არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)

Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 
 მერცხალა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: მერცხალა   Thu Feb 19, 2009 1:54 pm

მერცხალას ნამდვილი გვარი და სახელია გამიხარდი მაჩხოშვილი, გვარის სახელი - ფოთოლათი.

”ფოთოლათ მერცხალა” - ეგრე დაუძახებდნენ ფშავლები.

ერთხელ კავკავიდან (მერმინდელი ორჯონიკიძე, ახლანდელი ვლადიკავკაზი) მაზარა მოუტანია. რაკი იმ მაზარასაც ბოლო ორად ჰქონდა გაყოფილი მერცხლის კუდივით, ფშავლებს მერცხალა შეურქმევიათ.
მერცხალა ვაჟა-ფშაველას თანამედროვე იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდფას სახელი გაუთქვამს გონებამახვილური, მწვავე სატირული ლექსებით, კაფიებით.

ეს მერცხალას ნათქვამია თავის თავზე:

***
აფშოს მოიდა მერცხალი,
ქალმა ქალს უთხრა: ეს არი!
სარტყელს ზემოთით ლექსია,
სარტყელს ქვემოთით - ნესტარი!..

ზეპირად დავწერე და ეგრეა კრებულებში?

მერცხალა და კაწალხწეველები - ეს ცალკე თემაა და ვთქვათ ესეც...

Last edited by არჩანდა on Sat Feb 21, 2009 1:04 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Thu Feb 19, 2009 2:00 pm

"ფოთოლათ მერცხალაი ვარ
ურძნის ჯოხივით ლიტაო..."

(მეც ზეპირად დავწერე, სიზუსტეზე ფოლკლორისტებმა აგონ პასუხი Very Happy )
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Thu Feb 19, 2009 2:16 pm

არჩანდავ და არგანო_ძვირფასო ძმებო,ეს,მართლაც,დიდებული,მადლიანი საქმეა.უნდა შეგახსენოთ კიდევ ჭრელა(უძილაური) და განსაკუთრებით ფოთოლათ მერცხალა,რომელიც "განსაკუთრებული მოვლენაა ფშაურ ხალხურ სატირულ-იუმორისტულ პოეზიაში.იგი გამორჩეული პოეტური ფენომენია,თვითნაბადი ნიჭითა და ხალასი იუმორით დაჯილდოებული კოლორიტული ფიგურაა,რომელსაც ლექსის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა.მას ფრანგ ფრანსუა ვიიონსაც კი ადარებენ.ვაჟა-ფშაველა მეგობრობდა მასთან...მკითხველთა ფართო საზოგადოებასაც პირველად სწორედ ვაჟამ გააცნო მერცხალას პოეტური შემოქმედება"(ირაკლი გოგოლაური).

*** sunny

ვაჟა-ფშაველა:
----------------------
იურს რა გინდა,მერცხალო,
რად დაიწუნე ფშავიო?
დედა შიმშილით გიკვდება,
რად დაანებე თავიო?
ბაღ-ბაღჩა გაგიოხრდება,
ვინღა მიუგდოს წყალიო?
ჯავრობდა წითელკაბაი:
"აღარ დაგვავლო თვალიო,
წავიდა,გადაიხაფრა,
მგონავ იურში არიო,
თავისო ლაშარის ჯვარო,
შენ დამიწერე ჯვარიო!
სახატოდ მაინც მამივა,
თავის ფეხთეთრით, ხარიო!"
შენ მანდა ჰკვდები,საწყალო,
წაწალს სხვა გიფხანს ზურგზედა!
და-ძმობით შაეტყუება,
კაცი გამდგარი სულზედა,
ხელ კი არ აგაღებინოს
ნამუსზედა და რჯულზედა:
ნაფერებ წაწლებს მიჰხედე,
მანდ ნუ გძინია ყურზედა!

მერცხალა: sunny
------------------
ფშავით წამუედ ქართლშია,
მოჯამაგირედ დავდგები,
შამიქეს ბეწინიკაი:
"კაცია დიდად საქები!"
მივმეხე,მაგან შაჭამა
ამ ზაფხულს ნაწველ-ნადღვები.
ფაფიან ჯამებს მიუსხნა
თავის გასაწყვეტ ბალღები,
მე კი წისქვილში გამგზავნა:-
"წყალია გადასაგდები!"
დავწვი მაგისი სიმდიდრე,
სუ ჩამასტირის თავ-ბედი,
ჩამოვხოშნიდი ხატ-ღმერთნი,
მაცილო,ნუღარ დამყვები.
დაუდეგ ბეწინიკასა,
დამაწყეინა თავ-ბედი,
თვეში რო თუმან მაძლიოს,
მაგასთან აღარ დავდგები!
ჩემთან წამოდი,ვაჟაო,
ისევ ფშავისაკ შავხდები,
მიუვალ,უნდა ვალხინო
თვალცრემლიანი წაწლები.
თუ აქით არ დავითხიე,
კლდეზე სამ გადავვარდები,
ისევ ჩემს გომეწარს წავალ,
მაღაწალს კიდევ შავდგები!
შენ რადღა სწუნობ ჩარგალსა,
რა იქი-აქათ აწყდები?!

king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Thu Feb 19, 2009 5:17 pm

არჩანდა wrote:
მერცხალას ნამდვილი გვარი და სახელია გამიხარდი ფოთოლაშვილი.

ერთხელ კავკავიდან (მერმინდელი ორჯონიკიძე, ახლანდელი ვლადიკავკაზი) მაზარა მოუტანია. რაკი იმ მაზარასაც ბოლო ორად ჰქონდა გაყოფილი მერცხლის კუდივით, ფშავლებს მერცხალა შეურქმევიათ.
მერცხალა ვაჟა-ფშაველას თანამედროვე იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდფას სახელი გაუთქვამს გონებამახვილური, მწვავე სატირული ლექსებით, კაფიებით.

ეს მერცხალას ნათქვამია თავის თავზე:

***
აფშოს მოვიდა მერცხალი,
ქალმა ქალს უთხრა: ეგ არი!
სარტყელს ზემოთით ლექსია,
სარტყელს ქვემოთით - ნესტარი!..

ზეპირად დავწერე და ეგრეა კრებულებში?

მერცხალა და კაწალხწეველები - ეს ცალკე თემაა და ვთქვათ ესეც...

ჯერ ბობორიკი დააბი მაგრადა და მერე გეტყვი,ეგ სტროფი როგორც არი.
დააბი?_ძალიან კარგი.

***
აფშოს მოიდა მერცხალი,
ქალმა ქალს უთხრა:"ეს არი!"
სარტყელის ზემოთ ლექსია,
სარტყელის ქვემოთ_ნესტარი!

***
ვაჟიკამ უთხრა არჩანდას
სიტყვები გულით შემთბარი:
ოთხ პწკარში ოთხი შეცდომა
ნამეტანია,ღმერთმანი!

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Thu Feb 19, 2009 6:48 pm

ვაჟიკავ, წიგნი ვეღარ დავძებნე და ეგრე შეცდომებით მხსომებია.
ეხლავ გავასწორებ იქავე.

***
თუ აწყენინებ ვინმესა,
მაშინ ავუშვებ ბობორიკს.
ნუ დაიმალვი მღვიმესა,
სიმართლის თუ ხარ მომყოლი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Thu Feb 19, 2009 7:36 pm

არჩანდა wrote:
ვაჟიკავ, წიგნი ვეღარ დავძებნე და ეგრე შეცდომებით მხსომებია.
ეხლავ გავასწორებ იქავე.

***
თუ აწყენინებ ვინმესა,
მაშინ ავუშვებ ბობორიკს.
ნუ დაიმალვი მღვიმესა,
სიმართლის თუ ხარ მომყოლი.

cheers

მტერსაც კი მაეწონები,
ძმა მყევხარ თანაც_ როგორი.
წავიდეთ,ერთად ვანგრიოთ
მტრების ციხე და გოდოლი,
ცას ჩამოვხიოთ ქარები_
ჩრდილოეთიდან მომქროლი!

king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 8:21 am

მერცხალა და კაწალხწეველები - ეს ცალკე თემაა და ვთქვათ ესეც...[/quote]

[size=14] king

მერცხალა და კაწალხევლები_
ამ საოცარ მასალას რომ ვეცნობი,
თან მიხარია(მერცხალა პოეტობით მაოცებს),
თან ტანში მაჟრიალებს...მეც ხომ კაწალხეველი ვარ.
...
არჩანდავ,იქნებ მოსე მახაურისთვისაც გაგეხსნათ გვერდი_ტრისტანის მამაა,
მისი კაფიები ცალკე წიგნადაა გამოცემული.

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 9:14 am

ხოხა - ხოხა ხადილაშვილი ივრის ფშავის სოფელ ხაიშოდან.
მერცხალა - გამიხარდი მაჩხოშვილი სოფელ მიგრიაულთიდან.
ფრუშკა - ალექსი წვეროშილი ივრის ფშავის სოფელ სოფლიონიდან. მერე გადასახლდა თელავის რ-ნის სოფ.ლაფანყურში.
კიდევ ვინ გაინტერესებთ?
აექა ფშავის ექსპერტი და ენციკლპედია ქალი რომ გყავართ, გამოიყენეთ-ხოლმე ჩემი აკადემიზმი... Wink

ჰო და კიდევ - გამეორება კია ცოდნის დედა, მაგრამ მიხო, ეს ვაჟას და მერცხალას შეკაფიება მარტო მერცხალას გვერდზე არ იკმარებს? კიდევ ასეთი წინადადება მექნება, რაკი ასეთი ინტერესია ფშაური კაფიისადმი, მოდით მაშინ ვაჟას ბიძა პარასკევადან დავიწყოთ. Smile
კიდევ ერთხელ დავინანე, ფოლკლორისტი რომ არ ვარ, თუმცა იმასაც ამბობენ, ფშავ-ხევსურ-მთულ-გუდამაყრელებმა მეცნიერ-ფოლკლორისტების დონეზე იციანო(ზოგჯერ უკეთაც)ფოლკლორი...

არგანო, დამიდასტურე! Wink Very Happy

Last edited by სანათა on Mon Aug 03, 2009 2:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 10:06 am

ჰო და კიდევ - გამეორება კია ცოდნის დედა, მაგრამ მიხო, ეს ვაჟას და მერცხალას შეკაფიება მარტო მერცხალას გვერდზე არ იკმარებს?
[/quote]

ვაჟას და მერცხალას კაფია სრულიად შემთხვევით(მექანიკურად...კომპისთან ისე ვერა ვარ,როგორც საჭიროა) მე დავდე იოსებ ბაიაშვილის გვერდზე და უკვე ამოშლილია იქიდან არჩანდასაგან(ჩემი თხოვნის მერე).
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 10:21 am

ვაჟა ხორნაული wrote:
მერცხალა და კაწალხწეველები - ეს ცალკე თემაა და ვთქვათ ესეც...

[size=14] king

მერცხალა და კაწალხევლები_
ამ საოცარ მასალას რომ ვეცნობი,
თან მიხარია(მერცხალა პოეტობით მაოცებს),
თან ტანში მაჟრიალებს...მეც ხომ კაწალხეველი ვარ.
...
არჩანდავ,იქნებ მოსე მახაურისთვისაც გაგეხსნათ გვერდი_ტრისტანის მამაა,
მისი კაფიები ცალკე წიგნადაა გამოცემული.

sunny cheers sunny[/quote]

Arrow

ვაჟიკა კაწალხეველო, შენ ის კაცი არა ხარ, ვინც მალექსებელს მუშტ დაჰკრამსა, რაც არ უნდა გაგაბრაზონ ლექსში. აკი ეგრე არის, რომ ვინაც ლექსობაში მართლა გაბრაზდება და არა ყასიდად, იმაზე უფრო ბნდუ, ქვეყნიერებაზე გამოუხედავი და თავის თავით ბედკრული, სხვა არავინ დადის მთაშია. კაცისთვი ამაზე დიდი უბედურება ლამის სამშობლოს ღალატი და თემიდან მოკვეთაღა არისა... და მთელი მთა დასცინის იმასა, ვისაც ლექსობა სწყინს.

იმ კაწალხევლებსაც, ვინაც მერცხალას სცემდა ხოლმე ლექსობისთვის, რა განაჩენი გამოუტანა მთელმა თემმა და ხევისბერმა?

ბესიკ ხარანაულის ვრცელი ლექსიდან ”ვაჟა-ფშაველა ცხენით მიდის ჩარგლიდან თბილისში და გზად თავის ცოლს ებაასება”:

ასეთია ალბათ პოეტიც,
მერცხალას შევხვდი და რაკიღა წყალი ვახსენე,
ბარემ სხვას აღარ გავეკიდები.
წყალს გააჩნია სინდისის ქენჯნა? - მერცხალას არა!
მთვრალი იყო, გონთ გადასული...
დაწესებულად, როგორც სხვები, ეგ ვერ იცხოვრებს,
რომ მოხდებოდეს და ვიღაცა რომ შეიძლებდეს,
მერცხალას შევხვდი და რაკიღა წყალი ვახსენე,
ბარემ სხვას აღარ გავეკიდები.
წყალს გააჩნია სინდისის ქენჯნა? - მერცხალას არა!
მაგის ცხოვრების დალაგებას უჩუმარ ღამით,
გაიღვიძებდა და თავიდან კვლავ აანგრევდა.
სუყველაზე იტყვის კაცი - ვის რა უნდა,
მაგას რა უნდა - თავის დღეში დაუდეგარს - არავინ იცის.
ამ ჩვენს მხარეში, რაც ჩივილითა და არზებით ვერავინ შესძლო,
მაგან შესძლო ერთი კაფიით,
რადგანაც ისეთ ქალთან დაწვა იმ თავის ლექსში,
ცხრა ღონიერი ძმა რომ ჰყავს და მეათე - ქმარი.
ისე გალახეს, რომ მთელ ზამთარს ლოგინში იდო,
მაგრამ პირველი თოვლის წვეთი კრამიტს რომ მოსწყდა
და მზის სახვედრად საჩიხში რომ გამოიტანეს,
მასინ მერცხალამ დაიმღერა ისეთი ლექსი,
რომ სიკვდილითაც ვეღარაფერს ვერ დააკლებდნენ.
უკანონოდ დაბადებულზე დედისერთას იტყვიან განა?
თუ იტყვიან - დედისერთაა!
მთელი თემი შეიყარა საბჭობად და საქმის სარჩევად
და დაადგინეს, კვლავ მერცხალას ხელის მხლებლისთვის
გაუგონარი ბეგარა და სირცხვილის დება.

”გაუგონარი ბეგარა და სირცხვილის დება” - აი, ეს არის განაჩენი და თემი იმიტომ იყო თემი და იმიტომ ხევისბრობდა ხევისბერი, რომ ამისთანა რამეები არ ეშლებოდათ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 10:26 am

ვაჟა ხორნაული wrote:
მერცხალა და კაწალხწეველები - ეს ცალკე თემაა და ვთქვათ ესეც...

[size=14] king

...
არჩანდავ,იქნებ მოსე მახაურისთვისაც გაგეხსნათ გვერდი_ტრისტანის მამაა,
მისი კაფიები ცალკე წიგნადაა გამოცემული.

sunny cheers sunny[/quote]

Arrow

მე კი ვერ მომაშველა ტიტემ ეგ წიგნი, მაგრამ სანათამ მომაშველა ტიტეს სხვა წიგნი - აქაც დავდე იმის სურათი, ტიტეს გვერდზედა. ჰოდა, მეც იქიდან ვიცი მამამისის რამდენიმე კაფია.

გვერდს გავუხსნი და მოსე მახაურის კაფიები შენზეა, კაწალხეველო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 10:36 am

სანათა wrote:
ხოხა - ხოხა ხადილაშვილი ივრის ფშავის სოფელ ხაიშოდან.
მერცხალა - გამიხარდი მაჩხოშვილი სოფელ მიგრიაულთიდან.
ფრუშკა - ალექსი წვეროშილი ივრის ფშავის სოფელ სოფლიონოდან. მერე გადასახლდა თელავის რ-ნის სოფ.ლაფანყურში.
კიდევ ვინ გაინტერესებთ?
აექა ფშავის ექსპერტი და ენციკლპედია ქალი რომ გყავართ, გამოიყენეთ-ხოლმე ჩემი აკადემიზმი... Wink

ჰო და კიდევ - გამეორება კია ცოდნის დედა, მაგრამ მიხო, ეს ვაჟას და მერცხალას შეკაფიება მარტო მერცხალას გვერდზე არ იკმარებს? კიდევ ასეთი წინადადება მექნება, რაკი ასეთი ინტერესია ფშაური კაფიისადმი, მოდით მაშინ ვაჟას ბიძა ჯაბანიდან დავიწყოთ. Smile
კიდევ ერთხელ დავინანე, ფოლკლორისტი რომ არ ვარ, თუმცა იმასაც ამბობენ, ფშავ-ხევსურ-მთულ-გუდამაყრელებმა მეცნიერ-ფოლკლორისტების დონეზე იციანო(ზოგჯერ უკეთაც)ფოლკლორი...

არგანო, დამიდასტურე! Wink Very Happy

Arrow

რა გვარი იყო ეს მერცხალა, კაცოო?

”მერცხალას ნამდვილი გვარი და სახელი იყო გამიხარდი ფოთოლაშვილი” - გიგი ხორნაული, ”ფშაური კაფია”, გვერდი 83. გამომცემლობა ”შემოქმედი”, თბილისი, 1993
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 11:12 am

რა გვარი იყო ეს მერცხალა, კაცოო?

”მერცხალას ნამდვილი გვარი და სახელი იყო გამიხარდი ფოთოლაშვილი” - გიგი ხორნაული, ”ფშაური კაფია”, გვერდი 83. გამომცემლობა ”შემოქმედი”, თბილისი, 1993[/quote]

გამომცემლობა "ლეგამ" 2004 წელს გამოსცა წიგნი "ფოთოლათ მერცხალაი ვარ"(წინასიტყვა,შნიშვნები და ვარიანტები ირაკლი გოგოლაურისა).
შესავალ წერილში "ფოთოლათ მერცხალა" ირაკლი გოგოლაური წერს:"დაზუსტებით უნდა ითქვას,რომ მერცხალა ცხოვრობდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში,ფშავის არაგვის ხეობაში მდებარე სოფელ მიგრიაულთაში,რომელსაც ადრე წინაკარსაც ეძახდნენ,რაც,ალბათ,დაკავშირებულია ამ სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილ უძველეს ციხე-სიმაგრესთან,რომელიც არაგვის ხეობაში ერთგვარ შესასვლელს ანუ კარს წარმოადგენდა.
მერცხალა ამ სოფელში დაიბადა,აღიზარდა,დაოჯახდა და იქვე დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხკე XX საუკუნის დასაწყისში.სოფელი მიგრიაულთა(წინაკარი) ვრცელ ტერიტორიას მოიცავს და რამდენიმე უბნად_პატარა სოფლად, იყოფოდა.ეს უბნებია:ხილიანა,ბურიანა,ვერხვიანა,ზენა სოფელი,ლომათ გორი,კოშკანი,საქარია,ჩდილნი,ჭალა.მერცხალა ხილიანაში სახლობდა,ეს უბანი სოფლის მისასვლელში,მდინარე უკვენტბურას მარცხენა მხარეს მდებარეობდა.ხილიანაში ძირითადად მაჩხოშვილები სახლობდნენ,მათ შორის იყო მერცხალას ოჯახიც.
მერცხალა რომ მაჩხოშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა,ეს სადავო არ არის.დღემდე შემონახულია მისი ნასახლარი,რომელშიც შემდეგ ბალიაშვილების ოჯახი დასახლდა,ჯერ კიდევ დგას უზარმაზარი კაკალი,რომელსაც "ფოთოლათ კაკალს" ეძახიან..."

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 11:20 am

აჰა, გავიგე, ვაჟიკავ!
”ფოთოლათ მერცხალა” - ეს გვარის სახელწოდებაა. მაჩხოშვილები კი იყვნენ, მაგრამ ფოთოლანი ერქვათ.

ფრანსუა ვიიონთან იმის მსგავსებაზე კარგად სთქვი ზემოთ და ეგ ვის უწერია, ირაკლი გოგოლაურს?

ეეჰ, რატო მეც არა მაქვს ეგ წიგნი?.. Rolling Eyes

study

ბესიკ ხარანაული
(წიგნიდან: "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი")

სულ-ამკრთალი ადამიანის ფიქრები ქვეყნიერებაზე

იყო მეტაფორელი პოეტი და სახელი მისი “ფოთოლათ მერცხალა”. დედა ჰყავდა
მარტო, იმის გაზრდილი იყო, უმამოდ, ფოთოლა ერქვა. და რაკი ის იყო ოჯახში ქალიც და კაციც და ობლების გამზრდელიც, ხვნაშიც მუშა და მკაშიც მუშა, საქონელშიც, ტყეშიც, ღრეშიც, ზამთარშიც, ზაფხულშიც რაკი მარტუა იყო, მთელ ოჯახსაც “ფოთოლაანთ” ეძახდნენ. მერცხალას ნათლობის სახელი “გამიხარდი” ერქვა, ეტყობა გაუხარდათ ვაჟის დაბადება. არ იცოდნენ “მერცხალი” რომ დადგებოდა იმისგან.
მონასავით რომ ეწერა, რას დაწერდა, ანუ რას ილექსებდა, რადგან იმის “ნათქვამებს” ჩვენ ვეძახით “ნაწერს”, თორემ მერცხალამ წერა-კითხვა არ იცოდა. წერა-კითხვა მეორე ხეობის მელექსემ იცოდა, ყრუვ-გიორგიმ და თავიც მოსწონდა (ამ ამბავს სხვაგანაც შევამოწმებთ). თუმცა, საკუთარი ხელით არც ყრუვ-გიორგი წერდა თავის ნათქვამებს. ესენი ხომ მონები არ იყვნენ. არც შრომით იკლავდნენ თავს და არც კალამს აღლევინებდნენ მაჯას. წერა-ჯდომით არც თირკმელებს იტკივებდნენ, არც ნაღველს იქცევდნენ და არც მარჯვენა ბეჭქვეშ გრძნობდნენ მჭვლის ჩხვერას: ლამაზი უნდა ქვეყანამ შეინახოს!

ასეთი იყო პრინციპი. თუმცა ხელგაუნძრევლები როდი იყვნენ, მაგრამ რაკი მაინც
ვერაფერს აკლებდნენ სიღარიბეს და ამიტომ შეიშნოვეს, წესად აქციეს, არიარედ
ეხეტებოდნენ, სვამდნენ, ბოზ-ქურდობდნენ, დასცინოდნენ წუთისოფელს, საკუთარ თავს. “თავსაცინარი” ხომ ის ირონია იყო, რომელშიც საბძლისთვის მიდგმულ კიბეს ჰქონდა ფესვები ჩამბალი. ლექსს კაცი მარტოც ამბობდა და სხვასთან გაბაასებაშიც. მარტუას ნათქვამისას “ნათქვამი” ერქვა, თუ მელექსე ვინმეს შეუთვლიდა, იმას “დაბარებული”; ლექსობა იყო ერთადერთი მათი კულტურა, ლურსმანი-უსმანი იყო ცივილიზაცია. ერთმანეთში არ ერეოდათ.

მერცხალა არ კაფიობდა. თქმა იცოდა ლექსისა, დაბარება, შეთვლა... შესაძლოა,
ასეთი ფორმა ლექსობისა, _ ორნი რომ ერთმანეთს კბილებს უღრჭიალებენ, თან
გვრინავენ, თვითონაც და მაყურებლებიც, თან ღრეობენ, თან ხორხოცობენ
პირველყოფილებივით... შესაძლოა აჰკრთებოდა ხოლმე ასეთ გარემოში ლექსის
მადლი, შესაძლოა თავს არავის არ უყადრებდა. თავის გაყადრება ისედაც ძნელი
საქმეა, მელექსეებს სულ უჭირთ ერთმანეთის აღიარება, ძალიანა შურობენ,
ებრძვიან, სწუნობენ ერთურთს.

ბლომად მოლექსე იყო იმდროინდელ მეტაფორებში, წინა ორი საუკუნის
პირშესაყარზე, როცა გმირობამ კულტურული სახე დაკარგა და თუმცა ორივე
მდინარის სათავეებში მიმოფანტულ ასამდე სოფელში კვლავაც სათაკილო საქმედ არ
ითვლებოდა, მაინც, რაკი საყოველთაო ფუნქცია დაკარგა და “ბიჭობად” და “ვაჟკაცობად” იქცა. კავკასიელი ტომები ეგრე თავის ნებაზე ვეღარ ერჩოდნენ ერთმანეთს, ვეღარ თარეშობდნენ, ვეღარ მეკობრეობდნენ, ისხდნენ მთა-კლდეების ქანდარებზე, დაბურული ტყეების პირებში (ღრმად ვერ შედიოდნენ, რომ ყაჩაღობა არ დაბრალებოდათ), დასცინოდნენ საკუთარ სიღარიბეს, სხვის სიმდიდრეს, და, თუ
აღარაფერი იყო დასაცინი, _ საკუთარ თავს. “თავსაცილის” გავრცელებული ფორმა
იყო არასმქონესთვის სიმდიდრის დაბრალება, დაბლისთვის _ სიმაღლის,
გონჯისთვის _ სილამაზის, და სათნოებით შემკული ასულისთვის კი ვინმე უბირ
კაცთან მამლის ყივილამდე ხვევნა-ალერსი და ხელ-ფეხის არგაჩერება.

ლექსი და კაფია ორივე ხეობის ხალხში წამისუსწრაფესად ვრცელდებოდა. ეს არც საგაზეთო ინფორმაცია იყო, არც სატელევიზიო, არც ფილმი იყო და არც ტელეშოუ. ეს იყო სიტყვიერად განხორციელებული მხატვრულ-ვიზუალური მონო-სპექტაკლები, სავსე სისასტიკით და სიბრალულით. სადღაც გადაიყარა დიდაქტიკა, ზნეობრივი დოგმები, უცებ აღმოჩნდა, რომ ბევრი ზედმეტი რამ უთრევია ადამიანს.

გაზეთი “დროება” რომელსაც უყვარდა _ როგორც თვითონ ეძახდა “საერო პოეტები”,
რაც იმ დროის ლიტერატურულ ენაზე სოფლად მცხოვრებ არაპროფესიონალ
მოლექსეს ნიშნავდა, გამოაქვეყნა ცნობილი მეტაფორელი მოლექსის ყრუვ-გიორგის
ლექსი, სათანადო კომენტარით და იმ აუცილებელი რედაქციული ჩარევით, რომელიც
ლექსს უხამსობისგან გადაარჩენდა და მკითხველს ყურს არ დაუზიანებდა:

“ერთხელ, გრძელი სთვლის დღეებში, უშეშოდ დარჩენილმა ყრუვ-გიორგიმ გამხმარი ღოღნოშოები დაჭრა ღობის პირებზე. დაჩეხა, დაკუწა და გააგუგუნა ბუხარი. მერე გადმოიღო ბუხრის თავიდან სოფელ-სოფელ ნათრევი ქართულ-რუსული ლექსიკონი და დაიწყო თავის გართობა:

ვაკრივარ ბუხრის პირშია
რო ჯაგის ძირში კურდღელი,
ახლა ვეჩვევი რუსულსა,
ცხრა გავათავე ფურცელი,
ლისა მელია ყოფილა,
ტყეში რომ დარბის ყურგრძელი.

მეტაფორელი ყრუვ-გიორგი არ იყო ისეთი კაცი, თავის სახელს რომ დაჰკანკალებს. არც სისულელის მიმართ ჰქონდა წინასწარ შემუშავებული აზრი, პირიქით, ეგონა, რომ სისულელე შესანიშნავი საკმაზია ღარიბი კაცის ცხოვრებისა. მაგრამ ასეთ სისულელეს თუ დააბრალებდნენ, ვერ წარმოიდგენდა. სინამდვილეში ამ სულელური (ყრუვის აზრია) ლექსის ბოლო ორი სტრიქონი ასეთი იყო:

ხუი საძაღლეს ქვივნილა,
ფიზდა ყოფილა მუტელი.

სიტყვები კლავს სიწრფელეს! დაასწარ სიტყვებს, ვიდრე ისინი აზრს შეიძენენ. გადაარჩინე შენი სიწრფელე. დაე სიწრფელე ერქვას სიტყვებს და არა აზრი. სიტყვების აზრი და სიტყვების გადანაცვლება... სიტყვების გადანაცვლებით ტყუილი არ იცვლება.

Last edited by გამრიგე on Sun Oct 31, 2010 12:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 12:16 pm

არგანი wrote:
"ფოთოლათ მერცხალაი ვარ
ურძნის ჯოხივით ლიტაო..."

(მეც ზეპირად დავწერე, სიზუსტეზე ფოლკლორისტებმა აგონ პასუხი Very Happy )

Arrow

თვით ვაჟაც აღფრთოვანებული ყოფილა მერცხალას ნიჭითა და ოსტატობით.
ერთხელ სოფელ თვალივის დუქანში სხვა ფშაველებთან ერთად ქეიფობდა მერცხალა. იმ დროს მამასახლისი მორთულაძეც იქ მისულა, რომელსაც მწარე-მწარედ ალექსებდა მერცხალა.
ერთმა ფშაველმა შაუმღერნა თურმე მერცხალასა:

- ეხლა გიჭირს, მერცხალაო,
მოგვივიდა მორთულაძე.

მერცხალამაც აღარ დააყოვნა პასუხი:

- ერთი ყანწიც ჩამამისხით,
ცოტა კიდე მოვგულავდე.
მაგას მაინც მიგიბერტყავთ,
გინდა ოთხით მოვბღუნავდე.

მერე მამასახლისს უთვამს, მაჩვენეთ ერთი ეგ თქვენი მერცხალაო...

მერცხალას პასუხად ეს ლექსი მოუყოლებია:

მერცხალა - მამასახლისს

რად გინდა ჩემი გაგება,
ან ჩემი ამბის კითხვაო?
ფოთოლათ მერცხალაი ვარ,
ურძნის ჯოხივით ლიტაო.
კარზედა მაქვის მამული -
სახნავი ერთი თვისაო,
ას კოდიანში ქერ მიყრავ,
ორასიანში - წმინდაო;
კარზედ მიბრუნავს წისქვილი,
დავფქვავ, რომელიც მინდაო,
ბიჭი ვარ კაი ყელშია,
რაც მინდა, პირსა ვკითხაო.
კარიკურ ხილით სავსე მაქვ,
ვაშლითა, ხელის სხლითაო...

კარჩი მგელ ვერას შამიჭამს,
შინ შემოტანილს - ციცაო.

---
ურძანი - ხის ჯიში.
ლიტა - უტოტო.

Arrow
დიდი ოსტატობით არის ეს ლექსი გამოთქმული - მერცხალას არა ებადა რა და ჯერ თუ იტყვის, ურძნის ჯოხივით ცარიელი ვარ, მერე სულ პირიქით ამბობს თავის თავზე, მაგრამ ბოლო ორ სტრიქონში თავს ანებებს საკუთარი თავის გამოჯავრებას და ისე სხარტად ამასთქვამს ამ ბოლო პწკარებს, რომ ფრთიან გამოთქმად იქცევა და მთელი ფშავი ამას იმეორებს დღემდე...

რად უნდა ფშაველსა კრიტიკოსი და მეცნიერი, ლაღი არი ძალიან, მოეწონება ვისიმე ლაღად ამოთქმული და იმის მთქმელს ხომ რაიმე მოხდენილ სახელს შეარქმევს, მაგალითად, ”მერცხალას” და იმის ნალექსებს კიდევ მაშინაც გაიმეორებს, მთქმელი რო ცოცხალი აღარ იქნება... Smile

Last edited by არჩანდა on Sat Feb 21, 2009 3:44 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 1:13 pm

გიგი ხორნაულის წიგნიდან ”ფშაური კაფია”:

მერცხალას სოფლის, მიგრიაულთას მეზობლად არის სოფელი კაწალხევი. აქ ბლოდან ჩამოსახლებული ხევსურები ცხოვრობდნენ.
მთქმელმა, მარიამ ბუთხაშვილმა (”ნინიას ქალმა”), რომელიც თავის დროზე კარგი მოლექსე ყოფილა, ჩამაწერინა:

მერცხალასთან კაწალხეველი ქალები არავინა წვებოდნენ, მაგრამ ისე ალექსა, ხევსურებს აბრაზებდა.
მოიგდებდნენ კაწალხეველები მერცხალას სადმე, მიბერტყავდნენ, მიამკვდარებდნენ, რატო გვილექსებ ქალებსაო, ის კიდევ უარესსა და უარესს იტყოდა. თავიც რომ მოეჭრათ, ლექსობას მაინც ვერ მოაშლევინებდნენო.

Arrow

ნეტავი

ნეტავი, ფშაველ არა მქნა,
კაწალხევს მამცა აღწერა,
მანდაურ ჩოხამც ჩამაცვა,
ხევსურუთულად სამწვერა.
”კუდაის ხარის მივუდგე” -
გულად დავყარე სამჯერა.
სუმელჯათ ბანზედამც დამსვა,
ხან ზენ მეხედნა, ხან ქვენა,
თამარსამც კარზე ქსელნ ედგნეს,
ლელიკას მისცა ფარტენა.

---
”კუდაის ხარით მივუდგე” - ესე იგი, კუდაი ხარი დავუკლა და მათი სოფლელი გავხდეო.
”გულად დავყარე სამჯერა” - სამჯერ გავიფიქრე გულშიო.
ფარტენა - მატყლის ფთილა.

Arrow

კაწალხევს გადავიარე

კაწალხევს გადავიარე,
გომურ ავიღე ქირითა,
ხარი მყავ გასაკვებავი,
უნდა გავკვებო თივითა.
თამარისძის ქალ, ციკაი
არაყს მიზიდავს მინითა.
საბძელჩი შამამიჩნდება,
როგორც ცისკარი დილისა;
დედა დაუწყებს ძახილსა:
- ციკიავ, ქათმებ ყივისა!
- მერცხალის მკლავზედა ვწევარ,
დაძეხით ჩემის ჭირითა!..

Arrow

აი, ამ ლექსებისთვის სცემდნენ ხოლმე მერცხალასა და მაინც არა ჩერდებოდა, ბედისწერა იყო იმისთვის ლექსების ამოთქმა და გინდაც თავი მოეჭრათ იმ დამტერებულებსა...
თემმა და ხევისბერმა ეს კარგად გაიგეს და იმიტომაც დაუდგინეს ”გაუგონარი ბეგარა და სირცხვილის დება” ყველას, ვინაც მერცხალას ხელს დააკარებდა ამ ლექსებისთვის.

ერთიც არის, რომ იმ კაწალხეველების მუშტებს მერცხალას მოლექსეობა უნდა გამოეცადა და როგორაც ჩვენი ძველები იტყოდნენ ხოლმე, კარგად დაიჭირა ეს გამოცდა მერცხალამა.

cheers

ვაჟიკა კაწალხეველო, აბა, ერთი კარგად გადაჰხედ-გადმაჰხედე დღევანდელ პოეტებსა და გვითხარი, კიდე ვინმე ხო არ წავიყვანოთ კაწალხევშია - გამოსაცდელადა?
ან კაწალხევლებ ხო არ ჩამავუყვანოთ ვინმესა?

lol! sunny cheers

ვაჰ, კიდე კაი, პოეტ არა ვარ...
თუ პროზაიკოსებიც კოხტად და მშვენივრად ”გამოიცდებიან” კაწალხეურადა?

Shocked Rolling Eyes No

და კიდე რამდენი დარგის წარმომადგენელი!..

drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 4:46 pm

Arrow

აჰა, გავიგე, ვაჟიკავ!
”ფოთოლათ მერცხალა” - ეს გვარის სახელწოდებაა. მაჩხოშვილები კი იყვნენ, მაგრამ ფოთოლანი ერქვათ.

ფრანსუა ვიიონთან იმის მსგავსებაზე კარგად სთქვი ზემოთ და ეგ ვის უწერია, ირაკლი გოგოლაურს?

ეეჰ, რატო მეც არა მაქვს ეგ წიგნი?.. Rolling Eyes[/quote]

king
ირაკლი გოგოლაურს თავის დროზე ქართველ მწერალთა ერთმა ჯგუფმა გაუგზავნა წერილი,რომელიც ასე ბოლოვდება:
"ბატონო ირაკლი,ამჟამად თქვენზე უკეთ ამ საქმეს(იგულისხმება მერცხალას წიგნის გამოცემა_ვ.ხ.) ვერავინ გაართმევს თავს.ხალხში ჯერ კიდევ ცოცხლობს მერცხალას სახელი.ფშავის ხეობის მოსახლეობამ ზეპირად იცის ბევრი მისი პოეტური შედევრი.იქნებ მოხერხდეს მისი ბიოგრაფიის ძირითადი მონაცემების დადგენაც.
მერცხალა ქართველი ფრანსუა ვიიონია და მას ისეთივე ადგილი უნდა ეკავოს ქართველ შემოქმედთა შორის,როგორიც ვიიონს_ფრანგულ ლიტერატურაში.
უღრმესი პატივისცემით:დავით მჭედლური,შოთა ქავთარაძე,ბაღათერ არაბული,ალექსანდრე დიდებაშვილი."
...
აქაა შედარებული,ძმაო არჩანდავ,მერცხალა ვიიონს.მანამდეც თუა ასეთი რამ ნათქვამი,მით უკეთესი.
კიდევ ერთი კარგი მოშაირისათვის გირჩევდით გვერდის გახსნას_ესაა გიორგი ანთაური კაწალხევიდან.ცოცხალი აღარაა.მისი ნაწერები ჩემთანაა.

cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 5:04 pm

აი, ამ ლექსებისთვის სცემდნენ ხოლმე მერცხალასა და მაინც არა ჩერდებოდა, ბედისწერა იყო იმისთვის ლექსების ამოთქმა და გინდაც თავი მოეჭრათ იმ დამტერებულებსა...
თემმა და ხევისბერმა ეს კარგად გაიგეს და იმიტომაც დაუდგინეს ”გაუგონარი ბეგარა და სირცხვილის დება” ყველას, ვინაც მერცხალას ხელს დააკარებდა ამ ლექსებისთვის.

ერთიც არის, რომ იმ კაწალხეველების მუშტებს მერცხალას მოლექსეობა უნდა გამოეცადა და როგორაც ჩვენი ძველები იტყოდნენ ხოლმე, კარგად დაიჭირა ეს გამოცდა მერცხალამა.

cheers

ვაჟიკა კაწალხეველო, აბა, ერთი კარგად გადაჰხედ-გადმაჰხედე დღევანდელ პოეტებსა და გვითხარი, კიდე ვინმე ხო არ წავიყვანოთ კაწალხევშია - გამოსაცდელადა?
ან კაწალხევლებ ხო არ ჩამავუყვანოთ ვინმესა?

lol! sunny cheers

მერცხალასა და კაწალხევლების ამბავმა ერთი ეპიზოდი გამახსენა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან:ვაჟას თურმე ერთი ქალი(მეზობელი) გამოჰკიდებია ფიწლითა.გარბის ვაჟა,მიაფრიალებს ჩოხის ბოლოებსა...მერე რო ჰკითხეს ,რატომ გარბოდიო,ლუკას ღიმილით უთქვამს,აბა,რა მექნა,ქალს ხელს ხომ არ გავარტყამდიო...
ასეთია რჩეულთა ბედი_ვან გოგი გავიხსენოთ,ქუჩაში ქვებს რო ესროდნენ გონებით ბრმანი.
...
ლექსობაში გაბრაზება იგივეა,კაცი რო რინგზე გაბრაზდეს_ღრმა ნოკაუტი არ ასცდება.

king cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 5:17 pm

ვაჟიკა კაწალხეველო, აბა, ერთი კარგად გადაჰხედ-გადმაჰხედე დღევანდელ პოეტებსა და გვითხარი, კიდე ვინმე ხო არ წავიყვანოთ კაწალხევშია - გამოსაცდელადა?
ან კაწალხევლებ ხო არ ჩამავუყვანოთ ვინმესა?

Sad sunny Sad
ან ვის აიყვან ძმობილო,
ან ჩამოიყვან ვისაო?

კაწალხევ დაცარიელდა_
ფიქრები ხარობს მტრისაო.

თითო-ოროლა ბებერი
ჩრდილებივითა დისაო...

ღრუბელი მონატრებისა
სევდის ცრემლებსა სწვიმსაო.

cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Fri Feb 20, 2009 10:26 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
ვაჟიკა კაწალხეველო, აბა, ერთი კარგად გადაჰხედ-გადმაჰხედე დღევანდელ პოეტებსა და გვითხარი, კიდე ვინმე ხო არ წავიყვანოთ კაწალხევშია - გამოსაცდელადა?
ან კაწალხევლებ ხო არ ჩამავუყვანოთ ვინმესა?

Sad sunny Sad
ან ვის აიყვან ძმობილო,
ან ჩამოიყვან ვისაო?

კაწალხევ დაცარიელდა_
ფიქრები ხარობს მტრისაო.

თითო-ოროლა ბებერი
ჩრდილებივითა დისაო...

ღრუბელი მონატრებისა
სევდის ცრემლებსა სწვიმსაო.

cheers king

What a Face

ეეეჰ!

დააცარიელებენ ამ მთასაც და...

ვინღა შამაინახავს საქართველოს?

ხო არი გელა დაიაური შატილში თავის ოჯახიანად!
რა იქნება, რო კაწალხევსაც და შუაფხოსაც გამაუჩნდეს ეგეთა ღვაწლიანი კაცი?
მართლა დაცარიელდა ფშავის სოფლები, კაცოო...

მთას უჭირს ეხლა, მივხედოთ მთასა, თორემ მერე ვეღარც მთა მოგვხედვს ჩვენ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Sat Feb 21, 2009 1:02 am

ვაჟა ხორნაული wrote:
არჩანდა wrote:
მერცხალას ნამდვილი გვარი და სახელია გამიხარდი ფოთოლაშვილი.

ერთხელ კავკავიდან (მერმინდელი ორჯონიკიძე, ახლანდელი ვლადიკავკაზი) მაზარა მოუტანია. რაკი იმ მაზარასაც ბოლო ორად ჰქონდა გაყოფილი მერცხლის კუდივით, ფშავლებს მერცხალა შეურქმევიათ.
მერცხალა ვაჟა-ფშაველას თანამედროვე იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდფას სახელი გაუთქვამს გონებამახვილური, მწვავე სატირული ლექსებით, კაფიებით.

ეს მერცხალას ნათქვამია თავის თავზე:

***
აფშოს მოვიდა მერცხალი,
ქალმა ქალს უთხრა: ეგ არი!
სარტყელს ზემოთით ლექსია,
სარტყელს ქვემოთით - ნესტარი!..

ზეპირად დავწერე და ეგრეა კრებულებში?

მერცხალა და კაწალხწეველები - ეს ცალკე თემაა და ვთქვათ ესეც...

ჯერ ბობორიკი დააბი მაგრადა და მერე გეტყვი,ეგ სტროფი როგორც არი.
დააბი?_ძალიან კარგი.

***
აფშოს მოიდა მერცხალი,
ქალმა ქალს უთხრა:"ეს არი!"
სარტყელის ზემოთ ლექსია,
სარტყელის ქვემოთ_ნესტარი!

***
ვაჟიკამ უთხრა არჩანდას
სიტყვები გულით შემთბარი:
ოთხ პწკარში ოთხი შეცდომა
ნამეტანია,ღმერთმანი!

sunny cheers sunny

Arrow

ოთხი შეცდომა, არა, ვაჟიკავ?

აბა, მიყურე ეხლა:

”მოუკრეფავნი” (შეადგინა ვახუშტი კოტეტიშვილმა), გამომცემლობა ”დიოგენე”, 2005 წელი, გვერდი 42 -

მერცხალას ნათქვამი

აფშოს მოიდა მერცხალი,
ქალმა ქალს უთხრა: - ეს არი.
სარტყელს ზემოთით ლექსია,
სარტყელს ქვემოთით - ნესტარი!

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Sat Feb 21, 2009 1:14 am

Arrow
***
ფოთოლათ მერცხალაი ვარ,
ქალთან ვათენებ ხისძირსა.
ქალი უკაცოდ ვერ გასძლებს,
მგელ კი გაიძლებს შიმშილსა.

Arrow

***
ფოთოლათ მერცხალაი ვარ,
წაწალ გოდერძათ ქალისა.
რაც მე მაგ ქალას დავსწაწლდი,
სამჯერ მილოცეს თვალისა.
ერთ წუღის გულისათვისა
სამჯერ ჩავვარდი თვალივსა,
ბეგენგორს ამოდიოდა
ბოტვ ნაგლეჯ წუღათ ნალისა.

Arrow

მერცხალას კაფია

დილას ქალთამზე მოიდა,
მერცხალასა სთქოვს გარასა.
- საღამოს მამიხვიდოდე,
დილით მენაცა მზარავსა.

---
გარა - ქსლის საქსოვი ხელსაწყო, გრძელი ჯოხის ფორმისა.

Laughing

Last edited by არჩანდა on Sat Feb 21, 2009 1:36 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Sat Feb 21, 2009 1:35 am

***
ფოთოლათ მერცხალაი ვარ,
ბიჭი ვარ ტარიელაო.
დედას არ მაჰკლავს შიმშილით
ფოთოლათ განიერაო.
სულ ცხენის ნალით გავცვითე
ძაუგი, დარიელაო,
ყვითლის სიმინდით ავავსე
გოდრები ცარიელაო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Sat Feb 21, 2009 1:48 am

მერცხალა - შაშვს

შაშვო, მოგიტყან გალობა
ამ შუა იანვარშია.
არ იცოდია, ზამთარი
არ დადგებოდა ცაშია,
უკან არ მობრუნდებოდა
თებერვალში და მარტშია?

Arrow

მერცხალაც ყველას და ყველაფერს ეკაფიება ფშაურ წესზედა, - ეს შაშვთან გაკაფიებაც ამის ნიმუშია...

Last edited by Admin on Sun Jun 18, 2017 3:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მერცხალა   Sat Feb 21, 2009 1:56 am

Quote :
"არჩანდა"გიგი ხორნაულის წიგნიდან ”ფშაური კაფია”:

მერცხალას სოფლის, მიგრიაულთას მეზობლად არის სოფელი კაწალხევი. აქ ბლოდან ჩამოსახლებული ხევსურები ცხოვრობდნენ.
მთქმელმა, მარიამ ბუთხაშვილმა (”ნინიას ქალმა”), რომელიც თავის დროზე კარგი მოლექსე ყოფილა, ჩამაწერინა:
მიხო, იცი ეს "ნინიათ მაირიამ" რომ დავით მჭედლურის გამზრდელი ბებია იყო?
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Sponsored content

PostSubject: Re: მერცხალა   

Back to top Go down
 
მერცხალა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: