არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ნადირაძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Fri Jun 11, 2010 1:07 pm

nino nadiradze wrote:
ხელისგულები დამანახეთ, აბა! რამხელა მზეები გამოგიზრდიათ! ჰოდა, შაბათს, 12 ივნისს, 17 საათზე სამების "ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში" მომზევდით ყველა.
სიცოცხლე სიყვარულიაო, ამბობენ და ახლა სწორედ სიცოცხლე დევს სასწორზე, პატარა ანგელოზის სიცოცხლე და ჩვენს სითბოს და სიყვარულის ფთილებს ელოდება. როგორმე გადმოვწონოთ უნდა...
3 წლის გიორგის დასახმარებლად ტარდება საქველმოქმედო პოეზიის საღამო. ნინო სადღობელაშვილი, რობერტ მესხი, ნინო ნადირაძე და თქვენი მონა-მორჩილი წაიკითხავენ ლექსებს. საგანგებოდ ამ საღამოსთვის მთიდან ჩამოვა ყველასთვის საყვარელი ადამიანი და პოეტი ტარიელ ხარხელაური და ჩამოიტანს სულ ახალ-უხალ, არაგვიდან ამომზევებულ სტრიქონებს. ვფიქრობთ საღამოს მუსიკალურად გაფორმებაზეც... ასე რომ, სიცოცხლის გადასარჩენად მზეებს შევაგროვებთ და თან სულის საზრდოდ გოლეულა წამებს მივიღებთ...

თქვენ შეგიძლიათ ჩაურიცხოთ მას emoney-ის ანგარიშზე : 360542189
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ტერმინალებით, ე.წ. ფეიბოქსის აპარატებით.

აირჩიეთ Emoney ჩამონათვალში და ჩაწერეთ გიორგის დედის ანგარიშის ნომერი "360542189"


როგორ ჩავრიცხოთ თანხა PayBox, Nova Technology თუ TBC ტერმინალებით

მივალთ ტერმინალთან და ვირჩევთ ჩამონათვალში ინტერნეტ სერვისებს,
ან ინტერნეტ მომსახურება ვირჩევთ eMoney
(ისე როგორც მობილურზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში)
და ვწერთ ანგარიშის ნომერს. ამ შემთხვევაში გიორგის ანგარიშის ნომერის "360542189"
და შეგვაქვს თანხა < ვფიქრობ ეს პროცედურა ყველასთვის ნაცნობია.

აი ასე... ვინც არაა აქ, თბილისში, ან ვინც ვერ ახერხებს მოსვლას უბრალოდ....


ვაი,ავფორიაქდი... Sad

მე ანგარიშით ვისაგებლებ,რადგან ისეთი გრაფიკი მაქვს,შაბათ-კვირა ქალაქიდან ვარ გასული და
იქნებ,ჩვენმა მზეებმა მართლა გადაწონონ...
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Mon Jun 21, 2010 10:46 pm

მზით ადღვებილი ხელისგულებიდან ლექსები უნდა ავაფრინოთ...ერთი ფიქრით მეტი საღამო, ერთი სუნთქვით მეტი,ერთი ფილტვით მეტი მოძრაობა გავშალოთ დროში...მოძრაობა სისხლიდან გულში, გულიდან შენში, შენიდან მასში, მათში და მერემიდი და კერე უსაზღვროების დაუკემსავი ფუღუროები... შენი გული ხომ იფეთქებსისე, როგორც მე დავწერე… ჰო, ასე იფეთქებს თუნდაც საათი და 30 წუთი.დროახეული აფიშებივით გავეკრათ ცას და გავუშვათ ყველამ ჩვენ-ჩვენი გვირილებმიბმული ფრანი...ეს დღე იქნება ფრანის და გვირილების დღე...…

ივნისის 29, სამშაბათი დღე, 19:30 წუთი… კინოთეატრ "ამირანის" ლიტერატურული კაფე...ნინო ნადირაძის… წიგნის პრეზენტაცია…
გამოცდი სახლს...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Tue Jun 29, 2010 9:55 pm



წიგნის დასახელება: "ფრანწაღებული" (45 ლექსი).
წიგნის ავტორი: ნინო ნადირაძე
გამომცემლობა: “პეტიტი”
გამოცემის წელი: 2010
ISBN: 978–9941-9131-3-6
ყდა: მაგარი
რედაქტორი: მიხო მოსულიშვილი
გვერდების რაოდენობა: 96
ანოტაცია: ორმოცდახუთი ფრანწაღებული ლექსი.
გაფრთხილება: წიგნს რომ ხელში აიღებთ, მაგრად ჩასჭიდეთ ყდაზე შებმულ თოკს ხელი, რადგან ფრანია და უცებ ცაში არ გაგიფრინდეთ...



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Wed Jun 30, 2010 9:21 am

sunny


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Jun 21, 2013 5:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Wed Jun 30, 2010 10:55 am

nino nadiradze wrote:
მზით ადღვებილი ხელისგულებიდან ლექსები უნდა ავაფრინოთ...ერთი ფიქრით მეტი საღამო, ერთი სუნთქვით მეტი,ერთი ფილტვით მეტი მოძრაობა გავშალოთ დროში...მოძრაობა სისხლიდან გულში, გულიდან შენში, შენიდან მასში, მათში და მერემიდი და კერე უსაზღვროების დაუკემსავი ფუღუროები... შენი გული ხომ იფეთქებსისე, როგორც მე დავწერე… ჰო, ასე იფეთქებს თუნდაც საათი და 30 წუთი.დროახეული აფიშებივით გავეკრათ ცას და გავუშვათ ყველამ ჩვენ-ჩვენი გვირილებმიბმული ფრანი...ეს დღე იქნება ფრანის და გვირილების დღე...…

ივნისის 29, სამშაბათი დღე, 19:30 წუთი… კინოთეატრ "ამირანის" ლიტერატურული კაფე...ნინო ნადირაძის… წიგნის პრეზენტაცია…
გამოცდი სახლს...

Idea

ანის ბრალია ჩემი იქ მოსვლა და მაკასი, ნინო...

მართლა კარგი საღამო იყო, დროზეც დამთავრდა და – არავის მობეზრებია!..

ვუყურებდი შენს მეგობარ პოეტებს, გვირილების კონას ესტაფეტად რომ გადასცემდნენ ერთმანეთს და შენ ლექსებს კითხულობდნენ: გვანცა ჯობავას, ნუკრი ბერეთელს, თეა თაბაგარს, კატო ჯავახიშვილს, გიო არაბულს, მინდია გოგოჭურს, ნიკა ჩერქეზიშვილს, ნუციკო დეკანოზიშვილს და სხვებს (მაპატიონ, თუ ვინმე გამომრჩა) და ვფიქრობდი, რომ აი, ქართულ პოეზიაში მოდის ახალი თაობა – მე ჯონათან ლივინგსტონის თაობას დაგარქმევდით, რადგან თქვენ რაც ამ სახელგანთმულ თოლიაზე ლექსები გაქვთ დაწერილი, ერთი კრებული აიკინძება და კარგი წიგნიც გამოვა (ხომ კარგი იდეაა?)...

მოგესალმებით თოლია ჯონათან ლივინგსტონის თაობას და მიხარია, რომ მეც გიცნობთ...

ხო მაგარი სახელი მოგიგონეთ – თოლია ჯონათან ლივინგსტონის თაობა.
(გულუბრყვილობას და მიამიტობას ვერ გავექცევით ამ სახელის დარქმევის შემთხვევაში, და არც უნდა გავექცეთ, – საჭიროც კია...).

P.S. ნინოები გამომრჩა – ჩანადირი და ნეკერიშვილი... სიკვდილსამც დავიწყებიან... Smile))

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Thu Jul 01, 2010 3:57 pm

უზარმაზარი მადლობა ბიძია მიხოს, აბსოლუტურად ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებს და მადლობა აქ რომ მოიტანა ჩემი წიგნი Smile


მადლობა ყველას!
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Sat Jan 29, 2011 8:52 pm

რა გაეწყობა, მისტერ პიტერ პენ,

მხოლოდ ჩვენ შევრჩით ამ წრებრუნვას

აუტანლად მძაღე ხელებით.

(ისევ ჯიუტად ვითვლით ცაზე ნისლის ნაკეცებს)

შენ გაიზარდე, მე კი თითქოს დავპატარავდი,

ასაკით არა, სულის სიღრმით

გავხდი მომცრო და დასაკეცი.



ჩვენ დავდიოდით მუდამ წრეზე, რელატიურად.

და ჩიტებს პურის ნამცეცებიც კი ვერ ვაჭამეთ,

საბოლოოდ კი დავემსგავსეთ აკვარიუმებს,

რომელშიც თევზი არ დაცურავს. (ჰო, არ ვაჭარბებ).

რა გაეწყობა, ჩემო კარგო, მისტერ პიტერ პენ,

ჩვენ თავიდანვე ჩავაყოლეთ ხელი ქარიშხლებს.

და მერე დარდად გაგვისივდა ბინძურ თითებზე,

ის, რაშიც ჩვენი ნებით ვდგავართ და ვერ გავეშვით.

სახლები, შუქი, სიცივე და სახლები ისევ.

მისტერ პიტერ პენ, სუნთქვას ისე გადავეჩვიეთ,

ასე მგონია, სიცოცხლისაც არა ვართ ღირსი,

რადგან სიკვდილი მუდამ უფრო მეტად გვერჩივნა.

საუკუნეებს მიეცვალა ვიღაც დუმილში,

მალებში კოლტი ჩამიგროვდა. ქარი ხმაურობს.

და თუ ნამდვილად ასე იყო, მართლა თუ ვიშვით,

ჩვენ რაც შეგვეძლო ხომ ვიყვირეთ, ხომ ვიხმაურეთ?

რა გაეწყობა მისტერ პიტერ, ხმები ჩაგვიწყდა.

რელატიურად, მუდამ ასე წრეზე ვიარეთ.

და თუ შევძელით და სიცოცხლე ისევ დავიწყეთ,

აღარასოდეს გავეკაროთ ადამიანებს.





რა გაეწყობა, მისტერ პიტერ პენ,

მხოლოდ ჩვენ შევრჩით ამ წრებრუნვას

აუტანლად მძაღე ხელებით.



Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Sat Jan 29, 2011 8:53 pm

***
თოვდეს და მეტი არაფერი...

მე კი გამხდარი ჟირაფივით

ფიქრში ვიგრძელებდე

კისერს,

მერე გათენდეს და ჩამოვშორდე

ფიქრის ობობებს და ფიქრის შტორმებს,

შობის დილასავით მშვიდად.

იდგეს თებერვალი ქუჩის ბოლოს,

თოვლმა ხელს ეს დარდიც გააყოლოს,

კიდევ რა მინდა და... ბოდბე...

ახლა ის სიკვდილიც ძნელი არის,

ახლა ეს სიცოცხლეც ძნელი არის,

მეტი არაფერი... თოვდეს...
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Fri Aug 19, 2011 12:53 pm

სიჩუმისა და სხვათა

გმადლობთ, სიჩუმის მარცვალო!

რადგან დიდი ქარიშხლების შემდეგ,

დაუდეგარი ქარიშხლების შემდეგ,

ანარქისტი ქარიშხლების შემდეგ

ასე დიდგულობ, სუფევ

და მეფობ.

ასეთ დროს ყველაზე ძლიერად მინდა გმორჩილებდე.

გმადლობთ, სიბნელის მარცვალო!

რადგან კაშკაშა მზეების შემდეგ,

აბბრდღვიალებული სინათლეების შემდეგ,

ჩახჩახა ქუჩების პანაშვიდების შემდეგ,

ასე დგახარ, ასე ბევრი ხარ, ასე მივლი და მეფერები,

ასეთ დროს, არავინ მეგულება შენზე ერთგული.

გმადლობთ, სევდის მარცვალო!

რადგან ამდენი სიცილის შემდეგ,

ვადიანი სიხარულის შემდეგ,

მუდამ საშიში მხიარულების შემდეგ

ჩემს გვერდით წვები და ამ თმაზე ხელს მითათუნებ,

ასეთ დროს მგონია, რომ შენსავით ვერავის ვერ შევეჩვევი.

გმადლობთ, უფლისკენ აწოწილო ხეებო!

ფეხსაცმელდაწუწული ნოემბრის შემდეგ,

შუბლშეტრუსული სხივების შემდეგ,

ფოთლების ასეთი შრიალის შემდეგ

ასე მყარად უძლებთ მიწას და გჯერათ, რომ გმირობა ასე დგომაა...

და მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველაზე დიდი მადლი ღმერთმა თქვენ მოგცათ,

როცა მიწაში ასე ღრმად ჩაგრგათ და გმირობის უფლება მოიპოვეთ.

გმადლობთ, დუმილის მარცვალო!

რადგან ხმაურის და ალიაქოთის შემდეგ,

რადგან ყურებზე ხელების აფარების შემდეგ,

ყოველდღიური ომებისა და ქვემეხების გრუხუნის შემდეგ

შემიძლია ჩემთან მოგიხმო და ხმელეთის თევზიც კი გავხდე.

ასეთ დროს მგონია, რომ ჩემი მოსაპოვებელი სამოთხე შენ ხარ.

და გმადლობთ, სიკვდილო!

რადგან ამდენი წოწიალის შემდეგ,

რადგან ამდენი ჩახოცილი ლექსის შემდეგ,

რადგან ხორხში ნაყლაპი ამდენი ტკივილის შემდეგ,

რადგან ამდენი სიმსივნიანი იმედის შემდეგ,

რადგან ამდენი სამყაროს დამხობის შემდეგ,

რადგან ხელისგულზე შემწვარი ამდენი კვერცხის შემდეგ,

რადგან ნემსის ყუნწში ამდენი გაძრომით გადაყვლეფილი კისრის შემდეგ,

რადგან ამდენი წაგებული ბრძოლის შემდეგ,

რადგან ასე დაშვებული ხელების სიმძიმის შემდეგ,

ჩემთან მოდიხარ, არ მიცოდებ, არ დამცინი,

არ მღალატობ, არავისზე წინ და არავისზე უკან არასდროს არ მაყენებ

და მიჯდები ყოველთვის პირისპირ

და მიყურებ ყოველთვის თვალებში,

მერე ხელს მხარზე მადებ, შუბლზე მკოცნი,

უსიტყვოდ დგები, მიდიხარ და რაც მთავარია,

უკან მოსახედად არასდროს არ ტრიალდები.



გასიპულ ხელზე უსახელო სიზმრები სხედან...

ასე მგონია, სადაც დავმთავრდი, იქვე სადმე საწყისიც იყო

და ვერ ვიპოვნე...



გარეთ შაბათივით უქმე დეკემბერია...

Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Wed Oct 17, 2012 8:33 am

ნინო ნადირაძე

ორშაბათის ქრისტე

ქალი მარჯვნივ იხრებოდა სიარულისას.
და გავიფიქრე: როგორ ეყოფა სამი ცალი ვაშლი,
გამჭვირვალე ცელოფნიდან რომ მოუჩანს.
დაბრუნებასავით თვალები ჰქონდა.
ჩემი შინაგანი მათემატიკა ვერანაირ თეორემას ვეღარ ამტკიცებს.
ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი - არასოდეს დამავიწყდება,
როგორ მობრუნდა და ამ ქართველ დაწყევლილ გოგოს
რუსულად მითხრა - „Да Хранит Вас Бог“.
ორშაბათი საღამოს ქრისტევ, ცისფერი თვალებით,
და ყავისფერი ჯაკეტით - დაგინახე!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Sun Dec 16, 2012 8:01 pm

ნინია ნადირაძე


ჩემო ცვილის ქვეყანავ

"ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

ილია


სახელითა ბოღმისათა მოგვეზღო ჩვენ.

და როცა ერთმანეთისგან ვერ ვასხვავებდით

ბუზისა და ტყვიების ზუზუნს,

დავინახეთ, რომ

ღმერთი ლამფის მბჟუტავი შუქი იყო,

და პატარა ყვითელი გენერატორი იყო,

და უმუშევარი მამაჩემის შარვალი იყო,

და ფერდებჩაცვენილი სკოლის შენობა იყო,

და ბოლოს და ბოლოს, რაღაცის მოლოდინი იყო,

რომელსაც, კაცმა არ იცის, რატომ ვეპოტინებოდით.

სახელითა სიმხდალისათა მოგვეზღო ჩვენ.

და მაშინ, როცა ქუდზე კაცი უნდა დამდგარიყო,

თითო კაცზე თითო ქუდი ვიყიდეთ და საგულდაგულოდ

ჩამოვკიდეთ შემოსასვლელებში, მოსალოდნელი

სიცივისათვის.

იმ ზამთარს კი, გადაბმულად სამი დღეც კი არ უთოვია.

სახელითა სიძულვილისათა მოგვეზღო ჩვენ.

და როცა არავის უსწავლებია როგორ გვყვარებოდა,

ავდექით და გავხდით თვითნასწავლი მოძულეები,

და როცა სიყვარული დაგვჭირდა,

ჩვენ მიგვასწავლეს გზა,

რომელიც ნავთის გამყიდველამდე მიდიოდა.

სახელითა უვიცობისათა მოგვეზღო ჩვენ.

და როცა გავიშალეთ მხრებში,

თურმე უნდა მოვხრილიყავით

და რაც წაღმა გავაკეთეთ, უკუღმა აღმოჩნდა.

ამასობაში, ჩვენმა კარგმა ქვეყანამ

არც წარსულის, არც აწმყოსი და არც მომავლის

აღარ დაიჯერა

და ბოხჩაში გამოკრული საგზალივით ისე შემოგველია,

ვერც კი შევნიშნეთ.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა,

ჩვენ პატარა ქართველები ვართ

და განცხრომით სხვაგან ყოფნას,

აქ სიკვდილი არ გვირჩევნია.

ოსანა!

სახელითა უფლისათა მოგვეგო ჩვენ.




სულ არცერთი ქუჩა არ ჩანდეს

ვდგავარ მარტივად, სულ მარტივად ვდგავარ. ფანჯარა.

მინდა მოთოვოს ამ მაისში, მინდა, რომ მოთო-

ვოს, რომ არცერთი, სულ არცერთი ქუჩა არ ჩანდეს,

არ ჩანდეს ქარი, ეს ხეები, მეზობლის მოტო.

რომ არ მიმზერდეს იმ ფანჯრიდან სპარსული კატა,

და ის ბიჭუნაც, დიდ ურნასთან, ლურჯი ბოტებით

არ იდგეს იქ და არ ეძებდეს არაფერს. ფარდა

ირხეოდეს და თოვლის სუნი, როგორც მოტივი

ამ ფარდისრხევის არსებობდეს, მიზეზი იყოს.

ვდგავარ და ვწუხვარ, დიახ, ვწუხვარ, არა ხარ აქ რომ...

სიჩუმე - ვინმეს აყვირებას ყოველთვის ითხოვს,

სინათლე - განწირულია, რომ ოდესმე ჩაქრეს.

თითქოს ვიღაცამ კალენდარზე დღე ჩამოხია.

ნეტა, მოთოვოს, ამ ფინჯანშიც თოვლი ეყაროს,

მერე უბრალოდ, სულ უბრალოდ შენ რომ მოხვიდე

და მე და თოვას საკოსივით გადაგვეფარო.

ვდგავარ მარტივად, სულ მარტივად ვდგავარ. ფანჯარა.

მინდა მოთოვოს ამ მაისში, მინდა, რომ მოთო-

ვოს, რომ არცერთი, სულ არცერთი ქუჩა არ ჩანდეს,

არ ჩანდეს ქარი, ეს ხეები და არც ის მოტო.
ის წამი

შენ რომ შემოხვალ ჩემს მდინარეში, ის დღე კი არა,

ის დღე კი არა, ვარსკვლავებს რომ მუჭით ჩავიყრით ჯიბეებში,

ანდა ის დღე, რომლის სიღრმიდან ღამე ჩრდილივით გამოიზრდება

და ჩვენს ფანჯრებს უბინაო სიკვდილივით ზურგით ეკვრება.

ეს ის წამი უსტვენს ჩიტივით, გულაღმა რომ ვწევარ თოვლზე,

თოვლზე, რომელიც არ მოსულა და ჩუმად ვამბობ:

რანაირად მოხდა, რომ დავიჯერეთ სიჩუმის და

კათაკმეველებივით მის უკან მდგარი სიტყვების".

და ჩემს ნათქვამს სულის უჯრაში გადავინახავ,

როგორც საგზალს ჩემი მომდევნო ცხოვრებისათვის.

ის წამი არა, შენ რომ ჩემი ქარის დღიურებში ჩაიწერები,

ანდა ის წამი, მზეს რომ ფეხი დაუცდება ჩემს საფეთქელზე,

ის წამი მქვია, შენ რომ გიყურებ

და ყოველ ჯერზე ღმერთი მგონიხარ.



რა ნათელია ყველაფერი

რა ნათელია ყველაფერი ჩვენთან

და რა გაუგებარი.

როგორც ზებრები -

ვერ გავრკვეულვართ, ყვითლები ვართ შავი ზოლებით

თუ პირიქით.

სანამ თამბაქოს მოამზადებ ჩიბუხისათვის,

რომ ნაფაზის სიმძლავრეში ჩაანთქა

წინა დღეების შენს ნერვებზე თამაში,

სანამ გათენებების სიმშვიდე გელანდება

და ხელის ცეცებით, ქუთუთოების ცახცახით,

კედელ-კედელ მიდიხარ შენი ოცნებისაკენ,

მანამ მითხარი, სად არის ის მზე, რომ არ გაგვრუჯა აღარასოდეს.

რა ნათელია ყველაფერი ჩვენთან

და რა საგულისხმო.



Letze

აბა, საიდან შეგამჩნევდი,

როცა პირდაპირ გულის ხეზე ხარ ამოტვიფრული,

ისიც მკრთალად, დაუმთავრებლად.

შენი ხელები კი, ყელამდეც ვერ მწვდება,

მომხვევდი მაინც, ან დამახრჩობდი.

ან აბა, როგორ გეყოლებოდი,

როცა ჩემი მკლავები ვერაფრით ვერ შემოგაწვდინე -

ან არსად გაგიშვებდი,

ან არსადაც არ გაგიშვებდი.

ვყრივართ შიშვლები,

ნაპირზე გამორიყული თევზებივით,

და თვალები გადმოცვენაზე გვაქვს

რადგან

ვერაფერს ვხედავდით,

ვერაფერს ვხედავთ,

და ვერაფერს დავინახავთ,

საკუთარი მზეების ჩასვლის გარდა.



ზეთი და წყალი

ქვა ავაგდე და ქვეშ დავუდექი.

განა ვინმემ, ჩემივე ნებით,

განა რამემ, ჩემივე სურვილით იყო,

რომ დამეცა და მიწაში ჩამფლა.

ცეცხლი დავანთე.

განა ქარმა გააღვივა და ააბრდღვიალა,

ეს მე დავასხი ზემოდან ნავთი.

ცალ ხელში წყალი მოვიქციე, ცალ ხელში ზეთი.

განა ვინმე სხვამ,

მე ავურიე ერთმანეთში, ეს მე ვეცადე...

არაფერი გამოვიდა ჩემი დაწყებული საქმეებიდან.

მხოლოდ ხმაური გამოვიწვიე.

და ვთქვი:

არაფერია! ვიხილები და მოვდივარ,

ბოლო-ბოლო, რაღაც ხომ მაინც შემომრჩა:

ქვა - პირის ამოსავსებად,

ცეცხლი - შიდა ნათებისთვის,

ზეთი და წყალი - განსხვავებისთვის.

ერთი ესაა - ცოცხალი დავრჩი -

და ამ თვისებას იქ მივყავარ,

სადაც შენა ხარ.



ორშაბათის ქრისტე

ქალი მარჯვნივ იხრებოდა სიარულისას.

და გავიფიქრე: როგორ ეყოფა სამი ცალი ვაშლი,

გამჭვირვალე ცელოფნიდან რომ მოუჩანს.

დაბრუნებასავით თვალები ჰქონდა.

ჩემი შინაგანი მათემატიკა ვერანაირ თეორემას ვეღარ ამტკიცებს.

ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი - არასოდეს დამავიწყდება,

როგორ მობრუნდა და ამ ქართველ დაწყევლილ გოგოს

რუსულად მითხრა-Да Хранит Вас Бог.

ორშაბათი საღამოს ქრისტევ, ცისფერი თვალებით

და ყავისფერი ჯაკეტით - დაგინახე!



სუნის ხმა

ალბათ, ღამემ გაირბინა შენი ჩრდილის ქვეშ.

ვერაფერს ამტკიცებენ ჩემი თოვლიანი, ამოყირავებული კადრები.

და ერთადერთი, რასაც ვერსად ვერ გავექეცი,

გაუთავებლად მოლაპარაკე შენი სურნელია, რომ ვერ ვაჩუმებ.
ჭრიჭინებივით იცინიან ხეები

ჭრიჭინებივით იცინოდნენ ხეები.

ვიდექი. მზე თვალებს არ მჭრიდა. ვიდექი.

ცხოვრება, როგორც ასეთი, არ არსებობს.

უბრალოდ, ანტენასავით მომართული ჩემი გონება გდია

ერთ ოთახში,

რომელშიც არ დგას ოთახის მცენარეები.

გდია კუთხეში, გამუდმებით საათივით წიკწიკებს

და დარწმუნებულია,

რომ აქვს თმა, კიდურები, თვალები, აცვია, სძინავს ან უყვარს.

ჰგონია, რომ მიჰქრის უზარმაზარ ავტობანზე, დიდი სიჩქარით,

რომ ძაღლი გაიტანა.

რომ საიდანღაც დაბრუნდა, ან სადღაც მიდის.

ჰგონია, რომ კაბირიას დღეები არასოდეს ღამდება.

რომ ზღვაში გასული ერთი მეზღვაური უფრო პოეტია,

ვიდრე თუნდაც ტომას ელიოტი.

რომ უეითსი, ბოსხივით რომელიღაც ჯოჯოხეთშია ნამყოფი

და რომ ცა დაბლა იწევს, როცა ვან გოგის ნახატს უყურებ.

გდია, წიკწიკებს და სჯერა.

სინამდვილეში კი, ჭრიჭინებივით იცინიან ხეები,

რადგან ერთადერთი სიმართლე მხოლოდ თვითონ იციან.



ფუჯის მთა

შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო:

შენი მალების სიმართლე ჩემი თითებით ფრთხილად

მომესინჯა,

შენს მხრებზე პერანგი ჩემი ხელით შემომეცვა,

შენ კი, თვალებდახუჭულს, გეთქვა:

რანაირი სიჩუმე სცოდნიათ ხეებს".

ან ვმსხდარიყავით თურქულ საჩაიეში,

ლამბაქებზე ორ-ორი ნატეხი ხელუხლებელი შაქრით,

საჩაიეს კუთხეში ადამიანივით მდგარიყო ჩილიმი,

წამოსვლისას კი, დაბნეულებს, ფულის გადახდა

დაგვვიწყნოდა.

ან დილის ექვს საათზე ვმდგარიყავით გემბანზე,

არ გვცოდნოდა იესოზე და თორმეტ კეთილ კაცზე,

ბუდასა და ალაჰზე, წმინდანებსა და მათ მოსაწყენ

ცხოვრებაზე,

არ გვცოდნოდა გლობალურ დათბობასა და

გენდერულ თანასწორობაზე,

სადაზღვევო პოლისებზე, არჩევნებზე

ან რელიგიურ დისკრიმინაციაზე,

არ გვცოდნოდა მიროსლავ ტიხიზე, ნიქ ქეივზე,

უიტმენსა და სხვა გენიოსებზე,

რომ არ გვცოდნოდა არაფერი, გარდა ერთმანეთის

მწვერვალებისა.

არ გვცოდნოდა, რომ სიტყვები დამშრალი მდინარეებია,

რომ სიტყვები დამშრალი, სულნაღაფი მდინარეებია,

რომ სიტყვები აქა-იქ და დროდადრო მოჩქრიალე მდინარეებია,

რომელთაც ხანდახან მაინც გამოვყავართ გზაზე.

გზა ზე, რომელსაც გადარჩენას ვუწოდებთ ხოლმე.

მაგრამ

რომ არა ჩვენი ერთადყოფნის აბსტრაქცია,

ვინ დამაჯერებდა, რომ ორი ღმერთის მიმდევარს,

არაფერი შემიძლია,

ვინ დამაჯერებდა, რომ სიყვარული თვალის დახამხამებას გავს -

დახუჭავ - ფუჯის მდუმარე მთაა,

გაახელ - დიღმის მასივის ალვის ხეები...

და ვახამხამებ განუწყვეტლივ,

რომ ამ ორმა კადრმა ერთმანეთი მალ-მალე ცვალოს.

და ამიტომაც,

თუ სიცოცხლის სურვილი შემრჩა, შენი ბრალია.

და ამიტომაც,

გულში ლოცვასავით გამუდმებით აღარ გიმეორებ,

რომ მალე დამავიწყდეს, თუ როგორ მიყვარხარ.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2012-12-09/34373.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Mon Dec 31, 2012 7:35 pm



წიგნის დასახელება – "VIA SOLIS”
ავტორი – ნინო ნადირაძე
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა – ნიკა ხვედელიძე
გარეკანის ფოტო - გაგა კაპანაძე
ISBN 978-9941-442-24-7
გამომცემლობა – "საუნჯე"
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
ყდა - მაგარი
ილუსტრაცია - ცხრა
გვერდები – 72
ენა – ქართული
ფასი - ხუთი ლარი

ანოტაცია -

პოეტური მკითხაობა ხელისგულზე
(რედაქტორის ბოლოთქმა, რომელიც წიგნში არ შესულა)

ქირომანტია ძველთაგან მკითხაობისაა ერთი დარგი და ადამიანის თავისებურებას, ხასიათს, მიდრეკილებებს, წარსულსა თუ მომავალს ხელის, ხელის თითების ფორმებისა და ხელისგულის რელიეფის, ზედ აღბეჭდილი ხაზების მიხედვით ადგენს.

აქამდე, ძირითადად, პროზაულად წინასწარმეტყვლებდნენ ხოლმე ხელსიგულებზე, მაგრამ ამჯერად პოეტურ ქირომანტიასთან - სწავლებასთანაც და ახსნასთანაც გვაქვს საქმე:

"მზით ადღვებილი ხელისგულებიდან ლექსები უნდა ავაფრინოთ... მოძრაობა სისხლიდან გულში, გულიდან შენში, შენიდან მასში, მათში და, მერე მიდი და კერე უსაზღვროების დაუკემსავი ფუღუროები... შენი გული ხომ იფეთქებს ისე, როგორც მე დავწერე…" - წერს ნინო ნადირაძე...

ჰოდა, თუ გინდათ, ზუსტად გაიგოთ თქვენი ხელისგულების რომელი ხაზი რას შეესაბამება და რატომ, წაიკითხეთ ნინო ნადირაძის მეოთხე პოეტური კრებული VIA SOLIS, სადაც დაბეჭდილი ავტორისეული ცხრა ილუსტრაციაც და იქ წარმოდგენლი ლექსებიც მოგიყვებიან, თუ რა გადაგხდენიათ წარსულში და რა მოგელით მომავალში.

Arrow



ნინო ნადირაძე

ჩამოიარეს ღრუბლებმა

ჩამოიარეს ღრუბლებმა,
კალთით მოჰქონდათ აისი,
ნეტავი, ადრე მოხვიდე
ჩემი ცხოვრების მაისზე.
რას ატკეციხარ, ზეცაო,
ღმერთის თვალების ბადესა...
გატრიალდი და წახვედი,
ერთი ხმა მაინც გაგეცა.
მიდიხარ, მიგაქვს გზებიდან
ამოქროლილი მტვერია.
ფიქრებს დამიშენ ნამიანს,
ფიქრები _ დაუთვლელია.
ჩამოიარეს ღრუბლებმა
შენივე სუნთქვის ნიავით,
გულზე მარწუხად დარდ მიჭერს:
შენ რად არ ჩამოიარე?!

© ნინო ნადირაძე _ VIA SOLIS
© გამომცემლობა "საუნჯე", ვაჟა წოწკოლაური
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Sat May 04, 2013 8:25 am

ნინო ნადირაძე


***
მზე თითქოს ბალახს კეფას ახლიდეს.
ხელით ვეხები მინდორს. ცხელია.
ცხადში დაუშვი შეცდომები.
სიზმარში არა. იქ არავინ არ გაპატიებს.
და თითქოს ვწევარ.
ხის ჩრდილში მოხალული ზაფხულის ხვატი
ღია ფანჯრიდან სიგრილედ მოდის და მაიმედებს.
ჩემი რწმენა ასეთია:
როცა წვიმაა,
არც მაკინტოშს ვიხურავ მხრებზე,
არც ქოლგას ვშლი,
არც ფანჯარას ვაღებ და ვსუნთქავ ნესტიან ჰაერს,
არც ფეხშიშველი დავტყაპუნობ გუბურებში,
და ამ წვიმებზე კრინტს არასდროს არ ვძრავ არვისთან -
უბრალოდ ჩუმად ველოდები,
რომ გადაიღოს,
რომ დაწყნარდეს,
რომ აიკრას ყველაფერი დაგრილულ ტანზე.
ჩემს ნათელ დღეებს ველოდები, ჩემს წილ კადიშებს.
ღმერთო, საითკენ მიაცურებ ამ მზიან დღეებს,
ნეტავ, დილას სად გაუთენებ.
გემუდარები,
იმ სიშორეზე ნუ გაიტყუებ,
რომ ვერასდროს ვერ დავეწიო.


***
ჩვენი ჩრდილებისთვის,

ცხვრებივით რომ მუდამ უკან დაგვყვებიან,
სულ ერთია,საიდან ამოდის მზე,
მთავარია ერთმანეთის გვერდით დაეცნენ.



***

ყველას უნდა ცხოვრება.

შეიძლება პათეტიკაა, როდესაც თავს იკლავ:
ნებით შედიხარ მტვერში,სისხლს აკავებ,
როგორც სიტყვას,რომ არ წამოგცდეს
და საკუთარ თავს სიკვდილში შესვლის რეცეპტს კარნახობ,
მაგრამ იმასაც რა უნდა უყო,
ბლაგვი დანით ყელს რომ გჭრიან ბასრი დღეები
და არჩევანს არ ტოვებენ არსებობისთვის?!




***

არ მინდა ჩემი სახლის კედლებზე

ძვირადღირებული ორიგინალები ეკიდოს,
მხოლოდ ხეების ფოტოები,
თითქოს სუფთა ჰაერს გვასუნთქებდეს.




***

მონატრებაა, აბა, რაა,

გამომიყვანა ფეხშიშველი ჩემი ტანიდან,

დამაყენა გათენებებთან

და შენს სახელს მაძახებინებს.




***

უბრალოდ შეუძლებელია სხვანაირი დღე ყოფილიყო.

დღეს დღევანდელისნაირი დღეა.

მე და ეს დღე ერთმანეთს ვამხნევებთ,

დღეს ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია.

პაუზები ხანდახან ყველაფერს თავდაყირა აყენებენ.

მეზიზღება პაუზები.

ადამიანებთან არ მიმაქვს სიტყვები,

არც თვალები და ხელები,

არც ქალაქები.

ადამიანებთან მიმაქვს მარცხენა ხელში ჩაკუჭული გული.

უბრალოდ შეუძლებელია სხვანაირი დღე ყოფილიყო.

დღეს ზუსტად დღევანდელისნაირი დღეა.

როცა მზე ჩადის და ამბობ:

„ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული“

ესე იგი ყველაფერი წყალმა წაიღო.





***

აბა, ვინ დაიჯერებს,

რომ ჯერ კიდევ მიყვარს ჩემი ქვეყანა,

როცა ყოველ დღე,

გასამგზავრებელ ბილეთს უკან ვაბრუნებ

და ყოველ ღამე,

მესიზმრება ჯერარნახული იაპონია.







***

როდესაც ერთი კვდება,

ადამიანებში იღვიძებს სიცოცხლის

საშინელი ჟინი,

სწორედ ესაა სიკვდილის ნამდვილი წონა.

მაგრამ

ხანდახან ამასაც ვფიქრობ,

იმდენი ხანს არ უნდა იცოცხლო,

რომ დაგავიწყდეს, რისთვის ცხოვრობდი.





***

რას გაურბიან მატარებლები?
თითქოს ვიღაცამ,
საფეთქელზე ლულის მიდებით აიძულა -
მიაქროლებენ მემანქანეს შეშლილი სახით,
ღრიალებენ მგზავრის სიმღერას
და შიშისაგან სადგურებში უცვივათ ხალხი.







ყოფნა

ჯობდა, კარი საერთოდ არ გამეღო.

ხან ერთი მხრიდან შემოვატრიალე, ხან მეორედან.

ან გაფრთხილება წერებოდა: „ფრთხილად, მსხვრევადია“,

ან ინსტრუქცია მოყოლოდა რაიმე.

არც ცელოფანი, არც შეფუთვა.

დამიგდეს კართან.

არც ხმას იღებს, არც ჩემს კითხვებს ეპასუხება.

ზის და მუდამ სიკვდილის თვალებით შემომცქერის.

მარტო ერთი რამით თუ გაარჩევ, რომ ისაა -

ახლოს რომ მიხვალ, უსათუოდ გაიგონებ,

როგორ ღმუის მისი ჩრდილის მკრთალი კონტური.




ნაძვის ხე

საქმე ის კი არ არის, სად დავდგა ჩემი პატარა ნაძვის ხე,

ან იმისი ფერად-ფერადი ამბები,
საქმე ისაა,ვის დავუდგა,
რომ მეც მიხაროდეს,
იმას კიდევ გული ხელში ეჭიროს და მიღიმოდეს.





პროფესია - სიკვდილი

ბისკვიტივით ამოვიყვანე

ამსიმაღლე ადამიანები,
მოვრთე კრემით
და გადავასხი შოკოლადის ტკბილი გლაზური.
არაფერია მნიშვნელოვანი,
მხოლოდ სიტყვა,
რომელიც ჯერ არსად თქმულა და დაწერილა.
უცნაურია,
ხომ შეიძლება, სიკვდილიც კი იყოს კეთილი,
უბრალოდ სამსახური ჰქონდეს ასეთი.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Fri Dec 06, 2013 12:05 pm



Happy Birthday, Ninia Nadiradze!

December 6, 2013

ნინო ნადირაძე

თოვდეს და მეტი არაფერი…

თოვდეს და მეტი არაფერი…
მე კი გამხდარი ჟირაფივით
ფიქრში ვიგრძელებდე
კისერს,
მერე გათენდეს და ჩამოვშორდე
ფიქრის ობობებს და ფიქრის შტორმებს,
შობის დილასავით მშვიდად.
იდგეს თებერვალი ქუჩის ბოლოს,
თოვლმა ხელს ეს დარდიც გააყოლოს,
კიდევ რა მინდა და… ბოდბე…
ახლა ის სიკვდილიც ძნელი არის,
ახლა ეს სიცოცხლეც ძნელი არის,
მეტი არაფერი… თოვდეს…

Arrow


Last edited by Admin on Thu Dec 04, 2014 10:28 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Fri Dec 27, 2013 10:58 am

ნინო ნადირაძე

ტყის კაცის ცოლის იავნანა

(აიდანი და სიბილი)

ქმარო ჩემო,
სიკვდილო ჩემო,
და სიცოცხლევ ჩემო,
შენი ზურგი ჩემი ხელების გაგრძელებაა.
შენი ხელები - ჩემი მარადისობის,
შენი ყოველი დაბრუნება
საკუთარ ტანში თვალებს მახელინებს.
ამ ხის სახლში ალბათ ვერავინ იცხოვრებდა,
ამ ტყეში ღამეს ვერავინ გაათევდა,
ამსიგრძე ხეებს თვალს ვერავინ აუწვდენდა,
ამსიღრმე ცას თვალებში ვერავინ ჩაიტევდა, თუ არა ჩვენ.
ჩემხელა გული არავის აქვს, აიდან!
მე არასოდეს ვატოლებ ჩემს გულს შენს ხორკლიან ხელისგულებს -
მეშინია, რომ ვერ დაეტევა.
თავო ჩემო,
რომელმა ღმერთმა გაჩუქა ამხელა ძალა,
რომელმა ღმერთმა დაგისიზმრა ამსიგრძე სიზმრით -
როცა ის ცულს მხარზე გაიდებს და სახლიდან გადის,
თმის ღერს ვიჭრი და კართან ვდებ უხმოდ -
თმა დააბრუნებს შინ მშვიდობით,
თმა დაიფარავს
და ჩემი ღმერთი,
ჩემმა სიყვარულმა რომ ამოიყვანა ორმოდან,
ჩემმა სიყვარულმა რომ დააპურა და წყალი შეასვა.
ქმარო ჩემო,
სიკვდილი ჩემო
და სიცოცხლევ ჩემო,
დაიღამე ხეების ძირში,
ტყის მოჩვენებებს ანგელოზები გაუქციე
და მოიხელთე ცისარტყელა -
კაცობრიობის შვიდივე ფერი,
გამოუსწორებელ მეოცნებეთა იერუსალიმი,
მოიკიდე ნესტიან ზურგზე და მოდი,
სიკვდილიდანაც მოვბრუნდები შენს დასახვედრად.
ჩემს ქმარს ყველაზე ფართო მხრები აქვს, ჩურჩულებს ტყის კაცის ცოლი,
რომელიც უკვე მეთორმეტე თვეა ელოდება იმ ღამის მოსვლას,
ქმრის გარეშე რომ ბრუნდება სახლში.



Last edited by Admin on Sat Feb 15, 2014 5:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Wed Feb 05, 2014 5:42 pm



წიგნის დასახელება – „ჩემო ცვილის ქვეყანავ“
ავტორი - ნინო ნადირაძე
რედაქტორი - გვნაცა ჯობავა
დიზაინი - თეონა ჭანიშვილი
გამომცემელი - კახმეგ კუდავა
გამომცემლობა - „ინტელექტი“
ISBN 978-9941-446-99-3
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2014
გვერდების რაოდენობა – 76

"ჩვენს კარგ ქვეყანაში ცვილის ადამიანებს დაუდიათ ბინა. აქ ცა სკოჩისაა და იმ ადგილას, სადაც ღმერთი ცხოვრობდა, აბრაა მიჭედებული მინიშნებით, რომ ღმერთი სხვაგან გადავიდა. ადამიანებს კი პროფესიად სიკვდილი აურჩევიათ. სიკვდილი, რომელსაც ასეთი სამსახური რომ არ ჰქონდეს, უთუოდ კეთილი იქნებოდა. მაშინ აღარც უმამო გოგოების ამბებს მოყვებოდა ვინმე და იმის გამო, რომ დღეებმა გაპარვა და გამოტოვება იციან, კალენდრებსაც არავინ ჩაუსაფრდებოდა. იმათ კი, ვისაც სიცოცხლე მოუწადინებიათ, შეიძლება იმდენი ხანი იცოცხლონ, დაავიწყდეთ კიდეც, რისთვის ცხოვრობდნენ.
ნინო ნადირაძის ცვილის ქვეყანა ჩვენი „თვალის სინათლეა“, რომელიც მბჟუტავი ლამფითა და ყვითელი გენერატორით შეგვიცვალეს, ამ უკანასკნელთა გზა კი მხოლოდ ნავთის გამყიდველებამდე მიდის.
მაგრამ მიდის ტყის კაცის სახლამდეც, იმიტომ, რომ თუკი ოდესმე იავნანამ რამე ჰქნა, მაშინ ტყის კაცის ცოლის იავნანასაც უნდა შესწევდეს ამის ძალა. თანაც, რატომ ვართ ასე დარწმუნებული, „რომ იმ ფანჯრიდან, რომელშიც შუქი არ ანთია, არავინ გვიმზერს“.


ნინო ნადირაძე

***
როგორც იქნა, მივაგენი სიმშვიდეს,
როგორც იქნა, დავუნახე, სადა აქვს ბოლო, -
ყველა ქარიშხლის და ხმაურის უკან დამჯდარა,
შეყუჟულა სველი ჩიტივით,
დაუნთია ცეცხლი ტოტებით
და სათითაოდ ეცხადება ადამიანებს.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Sat Feb 15, 2014 6:17 pm

ნინო ნადირაძე

***
ვინ თქვა, რომ მხოლოდ მარცხნივაა?
მოძრავია ჩემი გული -
საით მხარესაც დამიდგები,
იმ მხარეზე იბრუნებს გვერდს,
მოიხრება და თვალებს ხუჭავს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Sat Dec 06, 2014 9:24 am

ნინო ნადირაძე

ბოლოსწინები


***
ვინ თქვა, რომ მხოლოდ მარცხნივაა?
მოძრავია ჩემი გული -
საით მხარესაც დამიდგები,
იმ მხარეზე იბრუნებს გვერდს,
მოიხრება და თვალებს ხუჭავს.


***

ნუთუ შესაძლებელია ასეთი სიყვარული,
თითქოს, დაბმული, მოულოდნელად ვინმემ აუშვა
და ჭალებში აწყვეტილი მიექანება.
ვინ ამბობს, რომ არ არსებობს სუნთქვის საზომი,
აბა, როგორღა მასუნთქებენ შენი ფილტვები?!


***

როდის უფრო მარტოები ვართ -
როცა ერთად ვართ,
თუ
ცალ-ცალკე, გაღვიძებისას?
ალბათ ესაა სიყვარული -
არასოდეს აღარ მინდა გამოვიღვიძო,
თუ არ იქნები.


***

შეიძლება, ვიჯდე პარიზში,
ქვაფენილებთან, კაფე „De Flore”-ში,
მივირთმევდე ფრანგულ ღვინოს,
და ვიღიმოდე ნაძალადევად,
რადგან ამ ყველასთვის საოცნებო
ოქროს ეიფელს რაღაცა აკლდეს,
ჰო, რაღაც დიდი და უსასრულო,
კადრი, რომელშიც ერთმანეთს ვკოცნით
და გვიხარია.


***

ჩვენი ბავშვობის სათამაშოებს
არ შეუძლიათ ლაპარაკი,
დამყოლები გახდნენ სრულიად,
კარადაში ყველამ თავისი ადგილი იცის.
მხოლოდ თვალები შერჩათ უცვლელი -
სულიდან ცივი წყალი ამოაქვთ
და როგორც მგზავრებს ჩვენი ცხოვრების,
დაღლილ გულზე გვასმევენ თითქოს.


***

როგორც იქნა მივაგენი სიმშვიდეს,
როგორც იქნა, დავუნახე სადა აქვს ბოლო,
ყველა ქარიშხლის და ხმაურის უკან დამჯდარა,
შეყუჟულა სველი ჩიტივით,
დაუნთია ცეცხლი ტოტებით
და სათითაოდ ეცხადება ადამიანებს.



***

საითაც არ უნდა მიდიოდნენ ღრუბლები,
საითაც არ უნდა ერეკებოდნენ თავიანთ ნერვებს,
მუდამ ისეთი შეგრძნება მრჩება,
რომ ეს ქარი გაიტყუეს და ქარიშხალს გადაგვარჩინეს.



***

ჩვენ, ცოცხლები,
ვერ ვახერხებთ ჩუმად ყოფნას,
ყოველთვის მაინც რაღაცა გვიშლის.
მაგრამ უფრო მედარდებიან გარდაცვლილები -
იმათ რაღა ქნან,
ერთმანეთს რომ შეხვდებიან, მოეხვევიან
და მთელი ცხოვრების ამბები აქვთ მოსაყოლი ერთმანეთისთვის.




***

ასეთია ჩემი სიყვარული,
შეიძლება რომელიმე მხარეს შევბრუნდე,
და ამ დროს,
უამრავი ქალაქით ჩემგან დაშორებულს,
ჩემი ჩრდილი გადაგეფაროს.


***

ასეც ხდება -
ქუჩაში მიდიხარ,
და ის დღეები წინასწარ გტკივა,
აქ რომ ვერასდროს ვეღარ გაივლი,
და საკუთარ სულს, ხელჩაკიდებულს,
ბავშვივით ნელა მიასეირნებ,
რომ ყველაფერი დაიმახსოვროს.


***

როცა შენ გძინავს,
მინდა მეღვიძოს,
ერთდროულად ყველა მხარეს ვიყურებოდე,
და ვრწმუნდებოდე,
რომ არაფერი ემუქრება შენს ფხვიერ სიზმრებს,
რომელშიც ალბათ ორივეს გვღვიძავს
და ერთმანეთს ვანოყიერებთ.


***

ხანდახან ასეა -
ფეხზე მდგომი ითხოვ
და ცაქცეულს მოგეცემა.
როდესაც ის მიახლოვდება,
მეხება და საკუთარ ტანში მაღვიძებს,
ვიხუჭები და ხელს არ ვუშლი საკუთარ თავს,
საკუთარი თავისაკენ ჩუმად მიმავალს.


2013 წლის 22 თებერვალი

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
ნინო ნადირაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: