არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 პარასკევა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: პარასკევა   Fri Feb 20, 2009 10:49 am

პარასკევა, სათემო გვარი გაბიდოური - ვაჟა-ფშაველას ბიძა დედის მხრივ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Fri Feb 20, 2009 11:37 pm

პარასკევა გაბიდოური (ფხიკლეშვილი) ვაჟას დედა გულქანის ალალი ბიძა იყო და ივრის ფშავის სოფელ სხლოვანში ცხოვრობდა მე-19 საუკუნის შუა ხანებში. სამწუხაროდ წერა-კითხვა საკმაოდ ცუდად სცოდნია საიმისოდ, რომ ქაღალდზე ჩაწერილის სახით ან გავრცელებულიყო მისი ლექსები ან შემორჩენილიყო.
პარასკევას ცოლად ჰყავდა არტნელი ქალი ბუბა ტვირთაშვილი, რომლის ძმაც, ყორანა ტვირთაშვილი, ასევე მთელ ფშავში განთქმული მოლექსე და მოკაფიე იყო და ღირსეულ მეტოქეობას უწევდა პარასკევას. პარასკევას მეტოქეებიდან უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე ბაჩლელი გოგრისყელ, ჭიჩოვლების თემისა. ძმებმა რაზიკაშვილებმა, და განსაკუთრებით თედო რაზიკაშვილმა, დიდი ღვაწლი დასდეს საერთოდ ქართულ ფოლკლორს და კერძოდ პარასკევას იმითი, რომ ჩაიწერეს პარასკევას და მის მეტოქეთა ლექსების ნაწილი და ცხოვრების ზოგიერთი დეტალიც შემოგვინახეს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი საინტერესო დეტალიც. სწორედ პარასკევამ და მისმა მეტოქეებმა დაუდეს საფუძველი ფშაურ პოეზიაში სატირულ ლექსებს. თუ მანამდელი ფშაური ლექსი გაჯერებული იყო "ვაჟკაცობა-გმირობა-ზნემაღლობით", იწერებოდა ძირითადად საგმირო-ფილოსოფიური და სატრფიალო ლექსები, პარასკევამ და მისმა მეტოქე მოლექსეებმა თავიანთ ლექსებში ასახეს საკუთარი და მათ გვერდით მცხოვრები ადამიანების დუხჭირი ცხოვრების წვრილმანები. განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანეს ლექსებში ალეგორია, იუმორი და თვითირონიისა და სხვათა სისუსტე-ნაკლოვანებების დაცინვის გზით მათ ირგვლივ არსებული რეალობის ზუსტ სურათს ასახავდნენ.
ამავე დროიდან იწყება ფშაურ პოეზიაში კიდევ ერთი ახალი მოვლენა, პოეზიის გაპიროვნულება ანუ ლექსების ავტორთა სახელების დაფიქსირება. ალბათ, გამორჩეულად ხატოვანი წარმოსახვის მიზეზი თუ იყო, რომ მოლექსეების სახელების გვერდით მაშინვე ჩნდებოდა მათი ფსევდონიმ-თიკუნებიც და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ავტორთა მივიწყებას მიცემული ნამდვილი გვარ-სახელების ნაცვლად საშვილიშვილოდ დამკვიდრდა თიკუნები. ასეთი თიკუნი გახლავთ პარასკევაც. როგორც ამბობენ, პარასკევა დათვს მივარდნია ბუნაგში და უძახნია "პარასკევავ, გამოდი კარშიო. გამოჰვარდნია მართლაც დათვი და გემრიელად დაუბუგნავს "მძახებელი". მას მერე შეურქმევიათ პარასკევა.


საკუთარ თავს დასცინის ღარიბ-ღატაკი პარასკევა:

სხლოვანში პარასკევაი

სხლოვანში პარასკევაი
სანეფოდ შამზადულიყო,
ერთ ნაბდის ქუდა ეხურა
სხვა ყველა აბრაშუმ იყო!
პარასკევაის ცხვარ-ძროხა
ანდაკში გადასულიყო,
სხლოვანს თავს გადახვევიყო,
მთები სუ დაბანდულიყო!
შენ ცხვარი პარასკევაო,
ცხრაათას გაპარსულიყო!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Fri Feb 20, 2009 11:44 pm

Arrow

გაიხარე, სანათავ!

ეს რა მაგარი ბიძა ჰყოლია ვაჟასა!

აბა, კიდევ თუ გაქვსა პარასკევაის კაფიეები?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Fri Feb 20, 2009 11:47 pm

მიუხედავად იმისა, რომ პარასკევა მეც ბიძად მერგება (დედის მხრიდან), ვერ გავიზიარებ სანათას აზრს იმის შესახებ, რომ პარასკევა ამკვიდრებს ფშაურ პოეზიაში სატირულ ლექსებს,ანდა პოეზიის გაპიროვნება ამ დროიდან იწყება...
მე მგონი, ამის მტკიცება არ დამჭირდება. პირიქით, სანათას გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს ნამდვილად ასეა. Wink
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Fri Feb 20, 2009 11:51 pm

არჩანდა wrote:
Arrow

გაიხარე, სანათავ!

ეს რა მაგარი ბიძა ჰყოლია ვაჟასა!

აბა, კიდევ თუ გაქვსა პარასკევაის კაფიეები?


ის ხალხური სიბრძნე თუ გსმენია, მიხოსერავ, "ყრმა დედულეთით გამოვა, ქალი ლამაზი - გვარითაო!" ჰოდა გაამართლეს რაზიკაანთებმა... sunny
ლექს-კაფიები მაქვს და ახლა მოგართმევთ რამოდენიმეს.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 12:00 am

სანათა wrote:


ის ხალხური სიბრძნე თუ გსმენია, მიხოსერავ, "ყრმა დედულეთით გამოვა, ქალი ლამაზი - გვარითაო!" ჰოდა გაამართლეს რაზიკაანთებმა... sunny
ლექს-კაფიები მაქვს და ახლა მოგართმევთ რამოდენიმეს.

Arrow

დაიცადე და, მაშინ მე ვარაზაშვილებიდან ვარ გამოსული?
შალიკაშვილები ვართო, რო გაიძახიან სულ?
და დედაჩემი სულ რომ შალიკაშვილებზე მაგროვებინებდა მასალებს?..

Question

რა გაუხარდება დედაჩემს?! ისიც სულ ამას ამტკიცებს ხოლმე...

Very Happy

და გაპიროვნებაზე - პარასკევამ რო გაპიროვნება დაიწყო ფშაურ პოეზიაში, შენი აზრია თუ წიგნის დამწერისა?

თან ეს არგანიც რა მაგარ გვარისა ყოფილა, ჩემსავით, კაცო!

cheers

არგანო, გადავიდეთ დედაჩვენების გვარებზე თუ...
არა, არ გვინდა...
რაღა დროს ჩვენი სისულელებია, არა?

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 12:03 am

გვეტყობა მიხო,გვეტყობა...არ უნდა ამას წერილობითი დასტური Evil or Very Mad
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 12:05 am

არგანი wrote:
მიუხედავად იმისა, რომ პარასკევა მეც ბიძად მერგება (დედის მხრიდან), ვერ გავიზიარებ სანათას აზრს იმის შესახებ, რომ პარასკევა ამკვიდრებს ფშაურ პოეზიაში სატირულ ლექსებს,ანდა პოეზიის გაპიროვნება ამ დროიდან იწყება...
მე მგონი, ამის მტკიცება არ დამჭირდება. პირიქით, სანათას გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს ნამდვილად ასეა. Wink


გია, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ დიდი სინანულით, რომ მე ფოლკლორისტი არ ვარ არც შესაბამისი განათლება მაქვს და არც დრო სამწუხაროდ საიმისოდ რაც საქმესაც წაადგებოდა და ჩემს სულსაც ეამებოდა - საფუძვლიანად მეკვლია ქართული ფოლკლორი. მე მოყვარული მკითხველის პოზიციიდან ვაანალიზებ ჩემს ხელთ არსებულ მასალებს(ძირითადად ქართული ხალხური პოეზიის სხვადასხვა გამოცემებს და თედო რაზიკაშვილის ვაჟა ფშაველას წერილებს და ამის საფუძველზე ვაკეთებ დასკვნას. ყველაზე ძველი გაპიროვნებული და თვითირონიული ფშაური ლექს-კაფიები, რაც მე მინახავს, პარასკევასია და სიამოვნებით გავეცნობოდი თუკი მიმითითბთ სხვა წყაროს და ავტორებსაც, სადაც უფრო ადრინდელები შეიძლება ამოვიკითხო.
ასე რომ სიამოვნებით მოვუსმენდი სპეციალისტ-ფოლკლორისტებსაც და ამ საკითხში ჩემზე უფრო გაცნობიერებულ ნებისმიერ სხვა ადამიანსაც.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 12:09 am

Arrow

ეგ რაც ჩაწერით ჩაიწერეს, მარიამო და რაც არ ჩაუწერიათ?


Last edited by არჩანდა on Sat Feb 21, 2009 12:10 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 12:10 am

ჩემთვის სულ უცნობი ადამიანები.
დიდი მადლობა,ბობო.ძალიან საინტერესო და საჭირო საქმეს აკეთებ.
სანათას გვერდი გამორჩეულად საინტერესოა.კარგად უნდა ჩავუჯდე,ხალხურსიტყვიერების ამ ოსტატებს,თუ სწორია ასეთი გამოთქმა რა ვიცი.ზეპირსიტყვიერების ..მოკლედ სახალხო მთქმელები..ბობო,რა ქვია თქვენს მეცნიერულ ლიტერატურულ ენაზე?ეს ფოლკლორის ნიმუშებია,ხო,პრინციპში?
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 12:13 am

nini wrote:
ჩემთვის სულ უცნობი ადამიანები.
დიდი მადლობა,ბობო.ძალიან საინტერესო და საჭირო საქმეს აკეთებ.
სანათას გვერდი გამორჩეულად საინტერესოა.კარგად უნდა ჩავუჯდე,ხალხურსიტყვიერების ამ ოსტატებს,თუ სწორია ასეთი გამოთქმა რა ვიცი.ზეპირსიტყვიერების ..მოკლედ სახალხო მთქმელები..ბობო,რა ქვია თქვენს მეცნიერულ ლიტერატურულ ენაზე?ეს ფოლკლორის ნიმუშებია,ხო,პრინციპში?

Arrow

კაი ლექსები და კაფიები ჰქვია ამეებსა მთის ენაზე, ნინი.

მე და გია და სანათა ვდაობთ, რომ ხვარამზე ინდივიდუალური შემოქმედია და კიდევ სხვებიცაო.
და ფოლკლორისტები არაფერს ამბობენ ჯერ და მერე არ ვიცი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 12:20 am

''კაი ლექსები და კაფიები ჰქვია ამეებსა მთის ენაზე, ნინი.''

Smile Smile

Very Happy
ამას კი სულელური და აბეზარი კითხვიდან თავის კოხტად დაძვრენაSmile
Very Happy
არავინ მიპასუხებს ?SmileSmile
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 12:34 am

სანათა, არც მე ვარ ფოლკლორისტი და ამას დიდად არ ვნაღვლობ Smile
მე წინააღმდეგი ვარ ერთი კუთხის პოეზიის(ვთქვათ ფშავის) ცალკე, დამოუკიდებლად სხვა კუთხეებისა, დამოუკიდებლად ერთიანი საქართველოსი, განხილვისა.
პოეზიის, კაფიის ის ფორმა, რომელიც ფშავისთვისაა დამახასიათებელი, საქართველოს სხვა კუთხეებშიაცაა გავრცელებული სწორედ "ფშაურის" სახელით:
"ისე ვისწავლე ფშაური
არ გამიღია შაური..."
ამდენად, როცა ფშაური პოეზიაზე , როგორც გარკვეულ მიმდინარეობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს ვგულისხმობდეთ, შესაძლოა "ფშაურის" საუკეთესო ნიმუში საქართველოს სხვა კუთხეში აღმოვაჩინოთ. ეს იგივეა, რომ კახური სიმღერა ვიღაცამ ქართლში უკეთ იმღეროს, რაც სრულიად შესაძლებელია.
ამიტომ რაიმე დასკვნის გასაკეთებლად, ფშაური პოეზიის ნიმუშები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა იქნეს შესწავლილი, რაც ჩემი აზრით დღეს არ ხდება.
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 12:36 am

პარასკევა

მიუხე პარასკევასა:
-"დათო, გამოდი ველადა!"
გამამივარდა ჩაინი,
გამიკალუა ძნელადა.
ჭიჩოელთ ახალგაზრდეებს
გაჰხარებია ყველათა...
აიმას გაუვაზირონ,
რო გამაუხრეს მელათა!
ცალ გვერდი გამაუჭამეს,
ვერ მიიტანენ მთელასა!
ჩემი სიკვდილით ბეჩავთა
ვინ მისცემთ აზომხევასა!
ბაჩლის ჭალაზე შამუალ,
შამოვეწიე მელასა,
ვესროლე, გამუაგორე,-
შავსწირე გოგრისყელასა.
მე ვნახე გოგრისყელაი,
მაყალურძასა ჰხრევდაო,
ჩახდენ, ჩავიდენ ბალახნი,
იძახეს: "კაცი კვდებაო!"

ჩაინი-თავმომწონეა ფშაურ დიალექტზე;
გაუვაზირონ - განუმარტონ, ურჩიონ;
აზომხევა - გაბიდოურებსა და ჭიჩოელებს შორის სადავოდ გამხდარი ხევი იყო და პარასკევა გაბიდოურთი იყო და გოგრისყელა ჭიჩოვლებისა;
მაყალურძა - ღიმაა, მცენარე, რომლსაც ვიდრე ნორჩია ცოცხლადაც ჭამენ და ამწნილებენ კიდეც.
მელიის თაობაზე კიდევ იმას გეტყვით, რომ ამ ჭიჩოელებმა ხომ ძაან იციან დათვს მიმსგავსებული ხალხის ხოცვა და გოგრისყელაც ასე მოუკლავთ ტყეში დათვის ნაცვლად. ვიდრე მკვდარს იპოვნიდნენ და სახლში წაასვენებდნენ, მელიებს ცალი გვერდი გამოუხრავთ. ამის მეტი რა უნდოდა სალექსოდ პარასკევასაც. ვითომ თქვენი ჯავრი ამოვიყარე, მელია მოვკალ და გოგრისყელას საიქიოს წყლისმზიდავად დავუყენეო.
აი, "ჰხრევდას" რაც შეეხება, დღეს რომ თქვენ ჩონქარას კაფიაში ვარიანტებზე ლაპარაკობდით აქაც იგივე ამბავია. შოთა პაპა ამბობს ხოლმე: "ვთიბევდი და "ვხნევდიო"და ადრე ვკითხე ჯარჯი პაპას ამ ფორმის შესახებ "ევ" თემის ნიშანი მოუდის თუ "ავ'-მეთქი და დღეს უკვე "ავ"-ს იტყვიან, მაგრამ მაშინდელი ფშაური დიალექტისთვის "ევ" იყო დამახასიათებელიო.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 1:03 am

არგანი wrote:
სანათა, არც მე ვარ ფოლკლორისტი და ამას დიდად არ ვნაღვლობ Smile
მე წინააღმდეგი ვარ ერთი კუთხის პოეზიის(ვთქვათ ფშავის) ცალკე, დამოუკიდებლად სხვა კუთხეებისა, დამოუკიდებლად ერთიანი საქართველოსი, განხილვისა.
პოეზიის, კაფიის ის ფორმა, რომელიც ფშავისთვისაა დამახასიათებელი, საქართველოს სხვა კუთხეებშიაცაა გავრცელებული სწორედ "ფშაურის" სახელით:
"ისე ვისწავლე ფშაური
არ გამიღია შაური..."
ამდენად, როცა ფშაური პოეზიაზე , როგორც გარკვეულ მიმდინარეობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს ვგულისხმობდეთ, შესაძლოა "ფშაურის" საუკეთესო ნიმუში საქართველოს სხვა კუთხეში აღმოვაჩინოთ. ეს იგივეა, რომ კახური სიმღერა ვიღაცამ ქართლში უკეთ იმღეროს, რაც სრულიად შესაძლებელია.
ამიტომ რაიმე დასკვნის გასაკეთებლად, ფშაური პოეზიის ნიმუშები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა იქნეს შესწავლილი, რაც ჩემი აზრით დღეს არ ხდება.

გია, მე არსად მიხსენებია, რომ კაფია არ შეიძლება კიდევ სადმე იქმნებოდეს. ჩემს წრეში ფშავლები თავს არასოდეს იწონებენ და არასოდეს არავინ ამტკიცებს, რომ კაფია არსებობს მხოლოდ ფშაური, მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, რატომ დამკვიდრდა ეს სახელი "ფშაური კაფია" და "ფშაური ლექსი." მე ასე ვფიქრობ, პოეტიკა, ლექსიკური მარაგი და სამეტყველო ფორმები რომელთა გამოყენებითაც იქმნება ის ლექსები, რასაც დღეს ხალხურს ეძახიან, ყველაზე უფრო ახლოსაა იმ ყოფით სამეტყველო ენასთან, რომელიც დღემდე არსებობს ფშავში. ანუ მე იმას ვამბობ, რომ როცა მაგალითისათვის ფშაველი კაცი ლაპარაკობს ჩვეულებრივ, ყოფით თემებზე, ის მეტყველებს იმავე ენაზე, იმავე ტერმინლოგიით, ისეთივე ლექსიკით, ისევე ლამის გარითმულად, როგორც მცირედი სახეცვლილებით(რითმის მოშველიებით)იწერება ხალხური ლექსები. ჩემთვის ისევე მშობლიურია ხევსურული დიალექტი, როგორც ფშაური და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად სხვაა ხევსურების სამეტყველო ენა და სრულიად სხვა-სალექსო, ასევე შემიძლია ვთქვა კახურ დიალექტზეც... და კიდევ ერთხელ დანანებით - ეს ფოლკლორისტებმა უნდა იკვლიონ იმიტომ, რომ ქართული სიმღერაც, პოეზიაც და საერთოდ ყოფაც თავისი მრავალფეროვნებით არის ლამაზი.

რა ვქნა, ამაზეც ვერ დაგეთანხმები - კახურ მრავალჟამიერს, კახელები რომ მღერიან არის სრულიად სხვა და და როცა სამეგრელოში ვინმე ერთი კაცი ასევ კარგად ან უფრო კარგადაც იმღერებს კახულ სიმღერას, ეს არ ნიშნავს, ჩემი აზრით რომ კახურ მრავალჟამიერს და მეგრულ "ჩელას" კახეთში და სამგრელოში ერთანირად მღერიან. მე ხალხური მაქვს მხედველობაში და არა გაორკესტრებულ-გასცენიურიებული სიმღერები. ასევე მგონია ლექსიც.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 1:20 am

შენ წარმოიდგინე, სანათა, კაფია ( ამ სახელით, ამ ზომის და ფორმის სალექსო ფორმა) მხოლოდ ფშაური არსებობს...
ამიტომ კაფიას სხვაგან (მთელ საქართველოში) ჰქვია "ფშაური".
ზოგგან ლექსით პაექრობას შაირობა ჰქვია.
ზოგგან სხვა რამე.
ფშაური პოეზია (როგორც მიმდინარეობა) საქართველოს სხვა კუთხეებშიც იქმნება.
ისევე, როგორც ხევსურული ან თუშური (თავისი სალექსო ფორმით) პოეზიის ნიმუშები შეიძლება ფშავში შეიქმნას...
..................
აზრი გამიწყდა, ხვალ გავაგრძელოთ...
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 1:25 am

არჩანდა wrote:
Arrow

ეგ რაც ჩაწერით ჩაიწერეს, მარიამო და რაც არ ჩაუწერიათ?


მიხო, მე სწორედ ჩაწერილზე ვლაპარაკობ. პირველ მოლექსეებად, ვისაც გაპიროვნებულად ასახელებს ხალხური პოეზია ლექს-კაფიების ავტორებად, პარასკევა და მისი მეტოქე-მეგობრები სახელდებიან. მანამდე განა არ იქმნებოდა ლექს-კაფიის შედევრები, მაგრამ ჩვენამდე ან არ მოუღწევია, ან მათი ავტორები უცნობია, თორემ მშრალ ნიადაგზე რომ არ აღმოცენებულან ეს ავტორები, აშკარაა.
აბა, ვინ იცის ავტორი ლექსისა, "შირაქის ველზე მოვდივარ?"
თავად ვაჟა სთვლიდა მერცხალას ფშაურ პოეზიაში (მისი სიტყვებია)ახალი მიმდინარეობის წარმომადგენლად. 1886 წელს ივერიაში გამოქვეყნებულ ვრცელ ეთნოგრაფიულ წერილში "ფშავლები" საკმაოდ ვრცლად ეხება ფშაურ პოეზიას და ამბობს, რომ ფშაური პოეზია ორ ნაწილად იყოფა - ძველ საგმირო-სარაინდო და ახალ - სატირულ-იუმორულ-საყოფაცხოვრებო შინაარსის პოეზიად (გაიხსენე ბესიკ ხარანაულის ლექსი, სადაც მერცხალაზე საუბრობს ვაჟა ცოლთან!) და ვინ-ვინ და ვაჟამ იცოდა იმდროინდელი პოეზიის და ფშაური პოეზიის არსებობა-არარსებობის ავკარგი.
ზემოთაც ვთქვი, რომ წერა-კითხვის არ ცოდნა ძალიან უშლიდა ხელს თავად ავტორებს, წერილობით გადმოეცათ და გაევრცელებინათ თავიანთი ნაწარმოებები და ამ მიზეზით დაიკარგა უამრავი სავარაუდოდ შედევრი.


Last edited by სანათა on Sat Feb 21, 2009 1:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sat Feb 21, 2009 1:31 am

ჩაწერილზე, კი - არ შეეშლებოდა ვაჟას ეგ.

და რაც არ ჩაწერილა, იმან ვეღარ გაძლო, ეტყობა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sun Feb 22, 2009 8:47 am


sunny

ლექსი სთქვა პარასკევამა
----------------------------------------
ენას ჩამედვა ბორკილი,
ყალან მამერგო ღთისაო,
ეგ თქვენ რად გაგხარებიათ,
კიდევაც გავტეხ ლხინსაო.
ლექსი სთქვა პარასკევამა,
ჯავრ არა ჭამა მტრისაო;
არც იცის დაარავება,
არც დაბრალება სხვისაო!
დავითოს ულექსებივარ,
ხუმარათ ფოთის შვილსაო.
ეგ მე რად მაშაირებდა,
მოჯამაგირე სხვისაო?
ეცდება დიაკვნობასა,
აღარ იძინებს ძილსაო,
ეგ თავის ბიძაშვილები
საწყვით აძლევენ ფქვილსაო.
ლომო,შე ბატარათაო,
რად არა გდიხარ ჭკვითაო?
შენ ორპირ გიბავ გუთანი,
მე ხარ სულ სხვასთან მიბაო!
რვა თვალ გიბრუნავს წისქვილი,
სახლ ქვითკირისა გიდგაო,
ვინა გყავ სახლის ოსტატი,
სარკის ფანჯარა გიბაო?
მა რვის წისქვილის ნამინდი
ჯალაფთ არ გიწმენდს პირსაო,
კავკავსა-დ ნასრიაშია
ისრივ სიარულ გინდაო.

cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sun Mar 01, 2009 6:33 pm



ჯაბანი და პარასკევა
--------------------------

ჯაბანი:
---------
სხლოვანსა პარასკევაი
აშენებს ქალაქივითა,
დამართა სასახლეები,
თეთრად დალესა კირითა,
ლიბოდ დაუგო ტყვიაი,
წყალმ არ აწყინოს ძირითა,
შეტყიპა აკოშკეები,
დახურა კალა-რკინითა.

პარასკევა:
---------------
შირაქ გაივსო,ჯაბანო,
შენი ცხვრითა და ძროხითა,
ზენაით ჩამომდინარი
ცხვარ უწყვეტელა მოდისა,
დამართე სასახლეები,
თავადებ ვერა გჯობისა,
ბალკონზე მისდგებ-მოსდგები
სირმაიანის ჩოხითა.
ხომის ძირს წისქვილ გამართე,
აბრუნებ ორის კოდითა,
დამიპატიჟე,ძმობილო,
თუ ბევრებ ქალებ მოდისა.
მაგრამ შენს სახლში,იცოდე,
პური არ იჭმის ცოდვითა,
დამრავლებულა თაგვები,
ფხაკა-ფხუკი დგა ხოკრისა.

...
ბობო,მე მეუხერხულება,რომ კიდევ გთხოვო ,_ამა თუ იმ მელექსეს გაუხსნა გვერდი.ამიტომ პარასკევას "ტერიტორიიდან" ჭაშნიკად გიგზავნი თაძია სისაურის პატარა ლექსს(უკეთესებიც გააჩნია.კახეთის რეგიონის მელექსეების წიგნშია შესული).თუ მოგეწონება,გაუხსნი გვერდს,არადა, მაგის წაშლას რა უნდა.

...
ციხევ,შე გუმბათიანო,
გახსნი დარბაზის კარებსა?
მზესა და მთვარეს უფიცხებ
მკერდს,ბევრგან ნაიარევსა,
შურით შეჰყურებ ნისლებსა,
მთის მკერდზე მწოლიარესა,
ყურს უგდებ ხევზე წყლის შხუილს,
სულ რომ ჰგავს მგლოვიარესა.


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sun Mar 01, 2009 8:34 pm

ვაჟა ხორნაული wrote:

...
ბობო,მე მეუხერხულება,რომ კიდევ გთხოვო ,_ამა თუ იმ მელექსეს გაუხსნა გვერდი.ამიტომ პარასკევას "ტერიტორიიდან" ჭაშნიკად გიგზავნი თაძია სისაურის პატარა ლექსს(უკეთესებიც გააჩნია.კახეთის რეგიონის მელექსეების წიგნშია შესული).თუ მოგეწონება,გაუხსნი გვერდს,არადა, მაგის წაშლას რა უნდა.

...
ციხევ,შე გუმბათიანო,
გახსნი დარბაზის კარებსა?
მზესა და მთვარეს უფიცხებ
მკერდს,ბევრგან ნაიარევსა,
შურით შეჰყურებ ნისლებსა,
მთის მკერდზე მწოლიარესა,
ყურს უგდებ ხევზე წყლის შხუილს,
სულ რომ ჰგავს მგლოვიარესა.[/size][/color]

Exclamation

ბობო არაფერ შუაშია, აქ არის ადმინისტრატორი და იმას უნდა მიმართოთ ხოლმე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sun Mar 01, 2009 8:45 pm

Exclamation

ბობო არაფერ შუაშია, აქ არის ადმინისტრატორი და იმას უნდა მიმართოთ ხოლმე.
[/quote]







დღეს მიტევების დღეა და იმედია მაპატიებთ ჩემს მორიგ ცელქობას.
ვთხოვთ ადმინისტრატორს იმას ,რის გამოც ბობოს ვაწუხებდით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sun Mar 22, 2009 9:28 am


ისევ პარასკევა
----------------------
ყეინიანთი არა ვარ,
ჩავიხედო სარკეშია!
ხუთმეტ თუმან ცხენში მივეც,
თორმეტ თუმან სარტყელშია,
bounce რვა თუმანი ქამარშია,
წელზე შემოსარტყმელშია,
სამ მანათი ბეჭედშია,
თითზე შამოსაცმელშია,
უკვენ რაღა მივიფარო
ამ ვალებით სავსეშია?
lol!
...
ყეენიანთი_ძაან კოხტაპრუწა ხალხი. rendeer
...
ვაჟა-ფშაველა:
"ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში.იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე "ლექსობს".საუბედუროდ,წერა-კითხვა სრულიად არ ცოდნია,რომე ქაღალდის წყალობით შემონახულიყო მისი ნაწარმოები,თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს.მათ დღესაც მღერის ხალხი.ეს ლექსნი ღრმა იუმორით არიან სავსენი".
...
საწყენია,რომ თვითონ ვაჟას პარასკევას
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Sun Mar 22, 2009 9:31 am

ვაჟა ხორნაული wrote:
[color=blue]
ვაჟა-ფშაველა:
"ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში.იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე "ლექსობს".საუბედუროდ,წერა-კითხვა სრულიად არ ცოდნია,რომე ქაღალდის წყალობით შემონახულიყო მისი ნაწარმოები,თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს.მათ დღესაც მღერის ხალხი.ეს ლექსნი ღრმა იუმორით არიან სავსენი".
...
საწყენია,რომ თვითონ ვაჟას პარასკევას





საწყენია,რომ თვითონ ვაჟას პარასკევას არც ერთი ლექსი არ ჩაუწერია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პარასკევა   Thu Apr 23, 2009 9:22 am



გიბარებს პარასკევაი king
------------------------------------
გიბარებს პარასკევაი,
ვაჟო,ყორანავ,დადეგო!
კარს გამოსავალს დაგილევ,
თუ მე სალექსოდ შავდეგო.
...


პარასკევა გაბიდოური იმ სამეულთა რიცხვს ეკუთვნის(მერცხალა,ჯაბანა,პარასკევა),რომლებსაც ვაჟა და თედო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ და მაღალ შეფასებას აძლევდნენ.
...
ვახტანგ რაზიკაშვილი:"ყორანა ივრისპირელი მოლექსეა,პარასკევას ცოლის ძმა..."
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: პარასკევა   

Back to top Go down
 
პარასკევა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: