არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თეა თაბაგარი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: თეა თაბაგარი   Tue Nov 18, 2008 6:02 pm


Tea Tabagari

თეა თაბაგარი

Sagrada Familia
(ბარსელონა)


მე წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,
შენობებს შვენიან ნატიფი ნაკვთები,
ვიგრძნობ, რომ შეგრძნებებს ვეღარ ვეურჩები
და აქაც ძალიან მცირე ხნით დავრჩები.

რომ ისევ გაქცევით ვუწამლო სიგიჟეს,
ნატვრებს მონატრებით პირთამდე აღსავსეს...
ოცნების მწვერვალთან ხოხვით რომ მივიდე,
წყურვილით აზრდამშრალს ხმასაც კი არ გაგცემ.

ჩავუვლი გაუდის ტალღოვან აივნებს,
იქ, სადღაც, ჯერ კიდევ პირველმა ტრამვაიმ
ფეხქვეშ მოიყოლა მხატვარი და იმ დღეს
მის სულში ჩაშენდა ქალაქი-ზღაპარი.

მეც წავალ, არ ვიცი საით ან როდემდე,
თუკი ''ოჯახური სიწმინდის ტაძარიც''
ვერ შემაძლებინებს უჩინრად მოგდევდე
ჩემსავით ამაყს და ნისლმძიმეს მთასავით.

დავკოცნი ყველა ფერს, ზურმუხტებს, ნარინჯებს,
ქვადქცეულ სახეებს გავათბობ მზერებით,
ზურგსუკან დავტოვებ ნატყვიარ ნაბიჯებს,
სულს, ვერც რომ ველევი და ვეღარც ვერევი.

და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,
რელსებზე მოხუცის ლანდს თუ შევეყარე,
ალბათ, მეც ტრამვაის ვერ გადავურჩები,
და იმ დღეს მიხვდები შენც... როგორ მიყვარდი.

study


Last edited by Admin on Fri Feb 18, 2011 10:59 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Tue Dec 02, 2008 5:25 pm

...(პოეტურად)

პულსს,
სუნთქვას,
რითმას
(ერთდროულად) გადავაბოტოთ,
საათებს (ლოთებს)
თავბრუსხვევა გადავაბრალოთ.
გადავამრავლთ
(მილიონზე)
თითო სტრიქონი,
მერე (ალერსით)
ავალექსოთ
(მთელი) სამყარო.
სანამ (ჰაერში)
განვიბნებით,
(განვიტოტებით)
სანამ (უხილავ) ხილვადობას
ვაღწევთ (თვალებით)
ვიდრე ვარსკვლავებს
(სულ) არ დავთვლით -
(ჩვენ) არ მოვკვდებით!
თუკი (თავადვე)
არ დავიხრჩობთ თავს -
(შეყვარებით)
როცა ჯალათი
ჩამომაჭრის
სულს (ეშაფოტზე)
მეც (ისრებივით)
ჩავუტარებ საათს
ხარაკირს,
მანამ კი... (მოდი)
მივატოვოთ
(ეს) სიმარტოვე,
და (სიგიჟეზე)
(პოეტურად)
ვილაპარაკოთ!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Tue Dec 09, 2008 2:41 pm

ქუჩები ხიდებზე

ქუჩები ხიდებზე გადადიან,
მდინარე კალაპოტს უჯერებს,
გავუსხლტით,
გადავცდით, რა ხანია,
ვენებში თავშეყრილ უჯრედებს.
ბგერები სხედან და დუნდებიან,
ბეჯითად იჩვევენ სიჩუმეს,
უმზერენ ნაკვალევს,
ბრუნდებიან,
დაღლილს თამაშობენ ფიტულებს.
თუკი ყველაფერი ნათქვამია,
გავუძლებ ფრაზების სიბერეს,
ბორგვამ შემოდგომა გადარია,
კიდევ მე _ კიდიდან კიდემდე.
ხეებზე ფოთლების კანკალია,
ქარის შეხებისას რომ გრძნობენ,
ქუჩები ხიდებზე გადადიან,
სიშორის სიმოკლეს მოწმობენ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sat Dec 27, 2008 2:13 am

ჩემი იმერეთის შემოდგომა

ისე მდუმარეა ფოთოლცვენა,
ჰაერს დაწყებია უმადობა,
და მეც გავაკეთე აღმოჩენა,
თურმე,
მონატრება უვადოა.
ხალას ოცნებაზეც ჩამოთოვა,
მაგრამ ნუგეში მაქვს კიდევ ერთი,
ჩემი
იმერეთის შემოდგომა,
ჩემი
შემოდგომის იმერეთი.
რადგან პოეზიამ დამიმონა,
სულში ჩამისახლდა უსახლკარო,
ფიქრი გამიმხილა...
ამიტომაც,
გრძნობები რითმებად უნდა ვღვარო.
მე კი მოლოდინი დამმჩნევია,
ფოთოლცვენისფერი, უხალისო,
რადგან არაფერი დამრჩენია,
თურმე,
შესამჩნევი უამისოდ,
და მეც პოეზიით მოვიარე,
მზის, ზღვის, ხმელეთის და ცის ფერეთი,
ჩემი
იმერეთის შემოდგომა,
ჩემი
შემოდგომის იმერეთი.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Jan 01, 2009 6:58 pm

ბატონო მიხო, გილოცავთ დღევანდელ დღეს!

ახლა ვნახე ჩემი ლექსები აქ და ძალიან გამეხარდა!სხვებსაც დავამატებ ნელ-ნელაSmile

ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ ახალ წელს გისურვებთ ყველას!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Jan 01, 2009 7:56 pm

Tabagari Tea wrote:
ბატონო მიხო, გილოცავთ დღევანდელ დღეს!

ახლა ვნახე ჩემი ლექსები აქ და ძალიან გამეხარდა!სხვებსაც დავამატებ ნელ-ნელაSmile

ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ ახალ წელს გისურვებთ ყველას!

santa

გაიხარე შენაცა, თეა, და მეც გილოცავ...
და არ დაგვეკარგო...

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Jan 01, 2009 11:03 pm

არჩანდა wrote:


santa

გაიხარე შენაცა, თეა, და მეც გილოცავ...
და არ დაგვეკარგო...

sunny

დაგეკარგოთ კი არა, დღეიდანვე ისე შემოვეჩვიე აქაურობას, რომ მგონი ვეღარც მომიშოროთSmile

თან ექსკლუზივი მოგიტანეთ, ბარსელონას და გაუდის თემის გაგრძელება


Sagrada, barca და… მე ისევ არსად ვარ


მე ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
დაუმშვიდობებლად მივდივარ ჩვეულად,
უკან დაბრუნებას ვიცი, რომ ვერ შევძლებ.

ასფალტზე ჩრდილები წაშლიათ ნაბიჯებს,
წასვლა რა ძნელია, შენც ხვდები მშვენივრად,
ქარი ლამისაა სიცილით ჩაბჟირდეს,
ჰგონია, ვთამაშობ და მაინც შენი ვარ.

წარსულის ეპიზოდს ჩამოჰგავს საგრადა
გამოქანდაკებულს მზერით მომავლიდან,
ამ მოშიებული თვალებით დაგხატავ
ფართო გასაყართან ქუჩების, თავიდან.

გავიდა შიშველი ვნებები, გათავდა,
მათი გახსენებაც მზარავს და არ მინდა,
ოცნების ქალაქი უფიფქოდ გათოვდა,
მეც მელანქოლიურ ვიქეცი ამინდად.

ღელავს შენობებზე თაღების ბოჰემა,
სუნთქვაშეკრულია ფერადი ჩუქურთმა,
შენგან განსხვავებით ჩემში ვერ მოხერხდა
უკვდავი გრძნობების დევნა და უკუთქმა.

და ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
ფიქრები ვაქციე კალმად და რვეულად,
მერე, _ მთვარეულმა გაგცვალე ლექსებზე.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri Jan 02, 2009 11:33 am

santa

თეა, ეს კარგია და გირჩევდი, რომ ბარსელონას ციკლი შეგექმნა - კარგად გამოგდის: ეს ჩვენიც და იმათიც, ორივე ხომ იბერიული სამყაროა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri Jan 02, 2009 2:08 pm

არჩანდა wrote:
santa

თეა, ეს კარგია და გირჩევდი, რომ ბარსელონას ციკლი შეგექმნა - კარგად გამოგდის: ეს ჩვენიც და იმათიც, ორივე ხომ იბერიული სამყაროა...

გმადლობთ!
ამიტომაც მიყვარს ასე გამორჩეულად და ამ ციკლის შექმნის ალბათობაც დიდია.
მანამ კი, ჩემი ძველი ''ამიგო''იყოს აქ santa


ამიგო!

ამიგო, იქნებ, შენ გამიგო_
სული თანდაყოლილ სენივით
რომ დამაქვს, რომელ გზით წავიღო
უსიტყვოდ, ნეტავ სად შველიან...

მაწუხებს ტკივილი, მამძიმებს,
ლექსები კი, თითქოს, მღერიან,
შენთან არ მაბრკოლებს მანძილი,
და არც ამ სიშიშვლის მრცხვენია.

ხომ იცი, ამიგო, ძნელია,
უკვე მერამდენედ დავცინი
ჩემნაირს, საჩემოს, ჩემიანს,
ვბარბაცებ ნასვამი კაცივით.

მომბეზრდა ფუჭი სიამაყეც,
და ეს თავმდაბლობაც ნამდვილი,
სიყალბის მარწუხებს დავათრევ,
ოცნებას ვეღარ ვიადვილებ.

ახლა ერთგულება ძვირია,
მე კი მოლოდინით ვმთავრდები,
დამეწყრილ დალალებს სცვივიან
ყრმობისას ჩაწნული ვარდები.

რამდენი ცოდვა მაქვს სათქმელი,
შენგან კი შენდობას არ ვითხოვ,
სანამ სამსჯავროზე წარვსდგები,
უბრალოდ, გამიგე,
ამიგო!
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Mon Jan 12, 2009 6:10 pm

დააჭაშნიკე

სკივრში ჩატეული სურვილების მიღმა
ურჩი ქარიშხლების მელოდია მესმის,
გაუსაძლისია ტკივილების სიღრმე,
როგორც პოეტური ფეერიის მსგეფსი.

სულის ფარღალალებს სტრიქონებით ვკემსავ,
შუბლზე შემოგაწნავ ზეთისხილის რტოებს,
ხიბლი სხვაგვარი აქვს უკვდავებას შენთან,
და შენს სიახლოვეს მე სიკვდილიც მტოვებს.

ზეცა მოღრუბლისფრო ნარჩენია თითბრის,
თოვლის ბაბუების სეზონია ახლა,
ზოგჯერ ჩვეულებაც უჩვეულოდ ითქმის,
ადამიანობას მარტოობა ახლავს.

ვიცი უშენობა ამ სტროფებსაც შეშლის,
დღეს ხომ მარტივია გაგიჟება სიტყვით,
ჩემში მონატრებას რომ გაუდგამს ფესვი,
ალბათ, საბაბია უთავბოლო სივრცის.

ნისლავს შემოდგომას ზამთრისფერი გემი,
ფიფქებს თეთრი ღვინის არომატი ერთვის,
დააჭაშნიკე და შეიგრძენი გემო
ამ სულ ხუთიოდე სტროფიანი ლექსის.

santa
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri Jan 30, 2009 1:16 pm

Sagrada...(ალიბი)

ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა,
ბაგეთა სიშიშვლეს ვერაფრით ვიოკებ,
სიცოცხლე იმ დიდი ვნებისაც დამთავრდა,
თავისდაკარგვამდე ბგერა ზრდის იოგებს.

ვყოვნდები. რამდენი დამრჩა უსათუოდ
სათქმელი. და მაინც წასვლა ვამჯობინე...
ბორგავს დედამიწა საბრალო სასტუმრო
ცოდვების. ბოლოჯერ ვაცილებ ჯებირებს

სულს. თან მსდევს სახეზე ორმაგი პროფილი,
უკან კი ქუჩაა დამყოლი ქალივით
ფეხქვეშგაგებული. სიგიჟე ყოფილა
ეძებო, იმის რომ გიყვარდა, ალიბი.

ნაკლი გაქვს, შენც ალბათ, ოდენა იოტის,
მე თვალებს ლოდინის დოზებით ვაოსებ,
თან ვხატავ სტრიქონებს მოდურს და პოეტურს,
აქ ყველა პაუზას შორის ქაოსია.

მოღოღავს ტრამვაი, მართკუთხა სიკვდილი,
ქალაქის არც ისე ქარიან ამინდში,
და ახლა საშინლად მჭირდება სიმშვიდე,
პირიქით,- აღარ მსურს სიმშვიდე, გამიშვი.

ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა...
ღამეა, ლამპიონს სევდა სდის ლანდივით,
მომყვება ლექსებში ნებითად Sagrada,
იქნება ეს წასვლა ყველაზე ნამდვილი.

ესეც მესამე. მოვაცუნცულე თქვენთან Very Happy flower
Back to top Go down
View user profile
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Mon Feb 02, 2009 7:07 pm

ქალი რომ ვიყო...

ლექსის წერა რომ შემიძლია, ალბათ, მადლია
სიგიჟისზღვარსმიახლებული ჩემი სულისთვის,
რომ ვეღარ ვწერდე, გავხდებოდი ახლა ნამდვილად,
უპატიებელცოდვის კიდევ ერთი ტურისტი.

ჩემი სიჩუმე ზოგს ჰგონია მგონი ადვილი,
თუმცა არ ვყვირი, დაუწყვეტლად ვკარგავ იოგებს,
გდია საღამოს სარეცელზე ბოლო მანდილი
და მზეს ფერი აქვს მოუკბეჩავ კარალიოკის.

შორი-ახლო კი გაზაფხულმა მოინადირა
და თავის ხმაზე აამღერა კიდეც გულები,
ქალი რომ ვიყო, უთავბოლო ბოდვის მაგივრად,
ავდგებოდი და სიკვდილამდე გიერთგულებდი.

მაგრამ, სხვა ელდა დასცემია არგახუნებულ,
დროებითობამობეზრებულ სწრაფვას პოეტთა,
და მეც ყველაფერ ხორციელის ათვალწუნებით,
არსებულს მიღმა გადავწყვიტე გაფართოვება.

ჰოდა, თუ გინდათ არც გჯეროდეთ, მაგრამ ფაქტია,
გაგიჟებიდან ჩემამდეა ახლა ნაბიჯი,
ლექსის წერა რომ შემიძლია მართლა მადლია,
თუ მხოლოდ თავისმოტყუება, ეგ აღარ ვიცი...


არ ვიცი ვის რა აზრი აქვს ამ ლექზე, ცუნცულ, (ესეც ახალი სახელი! Smile) მაგრამ ჩემთვის გამორჩეულად ლამაზი ლექსია.გამორჩეულებში გამოსარჩევი! sunny


Last edited by nukri bereTeli on Mon Mar 30, 2009 2:20 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Feb 05, 2009 9:28 pm

tea teaa Smile

gaminatda guli megobaro..
Smile
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Feb 05, 2009 9:33 pm

ჩემი პოეტი

ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი,
დარდებთან ერთად ჩემსავით,
ან სულაც, სულ მარტო...
ფიქრითფანჯარასმიყრდნობილი,
მზერის ზმორებით,
ზეცის სარკმელთან მიახლებას უგონოდ ნატრობს.

ხორხში მიბჯენილ ბგერის ღმუილს
სიმივით ჭიმავს,
ნაოჭებს ტვიფრავს ხელისგულზე და მელანს ადნობს,
ცხადს აღარ ჰქვია მისთვის ცხადი,
სიზმარი - სიზმარს,
ბედნიერებაც მოპოვების ჟინია მარტო.

ამაოების მობეზრებულ მიეთმოეთში
მე უგზოობის წამებს ვითვლი,
პეშვში ნაგროვებს...
ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი,
და კალმის ჩრდილქვეშ ეგუება ჩვენს სიმარტოვეს.


flower
მიყვარს ეს ისევე, როგორც ბევრი...
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sun Feb 15, 2009 11:32 am

Sagrada (...ადიოს!)

ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა,
ძირს გდია ქუჩა, რომ მომსდევდა ფეხდაფეხ,
გიყვები შეწყვეტილ სიზმრებზე უსიტყვოდ,
და გაუთენებლ ღამეთა შესახებ.

მზე ფერიცვალების სამოსს ჰგავს საკრალურს,
მისქვეშ მოღრუბლისფრო ღმუიან ბელტები,
ოჯახის სიწმინდეს ღაღადებს Sagrada,
მე ასე უშნოდ და უნდილად ვბერდები.

რთულია გარდაცვლა. და მაინდამაინც
ვერავინ შემატყობს სახეზე ქარიშხლებს,
ვიპოვე სიკვდილის შიშების წამალი,
იმ დღიდან, როდესაც გიხილე... კაეშნით,

ნატერფალს გავყვები შიშველი გაუდის,
არაცნობიერი ღვივდება ლანდები,
გულის ყველა კედელს ზანზარი გაუდის,
ქალაქის კარიბჭის კიდესთან ვთავდები.

ცა მელნად იღვრება ქაღალდის ტილოზე,
სიშორის სიძველის სუნი აქვთ შენობებს,
რა რჩება მეტი სხვა… ტაძარი, ილოცე,
ითხოვე შეშლილი სულისთვის შენდობა.

ლექსს ახლავს ნახატი განცდების მისტიკა,
ცოდვებს არ ითვლიან… ღმერთმა მაპატიოს.
ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა,
ვტოვებ და მივდივარ შენგანაც… ადიოს.



ესეც მეოთხე ლექსი ''ბარსელონიდან''flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sun Feb 15, 2009 12:16 pm

თეა, მიჰყევი ამ ”ბარსელონას ციკლს” - მაგარი რამე გამოგდის...

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Thu Feb 19, 2009 9:22 pm

გმადლობთ, ბატონო მიხო!
გაგრძელდება, ალბათ, და ვნახოთ რა გამოვა!

გაიხარეთ! flower
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sat Feb 28, 2009 1:24 pm

Flamenco

შენ ხატავ, ფერებით ვან გოგის,
მზის ჩასვლის წინ ზღვების ნაპირებს,
ფუნჯით პეიზაჟებს აბოდებ,
და მაინც ვერაფრით მაკვირვებ.

გიწვავს ხელისგულებს გიტარა,
წყურვილებჩაუმცხრალს, გალეშილს,
ბოშა ვარ, მაცდური ხიტანა,
ვმკითხაობ თვალებით თვალებში.

გზას სული ელევა ლოდინში,
უჭერს ტროტუარი მარწუხებს,
არასდროს მექნება _ ბოდიში,
შენი მარტოობის პასუხად.

უნდა მოგიძულო საერთოდ,
თუნდაც გიწყევლია თავბედი,
მე ვცეკვავ სიკვდილთან Flamenco-ს,
და არ მიწერია დავბერდე.

geek
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sat Feb 28, 2009 2:21 pm

ძალიან ნიჭიერი,ჭკვიანი გოგონა.არაჩვეულებრივი ადამიანი,კეთილშობილი,ძალიან სუფთა და არანორმალურად ,უსაშველოდ ლამაზი.
sunny მოგეფერე აქ და გავედი.
ესთეტიკური სიამოვნებაა თეაკო შენი ლექსების კითხვა და უბრალოდ შენი ყურება.
თეამო და პოეთეა დაარქვეს მეგობრებმა.თაბაგარი,რომელიც შეუძლებელია ძალიან არ გიყვარდეს და არ დააფასო.
flower
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sat Feb 28, 2009 2:22 pm

და მეშინია

ახლა მე ვიცი, რომ იქ, სადღაც, ჩემი სახლია,
და მოლოდინის ლოდი ადევს შეჭირხლულ მზერას,
იმ სახლის მიღმა ხეივნები თვალებს დახრიან,
ყველა სეზონი უდროობად გადაიქცევა.

შეშლილი ქვები გაწელილ გზებს თავებს ახლიან,
სისულელეა სადმე წასვლაც, როგორც დარჩენა,
ყოველი ლექსი, დაწერილი, უკვე ფაქტია,
და ყველა ფაქტი სიკვდილია, ან გადარჩენა.

აღმოსავლეთი დამესიზმრა დილაადრიან,
მერე, საღამო უკანასკნელ მზის სხივს მაჩვევდა,
სანამ საათი ღამისთევის მისავათდება,
მე გარდაუვალ მარტოობას ვსწავლობ ფანჯრებთან.

და ისიც ვიცი, უძილობა ისე ''ნაგლია'',
რომ ჩემს საწოლთან ფესვს გაიდგამს, ფერხთით გაწვება,
სასაცილოა... როცა განცდა ასე ნაღდია,
თვითირონით მეუფლება მე აღტაცება.

მებაჟეები შავით თეთრზე საზღვრებს წაშლიან,
ტოტებზე მიმხრჩვალს აღმოხდება ნიავს ვაება,
ახლა მე ვიცი, რომ იქ, სადღაც, ჩემი სახლია,
და მეშინია... და არ მინდა მე უკვდავება.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sun Mar 01, 2009 12:55 pm

ძალიან სუფთა ხარ და კეთილშობილი და შურით დაიხრჩობა ის -ვისი ზნეობრივი პრინციპები და ცხოვრების გზა ძალიან ულამაზოა და უღირსი.
ძალიან ნიჭიერი ხარ და შურიით დაიხრჩობა ადამიანი-ვისაც მხოლოდ დემაგოგობა და სიტყვებით მანიპულაცია შეუძლია და თავის პროფესიაში ერთი საგაზეთო სტატიაც არ აქვს დაწერილი.
ულამაზესი ხარ და შურით დაიხრჩობა - სულით მახინჯი .
''პადნოჯკი სტავიატ კარლიკი,ეტა იხ ურავენ''.ეს ცნობილი სიტყვების ავტორი არ მახსოვს.
ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის დაგიცავ.
სულით და ხორცით სრულქმნილი ხარ თე,ახარებ თვალს და გულს და რა გასაკვირია რომ დამახინჯებული ცნობიერების ,აზრის და სულიერების ადამიანი შურით ივსება,როცა შენს სულიერ და ფიზიკურ სილამაზეს ხედავს.
ბევრი იქნება ასეთი .მაგრამ შენ მაგარი გოგო ხარ და ამ ძალიან სასაცილო და სულით ''დამპალ'' ადამიანებს...თავისი მიეზღვებათ თე.
ძალიან სასაცილო და შესაბრალისები არიან ისინი.ჩემი გოგო.მოგეფერე.


Last edited by nini on Sun Mar 01, 2009 8:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Sun Mar 01, 2009 4:29 pm

ვაი... ნინ, არ ვიცი, რა ვთქვა... მადლობა ამ სიტყვებითვის. არ ვიმსახურებ, მაგრამ მაინც...


გროტესკი

წვანან თოლიები
ფერთა სილურჯეში,
დაისისფერია
სივრცის სიმარტოვე,
ზღვა კი უმზეობის
განცდით ირუჯება,
ტალღებზე ქაფიან
სითეთრეს ათოვებს.

ცის ქვეცნობიერი
მზერით ვიზომები
ნაირსახეობა
უბრალო მელექსის,
ჰორიზონტალური
კვებავს სტრიქონები
ლექსს,
კაცობრიობის
უბადლო ელექსირს.

მთვარე ნახატია
თითქოს
გროტესკული,
გაუაზრებლად რომ
გასჩრია ხეივანს,
ჩემი არსებობა
მხოლოდ
პროტესტია
სიკვდილის მიმართ
და პირიქით...
დღეიდან.
Back to top Go down
View user profile
lela



Female
Number of posts : 13
Age : 51
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია
Humor : მოშაირე ვარ
Registration date : 02.03.09

PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Mon Mar 02, 2009 4:29 pm

I love you
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=100
Guest
Guest



PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Mon Mar 09, 2009 4:23 pm

Arrow

სიგიჟე _ კორიდა!

სიგიჟე _ კორიდა...
სისხლივით წითელი
ჟინია თვალებში, უშიშრად სიკვდილის,
დღეს ისე მომინდა,
პირღია ზვირთებში,
ჩემით დავუოკო მლაშე ზღვას შიმშილი.

სიგიჟე _ კორიდა...
მეც, როგორც მატადორს,
სრულებით აღარ მაქვს უმიზნო წადილი,
ლოდინის ომით და
ქაოსით გათანგულ
საკუთარ ნერვებზეც უგულოდ გავივლი.

სიგიჟე _ კორიდა...
ჯიუტი ქიშპია
დაშრეტილ ძარღვებში, შეშლის და არშეშლის,
დღის ბოლოს ორივე
გავდივართ ბრძოლიდან,
სხეულებს მტკივნეულს აღარ ვგრძნობთ არცერთი.

და მერე, ღამეში
ჩემივე შიშველი
სულის სილუეტის წინაშე დარჩენილს,
ყიჟინით მეძახის
კორიდა ისევ იქ,
სადაც ჩვენ ერთმანეთს ჭიდილით ვავსებდით...


cyclops
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Fri Mar 13, 2009 4:11 pm

On Thu, 3/12/09, Mikho Mosulishvili <აქ მეილი წერია> wrote:

From: Mikho Mosulishvili <აქაც მეილი წერია>
Subject: Re:
To: "Tea Tabagari" <აქაც მეილია>
Date: Thursday, March 12, 2009, 3:05 PM

თეა, მომივიდა შენი ლექსები და სურათები.
დიდი მადლობა.
მე ვფიქრობ, ”ბარსელონას ციკლს” უნდა ერქვას ასე - ”და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით” (ბარსელონას ციკლი) - ამას რომ დაარქმევ, თეა, მერე რაც ამ ციკლში შედის, უნდა ნომრები დააწერო სათაურების წინ - ეს ნიშნავს, რომ ესენი იმ ციკლის ლექსებია.
აი, ნახე, როგორ გავამზადე სანათას ”ნისლების ციკლი”.
მოდი, შენც ასე დააწყე ეს ბარსელონას ციკლის ლექსები და ისე გამომიგზავნე. ამას მეც გავაკეთებდი, მაგრამ მინდა, რომ შენ განალაგო შენი შეხედულებით...
მე მგონი, ძალიან საინტერესო ციკლი გამოდის...

მიხო

Arrow

On Thu, Mar 12, 2009 at 5:34 PM, Tea Tabagari <აქაც მეილი> wrote:

მიხო ბატონო, ვნახე სანათას ''ნისლების ციკლი'' და ძალიანაც მომეწონა.
ჩემი ''ბარსელონებიც'' იგივენაირად დავალაგე, დაწერის თარიღების თანმიმდევრობით, და შინაარსობრივადაც ლოგიკურად გამოდის ასე.

მადლობა თქვენ!

Arrow

თეა თაბაგარი

და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით
(ბარსელონას ციკლი)


1 . Sagrada Familia
(ბარსელონა)


მე წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,
შენობებს შვენიან ნატიფი ნაკვთები,
ვიგრძნობ, რომ შეგრძნებებს ვეღარ ვეურჩები
და აქაც ძალიან მცირე ხნით დავრჩები.

რომ ისევ გაქცევით ვუწამლო სიგიჟეს,
ნატვრებს მონატრებით პირთამდე აღსავსეს...
ოცნების მწვერვალთან ხოხვით რომ მივიდე,
წყურვილით აზრდამშრალს ხმასაც კი არ გაგცემ.

ჩავუვლი გაუდის ტალღოვან აივნებს,
იქ, სადღაც, ჯერ კიდევ პირველმა ტრამვაიმ
ფეხქვეშ მოიყოლა მხატვარი და იმ დღეს
მის სულში ჩაშენდა ქალაქი-ზღაპარი.

მეც წავალ, არ ვიცი საით ან როდემდე,
თუკი ''ოჯახური სიწმინდის ტაძარიც''
ვერ შემაძლებინებს უჩინრად მოგდევდე
ჩემსავით ამაყს და ნისლმძიმეს მთასავით.

დავკოცნი ყველა ფერს, ზურმუხტებს, ნარინჯებს,
ქვადქცეულ სახეებს გავათბობ მზერებით,
ზურგსუკან დავტოვებ ნატყვიარ ნაბიჯებს,
სულს, ვერც რომ ველევი და ვეღარც ვერევი.

და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,
რელსებზე მოხუცის ლანდს თუ შევეყარე,
ალბათ, მეც ტრამვაის ვერ გადავურჩები,
და იმ დღეს მიხვდები შენც... როგორ მიყვარდი.


2. Sagrada, barca და… მე ისევ არსად ვარ

მე ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
დაუმშვიდობებლად მივდივარ ჩვეულად,
უკან დაბრუნებას ვიცი, რომ ვერ შევძლებ.

ასფალტზე ჩრდილები წაშლიათ ნაბიჯებს,
წასვლა რა ძნელია, შენც ხვდები მშვენივრად,
ქარი ლამისაა სიცილით ჩაბჟირდეს,
ჰგონია, ვთამაშობ და მაინც შენი ვარ.

წარსულის ეპიზოდს ჩამოჰგავს საგრადა
გამოქანდაკებულს მზერით მომავლიდან,
ამ მოშიებული თვალებით დაგხატავ
ფართო გასაყართან ქუჩების, თავიდან.

გავიდა შიშველი ვნებები, გათავდა,
მათი გახსენებაც მზარავს და არ მინდა,
ოცნების ქალაქი უფიფქოდ გათოვდა,
მელანქოლიურad ვიქეცი, ამინდად.

ღელავს შენობებზე თაღების ბოჰემა,
სუნთქვაშეკრულია ფერადი ჩუქურთმა,
შენგან განსხვავებით ჩემში ვერ მოხერხდა
უკვდავი გრძნობების დევნა და უკუთქმა.

და ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
ფიქრები ვაქციე კალმად და რვეულად,
მერე, _ მთვარეულმა, გაგცვალე ლექსებზე.


3. Sagrada...(ალიბი)

ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა,
ბაგეთა სიშიშვლეს ვერაფრით ვიოკებ,
სიცოცხლე იმ დიდი ვნებისაც დამთავრდა,
თავისდაკარგვამდე ბგერა ზრდის იოგებს.

ვყოვნდები. რამდენი დამრჩა უსათუოდ
სათქმელი. და მაინც წასვლა ვამჯობინე...
ბორგავს დედამიწა _ საბრალო სასტუმრო
ცოდვების. ბოლოჯერ ვაცილებ ჯებირებს

სულს. თან მსდევს სახეზე ორმაგი პროფილი,
უკან კი ქუჩაა დამყოლი ქალივით
ფეხქვეშგაგებული. სიგიჟე ყოფილა
ეძებო, იმის რომ გიყვარდა, ალიბი.

ნაკლი გაქვს შენც, ალბათ, ოდენა იოტის,
მე თვალებს ლოდინის დოზებით ვაოსებ,
თან ვხატავ სტრიქონებს მოდურს და პოეტურს,
აქ ყველა პაუზას შორის ქაოსია.

მოღოღავს ტრამვაი, მართკუთხა სიკვდილი,
ქალაქის არც ისე ქარიან ამინდში,
და ახლა საშინლად მჭირდება სიმშვიდე,
პირიქით,- აღარ მსურს სიმშვიდე, გამიშვი.

ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა...
ღამეა, ლამპიონს სევდა სდის ლანდივით,
მომყვება ლექსებში ნებითად Sagrada,
იქნება ეს წასვლა ყველაზე ნამდვილი.



4. Sagrada (...ადიოს!)

ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა,
ძირს გდია ქუჩა, რომ მომსდევდა ფეხდაფეხ,
გიყვები შეწყვეტილ სიზმრებზე უსიტყვოდ,
და გაუთენებლ ღამეთა შესახებ.

მზე ფერიცვალების სამოსს ჰგავს საკრალურს,
მისქვეშ მოღრუბლისფრო ღმუიან ბელტები,
ოჯახის სიწმინდეს ღაღადებს Sagrada,
მე ასე უშნოდ და უნდილად ვბერდები.

რთულია გარდაცვლა. და მაინდამაინც
ვერავინ შემატყობს სახეზე ქარიშხლებს,
ვიპოვე სიკვდილის შიშების წამალი,
იმ დღიდან, როდესაც გიხილე... კაეშნით,

ნატერფალს გავყვები შიშველი გაუდის,
არაცნობიერი ღვივდება ლანდები,
გულის ყველა კედელს ზანზარი გაუდის,
ქალაქის კარიბჭის კიდესთან ვთავდები.

ცა მელნად იღვრება ქაღალდის ტილოზე,
სიშორის სიძველის სუნი აქვთ შენობებს,
რა რჩება მეტი სხვა… ტაძარი, ილოცე,
ითხოვე შეშლილი სულისთვის შენდობა.

ლექსს ახლავს ნახატი განცდების მისტიკა,
ცოდვებს არ ითვლიან… ღმერთმა მაპატიოს.
ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა,
ვტოვებ და მივდივარ შენგანაც… ადიოს.

sunny

მე მგონი, კარგი ციკლი გამოვიდა...
თან, რაც მთავარია - ”თეათაბაგრულია”!..

Wink


Last edited by ბობო on Fri Mar 13, 2009 5:14 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: თეა თაბაგარი   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
თეა თაბაგარი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: