არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ხოხა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ხოხა   Thu Feb 19, 2009 1:33 pm

Arrow

სანათა -

ხოხა - ხოხა ხადილაშვილი ივრის ფშავის სოფელ ხაიშოდან.


Arrow

ხოხა ხადილაშვილი ცხოვრობდა ივრის ხეობის სოფელ ხაიშოში. ხაიშოდან სოფელ ხევისჭალაში გადასახლებულა და იქ გარდაცვლილა.

ხოხა ძალიან ღარიბი კაცი ყოფილა. ამიტომაც ქურდობდა თურმე. ერთხელ ხარები მოუპარავს, რისთვისაც ციხეშიც მჯდარა. მოკაფიავეები ხშირად აყვედრიდნენ ამას.

cyclops


Last edited by არჩანდა on Fri Feb 20, 2009 10:35 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხოხა   Thu Feb 19, 2009 1:33 pm

აი, როგორია ნამდვილი ფშაური კაფია:

უცნობი ფშაველი და ხოხა

- ჩემიმც ძაღლი გქნა, ხოხაო,
დამები ბაკის ახლოსა,
რა ყეფა მოგწყინდებოდა,
შამინახავდი საქონსა,
სამ დღეში ერთხელ გაჭმევდი,
ცივ წყალსა'დ ასლის ქატოსა.


- ერთხელ ხო დავზეზდებოდი,
ცოლს დავუგლეჯდი პატრონსა.


აქ დამთავრდა ეს კაფიობა, ხოხამ მოუგო. ის უცნობი ფშაველი თუ კიდევ გააგრძელებდა, დასცინებდა ხალხი - კაფია არ სცოდნიაო.
ასევე არ შეიძლება კაფიაში მოპირდაპირის მიერ შემოთავაზებული რითმაზე სხვა რითმებით პასუხი და არც მოწინააღმდეგის რითმის გამეორება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხოხა   Thu Feb 19, 2009 1:35 pm

არგანი -

აქ ხოხას პასუხი ცოტა უფრო "ბასრია". ნუ დავუკარგავთ სიმძაფრეს, ან მივანიშნოთ თუ რა იგულისხმა ხოხამ "დაგლეჯაში". Razz


Last edited by არჩანდა on Thu Feb 19, 2009 1:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხოხა   Thu Feb 19, 2009 1:36 pm

Arrow

ჰო, არგანო - ძაღლი რო დაგლეჯს, მარტო ეგ არა.
მიმხვედრი კი უნდა მიჰხვდესა...

დიდი ოხერა ენა ჰქონია აემ ხოხასა - არ გინდოდა ამ პასუხის ჯერ მოფიქრება, ახლა სწორად თქმა. სულ ორი სტრიქონით დაუმთავრა მთელი იმხელა კაფია!

cheers drunken jocolor
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხოხა   Sun Feb 22, 2009 7:31 pm

არჩანდა wrote:
Arrow

დიდი ოხერა ენა ჰქონია აემ ხოხასა - არ გინდოდა ამ პასუხის ჯერ მოფიქრება, ახლა სწორად თქმა. სულ ორი სტრიქონით დაუმთავრა მთელი იმხელა კაფია!

cheers drunken jocolor



ამ დიდოსტატს "მწარია" რქმევია,მერე ეს "მწარია" "ხოხას" შეუცვლია.მისი პოეტური მეტოქეები ყოფილან:თევდორე ბეწუკლიშვილი,ბერი გედეხაური,თათარი,ნადირა ქუმსიაშვილი,გიორგი კოჭლაშვილი და სხვანი...
...
ჩემთან გადმოხე,ხოხაო
----------------------------------------
თევდორე:
-------------
ჩემთან გადმოხე,ხოხაო,
ერთად ვატაროთ დრუება.


ხოხა:
------------
გლეხკაცს მდიდართან რა უნდა,
დავწვი შენ გადაყრუება.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხოხა   Mon Mar 02, 2009 7:11 pm


ხოხა_ნადირას
---------------
შე ავი საქმის მოქმედო,
ცოდვა წინ შემოგეყარა,
თუ შენ არ იყავ ბოზ-ქურდი,
ეგ თვალ რად გამოგეთხარა?
მაკრატელ გამოფრენილი
თვალში რად წამოგეჩარა?
შენ რაღა ბედენა იყავ,
სულ ცხვარსა ჰპარსავს ქვეყანა!


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხოხა   Fri Mar 06, 2009 2:50 pm




ხოხამ არ იცის სირცხვილი
----------------------------
მეტოქე:
----------
დაუსეტყვიხარ,ბიძაო,
დაუმტვრევავის ცხვირ-პირი.

ხოხა:
-------
სუ ეგრე სეტყვავს ბიძასა,
მაგრამ არა ჰკლავს შიმშილი.

მეტოქე:
----------
ჩემთან წამოდი,ბიძაო,
კარზე მიბრუნავს წისქვილი.

ხოხა:
-------
ზე სიძეთ შემოგეყრები,
ხოხამ არ იცის სირცხვილი.


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხოხა   Thu Mar 26, 2009 7:46 am

ხოხა და ფრუშკა--------------------
ფრუშკა:
---------
მოვალის წვეროთ ფრუშკაი,
მოაქვის ფეხის ჩქამიო.

ხოხა:
-------
დაგხვდება ხადილაშვილი,
როგორც გალესილ ხმალიო.

ფრუშკა:
----------
დაგატრიალებს ფრუშკაი,
როგორც ფრთე-ბორბალს წყალიო.

ხოხა:
--------
მენაც პირობას გადმოვყრი,
რო წაღმა-უკუღმ ქარიო.

king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხოხა   Tue Jul 14, 2009 8:35 pm

ხოხა და თევდორე
---------------------
ხოხა

შინ წასვლა ხვარა გწადიან,
თევდორე,რასა სწუხდები?

თევდორე

მწადიან,წავალ კიდევაც,
თუ იორს გადავურჩები.

ხოხა

ეგებ დაგლიოს იორმა,
მე დამრჩეს შენი კუბჩები.

თევდორე

კუბჩებს ვერ შეუფერებენ,
ხოხავ,შენფერა ქურდები.

ხოხა

ე მაგ ქამარსაც მოგპარავ,
თუ ჩემ ღმერთს გადავუდგები.

თევდორე

წავალ,გიჩივლებ სუდშია,
ციმბირს ვერ გადაურჩები.

ხოხა

მე იქ რა გამიჭირდება,
ძმობილები მყავ რუსები.

...
კუბჩები_ნასყიდობის საბუთი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხოხა   Sun Nov 22, 2009 3:48 pm

თუ ძმა ხარ,არა მამპარო

მ ე ტ ო ქ ე:
--------------
თუ ძმა ხარ,არა მამპარო,
ხოხაო,თავისიანო.

ხ ო ხ ა:
-----------
ბოზ-ქურდთა,წარა-მარათა
თავისი არ იციანო,
ორ-სამ მანათან მინდარის,
ძველან ჩოხანი მცვიანო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ხოხა   

Back to top Go down
 
ხოხა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: