არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თეა თაბაგარი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Wed Dec 30, 2009 7:49 pm

როგორ გამახარეთ ამ საჩუქრით, მიხო ბატონო!.. flower



ყველას გილოცავთ დამდეგს და ბედნიერ შობა-ახალ წელიწადს გისურვებთ!
Smile jocolor santa sunny rendeer



შენ (საახალწლო ლექსი) ჩემგან

გვეუბნებიან, რომ თვალებით ვგავართ ერთმანეთს,
შენი ღიმილი ზამთრადქცეულ მიდამოს მითბობს,
ბუნებრივია, სულებითაც ვგავართ, ღრმერთმანი!..
კვლავ ნანინანატრ ბავშვობაზე მინდა მოგითხრო

ჩურჩულით, ხოლო მარტოობის საათებს წაშლის
აივანზე რომ ქარი დადის, ქარიზმატული,
და საღამოსთან მისტიურად ამყარებს კავშირს,
ჩემს განწყობაში თავნებობა ქალის მატულობს,

ეს სტრიქონებიც მოგხიბლავენ, გაგაოცებენ-
თითქოს ევროპულ ყაიდის და ბევრად აზიატს,
შემოვუნახოთ თოვლის ბაბუს საგზლად კოცნები,
ჩამოურიგოს საქართველოს ფესვებს ვაზიანს.

მიმოეფერე დაღლილ ხელებს და დამაჯერე,
რომ ფანტელები ნიადაგის ნაოჭს კემსავენ,
მერე თითები მითურად, ზღაპრად აღწერენ
მოგზაურობას მთებში, სადაც ხარობს კესანე.

გარეთ იმპროვიზირებული დგანან ნაძვები,
წყვილმა ფიფქებმა ფანჯარაზე ფრთები დახატეს,
იფარფატებენ შუშხუნებიც, სანამ გაძლებენ...
ოთახს სინათლის აურა აქვს. ვხვდებით ახალ წელს.


flower
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Jan 21, 2010 12:47 am

შენ და პოეზია

თოთო გაზაფხული მიმზერს ფანჯრებიდან,
მისი სურნელება გრძნობებს მიათასებს,
ასე, სავსე გულით, ფიქრებთან ვჯდები და
მყისვე ერთი ხდებით პოეზია და შენ.

მოდიან წამები მერე რითმებივით,
მიდიან წამები, ხოლო ლექსი რჩება,
ნამზე არეკლილი სხივი იხდენს ღიმილს,
თვალთა დუმილია ცასთან შესიტყვება.

ისევ გადავყურებ სივრცეს პოეტივით
შორით, სადაც ფრაზებს ვტოვებ ფიანდაზად,
მჩუქნით არსებობის სტიმულს ყოველ დილით
შენ და პოეზია, პოეზია და შენ.


flower
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Jan 21, 2010 7:58 pm

მიყვარხარ მე და მომენატრე...
flower flower flower flower flower
გვირილები ჩემგან...
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Mon Feb 08, 2010 1:02 am

გაზაფხულამდე

გაზაფხული სანამ
შორიახლო იცდის,
დაიწერა თოვლზე
ჯვარი იანვარმა,
ანარნარებს, არწევს
პაწაწინა ფიფქს ცის,
და ძვლებამდეც აღწევს
ქარის იავნანა.
მივუყვებით ქუჩას,
ტოტგამოწვდილ ჭადარს
ნოსტალგიისფერი
შეღამება მოსავს,
როცა შემოგიტევს
მონატრება ჭარბად,
სულში ჩაგიწვება
მონატრება როცა.
ნუ დაელოდები
ფრაზებს ჯერაც უთქმელს,
მხიბლავს ეგ ღიმილი,
მოსაფერებელი,
სულ თვალებით, ანდა
ლექსად მესაუბრე,
გავუცვალოთ ერთურთს
კოცნა მერე ბევრი.
გაზაფხული სანამ
სისხლძარღვებში ივლის,
გულის სითბო ატანს
ირგვლივ კიდით-კიდემ-
დე და ასე ბავშვურ
ხეტიალში, თბილისს,
ერთად მერამდენედ
შემოვივლით კიდევ.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Mon Feb 08, 2010 10:04 am



ნუ დაელოდები
ფრაზებს ჯერაც უთქმელს,
მხიბლავს ეგ ღიმილი,
მოსაფერებელი,
სულ თვალებით, ანდა
ლექსად მესაუბრე,
გავუცვალოთ ერთურთს
კოცნა მერე ბევრი.
გაზაფხული სანამ
სისხლძარღვებში ივლის,
გულის სითბო ატანს
ირგვლივ კიდით-კიდემ-
დე და ასე ბავშვურ
ხეტიალში, თბილისს,
ერთად მერამდენედ
შემოვივლით კიდევ.
.

queen cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sat Mar 27, 2010 1:52 pm

ზღვარზე, ანუ სანამ ნაბიჯებს სვლა შეუძლიათ

ვერც კი წარმოიდგენ,
ახლა გაგიჟება
ისე ადვილია,
სადაც ნაბიჯებს სვლა
აღარ შეუძლიათ,
გზები მთავრდებიან,
მიუღწევადია
ქვეყნად სამოთხე და
სრული იდილია,
ასე ინფანტილურ
ქალის ხასიათი
ჩემი თავდებია.

გარეთ ამინდია,
მისწვდა გაზაფხული
ტოტებს, შეერია,
ტანწერწეტა ხეებს
დაუმშვენებიათ
ვიწრო პოდიუმი,
შილიფღრუბლებიან
ცაში ვაკვირდები
ფერებს, ფეერიულს,
სულ ცოტა ხნის წინათ,
ფიფქებს შევყურებდი,
ძირს რომ მოდიოდნენ.

ქარი მოქანავე,
ბებერ აივანზე
შუბლით ეხეთქება,
მანვე გადახადა
ყველა სახურავი
სულებს, მარტოსულებს,
კვირტი ეწვით ტყემლებს
შიშით, და აქა-იქ
შეუთეთრდათ თმები,
ჩემთან სიმშვიდესაც
დაუგვიანია,
ან სულ არ მოსულა.

წლების აჩრდილები
თვალებში შერჩენილ
სხივებს აუქმებენ,
ჩანან ლექსებიდან
უხმო ტკივილები,
რასაც შენით ვძლიე,
მე კი, სანამ დროა,
ჯერ კიდევ არსებულ
ბილიკს გავუყვები...
გზები მთავრდებიან,
სადაც ნაბიჯებს სვლა
აღარ შეუძლიათ.
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sat May 01, 2010 9:52 pm

საერთო ჰაერი

მე მოვალ, აივნების უმწყობრო მოზაიკას
აქა-იქ ვაზი ახვევს ტოტებს და ასე უფრო
ადვილად შემიძლია ცხოვრება პროზაული
შევცვალო მელოდიით - რიტმებით გესაუბრო.

ტალღები ღელვისაგან ყირაზე გადადიან,
ამინდის განწყობაა არც ისე მინორული,
და ახლაც, როგორც წესი, არ ვგავარ ადამიანს,
ვცვლი ფანტასმაგორიულ მითებზე რეალობას.

მომსდევენ სურვილები ლექსივით უსაშველო,
წვიმაა ყვავილების - ფერადი სიმფონია,
ოდესღაც მივიწყებულ ხილვებსაც ვიშველიებ,
ვყოვნდები, არე-მარე ფოთლებით იფარება.

შენ მოხვალ კესანებით ავსილი მინდვრებიდან,
როდესაც ზეცა გახსნის დარაბებს გალერეის,
თვალებში სიხარულის ცრემლები მწიფდებიან,
თავდაღმა ეშვებიან დროდადრო გამეტებით.

ვცვლი ფანტასმაგორიულ მითებზე რეალობას,
მომყვება ზღაპრებიდან შეგრძნება იდეალის,
ვიდრე შენ, ყოველ დილით, საჩემო მზე ამოგყავს,
და ჩვენთვის ეს ჰაერი საერთო ვიდრე არის...


flower
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Jul 01, 2010 9:49 pm

თუ ვერ შეგინდე...

” თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების!”

მირზა გელოვანი


ქარი კვლავ ქარგავს გზებზე ფოთლებით,
ჭკვიანს ჰგავს, მაგრამ ქარაფშუტაა,
შავ-თეთრ კადრებად კლდეზე ბოლდება
ნისლი და იწყებს ქარაფში ტაატს.

როგორი დაღლა იცის ლოდინმა...
თავჩაქინდრული ჩამოეყრდნობა
ჰორიზონტზე და მერე, ლოთივით
იწყებს ბორიალს, ერევა თრობა.

პირს გაისველებს, თუ წამოწვიმა,
ან საკუთარი ცრემლების გემო
გამოაფხიზლებს, ახედავს მყინვარს-
თეთრი აფრებით შემოსილ გემბანს.

დამიმეგობრდა ბოლო ჟამს ისე,
აღარც კი მახსოვს, იცი?! როდიდან,
ერთად ვზომავდით ღრუბლების სისქეს,
როგორი დაღლა იცის ლოდინმა...

მიწა ცისთვალებს ჩაიბნევს თმაში,
მზე ჩამოკიდებს კაეშანს სხივზე,
დრო მიდის, მაგრამ ტკივილებს არ შლის,
მინოტივდება თვალების სივრცე.

მშვიდი კი ვჩანვარ, თუმცა, შიგნიდან,
ეგოისტი ვარ, ალბათ, ბუნებით,
და მაპატიე, თუ ვერ შეგინდე
დანაშაული არდაბრუნების.


Last edited by Tabagari Tea on Mon Sep 27, 2010 1:15 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Aug 19, 2010 5:12 pm

ერთგული ლექსი

ფერი იცვალეს ბაღში ატმებმა-
შემოდგომის მზე დაეტყოთ ღაწვზე,
შენ ხელისგულზე სვამ მონატრებას
და სულის ერთი შებერვით მაწვდენ.

მერე, ლოდინით შემოსილ მზერას
გადახუნებულ ჰორიზონტს აყრდნობ,
საღამოს ბინდი ჰაერს რომ სერავს,
ნატრობ, იცოდე, რას ვფიქრობ ამ დროს.

ვერ ეგუები სიშორეს, ჩემო,
მოთმინებასაც გაუდის ვადა,
ერთგული კადრი ამოვიჩემე-
შეხვედრის მომენტს თვალებით ვხატავ.

არ შემიძლია მარტივად დაგთმო,
სხვის გვერდით მშვიდად მეძინოს მკლავზე,
მაგას ჯობია, ვცხოვრობდე მარტო
და შენთან ყოფნის სურვილი მკლავდეს.

ფერი იცვალეს ბაღში ატმებმა...
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri Aug 27, 2010 9:23 pm


მე მოვალ, აივნების უმწყობრო მოზაიკას
აქა-იქ ვაზი ახვევს ტოტებს და ასე უფრო
ადვილად შემიძლია ცხოვრება პროზაული
შევცვალო მელოდიით - რიტმებით გესაუბრო.


cheers queen sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Mon Sep 27, 2010 1:14 am

მზიანი ლექსი

მოსწი, მოაწვდინე მზერა,
მზეა ზეცისთვალას გულში,
მეც მზის ხელისგულზე ვწევარ
და ცას გულისნადებს ვუშლი.


არ წვიმს, ცრემლებია ვაზის,
ბინდიც დილასა ჰგავს ცვრიანს,
ხალხით გადავსებულ გამზირს
ფიქრში ბილიკები ცვლიან.


როცა ახლოსა ვართ, ახლა,
ბედნიერებისაც მჯერა,
თოთო ოცნებები გვახლავს,
ასასრულებელი ჯერაც.


მიმკობ ღიმილებით წუთებს,
ტუჩთან ჩუმი კოცნის მერე,
ისე ხშირი ხდება სუნთქვა,
რომ თავს ვეღარ ვუყრი ბგერებს.


სიტყვაც ვეღარაფერს ამბობს,
ერთურთს იმნაირად ვშვენით,
მთები ამატარე, ვაჟო,
ემაგ უღალატო ცხენით.
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Dec 02, 2010 12:35 am

”დუმილი ისმინე”

ჩემს დუმილს ნუღარ უსმენ, სიჩუმე მაცდურია,
მზეს მიაქვს ჰორიზონტი - ზღვისტალღებმიხატული,
და როცა იმედები ოცნებას გარს უვლიან,
ვგრძნობ, როგორ მემატება თვალებში სიქართულე.

შეჩვეულ ხეივნებში დღითიდღე ვფერმკრთალდები
მეც, შემოდგომასავით, ქარიშხლებს ვეღარ ვცდები,
შენ მხოლოდ ახლა ხვდები, დრო იყო ყველაფერი,
რაც ასე გვხიბლავდა და ველოდით გატაცებით.

ისიც კი შემიძლია, დღეიდან აღარ ვწერო,
შევწყვიტო ღამისთევის ბოდვები, აქციები,
და შეშლილ მხატვარს ვგავდე, უბრალო ქაღალდზე რომ
გადმოაქვს, შავი ფანქრით, ყოველი საქციელი.

ოღონდაც!
არ უსმინო ჩემს დუმილს (გაგაბრუებს)
ოღონდაც!
არ მეძებო სიმშვიდის შესართავთან,
მე ტბიდან ამოსვლისას ვიქცევი ნაკადულად,
ტყუილად ნუ იფიქრებ, რომ აღმა ვეღარ წავალ.

გიდივით გამიძღვება ბავშვობა ენძელებად,
ჰაერში მიმობნეულ განცდებსაც ვზიდავ გულით,
და როცა ყველაფერი უჩემოდ გაგრძელდება,
დაგრჩება მოგონებად თვალებში სიქართულე.

flower
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
თეა თაბაგარი
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: