არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გიორგი ანთაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: გიორგი ანთაური   Fri Feb 20, 2009 7:56 pm

ვაჟა ხორნაული -

კიდევ ერთი კარგი მოშაირისათვის გირჩევდით გვერდის გახსნას _ ესაა გიორგი ანთაური კაწალხევიდან. ცოცხალი აღარაა. მისი ნაწერები ჩემთანაა.


Arrow

არჩანდა -

მე მგონი, ვაჟას მამა არის ეს კაცი. მე მითხრა ადრე, რომ ამბობდა ხოლმე მამაჩემი კაფიებსაო...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Fri Feb 20, 2009 8:36 pm

არჩანდა wrote:
ვაჟა ხორნაული -

კიდევ ერთი კარგი მოშაირისათვის გირჩევდით გვერდის გახსნას _ ესაა გიორგი ანთაური კაწალხევიდან. ცოცხალი აღარაა. მისი ნაწერები ჩემთანაა.


Arrow

არჩანდა -

მე მგონი, ვაჟას მამა არის ეს კაცი. მე მითხრა ადრე, რომ ამბობდა ხოლმე მამაჩემი კაფიებსაო...



შენმა პატარა გამოხმაურებამ დიდი სიხარული განმაცდევინა და ცრემლი ვერ შევიკავე...მართალი ხარ:მამაა ჩემი.მამა და დედა ისე შეაბერდნენ ერთმანეთს და ისე გაეცალნენ სამზეოს,რომ ხელი არა ჰქონდათ მოწერილი(აქვს ამა თავისი სევდიანი მიზეზები).დავრჩი დედის გვარზე...
მე ვიცი ახლა,მისი სული როგორა ხარობს.მადლობა,არჩანდავ.

***
ამჟამად მამას ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ.


მიჯნავ,გაიწი იქითა sunny
------------------------------
ცის ქვეშ მიწაზე დავღოღავ,
ცოცხალ არსებად ვითვლები;
ხან მზე მაცხუნებს თაკარა,
ხან მეხვევიან ნისლები,
თავზე მებნევა უხვადა
თოვლივით თეთრი სირსლები.
იფურცლებიან დღეები,
მენაც ჯან-ღონით ვიცლები.
ვუახლოვდები მიჯნასა_
მალ-მალ ვისვენებ_ვიღლები.
საზღვარზე იქით გადასვლა_
ეს ნიშნავს გარდავიცვლები.
მიჯნავ,გაიწი იქითა,
ჯერ საზღვრის შიგნით ვსჭირდები;
მსურს სამზეოზე დავტოვო
ჩემი ალალი ფიქრები.
მოდის შემცვლელი თაობა;
ღელავს,ვით ზღვაზე ზვირთები,
მე მინდა,ზვირთთა სიმძიმით
რაც უფრო დავიტვირთები.
საზღვრამდე მღერით მოვსულვარ,
განა ცრემლებად ვიღვრები,
გენდობი,ბედის ვარსკვლავო,
ცუდა არც შემდეგში მპირდები,
არცა ვარ ღირსი ცუდისა,
თუ კარგად დამაკვირდები,
თუნდაც გამწირო,რას ვიზამ,
მე შენ ვერ აგიხირდები



sunny Sad sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Fri Feb 20, 2009 9:01 pm

ეს კაფია კი არა საკმაოდ სევდიანი (ფილოსოფიური) და გულწრფელი ლექსია.
ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ველოდები სხვა ტექსტებსაც.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Fri Feb 20, 2009 9:13 pm

არგანი wrote:
ეს კაფია კი არა საკმაოდ სევდიანი (ფილოსოფიური) და გულწრფელი ლექსია.
ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ველოდები სხვა ტექსტებსაც.

king sunny king

მამა იყო უცნაური და დაუდევარი.მისი ბევრი ლექსი გაბნეული და დაკარგულია.ნაწილი მისი ნაწერებისა დასთანაა და აუცილებლად "წავართმევ."
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.


cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Fri Feb 20, 2009 9:31 pm

Arrow

კაწალხეველო ვაჟიკავ, დააწყვე ამ კაცის სხვა ლექსებიც, რო კარგად დავაკვირდე...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Fri Feb 20, 2009 9:44 pm

არჩანდა wrote:
Arrow

კაწალხეველო ვაჟიკავ, დააწყვე ამ კაცის სხვა ლექსებიც, რო კარგად დავაკვირდე...



ხვალ დილას შევარჩევ და დავაწყობ...არ მინდა ვიჩქარო.
king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Sat Feb 21, 2009 9:20 am

[quote="ვაჟა ხორნაული"]
არჩანდა wrote:
Arrow

კაწალხეველო ვაჟიკავ, დააწყვე ამ კაცის სხვა ლექსებიც, რო კარგად დავაკვირდე...


cheers

პასუხი ჭრელა უძილაურს

-----------------------------------
მესამე წელი სრულდება,
ვალი მაქვს გასასწორები,
გადაუხდელი თუ დამრჩა,
დამძრახვენ ჩემი სწორები.
საშუალება მომეცა_
დადის ახალი ჭორები,
ამბობენ:"კანატიაში
გაჩნდა ორფეხა ღორები,
არაფერ ღობე არ იჭერს,
ზედ ფრენენ,როგორც ქორები".
ჭრელამ თქვა:"ბაღი გავმართე,
ვფიქრობ,ცხოვრებას მოვები,
ღობე მოვავლე გარშემო,
შიგ ვერ გადიან ხბორები.
ბაღმა მოისხა უხვადა,
დადგება ხილის გორები,
ამ დილით გავედ ბაღშია,
ხილი მაქვს მოსაგროვები,
გავედ და გადავირიე,
კაცი გონთ ვეღარ მოვედი_
მგორავ არ დაუტოვებავ,
სუფრაზე გასაგორები,
სადილის შემდეგ დესერტად
მსუბუქად მისაყოლები.
ხილის დამპარავს ვუგინე
კეთილები და ცოლები,
არ დაუტოვე ბებრები,
არც ქალი გასათხოვები.
ის შორეული არაა_
აქ ახლოსაა მცხოვრები,
ქურდს რას დაიჭერს გინება,
თუ არ მივიღე ზომები,
დღეიდან უყარაულებ,
რო მოვა,დავექროლები,
თუ მამრობითი სქესია,
მოვკლავ,არ შევეპოები,
თუ დედაკაცი აღმოჩნდა,
ბებრულად დავებრძოლები,
ამ ხნის კაცმ უნდა დავტოვო
ტყუპებზე დასადოლები,
რომ დარჩეს ისტორიასა
სიცილით მოსაგონები.
...
მამას ნაწერებში ვნახე ფოთოლათ მერცხალას ლექსები,რომლებიც არაა შესული წიგნში "ფოთოლათ მერცხალაი ვარ"(გამომცემლობა "ლეგა",2004 წელი).იხილეთ მერცხალას გვერდზე.


sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Sat Feb 21, 2009 10:44 am

მშვენიერია. განსკუთრებით "ტყუპებზე დასადოლები" მომეწონა, სრულიად უცხო სიტყვათშეთანხმებაა ჩვენს ხალხურ პოეზიაში.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Sat Feb 21, 2009 11:06 am

არგანი wrote:
მშვენიერია. განსკუთრებით "ტყუპებზე დასადოლები" მომეწონა, სრულიად უცხო სიტყვათშეთანხმებაა ჩვენს ხალხურ პოეზიაში.



გაიხარე,არგანო!
მე კი ყოველი ლექსის დადებისას ვნერვიულობ,ვაითუ, არ ივარგოს-მეთქი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Sat Feb 21, 2009 12:33 pm



მამა იყო ორივე ხელით ხეიბარი:ერთი ხელი ხევსურის ხანჯალმა წაუხდინა,მეორე_ავი მეზობლის უფრო ავმა ძაღლმა.ჰოდა,ორივე ხელით ხეიბარსა და თანაც ასაკოვანს გადაეკიდა კოლმეურნეობის ბრიგადირი(კომუნისტების ეპოქა) გორზამაული,თივა რატომ არ მოგაქვს ფერმაშიო...
ამ ფაქტის გამოძახილია ეს ლექსი.


***
მიყვირის გორზამაული:
"რატომ არ ზიდავ თივასა?"
"მე თივას როგორ მოვიტან,
ჯოხით დავდივარ მძლივასა,
შეშა ვერ მომიტანია,
ცეცხლზე უკეთებ წივასა!
წყურვილით პირი მიშრება,
დაწოლილს გასულ კვირასა.
ერთ დახმარებას გაგიწევ,
გადმოგცემ მშრომელთ სიასა;
ზოგი მზისყანის გორზე წევს, (სასაფლაოა მზისყანის გორზე)
ზოგს ხმელათ კარზე სძინავსა, (აქაც სასაფლაოა)
არც ვინ სიბერეს უჩივის,
არც_მუხლის სახსრებს მტკივანსა,
თვითეულს ტანკის ძალა აქვს,
თივებს დასთრიან წყვილადა,
არც პურს მოგთხოვენ,არც_წყალსა,
არც ღამით საწოლს თბილადა,
არც ვინ გახდება ავადა,
რომ შენ გაგიხდეს ჭირადა,
გირჩევ იმათთან წახვიდე,
ელაპარაკო პირადა,
იმ მუშახელის მონახვა
ღმერთმ შენ გარგუნა წილადა!

...
ერთხელ ავედი სოფელში.ვნახე,რომ სახლის კოჭი გაბზარულა_თანაც მამას საწოლის თავზე.მეორე დღეს ქალაქში უნდა ვყოფილიყავი.დილით ეს ლექსი დავუტოვე მაგიდაზე და წამოვედი.თბილისში ფოსტით მივიღე პასუხი.

...
მამა-შვილის გაშაირება
----------------------------------
შვილი:
---------
კოჭ გაბზარულა,მამაო,
წლებმა თუ სძლიეს ძმობილსა,
ე მანდ ზედ არა დაგეცეს,
აქეთ გამასწი ლოგინსა.
ვერცრას მეზობელ გაიგებს,
ვერც ხმას მიაწვდენ ცოლ-შვილსა,
რაად რა მეჯიუტები,
როგორც არაგვი ბოგირსა?

მამა:
----------- cheers
ნეტავი ადრე დამეცეს,
მაგრამ გატყდება როდისა,
ეხლავ მირჩევნავ სიკვდილი
ვერ ვიტან დიდხანს ლოდინსა,
ნუ შეგაშფოთებს სიკვდილი
ჩემი ასაკის მშობლისა;
უკვე დრო არის,წავიდე
სტუმარი წუთისოფლისა,
რადგან აქ აღარ შამიძლავ
შრომით მოდენა ოფლისა,
აღარც კედლების შელესვა,
აღარც გამოცვლა კოჭისა.

king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Sun Feb 22, 2009 11:33 am



ივანეს
---------------
"მთვარე" ხარ,სხივად ადგება ჯოჯოხეთს შენი ნათელი,
მარტოკა ხატში რად მიხვალ,მიგაქვ ერთ ბოთლა სასმელი,
ხატს შენ ზედაშე არ უნდა,არც შენ ანთებულ სანთელი;
წმინდა გიორგი შემოგწყრა,რისხვას გიგზავნის ჯაჭველი.
სოფლისგან მოძულებულო,თავს რად არ იკლავ,რას ელი,
ნუთუ არ მოგეძებნება სახლში ორ მეტრო საბელი
ბოსტანში_ვაშლის ხეზედა მარყუჟად ჩამოსამბელი.
არუთინაის შაქნილო,შენ ხო არა ხარ ქართველი,
დროებას ისე ჩამორჩი,სიტყვაც არ იცი სათქმელი,
წინ დადგმულ სუფრას ვერა სცნობ,რა,როგორ არი საჭმელი.
სახლში ყევარი ხარი გყავ,თორმეტი ფური საწველი,
საუნაგირე ცხენიც გყავს,ორიც "ბრიჩკაში" საბმელი,
მეფის სასახლეს მაგონებს შენ სახლი,კალო-საბძელი.
ტანზე სამოსად გაცვია სალდათის შინლის ნაძველი,
ლოგინად ქერის ჩალა გაქვ,ბიგა თაგვივით ჩაძვერი.

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Tue Feb 24, 2009 9:45 am



"მთქმელი არ ვიცი"_
მიუწერია მამას ამ ლექსისათვის.
...
თავადაც ყორანაი ვარ,
ცხენიც ყორანა მეზრდება,
თუ მინდა,ნარზე დავაბამ,
მაინც არ დამიზეზდება.
ცოლი მყავს კარგი ხელისა,
ჩოხა არ დამიძველდება,
პირით გადიტანს ვახშამსა,
დილით არ იტყვის:"თენდება",
ტარზე ჩაგებულ ფარტენა
კვირით-კვირამდე გრძელდება!
...
ამ ორ ლექსს არც მამას ხელმოწერა აქვს და არც რაიმე მინაწერი.რახან მის რვეულშია,შეიძლება მისია.დაბეჯითებით ვერ ვიტყვი.

მხედარი(ქისტეთში მოლაშქრე)
---------------
ჩავალის ,ჩაეუბნება
მხედარი ცხენსა_საღარსა:
"ცხენო,გეტყობა,გეშინის,
გულს მე ჩაგიდებ მაგარსა,
მითხოს ქედებზე ჩაგავლევ,
ჩაგატანინებ ნაღარსა,
დაგკიდებ ბექ-ბუქიანსა,
ჩაგარტყამ მაგარ-მაგარსა,
შენაც იქ მოგკლავ,ტიალო,
თავსაც იქ დავდებ ჭაღარსა."

პატიმარი
--------------
ა ის დრო სჯობდა,ქალაო,
კვირას რომ იყო ქორწილი,
დღეს შენ ლაშარში მიდიხარ,
წითელ კაბაით მოსილი,
მე კი ციმბირში მივყავარ,
ხელ-ფეხში მიყრავ ბორკილი.
მანამ მე იქით მოგივალ,
დიდხანს გინდარის ლოდინი,
ახლა სხვას გაუზიარე
ჩემთან ზიარი ლოგინი,
ვინც ვაჟკაცურად მოგივლის,
იქნება ჩემი ძმობილი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Tue Feb 24, 2009 11:44 am

ვაჟა ხორნაული wrote:


"მთქმელი არ ვიცი"_
მიუწერია მამას ამ ლექსისათვის.
...
თავადაც ყორანაი ვარ,
ცხენიც ყორანა მეზრდება,
თუ მინდა,ნარზე დავაბამ,
მაინც არ დამიზეზდება.
ცოლი მყავს კარგი ხელისა,
ჩოხა არ დამიძველდება,
პირით გადიტანს ვახშამსა,
დილით არ იტყვის:"თენდება",
ტარზე ჩაგებულ ფარტენა
კვირით-კვირამდე გრძელდება!

Arrow

ეს ლექსი არის გიგი ხორნაულის ”ფშაურ კაფიაში” და ჰქვია ”თავადაც ყორანაი ვარ”. გვერდი 53.
Back to top Go down
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Tue Feb 24, 2009 2:06 pm

"ჩავალის ჩაეუბნების.." ეს საკმაოდ ძველი, საკმაოდ ცნობილი და ძალიან ძლიერი ლექსია, ალექსი ჭინჭარაულმა წაიკითხა პოეზიის საღამოზე ფილარმონიაში, თუმცა მანამდისაც ბევრმა იცოდა, სადაურობას თვითონვე მიანიშნებს...
"პატიმარიც" გამიგია, ოღონდ მეხსიერება უნდა დავძაბი, რომელ კრებულში...სათაურიც აქაც ბევრს მიანიშნებს.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Tue Feb 24, 2009 2:14 pm

არგანი wrote:
"ჩავალის ჩაეუბნების.." ეს საკმაოდ ძველი, საკმაოდ ცნობილი და ძალიან ძლიერი ლექსია, ალექსი ჭინჭარაულმა წაიკითხა პოეზიის საღამოზე ფილარმონიაში, თუმცა მანამდისაც ბევრმა იცოდა, სადაურობას თვითონვე მიანიშნებს...
"პატიმარიც" გამიგია, ოღონდ მეხსიერება უნდა დავძაბი, რომელ კრებულში...სათაურიც აქაც ბევრს მიანიშნებს.

cheers

მართალი ხარ:ძალიან ძლიერი ლექსია_კომპისთვის რომ ვაწყობდი,ტანში მაჟრიალებდა.
ლექსი_ხანჯალი!


cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Thu Feb 26, 2009 10:41 am

Quote :
ვაჟა ხორნაული wrote:


...
ამ ორ ლექსს არც მამას ხელმოწერა აქვს და არც რაიმე მინაწერი.რახან მის რვეულშია,შეიძლება მისია.დაბეჯითებით ვერ ვიტყვი.

მხედარი(ქისტეთში მოლაშქრე)
---------------
ჩავალის ,ჩაეუბნება
მხედარი ცხენსა_საღარსა:
"ცხენო,გეტყობა,გეშინის,
გულს მე ჩაგიდებ მაგარსა,
მითხოს ქედებზე ჩაგავლევ,
ჩაგატანინებ ნაღარსა,
დაგკიდებ ბექ-ბუქიანსა,
ჩაგარტყამ მაგარ-მაგარსა,
შენაც იქ მოგკლავ,ტიალო,
თავსაც იქ დავდებ ჭაღარსა."

მე ეს ლექსი თედო რაზიკაშვილის ჩაწერილი მაქვს წაკითხული ასეთი ვარიანტი
"ჩავალის, ჩაეუბნების
ტუნკათ ივანე საღარსა" და მერე როგორც ტექსტშია.


Quote :
პატიმარი
--------------
ა ის დრო სჯობდა,ქალაო,
კვირას რომ იყო ქორწილი,
დღეს შენ ლაშარში მიდიხარ,
წითელ კაბაით მოსილი,
მე კი ციმბირში მივყავარ,
ხელ-ფეხში მიყრავ ბორკილი.
მანამ მე იქით მოგივალ,
დიდხანს გინდარის ლოდინი,
ახლა სხვას გაუზიარე
ჩემთან ზიარი ლოგინი,
ვინც ვაჟკაცურად მოგივლის,
იქნება ჩემი ძმობილი.
ამ ლექსს რაც შეეხება, ეს არის გუდამაყრელი გიორგი წიკლაურის უფრო დიდი ლექსის ნაწყვეტი, რომელიც ასევე მაქვს წაკითხული მაგარამ მისი სრული ვარიანტი ხელთ არ მაქვს, რომ ავკრიბო. ვფიქრობ, ბაოს უნდა ჰქონდეს და დავეკითხები.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Thu Feb 26, 2009 11:02 am

სანათა wrote:
Quote :
ვაჟა ხორნაული wrote:


...
ამ ორ ლექსს არც მამას ხელმოწერა აქვს და არც რაიმე მინაწერი.რახან მის რვეულშია,შეიძლება მისია.დაბეჯითებით ვერ ვიტყვი.

მხედარი(ქისტეთში მოლაშქრე)
---------------
ჩავალის ,ჩაეუბნება
მხედარი ცხენსა_საღარსა:
"ცხენო,გეტყობა,გეშინის,
გულს მე ჩაგიდებ მაგარსა,
მითხოს ქედებზე ჩაგავლევ,
ჩაგატანინებ ნაღარსა,
დაგკიდებ ბექ-ბუქიანსა,
ჩაგარტყამ მაგარ-მაგარსა,
შენაც იქ მოგკლავ,ტიალო,
თავსაც იქ დავდებ ჭაღარსა."

მე ეს ლექსი თედო რაზიკაშვილის ჩაწერილი მაქვს წაკითხული ასეთი ვარიანტი
"ჩავალის, ჩაეუბნების
ტუნკათ ივანე საღარსა" და მერე როგორც ტექსტშია.


Quote :
პატიმარი
--------------
ა ის დრო სჯობდა,ქალაო,
კვირას რომ იყო ქორწილი,
დღეს შენ ლაშარში მიდიხარ,
წითელ კაბაით მოსილი,
მე კი ციმბირში მივყავარ,
ხელ-ფეხში მიყრავ ბორკილი.
მანამ მე იქით მოგივალ,
დიდხანს გინდარის ლოდინი,
ახლა სხვას გაუზიარე
ჩემთან ზიარი ლოგინი,
ვინც ვაჟკაცურად მოგივლის,
იქნება ჩემი ძმობილი.
ამ ლექსს რაც შეეხება, ეს არის გუდამაყრელი გიორგი წიკლაურის უფრო დიდი ლექსის ნაწყვეტი, რომელიც ასევე მაქვს წაკითხული მაგარამ მისი სრული ვარიანტი ხელთ არ მაქვს, რომ ავკრიბო. ვფიქრობ, ბაოს უნდა ჰქონდეს და დავეკითხები.








დიდი მადლობა საინტერესო ცნობებისათვის.
ეტყობა,მამამ ეს ლექსები სადღაც მოისმინა და მერე,როგორც მოწონებულნი,რვეულში ჩაიწერა.
...
"ჩავალის,ჩაეუბნების"_საოცარი ალიტერაციაა,
"ვეფხისტყაოსნინას" მაგონებს:
"კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ,ჩავაკარაბაკე..."
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Thu Feb 26, 2009 3:07 pm

ვაი,მოვედი ...და სულლ თავიდან წავიკითხე ყველაფერი...ბობოს რომ გამოუცნია,ლამის გული ამიჩუყდა...
ა,მოვედი მაგრამ ასე ცარიელი ხელით,სიტყვებს ვერ ვაკოწიწებ რადგან ამ გვერდმა მამა გამახსენა მეც...
გავალ სანამ ავტირდი და სითბოს დავტოვებ...

sunny sunny sunny
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Thu Feb 26, 2009 3:12 pm

Jalali wrote:
ვაი,მოვედი ...და სულლ თავიდან წავიკითხე ყველაფერი...ბობოს რომ გამოუცნია,ლამის გული ამიჩუყდა...
ა,მოვედი მაგრამ ასე ცარიელი ხელით,სიტყვებს ვერ ვაკოწიწებ რადგან ამ გვერდმა მამა გამახსენა მეც...
გავალ სანამ ავტირდი და სითბოს დავტოვებ...

sunny sunny sunny



flower


რომელი უფრო მშვენიერია_
სამოთხის ვარსკვლავი
თუ ცრემლი სიხარულის?!


king sunny queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Fri Feb 27, 2009 7:51 pm






მ უ ქ ა რ ა
---------------

ამირათ მიხამ ხვთისოსთან
გუშინ მაბარა მუქარა:
“ხვალ მგონი მზისყანას წახვალ,
ხვთისო ნახე და უთხარა,_
დღეს ამას იქით ჩემ გზაზე
თივას ჩამოსთრის ნუღარა,
Eეს ჩემი დანაბარები
ხვეწნა არ არის_მუდარა
და თუ ჩამოსთრის_ახსოვდეს,
თან წამოიღოს სუდარა!
უთხარ_გაიგე ადათი,
გაუგებარი ნუ ხარა,
თავს ნუ დაღუპავ უდროოდ,
ხიზან არ დაამწუხარა.”



king king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Tue Mar 03, 2009 8:56 am

მამას რვეულში აღმოჩნდა ლექსი_"ძოძიას",რომელსაც ბოლოში აქვს მინაწერი:
"ჩავიწერე ტარიმანაში 1938 წელს."
.
იქნებ იცოდეთ ამ ლექსის ავტორის ვინაობა.

***
ცუდი კაცი ხარ,ძოძიავ,არ გიყვარს კაცის გატანა,
ჩემი წყალობით დადიხარ მაგ ნაკვეთაურთ რძალთანა.
შენ რას რა იზამ,მენკია დამაწიოკა მაგანა,
ჯერ,მანამ მივეჩვეოდი,გამათამამა თანთანა,
ეხლა შენ გეტყვი სიმართლეს,რაც არ მითქვია სხვასთანა,
რომ მივედ,ძნებში დამმალა,არ გამამხილა ქმარსთანა,
შევიდა,ქმარს ეუბნება:"ჩვენი ცხენები დამფრთხალა,
ადე,მიხედე დროზედა,წაიღე საბელ-ავშარა,
ყანებ არ დააღუპვინო,სოფელ თავს არა დამცარა."
პურ-ხაჭონ მისცა ხელშია,მხართ შინელ წამოაფარა,
თვითონ მობრუნდა სახლშია,მოძებნა სავსე მათარა,
ორ-სამ მე დამალევინა,ერთი თვითონაც დაცალა,
ლოგინი დაბლა დააგო,კარებს ურდული გასჩარა,
წამამაწვინა გვერდზედა,სახლის ჭერები დათვალა,
შემომიჭირა ფეხები,მარტუღელივით მამხარა,
თან იმას მეუბნებოდა:"გამოხვიდოდი ჩქარ-ჩქარა."
არ იყო გათენებული,_სახლიდან გამომაპარა,
თუ კიდევ მასთან მივიდე,ჩემი ფეხებიმც გამხმარა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Thu Mar 19, 2009 10:46 am




მამა_შვილის კაფია
------------------------

შვილი:
----------

კოჭ გაბზარულა,მამაო,
წლებმა თუ სძლიეს ძმობილსა,
ე მანდ ზედ არა დაგეცეს,
აქეთ გამოსწი ლოგინსა.
ვერცარას რეზო გაიგებს,
ვერც ხმას მიაწვდენ ცოლ-შვილსა,
რაად-რა მეჯიუტები,
როგორც არაგვი ბოგირსა.

მამა:
---------

ნეტავინ ადრე დამეცას,
მაგრამ გატყდება როდისა,
ეხლავ მირჩევნავ სიკვდილი,
ვერ ვიტან დიდხანს ლოდინსა,
ნუ შეგაშფოთებს სიკვდილი
ჩემი ასაკის მშობლისა.

რადგან აქ აღარ შემიძლავ
შრომით მოდენა ოფლისა,
აღარც კედლების შელესვა,
აღარც გამოცვლა კოჭისა,_
უკვე დრო არის,წავიდე
სტუმარი წუთისოფლისა.


king sunny king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Thu Apr 02, 2009 12:49 pm




თეთროქალას სიკვდილი
-----------------------------------------

დამჩაგრა წუთისოფელმა,
Sad მიმრავლებს დარდა და ვარამსა,
რად უღალატე,მიწაო,
ჩემს ჭკვიან თეთროქალასა,
ფეხქვეშ რად გამოეშალე_
ჩამოელეწა ჭალასა,
სადღა იშოვნის გიორგი
იმედსა მაგისთანასა_
სამ მეწველს სჯობდა ბარაქით,
ოჯახს ჰმატებდა ღალასა.

*

თეთრი ბოჩოლას დაბადებით ყველანი ვხარობდით.
მამამ “თეთროქალა” დაარქვა;როგორც ადამიანს,
flower ისე ესაუბრებოდა და ეღუღუნებოდა,
ქვამარილს ხელისგულზე ალოკინებდა…
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Mon May 11, 2009 8:22 am



მამა-შვილის კაფია
--------------------------------------

შვილი(ვაჟა):

კაწალხევ დაცარიელდა, Arrow
შენ დარჩი სოფლის თავშია,
ტყისპირას გიდგას ხის სახლი,
კარგად ჩანს ავდარ-დარშია,
ვაითუ,მგლებმა შაგჭამონ, Question
გაგვალექსებენ ფშავშია.

მამა(გიორგი):

ორფეხა მგლები მაშინებს:
როცა არ ვიყავ სახლშია,_
ცელ- საფორცხველი მამპარეს,
როგორ მოვძებნი მთაშია, confused
ასე დავლოცავ ქურდებსა,
შენც გაიგონებ ბარშია:
“ცელ-საფორცხველის ტარები
გაიკვეხოდენ ჯანშია!”
lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი ანთაური   Sun Jun 21, 2009 7:11 pm


გვიამბა გიათ მიხამა
-----------------------
გვიამბა გიათ მიხამა:
“ჩარგლის კართ ფშავლებმ მტკიცესა,
არაგვის პირზე მარბოლეს,
ბოლ გასდიოდა რიყესა,
მამდიეს,ვერ დამეწივნეს
ჯორივით ვყრიდი ტლინკებსა,
არაგვში პირდაპირ ვეცი,
ვეღარ მოვგანდი კიდესა,
ამოვძვერ თხილიანშია,
ბარგებ სხვებმ გამაზიდესა.
სამძიმარ ეუბნებოდა:
“ხუმრობითაოც გცდიდესა,
ისენ შენ არას დაგკრავდეს,
ვაჟობა გაგისინჯესა.”
“ნეტავ რას უბნობ,დიაცო,
კინაღართ გამამშიგნესა,
ზოგმა გაიძვრა ლივერი,
ზოგებმ დანები შიშვლესა,
ჯერ კი ვთქვი_ფიშტო ვიხმარო,
ხელი გავიკრა ჯიბესა,
ლივერის ამაღებასა
განა კი დამაცდიდესა,
მერე ვთქვი:ისევ ისა სჯობს,
კაცი თუ გამაღრიდებსა,
ფეხებმ მიშველეს,დიაცო,
თორემ კიდეცა მჭრიდესა”.
“სიარულს სირცხვილიანსა
სჯობდა,ნაჭრევებ გჭირდესა,
ფშავლებს როგორღა გაექეც,
ხევსურეთს კაცად გთვლიდესა,
კარჩი არ გამამესვლების
დიაცს, შენს გადამკიდესა”.
“თუ არ მოჰკეტავ,დიაცო,
შაგაწოინებ კიდეცა,
ისე ორ გამწარებული,
სიგანედ გიქცევ სიგრძესა.
როგორ კარგს რასამ მისურვებს,
უყურეთ ამის სიბრძნესა”.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: გიორგი ანთაური   

Back to top Go down
 
გიორგი ანთაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: