარმა.

მთიულებმა მოიკეცეს ბალახიანს ველზედ და მოთმინებით ელოდნენ, რას ეტყოდა იმ ხანებში ქართლში ნათესავების შემწეობით გამძლავრებული ერისთავი.

- ხალხო! - დაიძახა ნუგზარმა და ხმაში მრისხანება დაეტყო: - გუდამაყრელებსა, ხანდოსხეველებსა და ჭართლელებს უარი შემოუთვლიათ ჩვენს დახმარებაზედ და ვფიცავ ანანურის ღვთისმშობელს, რომ მკაცრად გადავუხდი მაგ უარისთვის, გავუმწარებ სიცოცხლეს და მზეს დავუბნელებ... ვეცდები, რომ მათ სოფლებში იმდენი ყვავილი არ გაწითლებულიყოს, რამდენსაც მათი სისხლით შევღებავ, იმდენი ყორანი არ მოიპოვებოდეს, რამდენსაც შავად შევმოსავ... იმათ მოთავეებს ჩემის ხელით ამოვგლეჯ გულებს, სიამოვნებით გამოვწურავ სისხლს და ჩემი გული მაშინ დამშვიდდება, როდესაც ხელი იგრძნობს მათს უკანასკნელს ფართხალს...

აქ ნუგზარ შესდგა რამოდენსამე წამს. მისი თვალები ბოროტების ცეცხლით აინთნენ და ჩასისხლიანდნენ. მსმენელთ შორის ბევრნი ისეთნი იყვნენ, რომელნიც პირზედ ღიმილით სიკვდილს ათასჯერ პირმომცინარნი შეჰგებებოდნენ და განუწყვეტლივ ბრძოლაში გული კაჟად გადაქცეოდათ, მაგრამ იმათაც კი ვეღარ შეიმაგრეს თავი და ნუგზარის სიტყვებზედ რაღაცა აღშფოთებამ უსიამოვნო ჟრუანტელად გაურბინა სხეულში. ხალხში სრული სიჩუმე იყო, ყველას სული გაენაბა.

- მაგრამ ეგ შემდეგისაა!.. მოხევეებისთვის ჩვენცა ვკმარვართ... მე არ მინდოდა ბევრი ბრძოლა, ვფიქრობდი ერთბაშად გამესრისა ისინი, მაგრამ არა უშავს-რა... ხმლის თითო მოქნევის მაგიერ, ოროლჯერ მოვიქნიოთ და ისევ ის იქნება... ნუღარ ვიგვიანებთ, წავიდეთ დღესვე!
(გაგრძელება)
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Wed Feb 25, 2009 8:40 pm

გაგრძელება
ალექსანდრე ყაზბეგი
"ხევისბერი გოჩა"
(ნაწყვეტი)
ნუგზარ, რომელიც თანაგრძნობის ყიჟინს მოელოდა, ერთბაშად შესდგა; ხალხში სიჩუმე ოდნავის შერხევითაც არ დარღვეულა. ნუგზარმა შეჰხედა იმათ და სახეს სიბრაზის ალმურმა გადაჰკრა.

- ხალხო, ეს რა ამბავია? - წარმოსთქვა იმან ცუდად დაფარულის თავშემაგრებით.

ამაზედაც სრული სიჩუმე იყო პასუხად. ნუგზარმა ვეღარ მოითმინა და მრისხანედ წამოიძახა:

- აქაც ღალატია, თუ შიში?!. ლაჩარო დიაცებო... ვინ გაჰბედავს ჩემს წინ უარს?!. ვინ არ გამომყვება? - ნუგზარ დადგა განზედ და კრებას ისეთ რიგად დაუწყო ყურება, თითქოს თვალებით შეჭმას უპირობდა.

მთიულთა მოთავეთ შორის გამოვიდა ერთი და პირდაპირ ნუგზარს დაუდგა.

- მე, შენი კვნესა-მე!.. მე არ გამოგყვები.

ამ სიტყვებზედ ნუგზარმა თოფის წამალსავით იფეთქა, გაივლო ხმალს ხელი, მაგრამ თავი ისევ შეიკავა.

- შენა?.. შენ ამბობ მაგას?.. მაგრამ მართალი ხარ... შენი კაცობა ვის გაუგონია, შენი საქმე მანდილოსნებთან ყოფნაა... წადი შინ, მოუჯექ დედაკაცებს, ბრძოლის ველზედ შენ რა ხელი გაქვს?.. შენს მაგიერ შენი ჯარი მოთავედ სხვას ამოარჩევს და, უეჭველია, ის შენზედ გულადი იქნება.

მთიული, რომელიც მოთმინებით ელოდა ნუგზარის სიტყვების გათავებას, ერთბაშად გაიმართა წელში და მხოლოდ ხმის მცირედს კანკალზედ შეატყობდით, რომ საწყენი სიტყვები გულამდის ჩასწდომოდა.

- ჩვენი თავი, ნუგზარაუ, მეფემ შენ ჩაგაბარა... შენი სახელი დღეს მეფის სახელია და იცი, რომ იმის სახელი გიფარავს, მთიული ქართველთ მეფის წინ ხელს ვერ გასძრავს... რად მლანძღავ?.. ჩვენგან არც ერთი არ წამოვა, არც ვინ არ მოგექომაგება... რაი გვაქვს გასაყოფი მოხევეებთან?.. არა, ხალხო? - მიუბრუნდა მთიული დანარჩენებს.

- მართალია, მართალი, ლომისის მადლმა! - გრგვინვასავით გაირბინა ხალხის ხმამ. ამის ნახვაზედ ნუგზარი რაოდენადმე შეჰკრთა და აირია, რადგანაც ამგვარად საქმის დატრიალებას არ მოელოდა, მაგრამ, როგორც გამოცდილმა კაცმა, თავი მალე შეიკავა და უფრო დაწყნარებით ჰკითხა:

- მაშ სიტყვა რად მომეცით, რადა მპირდებოდით?

- შენ გვითხარ, რომ პირ-იქითელს ოსეთზედ უნდა გავილაშქროთო, გვითხარ, რომ ჩვენს მეფეს ეწინააღმდეგებიანო, მოგვატყუე, რომ მოხევეებს ოსების მხარე უჭირავსთო და იმად წამოგყევით.

- მართალი არის... მოხევეებს ოსების მხარე უჭირავსთ, უნდა გადავახდევინოთ.

- ტყუილია. ტყუილი! - ერთხმად იგრიალა ხალხმა.

ნუგზარ სიბრაზით ტუჩებს იკვნეტავდა და გულით უნდოდა შეეტყო, ვინ შეატყობინა მთიულებს ეს ამბავი.

- ვინ გითხრათ, რომ ტყუილია? - ერთბაშად წამოიძახა ნუგზარმა, რომელიც იმედობდა, რომ მოღალატის სახელს გაიგონებდა.

- თავად გვითხრეს, თავად! - მოისმა რამდენისამე კაცის ხმა.

- და თქვენც დაუჯერეთ?! ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - ბოროტად გაიხარხარა ნუგზარმა.

- რად არ უნდა დაგვეჯერებინა?

- იმიტომ, რომ თქვენი შეშინებიათ და უნდათ თავიდგან მოგიშორონ.

- ტყუილია, ტყუილი! - განიმეორა ხალხმა საერთოდ.

ნუგზარ მთლად გალურჯდა სიბრაზისაგან, რადგანაც ამგვარ პასუხს ის დაჩვეული არ იყო. იმ წუთში იმას რომ შესძლებოდა, იქავ ყველას გასრესდა, გაანადგურებდა, მტვრად აქცევდა და ქვეყანაზედ გაჰფანტავდა, მაგრამ ისეთს მდგომარეობაში იყო, რომ ნებაუნებლიედ თავი უნდა შეეკავებინა.

- მაშ იმათი სიტყვა გჯერათ? - იკითხა ნუგზარმა.

- გვჯერა, ლომისის მადლმა! - მისცა რამდენმამე კაცმა პასუხი: - გვჯერა იმად, რომ მოხევის კაცები იყვნენ, შემოგვფიცეს და ჭდე დასდეს... ჭდეს საით ეღალატების, არა, ხალხო?

- არ ეღალატების, არა!.. წავიდეთ, დავბრუნდეთ შინა! - ყვიროდნენ მთიულები, რომელნიც აიშალნენ, აირივნენ და თავიანთ ბინას ხელი წამოავლეს.

კარგა ხანს გრძელდებოდა ჟღავილ-ჟღუილი და ჩოჩქოლი, რომელიც მხოლოდ მაშინ შესწყდა, როდესაც მთიულები პირველს ბეგობას გადაეფარნენ. დაცარიელებულს მინდორზედ მარტო ერთი კაცი-ღა დარჩა. იმისი დაღვრემილი სახე ღრმა ფიქრს წაეღო და მთლად გაფითრებულიყო.

კარგა ხანმა გაიარა, რომ ეს კაცი ასე გაქვავებული იდგა, თითქოს განძრევის თავიც აღარა ჰქონდა. მერე ერთბაშად აიქნია თავი, დააღრჭიალა კბილები და მუქარით წამოიძახა: - თქვენი ფეხი დამკარით, თუ დღევანდელი დღისთვის არ გადაგიხადოთ!
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Wed Feb 25, 2009 10:43 pm




იქ ჰყრია დიდი ლოდები,
შავფერი, ციხისკარული...
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Wed Feb 25, 2009 10:51 pm



ნაღვარევის წმიდა გიორგის ეკლესია
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Fri Feb 27, 2009 4:49 pm



შრიალებს ჩემი არაგვი,
ჩემი ძმა დაუძინარი,
მიდის, სულ მიდის...ნეტა მას,
მიდის და მაინც შინ არის...

თედო ბექიშვილი
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Fri Feb 27, 2009 5:16 pm

1913 წელს მთიულეთში აკაკი შანიძემ იმოგზაურა. აქ მას მეტსახელად "სტუდენტი" შეარქვეს.
სტუდენტი მლეთაში
ძველი დროება წავიდა, ცხრაას ცამეტი წელია,
შაყრილან ქვემო მლეთესა გიგო, გოგია ბერია,
ვასილი თავსი დამჯდარა, აქვს ჭაღარ რეულ წვერია.
გოგია არაყს მიირთმევს, ლექსები იცის ძველია.
სტუდენტიც აქა ბრძანდება, ჭკვიანია და ბრძენია.
"მაშინვე არაყს ყიდულობს, ჯიბეს გაიკრა ხელია,
ორი ლადიმერას შეხვდას"გაისველოდე ყელია."



ამ ლექსს თან ერთვის აკაკი შანიძის კომენტარი -
ეს ჩემზე ნათქვამი ლექსია. მლეთაში არაყს ვყიდულობდი და ვუმასპინძლდებოდი მთქმელებს)
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Sat Feb 28, 2009 12:35 pm

მთიულეთის სოფლები
( აკაკი შანიძის აღწერის მიხედვით. 1913წელი))
გაგაძენი, ბუთხუზნი, ზემო მლეთე, ქვემო მლეთე, არახვეთი, ქვეშე(თი), სეთურნი, ჯაღ(უ)მიანი,კაიშაურნი,ქუმსიანი, მურღულნი,ზაქანი,ცისიანი,შარ(უ)მიანი,მიდელაურნი, ქოროღო,წკერე,მუღურე, ბენიანი, ბეგონი, თუსო, გომურნი (ორი კომლი),როსტიანი, სვიანანი,ბედონი,მოსიახლიანი (ერთი კომლი).
ლაკათ-ხევზე: შონჩო (ჩონჩი), ჟოჟონი, უშარნი (სამი კომლი), ლაკათ-ხევი
არაგვის მარჯვენა მხარეს:ქიმბარიანი, ნაღორევი (ბექიანი),ზამთრეულნი, ნადიბანი,ხარხეთი, ჩოხელნი, ამირნი, ჩადის ციხე, ჩაბარუხი, ბიბლიანი.
არაგვის მარცხენა მხარეს: მიყორანი (ერთი კომლი),უმცვრიანი, სეფე, არგანანი, კვირტნი, გვიდაქე,ყველანი, პეტრიანი,გოგნაური,სალაჯური,გაღმა ნადიბანი, მანასეური,გაღმა-ჩოხელნი,ზემო ჩირიკი, ქვემო ჩირიკი,წინკობანი,ძმიანი (ძებოთ კარი არ იციან.იხ ქარტა), ბატატიანი, ჭიკანი, ბარათიანი, მკერვალნი,ხევშა, ზემო წიფორი, ქვემო წიფორი (ჟიჟიანი), ბიბილიანი (ჩავიდნენ ქვემოთ, ფასანაურთან), ქავთარანი (პატაშურები ხევშას ცხოვრობენ).
ხანდოში: უკანა - მხარი, დავითურნი, ჯუხარანი, ვეშაგურნი, სოდევი, ჯალაურნი, წინამხარი.
ჭართალი (არაგვის მარჯვნივ): მუგუდა, ჭალის სოფელი, ჩიტაურნი, ზენა-უბანი (ჯიქურნი), მამულიანი, სონდა, დგნალი, ციხის ძირი (უფრო ქართლს ეკუთვნის).
არაგვის მარცხნივ:ცხვედიათი, ბანცური, ვაშლობი,ჯუღისი, დოლასქედი, პოვლეურნი, ავენისი.

(ჩამონათვალში რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომაა (მათ შორის სოფლების სახელებიც.)
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Wed Mar 04, 2009 3:46 pm

ჟამთაღმწერელი მოგვითხრობს, რომ მონღოლთაგან ლტოლვილი მეფე დავითი (გიორგი ბრწყინვალის ძმა და დიმიტრი თავდადებულის შვილი) მთულეთს აფარებდა თავს, რის გამოც მონღოლებმა მრავალგზის მოაოხრეს ქართლი და მთიულეთი..

ხოლო ვითარ ცნა ხუტლუბუღა მეფისა ციკარეს დგომა, განყო ლაშქარი, და რომელიმე წარავლინა ცხავტით გზასა, რათა ეგრეთ შევლონ ციკარესა, რომელი ესე შეუძლებელ იყო. მაშინ ქუემო შესრულთა ლაშქართა შევლეს გზა და განვიდეს ცხავატს. ვითარ ცნა მეფემან, წარავლინნა მცირედნი ლაშქარნი, და იქმნა ომი ძლიერი, და მოსწყდა თათარი ურიცხჳ, რამეთუ შემოსრულ იყვნეს ვიწროსა გზასა კაცი მეორე ვითარ ხუთასი, რომელნი ვერღარა გამოესწრნეს გზისა სივიწროისაგან. შეიპყრეს ხუთასივე: რომელნიმე მოკლეს და, რომელნი დარჩეს, მოჰგუარეს მეფესა. ხოლო სხუანი ივლტოდეს, და სპანი მეფისანი გამოვიდეს ჴადის თავსა, გორასა რასმე, რომელ არს ციკარეს პირისპირ, და იქმნა ომი ძლიერი. კეთილად ბრძოდეს შინაურნი მეფისანი, ჴადელნი, და ზოგნი ჴევით მოსრულნი რჩეულნი, და უმეტეს მოისრვოდეს თათარნი, რამეთუ დიდად ავნებდეს მთიულელნი, იყვნეს ფერჴითა მალი, ცხენოსანი ვერ შეუვიდოდა ნაომარი, და ქუეითად იბრძოდეს თათარნი, რომელთა შემწედ ყვა ივანეს ძე შანშე, და ოსნი რომელ სხდეს გორს, მესხნი ლაშქარნი, რომელნი წარმოევლინნეს სამცხისა მთავარსა ბექას: თორელნი, თმოგუელნი და ტაოელნი. და განგრძელდა ომი ვიდრე მიმწუხრადმდე. გზათა სივიწრითა არა აღერინნეს ურთიერთას, გაიყარნეს და უკუდგეს ჴადას თათარნი. და უშუელა ღმერთმან მეფესა, რამეთუ ცხავატით შესრული ლაშქარი ივლტოდა. და ვითარ ხუთასი ოდენ კაცი შეიყარა, და ხუტლუბუღასაცა დიდი ვნებოდა. იხილა სიმაგრე ქუეყანისა ხუტლუბუღა და ცნა, რომელ არა ეგების შესლვა ციკარეს; აიყარა ღამით გზასა ლომის თავისასა, დაესხა ქართლს, დაღათუ ვინმე დარჩომილ იყო, მოსრა და ტყუე ყო, და მოაოჴრეს ქართლი, და წარვიდეს ყაენს ყაზანს წინაშე.
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მთიულეთი   Thu Mar 05, 2009 11:04 pm

არგანი wrote:

ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში მეფე გიორგი ბრწყინვალეს გაჰკვირვებია მთიელთა ამგვარი ყოფ-ცხოვრება, რადგან საქართველოს წინანდელ მეფეთაგან “არ გასჩენოდა ძეგლითა განაჩენითა დადებითა” თურმე, კანონით დაწესებული არავითარი სასჯელი არ გადახდებოდათ დამნაშავე და ბოროტმოქმედ პირებს.
“სისხლითა მსუბუქობისათვის ადვილად ჩნდა ჩვენდა”-ო.
გიორგი ბრწყინვალე კი ამტკიცებს “ვითომც ქართველი მეფეები მთიულებს იმიტომ არ უდებდნენ სასამართლო წიგნს, რომ მათ “ეპრიანებოდათ მთიელთა აღრევით ყოფა ერთმანერთის შიგან”-ო, ე. ი. მათთვის სასარგებლო იყო, როცა მთიულებს ერთმანერთში დავიდარაბა ჰქონდათ ატეხილი და ერთმანერთს სჭამდნენ.
დიდი მეფის დიდი ავტორიტეტი, ამ ძნელად დასაჯერებელ ამბავსაც სარწმუნოდ ხდის, მაგრამ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა, სწორედ კანონებისადმი უპატივცემულობა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი დაუმორჩილებლობა და ამ მიზეზით ჩვენი დაცემა და გათახსირება ძალაუნებურად სვამს და პასუხს ითხოვს კითხვაზე:
რატომ გაწირეს საქართველოს მთის მოსახლეობა უკანონობისთვის, უწესრიგობისთვის?
რატომ ეპრიანებოდათ საქართველოს მეფეებს “მთიელთა აღრევით ყოფა ერთმანერთის შიგან”, სადაც ყველა დამნაშავეა, სადაც თემის თითოეული წევრი თანამდებია სასჯელისა?
ამ მართლაც რომ აუხსნელ ქმედებას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. მთა ტრადიციულად მეფის მემკვიდრეობით საადგილმამულო სამფლობელოს წარმოადგენდა, ფეოდალურ საქართველოში კი სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ფეოდალთა პირადი ლაშქარი და ეგრეთწოდებული დაქირავებული ლაშქარი (როქის სპა) შეადგენდა. მეფის პირადი უსაფრთხოების, სახელმწიფო ტერიტორიების დაცვა ფეოდალთა ნება-სურვილზე ან როქის ჯარის იმედზე ვერ დარჩებოდა. სწორედ ამგვარი შემთხვევისთვის მეფის განკარგულებაში მის მამულებში მცხოვრები, მოლაშქრე ყმები (და არა გლეხები) იყვნენ. მეფისადმი მათი ერთგულება გარკვეულ საზღაურს ითხოვდა, სწორედ ამ საზღაურად ჩანს მათი კანონიდან თავისუფლება, თავისუფლება ფეოდალური ინსტიტუტებიდან, რაც ერთი მხრივ წარმოუდგენელი თავგანწირვის აუცილებელ პირობას ჰქმნის (გავიხსენოთ 300 არაგველი) , მეორე მხრივ – სასურველ ფონს ჰქმნიდა არნახული დანაშაულისთვის. სამწუხაროა, რომ ამ დანაშაულის გამოსყიდვა თავგანწირვის ფასად ხდებოდა, არანაკლებინ სავალალო კი ის იყო, რომ თემური საზოგადოების თვითშეგნება უკანონობის პირობებში ზნეობრივ-მორალურ პრინციპების დაქვეითებას განიცდიდა, რაც საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის, სახელმწიფოს სამართლებრივ წინსვლას აფერხებდა.
სწორედ ის, რომ მეფისადმი და მამულისადმი სამსახური ხშირად მათთვის, არა შინაგანი მოვალეობის გრძნობით, არამედ სასჯელის გარკვეულ ალტერნატივად იყო გააზრებული, გახდა იმის მიზეზი, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქვეყანას დასჭირდა ნამდვილი თავგანწირვა, მანამდის “უნჯ ყმათა” უმრავლესობამ ვეღარ გამოჩინა სათანადო მამულიშვილობა და მანამდის “სალოცავი” სამშობლო მტრის სათარეშოდ გახდა.
გაგრძელება იქნება. გთხოვთ, კომენტარებით ნუ გამიწყვეტთ ტექსტს.

Arrow

იქ არ გაგიწყვიტე კომენტარით და ახლა უნდა გითხრა, გია...

რეებს იძახი შენ აქ ბაგრატიონებზე?

მეცხრამეტე საუკუნეში ”უნჯ ყმათა” უმრავლესობამ ვერ გამოიჩინა თავგანწირვაო, რომ ამბობ, - მაშ, ალექსანდრე ბატონიშვილს ვინ ედგნენ გვერდით? ანდა ალექსანდრე ყაზბეგი რად სწერდა მაშინ თავის მოთხრობებს?

და ბაგრატიონები კი არა, ყველა ქვეყნის მეფეები რომ ერთად მისდგომოდნენ კანონის შემოსაღებად მთას, მთა მაინც არ დაუჯერებდა, მთა თავის ჭკუაზე ივლიდა მაინც.
ხევისბერების და თემის სამართალი აწესრიგებდა იქ ყველაფერს და მკვლელობას რომ ალტერნატივად გვარის ამოწყვეტა ჰქონდა, სწორედ ეს აჩერებდა მთიელებს.

ზურაბ არაგვის ერისთავმა სცადა მთის გატეხვა და დამორჩილება და რაც იქიდან იმან წამოიღო, ყველამ ვიცით - ჭრილობები წამოიღო და მთაში დატოვა გაწყვეტილი მოლაშქრეები...

ლაშა-გიორგი და დედამისი, თამარ მეფე ხატის მოძმე-მოდეებად რომ დაუსახა მთიელებს ხევისბერმა, მაშინღა დაუჯერა მთამ მეფეებსა.
ეს ერეკლე მეფემაც კარგად იცოდა... იმიტომ დაჰყვებოდნენ პირად მცველებად გადარეული ხევსურები და თავისუფლად ეკაფიებოდნენ ბატონიშვილებსა და - არ იწყინოთო, - სულ ეგრე არიგებდათ ხოლმე პატარა კახი... უყვარდათ ძალიან და აექა, კრწანისთან რად აკვდებოდნენ არაგველები თათრებსა, თუ არ იცავდნენ ხატის მოძმე მეფე ერეკლესა? სამასი არაგველია აექა მკვდარი, უკან არ დაუხევნია არავისა... და მერე იმიტომ დაიტირა ხევსურეთმა მეფე ერეკლე - ”ვერ გაიგეთა, ხევსურნო, შაგეხსნათ რკინის კარია...”

კიდევ ვიმეორებ, ბაგრატიონები ვერაფერს დააკლებდნენ მთას - მთა თავისი წესით ცხოვრობდა და იმ წესების გაგება იყო ბაგრატიონებისგან საჭირო.
გაიგეს ბაგრატიონებმა ეგ წესები - დავით აღმაშენებელი რომ დვალეთში და ოვსეთში ლაშქრობდა, ვის ეყრდნობოდა, ვინ იდგნენ იმასთან, თუ არა ფხოველები? ვერ შეიტანდა დავით მეფე მთაში ბარულ კანონებს? შეიტანდა, მაგრამ აქ ქნა - ხევისბერების სამართალი სჭრიდა იქა. ამ სამართლით ცხოვრობდა თემი. და თავიანთი ხატის შებილწვას მთა არავის აპატიებდა. გაწყდებოდნენ, შეაკვდებოდნენ და მაინც არ მოითმენდნენ ამას.

აჰა, ხევსურები ნახე - http://archive.security.gov.ge/xevsurebis_mimartva.html

ამირიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ.

მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები
გიგა ლიქოკელი
ვ. გორგილაშვილი
23/VI-36 წ.


ეგეთი რამის დაწერა 1936 წელს, როცა რეპრესიები და შიში მძვინვარებს, ლამის სიგიჟეა და სწორედ მაშინდელ უშიშროებას ჩაუვარდა ეს წერილი და დღესღა გამოაქვეყნეს...
არ აინტერესებს ამ გიგა ლიქოკელს რეპრესიები, თავისას ამბობს მაინც... და ეგრეც უნდა - მაამებელი ვერ იქნებოდა ეს, კაი ყმა იქნებოდა და შეეწირებოდა კიდეც იმ პირსისხლიანებს, აღმა-დაღმა რო გვიხნავდნენ ქვეყანას - ესეც მტერზე შეკვდომაა, რო იცოდე...

Exclamation

აი, ეგრე ვფიქრობ ამეებზე მე...


Last edited by ბობო on Thu Mar 05, 2009 11:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Thu Mar 05, 2009 11:33 pm

აქ არ მინდა ამ თემის აგორება, მაგრამ სადმე გავაგრძელოთ:
ყველაფერი ისე არ იყო ჩვენს წარსულში, როგორც გვასწავლეს.
ვთქვი და გავიმეორებ, არ მინდა ყველაფერი ვთქვა (ეტყობა არც სხვებს უნდა ამის თქმა), ძალიან ბევრი ვიჩიჩქნე ისტორიაში და ძალიან ცუდი რაღაცეები აღმოვაჩინე (რა თქმა უნდა დოკუმენტურ მასალას ვგულისხმობ).
მაშინ გამრუდდა ფესვი და ახლა ღეროც მრუდედ მიდის...
არ ვუშველოთ?
არ დავდო ყველა მასალა?
მერე მე ბობორიკა დამიცავს?
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Thu Mar 05, 2009 11:55 pm

ნეტავ თუ იცის რომელიმე ქართველმა, რომ სამასი არაგველის გვერდით ორმოცდაათი ბოლნისელი თათარი იბრძოდა აღა-მაჰმადის წინააღმდეგ და არაგველებთან ერთად გაწყდნენ...
რატომ არ ხსენდებიან ისინი არაგველები გვერდით?
ვინა ვართ ჩვენ?
როგორ გვგონია, რატომ ჩაუკეტა დავით აღმაშენებელმა თავის ლაშქარს გზა დიდგორში?
ვის ჩაუთვალ რუსთა ხელმწიფის გამოგზავნილი ოქრო გაბრიელ ყაზბეგმა, რომ მთიულეთის აჯანყებაში არ მიეღოთ მონაწილეობა?
ვინ დაატყვევა და შაჰ-აბაზს ვინ გაუგზავნა ბიძინა, შალვა და ელიზბარი (ბახტრიონის გმირები)?
გავაგრძელო?
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მთიულეთი   Fri Mar 06, 2009 12:07 am

Arrow

კი, ბატონო გააგრძელე, და მეც გავაგრძელებ - ერთის მხრივ, კარგი მაგალითები დაიდება, მეორეს მხრიც, ცუდი.

და განა ყველა ერი მასე არ არის?

ახლად დაარსებულ ისრაელში რომ პირველი ქურდობა მოხდა, ერთმა დიდმოხელემ გაიხარა - ძლივს არ გავხდით სახელმწიფოო?

თუმცა, სახელმწიფომდე ბევრი გვიკლია ჯერ კიდევ...

მე იმას ვამბობ, რომ კარგიც დავინახოთ და ცუდიც მეთქი...

იმავე ბაგრატიონებს - ასეთებიც ჰყავდათ და ისეთებიც. ეს დინასტია არც ერთ სხვა დინასტიაზე ნაკლები არ არის, თუ მეტი არა...
Back to top Go down
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მთიულეთი   Fri Mar 06, 2009 12:09 am

კიდევ დავამატებ:
ალექსანდრე ყაზბეგი თავის ტექსტებში არსად არ ეყრდნობა დოკუმენტურ ისტორიას.
ის წერდა, ისეთ ისტორიას როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო, როგორიც აჯობებდა მომავლისთვის, ჩვენთვის.
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მთიულეთი   Fri Mar 06, 2009 12:15 am

არგანი wrote:
კიდევ დავამატებ:
ალექსანდრე ყაზბეგი თავის ტექსტებში არსად არ ეყრდნობა დოკუმენტურ ისტორიას.
ის წერდა, ისეთ ისტორიას როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო, როგორიც აჯობებდა მომავლისთვის, ჩვენთვის.

Arrow

კარგი, აქ აღარ აგირევ გვერდს.
მოდი, ჯალაისკარის სასაფლაოზეც მოგვიყევი და, თუ გაქვს, სურათები გვანახე...

კარნავალებში არის ჯალაისკარზე - ქავთარათას ახლოს როა... - http://armuri.4forum.biz/--f8/-t198.htm

Smile
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: მთიულეთი   

Back to top Go down
 
მთიულეთი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ისტორიისათვის-
Jump to: