არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნუკრი ბერეთელი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნუკრი ბერეთელი   Tue Nov 18, 2008 6:06 pm

მე გნატრობ

ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო
თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა_
ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ
უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა.
და ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი
კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ.
ვმშვიდდები_დროებით... და ჭრელი ნაჭრებით
დახუნძლულ ხესთან ვარ: ალიხე, მალიხე,
სალიხე... ალიხე... და ღმერთმა შეგინდოს!
დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა
ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს.
სიბნელე...
სიბნელე!
სიბნელე!!!
იქნება სულშიდაც გათენდეს,
ოდესმე მოხვიდე ეგება!
და თვალებს ლეკვივით ამიხელს
მაგ ცხელი ტუჩების შეხება.

ხომ ხედავ,_ მე გნატრობ:
ალიხე, მალიხე, სალიხე...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Mon Dec 01, 2008 11:05 am

მე შენ გიღალატებ

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა,
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა!
მიწყივ საკუთარის, მიწყივ...
მე შენ გიღალატებ ცოლთან,
გული უძღებია კაცის,
შენთან ყველაფერი მქონდა,
მქონდა დიდებაც და მარცხიც
გამოერეოდა ზოგჯერ...
მარცხს ვინ დაეძებდა - მწამდი!
ქისტის მარჯვენივით მომჭერ
კუზად ამოზრდილი დარდი.
მე შენ გიღალატებ ცოლთან,
ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს
მას, რაც შხამისფერად მორთავს
ჩვენი საძინებლის კედლებს.
და გულს უშენობა ნელა,
მშვიდად გამოუტანს წირვას:
ბნელა, შუადღითაც ბნელა!
მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!

შენ მე მიღალატებ ვეღარ
რადგან ერთგული ხარ ფიცის...
რადგან ღვთისმშობელთან წევხარ -
ისიც დედაა და იცის
შენი ერთგულების ფასი.
მე ვერ შეგიფერებ, რადგან
ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!
ყალბი სიყვარულის დადგმა!!!

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მაგრამ სიკვდილის წინ, თუკი
ბოლო ნატვრის ნება მქონდა
და თუ ავაგლიჯე ლუქი
(შენც ხომ უჩემობა არ გსურს?)
ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს,
კვლავ შენს საპატრონო ამ სულს
შენივ გულის კოვზზე დავლევ!!!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Thu Dec 18, 2008 10:56 am

* * *


ახლა ოქტომბრის ღამესთან ვწევარ
და უშენობა ატანს ძვალ-რბილში.
ხვალ მოვალ ფერად ფოთლების წყებად,
(ფოთლად მოსვლასაც ხომ ვერ დამიშლი!)

და შენი სახლის გარშემო დავცემ_
დამპყრობელივით-უთვალავ კარავს.
და ალყად მომდგარს თვალები გამცემს
და მოგთხოვ ჩემი გრძნობების ღალას.

შენ კი ამაყად გადმივლი გულზე,
ეზოს კუთხესთან მიგიყვანს მზერა
და ძველი ცოცხით ამკინძავ უცებ,
სულ ფურცელ-ფურცელ,სულ ჭრულა-ჭრელა.

მე-ცაში კვამლის ქულებად აჭრილს
და შენ,რომ ერთი ზეცა გხურავდეს,
გავხდები (ტირი?!) ცოცხალი ჯაჭვი,
მაგ ძველი ჭიდან მამის სულამდე…

საღამოს ქარი გამფანტავს ნაცრად,
ვერც ყელს შევეხე,ვერც ბაგეს მოვწვდი,
და ნალიასთან მაგ ყელის ნაცვლად
შენი ბავშვობის ნატერფალს ვკოცნი…



ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი,ნუკრის შემოქმედებიდან! sunny
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Fri Dec 26, 2008 5:36 pm

მაინც სოფელზე

ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე_
დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე.
_ვაი, თქვენს პატრონს!_ ვეტყვი_ თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ.

------------------------------------------------------------------------------------

ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი,
ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ.
ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი!_
სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.

მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად,
დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი,
ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ...
მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.

კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ!
ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი.
გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო...
საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...

ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა,
ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე.
არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს?_ წყაროსთან, მამამ
და ბრგე ჩაფივით მწუხარება შეიდგა მხარზე...

ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმა
მიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.)
_ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და დარეკოს ახლა!_
ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...

---------------------------------------------------------------------------

მაინც სოფელზე მსურს დავწერო!..
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Sat Dec 27, 2008 2:08 am

მე ახლა ავად ვარ

მე ახლა ავად ვარ, გესმის?!
ავად_ უშენობით...
ათასფერ ყვავილებს გესვრის
კარს მომდგარი მარტი.
შენით უძილობას ვნატრობ,
შენ_ ძილს უჩემობით...
რითმებს ვამარტივებ,ვატყობ,
გადაღლილი დარდით.

ისე მიძნელდება წერა,
როგორც არასოდეს.
ჩემი მინავლული კერაც
მიცივდება სოფლად.
გულზე ლაქასავით, ჭრელი_
უნდა ამოგშორდე,
იქნებ გავამართლო ჩვენი
ვარსკვლავებთან ყოფნა.

ვითომ დაუჯერებს თვალებს
დაბნეული ჭინკა,
როცა გავაჯავრებ მთვარეს
მოქცეული ღრანჭით?!
გული, გაბზარული როგორც
შარშანდელი ჭიქა_
დამაქვს_ წყაროს პირთან...ოღონდ
ნუღარ მკითხავ, რა მჭირს_
ყველა შეუნდობი ცოდვა
დამაბრალე როცა!
ტვინში არეული ბოდვა
წალამივით იწვის...
ყველა გადაშლილი ფრესკის
ვერნათქვამი ლოცვა
ღმერთმა მოგივლინოს! ეს კი
რამდენია, იცი?!

მე კი გავუყვები ქარებს
მუჭისტოლა ღრუბლით,
ჩვენ რომ ვარსკვლავები ვთვალეთ_
იმ ბავშვობის ციდან_
უნდა ავარჩიო ერთი
და მიწისკენ შუბლით
(აღარ გამახსენო ღმერთი!)
გადმოფრენა მინდა!

მე ახლა ავად ვარ, გესმის?!
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Wed Jan 21, 2009 5:17 pm

* * *
თავგაბეზრებულს ნოემბრის წვიმით,
უშენო სახლით, ულამფო ჭერით,
თავგაბეზრებულს ყველაფერ იმით,
რასაც გვაჩეჩებს სოფელი ჭრელი:
უღონოდ ყულფში გაჩრილი კისრით,
უმიწაწყალოდ დაყრილი ძმებით,
უხ! უსახელოდ დაღვრილი სისხლით,
თვითკმაყოფილი, სულელი მეფით,
უწიგნურ ქუჩით, "მინისტრი-კლუჩით",
ბრმა ფაცი-ფუცით_მიღმა ფარდების,
მისიონერთა ბრაცით და ბრუცით,
(ფურცლებზეც ისხამს ეკლებს ვარდები...)
დამარცხებულის ტაშით და მარშით,
(ჰექტრობით გვკბეჩენ შენახულს მისხლით.)
იმაზე ფიქრით, რომ აღარ დავრჩით,
ეს მზე კი არა, სისხლია, სისხლი!
რომ, და ამ სისხლით ითბობენ ხელებს,
და რომ ამ სისხლით თვრებიან დღემდე.
რად უნდათ ღმერთი სამშობლოს მკვლელებს?!
ეგ პიარისთვის ჭირდებათ, მენდე,
რომ სანთლით ხელში ეკრანზე ჩანდნენ,
რაც უფრო ხშირად_მით უფრო კარგი,
ეგ მათთვის, თორემ მე ვარჩევ კადრებს,
რა არის ნაღდი, რა არის ყალბი.
თავგაბეზრებულს ყველაფერ ამით
და ამის იქით რაც დარჩა, იმით,
იმედად მრჩება კვლავ სახლი მამის,
წიგნი, სანთელი, ხმაური წვიმის.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Mon Feb 02, 2009 4:51 pm

ხვალიდან


ხვალიდან ხეში წყალი ჩადგება,
ხვალ ჩემი ფესვი შენს ცრემლებს იგრძნობს,
ხვალ შეგიძლია ჩემი დაწყება,
რომ გულში ღვარად ჩაღვრილი სითბო
ქარებს კი არა, შენ დაგაბრალო,_
ამ შემხმარ ტოტში პულსის ფეთქებაც...
მინდა შეიგრძნო, მთელი სამყარო
ჩემს თოთო კვირტში როგორ ეტევა.
ნუ გეშინია ჩემი თვალების.
ნუ... თაფლის ზღვაში ტალღებს რა უნდა?!
ეს ზურგი_ტყვიებდანახალები_
ცას სვეტად ედგა, როცა გამრუდდა.
ან იარები ხომ არ გაშინებს?
აქ მიხაკები ჰყვაოდა ერთ დროს;
შენ რომ ღიმილით გადამარჩინე
და აიკრიფე სულყველა... ღმერთო!
იმ წუთის შემდეგ შენთან ვალში ვარ.
შენ დაღლილი ხმით მპასუხობ: ალბათ...
ნუ დამასრულებ ასე მარტივად,
ასე უბრალოდ და ასე ყალბად.
მოდი, კერაზე ცეცხლი დამინთე,
მომხვიე შენი ცხელი მკლავები,
მერე გახსენი მორცხვად საკინძე
და მაგრძნობინე ზღვა უკვდავება!
Back to top Go down
View user profile
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Mon Feb 02, 2009 4:58 pm

აი,მეც მოვედი! რამდენი ხანია ჩემი თბილები მოსულან და მე კი შორიდან შემოგხედავდით ხოლმე ხანდახან და ვერ იქნა და ვეღარ დავრეგისტრირდი. Embarassed ახლა მოვახერხე როგორც იქნა cheers და ერთი ძველი ლექსიც მოგიტანეთ.სათებერვლო განწყობისაა და იყოს აქ. Smile
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Feb 10, 2009 6:53 pm

ეხლავ მოდი

აემ ცხენისთავა ღრუბლებს
გამოვყვები შენთან.
სადმე თუ არ დავიღუპე,
ჩემო სულისერთავ,
თუ ელვამ არ გადამიჭრა
მომერცხლილი გზები,
თუ იორღა გადამირჩა_
ქარებს ნაომები,
სულ ბოლოჯერ თუ გადვურჩი
მტრის შურიან თვალებს,
თუ გამოვცდი ნადაბურში
ჭინკებს ნასუფრალებს,
თუ გადვურჩი წელმოთრეულ
ღჯუ დედაბრის კრულვას,
თუ გაუძლო სამოთხეულ
უცხო ხილვებს გულმა,
თუ მეგობრის ერთგულების
არ ჩამიტყდა ხიდი,
შენც თუ ჩემად მეგულები_
მინდი, ინდი-მინდი!..
ოღონდ არსად შეეფეთო
მთვრალი კაცის მზერას!
რა?
მე?!
არა, შე უღმერთო!
მე საფლავშიც მჯერა,
მაგრამ... გული ფორიაქობს
შეყვარებულ ბიჭის.
გამოგყვები შორიახლო.
უფო ახლო_მიჭირს...
წამო, ფეხით მოგატარებ
ჩემი სოფლის სერებს,
ნიავს კი არ მოგაკარებ!
და წინკართან მერე,
ის დიდედის ფაიფურიც
მივაყოლოთ იჭვებს...
გადაუგდე თაიგული
უკან გოგო-ბიჭებს.
და საღამოც გაწელილი
ჩამთავრდება როცა,
შენს თეთრ მკერდზე დაწერილი
ღვთისმშობელის ლოცვა
წამაკითხე...
მარცვალ-მარცვალ
გადმომიშვი შენში.
_შემოგევლე...
_გე... გენაცვა...
და სიტყვების ტევრში
დილა ღამეს გააცილებს,
(თან პაემანს უთქვამს)
მე კი აღარ დამაძინებს
შენი მშვიდი სუნთქვა.
ამ ოცნებით დავაბოტებ
და სოფელთან ვომობ.
მალე მოდი!
ეხლავ მოდი!
ოღონდ მოდი, გოგოვ!!!

I love you cheers
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Mon Feb 16, 2009 2:07 pm

რომ შემეძლოს

ახლა მოვკვდებოდი... (ბევრჯერ დამიწუნეს
წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება)
გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს_
ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების...

მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს,
ღიმილს_მაისის ქარს,_ხეებს დაურიგოს.
სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან...
დები იტირებენ ალბათ "ძამულიკოს".

მერე დაიწყება წლები დავიწყების,
ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს...
ძვლები გათეთრდება_ დედის საფიცრები,
მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც.

მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს.
(ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!)
მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე,
ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე,
ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე,
თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა... მოვკვდებოდი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Wed Feb 18, 2009 12:19 am

miyvars es poeti me Embarassed I love you Embarassed
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Wed Feb 18, 2009 10:37 am

მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს,
ღიმილს_მაისის ქარს,_ხეებს დაურიგოს.
სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან...
დები იტირებენ ალბათ "ძამულიკოს".

მერე დაიწყება წლები დავიწყების,
ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს...
ძვლები გათეთრდება_ დედის საფიცრები,
მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც.




მართლაც,შესანიშნავი ოსტატია ბერეთელი.
გვჯერა,რომ მომავალში უფრო საინტერესო იქნება მისი ნაბიჯები.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Feb 24, 2009 4:50 pm

ნაღდი კაცი და პოეტია ნუკრა.. მოვიკითხე ძმობით..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Thu Feb 26, 2009 7:57 pm

წამოდი

ნ.კ.-ს

ეს ქარი ახლა ისე მალია,
ვაითუ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს...
შენ რას იღიმი, რა გიხარია,
რა გიხარია სულით მახინჯო?!

გამოკეტილი ფიქრის შუშაში
ასხია ფერი_მელნის_ტკივილი.
ჭინკებმა დასვეს ცხვირწინ დუშაში
და სულს გაცლიან კივილ-წივილით.

ფანჯრიდან მოდის ღამის შეგრძნება,
ხედავ, მკვდრისფერი ადევთ პორტრეტებს,
და გრძნობ, რომ ფეხქვეშ მიწა გეცლება,
თან, სადღაც... სოფლად, რადგან მოგკვეთეს

ფესვებს... და უკვე ვეღარც მარხულობ,
და ძილშიც ვეღარ ხედავ მთაწმინდას.
ოცდამეშვიდე მოვა ზაფხული
და ამღვრეულ მტკვარს ისე დაწმინდავს,

ვით მომაკვდავის თვალებს შიშიანს
ანაფორათა მუქი ჩრდილები...
და თუ სიკერპე შენი ჯიშია,
თუ მაინც სიკვდილს დაეპირები,

უკან მოუხმე ქარებს შარიანს,
ლამის რომ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს.
ვიცი, ღიმილიც ზოგჯერ მწარეა,
წამოდი, ერთად გადავაბიჯოთ!
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Fri Mar 13, 2009 3:13 pm

ბეღურები
შენ ახლა ისე შორს იყურები,
რომ ვერ შემამჩნიო, სულ არ მიკვირს.
სხედან ანტენაზე ბეღურები,
ჰგვანან დაშინებულ ჟურნალისტებს...

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებმორყეული აივნიდან.
თმაში ჩაბნეული სინგურები
ხელის შეხებაზე გაირინდნენ...

იქნებ დარდებისგან დავიცალოთ,
წამყე გოჩგოჩანა მდინარესთან,
ჩრდილში ოცნებები გაგიცვალო,
მერე გაგეპარო მძინარეს და

მინდვრად გაძებნინო სიყვარული,
იქვე დამალულმა_ჭრიჭინებთან,
შიში, ხმის ქვიტკირში შეპარული
როცა თვალებიდან იჭყიტება,

უნდა მივუხურო დარაბები,
(ცოტა დამიმდუღრავს ხელისგულებს...)
მერე თვალდახუჭულს ქარაფები_
საგულდაგულოდ რომ შევიგულე,

უნდა აგატარო დაისამდე...
მზეს აქ არაფერი დარჩენია,
მე კი უშენობით დავისაჯე!
იცი, უშენობა სასჯელია!

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებდამტვრეული აივნიდან.
ნახე_ დატუქსული ბეღურები
სულ სხვა ანტენაზე გადაფრინდნენ...



mgoni sxva yvela leqsi daudiaT Very Happy
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Thu Mar 26, 2009 1:28 pm

კითხულობ და გიყვარს..

მაგარია ნუკრა..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Sat Mar 28, 2009 11:36 am

ოცნება

ვერ ავისრულე წელსაც ოცნება
მთაში ასვლის და მთად დავანების.
თუ ავალ, ყველა დამეკოცნება
მთის კალთები და საყდრის კარები.

გავიკარებდი, აღარ, ლანჩასაც,
სულს ფეხშიშველა ამოვატანდი.
დავაჩოქებდი ძმების დამჩაგრავს,
ან არაგვს თავქვე გამოვატანდი!

ამოაკვანდი, ყრმაო, ძმისშვილო,
დადექ, დადრიკე მთები, ქედები!
ნეტავ მანდ ყველა დედამ მიშვილოს!
ამოდი, მზეო, ნუ შეჩერდები!

შევაჩერდები ბარად ალიონს,
ნაოცნებარი მზერა ასხლტება...
რა ვქნა, თუ ასე ვმედღეხვალეობ
და გულს ვიმაგრებ, სანამ გასკდება.

საქმით ფასდება ვაჟკაცი, ვიცი,
რად უნდათ ფიცი ღმერთთან მისულებს...
ლამაზ ქალებსაც არ უყვართ ფიცი,
ასულებს ლაღებს, მთად აისრულებს.

თუ ავისრულე ხვალ-ზეგ ოცნება,
(მაგ ოცნებებმა ძილი წამართვა.)
ავალ და ყველა დამეკოცნება
და ფიცვერცხლს შევჭამ მღვრიე არაგვთან!

flower
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Mon Mar 30, 2009 5:06 pm

მოდი!

ახლა მონატრებამ ისე დამიარა,
(რა ვქნა, შენი ნახვა ამ გულს თუ არ ყოფნის?!)
რომ ის წამი არა, რომ ის წამი არა,
რომ ის წამი არა _ შენი უარყოფის_
ფეხით მოვიდოდი... შენივ კოშკებიდან,
თეთრი კოშკებიდან მზის სხივს დაგიჭერდი
ხელით. გაზაფხულებს მარტი მოდენიდა,
სახრით მოდენიდა. მე კი გავიჭედე...
ყურით მოთრეული, ყალბი ამპლუიდან
ვეღარ ამოვძვერი, ლიქნით მომადუნეს.
ვინც რა დაიჩემა, ყველას გაუვიდა...
ყავლი გაუვიდა ჩემს ფრთებს მოხატულებს
შენი ზურმუხტებით სავსე პალიტრიდან.
მოდი, ღიმილები გულზე დამაბნიე,
სანამ ფრთახატულა ჩიტი გამიფრინდა,
(მაჯებდამტვრეული, ძველი აივნიდან)
სანამ სიყვარულის ჩიტი გამიფრინდა,
სანამ ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე,_
მოდი!..

sunny
Back to top Go down
View user profile
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Mar 31, 2009 4:24 pm

ნუკრო..ძმაა...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Mar 31, 2009 5:58 pm

ოდესმე უფსკრულთან ხომ უნდა მიმიშვან.. თუ რაღაც ამგვარი.. დამამახსოვრდა..

მოგიკითხე ძმა..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Apr 07, 2009 1:07 pm

pawum didi siyvarulito.......... Smile
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Thu Apr 16, 2009 5:06 pm

ჩიტი-ბარომეტრი


დავხურე ფანჯრები. ჩიტების ჟღურტულიც მიწყნარდა,
და კენკავს სიჩუმეს საათის ისარი, დაღლილი.
ფიქრები გავხიზნე ბავშვივით, სოფელში, ფიჭვნართან.
ჩემი ბრმა ტკივილის ფეხებთან ერთგული ძაღლივით

მივწექი... დაბნელდა... არადა, წუთის წინ მზე ჩანდა.
დახუჭულ თვალებით ოცდამეჩვიდმეტედ მანძილი
მიწამდე_ გავზომე. ტკივილი იდგა და ღეჭავდა
ჩემს ნერვებს, უგემურ... ვით გლეხი, დაღრეჯით, ღანძილებს...

და მერე, სიზმარში ვიდექი დიდ-მამა-ადამთან;
ძმა ჩემი, თეთრ ღრუბლებს მწყემსავდა მომწვანო იფნებთან.
პოეტებს_მომღიმარ_ ბრბო პიტნის გვირგვინებს ადგამდა,
და დაფნის ნაყენის საფენებს სახსრებზე იფენდა.

და ვგრძნობდი სიზმარშიც_ მარცხენა ბეჭს ჩაქუჩს ურტყამდნენ
შიგნიდან... გარედან_ შურის და ქილიკის სამიზნეს.
ვიღაც კი იდგა და ფიჭვნარში სალამურს უკრავდა
და ჩიტი მღეროდა ხვალინდელ წვიმიან ამინდზე...
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Thu Apr 16, 2009 5:24 pm

cheers
flower
queen
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Thu Apr 16, 2009 5:28 pm

ნუკრი ბერეთელს

ნუკრი,ბერეთისის ძველ სანახებს,
ალბათ მიაცარცეს აკაცია...
ბევრჯერ გვითქვია რომ დრო გვანახებს,
ვინ რა პოეტი და რა კაცია.

ნუკრი,ჩვენ გვითქვია მილიონჯერ:
სადაც ვსუფდავდებით-სოფელია,
სადაც ვერ შეხვდები სულით გონჯებს,
სადაც უანგაროდ მოგველიან.

ნუკრი,სხვას ფიქრობ და სხვაგანა ხარ,
იმ გაგებითა და იმ იერით
ღმერთმა პოეზიით დაგანახა,
ჩვენთვის უცნობი და მიღმიერი.

ნუკრი,დიაცივით ანცობს მარტი,
ტანში ჟრუანტელად დაუვლია...
გულიდან თქრიალით კაცობა გდის,
ხელებს ნუ მიიჭერ ძამულია.


ბექა ახალაია

ჰა.. გავროშამ დაგიწერა.. ძმა.. გულიანი ლექსია.. ნაღდი.. იყავი მაგრად..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Wed Apr 29, 2009 1:37 pm

წამოდი



ნ.კ.-ს

ეს ქარი ახლა ისე მალია,
ვაითუ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს...
შენ რას იღიმი, რა გიხარია,
რა გიხარია სულით მახინჯო?!

გამოკეტილი ფიქრის შუშაში
ასხია ფერი_მელნის_ტკივილი.
ჭინკებმა დასვეს ცხვირწინ დუშაში
და სულს გაცლიან კივილ-წივილით.

ფანჯრიდან მოდის ღამის შეგრძნება,
ხედავ, მკვდრისფერი ადევთ პორტრეტებს,
და გრძნობ, რომ ფეხქვეშ მიწა გეცლება,
თან, სადღაც... სოფლად, რადგან მოგკვეთეს

ფესვებს... და უკვე ვეღარც მარხულობ,
და ძილშიც ვეღარ ხედავ მთაწმინდას.
ოცდამეშვიდე მოვა ზაფხული
და ამღვრეულ მტკვარს ისე დაწმინდავს,

ვით მომაკვდავის თვალებს შიშიანს
ანაფორათა მუქი ჩრდილები...
და თუ სიკერპე შენი ჯიშია,
თუ მაინც სიკვდილს დაეპირები,

უკან მოუხმე ქარებს შარიანს,
ლამის რომ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს.
ვიცი, ღიმილიც ზოგჯერ მწარეა,
წამოდი, ერთად გადავაბიჯოთ!


გულიანი კაცია ჩვენი ნუკრა.. მოფერება და მოფრთხილება უნდა..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ნუკრი ბერეთელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: