არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მერცხალა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Sat Feb 21, 2009 2:07 am

სანათა wrote:
Quote :
"არჩანდა"გიგი ხორნაულის წიგნიდან ”ფშაური კაფია”:

მერცხალას სოფლის, მიგრიაულთას მეზობლად არის სოფელი კაწალხევი. აქ ბლოდან ჩამოსახლებული ხევსურები ცხოვრობდნენ.
მთქმელმა, მარიამ ბუთხაშვილმა (”ნინიას ქალმა”), რომელიც თავის დროზე კარგი მოლექსე ყოფილა, ჩამაწერინა:

მიხო, იცი ეს "ნინიათ მაირიამ" რომ დავით მჭედლურის გამზრდელი ბებია იყო?

Arrow

ვაი, არ ვიცოდი ეგა - არ უყვარდა დავითოსა თავის თავზე ლაპარაკი, ერიდებოდა თუ რა იყო...
დარდიანი კაცი იყო, რო იცინოდა, მაშინაც ბოლომდე ვერ გაიცინებდა ხოლმე...
სანამ მე ამ ჩემ გულიან ხარხარს დავამთავრებდი, იჯდა და მელოდებოდა ხოლმე ოდნავ გაღიმებული და მაინც დარდიანი გამომეტყველებით.

მე ამ ნინიას ქალის ლექსიც მახსოვს საიდანღაც და, საიდან და რომელი წიგნიდან, ვეღარ მომიგონია.

Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Sat Feb 21, 2009 8:44 am

დააცარიელებენ ამ მთასაც და...

ვინღა შამაინახავს საქართველოს?

ხო არი გელა დაიაური შატილში თავის ოჯახიანად!
რა იქნება, რო კაწალხევსაც და შუაფხოსაც გამაუჩნდეს ეგეთა ღვაწლიანი კაცი?
მართლა დაცარიელდა ფშავის სოფლები, კაცოო...

მთას უჭირს ეხლა, მივხედოთ მთასა, თორემ მერე ვეღარც მთა მოგვხედვს ჩვენ...[/quote]

sunny king sunny

გელა იქ არის...ამას წინათ ვნახე ჩარგალში,ვაჟას ზეიმზე(ამის შესახებ უკვე გესაუბრეთ),სპეციალურად ჩამოსული ხევსურეთიდან,ხევსურული სამოსით(თან როგორ უხდებოდა! კარგი ტანი და მხარ-ბეჭი ალამაზებს კაცის სამოსელს)...ვუყურებდი და გული ხარობდა_თითქოს სამასმეერთე არაგველი გამოგვეცხადაო ღმერთის კალთიდან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Sat Feb 21, 2009 9:44 am



მამას რვეულში ვნახე მერცხალას ორი ლექსი,რომლებიც არაა შესული წიგნში "ფოთოლათ მერცხალაი ვარ"("ლეგა",2004).
...

ბებერი
---------------
სანამდე იყო ცოცხალი,
ნაბდის ძველაზე ეძინა,
რო მოკვდა,შემოასვენეს,
ხალიჩა გადაეფინა,
ცრემლების მაგიერადა
ჩიქილა გადაედინა.
სადა ხართ,ჩემო შვილებო,
უთურგაო და ბეწინა,
უთქვენოდ ვერ ვძლებ შავეთსა,
რად არ წახვედით ჩემ წინა.
მანდილს მიჭამენ თაგვები,
ციცა რადა გშურთ ჩემთვინა?


*** king
კაწალხევ შამოვიარე,
შამოდენილა შარაო,
ეს ყროლი დედაკაცები
სულ აქ რამ შემოყარაო,
არსაით ისმის ბეჭის ხმა,
არსად ხვიოდა ჯარაო,
ტალახიანი ფეხები
არც ერთს არ დაუბანაო.
...
მეორე ლექსს აქვს მამას მინაწერი_ფოთოლათ მერცხალა ნაწყენი იყო კაწალხევლებზე,რადგან ქალი არ მიათხოვესო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Mon Feb 23, 2009 1:23 am

ვაჟა ფშაველამ თავის ეთნოგრაფიულ წერილში "ფშავლები" მიმოიხილა მისი თანადროული ფშავის ყოფაცხოვრება, საკმაოდ ვრცლად შეეხო ფშაურ პოეზიასაც და მიუთითა, რომ ახალი ფშაური სატირულ-იუმორულ-საყოფაცხოვრებო პოეზიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან მერცხალა და ხაჩით ჯაბანიო. მერცხალა მოლექსის ფსევდონიმია, ეს სახელი მას იმ გრძელი სამხედრო მაზარის ტარების გამო დარქმევია, რომლის ბოლოებიც თურმე მერცხლის კუდს წააგავდა. მერცხალა მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა არაგვის ფშავის სოფელ მიგრიაულთის ხილიანას ნაწილში და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მისი ნამდვილი სახელი გამიხარდი მაჩხოშვილია და არა ფოთოლაშვილი, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს. მერცხალას მამა ადრე გარდაიცვალა, ოჯახის გაძღოლა მისმა დედამ, ფოთოლამ ითავა და სავარაუდოდ ამის გამო დაერქვა მათ ოჯახს ფოთოლანი. მისი დედა გომეწრელი გოგოლაურების ქალი ყოფილა (ბულალათ ოჯახიდან) და ობოლი მერცხალა დედიძმებს გაუზრდიათ გომეწარში. თუმცა მერე მიგრიაულთის ხილიანაში დასახლებულა.ირაკლი გოგოლაურის მიერ საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული მერცხალას ვინაობა-სადაურობის საკითხი და წინასიტყვაობის სახით დაიბეჭდა მისივე რედაქტორობით გამოსულ პატარა კრებულში "ფოთოლათ მერცხალაი ვარ." აქ დეტალურად არ მოვიყვან ამ ვრცელ მიმოხილვას და ვიტყვი მხოლოდ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ. იგი არ იყო არც წოწკოლაური და არც ფოთოლაშვილი როგორც ამას შეცდომით მიუთითებენ რიგი მკვლევრები.(ასევე შეცდომითაა დაფიქსირებული მისი გვარი ქართული ხალხური პოეზიის მე-9 ტომშიც).
მერცხალას ორი შვილი ჰყოლია- ვაჟი პავლე, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაიკარგა და ერთი ქალი არმინდა, რომელიც მერე არბაჩხანელ ჭრელა ცქიფაშვილს გაჰყვა ცოლად. სიყმაწვილეში მერცხალა ქართლში სოფ. იურში მოჯამაგირედაც მუშაობდა, რა დროსაც თურმე ხვდებოდა ვაჟა ფშაველას და არცთუ იშვიათად ლექსად დანაბარებსაც უგზავნიდა.
როგორც გადმოგვცემენ, მერცხალამ წერა-კითხვა არ იცოდა, ლექსებს ზეპირად თხზავდა ღიღინსა და გვრინვაში, ლექსად ლაპარაკობდა და მისი ლექსებიც ასევე ზეპირად ვრცელდებოდა. ვაჟა ფშაველას პირადი მეგობრობა აკავშირებდა მერცხალასთან ძალიან დიდად აფასებდა მას, სთვლიდა, რომ ახალი დროების მოთხოვნებს ზუსტად პასუხობდა მერცხალას ღრმა იუმორის დამტევი, ლაღი და ფრთიანი ნათქვამები რომლებიც ხშირად უხამსობამდეც კი მიდიოდა,მაგრამ ისე მოხდენილად ამბობდა სათქმელს, რომ სიცილს და აღტაცებას ვერ იკავებდნენ მისი მსმენელები. აღსანიშნავია ისიც, რომ მერცხალას არა შემთხვევითი ვიღაც არამედ თვით ვაჟა თვლიდა ქართული ხალხური იუმორის ერთ-ერთ კლასიკოსად

რაა კარგა ქალაი ჰყავ
ცაბაურათ ბეწინასა,
კარგაია მენაც მამწონ,
ეძრახება მზეს პირადა.
ბოსელშიათ გამოჩნდება,
გამაიტანს ხელჯინასა,
კაცს ისე კვლევას დაუწყებს,
როგორც ხევსურ ჭედილსა!
მაგასთანამც დამაწვინა,
სუ ღამე ქნა ერთ კვირასა. Wink cheers

.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Mon Mar 02, 2009 5:10 pm



მერცხალა თავის სიღარიბეზე
----------------------------
ძნელი ხარ,სიღარიბეო,
გამაბეჩავე,ტიალო,
მეორ,მესამე წელ მიდის,
ერთ ახალოხნი მცვიანო.
შიგ მამიკრუხდა ტილები,
წიწილეებსა ზრდიანო,
გამოვლენ სასეირნოდა,
ადიან-ჩამოდიანო.


king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: მერცხალა   Mon Mar 02, 2009 9:37 pm

Idea

მერცხალა თავის სიღარიბეზე

ძნელი ხარ, სიღარიბეო,
გამაბეჩავე, ტიალო.
მეორ-მესამე წელ მიდის,
ერთ ახალოხნი მცვიანო.
შიგ მამიკრუხდა ტილები,
წიწილეებსა ზრდიანო,
გამოვლენ სასეირნოდა,
ადიან-ჩამოდიანო.



Exclamation

ძალიან მაგარია მერცხალა - ეს ლექსი პირველად წავიკითხე ეხლა და...
ბევრი ინატრებდა ამის ავტორობასა...
ბევრი...

Rolling Eyes
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Tue Mar 03, 2009 6:35 pm




სუ ჩემგან გაცვეთილია
--------------------------
სუ ჩემგან გაცვეთილია
კაწალხევი და მზისყანა,
სამოცის თივის მთაშია
სამ მანათ მივეც იჯარა.
შამამხვდა ხევსურ გაგაი,
ხევსურეთულად მიშარა,
ხანჯარზე ხელი გაივლო,_
"რაად მალექსებ,მითხარა?"
ხანჯარ მეც ლეკებმ მიკეთეს,
ხევსურთ გაგაო,მიღმარა!
თუ ეგ ხანჯარი დამარტყი,
შინ ცოცხალ ვეღარ მიხვალა!

...
მიღმარა_იქით,მიღმა გაიწიო.


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Thu Mar 05, 2009 7:12 pm



cheers


ფოთოლათ მერცხალაი ვარ,
განთქმული ბიჭობაშია,
ბევრ ქალ კი წამუაქციე
ჟოლობა-შვინდობაშია,
ბევრასაც დავალოცვინე:
"მოგხმარდეს მშვიდობაშია,
ნეტავი შაგეხსნებოდეს,
ჩავდებდი კიდობანშია!"


bounce king bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Thu Mar 05, 2009 7:21 pm

ადმინისტრატორი wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:
არჩანდა wrote:
მერცხალას ნამდვილი გვარი და სახელია გამიხარდი ფოთოლაშვილი.

ერთხელ კავკავიდან (მერმინდელი ორჯონიკიძე, ახლანდელი ვლადიკავკაზი) მაზარა მოუტანია. რაკი იმ მაზარასაც ბოლო ორად ჰქონდა გაყოფილი მერცხლის კუდივით, ფშავლებს მერცხალა შეურქმევიათ.
მერცხალა ვაჟა-ფშაველას თანამედროვე იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდფას სახელი გაუთქვამს გონებამახვილური, მწვავე სატირული ლექსებით, კაფიებით.

ეს მერცხალას ნათქვამია თავის თავზე:

***
აფშოს მოვიდა მერცხალი,
ქალმა ქალს უთხრა: ეგ არი!
სარტყელს ზემოთით ლექსია,
სარტყელს ქვემოთით - ნესტარი!..


ზეპირად დავწერე და ეგრეა კრებულებში?

მერცხალა და კაწალხწეველები - ეს ცალკე თემაა და ვთქვათ ესეც...


ჯერ ბობორიკი დააბი მაგრადა და მერე გეტყვი,ეგ სტროფი როგორც არი.
დააბი?_ძალიან კარგი.

***
აფშოს მოიდა მერცხალი,
ქალმა ქალს უთხრა:"ეს არი!"
სარტყელის ზემოთ ლექსია,
სარტყელის ქვემოთ_ნესტარი!

***
ვაჟიკამ უთხრა არჩანდას
სიტყვები გულით შემთბარი:
ოთხ პწკარში ოთხი შეცდომა
ნამეტანია,ღმერთმანი!


sunny cheers sunny

Arrow

ოთხი შეცდომა, არა, ვაჟიკავ?

აბა, მიყურე ეხლა:

”მოუკრეფავნი” (შეადგინა ვახუშტი კოტეტიშვილმა), გამომცემლობა ”დიოგენე”, 2005 წელი, გვერდი 42 -

მერცხალას ნათქვამი

აფშოს მოიდა მერცხალი,
ქალმა ქალს უთხრა: - ეს არი.
სარტყელს ზემოთით ლექსია,
სარტყელს ქვემოთით - ნესტარი!


Wink






ვახუშტი კოტეტიშვილთან სხვანაირადაა,ირაკლი გოგოლაურთან_სხვანაირად.ღმერთმა აცხონოს მათი სულები.
ლექსი ორივე ვარიანტით გენიალურია!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Mar 06, 2009 5:30 pm

მერცხალასთან მეპატიოს ეს არგანაური
ქალმა ქალს კიდევ რა უთხრა,
ბობოს ვეტყვი თუ მაიცდის:
"-ე,კაწალხეველ ვაჟიკა,
ლექსად სწუხს, ლექსად განიცდის,
წელზემოთ ეგეც ლექსია,
წელქვემოთ, - კაცმა რა იცის?
მაგის გარკვევას ვეცდებით
ხვალ-ზეგ თუ ჯანი მაიცის..."
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Mar 06, 2009 5:58 pm

არგანი wrote:

მერცხალასთან მეპატიოს ეს არგანაური

ქალმა ქალს კიდევ რა უთხრა,
ბობოს ვეტყვი თუ მაიცდის:
"-ე,კაწალხეველ ვაჟიკა,
ლექსად სწუხს, ლექსად განიცდის,
წელზემოთ ეგეც ლექსია,
წელქვემოთ, - კაცმა რა იცის?
მაგის გარკვევას ვეცდებით
ხვალ-ზეგ თუ ჯანი მაიცის..."

bounce

ამ წუთას შასმულ გახლავარ,
თავში სხვა ქარი ქრისაო.

ბობორიკს ვენაცვალები_
ნათქომს არ წამიშლისაო.

სასვენ ნიშნებიც იკმარებს
პორტრეტად ვაჟაისაო:

წელს ზემოთ_მრავალწერტილნი,
წელს ქვემოთ_ძახილისაო!


king cheers king

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Mar 06, 2009 6:59 pm

drunken
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Sat Mar 07, 2009 8:34 am

cheers

მერცხალა შაშინებულა:
"არ მოგვივიდა ზაფხული!"
აიმით დავრჩი უთიბი,
ქალებთან ვიყავ გართული,
ეხლა კი მოვთიბ,დედაო,
თუ სამ მოიდა ზაფხული!
ეხლა სიწმინდეს მივატან,
როგორც ხატებში დასტური,
ორივ გუდაში ჩავაწყვე_
სალესველი და ქასური.
ნამხრევის ტოტში გავხმები,
როგორც ქერებში საფთხული! king

.
ეხლა სიწმინდეს მივატან_ახლა ქალებთან აღარ ვივლი.
დასტური_ხევისბერის დამხმარე,ხატის მსახური.
ქასური_მჭრელი იარაღის სალესი ქვა,ლესავს უხეშად.
ნამხრევის ტოტში_თიბვის დროს ატანილი სვე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Wed Mar 25, 2009 8:40 am

კაწალხევს ვეღარ დავდივარ
-------------------------------
კაწალხევს ვეღარ დავდივარ,
ბეწინა მემუქარება!
_ბეწინავ,მამასახლისო,
შორით რად იცი ბარება.
თოფით რო მემუქარები,
რაკი არ იცი ხმარება?!
თოფში რო წასხამ ტყვიათა,
წამალიმც გაგეპარება!
სადაც დამადებ ლიშანსა,
შენ ქალიმც დამეფარება!


king cheers queen

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Tue May 05, 2009 7:32 am



კაწალხეველთ გაუცხადდა
-----------------------------------------
კაწალხეველთ გაუცხადდა,
გაკალენდრდა ჩემ სიზმარი. Very Happy
კაწალხევით ამბავ მოდის,_
"დასნეულდა ბეწინქალი". Question
ჯაჭველჩი კელაპტარ უნდა,
ეხთავს უნდა ერთ თიკანი,
მაგას სხვა კი არაი სჭირს,
ნაძმობმა ჰკრა ერთ ისარი, king rendeer queen
ზედიზედ შაცვივნილიყვნენ
ბეწინაი-დ ბეწინქალი,
ბეწინას დაუქსოვნოდის
საკაიყმონ ჭრელ წინდანი.
... lol!

...
ჯაჭველნი და ეხთავნი_სალოცავები კაწალხევში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Mon Jun 08, 2009 9:08 pm




***
არ მოგწონვარა,ქალაო,
არ მოგიდისა სულ-გული?
მოდი,დამაწყვენ გულზედა
ტიკჭორასავით ძუძუნი. queen cheers

***
მერცხალაია მეველე,
მთას შამაავლო ჯოხები,
ე მაგ გუტიათ ქალასა
ქვე-ქვერ დაუდის ძროხები, bounce
ნეტავი როდის შავხვდები,
როდისრა შავახოხდები? flower drunken

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Mon Aug 03, 2009 3:02 pm

ძალიან მახვილი ენის კაცი ყოფილა,ლაღი და ლაღზედ მეტი, ნეტაი პაპა ხო არ იყო ჩემი?
?
scratch
დასდეთ რამე, ვისაც გაქვთ მასალები, გთხოვთ.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Mon Aug 03, 2009 4:10 pm



***
ეს თუ არის კაწალხევი,
მ...ან ამის ადგილობა,
შუადღისას მზე ამოდის,
არ იციან სადილობა,
ვაჰმე,ჩემო ბიძაშვილო,
სად მოგერგო ქმარ-შვილობა.


არბაჩხანს გადავიარე

არბაჩხანს გადავიარე,
ხელში ”ქვენა თოფ” მიჭერავ,
დაჯავრდნენ დედაკაცები:
”ეგ რაღა გამოგიჭერავ?!”
ზოგმ მითხრა:”იქით დასთხიე!”
ზოგმა თქვა:”ჯვარიმც გიწერავ!”
ბატარქალმ ტირილ დაიწყო:
”ალბათ,მეც მაგით მიწერავ!”
...

...
არბაჩხანი_სოფელი,მიგრიაულთის მოსაზღვრე.
გამოგიჭერავ_გამოგიშვერია.
დასთხიე_დაკარგე,მოაშორე.
ალბათ,მეც მაგით მიწერავ_ალბათ,ჩემი ბედისწერაც ეგ არისო.
...
”ქვენა თოფის” განმარტება არავინ მომთხოვოს. lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Mon Aug 03, 2009 5:08 pm

Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Mon Aug 03, 2009 7:40 pm

bao wrote:



ეგ ”ბ” ვის ეკუთვნის_მერცხალას თუ ჩვენ?!
Question Exclamation drunken
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Mon Aug 03, 2009 9:06 pm

მერცხალა გახდა ავადა

მერცხალა გახდა ავადა,
დაწვა ცხელ თიბა-მკაშია,
ნეტავი უკვდავებისა
ეხლა კი წყარო მასმია
ე თმამც კი გამთეთრებიყო
ამ წუთის ქვეყანაშია;
ლაშარს შაუთქვი კურატი,
ღელეს – თუმნიან თასია,
სულხანას საკლავებ ვართვი,
სამ-სამ მანათად მაძლია.
მკითხავებს დაუბარებავ,-
ციება გიდგა ტანშია.
კინაღ არ დავიღუპია,
კინაღ ჩავვარდი წყალშია.
მღვდელებ რო შურობენ მკითხავსა,
მოსავალია ჭკვაშია,
დუდგულის ყოილ დავლიე,
კაც უჭირველად დავრჩია,
მკითხავსა-დ მკითხვინელებსა
ჭკვა არა აქვის თავშია...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Mon Aug 03, 2009 9:12 pm

შარშან მეც ვიყავ ლაშარსა

შარშან მეც ვიყავ ლაშარსა,
ორ ქალთ შუაში ვიჯდოდი,
გავიყარნოდნი დოინჯნი,
არაყსა ვსომდი, ვბიჭობდი,
პირში პაპიროზ მეჭირის,
რატიშვილზედა ვდიდობდი,
საცა ბუზიკა აჩქამდის,
წინ-წინ მე გადავქრინდოდი...
შამაქის გულის წაწალმა,
წელშიაც გავიდრიცოდი,
ის კი არ მამგონდებოდა,
ზამთარო, მამიხვიდოდი.
თუ საჭმელ გათავდებოდა,
ამას აღარა ვფიქრობდი.
ჩემ კვირისაი ყვიროდის,
მე რო საბძელსა ვხდიდოდი,
თავის ნაკეთებ საქმესა
ისევ თავადა ვშლიდოდი,
შავხდოდი კირცხილაზედა
დაჰქროლნის, დავიჭმიხოდი,
მრუდ-მრუდად ჩამოდიოდის,
კირცხილაზე რო ვიჯდოდი,
დამჭკიმის ნეკრის კონამა,
მალიმალ შავიჩიკოდი.
ღილა რო კვალში ჩამიწვის,
სირცხვილით, ჩავიკრიფოდი,
ჯერ კი სახრეებ დავკროდი,
მერმე კუდს დავეზიდნოდი,
რა ვქენ ამ ხთისგან წყეულმა,
რადარ ღამითაც ვთიბდოდი?!
“თუ კიდენ ლაშარს წავიდე,
გამიწყრეს!”- დავიფიცნოდი.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Tue Aug 04, 2009 12:54 pm

king
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Wed Aug 05, 2009 8:36 am



კაც უნდა აისეთაი


კაც უნდა აისეთაი,
მერცხალას რო აქვს ჭკვა-გონი,
უკვენტბას აღარ ეტევა
მაგის ცხოვრება-საქონი.
სხვა ყველა თავისად იყოს-
ორ ცხენი ჰყავის,სამ ჯორი!
გაიმართა ატაჟიანი,
ზედ შამაავლო ბალკონი,
ჩემის მეტ რომენ სხვა არი
მიგრიაულთას ბატონი!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: მერცხალა   

Back to top Go down
 
მერცხალა
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: