არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ჭრელა უძილაური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჭრელა უძილაური   Fri Feb 20, 2009 10:28 pm

Arrow

ჭრელა უძილაური (ლოსეურაშვილი).


Last edited by არჩანდა on Sun Feb 22, 2009 1:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Sat Feb 21, 2009 8:22 pm

არჩანდა wrote:
Arrow




ჭრელა ლოსეურაშვილი ეწერებოდა უძილაურად,ასე მითხრეს კანატიიდან.ეს კაცი გახლდათ ტრაგიკული პიროვნება,რაც ამ ლექსითაც აშკარად იგრძნობა...

ჭრელამ თქვა
___________

ჭრელამ თქვა თავისთავზედა,
ბეჩავ კაცი ვარ ცოდვილი,
დავბერდი,აღარ შამიძლავ,
ორაზედა ვარ მოხრილი.
ფეხთ ერთურთს ვეღარ ვაცილებ,
მიძე საწუთროს ბორკილი,
ეგრეღა ვღანტიელაობ,
წისქვილ რო მაგრა მოშლილი.
ჩემი სიცოცხლის მანძილი,
ტანჯვით დავლიე ორწილი,
ერთი არ დამისვენებავ,
ამ დროთაი ვარ მოყრილი.
თვალზე ცრემლ არ შამშრობია,
რაკი ერთ მიყვეს ქორწილი;
სახლიდან გამისტუმრებავ
ერთი მანქანა ცოლ-შვილი.
სხვა საქმეს რაად ვაკეთებ,
გორო,შენ რად არ მოგივლი?
შენს მკერდზე მყავის,ოხერო,
ოთხ-ოთხ ვაჟ შამოწყობილი.
მეხუთე დედაც იქ არი,
იმათთვი ჩამოდნობილი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Sat Feb 21, 2009 10:12 pm

არაგვის ხეობაზედა
ერთი ყვავილი ჰყვავისო,
იმას ხელ არავინ ახლას,
თავის პატრონი ჰყავისო!

ჭრელა უძილაური


Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Sun Feb 22, 2009 7:37 am

სანათა wrote:
არაგვის ხეობაზედა
ერთი ყვავილი ჰყვავისო,
იმას ხელ არავინ ახლას,
თავის პატრონი ჰყავისო!

ჭრელა უძილაური


sunny

რამდენჯერ მითქვამს ეს გასაოცარი სტრიქონები:ზოგჯერ_ფიქრში,ზოგჯერ_ხმამაღლა.რამდენჯერ დამილოცია მათი შემოქმედი,რომლის ვინაობაც ახლაღა გავიგე ქალბატონ სანათასეული შეხმიანებიდან..."მადლობელი ვარ,გულითა!"


king cheers queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Sun Feb 22, 2009 11:20 pm

ჭრელა და მარკოზა

მარკოზა -
ეხლა კი შაგხვდი, ჭრელაო,
დაგამტვრევ, როგორც თხილია!

ჭრელა -
მინამ მე გამტეხ, ჯეელო,
მანამ არ მოგტყდეს კბილია.
ცივ წყალ დალიე მალევა,
ცხელ გული გაიგრილია.


მარკოზა -
კახეთში რისად ჩამოხვე,
რადა ხარ გამოჭრილია?
არ გებადება მარცვალი,
ერთ მოსაძელი ფქვილია.

ჭრელა -
შენ სადღა გაქვის ბეღელი,
შარშანის დაბეჭდილია.
მასესხე, მაგრამ არა გაქვ,
შენდაც სუ გაწყვეტილია.


მარკოზა -
აქ კახეთია, მაიცა,
ოთხით გაგვიბამ ფრთხილია.

ჭრელა -
ის ხელ-ფეხს მალე გაიხსნის,
რომელიც გამოცდილია.


მარკოზა -
კახეთით ბევრა გაგვიშვავ
ყოვივით გახეხილია.

ჭრელა -
გუშინაც მუქარა მთხოვე,
გულსა მაქვ შამოყრილია;
მგონია, ჭიჩოელი ხარ,
ჟოლმა არ მოგჭრას კბილია,
ხინკალ არ მოგეხარშთა,
არაგვში გადაყრილია?


---
”ოთხით გაგვიბამ ფრთხილია” - მელია ოთხივე ფეხით გაგვიბია ხაფანგშიო.

Arrow

ქვემოთ ამისი ახსნა იქნება.


Last edited by არჩანდა on Sun Feb 22, 2009 11:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Sun Feb 22, 2009 11:38 pm

გიგი ხორნაული:

ამ კაფიის შესახებ თვითონ ჭრელამ შემდეგი მიამბო -

***
უკვე ცოლ-შვილიანი კაცი ვიყავი, როცა აქ ერთი ქალი შემიყვარდა. იმასაც შევუყვარდი. გაგვიგეს იმისმა ძმებმა და მოსაკლავად დამდევდნენ. ავდექი და კახეთს გავიქეცი. ლაფანყურში ჩავედი ნათესავებთან. სოფელში როგორც შევედი, ვიღაც კაცმა გამაჩერა, საბუთები მომთხოვა. მერე გავიგე, მარკოზა ნადირაშვილი ყოფილიყო, მარმარილოზე ამუშავებდა თურმე ხალხსა, პარტიული ყოფილიყო. მოწმობა მქონდა პირადობისა და ის ვაჩვენე.
- ვინა ხარო? - კიდევა მკითხა.
- ჭრელაიო.
- აქ რისად ჩამოხვეო?
- პურ მინდაო, პურზე უნდა ვიმუშაოო.
- პურ რად გინდაო?
- საჭმელადაო.
მეორე დღეს ქორწილში შავიყარენით. იმისთვი ვიღაცას ეთქვა: ეგ არი მოლექსე ჭრელაო და ლექსობა დამიწყო.
მე ვუთხარ:
- არ ვიცი, ძმაო, არ გიცნობ, იქნება იწყინო და აბა, როგორ გელექსო.
- არ მეწყინება, ვილექსოთო.
მარკოზა ჭიჩოელი იყო ძირადა და მეც ჭიჩოელების ამბები წავულექსე.
ჯერ ერთი ისა, რო ჭიჩოელ მონადირეს თავისი ამხანაგი მოუკლავს ჟოლიანებში, დათვი ჰგონებია.
მოკლული ძმას დაუტირებავ:

***
ვაი, შენს ძმასა, ზარავანდოო,
ძმაო, შე უკან ნათოფაროო,
წაიღეთ, ნუღარ აგვიანებთო,
ნაჟოლარია დამჟავდებაო;
დედას ვუტირებ შენ მამკლავსაო,
ჟოლ-მაყვალ კიდევ დამწიფდებაო.


მეორე, ჭიჩოელებს არაგვის მორევში, იქ, სადაც დუღდა და ხასრი იყო, ხინკალი ჩაუყრიათ - მოიხარშებაო. ცოტა ხნის შემდეგ ერთი ჩამხტარა - ვნახავ, თუ მოიხარშაო; რო აღარ ამოსულა, ახლა მეორე ჭიჩოველი მიჰყოლია - ”სულ არ შაჭამოსო”, შემდეგ - მესამე და სამივენი დამხრჩვალან.

ეს რომ ვუხსენე იმ ჭიჩოელსა და, წამოხტა, მაუზვერი დამიძრო; კინაღამ მამკლა, კაცო, შიშით გამხეთქა. მაშინ ტოკაც იქ იყო, იქით სადღაც იჯდა. იქიდან გადმომძახა: ”ე, ჭრელა ჩემთან გადმოხდეს, ვერ ეტყვით ტოკასავითაო!” და ახლა ჩვენ ვილექსეთ.

***
ჭრელა 1934 წელს ყოფილა კახეთში და ეს კაფიებიც მაშინ არის ნათქვამი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Mon Feb 23, 2009 12:30 am

მე ეგრე გამიგია, რომ ჭიჩოელ კაცს ბიძამისი მოუკლავს ნადირობისას...

ამაზე არის კაფია ”სერა რუსულაშვილის” თემაში -

”ნეტა ჭიჩოელ კაც ვიყო,
რო წესი დამეყენაო...”
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Wed Mar 04, 2009 10:39 am



ე ჭრელა ჩემთან გადმოხდეს
cheers ------------------------
ტოკა:
-------
ე ჭრელა ჩემთან გადმოხდეს,
ვერ ეტყვის ტოკასავითა.
მაგას ისრ შემოვაბრუნებ,
ახალწელს გოგასავითა.

ჭრელა:
-----------
მაიცა,ჩემო ბიძაო,
ნუ ჰკივი თოქმასავითა;
ცრემლებ არ ჩამამადინო
გატეხილ კოკასავითა.

ტოკა:
------
ბებერ კაცი ვარ,მაგრამა
დაგაბამ ძროხასავითა.

ჭრელა:
--------
ჩაგიცვამ,გაგცვეთ,ტოკაო,
მაუდის ჩოხასავითა!
king

ჭრელას ლექსობა დაუწყავ
--------------------------------
პავლე:
--------
ჭრელას ლექსობა დაუწყავ,
მითამ შოთასა ჰგავისა;
თავადაც კაი კაცია,
ცოლ-შვილიც კარგი ჰყავისა.

ჭრელა:
---------
თავ დამანებეთ,ბოძანო,
ნუ ამამაგდეთ ჭირითა;
ყველა მე რაად მალექსებთ
შვილითა,შვილის შვილითა!
ბეჩავ კაცია ჭრელაი_
არ იტყვით ერთის პირითა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Sat Mar 14, 2009 8:15 am



ბერამ ჭრელას
--------------------
(ალექსებს კლდეზე ცხენის გადავარდნის გამო)

ჭრელა მოიდა ვირითა,
მარიამობა დილითა.
დედა გიტირე,ჭრელაო,
გივლავის ცოდვა-ჭირითა.
ცხენი კი დაგიკარგავის,
ბარგებ მოგაქვის ქირითა. lol!


ჭრელაო,აქით დაგვეხსენ
sunny --------------------------------

მეტოქე:
---------
ჭრელაო,აქით დაგვეხსენ,
შენ აქ არ გიძე წილია.

ჭრელა:
---------
ჩემ ორმოც თუმან მამეცით,
დავწვი თქვენ ნამყენ ხილია!
რამდვენიც დილა გათენდა
სუ ყველკნივ დაკრეფილია,
მამუკა წვერჩი შამჯდარა,
არჩევს რომენიც ტკბილია.


king drunken
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Sat Mar 28, 2009 9:08 am

რამთვენ ხინკალი შაშჭამე---------------------------------
ალექსი:
--------
რამთვენ ხინკალი შაშჭამე,
ვიანგარიშოთ,ჭრელაო.

ჭრელა:
---------
სათვალავ გადამერია,
drunken მაგას ვერ გეტყვი ჯერაო.

ალექსი:
---------
ოცდაათ ხინკალ მაკლავის,
სუ ვანგარიშობ,ვსწერაო.

ჭრელა:
---------
ორი-სამ რაიმ ავიღე,
rendeer ერთიც არ იყო მთელაო.

ალექსი:
--------
გიჩვენებ სამართალშია,
დაგაჭერინებ,ჭრელაო.

ჭრელა:
---------
ნუ იკბინები,დამეხსენ,
კაცო,ხვარ გაჰხდი კელაო!



king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Thu Apr 16, 2009 7:28 am



ქალაქში ქალ დაიკარგა,
ფშავში ეძებს ანთაური, Question queen Question
შირაქიდან აქ მოდიან,
იქ რად წავა აქაური,
მაღაროსკარში გამოჩნდა,
წელს ხმალი რტყავ გაფხაული,
ვისრა-რა დაეხედვება,
ყასაბივით დამკლაული,
მე კი ვეროთ საით დამკრავს,
რადგან ახლოს არ გაუვლი,
ჰყვირის:ჩემ ქალს აქ ვიპოვნი, affraid
ყველა სახლ-კარს ჩამაუვლი,
ოქრო-ვერცხლ შინ დაუწირავ_
საყურ-ბეჭედ,სამკაული,
ყვითელ თმანი,ჭრელნი თვალნი_
flower queen flower ნიშნები აქვ საცნაური,
უნდაურზე გათხოვილსა
მოუნახავ ნანდაური, Arrow king Arrow
ასე სვასაც ბევრას უქნავ,
არ გეგონოსთ სასწაული,
ვინც მაგაზე აუგს იტყვის,
ენა დარჩეს გაქვაული.

...
ამ ლექსის პასუხი გიორგი ანთაურის თემაშია და ასე იწყება:
"მესამე წელი სრულდება..."
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Fri Jul 24, 2009 8:23 am

ქუჯეგა თანდილაშვილი
და ჭრელა

ქ უ ჯ ე გ ა:
-------------
ჭრელავ,მა ხიდზე ნუ დახვალ,
ეგ ჩემ დადებულ ხიდია.

