არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 იოსებ ბაიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: იოსებ ბაიაშვილი   Thu Feb 19, 2009 11:23 am



იოსებ მიხეილის ძე ბაიაშვილი (1908-1983)

მთქმელი (ხალხური მელექსე).

დაიბადა თიანეთის რაიონის სოფელ ზემო შარახევში, ბუჭყინტის ტერიტორიაზე, სახელდობრ "ქვისკარებში". იოსებ ბაიაშვილი პირველად მთელი საქართველოსთვის ახლობელი 1979 წლის 14 აპრილს გახდა. ხალხური პოეზიის საღამოზე, რომელსაც უძღვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი. მისივე წყალობით გამოიცა "ფოლკლორული რვეულების" სერიის ერთ-ერთ პირველ კრებულად, იოსებ ბაიაშვილის ლექსების მცირე ნაწილი. 1991 წელს გამომცემლობა "მარიხმა" გამოსცა ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორული რვეულების პირველი კრებული, რომელიც იოსებ ბაიაშვილის პოეზიას ეძღვნება...

იოსებ ბაიაშვილი გარდაიცვალა 1983 წლის 19 ივნისს. უცნაური იყო ამ კაცის ცხოვრება და... უცნაური იყო მისი სიკვდილიც. თითქოს გული უგრძნობდა. მთელ თავის სანათესაოს მოუყარა თავი, ხატში ავიდეთ, ვილოცოთო. თავის ლექსებშიც ხომ ყოველთვის მიტოვებულ მთას მისტიროდა, იქ დარჩენილ ხატ-სალოცავებსა და წინაპართა საძვალეებს. იქ სიკვდილს ნატრობდა. სწორედ ხატის გზაზე უეცრად ჩაჩოქილმა შვილიშვილის კალთაში დალია სული. ცოცხალი ვერ ეღირსა თავისი სანუკვარი ოცნების ასრულებას, ვერ იხილა ცალკე წიგნად გამოცემული თავისი ლექსები" დაკრძალულია დედოფლისწყაროს რაიონის ქვ. ქედის სასაფლაოზე.


* * *
წუთია წუთისოფელი
დახამხამება თვალისა.
ამ ქვეყნად წესი არ არის
მეორედ მოსვლა მკვდარისა,
ამიტომ გვმართებს ცოცხალთა
მოხდა სიცოცხლის ვალისა.
ვერვის შეუძლავ, ვერც შესძლოს
გახსნა სამარის კარისა.
იმ ქვეყნით მეორედ მოსვლა,
მიწის დანგრევა მყარისა.
საწუთრო არის მტვირთველი
ქვეყნად ტკბილის და მწარისა,
წუწუნიც იმას ეკუთვნის,
მთაზე ყვირილიც ხარისა,
უნდა გიყვარდეს სამშობლო,
თუ ხარ ქართველის გვარისა,
არც ლხინი თავბრუს გასხამდეს,
არც გეშინოდეს შარისა.
წასულს არ უნდა გრცხვენოდეს
დატოვებულის კვალისა,
უქმად ნატარი სიცოცხლე
ფასი არ არის ჩალისა.
ერთი რამ არის საწყენი
საწუთროს სამართალისა,
რატომ არ იცის გარჩევა
მამაცისა და მხდალისა?!


Last edited by Admin on Tue Mar 08, 2011 10:48 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Thu Feb 19, 2009 11:34 am

ბაიაშვილ ავად გახდა

ბაიაშვილ ავად გახდა,
მთვრალს შესცივდა წუხელისა.
უცხელებენ ნიორწყალთა,
ეგ რა სნეულს უშველისა.
ნარეცხ მაინც მოუტანეთ
ნაარაყალ ჭურჭელისა...
მართამა თქვა - დაიმეხოს,
სიკვდილი სჯობს უქნელისა.
მაგის საქმე არაყია,
შრომაში ხელუყრელისა;
ზომა რაით ვერ გაიგო
მაგ გასახეთქ მუცელისა?..
ავადმყოფმა დაიუბნა
მცნება დიდის რუსთველისა -
მაზღრის სიკვდილი სჯობავის,
მინამ უსმელ-უჭმელისა.


მოისმინეთ თენგიზ მირზაშვილის მიერ წაკითხული ეს კაფია - http://www.alazani.ge/poetry-poezia-georgian+folklore-geo.html?georgian-folk
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Thu Feb 19, 2009 11:54 am

იმას არ ერქვა მოკაფიე, ვინც საკუთარ თავს ვერ შეხედავდა ირონიით:

იოსებ ბაიაშვილი

ბაიაშვილ ქვაზე დაჯდა

ბაიაშვილ ქვაზე დაჯდა,
კუპლეტსა სწერს, პატარასა:
ჯეილობა დამიბრუნა,
ვინატრებდი სხვას არასა!
ღმერთს ისეთი რა ვაწყინე,
რომ მხდის ქვეყნის მასხარასა?
დილას გზაზე დამწვდა ქვრივი,
ვაჭარი რო ბარდანასა,
თითქოს მაგის ზითევი ვარ,
შინ მიპირობს შატანასა.


Last edited by არჩანდა on Thu Feb 19, 2009 1:38 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Thu Feb 19, 2009 5:01 pm

არჩანდა wrote:
იმას არ ერქვა მოკაფიე, ვინც საკუთარ თავს ვერ შეხედავდა ირონიით



1991 წელს გამომცემლობა "მარიხმა"(რა თქმა უნდა,გეცოდინებათ) გამოსცა ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორული რვეულების პირველი კრებული(თენგიზ მირზაშვილის მიერ გაფორმებული უმაღლეს დონეზე),რომელიც იოსებ ბაიაშვილის პოეზიას ეძღვნება...
უცნაური იყო ამ კაცის ცხოვრება და..."უცნაური იყო მისი სიკვდილი.თითქოს გული უგრძნობდა.მთელ თავის სანათესაოს მოუყარა თავი,ხატში ავიდეთ,ვილოცოთო.თავის ლექსებშიც ხომ ყოველთვის მიტოვებულ მთას მისტიროდა,იქ დარჩენილ ხატ-სალოცავებსა და წინაპართა საძვალეებს.იქ სიკვდილს ნატრობდა.სწორედ ხატის გზაზე უეცრად ჩაჩოქილმა შვილიშვილის კალთაში დალია სული.ცოცხალი ვერ ეღირსა თავისი სანუკვარი ოცნების ასრულებას,ვერ იხილა ცალკე წიგნად გამოცემული თავისი ლექსები"(ვახუშტი კოტეტიშვილი).


ამ წიგნის ჭიშკართან ეს სასწაული შემოგანათებთ:

*** sunny
წუთია წუთისოფელი_
დახამხამება თვალისა.
ამქვეყნად წესი არ არის
მეორედ მოსვლა მკვდარისა,
ამიტომ გვმართებს ცოცხალთა
მოხდა სიცოცხლის ვალისა.
ვერ ვის შეუძლავ,ვერც შესძლოს
გახსნა სამარის კარისა,
იმ ქვეყნით მეორედ მოსვლა,
მიწის დანგრევა მყარისა.
საწუთრო არის მტვირთველი
ქვეყნად ტკბილის და მწარისა,
წუწუნიც იმას ეკუთვნის,
მთაზე ყვირილიც ხარისა,
უნდა გიყვარდეს სამშობლო,
თუ ხარ ქართველის გვარისა,
არც ლხინი თავბრუს გასხამდეს,
არც გეშინოდეს შარისა.
წასულს არ უნდა გრცხვენოდეს
დატოვებული კვალისა.
უქმად ნატარი სიცოცხლე
ფასი არ არის ჩალისა.
ერთი რამ არის საწყენი
საწუთროს სამართალისა,
რატომ არ იცის გარჩევა
მამაცისა და მხდალისა?!


5.12.79. cheers


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Tue Mar 03, 2009 11:07 am




გმირის სიკვდილი
------------------

ექსპრომტად ნათქვამი მესტიაში
მიხეილ ხერგიანის ხსოვნის საღამოზე.

ყველას რადა ჰკლავ,სიკვდილო,
რად არ თვითონა ჰკვდებიო?!
შენ ვერც ბუნება გაშინებს,
ვერც ეს დიდრონი მთებიო,
რამდენი გმირი ჩაყლაპე,
შენ მაინც ვერა ძღებიო,
ერთიღა დაგრჩა_სახელი,
ვერაფერს ვერ უშვრებიო.
სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,
ვერც საუკუნო წლებიო,
სახელი ქვეყნადა რჩება,
მიწას_ლეში და ძვლებიო.
ორივესა ჰყავ პატრონი,
ვერცერთს ვერ შაეხებიო,
გმირებს ნუ დაეჭიდები,
სიკვდილო,დამარცხდებიო!

***
ცოტა რამ ლხინი მინახავ,
ჭირი ხომ _ათასნაირი,
რაც წუთისოფელს თანა სდევს,
ყველა სტადიას გაივლი,
გტანჯავს და გტანჯავს ცხოვრება,
აზრები ნაირ-ნაირი,
ფიქრებში დალევ დღეებსა,
თოვლის წყალივით ჩაივლი,
ცოტა რამ ღვაწლი დაგრჩება,
როგორც მოლაყბის შაირი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Thu Mar 12, 2009 11:17 am



ს ი მ ღ ე რ ა
-----------------------
ტკბილია წუთისოფელი,
მაგრამ ფერი აქვს ბინდისა,
უჩნევრად ისრის მსროლელი
ერში მმალავი მშვილდისა,
მტვირთველი ერთნაირადა
საქმის მცირის და დიდისა,
ყოფილა,ასე იქნება,
ვინც მოდის,ისევ მიდისა,
საფარველია სამარე
სიგიჟისა და სიბრძნისა!
არ უნდა ჰკრთოდე,წესია,
არც გეშინოდეს წიმსვლისა,
შენი დარდი და ფიქრები
არაფერია სხვისთვისა,
მანამ წინ უნდა იარო,
სანამ გონება გიჭრისა,
სანამდე კილოს არ მიხვალ,
როგორც მურყანი წყლის პირსა.
კეთილად ახდეს იქნება,
რა გაიგება სიზმრისა?!


Arrow cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Sat Mar 21, 2009 1:08 pm




სიკვდილ-სიცოცხლე
-----------------------
გულო,რას ჩაფიქრებულხარ?
კაფია მითხარ ფშაური,
მოდი,ლექსებში მოვხარშოთ
საქვეყნო დანაშაული.
მეცა ვგრძნობ,გვიახლოვდება
იმქვეყნის იასაული,
იმის ცელს ვერ გავექცევით,
წვერი აქვს შემოკაული,
თან დააქვს სუდარ-სამარხი,
სამგლოვიარო ტრაური,
უჩუმრად იცის პარება,
არ უყვარს აურზაური.
თავისას რო გააკეთებს,
მერე ატყდება ხმაური.
რას გვიშველს გლოვა-ტირილი,
ან სიტყვა კილოკაური?!
კაცურად უნდა დახვედრა,
დარდით ვერაფერს მაუვლი,
არ დაბრუნდება უკანა
ილაჯი გამოთაული,
ვერძი ყოჩად ვერ იქცევა
კირჩხაზე ჩამოტყაული.
სიცოცხლეს ახლავს სიკვდილი,
რა არის აქ უცნაური?!
[/size]

Arrow cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Sat Apr 11, 2009 8:05 am





ნეტავი გულო
Arrow --------------------
ნეტავი,გულო,ოხერო,
შენთვინაც გამაადარა,
ამეწყო ჩემი ცხოვრება,
პირზე ღიმილი მამგვარა,
დრო გადის უფრო იჩრდილვი,
უფრო გეხვევა სამსალა,
მითომ ვჩუჩუნებ,ვმუშაობ,
მენაცა ვცხოვრობ რად არა?!
რა იქნა შრომა და ღვაწლი,
რაღა ეშმაკმა დაფარა?!
ან ღმერთი რაზე შამამწყრა,
რო ტანჯვა აღარ მაკმარა?!
ალბათ მაშინ რამ ვაწყინე,
ბალღი რო ვიყავ ბატარა.
Sad ან მაშინ სად რა მეძინა,
ღმერთმ ჭკვა რო ჩამაატარა?!
Arrow

Question Question Question
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Sun Jun 07, 2009 8:29 am




***
ჩვენი ერის განთიადზე
გზას იკვლევდა ცურტაველი,
გაჰყვა იმის ნაკვალევსა
დიდი შოთა რუსთაველი, cheers
ქართველთ ენა_მწერლობაში
დაგვიტოვეს სუფთა ველი,
მიყვარს იმათ გავლილი გზა,
მე რადღა ვარ ცუდ ფშაველი?! Question
ზედ არავინ შამამხედავს,
ბალანი მსხავ თუ კრაველი?!
მერე ნუღარვინ შემაქებთ,
ამქვეყნიდან თუ წაველი. Arrow
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Mon Jul 13, 2009 8:26 pm

სიყვარული
--------------
სიყვარულს ნუვინ იჩემებს,
ნურც ვინ ხმამაღლა ყვირისა,
გემო არავინ არ იცის
იმის წვერის და ძირისა,
ის არის ძალა ულევი,
უმაგრესია რკინისა,
სულელის გონზე მამყვანი,
ამრევი ბრძენის ტვინისა.
ლხინისა ჭირად მამქცევი,
ლხინზე შამცვლელი ჭირისა,
უკვდავი,უბერებელი,
წინამორბედი ჩვილისა,
ბოძია შაურყეველი
შვილების,შვილთა შვილისა. cheers
თუ ვინმე ცნობასა ჩემობს,
წამება არის ცილისა.
იმასთან ბრძოლას,მე ვფიქრობ,
მტვრევა სჯობია ტინისა,
იკვლიო,დღენი არ გეყოს,
დრო აღარ დაგრჩეს ძილისა!

19.11.63.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Mon Aug 03, 2009 8:59 pm

რაკი შაირი (და არც კაფია) არ გამრუდდება და რაკი მე და ბაო ძაააან კაფიების ხასიათზე ვართ დღესა, დაურედაქტრიებლად გთავაზობთ პაპა იოსების ერთ ძააააალიან კაფიობას ასევე კარგ ფშაველ მოკაფიე ისაკ ლატაურთან

ისაკ ლატაურსა და იოსებ ბაიაშვილს შორის


ისაკი: - დაგიდა, ბაიაშვილო,
სამგლოვიარო ხანაო,
გაგექცა გულის წაწალი,
რას იზამ ჩემანალაო?!
იოსები: - რას ვიზამ სვხების უქნელა,
ვინ გაჰყოლია თანაო?!
უნდა გაუძლო სოფელსა
მინამ ლეშს სული ჰბარაო.
ისაკი: - სხვა წაწალ უნდა იშოვნო,
მეტი არა გაქვ ჩარაო.
იოსები: - ავიღებ მათხოვრის ჯოხსა,
დავივლი კარი-კარაო.
ღონიერია სოფელი,
კაცმ თუ ჭკვა მაიხმარაო.
ისაკი: - მაშინ ზოგს ჩემთვიც უთხროდი,
ისაკმაც დაიბარაო.
იოსები: - სხვისთვის მე ვერვის რას ვეტყვი,
არ შამწევს მაგის ძალაო.
ჯერ ჩემთვი მიჭირს რო უთხრა,
ხათრით მიწასა ვკვალაო.
ისაკი: - შენ სირცხვილისა რა იცი,
გარყნილო წარა-მარაო?!
გიცნობ, რაცა გაქვს ნამუსი,
რად გინდა ხათაბალაო?!
იოსები: - დილასაც ვუთხარ ერთ ქალსა:
თუ გაქვ, ნუ დამიმალაო.
თვალით მანიშნა: - ექა მაქვ,
ზედ ყორნის ბოლო ჰფარაო
დანელდეს ამის მამგონი,
სიცოცხლე გამიმწარაო,
რო მქონდეს შენი იმედი,
მოგცემდი, განა არაო,
მაგრამ შენფერმა მუშტარმა
სხვამაც ბევრმ ჩაიარაო,
დღემდე ვერავინ ეღირსა,
ვერცვინ მუხლ მოიყარაო.

Basketball cheers
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Wed Aug 05, 2009 11:58 am

სანათა wrote:
რაკი შაირი (და არც კაფია) არ გამრუდდება და რაკი მე და ბაო ძაააან კაფიების ხასიათზე ვართ დღესა, დაურედაქტრიებლად გთავაზობთ პაპა იოსების ერთ ძააააალიან კაფიობას ასევე კარგ ფშაველ მოკაფიე ისაკ ლატაურთან

ისაკ ლატაურსა და იოსებ ბაიაშვილს შორის


ისაკი: - დაგიდა, ბაიაშვილო,
სამგლოვიარო ხანაო,
გაგექცა გულის წაწალი,
რას იზამ ჩემანალაო?!
იოსები: - რას ვიზამ სვხების უქნელა,
ვინ გაჰყოლია თანაო?!
უნდა გაუძლო სოფელსა
მინამ ლეშს სული ჰბარაო.
ისაკი: - სხვა წაწალ უნდა იშოვნო,
მეტი არა გაქვ ჩარაო.
იოსები: - ავიღებ მათხოვრის ჯოხსა,
დავივლი კარი-კარაო.
ღონიერია სოფელი,
კაცმ თუ ჭკვა მაიხმარაო.
ისაკი: - მაშინ ზოგს ჩემთვიც უთხროდი,
ისაკმაც დაიბარაო.
იოსები: - სხვისთვის მე ვერვის რას ვეტყვი,
არ შამწევს მაგის ძალაო.
ჯერ ჩემთვი მიჭირს რო უთხრა,
ხათრით მიწასა ვკვალაო.
ისაკი: - შენ სირცხვილისა რა იცი,
გარყნილო წარა-მარაო?!
გიცნობ, რაცა გაქვს ნამუსი,
რად გინდა ხათაბალაო?!
იოსები: - დილასაც ვუთხარ ერთ ქალსა:
თუ გაქვ, ნუ დამიმალაო.
თვალით მანიშნა: - ექა მაქვ,
ზედ ყორნის ბოლო ჰფარაო
დანელდეს ამის მამგონი,
სიცოცხლე გამიმწარაო,
რო მქონდეს შენი იმედი,
მოგცემდი, განა არაო,
მაგრამ შენფერმა მუშტარმა
სხვამაც ბევრმ ჩაიარაო,
დღემდე ვერავინ ეღირსა,
ვერცვინ მუხლ მოიყარაო.

Basketball cheers


...
king cheers king bounce drunken
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Sun Jan 24, 2010 6:47 pm

წ ა წ ა ლ ი

-
რა უდროოდ დამაბერე,-
წაწალს ეთქვა წაწლისადა:
შენთვი ამდენ ფერობასა,
ხვეწნა სჯობდა ხატისადა.
ვიცი,არა დაშავდება,
დასთმე ჩემის ხათრისადა,
მითომ ქუდი გითხოებავ
სიცივეში ქაჩლისადა.
მე უფასოდ არა მინდა,
სესხად იყოს სხვა წლისადა,
რა სალოცავად გამიხე,
მეჩეთი რო თათრისადა?!
იმდენ ხვეწნა-მუდარაში
დაეთანხმა,რას იზამდა?!
თითქო სულაც ვერ გაეგო,
რა ეშმაკებს გაზიდავდა.
ცოტა კვალი დაემჩნია
ნაოჭიან კაბისადა,
თითქო ბოლოს გონთ მოიდა,
გაწყრა ქალი ყასიდადა.
უთხრა:თვალით არ მეჩვენო,
დაიკარგე, წადი სადა!
ხელმეორედ არ მოხვიდე
ჩემთან ეგეთ საქმისადა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   Fri Aug 27, 2010 3:36 pm

***
ბაიაშვილ ქვაზე დაჯდა,
კუპლეტსა წერს პატარასა:
დამიბრუნა ჯეილობა,
ვინატრებდი სხვას არასა.
ღმერთს ისეთი რა ვაწყინე,
რო მხდის ქვეყნის მასხარასა?!
დილას გზაზე დამწვდა ქვრივი,
ვაჭარი რო ბარდანასა,
თითქოს მაგის მზითევი ვარ,
შინ მიპირებს შატანასა.
სიკვდილი სჯობ, ჩემო ძმაო,
ამ სირცხვილის ატანასა,
გადავწყვიტე თავის მოკვლა,
მივდევ სოფლის გზა-შარასა.
დაე, ლეში ძაღლმა ჭამოს,
სული დარჩეს სატანასა.
სიცოცხლე მაშინა ღირდა,
ჯაჭვს რო გლეჯდა, ავშარასა,
ეხლა სწორა ვერა ვშარდავ,
თავქვე ჩამდის ცვარ-ცვარასა!


Very Happy
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: იოსებ ბაიაშვილი   

Back to top Go down
 
იოსებ ბაიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: