არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რა არის თქვენთვის პოეზია?

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: რა არის თქვენთვის პოეზია?   Thu Feb 19, 2009 4:04 pm

ნინი -

როცა ლექსს ვკითხულობ, უნდა მარტო ვიყო. გამოთიშული რეალობას და დარჩენილი მარტო საკუთარ თავთან. ლექსის კითხვა რაღაც მაგიური რიტუალივითაა ჩემთვის. რაღაც საკულტო პროცესივით. მე არ მიყვარს, როცა ლექსს ხმამაღლა კითხულობენ, არ დავდივარ ჩემი მეგობრების, საკმაოდ ცნობილი პოეტების საღამოზე. მოკლედ, ლექსის დეკლამაციას ვერ ვიტან.

ლექსის კითხვა ჩემთვის ჰგავს ლოცვის რიტუალს. თითქოს შევდივარ სხვა ადამიანის ღვთის სახლში და იქ სიჩუმის და მოწიწების აუხსნელი გრძნობა მიპყრობს ხოლმე.
ლექსის კითხვისას ხდება სულიერი და გონების ძაფებით ლექსთან (და აქდან გამომდინარე ავტორთან) შეხება. ეს შეხება ხან ''ლაითია'', ხან სასიამოვნო, ხან უსიამოვნო, ხან ხდება ასე - შენი სული, თითქოს ლექსის სულს (თუ ავტორისას) ეხება, ზოგჯერ იმდენად დიდია ზემოქმედების ძალა, რომ ლექსი შენში რჩება, ჩაგეზრდება, ჩაგეხორცება.
მკითხველსა და პოეტს შორის კონტაქტი ხდება ამ ლექსით.
ლექსის კითხვა კიდევ ჩემთვის არის, დაახლოებით აი, რა - საკულტო მსახურს, ქურუმს(ავტორს) შევყავარ თავის საკულტო რიტუალის პროცესში - ლექსში.

ბობო, იქნებ შენ დასვა ასეთი კითხვა - რას გრძნობ ლექსის კითხვისას. აქ ცნობილი ლიტერატორები ხართ, მაინტერესებს თქვენი აზრები. ლექსის კითხვა, უფრო სწორად შეფასება თქვენი საქმეა. იცი, არ მშურს ადამიანის, რომლის საქმე ლექსის ანალიზი და შეფასებაა. ვფიქრობ, რომ ის რაღაც დიდს კარგავს ამით, ჩემთან, უბრალო მკითხველთან შედარებით.
რას ფიქრობ ამაზე?

რა არის თქვენთვის:
1. ლექსი,
2. ლექსის კითხვა და
3. ზოგადად პოეზია?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Thu Feb 19, 2009 5:04 pm

რას ფიქრობ ამაზეო? - რაც ამ შეკითხვის ზემოთ დაწერე, შენი, როგორც მკითხველის მიმართებაა ლექსთან.

ამ დროს ლექსები სხვადასხვანაირია.
არის ლექსები, რომ არ უყვართ ესტრადა და მკითხველთან მარტო დარჩენას ითხოვენ.
დავით გურამიშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი არიან ასეთები.

და არის ლექსები, სადმე დიდ ალიაქოთში წაგაკითხებს თავს, მერე აგედევნება და თავს აღარ დაგანებებს. ეგეთი ლექსები დამპყრობლები არიან და სადაც გინდა იყვნენ, სულ ცდილობენ ადამიანთა გულები მოინადირონ.

”რა ვქნაის” ციხე

”რა ვქნაის” ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა.
საიქიოდან მოიდენ
იმ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ უპოვნეს ძალადა,
მემრე თქვეს - ჟამ რო მუალის,
კარ გაიღების თავადა.


ეს ნაჭედი ლექსია, სულ ნაპეწკლებს ისვრის და სადაც გინდა, იქ წაიკითხე - თან წაგყვება. მე თან დამდევს. ძაან რო გამჭირვებია, იქ წამომგონებია თავისით. გვერდით მყავს სულ, კარგი ძმაკაცივით - ისვრის და ისვრის იმ თავის ნაპერწკლებს, არ უთავდება.

ვაჟა-ფშაველასაც ეგეთი ლექსები აქვს - სულ ნაჭედები, სიტყვა რა არის, სიტყვა არ უწერია შემთხვევით და ისე, რომ - ”მაინც დიდი პოეტია, მოდი, ეს სუსტი ადგილი ვაპატიოთ” - ეს არ ითქმის ვაჟაზე. სუსტი რითმები აქვსო, - დაუჟინია ზოგს, მაგრამ იმას კი ვეღარ ხვდებიან, რატომ დაასუსტა ვაჟამ რითმა. როგორც ტარიელ ხარხელაური მეტყვის ხოლმე, ერთ მთლიან პოეტურ სხეულს ქმნის ვაჟა და რაც მთავარია, ამას კიდევ გია არგანაშვილთან ვლაპარაკობ ხოლმე, ჯანსაღ პოეზიას ქმნის...

ანუ რა მინდა ვთქვა, მე ჯანსაღი პოეზია მიყვარს.

ერთია, როცა კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ააანალიზებს და აფასებს ლექსს - ყველას თავისი მეთოდი აქვს ამ შეფასებისა და ეს მეთოდები სულ იცვლება.

მეორეა, როცა მკითხველი კითხულობს ლექსს და გრძნობს...

არადა, ერთიც საჭიროა და მეორეც.

ისე კი, ნამდვილი შემფასებელი დროა - როცა დამწერი თუ მთქმელი სააქაოს აღარ არის, თუ მაშინაც წაიკითხავენ, ის არის ნამდვილი ლექსი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Sat Feb 21, 2009 1:30 pm

ლექსი უნდა დაიწეროს თუ უნდა ''გაკეტდეს''?
ალბათ მთავარია რეზულტატი ,ანუ კარგი და ღირებული ლექსი მივიღოთ.
ლექსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მხოლოდ განცდილი და აი ამოხეთქა რაღაცამ,დაწერე და სვო.ანუ მხოლოდ აფექტური ერთჯერადი აქტივითSmile
რა თქმა უნდა მერე ხელის შევლება და გარანდვაც უნდა.
თუ ადამიანი ნიჭიერია ეს ლექსის დაწერის პროცესში თავისდათად ,ავტომატურად ,ინსტიქტურად ხდება,შინაგანი ცენზორი,გემოვნებიანი შინაგანი ფილტრი გონებაშივე უკეთებს''შალაშინს'' ლექსს,აცლის ზედმეტს ასე ვთქვათ და ის უკვე ქაღალდის ფურცელზე ქვეცნობიერად და გონებაში ''დამუშავებული'' ''მოდის''
ლექსის ''დავარცხნა'' და სრულყოფა საჭიროა რაღაც დოზით, მაგრამ ეს ზოგჯერ მარაზმამდე მიდის და ვიღებთ ძალიან ხელოვნურ ლექსს,რომელსიც სასაცილომდე ხელოვნურია ხოლმე.Smile
ძაlიან ''გადახარშული ''ლექსებია ხოლმე და ''ჩალის'' გემო აქვთSmile
ასევე კეისარს კეისრისაო.Smileარიან ნიჭიერი ადამიანები,რომლებიც ყოველგვარი ემოციის გარეშე,უბრალოდ ცივი გონებით ქმნიან და ''აკეთებენ'' ლექსს.კარგად და ნიჭიერად.და კარგი ხარისხის ლექსები გამოსდით, მათთან საპრეტენზიო,როგორც მკითხველს არ მაქვს.
არის პოეტური სიმულაციები,პოეტური სამკაულები..მე მიყვარს ნიჭიერი ადამიანები,რომლებიც ''ეთამაშებიან'' მკითხველს,იწვევენSmile
ეს სიმულაცია ხშირად იმდენად ხარისხიანია ,რომ ვერასდროს მიხვდები .ხანდახან კი ნიჭიერი ავტორი ტოვებს სპეციალურად კვალს,რომ მიხვდე რომ ეს სიმულაციაა..და ხდება იმპულსების გაცვლა მკითხველსა და ავტორს შორის.ანუ სხვადასხვა სანალებლებით გაძლევს განსხვავებულ ''გემოს'', არომატს Smileოღონდ ისე რომ შეგიძლია გამოარჩიო ზუსტად რომელი ''სანელებელი'' აქვს ,ან რომელმა სანელებელმა მოგცა განსხვავებული და კარგი ''გემო'',ან ისე ოსტატურად აკეტებს ამ ''სანეlებლებს''-პოეტურ მისტიფიკაციას,სამკაულებს,რომ აბსოლუტურად მზა,ერთიან და ორგანულ პროდუქტს იღებ და სულ ''გკიდია'' რა ინგრედიენტებითაა''გაკეთებული'',არაჩვეულებრივი''გემო'' აქვს და ''ასწორებს'' და ეს სრულიად საკმარისიაSmile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Sat Feb 21, 2009 1:43 pm

ლექსის გაკეთებაზე და ხელონურად მშობიარობაზე.
მოცეკვავე ავიღოთ,მხოლოდ სუფთა და უზადო ტექნიკასთან და შესრულების მანერასთან ერთად ,აუცილებლად უნდა ჩადოს მან ცეკვაში ემოცია.მე ასე მგონია.მაყურებელი ეგრევე გრძნობს ფალშს.ავტომატურამდე მისულ და დხვეწილ ილეთებს სული უნდათ!
აი,მომღერალი,იგიგე აქაც.
მსახიობი. .როცა თამაშობ დავუშვათ შვილის სიკვდილს,იმ წუტში1.შენ უნდა დააჯერო თავი და შენ უკვე კი აღარ თამაშობ,შენ გჯერა ამისი და გულწრფელად განიცდი ,ანუ შენს ნამდვილ ემოციებს აჩვენებ უბრალოდ, შენ ხომ აბსოლუტურად გჯერა,რომ შვილი მართლა მოგიკვდა.
და 2.შენ ამის სრულიად არ გჯერა,არ განიცდი,უბრალოდ პრაპუსკაეშ მიმა სებია და ისე თამაშობ,მაგრამ თამაშობ ისე,რომ შენი მაყურებელს სჯერა!

კი მე არ მიყვარს გაკეთებული ლექსები,მაგრამ თუ ამ ლექსს წარმოვიდგენ,როგორც ამ მეორე მსხიობს,უნდა ვაღიარო რომ ჩემთვის მსხიობური ოსტატობა ამ მეორე ვარიანტს მეტად აქვს.
რას ფიქრობთ,ამაზე?
საკუთარ თავთან მოვდივარ,წინააღმდეგობაშიSad
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Sat Feb 21, 2009 2:05 pm

ნინი, ”შაირობა ძველთაგანვე სიბრძნისაა ერთი დარგი/ საღმრთო, საღმრთოდ მოსასმენი/ მსმენელთათვის დიდად მარგი”.

შაირობა ”საღმრთოა” - ღმერთი გაძლევს შაირის, ლექსის თქმის ნიჭს. თავად ათქმევინებს ეგეთი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს ლექსებს.

და აკეთონ რამდენიც უნდათ, - სიყალბეს ეგრევე დაიჭერს მსმენელი თუ მკითხველი.

მე გაუკეთებელი ლექსი მიყვარს - მარტო ეს არის ნამდვილი პოეზია.

მსახიობის თამაშის ორი მანერის შედარება ლექსის გაკეთება-გაუკეთებლობასთან არ შეიძლება.
თეატრი სხვაა.
იქ თამაშის მანერაა ორნაირი: როცა რამაზ ჩხიკვაძე არ განიცდის და ისე გაჯერებს, და როცა ნოდარ მგალობლიშვილი განიცდის და ეგრე გაჯერებს.

პოეზია თეატრი არ არის და რაც არ უნდა ეთამაშოს პოეტი მკითხველს, თუ საღმრთო ნიჭი არა აქვს, დამთავრებულია იმისი პოეტობა - ჩემთვის ეგრეა და სხვისი არ ვიცი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Sat Feb 21, 2009 2:08 pm

ბობომ დამიწერა,რომ როცა ვკითხულობთ ნაწარმოებს''ვაცოცხლებთ''.იცო,ბობო ამ ხელოვნურად მომწიფებულ და გაკეთებულ,თუნდაც ძალიან ღირებულ ლექსზე ან პროზაზე,რას ვფიქორობ ?
იმისთვის,რომ გაცოცხლდეს ავტორმა სულის ნაწილი უნდა ჩადოს,უფრო სწორად დატოვოს მასში.მხოლოდ მაშინ შეგიზლია'რომ''გააცოცხლო'' წაკითხვით.
გაკეთებულ,ნაწვალევ,''ნაჩალიჩარ'' ლექსში გონება არის და დიდი დოზით,აი სული კი...
და მკვდარია ასეთი,თუნდაც ძალიან დიდი ლიტერატურული ღირებულების მქონე ლექსი,ბობო.
ქაღალდის თეთრ ფურცელზე შენი სული თუ არ დატოვე,რაც არ უნდა მაღალი სულიერების,ან ზოგადსაკაციობრიო სიბრძნით დახუნძლული ნაწერი არ ''გააკეთო'' და''შემქნა'' ის უსულო იქნება,ბობო.
და რაც არ უნდ ავტორიტეტები,ციტატები და ლექსმთხზველობის პროფესორებმა არ უნდა მიმტკიცონ საპირისპირო,მე მართალი ვარ!
და ასე მგონია,ბობოც ამ აზრის არის.
ნეტავ რას ფიქრობენ,ამაზე ბობო,შენი აქაური მეგობრები?


Last edited by nini on Sat Feb 21, 2009 2:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Sat Feb 21, 2009 2:12 pm

წინა პოსტს ვკრიბავდი და გიპასუხია.
დარწმუნებული ვიყავი,რომ ასე მიპასუხებდი.

რატომ ეშინიათ ამის თქმა,ბობო სხვა ლიტერატორებს?
აქ არა,ზოგადად ამ ტენდიციაზე?რატომ არ ლაპარაკობენ? ამ მგონის საქართველოში''გაკეთებული'' ლექსი უფრო მეტი იწერება უკვე,ვიდრე ნამდვილი,''რომელიც გულს მოსწყდა და ლექსად დაიღვარა''
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Sat Feb 21, 2009 2:26 pm

nini wrote:
წინა პოსტს ვკრიბავდი და გიპასუხია.
დარწმუნებული ვიყავი,რომ ასე მიპასუხებდი.

რატომ ეშინიათ ამის თქმა,ბობო სხვა ლიტერატორებს?
აქ არა,ზოგადად ამ ტენდიციაზე?რატომ არ ლაპარაკობენ? ამ მგონის საქართველოში''გაკეთებული'' ლექსი უფრო მეტი იწერება უკვე,ვიდრე ნამდვილი,''რომელიც გულს მოსწყდა და ლექსად დაიღვარა''

Arrow

ნინი, ჩვენ ხომ ვთქვით, რომ დროა ყველაზე უკეთესი მსაჯული - გაკეთებულ ლექსს დაივიწყებს და აღარ მოიგონებს. მარტო ნამდვილ ლექსებს შემოინახავს ხოლმე, სადაც სულია ჩადებული...

თავად ლექსის მკეთებელმა ყველაზე კარგად იცის, რომ მკეთებელია. არავის თქმა არ სჭირდება, ისედაც მშვენივრად იცის...

გაკეთებული ლექსი ყველა დროში ბევრი იყო, ახლაც ეგრეა. მაგრამ აბა, გაიხსენე, წინა საუკუნეებიდან თითებზე ჩამოსათვლელი პოეტები გვახსოვს და გვიყვარს დღეს. ეგრე მოხდება მერეც.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Sat Feb 21, 2009 3:07 pm

ეს შეიძლება გადახვევა იყოს პოეზიის თემიდან, მაგრამ ის რასაც ლექსებს ვთხოვთ მე და შენ, ნინი, პროზასაც უნდა ჰქონდეს.

აი, მაგალითად გარუსებული ქართველი, ბორის აკუნინი - იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი.
კაცი იძახის, მწერალი არა ვარ, ბელეტრისტი ვარო. ანუ ”აკეთებს” რომანებს და მდიდრდება...

მე მაგისი სამი რომანი ვთარგმნე - ”აზაზელი”, ”თურქული გამბიტი” და ”ლევიათანი”.
და ისე დავიღალე ამ გაკეთებულის თარგმნით, - როცა უკვე წინასწარ იცი, რა მოხდება და პესონაჟებიც ძალიან იშტამპებიან - რომ თარგმნა აღარ მინდა უკვე, ბოლო რამდენიმე წელია...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გიო
Way at Armury
Way at Armury
avatar

Male
Number of posts : 30
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Thu Mar 26, 2009 11:20 am

პოეზია სიტყვების მაგიაა, სხვა არაფერი... და კარგი მაგი, ან სულაც არქიმაგი მაშინ ხარ, როცა ლექსს კი არა, საქმეს აკეთებ. ამ უკანასკნელში არ ვგულსხმობ ახალი ველოსიპედის გამოგონებას, რამეთუ ის ერთხელ უკვე გამოიგონა დრეიზმა, მაგრამ დრეიზის მერე იყნვნენ მაკმილანი, ტომპსონი, მიშო, ლოუსონი, სტარლი და რა ვიცი კიდევ ვინ არ იყო... ზოგმა პედდლები მიამატა, ზოგმა - სამუხრუჭე მოწყობილობა, ზოგმა - ის, ზოგმა - ეს და საბოლოო ჯამში მივიღეთ ისეთი ველოსიპედი, რომელიც დრეიზს არც კი დაესიზმრებოდა - ამაზე მაქვს ლაპარაკი... უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კომფორტული პოზაა, როდესაც ავტორი ამბობს, რომ ლექსი ბუნებრივად "მოდის" და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე "მეწერინებაო" და ეს ძალიან კარგი ხერხია იმისათვის, რომ მკითხველის კეთილგანწყობა მოიპოვოს, მაგრამ მთავარი ის კი არ არის თუ რა "მოდის", არამედ ის, თუ რა "გამოდის" და როგორი ხარისხის პროდუქტს ვიღებთ საბოლოო ჯამში, ხოლო იმისათვის, რომ ეს პროდუქტი ვარგისიანი იყოს, დაუღალავი და ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო, მუშაობა არa კონკრეტულ ლექსზე, არამედ ზოგადად - ვერსიფიკაციაზე. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ დღესდღეობით, იმ ავტორეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებიც საკუთარ შემოქმედებას თვითნაბად მარგალიტებად წარმოაჩენენ, საერთოდ არ იცის სიტყვა "ვერსიფიკაციის" მნიშვნელობა, შესაბამისად სიტყვა "მუშაობა"-ს უშუალოდ ლქსზე მუშაობასთან აიგივებენ და ხშირად ერთგვარი ცინიზმითაც კი მოიხსენიებენ მათ, ვინც მართლა მუშაობს და თავისი წვლილი შეაქვს იმ კეთილ საქმეში, რაცას იმ უძველეს ხელოვნების, რომელიც ზემოთ "სიტყვების მაგიით" მოვიხსენიე შენარჩუნება და მუდმივი დახვეწა ჰქვია. ეს არის და ეს...
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
Guest
Guest



PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Thu Mar 26, 2009 12:13 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Thu Mar 26, 2009 1:05 pm

zevsis daqali wrote:
http://lib.ge/body_text.php?6026


მადლობა ზევსის დაქალს რომ ეს "წამაკითხა" ........ არ მქონდა წაკითხული..............

კარდაგ უთქვამს ძალიან ნიშნიანიძეს...

Quote :
".......ვერლიბრზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. რატომღაც ზოგიერთმა ლიტერატორმა მე ვერლიბრის პირველ მტრად გამომაცხადა. ეს უბრალო გაუგებრობაა. ასე რომ იყოს, მე თვითონ აღარ დავწერ თავისუფალ ლექსს.. მე ვებრძვი თავისუფალ ლექსად შემოჩეჩებულ პროზას და პწკარედს, თავისუფალი ლექსი შეიძლება იყოს ვერსფიკაციურად თავისუფალი პირობითობებისაგან, რითმა იქნება ეს, რიტმი თუ მეტრი, მაგრამ არა აზრისაგან და გრძნობისაგან ასეთი ვერლიბრის ნიმუშები ან ტევადი ფორმის გაყალბებაა და დაკნინება. სინამდვილეში თავისუფალი ლექსი რთული პოეტური ინფორმაციის გადმოცემის დიდ საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მას კლასიკურ ლექსთან შედარებით ერთი უპირატესობა გააჩნია: ვერლიბრის სივრცე მოშიშვლებულია და იქ უნიჭობა ვერ დაიმალება, როგორც ეს ხდება ხოლმე კლასიკურ ლექში, სადაც ვირტუოზულ რითმებს, მელოდიკას, ტექნიკურ ილეთებსა და რიტმულ ექსპრესიას ზოგჯერ მოხერხებულადაა ამოფარებული უნიჭობა. ჩემთვის გულსატკენი ის გახლავთ, რომ ვერლიბრს ხშირად ისეთ ავტორები მიმართავენ, რომლებსაც, უბრალოდ, არც ოსტატობა და არც სულიერი ენერგია არ ყოფნით სტრიქონების გასარითმავად, ისე, რომ ლექს უნებრიობა არ დაუკარგო. ასეთ ავტორებს ჩვეულებრივ განსაკუთრებული არაფერი აქვთ სათქმელი, მათი თავისუფალი ლექსი ჩვეულებრივი პროზაა, ოღონდ გრაფიკულად ლექსივით ჩამოწერილია, თანაც ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. ვერლიბრის ტევადობის გასავსებად დიდი აზროვნება, დიდი ნებათაღელვა და სულიერი ენერგიაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უხერხემლო პწკარედად ანდა პროზად აღიქმება"შოთა ნიშნიანიძე

... აქვე კი პატარას მეც ვიტყვი...
ქართული ვერლიბრი..... მე მომწონს ძალიან ბესიკ ხარანაული და სწორედ მისმა შემოქმედებამ შემაყვარა ვერლიბრი... ასევე ჯარჯი ფხოველი, დავით მჭედლური, კობა არაბულის ვერილიბრიც მომწონს ძალიან...... ლია სტურუაც მომწონდა (ახლაც მომწონს) მაგრამ ვფიქრობ დღეს მაია სარიშვილის ვერლიბრი არაფრით ჩამოუვარდება ...... ახლა ასევე ძალიან მომწონს ძვიად რატიანი.....

რაც შეეხება სხვადასხვა ლიტერატურულ პორტალებზე "დადებულ" ვერლიბრებს, მე ვერ აღვიქვამ ვერლიბრად... (უმეტესობას) ... ბასიკ ხარანაულმა "ამბა ბესარიონს" როგორც ვიცი პროზა უწოდა და პროზის ნომინაციაში აიღო "საბა" (თუ სწორად მახსოვს) მაგრამ ეს ნაწარმოები ერთ-ერთი მსვენიერი ნიმუშია ქართული ვერლიბრისა....

ბევრმა რომ ამ თავის ვერლიბრს პროზა უწოდოს ვფიქრობ უფრო კარგი იქნება.... ეგ კი არა და დოჩანაშვილის სამოსელი პირველი რომანია, მაგრამ მე "შიგ" ბევრ ვერლიბრს წავაყდი....
აი მაგალითად ნინო თარხნიშვილი ვერლიბრივით წერს მაგრამ თავის ნაწერ მინიატურას არქმევს.... ...
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Guest
Guest



PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Thu Mar 26, 2009 1:15 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Thu Mar 26, 2009 1:46 pm

დღემდე ვეძებ ჩემი ნაგრძნობის, ნაფიქრის და ემოციის გადმოცემისათვის საჭირო სიტყვებს და შესაფერის ფორმას, რომელიც არ ვიცი, როდის როგორი იქნება არ ვიციო... მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, ლექსი დავწეროო ...
ახლა, 10 წუთის წინ მითხრა ბესიკ ხარანაულმა


ცოტა მოგვიანებით კვლავ დავბრუნდები
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Wed Apr 01, 2009 1:25 am

,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’/ილია/... და მაინც რა არის პოეზია... მე სულის მდგომარეობა უფრო მგონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს... როგორ?.... ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?... ვინ დასვამს ,,დიაგნოზს’’?..

,,სიბრძნის დარგია’’? როგორც ამას რუსთველი გვეუბნება, თუ ,,მოვარდნილი მეწყერია’’? როგორც ამას ტიციანი უწოდებს?.... ან იქნებ?...
რაზე ვკამათობთ ფორმაზე თუ სულზე?.... და ვინ მეტყვის, რომ ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრინი დედაკაცი’’ პოეზია არაა?... და... ვთქვათ, ეს --- არის: ,,პეტრე,პავლე, ივანე, რატომ დაუგვიანე? აბანოში ვიყავი, ცხვირი გავიპრიალე’’....

ყველაფერს თავისი ფორმა აქვს...მათ შორის ლექსსაც... და ღვთივ ბოძებული ნიჭი სწორედაც რომ მის შექმნასაც უნდა...და დავეთანხმები,იმ აზრსაც, რომ ნიჭთან ერთად ცოდნა და შრომაც სჭირდება.... როგორც ყოველგვარ საქმეს ამ ქვეყნად.... და მაინც რა არის პოეზია?...

პოეზია სულის მდგომარეობაა... გახსოვთ, ლეონიძე რას წერს ,,ნატვრის ხეში’’? ,,პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის ამ ქვეყანაზეო’’ და განა, თავად ეს მოთხრობა და მთელი ეს კრებული ამ აზრის დადასტურება არ არის?....

მე სიტყვის მძებნელი ვარ.... მთელი ცხოვრება სიტყვას დავეძებ და ვსწავლობ .... და ,,ვცდილობ’’ სხვასაც ვასწავლო... მასწავლებელი ვარ და იმიტომ.... და ამ ძებნაში ერთ რამეს მივხვდი...წერის სწავლა ყველას შეუძლია... ხმელმა ხემაც შეიძლება, კარგი ოსტატის ხელში, ნედლივით ყვავილი მოისხას....მაგრამ .... რუსთველისა არ იყო, ,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვინნი ვერ მიხვდებიან,/ ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან’’....

საღმრთო სიყვარულში ხომ ნებისმიერი სიყვარული და მათ შორის სიტყვის, პოეზიის სიყვარულიც შეიძლება მოვიაზროთ,რომელსაც მხოლოდ გულთა მხილავი და არა ,,ხელმარჯვედ ჩოგნის მხმარებელი’’ შესწვდება... თუმცა ,,ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად’’....
რა არის პოეზია?.. და მაინც ...და ისევ... სულის მდგმარეობაა...ხოლო მისი სიტყვაში განსხეულება კი უკვე საქმეა ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი.....

მე როგორ ვწერ?... უფრო როგორც ერთბაშად მოვარდნილი, ,,შეჩერდი, წამოს!’’ განცდით...თუმც ეს ,,შეჩერდი, წამოც!’’, ხან უფრო მშვენიერია, თუ მეორე წამსაც დავუთმობ...ანუ მივუბრუნდები... და ზედმეტს წავართმევ.... ბოლო დროს ეს უფრო ხშირად ხდება....
ჯერ ეს იყოს და მერე, თუ დრო და განწყობა იქნა, სხვა მხრიდანაც შეიძლება სათქმელს შემოვუაროთ... study sunny
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Wed Apr 01, 2009 2:06 am

როგორი საინტერესო და კარგი გაგიხდიათ ეს გვერდი.დიდი მადლობა.
''ყველაზე სევდიანი საიხარული პოეტად ყოფნაა.სხვა ყველაფერი სულერთია, თვით სიკვდილიც კი''- .
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   Fri Apr 03, 2009 1:27 pm

პოეზია არის ის, .... როცა თუ პოეტს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების ამბიცია გაქვს, ლექსებით დაიმკვიდრო და არა დიდაქტიკური განცხადებებით...

პოეზია არის ის, როცა პოეტს შეგიძლია სიმართლისთვის თვალის გასწორება და იმის აღიარება, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვისი ქსეროასლი იქნები - სხვა შენი თანამემამულე პოეტის, თუ რომელიმე დასავლელი, თუნდაც ულტრათანამედროვე პოეტის...

პოეზია არის ის, როცა ყველა "კონფესიას" პატივს სცემ, იქნება ეს "კონვენცია" თუ "ალტერნატივა"...

პოეზია არის ის, როცა ხვდები, რომ სიცოცხლე, სიყვარული და სიკვდილი, მოიცავს ყველაფერ იმას, რასაც არაპოეტები პროზად წერენ (და კიდევ უფრო უარესი, როცა ამ პროზას ლექსს არქმევენ) და ყველაფერი დანარჩენი, მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი "არსის" თანმდევი, ძალიან უმნიშვნელო პროცესებია...

და ბოლოს, პოეზია არის ის, როცა პოეტს შეგიძლია ლექსის წერა "მარცვლებით", "უმარცვლებოდ", რითმით, ურითმოდ, ვერლიბრში, ტერცინში, ტრიოლეტში, პალინდრომში, სონეტში, სტანსში, ესპინელაში, ოქტავაში, ღაზალში, რუბაიაში, ტანკაში და ოთხ-ხუთში და მუშაკურშიც კი და ა. შ. და ა. შ. და არა ის, რომ დაიციკლო ერთ რამეზე და ამტკიცო, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო...

აი ეს არის პოეზია!

და მოეშვით, ერთხელ და სამუდამოდ ამ სრულიად უსაფუძვლო და რაც მთავარია, ძალიან უსუსურ, მცდელობებს "პოეზიის ღირებულელების გადაფასებისა"! დრო განსჯის, ვინ იყო პოეტი და ვინ მელექსე და უფრო მეტიც - უბრალოდ გრაფომანი...



ეს გიო საჯააა და ეს მოსაზრება უნდა ყოფილიყო აქ!

კიდევ ერთხელ გიდასტურებ გიო, დიდ პატივისცემას ნიჭიერებისა და ღირსების გრძნობით ცხოვერბისათვის
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Sponsored content




PostSubject: Re: რა არის თქვენთვის პოეზია?   

Back to top Go down
 
რა არის თქვენთვის პოეზია?
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: სადისკუსიო კლუბი - სტუმრად ნინი მელივასთან-
Jump to: