არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ვასილ გულეური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ვასილ გულეური   Tue Nov 18, 2008 5:55 pm


Vasil Guleuri

ვასილ გულეური

დაიბადა 1971 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში.
1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ინსტიტუტი.
სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში “ახალი ეპოქა”, “გორი”, “ახალი ქართული გაზეთი”, “24 საათი”, “ხალხის გაზეთი”, “ომეგა”.
გატაცებულია ფოტოგრაფიით, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტოკონკურსებსა და გამოფენებში (საქართველო, ბულგარეთი, რუსეთი, ესპანეთი).
თარგმნილი აქვს ნიკოლაი გუმილიოვის, ანა ახმატოვას, სერგეი ესენინის, მარინა ცვეტაევას, ივან ბუნინის, იოსიფ ბროდსკის, ქრისტინე ლავანტის, იოზეფ ვაინჰებერის ლექსები, რომლებიც დაბეჭდილია სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია ავსტრიული პოეზიის ოცტომეულში. საბავშვო ლექსები დაბეჭდილია ჟურნალებში – “დილა”, “აი ია”, “ბაბილინა”.
2007 წელს საბავშვო ლექსების ციკლმა “საბავშვო ბაღი” მიიღო ლიტერატურულ კონკურს “წეროს” მეორე პრემია (ფარმაცევტული კომპანია GPჩ-ს და ინტერნეტ-პორტალი ლიტერატურა.გე-ს ერთობლივი პროექტი).

გამოცემული წიგნები:

* “მელაკუდას მაღაზია” (2007, “დიოგენე”)
* “ჩიტის მოტანილი ამბები” (2008, “დიოგენე”)
* “საბავშვო ლექსები” (2009, GPC)
* “ხუთი ამბავი ლექსად” (2009, “სეზანი”)


study


Last edited by Admin on Thu Mar 10, 2011 10:12 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ვასილ გულეური   Wed Jun 17, 2009 5:06 pm

ჭიანჭველა და რწყილი

სულოს, როდესაც ის პატარა იყო


პატარებო, ეს ამბავი
კარგად იცით, ალბათ, ყველამ –
რწყილმა წყალში ჩავარდნილი
როგორ იხსნა ჭიანჭველა.

რასაც ახლა მოგიყვებით,
ამბავია სხვანაირი –
გასაჭირში ჩავარდნილი
ჭიანჭველამ იხსნა რწყილი.

სულ თავიდან ყველაფერი
ისე მოხდა, როგორც ძველად –
დაძმობილდნენ და გაუდგნენ
გზას რწყილი და ჭიანჭველა.

მერე, ნაპირს მიადგნენ და
თუმც არ იყო წყალი დიდი,
გადახტომა არ დასჭირდათ –
მდინარეზე იდო ხიდი.

წყალში თუკი არ ჩავარდა
ჭიანჭველა, რწყილი თუნდაც,
მკითხავთ – ან ერთს, ან მეორეს
დახმარება რაღად უნდა?

სხვა მხარეს რომ გადავიდნენ,
მოსახდენი მაშინ მოხდა –
რწყილმა ფეხი ქვას წამოჰკრა
და მეოთხე ფეხი მოსტყდა.

ჩაიჩოქა. ეხუმრებით?
ფეხი მოსტყდა, განა ეღრძო.
ახლა ხტუნვა კი არა და
სიარულიც ვეღარ შეძლო.

ჭიანჭველა არც დაფიქრდა –
მეგობარი ჭირში გინდა, –
თუმცა სამჯერ მძიმე იყო,
რწყილი ზურგზე მოიკიდა.

გზას გაჰყვა და სწორედ ამ დროს
შავი ხოჭო აზუზუნდა.
ყურს თუ კარგად დაუგდებდით,
გაიგებდით, რის თქმაც სურდა:

– გზზზა დიდია, რწყილი მძიმე,
მზზზე ჩადის და გვიანდება.
კიდევ დიდხანს უნდა ზზზიდო?
ზზზურგი დაგიზზზიანდება!..

– მოიტეხა რწყილმა ფეხი,
ძმობილია რწყილი ჩემი.
თუ ერთმანეთს არ გავწირავთ,
ორივენი გადავრჩებით!

შეაქცია ხოჭოს ზურგი,
გზა განაგრძო ჭიანჭველამ...
როცა არის გასაჭირში,
მაშინ უნდა ძმობილს შველა.

სად იყო და სად არ იყო,
წინ კალია დაუსკუპდა.
ჭიანჭველას რომ შეხედა,
ლამის სული შეუგუბდა:

– ამსიმძიმე ტვირთით, ძმაო,
სად მიდიხარ, ერთი მითხარ?
ეგ დასვი და მარტო წადი,
თორემ ვეღარ ივლი დიდხანს!

– მოიტეხა რწყილმა ფეხი,
ძმობილია რწყილი ჩემი.
თუ ერთმანეთს არ გავწირავთ,
ორივენი გადავრჩებით!

არც კალიას დაუჯერა,
გზა განაგრძო ჭიანჭველამ...
როცა არის გასაჭირში,
მაშინ უნდა ძმობილს შველა.

ის-ის იყო, რწყილმა ჰკითხა:
– ძმაო, ხომ არ დაიღალე?
გაიგონა წუილი და
ხედავს, კოღო ჭუტავს თვალებს.

– წწწელს იწყვეტავ ნეტავ, რისთვის?
წწწაიქცევი, წწწინ ვერ წახვალ.
ნუ იდარდებ რწწწყილზე, წადი,
მაგისთანას სხვასაც ნახავ!

– მოიტეხა რწყილმა ფეხი,
ძმობილია რწყილი ჩემი.
თუ ერთმანეთს არ გავწირავთ,
ორივენი გადავრჩებით!

კოღოც გზიდან მოიცილა,
გზა განაგრძო ჭიანჭველამ...
როცა არის გასაჭირში,
მაშინ უნდა ძმობილს შველა.

სადაცაა დაღამდება,
მზე მთებს მიღმა გადავიდა.
ცაცხვის ძირას ისვენებდნენ,
ფუტკარი რომ აბზუილდა.

არ უკითხავს არაფერი,
რაც მომხდარა, მიხვდა თავად.
რწყილს კი უთხრა: ხვალისათვის
არ იქნები უკვე ავად.

ჩემს მალამოს წაგისვამ და
ფეხი მალე მოგირჩება.
მეგობარი გყავდეს გვერდით.
ეს იქნება ჩემი რჩევა!..



დაიხსომეთ, პატარებო,
რაზეც არის ეს ზღაპარი –
მეგობარი მეგობრისთვის
მალამოა უებარი.

სიხარულშიც, გასაჭირშიც
მეგობარი გყავდეთ გვერდით...
ლხინი – იქაც, ლხინი – აქაც,
სულ სიკეთით დამიბერდით!
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ვასილ გულეური   Wed Jun 17, 2009 5:08 pm

ძალიან.. ძალიან მიყვარს ვასოს ლექსები..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ვასილ გულეური   Wed Dec 30, 2009 10:43 pm

ვეფხვი

ვუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია
როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები.
ჩემი თათების კვალი ატყვია
მიწას, როდესაც მე ვიზმორები.

ნათესავია, მაგრამ, იმავ დროს,
აბა, არ არის ეს სასეირო?
ამ კატის ბედი როგორ ვინატრო,
გარეთ, ბილიკზე რომ დასეირნობს?!
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვასილ გულეური   Thu Mar 10, 2011 10:06 am

ვასილ გულეური

მელაკუდას მაღაზია

უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზია
და წარწერა ჩამოკიდა
“შემობრძანდით, არის ღია”.

სავსე არის დახლები და
მრავალ რამეს ყიდის რადგან,
ვინ გინდა, რომ აქ არ ნახოთ,
მყიდველების რიგი დადგა.

დათუნია თათს ილოკავს,
კასრები დგას თაფლისაო.
მელაკუდა ეკითხება:
- ცაცხვის გსურს თუ წაბლისაო?

აბურდღუნდა დათუნია:
- კარგად უნდა გამივსო,
სამი ქილა ცაცხვის მინდა,
ოთხიც კიდევ - წაბლისო.

თაფლი სულაც არ სჭირდება,
ხორცის რიგში დადგა მგელი:
- მეც მომხედე, მელაკუდავ,
რა ხანია ვდგევარ, გელი.

მელა ცდილობს რუხი მგელი
არ დარჩეს გულნაკლულია,
- გაყინული არ გეგონოს,
სულ ახალი დაკლულია!

ტურა ქათამს ეტანება,
მსუქან-მსუქან დედლებს არჩევს.
ჭყინდი ტარო სიმინდისა
სათითაოდ მიაქვთ მაჩვებს.

შეიძინა ყანჩამ თევზი,
ბაყაყების სამი აცმაც.
ჭაობისას მაღაზიის
კი სჯობია, რომ თქვას კაცმა.

კურდღელმა თქვა: - ეს სტაფილო
უნდა დავდგა გოდრითაო,
სულ მოვითქვამ, დავიღალე
ამ ბალახის კორტნითაო.

ზღარბმა აისხა ეკლებზე
თურაშაული, კეხურა.
გარეთ რომ გამოცუნცულდა,
თავზეც ვაშლები ეხურა.

ტახმა ტომრები დაავსო
ნარჩევი რკოთი, წაბლითა.
სანამ სახლამდე მივიდა
გზაში ეშვებით დაფლითა.

და როცა ბოლო მყიდველიც
ეზოში გამოეხეტა,
მელიამ მიმოიხედა,
ცარიელ დახლებს შეხედა,

თქვა: - ვაფართოებ ვაჭრობას,
ეს უნდა გადავაკეთო
და მაღაზიას ხვალიდან
დავარქმევ “სუპერ-მარკეტსო”.

საქმეს ავაწყობ თანდათან,
განა ვაჭრობა ძნელია.
ქათმის ქურდს ვინღა მიწოდებს,
ვიქნები ბიზნესმელია.

elephant
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვასილ გულეური   Thu Mar 10, 2011 10:16 am

ვასილ გულეური

მგელი

გალიაში
უძლური ვარ, უძლური.
დარდით გავხდი,
არ გეგონოთ ტყუილი.
მენატრება,
უღრან ტყეში ძუნძული,
ღამღამობით,
მთვარის შუქზე ყმუილი.
განა მშია?
მაგიტომ ვარ ავადა?
სულ არ მინდა
ეს ხორცი და
ეს ძვლები.
ნეტავ ისევ
ტყეში გამანავარდა...
თავის რჩენას
მე თვითონაც შევძლებდი.


მელია
ყველა ამბობს – ტყუილში
ვერვინ ჯობნის მელიას...
თქვენი მოგონილია,
რაც კი ჩემზე გსმენიათ.


თუკი რამეს დაკარგავთ,
მე მაბრალებთ მოპარვას.
გალიაში ვზივარ და –
ჯადოქარი ხომ არ ვარ?!


ნეტავ, მიმაღწევინა
ზოოპარკის კარამდე...
რომ შემეძლოს, აქედან
ჩემს თავს მოვიპარავდი.


მაიმუნი
აბა, აქ სად ვიქანავებთ?!
არ ჰკიდია ლიანები!
ან ტოტებზე სად ვიხტუნოთ?!
არც ხეები შრიალებენ!


თუკი რამეს მოგვაწვდიან,
ყველაფერს ვჭამთ, განა ვწუნობთ.
მაიმუნს რომ გვეძახიან,
მაგიტომაც ვმაიმუნობთ!


ლომი
ფაფარი ისევ ისე მამშვენებს,
გემთან მრავალი მოდის მნახველი.
მაგრამ რა მეთქმის – არ მაქვს სამეფო,
მეფისა შემრჩა მხოლოდ სახელი.


არც ჩემი შიშით იმალებიან,
არც დახმარებას არვინ არა მთხოვს.
მდუმარედ ვზივარ. აბა, რა ვუყო?
ჩემი ღრიალით აქ ვინ დავაფრთხო?!


მელაკუდას სორო
მელაკუდა კლიენტს ეძებს
- აბა, ვის გსურთ ბინაო?
სორო, სამოთახიანი,
უნდა გავაქირავო!


სულ ახლახან გავაკეთე
ქალაქური რემონტი.
თქვენი თვალით შეაფასეთ,
სანახავად შემოდით.


საცხოვრებლად თუკი გინდათ,
არის სრული კომფორტი –
ცხელი წყალი ონკანში და
მაცივარში – კომპოტი.


აბაზანა – გაწყობილი
ანტარქტიდის კაფელით...
ჩემი ხელით გამოვჭიმე
ტელეფონის კაბელი.


საოფისე ფართი გნებავთ?
ამაზე კარგს სად ნახავთ!
ისე, კიდეც მიჯობს, თუ თქვენ
აქაური არა ხართ.


ნეტავ, სულაც აფრიკიდან
ჩამოვიდეს აქლემი!..
უცხოელზე სხვა ფასია,
აქაურზე – ნაკლები.


ესეცა ვთქვათ – ტყის ცენტრია,
მშვენიერი ადგილი.
სამი მუხის მოედანზე,
მისასვლელად ადვილი...


როგორც ვატყობ, არავის სურს...
რად ვიყბედე ამდენი?!
თუ არ გინდათ, ამ სოროში
თავად დავბინავდები!


საზიარო ნაკვეთი
ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,
შეიკრიბნენ მუხის ძირას,
რომ მოილაპარაკონ.


საზიაროდ შეიძინეს
თურმე, მიწის ნაკვეთი,
მაგრამ ჯერ ვერ გადაწყვიტეს,
ერთად რა გააკეთონ.


ამბაკომ თქვა: - ყველაფერს სჯობს,
კომბოსტო რომ დავრგოთო.
მოსავალიც ბევრი იცის
და თან არის სარგოცო!
თენგო ამბობს: - ვის სჭირდება
ეგ კომბოსტოს თავები?
შენც ხომ იცი, მაგას არ ვჭამთ
ციყვები და თაგვები.


სჯობია, რომ მოვიყვანოთ
სიმინდი და ხორბალი.
კომბოსტოზე საჭირო და
სასარგებლო ხომ არის?


ციკოსაც აქვს თავის აზრი,
არც ერთს არ ეთანხმება:
- გვალვები რომ დაიჭიროს,
ყველაფერი გახმება.


მერე რა ვქნათ, ზამთრისათვის
რაღა მოვიმარაგოთ?
თანაც, ყოველ გაზაფხულზე
ხელახლა რომ არ დავრგოთ,


ყოველ წელს რომ აღარ გვქონდეს
სათესი და სამკალი,
ჯობია, რომ მთელ ნაკვეთზე
გავაშენოთ კაკალი!


იდავეს და იკამათეს,
საშველი კი არ ჩანდა.
მათ ლაპარაკს, თურმე, ხიდან
ყურს უგდებდა ყვანჩალა.


გადმოსძახა: - ვერ გავიგე,
საკამათო რა იყო?
ახლა ჩხუბობთ და მოსავალს
მერე როგორ გაიყოფთ?

ციყვი


აღარ სწავლობს ციყვი
თავის გაკვეთილებს,
თხილის დანახვაზე
აკაწკაწებს კბილებს.


წიგნს არ იღებს ხელში,
კითხვა აღარ ნებავს,
თუკი სადმე თვალი
მოჰკრა კაკლის ლებანს.

- რადგან არ გსურს სწავლა, -
ამბობს დედა ციყვი,
- გაიზრდები დიდი
და დარჩები ბრიყვი!


რა დახატა ბაქარმა

ხატვას იწყებს ბაქარი,
მოიმარჯვა ფანქარი.
დახატა და წაშალა
დაკლაკნილი გზა-შარა.


მერე – დიდი სახლი და
გზაც დახატა ახლიდან.
გზასთან – ღობეებია,
გზაზე მიდის ბებია.


სახლის გვერდით ბაღია,
იქვე – ჭაა თავღია.
ჭასთან სხედან ქათმები,
ბაღში მოჩანს ატმები.

ბაღთან ძროხა აბია
და ბავშვები დარბიან.
დააკვირდით, აქ არის
თვითონ ჩვენი ბაქარიც...

თურმე, იმას ხატავდა,
რაც გულში აქვს ნატვრადა.
სოფელი და ბებია
როგორ მონატრებია.


ბუ
დღისით წიგნებს კითხულობს,
არ შორდება ფუღუროს.
ღამით გარეთ დაფრინავს,
ვარსკვლავებს რომ უყუროს.


რჩევას ვინც ეკითხება,
არ ისტუმრებს უარით...
ყველაფერი სცოდნია,
მართლა ბრძენი ბუ არის!


ობობა

რა ყოფილა ეს ობობა,
მთელი ეზო შემოღობა!
განა წნელით ანდა ფიცრით,
- რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით?


ქსელს ამზადებს იმისთანას,
ვერც ხერხი ჭრის და ვერც დანა...
ირგვლივ ისე შემოფინა,
ბუზიც ვეღარ შემოფრინდა!


ტელეფონი


გაიღვიძებს თუ არა,
პაწაწინა ეკა
მიუჯდება ტელეფონს
და მთელი დღე რეკავს.


- ალო! თინა, შენა ხარ?
როგორა ხარ, როგორ?
რატომ აღარ მირეკავ,
დამივიწყე, გოგო?


როგორა გყავს თოჯინა?
მითხრეს, სიცხე ჰქონია.
დაბანილის გაყვანა
გარეთ გამიგონია?

თბილად გყავდეს ლოგინში,
საფენები დაადე.
ჩაიც ასვი ლიმონით...
აბა, კარგად! ხვალამდე!


- ალო! ლია, ეკა ვარ.
გუშინ ცირკში რა ვნახე –
კლოუნებმა ბურთისთვის
ერთმანეთი გალახეს.


მართლა, ჩვენმა ფისუნამ
დილით, იცი, რა მიყო?
დედამ რძე რომ დამიდგა,
თათი ჯამში ჩამიყო.


გოგო, თავის საუზმე
საწყალს, ალბათ, არ ეყო...
ახლა გემშვიდობები,
სხვაგან უნდა დავრეკო.


- ალო, ალო! ნინიკო,
მომენატრე ძალიან.
შენ რაც ბაღში დადიხარ,
ჩემთვის აღარ გცალია.

მალე ბაღში მეც ვივლი,
სამის ვხდები, ხომ იცი.
მაგრამ, რომ არ მეცალოს
შენთვის მაინც მოვიცლი.


თუმცა, ხშირად დარეკვა
მაშინ გამიჭირდება.
უნდა ვუთხრა მამიკოს,
მობილური მჭირდება...

საღამომდე გაისმის:
- ალო, ალოოო! ეს მე ვარ!
მალე ეკას სახელად
ეკაფონი ერქმევა.


გაზაფხული


გაზაფხულის სუნთქვა ისმის,
გაიღვიძეს ენძელებმა.
დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ
ზამთარს წასვლა ეძნელება.


მზე იცინის, გრძელი ფუნჯით
მწვანე ფერად ღებავს მინდვრებს.
ჟივჟივებენ ბეღურები –
მალე გამოიამინდებს!

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ვასილ გულეური   

Back to top Go down
 
ვასილ გულეური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ბრანდი-ბრუნდი" - სტუმრად მარიამ წიკლაურთან-
Jump to: