Subject: Re: ნინო ნადირაძე Sat Dec 06, 2008 4:57 pm
ჩემი მეგობრის - ზაზა ნადირაძის ნიჭიერ შვილს, ჩემს საყვარელ პოეტს, ნინო ნადირაძეს ვულოცავ დაბადების დღეს! და ვუსურვებ სიკეთეს და ბედნიერებას!
დეკემბრიანი (ხელოვანს)
ფილტვებით დეკემბრის ბურიაყს ვატარებ, დამჩემდი და შენი თხოვნითვე ვთოვდები. ეს ცივი ფილტვები ფიფქებით გავტენე და ასე ძვირფასო, ვრჩები მოგონებად,
თვალების სიწრფელედ, სიცივის ჭაღებად და კიდევ ვინ იცის. ხელებში გიდნები. ხელიდან გამცვივდა ცისფერი ჭალები და სადღაც ბოლოსკენ ნაშთადაც ვდგინდები.
გავძვრები კანიდან, ამოვალ ჩემიდან და სული ლივლივით გაწვება სივრცეზე. ვგრძნობ ჩემი თავიდან და ჩემი თხემიდან შმაგივით ავიგლეჯ სიშორის მიზეზებს.
ფილტვებში დეკემბრის ბურიაყს ვატარებ... ჰმ, დეკემბრიანო! ჰო, ასე მეძახი. ფილტვები - ვაზნები, ფიფქებით გავტენე და ახლა დაგახლი თოვლიან ქვემეხებს.
ადექი, ჩაიცვი ხელები, რომ ოდეს, ხელებით მიპოვნო, სადმე გარდაცვლილი. უბრალოდ მინდა, რომ უბრალოდ გჯეროდეს, მაინც გავთოვდები, ჰორიზონტს გავცდები.
ფილტვებში დეკემბრის ბურიაყს ვაგროვებ, ქეთიუს, შემხედე, გავფრინდი ხიდიდან. და ახლა მზესავით ცის თაღზე ავგორდი... თუმც სხვები იქ მხოლოდ სიკვდილით მიდიან.
შემხედე, ფილტვებით დეკემბერს ვაძინებ. მძიმედ და უთქმელად, თოვლივით მოვედი. ჰმ, დეკემბრიანო, დეკემბრის ნაწილო.. ჰო, როგორც მუსიკა, ჩემში ხარ ყოველთვის.
Subject: Re: ნინო ნადირაძე Wed Dec 17, 2008 10:29 am
თოლია ჯონათანი
წერტილებად განთავსდნენ ფიქრები სივრცეზე. გარეთ ბურიაყი ჰაერში აშეშებს დეკემბერს და ხდის და აცმევს ტროტუარებს ქარი ბებერ ფოთლებს მომტირალებს. მონოტონურად, უსინდისოთ ყვება ძაღლი ხესთან ზამთარს. ნინო, თოვს.. ნინო, თოვს.. ის ფანჯრიდან მხედავს ლურჯს და სუფთას, ვეჩვენები? თოლიებმა ურწმუნო მოხუც - მტკვართან დადგეს მოლოდინის პიესები, თამაშობენ ფრენის თემას... ნინო განაგრძობს თოვას... შენი სისხლით მინდა გავთბე. მე არ გხედავ, მე გგრძნობ და თვე, მიცვლის მისვლის მისამართებს.. ვიკამათებთ მე და ქარი.. და ზამთარი.. არ გამომრთო შენი სულის ჩამრთველიდან... წერტილებად განმითავსდნენ ჩემი მელანქოლიები. გასიპული მაჯებიდან, ცივი ხელისგულებიდან ამიფრინდნენ თოლიები...
Subject: Re: ნინო ნადირაძე Sun Dec 21, 2008 12:13 am
ჯონათანი დამიბრუნდა
ფეხები ერთად შეატყუპეო, მითხრა.. ხელები გაშალე, ოღონდ გაშალე არა ისე, როგორც სხვები შლიან, არამედ ისე, როგორც შენ წარმოგიდგენიაო საერთოდ გაშლა.. კისერი, თავი, ფიქრი და ყველაფერი, რაც მარცხნიდან მოგდის, ოდნავ მარცხნივ მოატრიალე, გულიდან გამოუშვიო სილაღე, სული შეამზადე... თითქოს ზიარების რიგში დგახარო.. თვალები არაფრით არ დახუჭოო... უბრალოდ, გონება გამორთე და სისხლი გაიჩერე.. ნუ გეშინია, მერე თავისით ამუშავდებაო ორივე.. იცოდე, რასაც ახლა იზამ, ამას სიკვდილის ფასი აქვს და ისიც იცოდე, მარტო შენ მიხვდებიო ამას.. სიკვდილი კიდევ ძვირია და უნდა დაიმსახუროო.. მერე გაჩუმდა... შენ ყველაფრით მგავხარ, შენ უკვე დგახარ ისე, როგორც გასწავლე, მაგრამ.. მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჯერ ცოტა ადრეაო.. ერთი ცხოვრებაც და მერე.. მერე მიდიო...
Subject: Re: ნინო ნადირაძე Wed Dec 31, 2008 1:17 am
მოლურჯო სკამი. სკვერი.
მოლურჯო სკამი. უფრო მეტად მოძველო კიბე, სკვერი, ბავშვები, ქალაქი და დავიწყე წერა. ძირს ვერ მოვთავსდი და ათასი წამი გავწირე რომ რასაც ვწერდი ან დავწერდი, რომ დამეწერა.
მილიონ კაცში გაირჩევა ვინმე სუფთა და... თან ისე გმარხავს ზოგიერთი, როგორც უკვე მკვდარს. ახლა ღალატი, სიბოროტე ისე მუქთაა, რომ სადაცაა ამ ქვეყნიდან წასვლას ვუკვეთავ.
დამიზამთრდა და დისბალანსად მექცა სუნთქვა და რა უნდა შეძლო, პოეზიას ბევრი ვერ უვლის. ქარიც ისე დგას თვალებს უკან და მეც უმართავ მუსტანგს ვხედნი, ვგავარ ბედუინს.
თვალწინ დამიდის თეთრი ცხენის ფლოქვის თქარუნი, გამიელვა და დამელექა თეთრ შროშანებად ემოციების აწყვეტილი, ქვიშის მარულა და მერე მწუხრში მუქ წვიმათა გარდაცვალება.
გავცდი ამ სკვერს და გავცდი კიდევ ვინ იცი რას არ, ყვითელ ნაპირებს, სამყაროებს ასჯერ დამხობილს, კარგი ცხენივით გამოარჩევს უფალი მართალს.. მე კი რომელიც ავირჩიე, იმ გზას გავყვები.
Number of posts: 127 Age: 27 Registration date: 27.12.08
Subject: Re: ნინო ნადირაძე Sun Jan 04, 2009 10:53 pm
ამბოხი
გაშლაც და მოხრაც პოეზიამ დამატყო მხრებზე, ჩემი სამშობლოს ცივ მიწაზე წამოვნაბიჯდი, სახედახოკილ ცას ღაწვებზე და კიდევ მზეზე ვადგამ ჩემს მზერას და უთქმელი თვალის ნაბიჯებს.
მეწარსულე ვარ, შემონახულ სამშობლოს ვმღერი გულში და ასე ტკივილიან ღიღინს გიყვები, ამ ცვარჩატბორილ უპეებში ლექსი იმღვრევა და ასე ერთი, ასე ფართო, ქუჩას მივყვები.
გამთელავენ თქო, კი ვამბობდი, შენ დამიჯერე... ყველა ტკივილი დალალივით ჩამოიშლება... მე მაინც ჩემებრ, შავთვალიან ტაიჭს ვაჭენებ, საკუთარ ციხეს სხეულზევე შემოვიშენებ.
წავედი თქვენგან ჩემს ლექსებზე წესის საგებად, დაკოჟრილ მუხას ჩავეხუტო უნდა ფესვებით. დამნაშავენი ალბათ უფრო პასუხს აგებენ, მე კი ეს სული უწრფელესი თოვლით მევსება.
Subject: Re: ნინო ნადირაძე Tue Jan 20, 2009 6:18 pm
ლიზა
მე კაპიტნის ქალიშვილი ვარ. ლიზა მქვია. თავიდანვე ზოლიანი ვიყავი. უფრო მეტიც, სული მქონდა ზოლიანი. მამა მეუბნება, სევდიანი ზებრა ხარო. ზღვა როცა ღელავს, გავდივარ და ნაპირზე ვდგები. წყლიდან პირზე ქაფმოდებული დელფინი ამოყოფს ხოლმე თავს და ზურგით მოჰყავს ჩემი და.. ჩემი და ზღვის მეცხრე ნაპირზე ცხოვრობს. მუნჯია, დუმს და იმდენს ლაპარაკობს..ყველაზე მეტს.. ზღვის ქარებსაც კი მირჩევნია მისი დუმილის მოსმენა.. მერე მე და ჩემი დაიკო ვიგონებთ ბოთლებს, სისხლით ვწერთ წერილებს პალმის ფოთლებზე და ყველა ნაპირს ვუგზავნით ჩვენს ამანათებს. ყველა ნაპირზე და გვყავს..
მე კაპიტნის ქალიშვილი ვარ, ლიზა. იცი, როგორი ტირილი ვიცი? ისეთი, რომ ჩემი ცრემლები თუ ვინმეს მოხვდა, ვეღარ იშორებს. ახატია ან აწერია.. ხან ვეხატები, ხან ვეწერები.. მამაჩემი ღვიძლიდან სუნთქავს, გული კი ზედმეტად აქვს მიწეული, ისე, რომ როცა სახლში ბრუნდება და მე მის გულისცემას მინდა ვუსმინო, კვალს ზურგამდე მივყავარ.. ვსხედვართ ასე და მე მასში გავდივარ და გამოვდივარ გულის მეშვეობით.. მან არ იცის.. ზურგში მოხრილია მამაჩემი, მძიმეაო გემის საჭე, ასე ამბობს. და იცი, როცა მზე სუიციდით გვეხუმრება ყოველ საღამოს, ნაპირზე გადის ჩემი მამა-კაპიტანი და ეძახის, ეძახის დაუსრულებლად, მერე გული ამოუჯდება ხოლმე და ტირილს იწყებს. ის და მზე საუბრობენ მეთქი, სულ ასე ვფიქრობ. მამას მუქი თვალები აქვს. დღეს ნიჟარები მომიტანა მამამ. ზღვის იატაკზე დავდიოდიო შესაგროვებლად. ლაყუჩებიც აქვს მამას. ბადეში შეკრული ნიჟარები მომიტანა და წავიდა...
დღეს კი მე მესაუბრა მზე... ნუ გეშინიაო... აღარ მოვაო მამაშენი... ჩაიძირაო გემი... და ახლა ის ჩემთანააო...
მთელ სანაპიროს აწერია ჩემი ცრემლები ახლა.. ვზივარ და ჩემი ზოლიანი ხელებით პანაშვიდის წერილებს ვგზავნი ცხრავე ნაპირზე..
Number of posts: 106 Age: 27 Location: თბილისი Job/hobbies: მუსიკა, კითხვა... Humor: მყოფნის... :) Registration date: 21.01.09
Subject: Re: ნინო ნადირაძე Wed Jan 21, 2009 11:43 pm
არსებობის მარადისობა
სიკვდილს ვახსენებ, ვიცი ტუჩებს ამობურცავ და თვალებდახრილი სუულ ქვემოდან ამომკრავ მზერას. რამდენს გავყევი, რამდენს კიდევ ერა ვუცადე.. მე სადაც ვცხოვრობ, მეგობრობის ქვია გამზირი...
ჩემს ნაბოდვარში მიხაკივით ხარობს სიკვდილი, შენს დიდ თვალებში სევდა არის ადეკვატური.. და როცა ცაზე მოღალატე მთვარე სივდება, მაშინ მოვდივარ და ფეთქვაზე ჩემს პულსს გატოლებ.
ძარღვებში ჩემი არსებობის მარადისობა დადის და სულიც უპასუხო კითხვების დედა - წვალობს სხეულში...და მე ახლა..და მე ისე ვარ, როგორც მუსიკა, უფრო მეტიც, მუსიკა მე ვარ.
რვა სიცოხლე მაქვს, რვა ცხადი და რვაა სიზმარიც, შეშლილი მზერით გეძებ და თან სუნთქვა ძნელდება, მივხვდი, ძვირფასო, თავგანწირვა არის მიზანი.. თავგანწირვისთვის რვა სიცოხლეც გამემეტება.
და ეს ღამეა მინორზე რომ ფეხი წამოკრა, შენთან დაემხო და მაშინვე ლექსით იხარკა.. თვალებდახრილი ისევ ისე მზერას ამომკრავ, როცა გეტყვი, რომ სიკვდილივით ყრუა მიხაკიც..
Subject: Re: ნინო ნადირაძე Thu Jan 22, 2009 10:44 am
nino nadiradze wrote:
არსებობის მარადისობა
სიკვდილს ვახსენებ, ვიცი ტუჩებს ამობურცავ და თვალებდახრილი სუულ ქვემოდან ამომკრავ მზერას. რამდენს გავყევი, რამდენს კიდევ ერა ვუცადე.. მე სადაც ვცხოვრობ, მეგობრობის ქვია გამზირი...
ჩემს ნაბოდვარში მიხაკივით ხარობს სიკვდილი, შენს დიდ თვალებში სევდა არის ადეკვატური.. და როცა ცაზე მოღალატე მთვარე სივდება, მაშინ მოვდივარ და ფეთქვაზე ჩემს პულსს გატოლებ.
ძარღვებში ჩემი არსებობის მარადისობა დადის და სულიც უპასუხო კითხვების დედა - წვალობს სხეულში...და მე ახლა..და მე ისე ვარ, როგორც მუსიკა, უფრო მეტიც, მუსიკა მე ვარ.
რვა სიცოხლე მაქვს, რვა ცხადი და რვაა სიზმარიც, შეშლილი მზერით გეძებ და თან სუნთქვა ძნელდება, მივხვდი, ძვირფასო, თავგანწირვა არის მიზანი.. თავგანწირვისთვის რვა სიცოხლეც გამემეტება.
და ეს ღამეა მინორზე რომ ფეხი წამოკრა, შენთან დაემხო და მაშინვე ლექსით იხარკა.. თვალებდახრილი ისევ ისე მზერას ამომკრავ, როცა გეტყვი, რომ სიკვდილივით ყრუა მიხაკიც..
gavbede da davde chemitac
ნინო, შენით უნდა დადო ხოლმე, კი. სანამ შენ მოხვიდოდი, მე იმიტომ ვდებდი...
Number of posts: 106 Age: 27 Location: თბილისი Job/hobbies: მუსიკა, კითხვა... Humor: მყოფნის... :) Registration date: 21.01.09
Subject: Re: ნინო ნადირაძე Fri Jan 23, 2009 10:32 pm
წავიდეთ მთაში
თითებზე დაიხვევს ოთხივე სეზონს.. მერე ფოთლებით გატენილ ტომრებს მთელს ჩემს ქალაქს თავზე დააყრის ღმერთი. ხმაში დაიტყობს დედა სიცივეს და ბავშვობიდან ამოაწყობს შავ-თეთრ ფოტოებს, ჩემი თვალების ვერშეცვლასთან რომ ისაუბროს. ჩემს ცივ ქუჩაზე გაწვა ღამის ეპილეფსია, მთვრალი კაცი სანაგვე ყუთს უფათურებს სულში ჭუჭყიან ხელებს. მიეშველეთ, ღამე ფართხალებს, დაუჭირეთ ენა როგორმე, არ ჩაყლაპოს ჩვენი ყველა გათენება, ყველა გოლგოთა და ყველა ლექსი. ვიოლინოზე აფარფატდნენ შენი ფრაზები, აუყვნენ სულის გამათბობელ, მსუბუქ ნოტებს და დამეფინენ საფეთქლებზე, როგორც ფიფქები. ბუხრის ცეცხლივით შემოიპარე სხეულში და გაჯეჯილდი, გაყვავდი, დაიკვირტე, დაგეპენტა გრძნობები ყვავილებად, გამითბი სულთან. გარეთ შემომდგარ შემოდგომას არას დაუდევ, მაშინ როდესაც ბაღებში დგანან მზეჩამდგარი კარალიოკები - თავჩაღუნული, ზამთართან ბრძოლაწაგებული სარდლები, თავებს მიკრავენ მე - ამ თავხედი დეკემბრის პაიკს, ამიგაზაფხულდი გულის სარკმელთან სეზონთა ასეთ წამლეკავ ომში. და სანამ ღმერთი ცის ფანჯრიდან თეთრთოვლიან ტომრებს დაგვაყრის, ორი ერთად აფეთქებული გაზაფხული ანუ მე და შენ, წავიდეთ მთაში.. იქ დავუხვდეთ გამტეხავ ზამთარს, თანაც ღმერთი მთაში ახლოა.
Number of posts: 106 Age: 27 Location: თბილისი Job/hobbies: მუსიკა, კითხვა... Humor: მყოფნის... :) Registration date: 21.01.09
Subject: Re: ნინო ნადირაძე Fri Jan 23, 2009 10:44 pm
ქალაქი დაყრუვდა წვიმით. სულებს სველი ტანსაცმელი მიეკროთ მკერდზე და დაირცხვინეს. მაღალ ხმაზე წვიმს. ისრაელში რომ ასე იწვიმოს, ღმერთი გვირიგდებაო, იტყვიან რაბინები. დროდადრო, ახსენდება უფალს მათი ლურსმნები და დასტირის ცოდვიან უდაბნოს. სად ვიყავი მაშინ? სად ვიყავი მაშინ? – ტუჩებმა დაიწერეს ხელისგულებზე. თბილისში კი წვიმამ უმატა.. ტელეფონის ხაზები ისერავენ მანძილებს ქუჩებს, ქალაქებს, ფეთქვებს, თვალებს, სუნთქვებს შორის. ცამ მარანი გამოაღო, წურავს ქუნქულა ღრუბლებს. ქალაქი უკვე მუნჯდება.. ჩემი სქელი კედლები სხეულის გვემას განაგრძობენ, სისხლით დამხატეს თავიანთ ტანებზე. წვიმა მოვიდა და ჩამორეცხა ჩემი არსებობა.
ქალაქი გაყრუმუნჯდა..წვიმით. ისრაელშიც რომ ასე იწვიმოს...