ჭ რ ე ლ ა:
--------------
ეგ შენ დადებულ არ არის,
რად ითავისე,სხვისია.
არმად გაგიხდეს,ქუჯეგავ,
რაც მე მანდ ჩამოვზიდია;
დაგივა გიჟათ ლელაი,
ეგ შენის ნამუსისია. lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Sat Aug 28, 2010 1:11 pm

ვარამი

დარდი ბილიკად გადამექცა,
მე ზედ დავდივარ და ვხეტიალობ,
მე ჩემი ცრემლი რას მეყოფა,
წვიმიანი დღით ვცრემლიანობ!


Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Mon Mar 12, 2012 8:17 pm

ჭრელა უძლაურის გასაცნობად უცვლელი სახით მოგვყავს გოგი თურმანაულის ბრწყინვალე წერილი "ჭრელა უძილაურის გაკვეთილები", რომელიც 1981 წლის ჟურნალ "ცისკარის" მე–3 ნომერში გამოქვეყნდა. ვთვლით, რომ ეს "გაკვეთილები" ყველამ უნდა მოისმინოს.

ჟურნალ "ცისკრის" რედაქცია



გიორგი თურმანაული

ჭრელა უძილაურის გაკვეთილები



მე ყოველთვის მაკვირვებდნენ ფშაველი მოხუცები სიბრძნით, ტკბილი და მომხიბლავი საუბრის უნარით, გასაოცარი მეხსიერებით. ზოგი მათგანი უწიგნური იყო, მაგრამ მათი ბაგეებიდან ისეთი სიბრძნე იფრქვეოდა, რომ მოჯადოებული იფიქრებდი, საიდან შეიძინეს მათ ასეთი ცოდნაო. ეს მოხუცები ჰგავდნენ მთის სოფლებში გაბნეულ, წაუკითხავ წიგნებს. იქნებ ამიტომაა, რომ ძველ ფშაველთა სასაფლაო მაგონებს ლამაზი ლეგენდების, გადმოცემების, დაჭუპული ლექსების სასაფლაოს. ამ მოხუცებთან ერთად დაიმარხა მრავალი შედევრი ხალხური შემოქმედებისა, ბევრი მათგანი ალბათ ტოლს არ დაუდებდა ვეფხისა და მოყმის ბალადას ან სამუკათ ხვარამზის მიერ ნათქვამ სატრფიალო ლექსთა სტრიქონებს. უზომოდ მტკივა გული ამ დიდი და აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო.

ფშაველო მოხუცებო! როგორ მედარდება ახლა, რომ ვერ შევძელი თქვენთან ახლოს მოსვლა, თქვენა სულში ჩაწვდომა, რომ ვერ გადავფურცლე თქვენი მეხსიერების, თქვენი ლამაზი სულის გასაოცარი ფურცლები, რომ ვერ გავხადე ისინი ხელშესახები მკითხველისათვის.

თავისი სიბრძნით მთელ ფშავში ცნობილი იყო ჭრელა უძილაური, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნება, მოლექსე და მოკაფიავე, ნიჭიერი შემოქმედი, კარგი მთქმელი და მოსაუბრე, დიდი დარდისა და სევდის გადამყრელი, გაუტეხელი კაცი, გასაოცარი მეხსიერების მქონე - ასეთი გამორჩეული კაცი ჰყავდეს რომელიმე კუთხეს და მას არ იცნობდეს მტელი საქართველო - დიდ ნაკლად მიმაჩნია. მის შესახებ რომ არაფერი ვთქვათ არ გვეპატიება.

განა არ დაწერილა ჭრელა უძილაურზე? დიახ, დაწერილა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ცოტაა. მის შესახებ მეტი უნდა ითქვას.

თუკი ვინმე ესტუმრებოდა ფშავს, - სამეცნიერო თუ ფოლკლორული ექსპედიციები, არქეოლოგები თუ მუსიკოსები, ისტორიკოსები, ეთნოგრაფები თუ ენათმეცნიერები, - პირველ რიგში ჭრელას ეწვეოდნენ. ხან თვით მას ვთხოვდით მოკრძალებით სტუმრებთან მოსვლას. არ მახსოვს გავეწბილებინეთ - აუცილებლად მოვიდოდა, ყველას უხვად მიაწვდიდა მათთვის საინტერესო ცნობებს და მასალას.

ჭრელა ყველას აკვირვებდა თავდაჭერით, ქცევით, ჭკუით, სიტყვა-პასუხით, გასაოცარი კაცი იყო - განხორციელებული სიბრძნე.

ძია ჭრელა, თქვენ ყველგან გამორჩეული კაცი იყავით. გამორჩეული თქვენი ცხოვრებით, გადატანილი მწუხარებით, გაუტეხლობით, იუმორის გრძნობით, ლექსის თქმის ნიჭით.



***
როგორც ვთქვით, ჭრელა უძილაური ყველას ხიბლავდა თავისი შინაგანი კულტურით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით. ჭამა-სმაც ზომიერი იცოდა. არც ღვინოსა და არაყს სვამდა სათრობად. ცოტას დალევდა და თუ დააძალებდნენ სასმელს, იტყოდა: მოხუცს ძალა აღარა აქვს და არც დათრობა უხდებაო!

რამდენიმე ჭიქას რომ დალევდა, გახალისდებოდა, სახე უღიმოდა. მაშინ ღირდა მისთვის მოსმენა.

ასეთდროს გაუტეხელი იყო ლექსობა-კაფიაობაში. პოეტური პაექრობისას არასოდეს იხმარდა ცუდ სიტყვას. ჭრელა რაინდი იყო ლექსობისა-კაფიაობის დროსაც - უაღრესად დინჯი და თავდაჭერილი. იცოდა გაჩუმება როდესაც ვინმე აჯოხებდა. როდესაც თვითონ გაიმარჯვებდა, უპირატესობას არ შეიმჩნევდა, იტყოდა:

- მერე შენ მაჯობებ, გული არ გაგიტყდესო.

თუ დაიღლებოდა და სასმელი აღარ უნდოდა, იტყოდა:

- შვილებო, მეძინება. ახლა მე დავწვები, ძილს მოვიხდიო.

სამაგალითო მთიელი მისაბაძი იყო ყველასათვის.

საშუალო ტანი, ცისფერი თვალები, თეთრი პირსახე ქართული პროფილით, გამხდარი, - ღრმა სიბერემდე მაძიებელი და შემოქმედი, ნამდვილი არაგველი, „დარდის სავალი გზა-ბილიკი....“ - როგორც თვითონ ამბობდა თავის თავზე.

ჭრელას ვთხოვე:

- ძია ჭრელა, მიამბეთ თქვენი ცხოვრების , თქვენი ახალგაზრდობის, მწუხარების, ლექსების შესახებ, კაფიაობის შესახებ. ყველაფერი მიამბეთ!

მან მიპასუხა:

- ჩემო დისწულო, ვის რაში აინტერესებს ან რად უნდა ჩემი ცხოვრების, ჩემი დაღონების ამბავი, ჩემი თავს გადანაყარი. ერთი უბრალო ფშაველი ვარ და ვინ იცის, რამდენია ჩემისთანა და ჩემზე უკეთესი კაცი, ნიჭიერი მოლექსე! იქნებ სჯობდეს, მათი ისტორია ჩაიწერო?

- არა, ძია ჭრელა, თქვენზე უკეთესი ფშავლები შეიძლება იყვნენ, მაგრამ თქვენ მაინც ყველასგან გამოირჩევით, ლამაზად შეგიძლიათ აზრის გამოთქმა. ალბათ არც დაიზარებთ, არც გვიუკადრისებთ.

- თუკი რამეში გამოგადგებით, მიმსახურეთ! - თქვა ჭრელამ და დაიწყო:

- დავიბადე ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტ წელს ფშავის სოფელ კანატიაში!

ჩემს ბავშობასა და ახალგაზრდობაზე ნურაფერს მკითხავ და მომაყოლებ. ძალიან მწარე ბავშვობა და ახალგაზრდობა მქონდა. იგი შიმშილში, ტანჯვასა და გაჭირვებაში გავატარე.

როგორ ვისწავლე წერა? - მეკითხები და სხვებიც მეკითხებიან ხშირად. ძველ დროს ფშავში წერა-კითხვის მცოდნენი ძალიან ცოტანი იყვნენ მთაში და არ იშოვებოდა ქაღალდი, ფანქარი. ერთ ჩემს ნათესავს ვთხოვე ესწავლებინა ჩემთვის წერა-კითხვა. ქაღალდად სიპი ქვები გვქონდა. ფანქრად ნახშირი ან პატარა ნატეხები ქვისა. ძალზე მონდომებული მოსწავლე აღმოვჩნდი - მალე ვისწავლე წერაც და კითხვაც. ვისწავლე ხუცურიც. 20 წელს გადაცილებული დავვოჯახდი. იმდენი შევძელი, რომ ერთხანობას დიაკვანადაც კი დავიწყე მუშაობა ფშავში. მანამდე კი ვისწავლე დურგლობა, კალატოზობა.

მეუღლე რომ შევირთე, ვფიქრობდი, ამდენი გაჭირვების შემდეგ მაინც ბედნიერად ვიცხოვრებ-მეთქი. შეგვეძინა ბიჭი. ორი წლის რომ გახდა დაგვეღუპა.

ძველ დროში ფშავში სად ნახავდით ექიმს. ძალიან ბევრი ბავსვი იღუპებოდა, არ იყო წამლები. ექიმთან თიანეთში უნდა წავსულიყავით, მაგრამ ვინ წამოგყვებოდა ასე შორს. არ იყო გზები.

ძალიან განვიცადე პირველი შვილის სიკვდილი. გული გამიტყდა, მაგრამ გაიარა დრომ, ისევ იმედი მოგვეცა მომავლისა. ღურმე რა მელოდა... კიდევ გვეყოლა შვილი, ისევ ბიჭი. სამი წლისა ისიც დაგვეღუპა. მესამე ვაჟიც გარდაგვეცვალა. მეგონა, გავგიჟდებოდი. შეგვეძინა მეოთხე შვილი. შვიდი წლისა ავად გახდა. გვეშინოდა, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდით, თვალებში ჩავხედავდით, ვეალერსებოდით. მანაც მთავარი სული წინაღამეს დალია. ოთხი შვილის პატრონები ცარიელები დავრჩით. მეუღლე მწუხარებისაგან ხშირად კარგავდა გონს, წყლით აბრუნებდნენ. დახედავდა ჯერ კიდევ დაუსაფლავებელ შვილს და ისევ გული მისდიოდა.

მე მაშინ ვეღარ გავუძელი მწუხარებას, თავის მოკვლა გადავწყვიტე. მომივიდა გული - მტელი ჩემი ცხოვრება ხომ ტანჯვა, ნაღველი და მწუხარება ოყო. ავიღე თოკი და ტყეში წავედი თავის ჩამოსახრჩობად. ის იყო ამოვაბი საბელი და თავი უნდა გამეყო შიგ, რომ დაფეთებული ხალხი მომადგა თავს ძახილით: რას შვრები, ჭრელა, ხომ არ გაგიჟდიო! დამიწყეს დარიგება, გამხნევება. წამიყვანეს სახლში. ამის შემდეგ ტავის მიკვლა აღარ მიცდია. ჩემი მეუღლე - ბაბალე კი სამუდამოდ დაავადმყოფდა.

ისევ თავისი გზით ცავიდა ცხოვრება. კიდევ შეგვეძინა ორი ბიჭი - გივი და ქიჩირი. გაიზარდნენ, ისწავლეს. დამავიწყდა ადრე განცდილი მწუხარება, მაგრამ სიმწარე მაინც არ მტოვებდა. არ ვიცი რა ვაწყენინე ან ღმერთს ან ბუნებას, რომ უფრო მწუხარე დღეები გამითენა. ახალგაზრდობა მიდიოდა, წლოვანება მომემატა, დავავადმყოფდი, დავუძლურდი. სწორედ ამ დროს მომიკვდა მეუღლე, ამომივარდა კერა.

ღმერთს მადლობა, რომ მეუღლე დამეღუპა უფრო ადრე, ვიდრე იგი მეხუთე შვილის 26 წლის ქიჩირის სიკვდილს სეესწრებოდა. ქიჩირი მოკვდა, რაღაც უეცარი სენით, რამდენიმე დღეში გათავდა. მე მისი ავადმყოფობა არც ვიცოდი. დეპეშა მომივიდა - თბილისში სასწრაფოდ ჩამოდიო. ჩავედი და შვილი დაღუპული დამხვდა. მაშინ დიდი მწუხარების გამო გონება დავკარგე: გონს რომ მოვედი, შვილი ხმით დავიტირე. აღარ მახსოვს როგორი სიტყვებით მოვთქვამდი; დამავიწყდა, გავჟამყრუვდი. შეიძლება ჩემი ნატირლები ვინმემ დაიმახსოვრა სხვამ.

მე დიდი ფიქრის კაცი ვარ და არ ვიცი რატომ, ჩემი სული მაინც ლექსს მიმართავს დარდების გადასაყრელად. ლექსს რომ დავწერ, თითქოს მძიმე ტვირთს ვიხსნი მხრებიდან.

მეკითხები, როდის დავწერე პირველი ლექსი?

პირველი ლექსი, რომელიც ჩემს ხსოვნას შემორჩა, გამოვთქვი მაშინ, როდესაც 7 ან 8 წლის ვიქნებოდი. ჩვენ გვყავდა სახედარი, რომელსაც თოკით ვაბამდით საძოვარზე. ერთხელ დედამ მითხრა: წადი, შვილო, აუშვი სახედარი, წყალი დაალევინე და წამოიყვანეო. წავედი, მაგრამ სახედარი იქ ვეღარ ვნახე. დაეგლიჯა საბელი, აშვებულიყო, ძნაზე მისულიყო და კარგადაც გამძღარიყო. თოკი აღარ იყო გამოსადეგი და უმისოდ წამოვიყვანე, თან გზაში ასე წავულექსე:

ვირო, მოგიკვდეს გამზრდელი,
რად დამიკარგე საბელი.
შენ იმის ფასიც არა ხარ,
ძნა შემიჭამე რამდენი.


არც კი ვიცოდი მაშინ, თუ ეს ლექსი იყო. უბრალოდ უფროსებს ვბაძავდი. მეორე დღეს ბიძაჩემმა ეს ლექსი სტუმრებს უამბო.თურმე იქვე ტყეში იყო და მე რომ ლექსს ვამბობდი ხმამაღლა, გაეგონა.

ლექსებს საკმაოდ ბევრს გამოვთქვამდი, მაგრამ ყველა აღარ მახსოვს.

ერთხელ, დაახლოებით 14 წლისა ვიქნებოდი, ბიძას ტყეში სასაბლე მუშის აყრს ვშველოდი. მუშაობის შემდეგ დავისვენეთ და წყალთან პურის საჭმელად წავედით. იქ ჩვენებური გოგონები დაგვხვდნენ, სამნი იყვნენ; ჭრელ წინდებს ქსოვდნენ, ჩემზე უფროსები იყვნენ, მოვინდომე გართობა. ავიღე მცხვილი ბალახის ღერო, ჩავუში წყალში, შევისრუტე წყალი და შემდეგ გადმოვასხი.ქალებმა ამაზე დამცინეს, ჩემი ნამოქმედარი სხვანაირად გაიაზრეს; ბალახის ღეროს ”საწრინტებელს” ვეძახდით. გოგოების დაცინვამ გამაბრაზა და ასე წავულექსე:

გამახედენით, ქალებო,
ჭრელაის საწრინტელასა,
ჩხუბად კი ნუ გაგიხდებათ,
გეკმაინებათ ყველასა.


ეს ლექსი და სხვა ლექსებიც გახმაურდა სოფელში და თანდათან სახელი გამივარდა, როგორც მოლექსესა და მოკაფიეს.

ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში წავედი მეზობელ ფშაველებთან ერთად სავაჭროდ. ქათმები და ინდაურები წავიყვანეთ გასაყიდად. ვივაჭრეთ და ქალაქის დათვალიერება დავიწყეთ. სასადილოშიც შევედით, დავთვერით, რაც ფული დაგვრჩა, ქურდებმა მოგვპარეს. რა თქმა უნდა სახლში მადლობას არავინ მეტყოდა. მეც ხომ სინდისი მქენჯნიდა. მაშინ ვთქვი ჩემს თავზე ეს ლექსი:

კარგ მოქალაქე მოგივედ
ნეთელის ქალო - ბაბალე,
ქათამ-ინდაურ გავყიდე,
ოცდაათ თუმან დავთვალე,
სუ ყაჭ-აბრაშუმ ვიყიდე,
ნახევარ დუქან დავცალე,
რად გინდა ჩითის კაბები,
აბრაშუმ გამაიცვალე.
ზოგი ქურდებმა მამპარეს,
რაც დამრცა თავად შავჭამე.



***
ზოგჯერ პური არა გვქონდა ოჯახში. პურს მაღაროსკარისფურნიდან ვყიდულობდით: ერთხელ მაღაროსკარში სახლიდან გამაგზავნეს პურზე. იქ ძმა-ბიჭები შემხვდნენ, თითო-ოროლა ჭიქა დავლიეთ და ისე შევყევთ ქეიფს, რომ სახლში მესამე დღესღა მივედი; მივედი ცარიელი. სახლში გაბრაზებულნი დამხვდნენ. მეც ვგრძნობდი ჩემს დანაშაულს და წავიკაფიავე:

მაღაროსკართ გამაგზავნეს
ჯალაბთ, პურის საყიდლადა.
მე ღვინოებ გადმოვაწყე
პურის ყიდვის მაგიერადა.
ჯიშად მაუდის ჯაბანსა - (განთქმული მოლექსე იყო. მეც იმას ვგევარო)
ეგრე იქმს ადვილადა,
ცარიელა რომ მიუვედ,
სამივ შედგა სატირლადა, - (ცოლ-შვილი)
გარათეულ შაემზადა - (მეუღლე)
აღმასკომში საჩივრადა,
-შენთან ყოფნას ის მირჩევნავ,
ცალკე ვიყო ათწილადა.


- ამდენი იუმორის - კაფისა და ლექსის ხალისი, წადილი, საიდანღა გქონდა? - შევეკითხე ძია ჭრელას. - არ ვიცი, ლექსი თვითონ მომიაკითხავდა ხოლმე და სანამ სათქმელს არ ვიტყოდი, ვერ მოვისვენებდი. ერთხელ ჩემი სიძე - ლაზარე წელაშვილი და მეზობელი ქალი მესტუმრნენ. მინდოდა მათი საფერი პატივისცემით დავხვედროდი, მაგრამ ოჯახში ხომ ყოველთვის არაა სააშუალება სტუმრებს კარგად დახვდე.მოვუხარსე ანტრია, რომელიც ნიორწყალთან ერთად იჭმევა. რაღა თქმა უნდა, ხინკლის მოხარშვა აჯობებდა, მაგრამ ვერ შევძელი. სანამ ისინი, ან სხვები დამცინებდნენ ლექსებით, მევე დავცინე ცემს თავს:

წუხელა მყვანდნენ სტუმრები -
ქურსიკთ ქალი და ლაზარე.
ხინკალ კი ვეღარ მოვასწარ,
ანტრიაიღა ჩავყარე.
სიძეს ნიორწყალ დავუდგი:
- ჭამე, დროება ატარე!



***
ერთხანობას სახლიდან წავედი და ლაფანყურში დავიწყე მუშაობა. მაშინ ლაფანყურის საბჭოს თავმჯდომარე იყო კაკაური. ისიც გავლექსე:

რა ლამაზ თავნჯომარე ჰყავ
ლაფანყურელებს კაკაური,
ერთიმც ოთახ აქა მქონდეს,
მენამცა მქნა აქაური,
დედაკაციც აქ მამგვარა
ჩემი გულის ნანდაური.


(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Mon Mar 12, 2012 8:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Mon Mar 12, 2012 8:31 pm

ჭრელა უძლაურის გასაცნობად უცვლელი სახით მოგვყავს გოგი თურმანაულის ბრწყინვალე წერილი "ჭრელა უძილაურის გაკვეთილები", რომელიც 1981 წლის ჟურნალ "ცისკარის" მე–3 ნომერში გამოქვეყნდა. ვთვლით, რომ ეს "გაკვეთილები" ყველამ უნდა მოისმინოს.

ჟურნალ "ცისკრის" რედაქცია



გიორგი თურმანაული

ჭრელა უძილაურის გაკვეთილები


(გაგრძელება)

ჩემს ახალგაზრდობაში ფშავში კიდევ იყო შემორჩენილი ქალ-ვაჟის ნადობ-ნაძმობა - წმინდა, უჩრდილო სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. მეცა მყავდა ნადობი, მასთან დავდიოდი. ერთხელ მასთან წასულმა დავკარგე წინსაფარი - ”ფართუკი”, მაშინ ”ფართუკის” გაკეთება რატომღაც მოდაში იყო. დავბრუნდი სახლში და ჩემი თავი ვალექსე:

ვაიმე, ჩემო ფართუკაო,
ქალთან წოლამ დამღუპაო,
ახლა გარათეულ მეტყვის (მეუღლე)
- მაიტანე, რა უყაო,
აღარ ვიცი, სად დავკარგე,
აღარ ვიცი, რა ვუთხრაო.



***
ერთხელ ჯალაფთ ძროხებში გამგზავნეს. მე კი ჩემს ნადობთან წავედი. ძროხები უმწყემსოდ დარჩნენ. მე მეორე დღესღა მივედი შინ. მადლობას, ცხადია არავინ მეტყოდა:

გუშინ ძროხებში გამგზავნეს
დღესღა მაუვდი დილითა,
მამფრინდა გარათეული, (მეუღლე)
კინაღ გამგლიჯა კბილითა,
იქნებ ვეღარცა წახვიდე,
თვალებს სუ დაგთხრი ფრჩხილითა.
- შენ რას აკეთებ, დიაცო,
მაგთვენა წოლა-ძილითა,
ჩაგიცომ ჭრელებ კაბები
დაღებილა ღილითა.



***
ძალიან მემარჯვებოდა კაფიაც და ლექსობაც. ამიტომ შეჯიბრში ხშირად გამარჯვებული გამოვდიოდი. მოწინააღმდეგეს სიტყვას ვუგებდი, პასუხში ვჯობნიდი. ხშირადაც დავმარცხებულვარ, უჯობნიათ ჩემთვის. კაფიის, ლექსობის მთავარი ნიშანი ისაა, რომ მოწინაგმდეგე გიწვევს და ლექსით გეუბნება სათქმელს. ლექსს იქვე წინასწარმოუმზადებლად თხზავს და ამბობს. შენც ლექსითვე უნდა უპასუხო ისე, რომ მოპაექრის ლექსის დაბოლოებას ედრებოდეს, მასთან გარითმული უნდა იყვეს შენი პასუხიც. სხვაგვარად არ შეიძლება. თუ არ შეგიძლია, არც უნდა ილექსო. უნდა იცოდე მოწინააღმდეგის ნაკლი და კარგი მხარე, რათა სიტყვაში მოუგო. აღნიშნო ნაკლი და თუ საჭიროა, დადებთი მხარეც. ეს ძალიან კარგი წესი გვაქვს ფშაველებს.

ჰოდა, მეც დავიწყე კაფიაობა, ჯერ გაუბედავად, შემდეგ კი თანდათან დავოსტატდი და სახელიც გავითქვი.

ახლა დავბერდი, ისე ვეღარ ვლექსობ, ამის გული აღარ მაქვს. გავიხსენებ ჩემი ნათქვამი კაფიებიდან რამდენიმეს.

დღეობა-ხატობაში ვართ, ღამე უნდა ვათიოთ, მაგრამ თხლად გვაცვია და ვიცით, რომ შეგვცივდება. აქვეა ჩემი თანასოფლელი იაკოფი. მას სტუმრად მოსული სიძეც წამოუყვანია. როდესაც დაღამდა და საკმაოდ შეგვცივდა იაკოფმა შემიმღერა:

- მიშველე, მოკეთე კაცო,
გაყინა სიძე-ბატონი.
მე - გაიხადენ და დახურენ
მითამ კი გცვიან პალტონი,
ან ნაბად ამაიტანე,
რად გინდა სახლში ნაქონი.
უნაბდოდ რას მასდიოდი,
ახალი სიძის პატრონი.


ეს კაფია ასე დამთავრდა, იაკოფს აღარაფერი უთქვამს.

ადრეც გითხარი, ერთხელ კახეთსი წავედი. იქ, ქეიფში შემხვდა მარკოზა - ჭიჩოელი კაცი, რომელსაც კარგი კაფიაობითა და მოლექსეობით თავი მოჰქონდა. მას გადასცეს, რომ მე ფშავიდან ვიყავი და კარგად ვლექსობდი. მან გამომიწვია სალექსოდ. მერიდებოდა უცხო მხარეში ლექსობა, მაგრამ რადგან გამომიწვია, მეც აღარ დავიხიე უკან.

მარკოზა - ახლა კი შაგხვდი, ჭრელაო,
დაგამტვრევ როგორც თხილია.

მე - სანამ მე გამტეხ, ჯეილო,
მანამ არ მოგტყდეს კბილია,
ცივ წყალ დალიე მალევა,
ცხელ გული გაიგრილეა.

მარკოზა - არ გებადება მარცვალი,
არც საფქვილეში ფქვილია;
კახეთში რისთვის ჩამოხვედ,
რადა ხარ გამოჭრილია?

მე - შენ სადღა გიდგა ბეღელი,
შარშნდელ დაბეჭდილია,
არც ხო ძველისძველ შენა გაქვ,
შენდაც სულ გაწყვეტილია.

მარკოზა - ეგეთა სიტყვებს ნუ ამბობ,
ოთხით დაგვიბამ ბრთხილია,
იქება აქით გაგგზავნოთ
ყვავივით გახეხილია.

მე - ის ხელფეხს მალე გაიხსნის,
რომელიც გამოცდილია;
გუშინაც მუქარა მთხოვე,
გულსა მაქვ შამოყრილია.
მგონია, ჭიჩოელი ხარ,
ჟოლმა არ მოგჭრას კბილია,
ვერ მახარშეა ხინკალი,
არაგვში გადაყრილია.


ჭიჩოელებს ფშავლები დასცინიან ჟოლისადმი სიყვარულში. მათვე მიაწერენ ამ ამბავს: ფსავისაკენ მიმავალ ჭიჩოელებს მორევში ხინკალი ჩაუყრიათ, მალე მოიხარშებაო, ეს ფაქტი გამოვიყენე მის გასაჩუმებლად. გაბრაზდა ჩემი მოწინაღმდეგე, კინაღამ ნაგანით მომკლა, ხალხმა ძლივს დააკავა.

ჩვენს ლექსობაში მაშინ არ ჩარეულა ერთი მოხუცი კაცი, ცნობილი მოლექსე - ტოკა; ბოლოს მან გამომიწვია, შემიმღერა:

- ე ჭრელა ჩემთან გადმოხდეს,
ვერ ეტყვით ტოკასავითა,
მაგას ისრ შამოვაბრუნებ
ახლწლის გოგასავითა (საახალწლო კვერი, რომელსაც სახლში შეაგორებდნენ)
ბებერ კაცი ვარ, მაგრამა
დავატყრობ გოგრასავითა.

მე - უცხო ვარ, შამოგებარეთ
არამის ცოდვასავითა,
მალედავ არ შამაშინო,
ნუ ჰკივი თოქმასავითა, (ხარივითაო)
ცრემლებ არ ჩამამადინო,
გატეხილ კოკასავითა.

ტოკა - ჯეილ კაცი ხარ, მაგრამა
დაგაბამ ძროხასავითა.

მე - რუსულ ფარაჯა ჩაგიცომ,
გიხდება ჩოხასავითა.



***
ტყუილადღ, ვუთხარი იმიტომ, რომ მან მაჯობა. ძროხასავით დაგაბამო, რომ მითხრა, უნდა გავჩუმებულიყავი, გაჩუმებაც და საკუთარი დამარცხების აღიარებაც ვაჟკაცობაა და ლამაზია.

ერთხელ პავლე ბოძაშვილმა შემიმღერა:

- ჭრელამ ლექსობა დაიწყო,
მითამ შოთასა ჰგავისა,
თავადაც კაი ბიჭია,
ცოლ-შვილიც კარგი ჰყავისა.

მე - თავ დამანებეთ, ბოძანო,
ნუ ამამაგეთ ჭირითა,
მე რაღა ლექსობა მინდა,
არ იტყვით ერთის პირითა.
დამჩაგრა წუთისოფელმა,
ცასა ვკიდივარ კბილითა,
ისეთაია ბაბალე - (მეუღლე)
მზე, ამოსული დილითა.



***
ერთხელ შემხვდა ჩემი ძმობილი, ცნობილი ფშაველი მოლექსე, დავით ბოძაშვილი. მაშინაც ვილექსეთ.

დავითი - შენთან შეხვედრა მინდოდა,
უძილაურო ჭრელაო.

მე - მეც ვიყავ მაგს მსურველი,
ვილექსოთ მე და შენაო.

დავითი - ჟინვალში დაგღამებიყო,
ღმერთმა არ გაგითენაო,
სამ დღესა ვლესე ხანჯარი,
უნდა მამეკალ, ჭრელაო,
თავ შავიკავე კიდევა,
არ იყოს ხალხის ენაო.

მე - შენ მე ვერ მამკლავ, დავითო,
ისიც კარგადა მჯერაო,
შენ რო ტყვიები მესროლო,
ხელით დავიჭერ მენაო.

დავითი - გადარჩი გერმანელებსა,
ვერ გადამრჩები მენაო.

მე - გერმანელებმა ვერ მამკლეს,
რას გამამრჩები შენაო.



***
ჩემი ნათქვამი კაფიების მცირე ნაწილიღა მახსოვს, ხალხსაც დაავიწყდა, უმრავლესობა დაკარგულია და დავიწყებას მიეცა.

ერთხელ, როდესაც ვსაუბრობდით ძველებურ ფშაურ წესზე - ნადობ-ნაძმობობაზე, ქალ-ვაჟთა ურთიერთობის დანდობა-მიყოლაზე, ძია-ჭრელამ გაიხსენა თავისი პირველი ნადობი ქალი, რომელიც ძალზე ჰყვარებია. ეს ქალი განთქმული ყოფილა თავისი სილამაზით. შეხვედრია რაღაც ავადმყოფობა, წინათ ხომ მთაში სიკვდილიანობა ხშირი იყო. ექიმი არ იყო, წამალს ვერ ვშოულობდთ და გარდაცვლილა.

- ჩემი პირველი ნადობი რომ მოკვდა, მეც მაშინვე უნდა მომეკლა თავი და დამემთავრებინა ჩემი სიცოცხლე.

- ამას მართლა გულით ამბობ, ძია ჭრელა?

- შევეკითხე მე.

ჰო, მართლა ვამბობ, ჩემი განადგურება ცემი ნადობის სიკვდილით დაიწყო და მერე არც გამიხარია. ერთ ჩემს სატრფიალო გატაცების წინ აღუდგნენ როგორც ჩემს, ისე ჩემი ნადობის ოჯახში. მაფრთხილებდნენ, მემუქრებოდნენ, რომ ამას კარგი შედეგი არ მოყვებოდა, რომ ჩემი საქციელი არ იყო ჭკვიანური. და მაშინ, გულიდან დარდი რომ გადამეყარა, კახეთში წავედი. წავედი, მაგრამ დარდი ოჯახისა, მოვალეობს გრძნობა და ნადობის სიყვარული თან წამყვა. მაშინ, კახეთში ყოფნისასაც გამოვთქვი ლექსები: მთიდან ჩამოწვა ნისლები, მთელი მიდამო დაფარა, გული გონებამ დაადნო, ტვინი ნაღველმა დაღარა, ცრემლი მდის შეუშრობელი, რო წმინდა წყარო, ანკარა, ცრემლმა, ჩემ ჩამონადენმა, სალი კლდე ორად გაყარა. ნეტავი, ჩემო ლამაზო, მანდამც მამყოფა, აქ არა, გულის, გონების ყვავილსა ერთხელამც კიდევ შამყარა, სულამც იმასთან მამყოფა, ცოცხალიმც აღარ გამყარა.

ზოგი ლექსი აღარ მახსოვს იმდროინდელი, ზოგი კი ისევ შემორჩა გონებას.

გაზაფხულ დაგვიახლოვდა,
ახლად აყვავდა იაო,
მოგელი დაწუხებული
მთიდან მონაბერ ნიავო,
ჩამომიტანე ამბავი,
ვის დარჩა ჩემი მზიაო,
ვინ აუყვავა გულ-მკერდი,
ან ხელ ვინ გადახვიაო;
ფშავის ხევ ჯოჯოხეთია,
კახეთი - სამოთხეაო.
ფშავ სულამც გადმოაბრუნა,
ზედ გულზე გაარღვიაო,
ვინაც მე ძალიან მშურობს,
ის ქვეშამც მააქციაო.
შენი გულისთვის წავსულვარ,
სამშობლო დამითმიაო,
რომ მე ფშავს ვიყო მოსული,
ის რაღა სიცოცხლეაო,
შენ ასდგე, ეხლა სხვას გაჰყვე,
ჩემთვის ხო სირცხვილიაო.


ეს პატარა ლექსიც მაშინ ნათქვამია:

არაგვის ხეობაზედა
ერთი ყვავილი ჰყვავისო,
იმას ხელ არავინ ახლოს,
თავის პატრონი ჰყვავისო.



***
კიდევ ეს მახსენდება: მიყვარდა ცეცხლი მედებოდა, მშველელი კი არავინ იყო:

ტარიელივით უნდა ვქნა,
უნდა გავიჭრა ველადა,
მენაც ისრ უნდა ვიარო
საყვარლის საძებნელადა,
თუ ვერ ვიპოვნი, ვიტირო,
ჩამოვიღვარო ცრემლადა.



***
ერთხელ მაღაროსკარისკენ მიმავალს გზაში შემხვდნენ ჩემი ნადობი და ერთი მისი მეგობარი ქალი. გულმა ბაგაბუგი დაიწყო, ვერაფერი მოვახერხე სხვა. მხოლოდ ”გამარჯობა” ვუთხარი. გზაშივე გამოვთქვი ლექსი:

მაღაროსკართ დავინახე
ორი მგზავრი მომდინარე,
იცინოდნენ, მოდიოდნენ,
გვერდსა ჰყვანდა მზესა მთარე.
შევკრთი რაღაც იმათ ნახვით,
გვერდზე ვეღარ გავიარე.
გული ცეცხლით მიღვიოდა
ადრიდგანვე მდებიარე.



***
ბევრი ლექსიც მითქვამს სიყვარულზეც. ახლა მახსიერებაც დამისუსტდა, ყველა ლექსის გახსენება სადღა შემიძლია, გულისხმაც აღარ მაქვს. შენც ნუღარ შემეკითხები.

უკანაფშავში, ხატში ყოფნის დროს, ძალიან მომმეწონა ერთი ახალგაზრდა ქალი. თვითონაც კაი დროსა ვიყავი, რა გამაჩერებდა და ლექსი ვთქვი. ახლაც მახსოვს:

არავინ მამწონებია,
დალალაის ქალივითა,
კოხტა წითელ კაბა ეცვა,
ელავს ცეცხლის ალივითა.
ქვემოთაზე გამამცილდა,
გაიპარა ქარივითა,
თვალწინაით დამეკარგა
ქვაზე ჩიტის კვალივითა,
ახ, მაგასაც მამახვია
ქვეყნის ცოდვა-ბრალივითა.



***
სევდისა და ნაღველის მეტი რა შემხვედრია ცხოვრებაში. ესეც ხომ გიამბეთ. ამაზეც ისევ ლექსის თქმით გადავიყრიდი ნაღველს, ბევრი მიტირია, ბევრიც მიმღერია, მაინც არა ვტყდებოდი:

ვტირი, ჩამამდის ცრემლები,
როგორც ნაწვეთი კლდისაო,
თავ მებრალება იმითა,
ვარ უბედურის დღისაო.
ჯეილებ დამიძახებენ:
ჩვენთან გადმოხე, ბიძაო.
ისე ვარ ჯეილებთანა,
როგროც ოქროში - ბრინჯაო,
ერთხელ მეც კიოთ მოვკვდები,
ჩაგებარები მიწაო,
გავხდები შენი ერთგული,
მერე რაც გინდა მიყაო,
მეც იმას გიქამ ნიადამ,
რაც უწინ სხვისად გიქნაო.



***
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვთქვი ეს ლექსი:

ჭრელამ თქვა თავის თავზედა:
ბეცავ კაცი ვარ, ცოდვილი,
ფეხს ფეხზე ვეღარ ვაცილებ,
მაძე საწუთროს ბორკილი.
ჩემი სიცოცხლის მანძილი,
ტანჯვით გავლიე ორწილი,
თვალზე ცრემლ არ შამშრობია,
რაკი ერთ მიყვეს ქორწილი.
სახლიდან გამისტუმრებავ
ერთი მანქანა ცოლ-შვილი,
სხვა საქმეს რაღას ვაკეთებ,
გორო, შენ რადარ მოგილი.
ოთხოთხ ვაჟი მყავ, ოხერო,
შენ მკერდზე შამოწყობილი,
მეხუთე დედაც იქ არი,
იმათთვის ჩამოდნობილი.




(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Mon Mar 12, 2012 8:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Mon Mar 12, 2012 8:46 pm

ჭრელა უძლაურის გასაცნობად უცვლელი სახით მოგვყავს გოგი თურმანაულის ბრწყინვალე წერილი "ჭრელა უძილაურის გაკვეთილები", რომელიც 1981 წლის ჟურნალ "ცისკარის" მე–3 ნომერში გამოქვეყნდა. ვთვლით, რომ ეს "გაკვეთილები" ყველამ უნდა მოისმინოს.

ჟურნალ "ცისკრის" რედაქცია



გიორგი თურმანაული

ჭრელა უძილაურის გაკვეთილები


(გაგრძელება)

***
როდესაც 26 წლის ვაჟი დამეღუპა, ეს ლექსი ვთქვი საკუთარ თავზე:

საწყალო უძილაურო,
დამდნარო სიკვდილ-სევდისა,
ნეტავი არ გასჩენიყავ,
რძე არ გეწოვა დედისა,
თუ გექნებოდა სიცოცხლე
ცაზე მიმბულის ბეწვისა,
ერთხელ არ გათენებულა
დღე სიხარულის შენთვისა.
დადიხარ მუდამ მტირალი,
გუბე წინ გიდგა ცრემლისა,
წყალ მაინც დამალეინა
ნაჟური შვილის ძვლებისა,
გულ კიოთ დაისვენებდა
ბევრჯელ დაკრული მეხისა.
აღაც გულმ მამკლა, აღაც სხვამ,
რამ მშობა ეგეთ ხე-ქვისა,
მოდით, ჩამქოლეთ, თუ ძმა ხართ,
ვისაც კარგ გინდათ ჩემთვისა;
კაციმც ნუ დაიბადება
ქვეყნად ჩემფერა ბედისა,
ამის მომინდა დაწერა
ლექსს, შვილთა მოგონებისა.



***
ძია ჭრელას მე გავახსენე ადრე დაწერილი ლექსი:

ერთი სიტყვა მაქვს სათქმელი,
არა ვთქვა, არ იქნებაო:
ძნელი ყოფილა, ვაჟკაცი
როცა გულითა დნებაო,
თუ ამას შევესწრებოდი,
ნუმც გაგჩენიყავ დედაო,
ჩემიმც აკავან მოგშლია
და პირქვემც იბერტყებაო.



***
თუ ვინმე კარგი ვაჟკაცი გამოაკლდებოდა სოფელს და ფშავს, ძია ჭრელა მას გულით დასტიროდა.

ფშავში დაიღუპა მეცხვარე გიორგი უფროსაშვილი, კარგი ვაჟკაცი. ყველგან ცნობილი თავისი გულკეთილობით. ის დაავადებული იყო უკურნებელი სენით. სიკვდილამდე ბევრი ეხვეწა გიორგი ხატებს, სალოცავებს; საკლავიც ბევრი დაუკლა, მაგრამ გაღებულმა შესაწირავმა ვერაფერი უშველა:

გიორგი უფროსაშვილო,
რად ეგრე, დედამტრისასა,
სიცოცხლის მონატრულ იყავ,
თავს როგორ აძლევ მიწასა.
მიწითაც გახარებია
წვენს დავლევთ ვაჟკაცისასა,
ხატისას ნურას მიამბობთ,
ნურცარას ეშმაკისასა,
რადარ უშველეს ხატებმა
ტანჯულის დიდის ხნისასა.



***
ასეთი იყო ჭრელა უძილაური, ყველა ამბავს გამოეხმაურებოდა, ყველას სწვდებოდა მისი თვალი, მისი გონება.

- როდესაც ფაშისტური გერმანია ჩვენს ქვეყანას თავს დაესხა, მეც სხვებთან ერთად გამიწვიეს სამშობლოს დასაცავად. საკმაო ხანს ვიბრძოლე ფრონტზე, ორჯერ დავიჭერი. ორჯელვე განვიკურნე და ფრონტს დავუბრუნდი. მე მაშინ დროული ვიყავი, როგორც ფშაველები იტყვიან ასაკოვან ადამიანზე და თანაც მიღებულმა ჭრილობებმა ჩემი ჯანმრთელობა გააუარესა, ამიტომ დემობილიზაციით დამაბრუნეს სახლში. ფრონტზე ყოფნისასაც ბევრი ლექსი დავწერე. ამ ლექსებში აღვწერე ჩემი ფრონტული ცხოვრება, ბრძოლა, ტყვიის ავდარში ყოფნა, თანამებრძოლთა დაკარგვით გამოწვეული მწუხარება, მტრისადმი სიძულვილი, სიკვდილის მოლოდინი და თვალებში ყურება. ბევრი ამ ლექსთაგან დაიკარგა, ბევრი ახლა ხალხმა ზეპირად იცის.


***
მაღაროსკარში შეისვენეს ჩარგალში ვაჟაობის დღესასწაულზე მიმავალმა მწერლებმა - გიორგი ლეონიძემ, სიმონ ჩიქოვანმა, გიორგი ნატროშვილმა. შეიარეს მაღაზიაშიც და გაესაუბრნენ იქ მყოფ ფშაველებს. მათ შორის ჭრელა უძილაურიც იყო.

- რომელი იცნობდით ვაჟას? - იკითხა გიორგი ლეონიძემ.

- მე ვიცნობდი, - უპასუხა ჭრელამ.

- როგორი კაცი იყო?

- ძალიან კარგი, ლამაზი, კაცთ საკითხი კაცი, ფშაველების ფარი და ხმალი.

- სად უყვარდა ვაჟას ქეიფი?

- სადაც ძმობილები და მეგობრები, ნათესავები ჰყავდა.

- თუ იცოდა ვაჟამ კაფიაობა, ლექსობა?

- არ ვიცი, მასთან არ მიკაფიავებია და არც მილექსებია. ამბობენ, არ ემარჯვებოდაო.

- სად შეხვედრიხარ, სად გინახია ვაჟა?

- აქ მაღაროსკარში.

- თუ გიყვართ მისი ლექსები?

ჩვენ კი არა, მთელ ქვეყნიერებას უყვარს მისი ვაჟას ლექსები.... ჭრელა მწერლებს შეკითხვაზე სხარტ და ზუსტ პასუხებს აძლევდა. კიდევ რაღაცეები ჰკითხეს და ასევე მოკლე პასუხები მიიღეს. მწერლებს გაუცინიათ. გიორგი ლეონიძემ თქვა:

- ეს ფშაველი კაფიებით გვესაუბრებაო.

გამოემშვიდობნენ იქ მყოფთ და ჩარგლისკენ წავიდნენ.

ზემოთაც ვთქვი, საოცარი ბუნების კაცი იყო ჭრელა. სათუთი სულისა და საოცრად გულჩვილი. გზაზე რომ მიდიოდა, ფრთხილად ადგამდა ნაბიჯებს, ცოცხალი არსება არ გავლახოო. მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ისე გაიარა, რომ საქონელი არ დაუკლავს, ქათმისთვისაც კი არ მოუჭრია თავი. მტაცებელი ფრინველის მოკვლასაც ერიდებოდა. ამბობდა: რა ქნას, მტაცებელია და ასე იქცევაო. ბუნებამ ასე დაუწესა, სხვანაირად როგორ იარსებებსო.

ხატობა-დღეობების დროს ხევისბერის მერ საკლავის დაკვლის სურათს ვერ უყურებდა. შორს წავიდოდა, გაერიდებოდა რამდენიმე ხნით. ბევრჯერ უთქვამს შვილების სიკვდილმა ისე შემაშინა, არავის სიკვდილს არ მინდა ვუცქიროო. სიკვდილი მისი მუდმივი სტუმარი იყო. მე კი არა, ყველა ხედავდა, რომ ჭრელა დარდის კერად იქცა. დარდი მის გულში ცეცხლივით გიზგიზებდა, ის კი არ იმჩნევდა, მაგრამ ყველაფერს სწვავდა და ანადგურებდა.

ხშირად უთქვამს:

- ისა მგონია, სევდა-ნაღველის წყაროსა ვარ დაწაფებული და ვსვამ, ისაც მგონია, რომ მწუხარებით, როგორც პურით, ისე ვიკვებები.

- ძია ჭრელა, განა თქვენ არ მასწავლეთ, ვაჟკაცს გულის გატეხა არ უხდებაო. განა თქვენ არ მასწავლეთ ძველი ლექსი:

გატეხილისა ვაჟისა
ხორცი ყორანმაც არ ჭამა,
გაუტეხელის ვაჟისა
წინ-წინ მკლავები დაჭამა.


- სწორია. მე გასწავლე, მაგრამ მე მეორე ლექსიც გასწავლე:

სამთხუთმეტსა ბიჭობს ბიჭი,
სამთხუთმეტსა დახარდება,
თუ იმასაც გადასცდება,
ცოცხზეც ვეღარ გადახდება.


სამთხუთმეტი - ორმოცდახუთი წელია, მეოერე სამთხუთმეტიც - ორმოცდაათი. თუ იმასაც გადასცდები, ცოცხზეც ვეღარ გადააბიჯებ.

- მასწავლე, ძია ჭრელა, მასწავლე.

- ჰოდა, ეხლა მე ოთხმოცდასამი წლისა ვარ და თავს ვატყობ, რომ ჩემმა ძვლებმა და ხორცმა დნობა დაიწყო, როგორც თოვლმა მზის სხივების ქვეშ, გესმის? დნობა დაიწყო, ვდნები თოვლივით, მაგრამ ცოტა ნელა ვდნები თოვლზე... ეჰ, ჩემო დისწულო, როგორც ჩანს, მე ჩემი წილი დავისვენე, ცემი წილი გავიხარე, რაც მერგებოდა ამ ცხოვრებაში; ცემი წილი ვიმღერე; ჩემი წილი მიყვარდა; ცემი წილი და უფრო მეტიც, ვიტანჯე და ვიგლოვე, შეცდომებიც დავუშვი, ჩემი წილი ვიარე. ისიც ვიცი, რომ მოსასვლელი მოვა, მოსახდენი მოხდება. ზოგჯერ ზამთრის დიდ გრძელ ღამეებში მგონია რომ მე ღამე ვარ, ძალიან დიდი ღამე. გავთენდე, ისიც მეზარება, მაგრამ მაინც ვთენდები, რატომ და რიღასთვის?

- თქვენზე გამიგია ხალხისაგან: ჭრელა რკინის ყოფილა, ამდენ მწუხარებას რომ უძლებსო, ჭრელა გაუტეხელიაო, ჭრელამ დარდი არ იცისო, სიმღერა იცისო - დარდის მაგივრადო, მარტო სიცილი იცისო, რისი გული აქვსო, როგორ გასძლო, რომ არ გაგიჟდა, ან თავი არ მოიკლაო.

- როგორ ფიქრობ, განა მე არ ვიცი ხალხი რას ამბობს ჩემზე? ვიცი, ძალიან კარგად ვიცი. მე თვითონაც ვერ ამიხსნია ჩემი ბუნება, ჩემი ხასიათი. ზოგჯერ მე ჩემი დარდიც კი არ მიდარდია დიდხანს. განა იმიტომ, რომ დარდი არ ვიცი. მე ბევრჯერ მიმღერია შვილების ან ახლობლების სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ. განა მათი სიკვდილი არ მადარდებდა? ვის როგორ ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რა ვუთხრა. მიმღერია იმიტომ, რომ სიკვდილზე, დარდზე შური მეძია; ჯავრი მეყარა; რომ სულით არ დავცემულიყავი, სიკვდილისთვის სიმღერით უნდა დამეცინა, დამემარცხებინა; ჩემთვის დაძაბუნება რომ არ შეეტყო, უნდა მეცინა. ჰოდა, ხშირად, ახლობლების სიკვდილის შემდეგ, ვმღეროდი ბრძენი ფშაველის წინაპრის სიმღერას, ჩემს საყვარელ სიმღერას: დედას გიტირებ, შავჯავრო თუ შენ გიტირო, გიჯავრო, სამი წლის საჯავრებელი სამ დღეს არ გადაგიჯავრო. ხან ვფიქრობ, როდესაც მარტო ვარ, მარტო კი ძალიან ხშირად ვარ, არ მძინავს მთელი ღამეები. ვფიქრობ დაუსრულებლად, არც ძილი მეძინება. ვფიქრობ. რარა ვარ ახლა მე - (იქნებ არც კი ვარგოდეს ამდენი ფიქრი) - გავლილი ბილიკი ვარ;დანგრეული ქოხი ვარ, მთაში მიტოვებული; ჯავრის გაწყალებული ლოგინი ვარ;ფიქრთა სასტუმალი, ცრემლთა საბანი ვარ, მწუხარებარომ დამიხურავს ხშირად....

- ძია ჭრელა, შენ ისეთი ნაფიქრალი გაქვს, რომ ყველა მინდა ჩავიწერო, დავიმახსოვრო.

- მე ფიქრის კაცი ვარ... ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებამ, დარდმა, სიხარულმა. ზოგჯერ ისეთი აზრი მომივა, თვითონ მინდა ჩავიწერო. ხან სიბნელე მიშლის ხელს, მეზარება ადგომა, ხან ფანქარი და ქაღალდი არა მაქვს... მერე კი მავიწყდება, აღარც ხალისი მაქვს რაიმეს წერის, მაგრამ ხანდახან მაინც ვწერ. ზოგჯერ ისე გამიწევს გული ლექსის თქმისა და დაწერისაკენ, ზოგჯერ კიდეც ვიტყვი... ხან მთელი ღამეები არ მძინავს. ერთხელ ასეთი სიტყვებით გამოვთქვი ცემი ნაფიქრალი, ღამეს ვეკამათებოდი მაშინ: - უჰ, სულ მე არ გათენებდე, ღამევ, აბა ერთხელ შენც გამათენე - გულწყლიანმა და დარდიანმა, ნეტავ ვერც მაშინ გაიგებდი, როგორ ძნელია ათენებდე ღაამეებს თვალებცრემლიანი. თავიდანვე ჯიუტი ბუნებისა ვიყავი. არ მინდა დარდმა გამტეხოს, დამაბეჩაოს, დამაჩოქოს. გეცოდინება, რა ლამაზად თქვა ერთმა ფშაველმა: განა ლაღი ვარ, რო ვმღერი, გულისა დარდებს ვიქარვი, ვინაც ჩემზე თქვა - ლაღია, ჩემსავით ლაღიმც ის არი. მამას მაუკვლენ ლეკები, ძმას კი ნასროლი ისარი, ანდა მაუკვლენ ნაძმობსა, არც ძმაზე ნაკლებ ის არი.

- მართლაც კარგი ლექსია, მეც მომწონს და ჩემს თბილისელ ძმადნაფიცებსაც. ზეპირად იციან. ჭრელა ამბობს:

- ჩემი გული დასანგრევად გამზადებულ სახლსა ჰგავს. არ ვიცი, როდის დაინგრევა. ბევრჯელ დააპირა დანგრევა, დაქცევა. არ ვიცი, რაღა იჭერს.

- თქვენი გული რკინასავით ცხოვრებისაგანაა ნაწრთობი. ჯერ კიდევ დიდხანს გემსახურებატ, გიერთგულებთ.

- ვითომ ასეა? - შემეკითხა.

- ასეა,ასე, ძია ჭრელა.

- ხან იმას ვფიქრობ: რამდენს რგებია ჩემზე უარესი ბედი, რამდენს მოჰკვდომია ჩემზე მეტი შვილები, ახლობლები და ვერაფერი უქნიათ. ვერც ვერაფერს მე ვიზამ. რა კარგად თქვა გომეწრელმა ლუკა მახაურმა ფრონტიდან გამოგზავნილ ლექსში: კაცს ცოცხლად დაბადებულსა ჭირიც შეხვდება, ლხინიცა. სუყველას უნდა გაუძლოს, გულ უნდა ჰქონდეს რკინისა

ოც წელზე მეტს ვთიბე მწუხარება, როგორც ბალახი, შამბიანი; ვერც დავამთავრე მისი თიბვა, იმისთვისა ვარ დარდიანი. ფიქრებიც დამიბერდნენ; ფიქრიც კაცივით ბერებულა, - ფიქრებიც გამიჭაღარავდნენ. აზრებიცა და გრძნობებიც. კაცივით ბერებულა, ვაჟო! - ისევ გაიმეორა. - მე დიდი დღე აღარ დამრჩენია. ვინ დათვალა, მე კი არ დამითვლია, რამდენი დღე მოკვდა და წავიდა ჩემი სიცოცხლისა. ეხლა ძალიან მალე მე თვითონაც წავალ, მაშ ცასა და ქვეყანას კი არ შევახმები და გამოვეკერები, მიწას მივებარები.

- ხომ არ გაშინებთ სიკვდილი, ძია ჭრელა, რატომ ახსენებთ ასე ხშირად სიკვდილს, სისუსტეს...

- როგორ გითხრა არ ვიცი, - ფხიზლობით კი ვფხიზლობ, არ მომეპაროს სიკვდილი, არ გამხადოს შავეთის ყმა, - ღიმილი გაურია პასუხში - სიკვდილზე კი არა, სიცოცხლეზე უნდა იფიქროს კაცმა და ამით გაილამაზოს დარჩენილი დღეები, თუკი ამის უნარი შერჩება კაცს. სიკვდილს სიკვდილისფერი კაცი უნდაო, უთქვამს მთის ხალხს.

- ახლა ოთხმოც წელს გადაცილებული კაცი ვარ. ზოგჯერ ვიტყვი ხოლმე - სიცოცხლე აღარ მინდა, მომძულდა, რატომ არ ვკვდები-მეთქი ტყუილია! ვტყუი. ავად რომ გავხდები, ისევ წამლებისკენა მაქვს თვალები - არიქა, ჩქარა დავლიო, იქნებ რამე მიშველოს, არ მოვკვდე-მეთქი. ასეთი ყოფილა კაცის ბუნება - ღიმილით ამბობს ძია ჭრელა.

- შენ მეუბნები, ხშირად ახსენებ სიბერესო. ბებერი ვარ და იმიტომ. ახალგაზრდობაში სიბერე არ გამხსენებია, არ მიფიქრია მასზე. ამისთვის არ მეცალა, დრო არა მქონდა. დავბერდი და... დავწერე ეს ლექსი: ცუდი ყოფილა სიბერე, ეგ არას მამდის ჭკვაშია, წაგართომს სილამაზესა, გაგწირავს შუა გზაშია. ბებერი ვარ, გულამოცლილი, სულგაბზარული. ასეთი კაცი რაღა სასიცოცხლოა! ძია ჭრელას თავისებური შეხედულება ჰქონდა ადამიანის სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე.

- ჩვენი სიცოცხლე ხის ნათოსია (წყლისგან გამოტანილი ხეა), ჩემი ახალგაზრდობა წყალმა წაიღო. შუა კაცობაც წყალმა წაიღო და სევდის ნიაღვარმა. ექვსჯერ დამკრა საწუთრომ ისარი გულში. ექვსჯერ ჩამცა სატევარი სულში სიკვდილმა, ექვსჯერ გამიგმირა გული... მოხუცებულობასაც წყალი წაიღებს, ვწყევლი ჩემს გაჩენის დღეს. არ ვიცი, როდის ვიყავ შუახნისა, არ ვიცი, როდის ვარ მოხუცი, - უცბათ მითხრა: - უაზროდ ვლაპარაკობ, არა? დღედაღამე მომატყუა. სიცოცხლე ისეთია, გაზაფხულზე გახარებს, შემოდგომაზე და ზამთარში კი გაღონებს. იმიტომ, რომ შემოდგომა და ზამთარი სუსხიანია. ვიღაცა გიჯავრდება, ღამეს გიდიდებს, ძილს გიგრძელებს, მაგრამ არ გძინავს და იმითაც გტანჯავს. სიბნელეს ბევრს გიჩვენებს, სინათლესა და სიცოცხლეს ცოტას. მერე კი გეტყვის: მე კარგი ვიყავი, უფრო მეტი გაფხიზლეო. გაზაფხულზე თბილა, ხალისიანადა ხარ, მაგრამ რასაც გაზაფხული დაგასვენებს, ზამთარი დაგღლის, დაგტანჯავს, დაგაზრობს... ერთხელ ჭრელას სიმინდის თოხნაში მივეხმარე, სამუშაო რომ დავამთავრეთ, ჭრელამ თქვა: გაუმარჯოს კაცის მარჯევენასა, ცის ნამსა, დედამიწის მოსავალსა, ხარის ქედსა, გუთნის ღვედსა, სახნისა და საკვეთელსა. მზესა და მთვარესა, სტუმარ-მასპინძელსა.

თან დააყოლა ასე ვამბობდით წინათ, ყანის მკას რო ვამთავრებდითო. ლამაზად იცოდა დალოცვა. აი, რა მახსოვს: ”ჩემო მომავლებო, ჩემო კარგებო, იცოცხლეთ, იბედნიერეთ, ზრდილობა არ დაგეკარგოთ! ჩვენს მთას, ჩვენს ფშავს, ჩვენს საქართველოს, ჩვენს დიდ ქვეყანას გაუმარჯოს. გაგამრავლოთ. მტერს - მტრობა, მეგობარს მეგობრობა მიაგეთ. გაუმარჯოს ცის ნამს, ამომავალი მზის სითბოს, ხარის ქედს, კაცის მარჯვენას. ვაჟკაცურ სიყვარულს გაუმარჯოს! ” დალევდა სასმისს, დაგვიბრუნებდა და იტყოდა: - თქვენსამც ჭირს დავლევ! თუ დაიფიცებდა, იტყოდა: - მოღალული მზის მადლს გეფიცებით! - სალამსა და გამარჯვებას გეფიცებით! - პურ მარილის გამჩენს გეფიეცებით! ზემოთაც ვთქვით: საკვირველი მეხსიერება ჰქონდა ჭრელა უძილაურს - იცოდა ძველი ამბები და გადმოცემები, ანდაზები, უამრავი ხალხური ლექსი, ზეპირად იცოდა ”ვეფხისტყაოსანი”, გურამიშვილის ”დავითიანი”, ვაჟა ფშაველას პოემები და ლექსები. წაუკითხავს არ გაუშვებდა, თუ რამე დაიბეჭდებოდა ფშავ-ხევსურეთზე, თამამად გამოსთქვამდა თავის აზრს და შენიშვნებს, ჯავრობდა, როცა შეცდომით წერდნენ მთისა და მთიელების შესახებ. - ეხლა დავიღალე, ჩემო დისწულო, - მეტყოდა, როცა საუბრით როცა საუბრით დაიღლებოდა, - დაისვენებ, კიდევ მოვიფიქრებ, რაზედაც უნდა გიამბო და მოგყვები. კაცი ყველაფერს ერთად ვერ გაიხსენებს და ვერ იტყვის, დრო და მოფიქრებაა საჭირო. ეგრე სჯობია საქმისათვს. რა მეშველებოდა, რომ შენც არ მოდიოდე ზოგჯერ. შენთან საუბარი მართვეინებს. შევეჩვიე შენთან სათქმელის თქმას. კარგა ხანს დავაგვიანე ჭრელასთან მისვლა. მივედი და მისაყვედურა: - სად ხარ აქამდე, რატომ დაიგვიანე? - გადაუდებელი საქმეები გამიჩნდა და ეს გახდა მიზეზი, ვეღარ გნახეთ. - საუბარი მომენატრა შენთან. ამ საუბრისთვის დიდი ხანია ვემზადები. ვცდილობდი ზოგი რამ აღმედგინა ჩემი წარსულიდან, რაც მითქვამს ჩემი თავის, ჩემი ცხოვრების შესახებ. შენსავით არავისთან მისაუბრია ჩემი დარდის და გადატანილი უბედურების შესახებ. ვინ იცის, ბევრჯერ მოიქნია ჩემს ოჯახში სიკვდილმა თავისი ბასრი ცელი, ბევრჯელ გათიბა ჩემი ცოლ-შვილის სიცოცხლის ველი. ჩემი გული მაგარი ქვისაგან აგებულ ციხესა ჰგავდა, ჯავრმა და დარდმა ჩამოშალა და დამინგრია. როგორი მაგარი და გაუტეხელი კაცი გეგონე, სინამდვილეში კი როგორი მომჩივანი და მომდურავი ვარ ჩემი ბედისა. ცხოვრებამ გამაღიზიანა და გამხადა ასეთი... სიცოცხლეს სანთელივით ვუპყრივართ ხელში, სანთლებივით დაგვწვავს და ჩამოგვადნობს, სიცოცხლე ჩვენით ლოცულობს, ნეტავ ვის ან რას ეხვეწება? მე ის მინდა, რომ დაგვწვას სიცოცხლემ სანთლებივით, ოღონდაც დიდი და კარგი საქმისათვის, ნეტავი კი ვისმე რამე ერგებოდა ჩვენი დაწვით! არ მინდა ჩემს გულში ჩახედვა. ასე მგონია, გადავვარდები ჩემსავ გულში, როგორც უფსკრულში და იქ დავიმსხვრევი. გული უზარმაზარ ლოდს ჰგავს მისმა სიმძიმემ გამათავა. დაქანებულ ზვავსა ჰგავს და საშინელი ძალით ეხეთქება ჩემი სხეული კედლებს. აი, ასეთი ვარ მოხუცებული დაავადებული, გაძარცვული ძმადნაფიცებისაგან, მეგობრებისაგან, ჩემი ტოლი და სწორი ფშაველი მოხუცებისაგან, ცოლ-შვილისა და ნათესავებისაგან.

შემოდგომის უფოთლო ხე ვარ და სხვა არაფერი, წასაქცევად გამზადებული ხე ვარ, შტოები რომ დალეწვია.

სიკვდილი ყველაზე დიდი მტერია ჩემი, მაგრამ ვიცი ვერაფერს დავაკლებ, ვერაფრით დავაღონებ, ვერ მოვკლავ, ჩემი სიცოცხლის ორი წილი მწუხარებასა და სიკვდილიანობას მოვანდომე, ერთი წილი კი ვითომ კარგად ყოფნას. ჯერ რა სიხარული მომცა წუთისოფელმა, ისიც დარდმა და ნაღველმა დამიჩაგრა.

ხომ ასეთი ცხოვრება მქონდა, დაღონებულს ბევრი რამ მითქვამს და მიფიქრია, ასე დავიჩაგრე, მაგრამ ეს ოხერი სიცოცხლე ისე ლამაზია და მშვენიერი, კიდევ ვერ დამითმია.

ჩემო გოგი! დროის სვლას და მდინარებას რა შეჩერებს. ჩემი მოუსვენარი სულის სახლი - ჩემი სხეული მოძველდა და შეირყა, კედლები კი დაებზარა, შეშინდა და შეშფოთდა ჩემი ისედაც გაწამებული სული და სიცოცხლე. შეწრიალდა და წასვლას აპირებს სადღაც. აბა სად წავა, სად შეაფარებს იგი თავს? არ ურჩევნია მშვიდად იყოს, დარჩეს თავის ძველ ბინაში - ჩემს დაბერებულ სხეულში. რა თქმა უნდა, რომ ურჩევნია. ისიც ვიცი, რომ ჩემსავით ალბათ ბევრია, ბევრი მოხუცი ჩემსავით მდგომარებაში და ფიქრებში იქნება, მაგრამ რას ვიზამთ, ასე დაგვიწესა ბუნებამ და მას უნდა დავემორჩილოთ.

მართალია, ვმაგრობ, მაგრამ ზოგჯერ სევდა მომეძალება, მისი ყმა და მონამორჩილი ვხდები. ერთხელ ძალიან გულგამორეული და დაღონებული რომ ვიყავი, მაშინ ვთქვი და დავისწავლე კიდეც:

დარდი ბილიკად გადამექცა,
მასზე დავდივარ და ვხეტიალობ,
მე ჩემი ცრემლი რას მეყოფა,
წვიმიანი დღით ვცრემლიანობ.



***
როგორ მითქვამს, ეხლა შენ გამსაჯე. ასე არ მეთქვა, არ შემეძლო, ეს რომ ვთქვი, თითქოს დავისვენე, მძიმე ტვირთი ჩამოვიღე მხრებიდან.

მე ჩემი სიცოცხლის ორი წილი, როგორც ადრე გითხარ, მწუხარებაში და დარდში გამიტარებია, ერთი წილი კი ალბათ სიხარულისთვის დამითმია. მე რა დამითმია, ზოგჯერ მხიარულება თვითონაა გაბუტული. ასე რომ არ იყოს, ჩემთან როგორღა მოვიდოდა, როგორ მომაკითხავდა. ასევე სიმღერა კაფიაობისა და ლექსობიას სურვილი ხელს მიწვდიდა, მეხმარებოდა, რომ სევდას არ დავეჩაგრე და სიკვდილს არ გავეტეხე.

მე მგონი გეხსომება ეგ ამბავი. ბრძენმა მოხუცმა ხვთისო ქისტაურმა სიკვდილის წინ რომ დამიბარა: შენი ჭირიმე ჭრელავ, მე რომ მოვკვდები, ბევრს ნუ მიტირებ-მიგლოვებთ, ნურც ჩემი მეგობრები და ნურც ჩემი ოჯახის წევრები. ვიცი, რომ შენ აუცილებლად მოხვალ ჩემს ორმოცზე, აი მაშინ შემოსძახე შენებურად ფშაური სიმღერა, ილექსე, იკაფიავე და ჩემი პატივისცემა ეგ იქნებაო!

ხომ გახსოვს, ხვთისო ქისტაურის ორმოცზე რომ ვიმღერე. მე ჩემი მეგობრისა და ძმადნაფიცის თხოვნა შევასრულე. ცუდად მოვიქეცი? არ ვიცი ასე უნდა მოვქცეულიყავი თუ არა, სხვანაირად კი მე არ შემეძლო.

ჩვენს სიცოცხლეს რომ ვაკვირდები, ჩემსას, შენსას, სხვისას, ასეთი აზრი მებადება: ცხოვრება წინ გვიდგამს მრავალნაირი საკვებით სავსე სუფრას. ჩვენ ამ სუფრას ვუსხედვართ და, გვინდა თუ არ გვინდა, რაც უნდა მწარე ლუკმა შეგხვდეს, მაინც უნდა ავიღოთ და ვიგემოთ. მე პირადად ასე ვარ - რაც ცხოვრებამ შემომთავაზა, ყველაფერი ვიგემე, არაფერი ჩემი წილი არ დამიკლია. მაინც ვცოცხლობ, ვჩუჩუნებ, ვარსებობ, ვმუშაობ როგორც სემოძლია. თქვენც ასე ხართ, მოსასვლელი მაინც მოვა, - მოსახდენი მოხდება. ეს მტკიცედ მწამს. ღმერთს ვემდურები ხშირად - მომეცი ასეთი ბედი-მეთქი, მაგრამ ჩემს სამდურავს ღმერღიც და ბუნებაც გულგრილად ეკიდება.

- რა არის, ვაჟო, სულ ასეთი გამხდარი უნდა იყო? - მეუბნება ერთხელ ძია ჭრელა - ცოტა ხორცი მოიკარი, ფერგონზე მოდი.

- რა ვიცი, სულ ასეთი არა ვარ? სიმართლე რომ ვთქვა, არც მინდა გასუქება. ასე უფრო ჯანმრთელად ვგრძნობ თავს ასე მირჩევნია.

- მე კი ძალიან დავდნი. ძნელი ყოფილა, კაცი რომ ხორცით დაიწყებს დნობას და კლებას. აი, ჩემი მკლავები... ასე დაიწყო დნობა მთელმა სხეულმა.

- არც ისე ზალიან ხართ გამხდარი, - ვცდილობ მის გამხნევებას - როგორც გგონიათ.

- გამხდარი ვარ და კიდევაც გავხდები. უნდა გავხდე, დავდნე. უნდა ბევრი ვიმუშაო, ვიმოძრაო. რად მინდა, ლეში და ხორცი ვიყო. მიხარია, რომ ვხდები. ხორცი ხომ მაინც მიწამ უნდა შეჭამოს. ქვა-ქვიშას და მიწას შეერიოს. ამაზრზენია ამის თქმა, მაგრამ ასე და რა ვქნათ. სანამ ცოცხალი ვარ, იმდენს ვიმუშავებ, რომ რაც ხორცი შემრჩენია ძვლებზე, ისაც აქვე, სამზეოს დავადნო და შავეთში ცარიელი ძვლებიღა მიუვიდე მამა-პაპათ. რად მინდა ხორცი გავიყოლო, რა მიწა მეტყვის მადლობას? მიწისათვის წავიღო, რომ არ მოვინდურო? ჭია-მატლისათვის, რომ გავაძღო? არა, სამზეოსვე მოვიხმარ ჩემს ხორცს. რაც შეიძლება ცოტა ხორცი მიწას - ასეთია ჩემი ანდერძი ყველასთვის.

სიკვდილ სიცოცხლეზე ბევრს ვსაუბრობდით. დამამახსოვრადა მისი ერთი ნათქვამი სიკვდილზე:

ეს ოხერი სიკვდილი კაცთაგან ხელშეუქცეველი და ხელშეუბრუნებელი მტერია. ხელს ვერ შევუბრუნებთ, არც არავის შეუბრუნებია ხელი მისთვის. ვერ შეებრძოლები, ხმლით ვერას დააკლებ, ფარს ვერ შეუფარებ, ტყვიას ვერ ესვრი, ვერსად გაექცევი, სიბრალული არ იცის, ყველა ერთია მისთვის.ხვეწნას არავისას შეისმენს. სიკვდილთან გამარჯვებული კაცი არ მინახავს ჯერ. სიკვდილის სიკვდილს ჯერ არავინ შესწრებია.

მე ვერაფერს გავხდი მასთან, მთელი ოჯახი გამიწყვიტა...


***
ერთხელ საუბარი ჩამოვარდა ცნობილ ხალხურ ლექსზე ”მედ ყივჩაღ შავიყარენით”. ძია ჭრელამ მითხრა:

ამ ლექსს ვმღეროდით ფშაური სიმღერის დროს, უფრო ხშირად ფერხისას რომ გავაბამდით, მაშინ, ხატობა-დღეობებში.

მე მაშინ წაკითხული მქონდა გიორგი შატბერაშვილის წერილი ამ ლექსის სადაურობის შესახებ, სადაც მწერალი ამტკიცებს, რომ ლექსი ქართლის ბარშია შექმნილი და აქ მოხსენებული ლაშარის ჯვარი ხელოვნურადაა შემოტანილი. ამის შესახებ ჭრელასათვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ შევეკითხე: ეს ლექსი ფშაველი კაცის ნათქვამია, თუ ბარელისა?

მან მიპასუხა:

ფშაველის ნათქვამია, ასე რომ არ იყოს, უცხო ლექსს ფშაურ ხატობებში ფერხისას სიმღერის დროს არ იმღერებდნენ. ამას გარდა, ლექსში ნათქვამია: ცოლი მიმყავდა ცოლის ძმისასაო. ასე მხოლოდ ფშაველები ამბობენ. ბარელი ქართველი ცოლის ძმებს მოყვრებს უწოდებენ.

ასე თავისებურად ახსნა მან ამ ლექსის სადაურობა.

ჭრელამ მიამბო ჭავჭავაძეებისა და ფშაველების ბრძოლის შესახებაც:

ჭავჭავაძეებს და ფშაველებს ბრძოლა ჰქონიათ ადგილების გამო ფშავში, კერძოდ ფუძნარში.

ამ ბრძოლაში თავი უსახელებია ჩემ დიდ პაპას ლოსეურა უძილაურს. მას დაუჭრია ხმლით ჭავჭავაძე. ამაზეა ნათქვამი ფშაური ლექსი:

ბრალია შენი სიკვდილი
ფუძნარში, ჭავჭავაძეო,
თავში გჭირს სამი ნახმლევი,
ზედ ერბო-კვერცხი გაძეო,
ადვილად აღარ მორჩები,
ლოსეურაის ნაჭდეო.


ლოსეურას შთამომავლობა ეხლა ლოსეურაშვილებად იწერება და ჩვენს ბიძაშვილებად ითვლებიან.

მე ვუამბე ჭრელას მწერლისა და კრიტიკოსის ლევან ასათიანის წერილის შესახებ, სადაც ავტორი მიუთითებს, რომ ისტორიული წყაროების მიხედვით ჭაჭავაძეების გვარის შთამომავლობა ბარში მოსულია ფშავის მხრიდან. ამან ჭრელა ძალიან დააინტერესა და მთხოვა მიმეტანა ეს წიგნი. თხოვნა შევუსრულე, რისთვისაც მეტად კმაყოფილი დარჩა.

ჭრელა 83 წლისა იყო როცა სახლში ვესტუმრე ზაფხულში. შინ მარტო იყო. ჩემი მისვლა ძალიან გაუხარდა, ბევრი ვისაუბრეთ. მაშინ მან გადმომცა რამდენიმე ლექსი წინა დღეებში დაწერილი. ამ ლექსებიდან ჩანს, თუ რაზე ფიქრობდა, რას განიცდიდა ძია ჭრელა ამ პერიოდში. მოვიყვანთ რამდენიმე ნაწყვეტს.

დამბადა წუთისოფელმა,
ამზარდა, ამაყვირაო,
ქარის ციხეებ ამიგო,
ბევრი რამ შამაპირაო,
რაც მამცა, ისევ წამართვა,
ცრემლადაც ამატირაო,
პატარა გული, ტანჯული,
ექვსჯერ კი გამიგმირაო,
ბოლოს სულ თანაც წაიღო,
ცრემლიღა აქვითკირაო,
ჩემი შრომა და წვალება,
სუყველა დაიმჟირაო,
ესეთა ყოფნა - სიცოცხლემ
საქმეღა გამიჭირაო,
მოვედ და ეხლა მივდივარ,
ვკიდივარ თავდაყირაო.



***
ჭრელა თავის ლექსებში ხშირად ედავება ღმერთს:

ყველაი მწამდა ამ ქვეყნად -
ხატ-ღმერთი, შაბათ-კვირაო,
ჩემი ხვეწნა და მუდარა
არავინ შაიწირაო...
ან შენ სული რად ჩამიდგი,
დალოცვილო მამა-ძეო,
თუკი ისევ ამ ქვეყნიდან
ისევ უნდა გამაძეო.
მეუბნები ისევ - მამე,
ჩემი ვალი რაც გაძეო,
აღარც სიტყვის უფლება მაქვ,
ენას ბორკილ დამადეო.



და ბოლოს, ცხოვრებისაგან გულმოკლული ასე წერს:

მანდ რა ცოლ დაიქვითინებს,
რა ბალღებ დაიცრემლება.
ეს ოხერ წუთისოფელი
ძნელა მწვავს, მაგრა მედება,
ის მეწყინება დილითა,
ნაწოლს რომ გამითენდება.


ბოლო ორი სტრიქონის აზრი ასეთია: დაბერდა, დაუძლურდა, ვეღარა დგება დილით ლოგინიდან, ხან ავადაა, ძალაც აღარა აქვს და სურვილი, ხალისი ადგომისა, წინათ გათენებას რომ არ უცდიდა და ადრე დგებოდა, ახლა კი მწოლარეს უთენდებოდა. ეს წყინს და უკლავს გულს.

რას იზამს კაცი, სიბერე როსტომს მორევიაო და ჩვენ ვინა ვართ.

ჩემი ამ ქვეყნად აღარავინაა დარჩენილი, ვარ უთვისტომო, მარტოდმარტო - დეიდაშვილ კი არა მყავს, მამიდაშვილი არა მყავს, არც დისწულები და ძმისწულები, არც ბიზაშვილები და დედის ძმისშვილები... სიმწარე ვარ და სხვა არაფერი.

ჩემი არც ხისა, არც ქვისა, არც კაცისა - არაფერი არ არის ამქვეყანაზე.

თვალებმა დამაკლეს, ვეღარა ვხედავ. ან კი რადრა მინდა რომ ვხედავდე - ჩემი წილი ყველაფერი ვნახე: მიწა, მზე და მთვარე, დარდი და მწუხარება, სიხარული... აქ რა შვილები და შვილიშვილები მყავს სანახავი.

ყურთაც დამაკლეს, მაგრამ ბევრს არას ვდარდობ. რა დამრჩა მოსასმენი, რაღა უნდა გავიგონო. დაზრდილიო და დავაჟკაცებული ჩემი ვაჟების ხმა, ცემი მეუღლის ქვითინი, ქვეყნის მხიარულება?

მუხლებმაც მიმტყუყნეს, ფქვა და ტკივილი დამიწყეს, დამიუძლურდნენ. რაღას ვიზამ: მათაც ბევრი მატარეს, მემსახურნენ, ზიდეს ჩემი სხეული და სული.

აღარც ხელებში მაქვს ძალა, ან რაღა დამრჩა გასაკეთებელი, რაღა გავაკეთო ამ ხელებით? გლოვის ლექსები ვწერო? ამგვარი ლექსები:

სალმის თქმადაც ვეჯავრები,
ვინც მე ხელით გავზარდეო,
ნეტავი ხალხს ვხსომებიყავ
წელს მამკვდარი სხვა წლამდეო,
ჩემი სიტყვაც ყოფილიყო,
სანამ არი ცა და მზეო,
რაღა არი კაცის ყოფნა,
თუ არა ყავს ძესა ძეო,
არც ღმერთსა აქვ სამართალი,
სწორედ ვამბობ ამას მეო.


ჩემი სიცოცხლის ყოველი დღე, ჩემ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მაახლოვებდა მრავალ სატანჯველთან, სიკვდილთან დარდთან, როდის მოვრჩები დასასრულისკენ მიმავალ გზაზე ხეტიალს. საკმაო ხანი ვიცოცხლე. ახლა დასასრულს ვნახავ როგორია. იქნებ შევძლო მისი დანახვა, თუ ვერ ვნახავ, ხომ ვიგრძნობ მაინც მის დასაწყისს. არ მეშინია ამისა.

84 წლის ჭრელა უძილაურს ვესტუმრე შინ. შეწუხებული იყო მარტოობით. ისევ სიკვდილ-სიცოცხლეზე ჩამოვარდა საუბარი:

ვარ მარტო მოხუცებულობის დროს, სულ ფიქრი და ფიქრი დღეცა და ღამეც. რატომ უნდა ვიყო მარტო, რად დამსაჯა ბუნებამ. ასე, რომ არარავინ შემარჩინა, კაცის ნახვას და ხმის გაცემას დანატრებული ვარ. აბა რა კარგი ფიქრი უნდა ნიტრიალებდეს უნდა გონებაში. ეს ლექსი გამოვთქვი ამ ზაფხულს:

აღარც სიკვდილი მოვიდა,
თავისი ბასრი ცელითა.
სანამდე ცოლ-შვილი მყავდა,
არ გამოსულა ჩვენითა.
სულ ერთ გორაზე ასვენავ
ხუთ შვილი თავის დედითა.



***
1979 წლის გაზაფხულზე ჭრელა მაღაროსკარში ვნახე:

- ჩემო გოგი, აი, კიდევ მოვედი, კიდევ შევხვდი გაზაფხულს ფშავში; მიხარია ოთხმოცდამეხუთეჯერ უნდა მოვძოვო დაბერებულმა ხარმა გაზაფხულის ბალახი. მთელი ზამთარი დუშეთში გავატარე. გულმა ვეღარ გამიძლო, ჩემს ფშავს მოვაშურე. აქ უნდა შევხვდე გაზაფხულს - ყვავილტა ამოსვლას, ფოთოლთა გამოშლას.ვერარ ვიძინებდი, ვერარ ვისვენბდი, მეძახდა ფშავი, არაგვის ხეობა, მთა-კლდენი. ძახილი მესმოდა ძილშიც, ღვიძლშიც და წამოვედი.

- მიხარია, რომ კარგად ხართ, მხნედ გამოიყურებით. ამ გაზაფხულს და ზაფხულს ხშირად ვიქნებით ერთად, სტუმრებსაც შევხვდებით. კინოში უნდათ თქვენი გადაღება. ბევრი სმენიათ თქვენზე და დაინტერესებულნი არიან ზალიან. ორჯერ იყვნენ და გეძებეთ, ვერ გნახეთ. თქვენისთანა მთიელი მოხუცების გადაღება უნდათ. აუცილებლად მოვლენ ამ გაზაფხულზე.

- თუ ასე ძალიან უნდათ, უარს როგორ გეტყვი. მეც მინდა ჩემთან იყოთ, მესაუბროთ, ხმა გამცეთ და ამაძრახოთ; მარტო ყოფნა ხომ იცი, როგორ მეჯავრება.

- ძია ჭრელა, რამდენიმე ხნის შემდეგ თბილისში ხალხური პოეზიის საღამო უნდა მოაწყონ ვახუშტი კოტეტიშვილმა და ალექსი ჭინჭარაულმა. ვიცი, არ დაგვზარდები და შენი ლექსებით გამოხვალ.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Mon Mar 12, 2012 8:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Mon Mar 12, 2012 8:52 pm

ჭრელა უძლაურის გასაცნობად უცვლელი სახით მოგვყავს გოგი თურმანაულის ბრწყინვალე წერილი "ჭრელა უძილაურის გაკვეთილები", რომელიც 1981 წლის ჟურნალ "ცისკარის" მე–3 ნომერში გამოქვეყნდა. ვთვლით, რომ ეს "გაკვეთილები" ყველამ უნდა მოისმინოს.

ჟურნალ "ცისკრის" რედაქცია



გიორგი თურმანაული

ჭრელა უძილაურის გაკვეთილები


(გაგრძელება)

- თუკი რამეში გამოგადგებით, არ დაგზარდებით. თუ ვინმე ჩემს ლესებს მოისმენს, რატომ არ გამოვალ. ნეტავი ”ჯვარი წინასა” - საქორწილო სიმღერა რომ იცოდნენ ფშავში, ის სიმღერა აღგვადგენინა და მოვასმენინებდით თბილისელებს. მოეწონებოდათ ალბათ. მე თვითონ ვითავებდი მაგ საქმეს. როგორ ფიქრობ, არ იქნებოდა კარგი?

მაგრამ სიკვდილმა არ დააცალა საღამოზე დასწრება.

სიკვდილის წინა დღეებში ამბობდა:

- გულით ვამბობ, ხუმრობით ნათქვამად არ ჩამითვალოთ: ეხლა ჩემთვის სიკვდილი ქორწილივით არის. თქვენც ასე მიიღეთ. ჩემს საგლოვად კი არა, სამხიარულოდ მოდით ჩემი გასვენების დროს. მოხუცი კაცის სიკვდილი ყველამ ასე უნდა მიიღოს. ჩემი ხნის კაცს დიდი გლოვა და ტირილი არ უხდება. ანკი ვინ მყავს დამტირებელი.

- ასე ფიქრობთ ძია ჭრელა?

- ასე ვფიქრობ.

- კაცი რომ მოკვდება, დამტირებლები მაინც გამოჩნდებიან.

- ასეა... ისე კი ჩემი ნება რომ იყოს, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე მოვკვდებოდი. გაზაფხულის წვიმიან დღეებს ჩემზე ქვითინად მივითვლიდი, შემოდგომის დღეების ფოთოლცვენასაც ჩემს დატირებად ჩავთვლიდი.

- ამის შემდეგ ვეღარაფერი ვკითხე და ვეღარც საუბარს მოვაბი თავი.

- სივდილის წინ ჭრელა ავად გახდა, ასთმა აწუხებდა. მაღაროსკარში იწვა თავის ახლო ნათესავთან - სანათა თანდილაშვილთან. ახლობლებმა მოვინახულეთ:

- რა დაგემართათ, ძია ჭრელა, გუშინ კარგ ხასიათზე იყავით, დღეს კი ლოგიონში ჩაწოლილხართ.

- რა ვიცი, ვაჟებო. გაზაფხული შარიანია. უგუნებოდ გავხდი.

- მაინც კარგ ხასიათზე იყო, იცინოდა, ხუმრობდა, თავის თავგადასავალს იხსენებდა, ნატქვამ ლექსებს და ბოლოს თქვა:

- კაცო, რა მოუვიდა იმ მიქელ გაბრიელს, რომ აღარ მოდის, ხომ არ დავავიწყდი, ცოცხალი რომ ვარ.

- მაგრამ სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, ჩვენ ვერ ვხედავდით მხოლოდ.

- ვერც მეორე დღეს ადგა, ჩვენ შევშფოთდით, დუშეთში დავაპირეთ მისი წაყვანა. არ უნდოდა წასვლა. სანათას ეუბნებოდა:

- ჩემო ქალო, დუშეთში ნუ წამიყვანთ, არა მწადიან. მალე მოვრჩები აქ, ფშავში. შენს სახლში მომიწყვე პატარა კუთხე. შენ კარგად მომივლი და მალე გამოვკეთდები. არც დაგაღონებთ, არც შეგაწუხებთ.

- ოღონდ შენ გახდი კარგად. სულ სენი არაა ეგ სახლი. ოღონდაც გამაგრდი, ავადობამ არ დაგრიოს ხელი.

- გავმაგრდები, ჩემო ქალო, გავმაგრდები. ჭრელა მაინც წაიყვანა დუშეთში მისმა ერთადერთმა შვილმა გივიმ, როდესაც ის კიდევ უფრო ცუდად გახდა, შვილი ექიმების მოსაყვანად გაემზადა. ჭრელამ მაშინ უთხრა:

- არ წახვიდე, მე ვერავინ მიშველის, ისინი აღარ არიან ჩემთვის საჭირო-ნი. შენ იყავი ჩემთან. სიკვდილის წინ მინდა შენ გიყურო - ჩემს სისხლსა და ხორცს, რომელიც სიკვდილს გადაურჩი. ასე კარგია, სიკვდილს დამშვიდებული შევხვდები!..

ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები.

ჭრელა უძილაურო, სიბრძნის დამშრალო და შეწყვეტილო წყაროვ, სათნოების ჩასულო მზევ, ფშაველ მოხუცთა სიცოცხლის ხიდან მოწყვეტილო ფოთოლო, ფშავის თვალებიდან დავარდნილო ცრემლო, უშენოდ ულამაზოა. შენი წასვლით გაფერმკრთალდა ფშავი.


ჟურნალი "ცისკარი" 1981, N3, 108-121

(დასასრული)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   Sat May 28, 2016 1:12 pm

ჭრელა უძილაური

ჭრელა უძილაურის ნათქვამი

ვტირი, ჩამამდის ცრემლები,
როგორც ნაწვეთი კლდისაო,
თავ მებრალება იმითა,
ვყოფილვარ შავი დღისაო.
ჯეილებ მეუბნებიან:
ჩვენთან გადმოხედ, ბიძაო.
ისე ვარ ჯეილებთანა,
როგორც ოქროში ბრინჯაო.
ერთხელ კი მენაც მოვკვდები,
მოგებარები, მიწაო.
გულს და გონებას შაგირევ,
მერე რაც გინდა, მიყაო.
მეც იმას მიქამ ნიადაგ,
რაც უწინ სხვისთვის გიქნაო,
მაგრამ ვერ ჩავწვდი, სადაა
სიკვდილ–სიცოცხლის მიჯნაო,
დამყვა სიკვდილის ყორანი,
მთელი სიცოცხლე მძიძგნაო.


ჩაიწერა გიორგი თურმანაულმა

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ჭრელა უძილაური   

Back to top Go down
 
ჭრელა უძილაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: