არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გაბრიელ ჯაბუშანური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 3:54 pm



ძაღლის ბედი

გზად მიხვალ,
ლეგა ნაგაზი
მოგდევს და გელაქუცება.
გორიდან გიმზერ, გავბრაზდი
ამ ჩემს იღბალზე, უცება.

მე ვნატრობ: მიწყივ შენს ახლო
ყოფნას და შენთან მხარდამხარ
სვლას, მაგრამ ბედი - ეს ძაღლი -
მიყეფს და გვრიყავს ხანდახან...

მიდიხარ...
თქვენსკენ ვაფრინე
გული - გვემული ნაღვლითა...
ვაჰ, დედას მტრისას, გაბრიელ,
ბედით გჯობია ძაღლიცა!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:17 pm

ქარაფებთან გავლა

დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!

თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!

მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-
შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.
ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,
შენი თმები მაგონდება, მზექალო!
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:18 pm

თხზულება

ო, შენ არ იყავ ასეთი ნაზი,
მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება
მე შევიყვარე,¬- პოეტურ აზრის
როგორც ციური განსხეულება.
ვიყავ ჭაბუკი.გული მეგობარს
ეძებდა ჯიქურ და ჩვენი სოფლის
მყუდრო წიაღში შენ მოგებარა,
როგორც ტოლი ტოლს და გრძნობის საბლით
მოება შენზე. მყისვე მეცხრე ცას
მისწვდნენ ოცნების ძაფთა სიგრძენი,
ვცადე, ვერ შევძელ მათი შეკვეცა,
შენ მიგრძენი... და აღარც მიგრძენი.
ო, შენ არ იყავი ასეთი კარგი,
მაგრამ ვერ მოგწვდი...
ნარნალ თხზულებად
მე შემდეგ შეგთხზე,-პოეტურ სარკის
როგორც ციური განსხეულება.
მერე დავშორდით. ბედმა მე ახლა
წავარნებს მიმცა მიწყვის ხეტებად;
შენ ბარში დარჩი,მე მთებს ვეახელ,
მაგრამ თან გამყვა შენი ხატება.
მე ამ ხატებას ზადი ამ სოფლის
ჩამოვაცალე ოცნებით ჩემით
და ამნაირად მივეც სამშობლოს
ქალი, ვაჟაის ეთერზე მრწემი.
ო, შენ არ იყავ ასეთი კარგი,
მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება.
მე შევიყვარე,-პოეტურ სარკის
როგორც ციური განსხეულება.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:19 pm

რასა სთხოვ უფალს

ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,
ხატი კარს ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?
რასა სთხოვ უფალს მერყევი მზერით,
მწუხარე მზერით და ურვის ჩემით?
„უსმინე, ღმერთო!“- ხმობს ხევისბერი,
„ჩემი ქმენ, ღმერთო!“- მე ვამბობ ჟინით.
„ჩემი ქმენ, ღმერთო!“-მე შევთხოვ უფალს
და მსხვერპლის სისხლიანს იღებს გამჩენი.
მე შენთვის ურვა მსხვერპლივით მღუპავს
და ეგ საკლავიც გულია ჩემი.
რასა სთხოვ უფალს?-
იქნებ ჩემს რაყიპს
ავედრებ გულით მოცახცახეთი?
ეს რომ ვიცოდე,-ცერბერის ყეფით
„წყეულიმც იყავ!“ მოგაძახდებდი.
ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,
ხატის წინ ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:19 pm

გაიღვიძე

გაიღვიძე,
გესმის, დროზე გაიღვიძე,
შენთან მოვდივარ
და ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი,
რამდენი გეძებე,
რამდენი გეძახე,
რამდენი ვიღვაწე,
ხმა არ გამეც და
უშენობა მეტად ვერ შევძელი,
რამდენი სათქმელი დამიგროვდა, რომ იცოდე,
მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო ლაყაფი,
გაიღვიძე,
კუბო მორთე,
შენს გვერდით მომიწოდე,
ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა.
ხომ იცი, ხალხს და სოფელს განვერიდე,
მტორავენ ტრფობისა და კენტობის ვაებანი,
გაიღვიძე,
გესმის, დროზე გაიღვიძე,
ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან პაემანი?
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:20 pm

მშვიდობით!

მშვიდობით! მივალ, დე, არხოტს აჩნდეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი;
მწამს თავს გაიტანს და გამომაჩენს
ფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!

დაიქცნენ ძველი ბურჯების ბჭენი,
ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით;
გამყვება ქალაქს ტრფიალი შენი
და დედაჩემის ჩემზე წუხილი!..

შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს,
მოვალ და ნათელს მოვიტან შორით.
მშვიდობით, ქალავ! - დე, არხოტს დარჩეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!


Last edited by არაბული on Mon Feb 16, 2009 5:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:20 pm

* * *
იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია
ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის, -
ადექი, ლუკა, მწვანე გვეწვია,
მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი!

არაგვმა უკვე ლახტი აიღო,
თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო,
და დაგიბარეს: - კაცო, რა იყო
ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო


Last edited by არაბული on Mon Feb 16, 2009 5:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:21 pm

მამისახლი

არხოტში მამისახლი დამექცა,
დღეს მის ნანგრევზე ბუც არა ჯდება.
ქვიტკირის კუთხი მოჰგავს ნამეწყრალს,
არხოტში მამისახლი დამექცა,
შამბი შეუდგამს ეზოს ნამერცხლარს
ჩემს აკვანს გველი უდარაჯდება...
არხოტში მამისახლი დამექცა,
დღეს მის ნანგრევზე ბუც არა ჯდება.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:26 pm

ქარაფებთან გავლა

დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!

თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!

მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-
შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.
ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,
შენი თმები მაგონდება, მზექალო!


გადიდებულ სტრიქონს დააკვირდი, გიო - როგორ ზუსტ ალიტერაციას აკეთებს. ეს მარტო ბგერების რახი-რუხი კი არა, აზრიანი ნათქვამია. აეს არი ნიჭიერი კაცის ნაწერი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:36 pm

იქნებ შრიფტის ფერი შეცვალოთ (ბოლო ლექსში), ვერ ვკითხულობ Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:43 pm

არჩანდა wrote:
ქარაფებთან გავლა

დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!

თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!

მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-
შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.
ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,
შენი თმები მაგონდება, მზექალო!


გადიდებულ სტრიქონს დააკვირდი, გიო - როგორ ზუსტ ალიტერაციას აკეთებს. ეს მარტო ბგერების რახი-რუხი კი არა, აზრიანი ნათქვამია. აეს არი ნიჭიერი კაცის ნაწერი...


გეთანხმებით ბატონო მიხო! ლექსს რომ წაიკითხავ, არ შეიძლება მაგ სტრიქონს არ მიაქციო ყურადღება, გაბრიელი ბგერწერის ერთ-ერთი დიდოსტატი იყო, და საერთოდ ევფონია ძალიან ალამაზებს ლექსს.

ამ ლექსის პირველი ორი სტიქონშიც მშვენიერია მაგ მხრივ...

დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:45 pm

არგანი wrote:
იქნებ შრიფტის ფერი შეცვალოთ (ბოლო ლექსში), ვერ ვკითხულობ Rolling Eyes


რომელ ლექსს გულისხმობთ? ეგ ყველა ლექსი ზემოთ შავი ფერითაა
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:46 pm

"ქარაფებთან გავლას"
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 5:55 pm

არგანი wrote:
"ქარაფებთან გავლას"


ზემოთ დევს მაგრამ იყოს კიდევ...


ქარაფებთან გავლა

დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!

თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!

მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-
შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.
ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,
შენი თმები მაგონდება, მზექალო!
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 6:12 pm

რახან ასე კარგად იცნობთ გაბრიელს, იქნებ მისი ბიოგრაფიაც გეცადათ? ვიცი, რომ ტრაგიკული იყო...
საერთოდ ჩვენ რაც გვაკლია და რაც ძალიან ცუდად გვახასიათებს ესაა ბიოგრაფიული ლიტერატურის სიმწირე...
დოკუმენტური პროზა ერთ-ერთი საინტერესო ჟანრია, ბევრ კულტურულ ქვეყანაში, ახლა სწორედ ამ ჟანრის ბუმია. რატომ უნდა გამოიგონოს მწერალმა ადამიანი და მისი ვნებები, თუ ის უკვე არსებობს.. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ღმერთზე უკეთესი დრამატურგია?!
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 6:26 pm

არგანი wrote:
რახან ასე კარგად იცნობთ გაბრიელს, იქნებ მისი ბიოგრაფიაც გეცადათ? ვიცი, რომ ტრაგიკული იყო...
საერთოდ ჩვენ რაც გვაკლია და რაც ძალიან ცუდად გვახასიათებს ესაა ბიოგრაფიული ლიტერატურის სიმწირე...
დოკუმენტური პროზა ერთ-ერთი საინტერესო ჟანრია, ბევრ კულტურულ ქვეყანაში, ახლა სწორედ ამ ჟანრის ბუმია. რატომ უნდა გამოიგონოს მწერალმა ადამიანი და მისი ვნებები, თუ ის უკვე არსებობს.. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ღმერთზე უკეთესი დრამატურგია?!

ეს თუ ჩემს მიმართაა ნათქვმი რამდენიმე სიტყვას ვიტყვი....

მე რაღაც ცნობები და მოგონებები მაქვს გაბრიელზე შეგროვებული, თვით მის ძმასთანაც მქონდა ამ თემაზე საუბარი.... თუმცა ახლა აბიტურიენტობის გამო და დროის სიმცირის გამო ვერაფერს ვახერხებ ...

ამირან არაბულს აქვს წიგნი "არხოტ რო წყაროთგორია" სადაც ლიტერატური პორტრეტებია გაბრიელზე და მწერალ ლადო ბალიაურზე. ძალიან კარგი წიგნია
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 6:36 pm

კი. შენ გითხარი. ამირანის წიგნი წაკითხული მაქვს. მე უფრო ვრცელ, რომანულ ჟანრი ვიგულისხმე, ამიტომ კარგი იქნება თუ მოგონებების შეგროვებას გააგრძელებ, აუცილებლად გამოგადგება.
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 6:43 pm

არგანი wrote:
კი. შენ გითხარი. ამირანის წიგნი წაკითხული მაქვს. მე უფრო ვრცელ, რომანულ ჟანრი ვიგულისხმე, ამიტომ კარგი იქნება თუ მოგონებების შეგროვებას გააგრძელებ, აუცილებლად გამოგადგება.

ხო მეც ასე ვფიქრობ და ვაგრძელებ.... გავიგე ოჯახს გამოუქვეყნებელი ლექსები აქვსო და კიდევ ძველ მნათობში (მგონი) მივაგენი გაბრიელის ძმაზე დაწერილ ლექსებს, რომლებიც არცერთ წიგნში არაა დაბეჭდილი, და კიდევ პოემას კომუნიზმზე ......

მანამდე ერთ რამეს გავაკეთებდი... გაბრიელის მთელ შემოქმედებას შევკრებდი, თავის წერილებიანად (რომლებიც, რამდენიმე ჩემს არქივში ინახება) და ერთტომეულს გავაკეთებდი,

როგორმე ეგ გავაკეთო და.... ჯერ 17 წლის ვარ და ვფიქრობ ბევრი რამე წინ მაქვს, ასე რომ ვიმუშავებ გაბრილზე ძალიან ბევრi.. Smile
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Mon Feb 16, 2009 7:20 pm

Quote :
გაბრიელის თემით ჩვენც გავიხარებთ, იქნებ ის დადო "სამყაროს რისხვა შენზედ ახია, და რისხვა გითხარ მე სიტყვის ლოთმა...", ან ეს "გაბრიელო, გაბრიელო შენი ნახვა გვეამა...", ერთი სიტყვით გაბრიელის ყველაფერი ხელახლა წასაკითხია, ის შეკვეთილი პოემაც... "სიმღერა გაგა ნაროზაულზე". გაბრიელმა იქაც შეინარჩუნა თავისი სახე.


"სამყაროს რისხვა შენზედ ახია, და რისხვა გითხარ მე სიტყვის ლოთმა...", ეს არის სტალინზე დაწერილი ლექს-პოემა, რომელსაც ავკრეფ მალე და დავდებ

გაბრიელო, გაბრიელო შენი ნახვა გვეამა...", ეს კიდევ თუ სწორად მახსოვს "სიმღერა ჯვარცმულ პოეტებზე" (თუ პოეტებს) ასე ქვია, ესეც საკმაოდ ვრცელია როგორ c კი მოვახერხებ ავკრეფავ და დავდებ...
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Thu Feb 26, 2009 5:32 pm

გაბრიელ ჯაბუშანური – ნაღდი კაცი და ნაღდი პოეტი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Thu Feb 26, 2009 8:20 pm



ამირან არაბულის შედგენილი და მისივე წინათქმიანი წიგნი არის ეს, 1991 წელს გამოცემული. თენგიზ მირზაშვილის გაფორმებით.

უთვისტომობა

აღაც დედა მყავს, არც მამა,
აღარც ძმა, აღარც ბიძები...
ვაჟა


აღაც ბიძა მყავს,
აღარც ძმა,
არც მამა,
არცა მშობელი,
მზექალიც სენმა დახარჯა, -
უმიჯნა მზე და სოფელი.
ღილღოს მიწაში ხუთივე
წევს ნათელგაუკარები,
ღამეს ოლოლნი უთევენ
და ლექსთა ჩემთა პწკარები...
მე კი დარიალს შემოვდექ -
უთვისტომო და მარტვილი
და ჩემი ყოფნის შემოდეგს
ლარსის კლდეებთან დავტირი.
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Fri Feb 27, 2009 10:24 am

დედამიწას ასუფთავებენ ასეთი ადამიანები.. წაიკითხავ ჯაბუშანურის ლექსებს და თითქოს აღასრება უთხარი მოძღვარს.. შვებას გრძნობ და უფრო ძლიერად იწყებ სუნთქვას.. ამ ცისა და მიწის უფრო დიდი და მართალი სიყვარულით დააბიჯებ და გიხარია.. რომ შენს პატარა საქართველოში ასეთი კაცები იყვნენ..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Wed Mar 04, 2009 12:44 am

***

წამოდი ცაში, მაგ სნეულ სხეულს
მე ვუდასტაქრებ შუქის ლექსებით.
მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს,
მაინც გამოვთხოვ, არ მოვეშვები.

და თუ მნათობი ისევ გაურჩდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ, საკუთარს
და შენ ჩაგიდგამ, დაე ალალი

იყოს ის შენთვის, თუ ბედნიერი
იქნები მგოსნის ქალღმერთი _ ჯიქი,
ჩემთვის კი აბა, რა ბედენაა,
თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი.
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Fri Mar 06, 2009 6:14 pm

][/quote] sunny

ერთხელ ცხონებულმა გიგლა სარიშვილმა მითხრა,გაბრიელ ჯაბუშანური ძალიან მაგარი პოეტია და ,თუ არა ჩანს,მხოლოდ იმიტომ,რომ სხვები მთავრობისაგან ნაბოძებ სავარძლებში მოკალათებულანო.
უძვირფასესი სახსოვარივით ვინახავ გაბრიელისაგან ნაჩუქარ წიგნს.ავტოგრაფია საოცარი!_ქართული ასოების მოხაზულობითაც კი იგრძნობა მისი ალალი და აუმღვრეველი პიროვნება,მისი გულისა და გონების იდუმალი და სევდიანი ნათება...იყო საოცრად სიტყვაძუნწი და ბევრის მცოდნე.
.
"გული მიბორგავს გაბრიელს,
მაწუხებს შენზე ფიქრები,
მეც შენს ფარაში გამრიე,
ერთა ბატკანა ვიქნები."

king sunny queen

ასეთი ნათელი,იდუმალი და ნაღვლიანია გაბრიელ ჯაბუშანურის პოეტური სამყარო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Fri Mar 06, 2009 8:28 pm

დიდი პოეტია გაბრიელი.

"თეთრი და შავი ძაღლი", პოემა (თუ კარგად მახსოვს). ძალიან კარგი იყო.
ჯარში ვიპოვეთ გაბრიელის წიგნი და ცივ ღამეებს გაბრიელის პოეზიით ვათბობდით ხოლმე.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Sponsored content




PostSubject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
გაბრიელ ჯაბუშანური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: