არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ხაჩით ჯაბანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ხაჩით ჯაბანი   Fri Feb 20, 2009 11:09 am

ჯაბანი თურმანაული სოფელ ხომში (ფშავში) ცხოვრობდა. ვაჟა-ფშაველას თანამედროვე იყო. ყოფილა განთქმული მოლექსე-მოკაფიავე.

თურმანაული - ხაჩით ჯაბანი!


Last edited by არჩანდა on Mon Feb 23, 2009 12:07 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 12:42 pm

არჩანდა wrote:
ჯაბანი თურმანაული სოფელ ხომში (ფშავში) ცხოვრობდა. ვაჟა-ფშაველას თანამედროვე იყო. ყოფილა განთქმული მოლექსე-მოკაფიავე.


ჯაბანის ციცა
-----------------------
ენაცვლოს თავის პატრონი
თავის თვალ ყვითელ ციცასა.
დავალის მეზობლებშია,
დამბალ ხაჭოსა ჰზიდავსა,
ხსნილ-მარხვა გამაგებინა,
ეგემც დამაყრის მიწასა!
დააბამს თავის პატრონი,
დააკაწრვინებს მიწასა.
ვინც მაგას წკეპლას დამიკრავს,
ეგ იყოს იმის მკვდრისადა.


ჯაბანი_უძილაურებს
--------------------------------
შაყრილნო,უძილაურნო,
ხომით გიბარებთ ჯაბანი,
როცა წახვიდეთ მაყართა,
მეშ შემოირტყით ლაფანი,
იმ დროს მიადგეს ლამფაი,
რო საქმეს იყო შამდგარი,
თირუზანაშვილს შემოხსნეს,
ოცდახუთიან ხანჯარი;
აავსეს ვერცხლეულითა
შარახევი და ჩარგალი.


ხომლელი ჯაბანი აფშუელებს
---------------------------------------
საკომლო გამომიგზავნოს
დიდრონაისშვილს ებარა,
მე მოცემული მახსოვდა,
რას მედავება ნეტარა.
შავყაროთ უფროს კაცები
ვილაპარაკოთ ერთგანა;
რასაც წაართომს ჯაბანსა,
თემში გაიგებს ქვეყანა.


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 1:11 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
არჩანდა wrote:
ჯაბანი თურმანაული სოფელ ხომში (ფშავში) ცხოვრობდა. ვაჟა-ფშაველას თანამედროვე იყო. ყოფილა განთქმული მოლექსე-მოკაფიავე.


ჯაბანის ციცა
-----------------------
ენაცვლოს თავის პატრონი
თავის თვალ ყვითელ ციცასა.
დავალის მეზობლებშია,
დამბალ ხაჭოსა ჰზიდავსა,
ხსნილ-მარხვა გამაგებინა,
ეგემც დამაყრის მიწასა!
დააბამს თავის პატრონი,
დააკაწრვინებს მიწასა.
ვინც მაგას წკეპლას დამიკრავს,
ეგ იყოს იმის მკვდრისადა.

king cheers king

Arrow

გაიხარე, ცელქათ ვაჟავ, თორო მე ეს ლექსი სხვანაირად ვიცოდი და ვისი იყო, ბაიბურში არ ვიყავი! განა კითხვა არ მიყვარსა, იის წინგ არა მქონდა და ემაგ მიზეზითა... Sad
ესა, მე რო არ მაქვსა, იიიმ ხალხური პოეზიის მეცხრე ტომიდან არის?

Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 3:24 pm

ვაჟიკავ, რომელია სწორი -

”ეგემც დამაყრის მიწასა!”

თუ

ეგამც დამაყრის მიწასა!

Arrow

მე ვფიქრობ, ”ეგამც” უნდა იყოს და აბა, კარგად ნახე მაგ წიგნში...

Question
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 6:46 pm

არჩანდა wrote:
ვაჟიკავ, რომელია სწორი -

”ეგემც დამაყრის მიწასა!”

თუ

ეგამც დამაყრის მიწასა!

Arrow

მე ვფიქრობ, ”ეგამც” უნდა იყოს და აბა, კარგად ნახე მაგ წიგნში...

Question


იმ წიგნიდან არის და ცამდე მართალი ხარ:"ეგამც'უნდა იყოს.
ესაა ხალხური პოეზიის საოცრება:ლექსი გულში გინთია ვარსკვლავივით და არ იცი,ვისია.
მეც ბევრჯერ მომსვლია ეგრე_მაგალითად, დღესა_სანათასგან გავიგე,რომ ოთხსტრიქონიანი სასწაული "არაგვის ხეობაზედა..." თურმე ჭრელა უძილაურისაა...მარტო ამ მარგალიტითაა ეს კაცი ბრძენი!


sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 7:46 pm

მე მეეჭვება, რომ "არაგვის ხეობაზედა..." ჭრელასი იყოს, ისიც რომ "ვეფხი და მოყმე" მაინცდამაინც ხევსურეთში დაიწერა (დიდმინდიას ისტორია ვიცი, ხელაშვილისაც...), ორივე ლექსი (ჩემი აზრით) უფრო ძველია და კლასიკური ენის ნიშნებს ატარებ(ენ)ს, დავუჯერებ მხოლოდ ტექსტის ლექსიკურ ანალიზს და არა ვინმეს ნათქვამს ან ჩანაწერს...
ბეჭდური სიტყვა ან ხალხური გადმოცემა ხომ არ ჩაითვლება უტყუარ დოკუმენტად ამა თუ იმ ტექსტის სადაურობის დასადგენად?
ასე რომ, მათი საავტორო უფლება (ორივე შემთხვევაში) უფრო საფუძვლიან გამოკვლევას საჭიროებს...
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 7:55 pm

არგანი wrote:
მე მეეჭვება, რომ "არაგვის ხეობაზედა..." ჭრელასი იყოს, ისიც რომ "ვეფხი და მოყმე" მაინცდამაინც ხევსურეთში დაიწერა (დიდმინდიას ისტორია ვიცი, ხელაშვილისაც...), ორივე ლექსი (ჩემი აზრით) უფრო ძველია და კლასიკური ენის ნიშნებს ატარებ(ენ)ს, დავუჯერებ მხოლოდ ტექსტის ლექსიკურ ანალიზს და არა ვინმეს ნათქვამს ან ჩანაწერს...
ბეჭდური სიტყვა ან ხალხური გადმოცემა ხომ არ ჩაითვლება უტყუარ დოკუმენტად ამა თუ იმ ტექსტის სადაურობის დასადგენად?
ასე რომ, მათი საავტორო უფლება (ორივე შემთხვევაში) უფრო საფუძვლიან გამოკვლევას საჭიროებს...


ჭრელას სოფელში,კანატიაში,ხშირად მსმენია,რომ ეს ლექსი ჭრელასია,თუმცა ძიება საჭიროა.
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს,ვისია ეს შედევრი...მთავრია,რომ ასეთი მარგალიტი არსებობს.


cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 8:36 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
არგანი wrote:
მე მეეჭვება, რომ "არაგვის ხეობაზედა..." ჭრელასი იყოს, ისიც რომ "ვეფხი და მოყმე" მაინცდამაინც ხევსურეთში დაიწერა (დიდმინდიას ისტორია ვიცი, ხელაშვილისაც...), ორივე ლექსი (ჩემი აზრით) უფრო ძველია და კლასიკური ენის ნიშნებს ატარებ(ენ)ს, დავუჯერებ მხოლოდ ტექსტის ლექსიკურ ანალიზს და არა ვინმეს ნათქვამს ან ჩანაწერს...
ბეჭდური სიტყვა ან ხალხური გადმოცემა ხომ არ ჩაითვლება უტყუარ დოკუმენტად ამა თუ იმ ტექსტის სადაურობის დასადგენად?
ასე რომ, მათი საავტორო უფლება (ორივე შემთხვევაში) უფრო საფუძვლიან გამოკვლევას საჭიროებს...


ჭრელას სოფელში,კანატიაში,ხშირად მსმენია,რომ ეს ლექსი ჭრელასია,თუმცა ძიება საჭიროა.
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს,ვისია ეს შედევრი...მთავრია,რომ ასეთი მარგალიტი არსებობს.


cheers

მართალია, ვაჟა ბატონო, კანატიელები და კუჭეჭელებიც დაადასტურებენ, რომ ეს ლექსი-შედევრი ჭრელასია. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც, ფშაველი გლეხკაცებისათვის აღარც წერა-კითხვის ცოდნა იყო ისეთი პრობლემა, როგორც მე-19 საუკუნეში და ბ-ნ ირაკლი გოგოლაური და ფოლკლორის სხვა მოამაგენი თავად იცნობდნენ და ხვდებოდნენ ასეთი ლექს-კაფიების ავტორებს და პირადად მათგან იწერდნენ. ხალხს ისიც კარგად მოეხსენება, ვის უძღვნა ჭრელამ... მეც ძალიან კარგად ვიცნობ, იმ ულამაზესი და უჭკვიანესი ქალის შთამომავლებს, ვინც(მორიდებულობის გამო) სავსებით არ ამაყობენ ამითი.

ბატონო გია, არც ხვარამზეს ხელნაწერები არსებობს, ასეთი შედევრების უმრავლესობა სწორედ ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ხალხში და შეიძლება დღეს ჩვენ გვეშლებოდეს რომელი ვისი ნათქვამია, თორემ მე ერთი შემთხვევაც არ გამიგონია, ვინმეს სხვისი გამოთქმული ლექსი მიეთვისებინოს. მოგეხსენებათ, ეს ფშავში დაცინვის საგანი გახდებოდა. გარდა ამისა, ლექსიკური ანალიზის საფუძველზე კიდევ მრავალ ლექსზე შეეძლო თამილა გოგოლაურს ეთქვა, ხვარამზესიაო, მაგრამ სწორედ ხალხური გადმოცემების (უტყუარი !)დასტური რომ აკლდა, იმ ჩვენთვის ცნობილი 10 ლექსის გარდა არცერთზე არ უთქვამს დაბეჯითებით, მისიაო.
Crying or Very sad Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 9:08 pm

სანათა wrote:
[quote="ვაჟა ხორნაული

ჭრელას სოფელში,კანატიაში,ხშირად მსმენია,რომ ეს ლექსი ჭრელასია,თუმცა ძიება საჭიროა.
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს,ვისია ეს შედევრი...მთავრია,რომ ასეთი მარგალიტი არსებობს.

[/size]
cheers

მართალია, ვაჟა ბატონო, კანატიელები და კუჭეჭელებიც დაადასტურებენ, რომ ეს ლექსი-შედევრი ჭრელასია. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც, ფშაველი გლეხკაცებისათვის აღარც წერა-კითხვის ცოდნა იყო ისეთი პრობლემა, როგორც მე-19 საუკუნეში და ბ-ნ ირაკლი გოგოლაური და ფოლკლორის სხვა მოამაგენი თავად იცნობდნენ და ხვდებოდნენ ასეთი ლექს-კაფიების ავტორებს და პირადად მათგან იწერდნენ. ხალხს ისიც კარგად მოეხსენება, ვის უძღვნა ჭრელამ... მეც ძალიან კარგად ვიცნობ, იმ ულამაზესი და უჭკვიანესი ქალის შთამომავლებს, ვინც(მორიდებულობის გამო) სავსებით არ ამაყობენ ამითი.

ბატონო გია, არც ხვარამზეს ხელნაწერები არსებობს, ასეთი შედევრების უმრავლესობა სწორედ ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ხალხში და შეიძლება დღეს ჩვენ გვეშლებოდეს რომელი ვისი ნათქვამია, თორემ მე ერთი შემთხვევაც არ გამიგონია, ვინმეს სხვისი გამოთქმული ლექსი მიეთვისებინოს. მოგეხსენებათ, ეს ფშავში დაცინვის საგანი გახდებოდა. გარდა ამისა, ლექსიკური ანალიზის საფუძველზე კიდევ მრავალ ლექსზე შეეძლო თამილა გოგოლაურს ეთქვა, ხვარამზესიაო, მაგრამ სწორედ ხალხური გადმოცემების (უტყუარი !)დასტური რომ აკლდა, იმ ჩვენთვის ცნობილი 10 ლექსის გარდა არცერთზე არ უთქვამს დაბეჯითებით, მისიაო.
Crying or Very sad Embarassed[/quote]


ქალბატონო სანათა,საოცარი სურვილი გამიჩნდა იმისა( სხვებსაც გაუჩნდებათ),რომ ვიცნობდე იმ ადამიანს,ვისაც ეს შედევრი ეკუთვნის...
განა რამე აკლდება ანა კალანდაძეს იმით,რომ მისი არაერთი
ლექსის (უბრწყინვალესი ფშაური ციკლიდან) ადრესატია აწ განსვენებული დიდი პიროვნება ილო ფხოველი.


sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 9:22 pm

არაფერი გამოვა ასე, არ მინდა ეს გვერდი გავაოფო (სწორედ ვამბობ?), ამიტომ ვთხოვ ბობოს, აქვე "უცნობი პოეტები და და უცნობი პოეზია" გაგვიხსნას და იქ ვილაპარაკოთ.
ვეთანხმები ვაჟას, რომ მთავარია ეს ნიმუშები არსებობს და მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინაა მისი ავტორი...
ამიტომ სადავო ნიმუშები დავუბრუნოთ ქართველ ხალხს...
დანარჩენი იმ გვერდზე, რომელსაც ბობო გაგვიხსნის: "უცნობი პოეტები და უცნობი პოეზია"
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun Feb 22, 2009 10:01 pm

არგანი wrote:
არაფერი გამოვა ასე, არ მინდა ეს გვერდი გავაოფო (სწორედ ვამბობ?), ამიტომ ვთხოვ ბობოს, აქვე "უცნობი პოეტები და და უცნობი პოეზია" გაგვიხსნას და იქ ვილაპარაკოთ.
ვეთანხმები ვაჟას, რომ მთავარია ეს ნიმუშები არსებობს და მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინაა მისი ავტორი...
ამიტომ სადავო ნიმუშები დავუბრუნოთ ქართველ ხალხს...
დანარჩენი იმ გვერდზე, რომელსაც ბობო გაგვიხსნის: "უცნობი პოეტები და უცნობი პოეზია"

Arrow

გია, თუ მთქმელს ადასტურებენ იქაურები, ასეთი ლექსი აღარ არის უცნობი...

ჭრელა უძილაურის არის ეგ ლექსი და ვისაც დაუწერა, ისიც ვიცი. შთამომავლებს არ უნდათ ამის თქმა.

და როგორ არა აქვს მნიშვნელობა, ვისია!
რეებს იძახით აქა!
ლექსი ხვარამზესია თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს?
ან ჭრელა უძილაურისაა თუ არა?

ვერ გავიგე... cat
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Fri Mar 06, 2009 8:44 am

შენ თუ ხარ გოგოლაური
-------------------------

შენ თუ ხარ გოგოლაური,
მელექსე ხაჩით ჯაბანი,
ცოტას პირხმელი ყოფილხარ,
სომხის ცხენივით გამხმარი.
ხომში სასახლე გაჰმართე,
ხომისძირ_დუქან-ბაზარი,
მიზდგებ-მოზდგები დახლჩია,
შავ ჩექმაებში ჩამდგარი,
შენს ცოლს ლელას კი დაჰქონან
სიცივის დამწვარ კაჩანი.

.
კაჩა_კანჭი,წვივი.
.
ერთ კვირაზე მეტია,ამ ლექსის დადებას ვაპირებ,მაგრამ თავს ვიკავებდი_მეუხერხულება,ასე რომ მომრავლდა ჩემი გვარ-სახელი მელექსეთა გვარ-ფსევდონიმების მოპირდაპირე "ფერდობზე".
ბოლოს მაინც ჩავაბარე კომპის ეს,მართლაც,ბრწყინვალე ნიმუში ცალფა კაფიისა.


Arrow Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Fri Mar 06, 2009 10:25 am

არ მოგერიდოს, ვაჟავ...
მე ვერ გეხმარები ამ კაფიების აწყობაში, ჯერ ვერ ვიშოვნე ის მეცხრე ტომი, - სამაგიეროდ, ყველაფერს ვკითხულობ...

მადლობის მეტი არა გვეთქმის რა, ამ კაფიების აქ მოტანისთვის და ”არმურის საფიხვნოს” მედალს რომ ჩამოვასხამთ, ჯერ შენ გადმოგცემთ, მერე არგანს...

Exclamation
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Fri Mar 06, 2009 10:50 am

ღმერთმა გაცხონოს,ჯაბანო!
sunny
-------------------------------
ხომის ძირს გატყდა კაკალი,
ხომშია კვდება ჯაბანი;
ღმერთმა გაცხონოს ,ჯაბანო,
შენ სიტყვა საით-სადარი. king cheers
...
"შენ სიტყვა საით-სადარი."_ყველაფერი ნათქვამია.ამის მერე ათასი წერილიც რომ დაიწეროს ჯაბანის ნიჭზე,უკეთესად ვაღარავინ იტყვის.

sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Tue Mar 24, 2009 10:02 am

მოდი,გადმოხე,ჯაბანო-------------------------
მეტოქე:
[color=blue]-----------
მოდი,გადმოხე,ჯაბანო,
ამ თავის დედიძმებთანა.

ჯაბანი:
-----------
აბა,რაისად გადმოვხდე,
რა უნდა გითხრათ ნეტარა.

მეტოქე:
-------------

ქისტის ქალს კიდევ აწვენთა
ბალღიათ თინიბექთანა?

ჯაბანი:
------------
ნეტაინ მამცა "სპიჩკაი",
თქვენთვი ცეცხლ შამამეყარა,
გადამეტუსა წვერ-პირი,


king lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sat May 30, 2009 8:24 pm



ჯაბანი და შუშანათ ვაჟიკა
-------------------------
ადე,გადმოხე ჩემთანა,
შენ თუ ხარ ხომელ ჯაბანი,
შენაც ჩემფერი ყოფილხარ,
სომხის ცხენივით გამხდარი.
ცხვირი გქონია ჩემფერი,
დაქუახივით მაღალი.

ჯაბანი
------------
ვაჟიკავ შუშანათაო,
დაგიწვი უბის მასრანი,
სამი-ოთხპირად ცხვარი გყავ,
ხუთი-ექვს პირად ბატკანი,
თრიალეთს შენებს მწყემსებსა
ათასგან უნდა სანგალი.
დედა გყავ დასამარხავი,
არა გყავ სულის სახსარი.
king lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sat May 30, 2009 10:25 pm

ვაჟა ხორნაული wrote:


ჯაბანი და შუშანათ ვაჟიკა
-------------------------
ადე,გადმოხე ჩემთანა,
შენ თუ ხარ ხომელ ჯაბანი,
შენაც ჩემფერი ყოფილხარ,
სომხის ცხენივით გამხდარი.
ცხვირი გქონია ჩემფერი,
დაქუახივით მაღალი.

ჯაბანი
------------
ვაჟიკავ შუშანათაო,
დაგიწვი უბის მასრანი,
სამი-ოთხპირად ცხვარი გყავ,
ხუთი-ექვს პირად ბატკანი,
თრიალეთს შენებს მწყემსებსა
ათასგან უნდა სანგალი.
დედა გყავ დასამარხავი,
არა გყავ სულის სახსარი.
king lol!

cheers

ძალიან მაგარი პასუხია აქ ჯაბანისა!
ამას დრამატურგიაში ”აბრატკა” ჰქვია, როცა საპირისპიროს ეუბნები პარტნიორს.
ფშაურად ”გამოჯავრებას” ამბობს სანათა.

”დედა გყავს დასამარხავი,
არა გყავ სულის სახსარი”
- აი აქამდე, სულ საპირისპირო რამეებს ეუბნება, ”აჯავრებს” და აქ კიდევ, საბოლოო დიაგნოზს უსვამს.

ასე წერა ბევრს არ შეუძლია და ოსტატობის სასწავლად გამოდგება ჯაბანის ეს პასუხი!

და რითმასაც დააკვირდით, უკეთესი რითმებით პასუხობს ჯაბანი!

მართლა მაგარია!!!

sunny
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Sun May 31, 2009 8:43 am

ბობო wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:


ჯაბანი და შუშანათ ვაჟიკა
-------------------------
ადე,გადმოხე ჩემთანა,
შენ თუ ხარ ხომელ ჯაბანი,
შენაც ჩემფერი ყოფილხარ,
სომხის ცხენივით გამხდარი.
ცხვირი გქონია ჩემფერი,
დაქუახივით მაღალი.

ჯაბანი
------------
ვაჟიკავ შუშანათაო,
დაგიწვი უბის მასრანი,
სამი-ოთხპირად ცხვარი გყავ,
ხუთი-ექვს პირად ბატკანი,
თრიალეთს შენებს მწყემსებსა
ათასგან უნდა სანგალი.
დედა გყავ დასამარხავი,
არა გყავ სულის სახსარი.
king lol!

cheers

ძალიან მაგარი პასუხია აქ ჯაბანისა!
ამას დრამატურგიაში ”აბრატკა” ჰქვია, როცა საპირისპიროს ეუბნები პარტნიორს.
ფშაურად ”გამოჯავრებას” ამბობს სანათა.

”დედა გყავს დასამარხავი,
არა გყავ სულის სახსარი”
- აი აქამდე, სულ საპირისპირო რამეებს ეუბნება, ”აჯავრებს” და აქ კიდევ, საბოლოო დიაგნოზს უსვამს.

ასე წერა ბევრს არ შეუძლია და ოსტატობის სასწავლად გამოდგება ჯაბანის ეს პასუხი!

და რითმასაც დააკვირდით, უკეთესი რითმებით პასუხობს ჯაბანი!

მართლა მაგარია!!!

sunny


არც ლიმონათი,არც ”ფანტა”
(შიგ მწარე შაქარიაო)_
ჯაბანის ლექსი ღვინოა,
ჯიგარში გამჯდარიაო,
როგორც ბობომ თქვა,ისაა:
ძალიან მაგარიაო!
...
ერთხელაც მოვუსმინოთ ჯაბანს.იგი მოკლედ თქმის დიდოსტატიცაა.
...

ბეჩავ კაცი ხარ,ჯაბანო!
-----------------
მ ე ტ ო ქ ე:
- - -
ბეჩავ კაცი ხარ,ჯაბანო!
ვერას დაგაკლებს ყორანი.

ჯაბანი:
- - -
შენ ცხვარმ როდისღა გატეხა
ალმალოს ბოლოს ბორანი?
king lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   Mon Nov 07, 2011 10:06 am

***
წამასწოლილხარ ხინკალო,
წამოგაყენებს ჯაბანი.
ბევრი საცრის პურ მიჭამავ,
ბევრსა ვარ გადანაყარი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ხაჩით ჯაბანი   

Back to top Go down
 
ხაჩით ჯაბანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: