არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ყრუვ გიორგი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ყრუვ გიორგი   Fri Feb 20, 2009 11:16 am

გიორგი მგელიაშვილი, იგივე ყრუვ გიორგი ცხოვრობდა სოფელ ლახატოში. კარგად არ ესმოდა, თურმე და ამიტომ ფშავში ”ყრუვ გიორგის” ფსევდონიმით არის ცნობილი.

ერთიც არის, ფშავში ყველა კარგ მოლექსეს გამოცვლის სახელს (თიკუნს) გამოუძებნიდნენ ხოლმე. ან მარტო სახელით მოიხსენიებდნენ (ხვარამზე”) და სახელი იქცეოდა თიკუნად. უფსევდონიმო მოლექსე იშვიათი იყო...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   Sun Feb 22, 2009 8:16 am

არჩანდა wrote:
გიორგი მგელიაშვილი, იგივე ყრუვ გიორგი ცხოვრობდა სოფელ ლახატოში. კარგად არ ესმოდა, თურმე და ამიტომ ფშავში ”ყრუვ გიორგის” ფსევდონიმით არის ცნობილი.

ერთიც არის, ფშავში ყველა კარგ მოლექსეს გამოცვლის სახელს (თიკუნს) გამოუძებნიდნენ ხოლმე. ან მარტო სახელით მოიხსენიებდნენ (ხვარამზე”) და სახელი იქცეოდა თიკუნად. უფსევდონიმო მოლექსე იშვიათი იყო...

cheers

ყრუვ გიორგი ქალის სათხოვნელად
--------------------------------------------
ქალსა ვთხოვ ხთისუნიათა,
კარზე ვიჯე ჩაჩუნთვილი,
გამამიჩნდა მინანაი,
ცალთვალი აქვ ჩახუჭვილი.
უკვენ ხთისუნა გამაჰყვა,
ფუტკარივით აბუზვილი,
წამორიშხნა დედუნაი:
"ყრუვ გიორგის რას უცინი..."
თომათ უნდა ვთხოვო ქალი,
რა ჩოხელნი,რა გუდინი.
გუდებმ გულიც გამამიკლეს,
რვა გუდა მაქვ,ცხრა ხურჯინი.
ეგ ჩემ სახლს ვერ შაუფერებს
დედუნაის გაწურთნილი,
ნარჩომ ხინკალს არ გაუშვებს,
ცეცხლში უყვარს გახუხვილი.
ერთ ნიგზური პაპასა ჰკრა,
წვერებ დააქვ გატუსვილი.
მა ქალმ არცა გამამაგდოს,
ჩამაფაროს დაზურგვილი.
შარახევაში შამაგდოს,
გამოგიჩნდეთ გაწუწვილი!


ყრუვ გიორგი ფშავლებს
----------------------------------
შარახევს ამბავ დავარდა,
აქ გავიგონე ჭორები:
ზურაბსა'დ ბასარიონსა
შაუდგა პრატაკოლკები.
რარიგად ჩამოყინტრავდის
ორარშინიან მორები.
მანამ თქვენ ფიცარს გაჰყიდით,
დაგიტიტვლდებათ ცოლები.


ყრუვ გიორგი ვედრაულებს
------------------------------------
შარახევში სტორგი გაჩნდა,
კუჭეჭაში_ნაბიჭვარი.
თქვენ უქნელ აღარა დარჩა,
ფიცარს ასხით ნახშირ-წყალი.
ჯანგირაშვილ კოპალა გყავთ,
მოგაყარათ ნაწინწალი.


ყრუვ გიორგი ნადირას
-------------------------------
შენ სულმ იხადოს ნადირავ,
რაც თქვენ გიქნავის ერთკანა,
წოწანს დაიცვივდა კბილები, ( ი-ს ნაცვლად იოტაა)
შენაც თვალ გამოგეთხარა.
გამოგიფრინდა დუქარდი,
შიგ თვალში წამოგეჩარა,
რაღა შენ მოგხვდა დუქარდი,
სუ ცხვარსა პარსავს ქვეყანა.


bounce cheers bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   Tue Feb 24, 2009 10:06 am



ყრუვ გიორგი და შუშანა
----------------------------

ყრუვ გიორგი:
--------------
ნიადაგ გასტეხს ფარეხსა,
რო შეეჩვევა მგელია.

შუშანა:
--------------
ალმასის ხაფანგს დაგიგებ,
მგლის ფეხის გადამჭრელია.

ყრუვ გიორგი:
----------------
მელას დაიჭერს,ტურასა,
მგელი ძნელ დასაჭერია.

...
ფშაველი და ყრუვ გიორგი
-------------------------------

ფშაველი:
-----------

დაბერებულხარ,ყრუაო,
გაგხშირებია ჭაღარა.

ყრუვ გიორგი:
--------------
დუშმანიმც დაბერებულა,
გავჯეილდები აღარა.
კაცი რო დაბერებულა,
ხელფეხიანად გამხმარა,
ამ თვალებს რაღას მიბრმობდა,
სიყრუე აღარ მაკმარა!


king sunny king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   Wed Feb 25, 2009 8:27 am




ფშაველი მოლექსეები sunny
-------------------------
ნოჯაში ხულასა ვშურობ,
ბაჩალს_თავცარიელასა,
არტანში_საბოტაურსა,
ქუშხევში_ტორუკელასა,
გომეწარს_კარატიელსა,
აკამათს_მუშტათ ჭრელასა,
ლახატოს_ყრუვი გიორგი,
ეგა სჯობავის ყველასა,
სახლ უდგა ატაჟიანი,
აშენებს თავის კერასა.
...
"ყრუვ გიორგი ფშაველ მოლექსეებს ჩამოთვლის და ხუმრობით თავს ყველაზე მაღლა აყენებს:დანარჩენები სულ ზარმაცები და ღარიბ-ღატაკნი არიანო"(ჩამწერი ლ.ბოძაშვილი.ს.შარახევი.ბოძ.გვ.146).


cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   Fri Feb 27, 2009 9:16 pm



ყრუვ გიორგი და ნადირა
-------------------------
ყრუვ გიორგი:
-------------
მდიდარ კაცი ხარ,ნადირავ,
დახვალ ჭრელის წინდაითა.

ნადირა:
----------
კაი ძმისწულ გამამადგა,
მარჩეინებს შიგაითა.

ყრუვ გიორგი:
---------------
ორნივ ერთად დაგმეხენით,
ძმისწულიც და ბიძაიცა.


king lol! king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   Sat Mar 21, 2009 8:39 am



ყრუვ გიორგი და შეთე
--------------------------

ყრუვ გიორგი:
--------------
მიყვარს ე გოგოლაურთა,
ვრდსა ჰგავის და იასა. flower
იათ სულ მამედინება,
ადგილს რო ვნახავ კლდიანსა.
როდის მაიტან,შეთეო,
სალუდის კარზე ღვიასა?

შეთე:
--------
ეგ იმით გამოხდილია,
ლუდს რო სვამ შარბათიანსა. king cheers king

...
შეთე თიკუნია ბერიძე ხახონიშვილისა,რომელიც განთქმული მოლექსე ყოფილა ფშავში.ცხოვრობდა სოფელ უძილაურთაში.მისი პოეტური მეტოქე ყოფილა დავით თურმანაული.
შეთე ღირსია იმისა,რომ "გამრიგემ" მწვანე შუქი აუნთოს.


lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   Thu Apr 09, 2009 10:36 am

დაგიწვი,კარატიელო
------------------------------
ყრუვ გიორგი:
-----------------
დაგიწვი,კარატიელო,
დუხაბორივით ქუდია.

კარატიელი:
--------------
ეს ჩემ ქუდ იმასა ჰგავის,
გომურ რო წამაჰყუდია,
საბძელ კი ვეღარ დაიხურე, (იოტაა საჭირო)
დასწვიმს,დადგება გუბია,
სამს კავზე მაინც დაიხურე, (იოტაა საჭირო)
მარცხალმ მაჰკიდოს ბუდია.

ყრუვ გიორგი:
-----------------
რას ამბობ,კარატიელო,
კარგის დაგმობა ცუდია,
ორატაჟიან სახლ მიდგა
ტრედის მხარივით ლურჯია,
მიდგებ-მოდგება ჩემ ცოლი,
როგორც "მიროი სუდია."

...
წიწოთ კარატიელი ღირსია უფრო კარგად წარმოჩენისა.
...
"ქართული ხალხური პოეზიის" 3-4 ტომები ეძღვნება გმირობის თემას,ხოლო მე-6 ტომი_სიყვარულისას.
ორივეგან მარგალიტების ცვენაა.
იქნებ გაგვეხსნა გვერდი გმირობის თემისათვის ასეთი სათაურით:"ვაჟკაცობისას ამბობენ",ან:"აი,ვინაა კაი ყმა."
სიყვარულის თემას,ალბათ,მოუხდებოდა სათაური :"უკვდავებისა წყაროო."
ეჭვიც არ მეპარება,რომ გამრიგე უკეთეს სათაურებს აღმოაჩენს.
...
დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი.




Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   Sat Apr 25, 2009 8:36 am



ყრუვ გიორგი ბესოს
-------------------------------
ჩემო ძმობილო,ბესუა,
ლახატოს დახვალ დღეშუა,
ე ნავთში არ მამატყუო,
ეშმაკ არ იყოს ჩვენ შუა.

...
როდესაც მცირე მოცულობის ლექსს გადაეყრება,მკითხველი(ყველას არა ვგულისხმობთ)გაიფიქრებს,რომ ეს აღმოსავლური(უმთავრესად ჩინური და იაპონური) პოეზიის გავლენითაა,რაც არაა მართალი.მინიმალისტური(ეს ტერმინი დასაზუსტებელია)პოეზიის ნიმუშები სანთლით საძებარი არაა ქართულ მწერლობაში.

მეათე საუკუნის უცნობი ავტორი წერს:
------------------------------------

"იხილეთ ესე ჟამი:
წავა,ვითარცა წამი.
აწვე გავწმიდოთ გვამი,
მერმის არა გვაქვს ქრთამი."
...
ნიკოლოზ ბარათაშვილი:

კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ
------------------------------------------------
ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით.შესვი?გაამოს.

...
ასეთი(მცირეფორმიანი) ლექსების სიუხვე აშკარაა ქართულ ხალხურ პოეზიაში,რაც დამადასტურებელია იმ აზრისა,რომ მინიმალისტური პოეზია ჩვენი პოეტური ტრადიციების განუყრელი ნაწილია.
ორიოდე ნიმუშს შემოგთავაძებთ:

ვაჟაის ქალო,გულქანო
-----------------------------------
ვაჟაის ქალო,გულქანო,
ოჯახს რადა სწევ უკანო?
რად არ ერთ ბალღას გაგვიჩენ,
რაში გვარგიხარ,მსუქანო?!

ეგეც აღარ გამიგინავ
---------------------------------------
ეგეც აღარ გამიგონავ,
ცოლის ცემა ხვედაითა,
ჯერ კამეჩებ იწურთნება
შე რეგვენო,წკეპლაითა.

ახადლებო,ჭიჩოვლებო
-------------------------------------
ახადლებო,ჭიჩოვლებო,
დამაწვინეთ კუკასთანა,
პირთხელობით მამეწონა,
სიცხე დამწვავს მსუქანთანა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   Sun Jul 19, 2009 8:19 am

ბეწინასთან სტუმრად მოსული
გიორგი და ნადირა

ბ ე წ ი ნ ა:

ცოლისდა კარგად გიხვდება
შავი ტრუპკაის პურითა!

გ ი ო რ გ ი :

ჩვენც კაი სტუმრებ მოვედით,
ბრმაც აქა ვართ და ყრუვიცა;
იესო ქრისტე გწყალობდეთ
თორმეტის მოციქულითა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   Fri Nov 20, 2009 9:35 am

ყრუვ გიორგი ნინიას
----------------------------

აქ რაად დახვალ,ნინია,
აქ ქათამ-კვერცხი ძვირია,
თუ მოგწონ ჩვენებ ქალები,
ტიკჭორას მოხსენ პირია,
არ შაუხდება ფშაველსა
გალიაი და ვირია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ყრუვ გიორგი   

Back to top Go down
 
ყრუვ გიორგი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: