არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თეა თაბაგარი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri Mar 13, 2009 4:33 pm

აუ,რა კარგია ასე დალაგებული,მომეწონა...

სატაურიც მომწონს...

წარმატებები და წარმატებები...

"და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით
(ბარსელონას ციკლი) "
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri Mar 20, 2009 10:59 pm

ლექსადყვირილი

როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ,
გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში,
და სიკვდილამდე მომავალსაც უნახავ მანძილს,
ისევ სამშობლოს დაისიზმრებ ქაოსურ ძილში.

და გენატრება ის, რაც ადრე სიმართლე იყო,
და გხიბლავს ის, რაც წარმოუდგენელიც კი არის,
არ გინდა გძულდეს, მაინც ყველა სინათლეს გილპობს,
ყველა გზას გითხრის, ლაბირინთებს ხლართავს პიარი,

რეკლამა ქუჩის, ფასადების, ლამპიონების,
და აფიშები დამძაღებულ ნაგვის ურნებზე,
ამ ყველაფერთან ერთად, წაგებული ომები,
უპირველესად საკუთარი ამაოების

უზომო განცდა, და ისიც, რომ ვიღაც პოეტი
გასცდა ყოველგვარ უკიდურეს უსუსურობას,
დადგა მომენტი, გაურბოდი რასაც ყოველთვის,
უყურებ, რისიც არასოდეს გსურდა ყურება.

სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი,
გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში,
როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს,
როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.

ბოლო დროს სუნთქვის ტემპიც ისე გაიშვიათდა,
გრძნობ, ობი როგორ მოსდებიათ ფილტვებს კედლებზე,
თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან,
და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს.


Last edited by Tabagari Tea on Sat Mar 21, 2009 12:14 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Mon Mar 23, 2009 6:45 am

რა გაეწყობა?! აქ ვამთავრებ, ძვირფასო თეა -
მზემ საბოლოოდ გამომწოვა სულიდან სისხლი.
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის თვეა,
ორმოცდარაღაც (ცელსიუსით) გრადუსი სიცხე.

Wink

მოკითხვა გიოსგან!
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Tue Mar 24, 2009 2:37 pm

mSvenieri ciklia, Tea sunny I love you I love you
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Tue Mar 24, 2009 9:28 pm

გულგრილი დღეა... წუხანდელმა მთვარემ დაგათრო,
მერე გარიჟრაჟს მიგახეთქა ნაბახუსევი,
მზე ისრებივით გაუყარა თვალებს საათმა,
როცა ბავშვობის კადრებს სიზმრად აპაუზებდი.

და გაზაფხული ახმაურდა ჩიტების ენით,
ისე მძაფრად გრძნობ მის სილაღეს ნაალიონევს,
შიშველ ჰაერში დაეძებენ თითები შენი
ძველ მელოდიებს, რომ მოაბან შარმად სტრიქონებს.

ცრემლების გულუბრყვილობასაც ვეღარ იჯერებ,
დაგჩემდა ნოსტალგიურობის კორიანტელი,
ყველაზე ფაქიზ შეგრძნებებზეც წერ გაგიჟებით,
გაფრენილ სუნთქვის რიტმითაც კი ფორიაქდები.

გულგრილი დღეა... გაზაფხულმა მაინც იძალა,
კვირტებად იწყო სურვილების გამომჟღავნება,
შენ დაეძებდი საკუთარი თავის მისამართს,
რომელშიც უკვე გაიღვიძეს ამორძალებმა.
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Wed Mar 25, 2009 4:47 pm

ტვინის ნაოჭები გამებუტა

ახლა გულისცემა გუგუნია,
ტვინის ნაოჭები გამებუტა,
გზას დანაბარები უკუმიაქვს,
ქარი ვედრებაა წამებულთა.

რაღაც, არეული ნაბიჯი მაქვს,
მთვარეს ეღიმება იქედნურად,
ვეღარც მზის სხივებით ვშველი დილას,
ვეღარც მოლოდინი ითმენს ურვას.

ჩემი საათებიც დათვლილია,
გათვლილი წლებში ან კვირეებში,
თავის მოტყუებაც ადვილია
თურმე, ბანალური მიზეზებით.

სულის ანემია დამეუფლა,
დაუსრულებელი ორჭოფობით,
ფიქრებს დავუყენე ყარაულად
დრო და დამფოფინებს ოფოფივით.

რაღაც, არეული ნაბიჯი მაქვს,
პულსი ნებაზეა მიშვებული,
ქარი მიქიაქებს გაწეწილ თმას,
სუნთქვა მიასკეცებს ფრენის სურვილს.



მიყვარს თე–ს ლექსები.. Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Wed Mar 25, 2009 7:07 pm

რა მშვენიერი სტუმრები მყოლია! Smile

ჩემი იმერეთის გაზაფხული მოვიტანე

ბავშვურისმაგვარი
განცვიფრებით,
ქვებდანაოჭებულ ორღობესთან
მზერას მაგებებენ
ნარცისები,
ყვითლად აღვივებენ მოგონებას _
ფერად ოცნებათა
ნამოსახლარს...
ეს ლექსიც ათასჯერ დაწერილა
მელანშეურეველ
წარმოსახვით...
მარტის მზით სხეულებდაბერილი
კვირტები ელიან
უხვ მოსავალს.
თუმცა მოწმენდილი არც ისეა,
ისე გულღია და
ახლოსაა
ცა,
არ მეჩვენება ნაცრისფერად.
მშვიდად მოსეირნე ნაკადული
მდინარევდება და
ჰკარგავს რუებს,
ჩემი იმერეთის გაზაფხული
ჩასუნთქვისთანავე
გაგაბრუებს.


flower
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Mar 26, 2009 2:10 am

არ ცაა

სიყალბემ დანაღმა ჰაერი, ღრუბელი შმორდება,
გრძნობ, რომ ერთნაირად გბეზრდება ძილიც და სიფხიზლეც,
დგახარ ფანჯარასთან, მაინც სულს უბერავ ცხოვრებას,
რომელსაც, აწ უკვე, იოლად გადაცვლი სიკვდილზე.

ცაა და არცაა. სიჩუმის ლეჩაქი ახურავთ
ბავშვობის ეზოში თამაშით გაცვეთილ ბილიკებს,
ჩეროდან ნაცნობი ღიმილი გიყურებს მაცდურად,
ადრე შენ უცქერდი იმ ღიმილს მაცდურად, პირიქით.

დროა... და ყველაფერს თავისი დაექვას სახელი,
დაღვრემილ მთებიდან ერთგული ლანდები გიხმობენ,
ვეღარც ილუზია, თუ ვეღარც ის გრძნობა გახელებს,
რომელზეც ყოველთვის გულწრფელი თვალებით ფიქრობდი.

ხვდები, რა უზომოდ შორია ის სუნთქვა და ის გზაც,
რომელიც, რატომღაც, ყოველთვის აღწევდა შენამდე,
მუხლებმოკვეთილი კალამი ფურცელზე წაიქცა,
ალბათ, ამიტომაც, მარტივად ვეღარ წერ ვერაფერს.

იწვიმებს საცაა. სიშიშვლეს მალავენ ნერვები,
მზეს ელის ყვავილი გაშლილი ფოთლებით რაფაზე,
ცაა და არცაა. სიმშვიდეს არაფრით ნებდები,
დგახარ და სიტყვებით ტკივილთა სიღრმეებს აფასებ.



me rom leqsis wera shemedzlos...
te,mogpare es leqsi...''vuchuqe''.
zustad amas vgrdznob...am leqsshi vcxovrob am wutas...............
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Mar 26, 2009 1:36 pm

უნდა მოგიძულო საერთოდ,
თუნდაც გიწყევლია თავბედი,
მე ვცეკვავ სიკვდილთან Flamenco-ს,
და არ მიწერია დავბერდე.


კარგზე კარგია ჩვენი თე.. Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sat Mar 28, 2009 4:15 pm

განსხეულებული მშვენიერება .სულითაც,ხორცითაც...
არაჩვეულებრივი სილამაზე გარეგნული,შინაგანი.
საოცარი სისუფთავე...
ბედნიერებაა,რომ იცი რომ ასეთი ადამიანი არსებობს..
შენი სურათების ყურებით ვტკბები და ვივსები ხოლმე...არანორმალურად ლამაზი ხარ და მიყვარხარ...
ჩუმი სითბოთი მავსებს შენი სურათები...
ამოჩემებულად მენატრები ხოლმე,ოღონდ ხანდახან.აი სულისშეხუთვამდე,მერე სემოვდივარ ხოლმე და შენს სურათებს ვათვალიერებ...

ჯალალი და ვაჟა ხორნაული ადრე,მგონის ძველ ლიტელიტზე იხსენებდნენ ''მაინც რაა სილამაზე,საიდან მოდის ?''.
თე....აი ესე... უხმოდ და უყველაფროდ...უსიტყოდ მიყვარხარ...
Back to top Go down
View user profile
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Mon Mar 30, 2009 2:28 pm

უსათაურო

დგას ლურჯი მწუხრი,
ხე ტოტებით უკრავს ბეთჰოვენს,
აღარაფერი ხდება მარტივად,
მე რახანია საკუთარ თავს გამოვეთხოვე,
ახლა რომ მხედავ, ლანდი დავდივარ.
მიწას თავს ვუხრი.
თბილისური ეზოებიდან
იმზირებიან შორით თვალები,
და ალბათ, მთვარის ასანთებად ემზადებიან
ეს აივნებიც - ჭორიკანები.
რა ადვილია
ახლა ჩემი გადაყვარება,
ყველა ცდუნება მკვეთრია როცა…
რამდენი ქალი,
თან რამდენი ლამაზთვალება
ნატრობს ოცნებად ეწვიოს მგოსანს.
დგას ლურჯი მწუხრი,
ხე ტოტებით უკრავს ბეთჰოვენს,
სულს შეეყარა რადგან სიბრმავე,
მე რახანია საკუთარ თავს გამოვეთხოვე,
რომ სიცოცხლესაც აღარ ვხიბლავდე.


ჩემი ჩუმტკივილიანი იმერელი...
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Wed Apr 01, 2009 12:36 pm

შენ

არ დააბერო ეგ თვალები,
ნაოჭებს ვუფრთხი...
ღამეს გავექცეთ,
ვეყვარებით
უფრო ალიონს.
შენი ნატვრები
დამესივნენ
სიზმარში გუშინ,
მათი ახდენა
დაგეგმილი მაქვს
სახვალიოდ.
არ დააბერო ეგ თვალები
ფუჭი მზერებით,
მინდა ცას მივწვდეთ,
ვარსკვლავები
მიბნიო თმაში.
ჩვენი ლექსები
გარდაქმნიან
დროს მობეზრებულს,
მაგ შენს ნაადრევ ნაოჭებს კი,
მე კოცნით დავშლი...


ასეთები..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Tue Apr 07, 2009 1:09 pm

te.......... sunny
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Wed Apr 22, 2009 7:22 pm

ის, რაც...

გიტარების სუნთქვა ისმის რადიოდან,
გარეთ, ქარისცემა ავდარს აანონსებს,
ისევ გეძნელება ის, რაც გაიოლდა,
და რაც სხვას ამშვიდებს, შენთვის ქაოსია.

ღრუბლის ნაფეხურებს თვალებით ატარებ,
თითქოს, დარღვეული გხიბლავს ჰარმონია,
სიცოცხლე ხარკია, არც ისე პატარა,
ბედნიერებაა ის, რაც არ გქონია.

უფრო სწორად რომ ვთქვათ _ არის მოგონილი,
და ცას აშავთეთრებ ღია ფანჯრებიდან,
მხოლოდ სიყვარული იცი როგორია...
დგას სივრცე, ფილტვებშიჰაერგაჭედილი,

გიტარების სუნთქვა ისმის რადიოდან.

Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Wed Apr 22, 2009 7:23 pm

ახლა

ახლა შენს თვალებში ჩამახედა,
მერე, თუნდაც, სული დამელია,
აღარ მანაღვლებდა არაფერი…
მთვარე დაღვენთილა სანთელივით,
ელფერი ეცვლებათ გალაქტიკებს,
უკვე ყველაფერი ნათელია,
ალბათ, თავქვე უნდა გადავფრინდე,
ზღურბლზე დავენარცხო გამთენიას,
ღამე უთავბოლოდ გათელილა,
ჩემი უშენობა მაპატიე...
თუმცა, ვიცი ესეც რა ძნელია,
სტრიქონებიც ისე გათავხედდნენ,
ჭირსაც წაუღია ლექსის წერა,
ოღონდ შენს თვალებში ჩამახედა,
სადაც დამრჩენია ბედისწერა.
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Apr 30, 2009 2:28 am

ორი ''არაფერია''

აქ ფერწერული ტილოები ჰგვანან ვიტრინებს,
დამთვალიერებლებისათვის მყუდრო სივრცეა,
დიდ შერძნებებსაც დავიწყება გააციმბირებს
არსებულს იქით, სადაც უკვე ბუდობს სიკვდილი.

არაფერია,_ ამბობ ასე, ვითომ მარტივად,
და ჩემს თვალებში შენს საკუთარ სულს უღრმავდები,
ვარსკვლავებისგან იკვეთება მთვარე _ მარტვილი,
როგორც გუშინწინ, ან შარშანწინ, უცებ ღამდება.

მერე წამებზე იცვლებიან საუკუნენი,
აღარცერთს ერჩი, კარგად იცი, დროა მეძავი,
გბორკავს სხეული, სენს რომ არქმევ განუკურნებელს,
მაინც თავს აღწევ აპათიებს, როცა მეძახი.

ღრუბლის ქანები ცის გულ-მკერდზე ვნებებს ლეწავენ,
ყოველ მათგანს კი შენ უდგახარ იქვე თავდებად,
ღებავ სიმშვიდეგამორეულ ფერებს, მეწამულს,
და ყველა შენი სინანული მყისვე მთავრდება.

ფერმკრთალ ღაწვებზე მაკვირდები და მიალერსებ,
წამწამებს ცრემლი ებჯინება, მაგრამ არ ვტირით,
შენ მპირდები რომ აღარასდროს დამიწერ ლექსებს,
არაფერია,_ თვალებს ვხრი და, ვამბობ მარტივად…

და ფერწერული ტილოები ჰგვანან ვიტრინებს.

Exclamation


Last edited by Tabagari Tea on Thu Apr 30, 2009 10:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Apr 30, 2009 12:32 pm

kargi da kargi tea xar da dzalian miyvarxar cheers flower
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu May 14, 2009 4:29 pm

ქალი რომ ვიყო, უთავბოლო ბოდვის მაგივრად,
ავდგებოდი და სიკვდილამდე გიერთგულებდი.

Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri May 15, 2009 11:00 pm

ნახატი ქუჩებით (FIN)

რა ჩიქორთული გზით ვიარე აქამდე,
ფინალი ხომ ბევრად რთულია ყოველთვის,
აღარ ვთვლი კედლებზე მოფანტულ ნაქარგებს,
რომლებსაც მომავლის საბაბად ვტოვებდი.

ქარია. შენ ალბათ დუმილსაც იზუთხავ,
ითვისებ ვერთქმული ბგერების მანერებს,
და სულში ისეა გამჯდარი ცის სუნთქვა,
ცხადად გრძნობ, თუ როგორ გეწვება ნერვები.

ყველა უიმედო ნატვრა თან ტრავმაა,
იქნებ, ამაშია მთავარი მაგია,
სიკვდილის სუნი აქვს რელსებზე ტრამვაის,
სიმშვიდისმომგვრელი წამების მაგივრად.

სხეული ქაოტურ ნაბიჯით დავძარი,
მეც მქვია მხატვარი, ოღონდ თვითმარქვია,
დგას თაღებაწვდილი ვეება ტაძარი-
განსხეულებული გრძნობების არქივი.

გათავდა საშენო სიტყვების მარაგი,
მზის ბოლო სურვილი ეცემა ქვაფენილს,
სავსეა გარემო, ახლოა არავინ,
მიუღწევადია თავს ზემოთ აფრენა.

სახლობს მყუდროება ლოდინის დასასრულს,
ლამპიონები კი აქა-იქ მეწამულ
ფერებით ნუსხავენ შუქ-ჩრდილებს ფატალურს...
გაუდის ნახატი ქუჩებით მე წავალ.


აგერ, კიდევ ერთი ახალი მოვიტანე...
რა ვიცი, მგონი, ამჯერად მართლა ბოლოა ეს ლექსი ''ბარსელონას ციკლიდან''flower
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri May 15, 2009 11:12 pm

Tabagari Tea wrote:
ნახატი ქუჩებით (FIN)

რა ჩიქორთული გზით ვიარე აქამდე,
ფინალი ხომ ბევრად რთულია ყოველთვის,
აღარ ვთვლი კედლებზე მოფანტულ ნაქარგებს,
რომლებსაც მომავლის საბაბად ვტოვებდი.

ქარია. შენ ალბათ დუმილსაც იზუთხავ,
ითვისებ ვერთქმული ბგერების მანერებს,
და სულში ისეა გამჯდარი ცის სუნთქვა,
ცხადად გრძნობ, თუ როგორ გეწვება ნერვები.

ყველა უიმედო ნატვრა თან ტრავმაა,
იქნებ, ამაშია მთავარი მაგია,
სიკვდილის სუნი აქვს რელსებზე ტრამვაის,
სიმშვიდისმომგვრელი წამების მაგივრად.

სხეული ქაოტურ ნაბიჯით დავძარი,
მეც მქვია მხატვარი, ოღონდ თვითმარქვია,
დგას თაღებაწვდილი ვეება ტაძარი-
განსხეულებული გრძნობების არქივი.

გათავდა საშენო სიტყვების მარაგი,
მზის ბოლო სურვილი ეცემა ქვაფენილს,
სავსეა გარემო, ახლოა არავინ,
მიუღწევადია თავს ზემოთ აფრენა.

სახლობს მყუდროება ლოდინის დასასრულს,
ლამპიონები კი აქა-იქ მეწამულ
ფერებით ნუსხავენ შუქ-ჩრდილებს ფატალურს...
გაუდის ნახატი ქუჩებით მე წავალ.


აგერ, კიდევ ერთი ახალი მოვიტანე...
რა ვიცი, მგონი, ამჯერად მართლა ბოლოა ეს ლექსი ''ბარსელონას ციკლიდან''flower

Arrow

თეა, მიდი ორშაბათს რედაქციაში, (მე თბილისში არა ვარ) და ეს ლექსიც დამიმატეთ თქო იმ ციკლზე... მიხომ იცის თქო... ჰა?
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri May 15, 2009 11:21 pm

ბობო-ბატონო, არც ვიცოდი, რედაქციაში თუ იყო უკვე ის ლექსები. მადლობა თქვენ ამისთვის!Smile
ეს ერთი არამგონია ღირდეს ცალკე დასამატებლად. თან მეუხერხულებასავით და...

ისე კი, გამეხარდა, რომ მოგეწონათ საჟურნალედ! flower
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri May 15, 2009 11:55 pm

Tabagari Tea wrote:
ბობო-ბატონო, არც ვიცოდი, რედაქციაში თუ იყო უკვე ის ლექსები. მადლობა თქვენ ამისთვის!Smile
ეს ერთი არამგონია ღირდეს ცალკე დასამატებლად. თან მეუხერხულებასავით და...

ისე კი, გამეხარდა, რომ მოგეწონათ საჟურნალედ! flower

Arrow

არ არის უხერხული - მიიტანე, მეხუთე ლექსი სჭირდება იმ ციკლს...

flower
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu May 21, 2009 3:40 pm

მოკლედ, ბევრი ფიქრის მიუხედავად, ვერ დავაყენე საშველი იმ ლექსის რედაქციაში მიტანას ( ნამეტანი ფხუკიანი იმერელი ვარ. ოღონდ ''ფხუკიანი'' იმერული გაგებით. ჩვენში მაგას მორიდებულზე უბნობენ) Laughing

სამაგიეროდ, ეს პატარა ლექსი მოვიტანე აქ Arrow


* * *


პოეზიაზე ბავშვური ხმით ვესაუბრები
ახლადშეფოთლილ კენწეროთა მწვანე რიკულებს
ალვის ხის... ცად თოლიებივით სხედან ღრუბლები,
და მთების ფართო აივნიდან მთვარე მიყურებს.

ვფანტავ ჩემს სუნთქვას_ მონატრებისარომატიანს,
ქარი, თითქოსდა, ვალსს ცეკვავსო, ისე უბერავს,
გიტარის ირგვლივ სამხრეთულად დგას რომანტიკა,
შენ კი, იმ ძველი სურათიდან მიმზერ უბრალოდ.

ისე უჩუმრად, რომ ღამესაც წაერთვა ფერი,
რომ, ლამისაა, განმიახლონ სიზმრებმა ხილვა,
რადიოტალღა სივრცეს უკმევს წამებს გაფრენილს,
და გაზაფხულის თვალებიდან იღვრება დილა.


flower
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri Jun 05, 2009 5:51 pm

შენც იგივე კითხვა- რამდენად უშლის სილამაზე,გინდაც კარგი გარეგნობა პროფესიონალურ ლიტერატურ სარბიელზე საქართველოში ?
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri Jun 05, 2009 8:43 pm

nini wrote:
შენც იგივე კითხვა- რამდენად უშლის სილამაზე,გინდაც კარგი გარეგნობა პროფესიონალურ ლიტერატურ სარბიელზე საქართველოში ?


ნინი, მოდი მაგაზე ლამაზმა ავტორებმა გიპასუხონWink მე მანამდე ახალ ლექსს მოვიტანSmile





ინფლაცია

ქუჩას ტროტუარით მიაცილებ,
ცას ღრუბლად აცხია თაბაშირი,
სულში შეგრძნებების ინფლაცია
და შემგუებლობის თამაშია.

სცენიდან გიყურებს ორეული
ქალისა, რომელიც არ იცინის...
მთებს უკან, საღამომორეულმა
მზემ ისევ დაკარგა თვალისჩინი.

წელიწადებს შორის ანიავებ
ბავშვობას, ადრე რომ გაგიფრინდა,
ვიღაცის სარკმელში ნაღვლიანი
მთვარე იპარება აივნიდან.

ნამი ენატრება ალვის ფოთოლს,
ზის ტოტზე, სხეული უცახცახებს,
გარშემო ცოცხლდება ძველი ფოტო
და მასში ტკივილებს უჩანთ სახე.

კოპებს კრავს, თითქოსდა, გეღალატოს,
ისე უცხოობს და იღუშება,
მინავლულ ნატვრებსაც ვეღარ ათბობს,
ქალაქი, რომელიც იყო შენი…
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
თეა თაბაგარი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: