არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ჩონქარა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჩონქარა   Thu Feb 19, 2009 1:42 pm

ჩონქარა ღვერას ძე უძილაური (”ღვერათი”) სოფელ წიფრანში (ფშავში) ცხოვრობდა.ბევრი ცხვრის პატრონი ყოფილა. ქეიფი და დროსტარება ჰყვარებია. ისევე, როგორც ყველა მელექსეს.


Last edited by არჩანდა on Fri Feb 20, 2009 11:37 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Thu Feb 19, 2009 1:44 pm

არგანი -

მიხო, ცალ-ცალკე არ ეკუთვნით გვერდები ხოხას, ჩონქარას, ფრუშკას, ჯაბანს... თუ ერთი გვერდი ვაკმაროთ კაფიის მამებს?

ჩონქარა
ჩონქარა ცხვარში (ორ ფარაში) დატოვეს ამხანაგებმა, თვითონ კი ქორწილში წავიდნენ, ჩონქარამ ფარები ერთად შეურია (არ შეიძლებოდა!) და თვითონაც ქორწილში გაჩნდა. ვიდრე ამხანაგები ჩონქარას საყვედურს (უფრო მეტსაც) ეტყოდნენ, ჩონქარამ შამღერა:

გაუმარჯოს ჩონქარასა,
ერთად შეჰყრის ორ ფარასა.
გამაიხედეთ, ქალებო,
რარიგ ფარა მოჰქანავსა.
ნეტავ, სულ ჩონქარაისი ჰქნა,
გაუმარჯვოს კოპალამა
.................
ბატარა ხან გამოვიდა
ლაწან შასდგა ჩონქარასა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Thu Feb 19, 2009 1:47 pm

არჩანდა wrote:
არგანი -

მიხო, ცალ-ცალკე არ ეკუთვნით გვერდები ხოხას, ჩონქარას, ფრუშკას, ჯაბანს... თუ ერთი გვერდი ვაკმაროთ კაფიის მამებს?


Arrow

გავუხსნი, არგანო, ყველას ცალ-ცალკე გვერდებსა...

მერცხალასაცა... Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Fri Feb 20, 2009 12:05 pm

ერთურთში ჰკრავს

ფეხზე ჰკიდავ ჩონქარასა,
ერთურთში ჰკრავს ორ ფარასა;
გაჰხედენითა, ქალებო,
რარიგ ფარა მოქანავსა!
ნეტავ, სუ შალიკისი ქნა,
გაუმარჯვა კოპალასა.

პატარახან გამოვიდა,
ლაწან შაზდგენ ჩონქარასა.


Exclamation

აი, არგანო, როგორ წერია ეს ლექსი გიგი ხორნაულის ”ფშაურ კაფიაში”.


Last edited by არჩანდა on Fri Feb 20, 2009 4:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Fri Feb 20, 2009 2:03 pm

მიხო, მიუხედავად იმისა რომ კაფიას ავტორი ჰყავს, ისიც (კაფია) ემორჩილება გახალხურების სტიქიურ ნებას. ამიტომ ერთი და იგივე კაფიის სხვადასხვა ვარიანტებიც არსებობს. რომელია პირვანდელი სახე? რომელიც უშუალოდ პაექრობის დროს ჩაიწერა პატიოსანმა მსმენელმა, ან რომელიც უფრო მაგარია, რომელშიც შენარჩუნებულია ავტორის ხმა, დიალექტი და გარემოს დამახასიათებელი კოლორიტი.
ამ მხრივ ჩემს "ჩონქარას წუნს ვერ ვუძებნი Smile
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Fri Feb 20, 2009 2:07 pm

"პატარა" რომ" ბატარა" უნდა იყოს, ეგ მგონი არაა სადავო?
ჩემთან "ბატარაა" Mad
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Fri Feb 20, 2009 4:03 pm

Arrow

მეც ამ ჩამწერ-დამბეჭდავებზე ამეშლება ხოლმე ნერვები, რო - ვითონ გაალიტერატურულეს და ისე დაბეჭდეს. ვითომ კარგი ქნეს და დაღუპეს სინამდვილეში ტექსტი.

მე ხო ვამბობ, ლექსი ქაღალდზე არ არსებობს, ჩაწერილია მხოლოდ და მხოლოდ იქ.
ლექსი არის თქმაში, ცოცხალ სიტყვაშია ლექსი.

და რომ გადამიკეთებ იმის თავადპირველ ნათქვამს, მე ხო სწორად ვეღარ აღვადგენ იმას, თუ სულ თავიდან როგორ ამასთქვა ეს ლექსი მთქმელმა?

რა თქმა უნდა, ”ბატარა”-ს იტყოდა ჩონქარა და მაშინდელი ფშავლებიც.

მე ეს გიგი ხორნაულის წიგნის ვარიანტი დავდე და ეს ორი ტექსტი რომ დავუპირისპიროთ ერთიმეორეს და თან ფშაური კილოც გავიხსენოთ, ვერ აღვადგენთ თავდაპირველ ვარიანტს, ჰა?!

თავდაპირველი, ჩონქარას ნათქომის რესტავრაცია ვცადოთ, ხომ შეიძლება? ფშავლებიც აქაც გვყვანან და ფშავის ექსპერტებიცა...

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Fri Feb 20, 2009 4:16 pm

ჰო, მაგრამ ეს მაინც რედაქტირებული ვარიანტი გამოვა. ვკითხოთ ფოლკლორისტებს, როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევაში?
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Fri Feb 20, 2009 4:19 pm

პირველ სტრიქონს ახლავე ვთმობ და გიგისეულს ვარჩევ, ორი "გაუმარჯოს არ იქნება კაფიაში.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Fri Feb 20, 2009 4:21 pm

არგანი wrote:
ჰო, მაგრამ ეს მაინც რედაქტირებული ვარიანტი გამოვა. ვკითხოთ ფოლკლორისტებს, როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევაში?

Arrow

ნეტავი, ეს ჩვენი კაწალხეველი სად რას დაიარება, რო აღარ გამოჩნდა აქეთკენ?
კარგი იქნებოდა, იმისთვისაც გვეკითხა...

Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Sun Feb 22, 2009 7:12 pm

არჩანდა wrote:
არგანი wrote:
ჰო, მაგრამ ეს მაინც რედაქტირებული ვარიანტი გამოვა. ვკითხოთ ფოლკლორისტებს, როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევაში?

Arrow

ნეტავი, ეს ჩვენი კაწალხეველი სად რას დაიარება, რო აღარ გამოჩნდა აქეთკენ?
კარგი იქნებოდა, იმისთვისაც გვეკითხა...

Rolling Eyes


ინტერნეტი იყო გათიშული.ძაან ცუდი ქარი იცის მუხიანში(შეუგნებელი!).
...
ჩონქარა:
----------------
ჩონქარაი ვარ ღვერათი,
შალიკაური ძირადა,
წამუალ თქვენს სოფელშია
თქვენი ქალების ჭირადა,
ავეკვრი გულის პირზედა
თეთრის სადაფის ღილადა!


ჩონქარა:
----------------
ქალო,გადმოხე ჩემთანა,
თიკნის წინმოსაფრიანო,
მალედავ დაგიყოლიებ,
ჩონქარას მეძახიანო.
...
ეს ლექსი ჩონქარაზეა(მთქმელი ხ.ქისტაური,ჩამწერი გ.თურმანაული):


ნეტავი ჩხუბად გახადა
--------------------------------------
ნეტავი ჩხუბად გახადა,
გაუმარჯვა კოპალასა!
ცოტა ხანმ ჩამაიარა,
ჯღერან შასდგეს ჩონქარასა,
ორ კოკა წყალ მასდომნიყო
ცემ ცოლს ჩემ გონთ მოყვანასა.
...
ჩხუბი,მართლაც,მომხდარა.
"ჯღერან შასდგეს ჩონქარასა"_ნიშნავს "გაარტყეს."
"ჯღერანი"_გარტყმის ხმა.
...
ჩონქარას სხვა ლექსებსაც მოგაწვდით.



Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Fri Feb 27, 2009 9:26 pm




ჩონქარას ნათქვამი drunken
----------------------------
მეზობლებ დამიკოხტავდნენ,
ბოჭკის ფიცარსა თლიანო,
მუაქვის ჩაის მასალა,
პური კი ყველას შიანო,
მოკლე პალტოებ ჩაუცვამთ,
ჩოხან კი აღარ სცვიანო!


cheers cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Wed Mar 04, 2009 7:51 am



ჩონქაქრაის მათრახსა აქვ
---------------------------------
ჩონქარაის მათრახსა აქვ
ცხრაკან შიბი დახვეული,
დედამიწას აკვნეტინებს
ჩონქარაის დაქნეული.
ბებუაის შვილმ ქვანი მკრნა,
გარაის შვილმ_სამხრეულნი,
სირცხვილით ვეღარას ვამბობ,
კბილები მაქვ ჩამტვრეული.
ბატარქალამ დაკეროდეს
ი ჩემ ჩოხა დახეული!


drunken
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Mon Mar 16, 2009 8:41 am



აღარა ჩონქარაი ვარ
------------------------
აღარა ჩონქარაი ვარ,
ნურა სიკეთე ჩემ მტერსა,
დავკარგენ ხალარჯობანი,
სხვა წელს ხომ მოვლენ აქ,ჩვენსა;
სხვა წელს მოვიტან ღვინოსა,
სხვა წელს დავმარხავ ბებერსა.
...

ჩონქარას,რომელიც ღვინის მოყვარული იყო,ერთი ბებერი მკვდრის სახალარჯობოდ(ხალარჯობა_მკვდრისათვის განკუთვნილი ხარჯები)ღვინის ჩამოტანა დაავალეს.ჩონქარას გატანებული ფული შეუჭამია და ეს ლექსი გამოუთქვამს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Wed Apr 08, 2009 8:29 am



ჩონქარას ჩოხა
--------------------------
მეტოქე:
--------------
მაგით მამწონხარ,ჩონქარავ,
ყვითელ ჩოხა გაქვ საცმელი.

ჩონქარა:
---------------
ეს არაფერი,გენაცვლე,
სხვა მაქვის გამოსაცვლელი.
cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Sat Jun 20, 2009 9:07 am

ჩონქარას ნათქვამი
-----------------
აქ მოხვე, ჩვენო მამუკა?
აქაც კაი ამბავია, cheers king
მამაშენი შავარცხვინე,
დედაშენის მამკლავია. queen Basketball bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Wed Dec 16, 2009 12:37 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

ჩონქარა

ჩონქარა, იგივე ჩონქარა შალიკას ძე ღვერაშვილი XIX ს-ის მეორე ნახევრისა და XX ს-ის პირველი ნახევრის სახალხო მთქმელია.
ჩონქარა ვაჟა-ფშაველას თანამედროვე ფშაველი მელექსე ყოფილა. როგორც 1961 წლის კახეთის ფოლკლორული ექსპედიციის დროს აპოლონ ცანავას მიერ ჩაწერილი ჩონქარას ერთი ლექსის ბოლოს დართული შენიშვნიდან ჩანს, 1930-იან წლებში ის უკვე გარდაცვლილი ყოფილა: "(ჩონქარა - მ.ღ.) 30 წელი იქნება რაც გარდაიცვალაო", ვკითხულობთ კომენტარში.
თედო რაზიკაშვილის გადმოცემით ,,ღვერათ ჩონქარა ვაჟა ფშაველას თანამედროვე ფშაველი მოლექსეა. ჩონქარა ეკუთვნის უძილაურთ თემს. იგი დაიბადა და აღიზარდა სოფ. უძილაურთაში, რომელიც მდებარეობს არაგვის ხეობაში. ჩონქარა უძილაურთიდან გადასახლებულა სოფ. წიფრანში, შემდეგ კი სოფ. ჩ ა ფ ა რ თ ა შ ი, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და იქვე გარდაიცვალა” (ქხპ, ტ. IX, გვ. 387, ხალხური ლექსები თედო რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი. ხალხური სიტყვიერება, 111, მ. ჩიქოვანის რედ., 1953, გვ. 248)
როგორც მოყვანილი ცნობიდან ჩანს, ჩონქარას ბოლოს სოფელ ჩაფართაში უცხოვრია და გარდაცვლილა გასული საუკუნის 30-იან წლებში. თუ როგორ ცხოვრობდა და რა საქმიანობას ეწეოდა ის ჩაფართაში, ამის შესახებ არც წერილობითი და არც ზეპირი გადმოცემის სახით არაფერია შემორჩენილი.
ფიზიკურად "ჩონქარა ვაჟკაცი კაცია, სახეზე და თავზე მრავალი ჭრილობა აჩნია ხვეულით და საცერულით (ბერა თითზე გასაკეთებელი საჩხუბარი იარაღებია) დასერილი. ჩონქარას კოხტად ჩაცმა ჰყვარებია. ტიტველა ცხენზე იჯდა ქორწილში და დღეობაზე მიმავალი ჩონქარა, ხელში მუდამ მსხვილი მათრახი ეჭირა, მუდამ გამზადებული იყო, უყვარდა მათრახით ჩხუბი. მათრახს შვიდ ადგილზე სპილენძის მავთული ჰქონდა დახვეული სიმძიმისა და სიმაგრისათვის” (ქხპ, ტ. IX, გვ. 387).
მოკლედ, მაგრამ საკმაოდ ლაკონურად და შთამბეჭდავად ხატავს ჩონქარას პორტრეტს თედო რაზიკაშვილი: ,,ეს ჩონქარა საკვირველი ტიპი იყო, უსაქმური, ღარიბი, მოქეიფე, მოლექსე, მომღერალი, მექალთანე, მოწაწლე. ქუდი თავზე კი არ ეხურა, ყურზე ეკრა, სუ გვერდზე ეხურა"(ქხპ, ტ. IX, გვ. 388).
ჩონქარას ღვინის მოყვარულობას ადასტურებს სხვა ჩანაწერიც სადაც პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ,,ჩონქარა ღვინის მოყვარული იყო* (ქხპ, ტ. IX, გვ. 388, მტქმ: მ. ნადირაშვილი, ჩამწ: ა. ცანავა, ს. კურდღელაური (თელავის რ-ნი) 1961 წ.).
ჩონქარას ჰყოლია ცოლ-შვილი, მაგრამ მას სხვა ქალთანაც შესძენია ბავშვი, რომელიც შემდეგში მამასავით ცნობილი მოლექსე დამდგარა: ,, ჩონქარა ცოლ-შვილიანი კაცი ყოფილა, როცა ხომელი ქალი ბატარქალი შეჰყვარებია. ბატარქალს მისგან ნაბიჭვარი გაუჩენია. ხომელები ძალზე განაწყენებული ყოფილან. ერთხელ სადღაც ხატში მოუგდიათ ჩონქარა და მაგრა უცემიათ. ის ბიჭი , რომელიც ბატარქალს ჩონქარასაგან ეყოლა , იყო ცნობილი მოლექსე ხვთისო (ტოკა) იმერლიშვილი* (ივ. ხორნაული, ფშაური მილექსებანი, 1939 წ. გვ.40-41).
მიუხედავად ასეთი დაუდეგარი და ბობოქარი ხასიათისა, ჩონქარა მაინც მკვიდრად მოჰკიდებია საოჯახო საქმეს, ხელი მიუყვია მეურნეობისთვის. მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ილტოს ხეობის სოფელ შახვეტილაში, ხოლო იმ ადგილებს ჩაფართის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ ნიჭიერ კაცს ოდესღაც უცხოვრია და ალბათ სახნავ-სათიბი მამულებიც ჰქონდა, დღესაც "ღვერათ ტაფებისა" და ,,ჩონქარათ ველების" სახელით მოიხსენიებენ. .
მთავარი კი მაინც ის არის, რომ ჩონქარა უდაოდ ნიჭიერი კაცი ყოფილა. საუკეთესო ,,მოლექსე და მომღერალი" - თანამედროვეთა მიერ მისთვის გამომეტებული ეს ეპითეტები შემთხვევითი არ არის. აკი ვახტანგ რაზიკაშვილიც შენიშნავს, რომ ,,ვაჟა ჩონქარას კარგ მოლექსედ თვლიდა"- ო.
მე შევეცადე შემეკრიბა და ერთად მომეყარა თავი ჩვენამდის მოღწეული ჩონქარას შემოქმედებითი მარგალიტებისთვის. ამ ჩანაწერებს თან ერთვის შემკრებთა შენიშვნები, რათა უფრო ადვილად გასაგები გახდეს ის ნიუანსები, რასაც ეთნოგრაფიული და დიალექტური თავისებურებების გამო ატარებს მისი ლექს-კაფია.

ჩონქარაი ვარ

ჩონქარაი ვარ ღვერათი, ზანზარუკაი მქვიანო,
ციხეგორს შავთამაშდები, ფიე, ქალებმა ქმნიანო,
თვალში ხვარ გეჩოთირები თიკვაის წინსაფრიანო,
ძალით წავართვენ, ხვთის მადლმა, ხევსურის ტყავნი მცვიანო,
..................................................... ნებით არ მაუციანო,
პატარა ნიორანია, გუდის ძირშია ჰყრიანო.


ლექსს ერთვის თავის დროზე მისი ჩამწერისა და პირველგამომქვეყნებლის ვ. რაზიკაშვილის კომენტარი , რომელშიც ვკითხულობთ: ,,ციხეგორს (დღეობაზე) მიმავალს ორწყალში ვინმე ხევსური შეხვედრია, ჩონქარას ჩასაცმელი ტყავი და ნიორი წაურთმევია ხევსურისთვის, თვითონ ჩაუცვამს და ასე მისულა ციხეგორის დღეობაზე იმ დროს, ლხინი და თამაში იყო გახურებული.
ჩონქარა დაროკდა და დაზანზარდა სათამაშოში , ამიტომ ამბობს ზანზარაკუა მქვიაო. იმ დროს ფშავლები ჩითს არ იცვამდნენ, შალის ტანსაცმლით (ფაფანაგებით) დადიოდნენ. ჩონქარას გაუკვირდა ფშავლის ქალის ტანზე ჩითის წინსაფარი და დასცინა: თვალში ხვარ გეუცხოები (გეჩოთირები), ხევსურის ტყავი რომ მაცვიაო.*
(ქხპ, ტ. IX, გვ.387.)


ჩონქარაი ვარ

ჩონქარაი ვარ ღვერათი, შალიკაური ძირადა,
წამუალ თქვენს სოფელშია, თქვენის ქალების ჭირადა,
ავეკვრი გულისპირზედა თეთრის სადაფის ღილადა.

(ქხპ, ტ. IX, გვ. 124)

ჩონქარას კაფია

ჩონქარამ ჩონგურ დაუკრა, დაჯდა, ქეიფი გასწია,
საით რა მამაგონდება, რო არ მეწადოს კაფია?!
ე კუკუშაის სახლკარი სუ ქალ- ვაჟებით სავსეა,
ზემოთ დაანთეს ფანარი, ქვემოთ დასაჯდომ ტახტია,
ზედ დასახურავ ფარდაგი, ძირს დასგები ფლასია,
დილით მინდოდის გადასვლა , მიმესწვრის ჩაის სმაშია,
ეგ მამაძაღლის ოხერი , კარზედა ჰბავის ძაღლია,
არ გვიშვებს მენ და ბასილსა, დევივით გვიდგა გზაშია.

(ქ. ხ. პ. ტ. IX გვ.124 , ჩამწ: ფ.ზურაბიშვილი, სოფ. ბულალაურთა 1946 წ. ხორნაული ივ. გვ.270).

ჩ ო ნ ქ ა რ ა

ქალო, გადმოხე ჩემთანა, თიკნის წინსაფრიანო,
მალედავ დაგიყოლიებ, ჩონქარის მეძახიანო.

(ქხპ, ტ. IX, გვ.124. ჩამწერი თ.რაზიკაშვილი, ფშავი)



ნეტავი ჩხუბად გახადა

ნეტავი ჩხუბად გახადა, გაუმარჯვა კოპალასა !
ცოტა ხანმ ჩამაიარა, ჟღერან შასდგენ ჩონქარასა,
ორ კოკა წყალ მასდომნიყო ჩემ ცოლს ჩემ გონთ მოყვანასა.

მთქმელის შენიშვნა: ,,...ფშავლები ღრეობენ და ნატრობენ ჩხუბის მოხდენას... ჩხუბი მართლაც მოხდა.”
(ქხპ ტ. IX, გვ. 124, მთქმ: ხ. ქისტაური, ჩამწ: გ.თურმანაული, 1962 წ.)

არსებობს ამ ლექსის სხვა, უფრო რთული ვარიანტიც:

შავიარე ბოთანასა, სულ შავცილდი ქოყანასა,
იქით ფეხით ჩამოვლილი, ჰგავის ხელით მოყვანასა,
ჩუბადამც გაახდევინა, გაუმარჯვა კოპალასა,
აიმ საუბარში ვიყავ, მტვრევან ასდგა ჩონქარასა...
ქალ-ვაჟი დაწვნენ ერთადა,ვის რა უნდა ხოყანასა!

(ქხპ, ტ. IX, გვ. 388, მთქმ: გ. ალბუთაშვილი, ჩამწ: ა. ცანავა, სოფ. ჩაბანო(თიანეთის რაიონი) 1955 წ. ფაკ 19 , VII, 2, გვ.35)



ჩონქარას ნათქვამი

მეზობლებ დამიკოხტავდნენ, ბოჭკის ფიცარსა თლიანო,
მუაქვის ჩაის მასალა, პური კი ყველას შიანო,
მოკლე პალტოებ ჩაუცვამთ, ჩოხან კი არა სცვიანო.

(ქხპ, ტ. IX, გვ 124, მთქმ. მ. ნადირაშვილი, ჩამწ. ა.ცანავა, სოფ. კურდღელაური(თელავის რაიონი), 1961 წ.)

ჩონქარას ნათქვამი

აღარა ჩონქარაი ვარ, ნურა სიკეთე ჩემ მტერსა,
დავკარგენ ხალარჯობანი, სხვა წელს ხომ მოვლენ, ჩემ ყ..სა
სხვა წელს მოიტან ღვინოსა, სხვა წელს დავმარხავ ბებერსა.

ლექსს ახლავს მთქმელის შენიშვნა : ,, ჩონქარა ღვინოს მოყვარული იყო. მას დაავალეს ერთი ბებერი მკვდრის სახალარჯობოდ ღვინის ჩამოტანა. მას გატანებული ფული შეუჭამია, ცარიელი დაბრუნებულა და ეს ლექსი უთქვამს”.

(ქხპ, ტ. IX, გვ. 125, მთქმ. მ. ნადირაშვილი, ჩამწ. ა.ცანავა სოფ.კურდღელაური (თელავის რაიონი), 1961 წ.)


ჩონქარას ნათქვამი

აქ მოხვე ჩემო მამუკა? აქაც კაი ამბავია,
მამაშენი შავარცხვინე, დედაშენის მამკლავია.

(ქხპ, ტ. IX, გვ.125)

ფეხზე ჰკიდავ ჩონქარასა

ფეხზე ჰკიდავ ჩონქარასა, ერთურთსა ჰკრავს ორ ფარასა,
გამაჰხედნენით, ქალებო, რარიგ ფარა მოქანავსა,
სულამც შალიკაისიმც ქნა - გაუმარჯოს კოპალასა!

(ქხპ, ტ. IX გვ.125, მთქ. მ. ალბუთაშვილი, ჩამწ. ა. ცანავა, სოფ.ჩაბანო(თიანეთის რ-ნი) 1955 წ.)
არსებობს ამ ლექსის სხვა ვარიანტიც:
გაუმარჯვა ჩონქარასა, ერთად გაჰრევს ორ ფარასა,
თავად ციხეგორს წამუა, დღეობა აქვს კოპალასა,
ე ცხვარ ჩონქარაისია , ე ფარა რო მოქანავსა.
(ჩამწ. ვ. რაზიკაშვილი, გვ. 59)


ჩონქარაის მათრახსა აქვს

ჩონქარაის მათრახსა აქვ ცხრაკან შიბი დახეული,
დედამიწას აკვნეტინებს ჩონქარაის დაქნეული
ბუბაის შვილმა ქვანი მკრა, გარაის შვილმ - სამხრეულნი,
სირცხვილით ვეღარას ვამბობ, კბილები მაქვ ჩამტვრეული,
ბატარქალამ დაკეროდეს ი ჩემ ჩოხა დახეული.

ლექსს ახლავს კომენტარი: ჩონქარა ცოლ-შვილიანი კაცი ყოფილა, როცა ხომელი ქალი პატარქალი შეჰყვარებია.ბატარქალს მისგან ნაბიჭვარი გაუჩენია. ხომელები ძალზე განაწყენებულები ყოფილან. ერთხელ ხატში სადღაც მოუგდიათ ჩონქარა და მაგრა უცემიათ”...
(ქხპ, ტ. IX, გვ.125, ხორნაული გ. კაფ. გვ.40-41)

ისემც იხარებ

ისემც იხარებ ჭიაო, როგორც ყ.ე მუტ...შიაო,
ისეთსამც პარკებს დაისხამ, როგორც ჩემ ყვე..ბიაო.

ლექსს ახლავს კომენტარი: ახმეტაში ჩამოვიდა ჩონქარა. აქ უთხრა დედაკაცებს, ღვინო დამალევინეთო, მობრძანდით ჭია დაგვილოცეთო, უთქვამთ დედაკაცებს, მიაწოდეს ჭიქა.
(ფაკ, 157, ჩამწ: აპ.ცანავა, მთქმელი: მარკოზ ნადირაშვილი ს.ლაფანყური, 1961წ. გვ.206)


ჩონქარაის ჩოხა

მეტოქე: მაგით მომწონხარ, ჩონქარავ,
ყვითელ ჩოხა გაქვ საცმელი,
ჩონქარა: ეს არაფერი,გენაცვლე,
სხვა მაქვის გამოსაცვლელი.

(ივ.ხორნაული, მილექსებანი, გვ.32)

* * *

ბერი: ჩონქარავ, ჩემო ძმობილო,
ე ჭრელებ ხარებ ვისია?
ჩონქარა: ჩემია, ძმობილი გენაცვლოს,
აქ სხვისი არავისია,
გამიხდნენ კირაკოზანი,
ეხლა კი მართმენ, ვიცია.

(ვ. რაზიკაშვილი გვ.60) ლექსს ახლავს ჩამწერის შენიშვნა: ,, შუა ზაფხულის ხანს,როდსაც კოპალას დღეობა იყო, ფშაველი ქალი და კაცი საკლავებითა და სანოვაგით მიემართებოდნენ ციხეგორისაკენ. აღნიშნული დღესასწაულისათვის ჩონქარამ და მისმა ამხანაგმა პირობა დადეს , რომ ჩონქარა დღესასწაულის დღეს თავის ცხვრებთან ერთად მომწყემსავდა ამხანაგის ცხვრების ფარასაც, ე.ი. ორივე ცხვრის ფარას მოუვლიდა ისე ,რომ ცხვარი ერთმანეთში არ არეულიყო.
შეგროვდა ციხეგორობას ხალხი, უამრავი მლოცავი, მეხატეები, დროშიონნი.
ჩონქარა ამ სურათს უცქერის მეორე მთიდან, თან ფარებს აძოვებს. იმართება ლხინი, ისმის სიმღერა, ღრეობის ხმა. ჩონქარას ვეღარ მოუსვენია ადგილზე, თავი განება როგორც თავს, ისე ამხანაგის ცხვარს და გაჩნდა ციხეგორობის დღესასწაულზე.
ლუდით გამობრუჟული ჩონქარა მღერის: ,, გაუმარჯვა ჩონქარასა, ერთად გაჰრევს ორ ფარასაო”... ,, სულ ჩემიაო, _ ამბობს ჩონქარა,_ ე ფარა რო მოქანავსაო”...
ბერი ეკითხება ჩონქარას, ეს ჭრელი ხარები ვისი არისო. სხვისი არ არის ჩემიაო,- უპასუხებს ჩონქარა, - მაგრამ ეხლა კი ვატყობ კირაკოზანი წამართმევენო. ჩონქარას მიკიტან კირაკოზოვის ვალები დასდებია. ჩონქარა მოქეიფე ფშაველი იყო და ალბათ ნისიად გეიფობდა კირაკოზოვის დუქანში...
(ვ. რაზიკაშვილი გვ.60)


ჩონქარა ჩამოთამაშდის

ჩონქარა ჩამოთამაშდის: ფიე, ქალებმა თქვიანო,
ჩამამიარეთ ქალებო, ფიე რაღასა ჰქვიანო,
შორითავ გადმოგეგრიხო, თიკნის წინმოსაფრიანო.

(თსუფა №6637, მთქმ: პ. მგელიაშვილი 47 წლის, სოფ. შუაფხო, ჩამწერი: გ.ჩხაიძე)

ჩონქარავ ბატარქალასა

მეტოქე: ჩონქარავ ბატარქალასა ნაბადს რაღადა ხვევდიო?
ჩონქარა: ობლობით მებრალებოდა წოლა-დგომასა ვჩვევდიო.
მეტოქე: ჩვენ ტიკა გვენეტებოდა შენ რო კუნტრუშთა სძრევდიო.
ჩონქარა: ართუ ვიცოდი ბეჩავმა, დაუმარხავი ვრჩებიო.

(ლიფა, ფაკ 103, გვ. 92, ალექსანდრე დუღუზაურის მასალები)


* * *

ერთხელ თურმე ქალი მოიტაცეს. ჩონქარა იქ ყოფილიყო. მღვდელს ქრთამი მისცეს( თუმანი), დასწერა ჯვარი. წიწოლა რქმევია საქმროს. ჩონქარა, ვითომც,როგორც მონაწილე, დაუჭერიათ. მაშინ უთქვამს: - წიწოლამ ქალი წაიყვანა, მღვდელმა ქრთამი აიღო და მე ციხეში რა მინდაო.
(ფაკ, 157, კახ.ფოლკ.ექსპ. მ. ჩიქოვანის ხელმძღვანელობით. ჩამწერი აპ.ცანავა, მთქ.მარკოზ ნადირაშვილი, სოფ. ლაფანყური(თელავის რ-ნი.) 1961 წ.)
მეზობელი ფორუმიდან ’’წამოვიღე’’

ავტორი-მიშა ღანიშაშვილი-’’ილტოსპირელი’’


Last edited by nini on Wed Dec 16, 2009 12:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩონქარა   Wed Dec 16, 2009 12:45 pm

კარგია ჩონქარაზე!..
დიდი მადლობა ავტორსაც და აქ მომტანსაც.


Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ჩონქარა   

Back to top Go down
 
ჩონქარა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: