არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ფარხა - გაბრიელ გარაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
niniko



Female
Number of posts : 2
Age : 24
Location : hhhhh
Job/hobbies : hhhhhhhhh
Humor : hhhhhhhhhhhhhhhhhh
Registration date : 24.11.10

PostSubject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი   Wed Nov 24, 2010 9:41 pm

გაიხარეთ ყველამ მე გაბრიელის შვილიშვილი ვარ და მიხარია რომ ესე მოგწონთ პაპას ლექსები Smile მე პაპაჩემის ბევრი გამოუქვეყნებელი ლექსი მაქვს და დავდებ ნელ-ნელა Smile
Back to top Go down
View user profile
niniko



Female
Number of posts : 2
Age : 24
Location : hhhhh
Job/hobbies : hhhhhhhhh
Humor : hhhhhhhhhhhhhhhhhh
Registration date : 24.11.10

PostSubject: ert-erti yvelaze magari leqsiiii   Wed Nov 24, 2010 9:47 pm

არცა მაშინებს სიკვდილი


გაბრიელ გარაშვილი

***
არცა მაშინებს სიკვდილი,
არცა მაქვს იმის რიდია,
თვითონაც კარგად მამხელავს,
ძებნა არ უნდა დიდია
ექ მიზის ტან-ასოშია,
ხანაც ზურგზედა მკიდია!
დღემდე აეგრე დავათრევ
შობითგან ეგრე ვზიდია,
სად, როდის წამამეწევა
ბედისწერაზე ჰკიდია.
არაში აინტერესებს
არ მინდაი და მინდია.
მეც უფალს მივებარები
ხელდაკრეფილი, მშვიდია,
აქაურს შესცვლის სინათლე
წუთისოფელ ხო ბინდია...

..................................
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი   Fri Jan 07, 2011 11:04 pm


***
დაიჩოლბოტა გარაი
შინაურმა და გარემა,
თავ აღარ უნდა ცოცხალი,
უჯობავ,მოკვდეს ბარემა,
ეჰ...აღარ არი მაინცა,
ცოცხალ მკვდარს შაედარება.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ninikooooo



Female
Number of posts : 4
Age : 24
Location : tbilisi
Job/hobbies : ...:)
Humor : :)
Registration date : 11.02.11

PostSubject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი   Fri Feb 11, 2011 11:57 am

Smile))))))
რარიგად მინდა რო ვიყო
როგორაც ჩიტი ნიბლია
რო აღარ ედვას გულ-გრძნობას
ამ წუთისოფლის ხიბლია
გზას მინათებდეს ცოდვილსა
სახარება და ბიბლია
მაგრამ არეულ სიცოცხლე
ვერად ვერ გავაიღბლია
ალბათ ესრ წავალ იმ ქვეყნად
აღარც რა დიდხან მიკლია
ისრე დავატყვე სიკვდილმა
რო დღესაც ნავალ მიკვლია
ხან თვალწინ გამიციელდის
ხან უკვენაით მიმკვლია
ვერც მოგიშორებ ოხერო
რაც გინდა ვყარო ტლინკია
ისრე გამამშრეტ-გამამცლი
როგორც არაყის ტიკია
მართლაც ღმერთ არა გაგიწყრეს
ეხლავ არა მკრა შტიკია
Back to top Go down
View user profile
ninikooooo



Female
Number of posts : 4
Age : 24
Location : tbilisi
Job/hobbies : ...:)
Humor : :)
Registration date : 11.02.11

PostSubject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი   Fri Feb 11, 2011 12:07 pm

გაბრიელ გარაშვილი

***
ავახმე, ფურისულანო,
ვაიმე, ჩემნო იანო,
თქვენც მებრალებით, ფოთოლქვეშ
შამძვრალნო ჭია-ღვიანო.
იმით, რომ მაღალ ღმერთისგა
სუყველას სულდგმულ გვქვიანო.
ჯერ ნუ გამოხვალ, მანდ იყავ,
პეპელავ, ჭრელო მხრიანო.
შენ, ჩემო დამტირებელო,
გორნო, ფერდონო ტყიანო.
დიდ მამულებში კირცხილავ,
გარე ჯანღები გრტყიანო.
გამაგრდი, არ დამიშინდე,
როცა დიდ ქარნი ქრიანო.
მარტი თავისას არ იშლის,
ვერც არას დაუშლიანო.
იმედი მაქვის, თავი დროს,
დღეო, გამოხვალ მზიანო.
შენც შაგიშრება ცრემლები
იაო, თვალებ წყლიანო.
აეგეებიც მიტირებს,
ცისფერთვალებავ, ჭკვიანო...
გულს იმთვენ ლახვარ დამესჭვის,
რამთვენიც ჩამოჭკნიანო.
შენც შაგვიბრალე, ბუნებავ,
ჩვენო დედაო მთიანო,
უდროოდ ყინვის შიშითა
სუ ძვალი-დ ხორცნი მთრთიანო.

study
Back to top Go down
View user profile
ninikooooo



Female
Number of posts : 4
Age : 24
Location : tbilisi
Job/hobbies : ...:)
Humor : :)
Registration date : 11.02.11

PostSubject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი   Fri Feb 11, 2011 12:11 pm

მარტის თვე არი კარგა თოვს
ამ გაზაფხულის პირზედა
ჩემსა საყვარელს იასა
ფანტელებს აყრის პირზედა
აჰფარებია ბეჩავი
აე წიფლის ხეს ძირზედა
მივედ და მივუალერსე
ვაკოცე ცრემლის მძივზედა
ნუ სტირი შენამც დამცრემლავ
უძვირფასესო ძვირზედა
შენ კარგად მყვანდი მე კია
თუნდ ჭირ დამირთო ჭირზედა
იქ მზეცა ფიქრობს გჯეროდეს
შენფერ ბუნების შვილზედა

....................................
ესენი რაც ეხლა მოვჩხრიკე და დანარჩენებსაც წამოვაწევ.. Smile Smile Smile
Back to top Go down
View user profile
ninikooooo



Female
Number of posts : 4
Age : 24
Location : tbilisi
Job/hobbies : ...:)
Humor : :)
Registration date : 11.02.11

PostSubject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი   Fri Feb 11, 2011 12:19 pm

Admin wrote:


sunny

პაპაშენის სურათებიც მოგვიტანე, ქალავ და იმისი სხვა ლექსებიც დადე, – გელოდებით...

ვეძებ ეხლა გიორგი უშიკიშვილის და პაპას სურათს და ვერ ვპოულობ.. Sad რო აღმოვაჩენ დავდებ აუცილებლად Smile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი   Sun Mar 27, 2011 7:09 pm

ს ი მ ღ ე რ ა

ფეხებს გაჰფშლეკავს გარაი,
ვეღარ გაუძლებს საგონსა,
ინახვენ ჩაკუტებულსა
კაცსა,არაფრად საყოლსა.
შვილ ჭართალაში გაექცა,
დედაკაც დასდევს საქონსა,
ვეღარა სწვდება ბეჩავი
ამთვენა ნაყოლ-ნაქონსა.
მოჯამაგირეს დაეძებს
ცხვარ,ძროხა,ღორის გამყოლსა,
მაგრამ ისრ ერიდებიან,
როგორც ბრმა ტყვიას ნასროლსა.
აბა,მე რაღა უშველო,
ვეღარა ვხმარობ თავ-შნოსა,
ვაი,ჩემს თავსა ბეჩავსა,
ჩემის გამჩენის საშოსა,
როდამდე დარდსა,ბალღამში
ეს გული მაიხარშოსა?


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი   Fri Dec 09, 2016 1:14 pm



ფარხა (გაბრიელ გარაშვილი)

***
მშვიდობით, სოფლის გორაო...
ბინდდება...
მენაც მივდივარ...
ვიცი, რო არ გემეტები,
აქ სათეველად გინდივარ...
ეჰ, წავალ, ღამეს გავყვები,
რადგან მენაცა ბინდი ვარ.

---
ფარხა (ფშაურად) ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილი (თ. რაზიკ., „ივერია“, # 140, 1900; ი. ჭყონ.,).
„ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა“ (შემდგენელი ალექსანდრე ღლონტი).

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი   

Back to top Go down
 
ფარხა - გაბრიელ გარაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: