არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:17 pm


Ramaz Gigauri


Arrow


Last edited by Admin on Sat Apr 02, 2011 10:46 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:21 pm

თამადა

"დალიე, გადადი ალავერდი,
სულ ასეთ ქეიფში დამიბერდი".


უბადლო თამადა იყო ელგუჯა ჯანგირაშვილი, ბრძენი, ენაწყლიანი, მხიარული. სადღეგრძელოს რომ იტყოდა, თან ვაჟას ლექსს, ან რაიმე ანდაზას დაურთავდა ხოლმე, ხანაც ფშაურ კაფიას (ეს იმ დროს, როდესაც სუფრასთან ქალები არ იყვნენ, რადგან ეს კაფიები ცოტა "იმნაირი" იცოდა). იმას სიტყვა-პასუხი ჰქონდა, მოსმენა ერთ რამედ ღირდა...
– გაგიმარჯოთ მასპინძლებო, ღმერთმა გადღეგრძელოთ, გაგიმრავლდეთ ორფეხი და ოთხფეხი, არ გამოგლეოდეთ სახლში ქონება, თავში – გონება, ბუხარში – ცეცხლი, ქისაში – ვერცხლი, გაიხარეთ და გაგვახარეთ.
– იცოცხლე შვილო, თამარ დედოფალივით ლამაზო და დილის ნამივით მშვენიერო. გამრავლდი როგორც იაკობი და მათუსალას ხნისა მოიყარე.
– ღმერთმა გადღეგრძელოს და გამარჯვება არ მოგიშალოს, წმინდა გიორგის მადლი გფარავდეს, ერეკლე მეფეს სადარო, მტერი არ გააცინო, მუდამ გახსოვდეს ვისი გორისა ხარ.
ყველა მას ეპატიჟებოდა – ზემოუბნელი და ქვემოუბნელი, წყალგაღმელი და წყალგამოღმელი, ხანდახან მეზობელი სოფლიდანაც კი გადმოვიდოდა ხოლმე კაცი: `შენი ჭირიმე, ელგუჯავ, სტუმრები ამამივიდნენ ქალაქიდანა, ხვალ სუფრა გამილამაზე, იმ ხალხთან არ შემარცხვინო და რაც გინდა მთხოვეო~.
ელგუჯაც თავპატიჟს არ დაიწყებდა, "საგარეო" ხალათს გადაიცვამდა, ბრტყელ, ჯარისკაცულ ქამარს შემოიჭერდა, ულვაშებს ლამაზად გადაიგრეხდა და თავის უჩუმარ ცოლს, მელანოს ეტყოდა:
– აბა, შენ იცი, ქალო, მე დათიაანთ იორამთან მივდივარ, ზემოუბანში, გოგო გაუთხოვებია და თამადად ვარ დაპატიჟებული. თუ შემაგვიანდეს, არა იდარდო რა, შვინდა გაიოზას დააბმევინე, ან კახაბერსა, შენ არ მიეკარო, რქა არ გაგკრას. აეს ფიწალი კიდევ თუ შაქრიას ბიჭი მოვიდეს იმას გაატანე, იმ დღესა მთხოვა ტარი გაუყარეო. აბა, შენ იცი მელო.
მელანოც უჩუმრად გაუღიმებდა, თითქოს პირველად მიდიოდა ელგუჯა სათამადოდ და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ისე კი ჯერ არასოდეს უნახავს ოდესმე ფეხარეული მაინც შემოსულიყოს ჭიშკარში (ამის გამოც ელგუჯას "დოქია" შეარქვეს).
დოქია, დოქია... ვის შეეძლო მისი ლამაზი სიტყვისათვის მხარი აება?! არავის და ამიტომაც იყო სწორუპოვარი თამადა. რა, თვითონ კი არ დაუბრალებია, განა მემკვიდრეობით მიიღო; ხალხმა აირჩია. არა! ხალხს ვერ მოატყუებ. მისი სიტყვის მადლი ყველამ გაიგო და დააფასა. ამ "დუნიას" ერთი ლაზათიანი თამადა ხომ უნდოდა?! დოქიაც თამადობდა და თამადობდა, არ ახსოვდა ვინმე შესცილებოდა ამ საქმეში. ადრე, ძალიან ადრე, მოიწადინა ერთმა და კარგი "მაჭარიც დალია"...
მერე და ვინ, აყლაყუდა ანზორამ, მთელი ცხოვრება მცხეთის სასადილოებში რომ ჰქონდა გატარებული – ლოთმა და ავარამ. მდინარის პირას, კალმახზე, დედას პურებზე, ჩაციებულ წითელ ღვინოზე ქეიფი და მურმანას შემჭვარტლულ სარდაფში ნახევარი ბოთლი არყის დალევა (მერე ჩახლეჩილი ხმით ღრიალი, სიმღერის ნაცვლად) ერთმანეთისაგან რომ ვერ გაერჩია. საკუთარ ძმასთან საზიარო სახნავი და სათიბი არყის ვალებში რომ წაართვეს. ორცოლგანაშვები და უშვილძირო (ჰაი, დედასა! კარგი ტყემალიც აჭამა). ზოგმა მისნაირმა ვიგინდარამ კი მხარი აუბა, აქაოდა, დოქია რა თამადაა, ჯერ არ დაღვინებულაო. მერე რა, რომ კარგი-სიტყვა პასუხი აქვს და ვაჟას ლექსები იცის ზეპირად, სამაგიეროდ ანზორა თვით ვაჟა-ფშაველას ბიჭის, ვახტანგის ძმაკაცი და ყონაღიაო (ეს ჯერ არავინ იცის, ვინ ვისი ძმაკაცია!). ერთხელ, მთვრალს ეთქვა, მცხეთის სასადილოში ბიჭები ვქეიფობდით და ამ დროს ვახტანგიც შემოვიდა, ჩვენ სუფრასთან მივიპატიჟეთ, ერთი ჭიქა ღვინოც დალიაო. ეს ნათქვამი უცოდინარმა ხალხმა აიტაცა და პირზე დაიკერა. არა, თუ ერთი ჭიქის დალევა ძმაკაცობად ითვლება, მაშინ ძმაკაცობა რაღა ყოფილა...
ზემოუბანში არ მოუგრიხა ანზორას კისერი?! არა, ძალისში, ჰო, ჰო, ძალისში იყო, ეფრემაანთ სერგოს ბიჭის ქორწილში. სერგოს ბიჭი, პაატა ჯარიდან დაბრუნდა, თან ერთი გათქვირული უკრაინელი გოგოც ჩამოიყვანა. სახლის კარი შეაღო თუ არა მამას ეგრევე მიაყარა: "მამი, აეს ჩემი ცოლია, როქსანა ჰქვია, აბა, ეხლა შენ იცი როგორ დატრიალდები. სუ რო იძახდი შვილიშვილი, შვილიშვილიო, ჯერ კარგი ქორწილი გადაგვიხადე, მერე დანარჩენიც იქნებაო".


(გაგრძელება იქნება Smile)


Last edited by გაგა on Mon Feb 09, 2009 7:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:22 pm

სერგომ ჯერ შვილს შეხედა, მერე სარძლოს (თუ უკვე რძალს?! გულში კი გაიფიქრა: "რავი, ე შობელძაღლი ისე იკრიჭება, რომ მაგი გემოც გასინჯული ექნება უკვეო"), ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მხოლოდ უსიამო ხიხინიღა ამოუშვა პირიდან. სერგოს ცოლმა, აშარმა ზაირამ ერთი კი ამოიკივლა, მაგრამ ქმრის თვალებს რომ წააწყდა, ის კივილი სადღაც ყელთან დააგუბა, ნერწყვი სასულეში გადასცდა და ქმრის ხიხინს თავისი ხავილით ბანი მისცა...
ჰოდა, მაშინ, ამ უტვინო სერგომ სამასკაციან ქორწილის სუფრაზე ანზორა არ დანიშნა თამადად?! გულში კი ეწყინა დოქიას, მაგრამ ხმაღლა რას იტყოდა.
არასდროს, არავის გაჯიბრებია დალევაში (კარგად ახსოვდა ბებერი თედოს სიტყვები: "შვილო, კარგი სიტყვა-პასუხი გაქვს და კარგადაც უძღვები სუფრას, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე, ღვინის დალევასა და ცურვაში გაჯიბრება ეშმაკისააო"), ძალისში კი ძალიან მოიწადინა. იმდენი ეცადა, რომ თამადის ახლოს მოკალათდა. სუფრა ეშხში რომ შევიდა, დოქიამ დიდი ყანწი მოითხოვა, ორი ორლიტრიანი მოიტანეს. ორივე ლალისფერი ღვინით აავსო, ერთი თამადას მიაწოდა, მეორე თვითონ დაიკავა და სადღეგრძელო ითხოვა. სუფრა გაისუსა...
ანზორა ვერაფერს მიხვდა. თუმცა რაღას მიხვდებოდა, როცა მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო, იმიტომ, რომ თამადა თვითონ იყო და არა დოქია; იმიტომ, რომ ქორწილის სუფრასთან იჯდა და არა მურმანას შემჭვარტლულ სასადილოში, იმიტომ, რომ... მოკლედ, დოქიას ხელი აუქნია, დაიწყეო და... იმანაც დაიწყო:
– ანზორ, მინდა, რომ ჩვენს პატარძალს სამშობლო დავულოცო, მისი მიწა-წყალი ვადღეგრძელოთ ხალხო (აქ დოქიამ ამაყად გახედა სუფრას, გუმანით წინდაწინ რაღაცას გრძნობდა და თითქოს გულში უხაროდა კიდეც)! სადაც ჩვენი როქსანა დაიბადა, ფეხი აიდგა და გაიზარდა. უკრაინას გაუმარჯოს, მადლიან ქვეყანას, გაჭირვება არ ენახოს, დოვლათი და ბარაქა არ მოკლებოდეს. მისი მშობლები ვადღეგრძელოთ, რომლებმაც ჩვენი პატარძალი დააფრთიანეს და პაატასთვის გაამზადეს (პაატას გაეღიმა და ქეშად გახედა ქერათმიან როქსანას, თან რუსულად გადაულაპარაკა რაღაც, ეტყობა დოქიას ნათქვამი გადაუთარგმნა), – ეს თქვა და ყანწი მოიყუდა. მოიყუდა და დაცალა, მერე გადმოატრიალა, დაიქნია და ღრმად ამოისუნთქა: – ასე, მტერი დაგეცალოს პაატავ!
ყანწი ღვინით ისევ შეავსო, მის წინ მჯდომ პაატას დედის ძმას, ვალიკოს გადააწოდა და თამადისაკენ გაიხედა. ანზორა კი ყანწს ჩაშტერებოდა, თითქოს სათქმელს იქ ეძებსო. როდის-როდის დაიწყო, დიდ ხანს ილაპარაკა, გაიხსენა სამამულო ომი და უკრაინელი ძმაკაცები, კიევი და ლვოვი, ტარას შევჩენკო და ოლეგ ბლოხინი (იქნებ, დროს წელავდა კიდეც?!). დრო და დრო თავისი ღარიბი რუსული ლექსიკონიდან ერთ-ორ სიტყვასაც გამოურევდა ხოლმე, ბოლოს კი, "ხაი ჟივე უკრაინაო" და დაიწყო დალევა. დაიწყო ნელ-ნელა, გაჭირვებით. დოქია ყველაფერს ხვდებოდა, ხვდებოდა, რომ ახლა ანზორას მამაზეციერიც ვეღარ უშველიდა და თუ კუჭში ხარის ტყავი არ ჰქონდა გამოკრული, მოსახდენი უნდა მომხდარიყო...
და მოხდა კიდეც – ანზორას ყანწი ნახევრად არც კი დაელია, რომ უცბად პირიდან მოიხსნა, სწრაფდვე იქვე მჯდომ ჯემალას მიაჩეჩა, დოქიას არეული მზერა სტყორცნა და თავი მაგიდის ქვეშ შერგო...
მას მერე დოქია შეუცვლელი თამადა გახდა.


(გაგრძელება იქნება Smile)


Last edited by გაგა on Mon Feb 09, 2009 7:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:23 pm

ეს იყო და ეს, აღარავის, აღარავის გაუბედავს და შეუბედავს დოქიასთვის, წინა ზიხარ და უკან გადაჯექიო. სულ ერთი იყო, სად თამადობდა: ქორწილში თუ ნათლობაში, ძეობაში თუ ხატობაში, ვინმეს ჯარში გაცილება იყო თუ მოცილება. ყოველთვის ცდილობდა არაფერი შეშლოდა, ისე ლამაზად მიაყოლებდა ერთმანეთს სადღეგრძელოებს, ისეთ ბანს იტყოდა "ზამთარიას" დროს, ისე მოხდენილად მოიყუდებდა ხოლმე ყანწს, რომ მისი ასაკის ქალები (ცოტა უფროსებიცა და უმცროსებიც) ჩუმ-ჩუმად, მოპარული მზერით გახედავდნენ და გულში გაივლებდნენ ხოლმე: "ნეტაი, იმას, ვინც დილით სახლიდან გაგაცილებს, საღამოს ჭიშკარში შემოგეგებება, ღამით კი მაგ ორადლიან მკერდზე დაიძინებსო".
ვინ იფიქრებდა, რომ მისი ცოლი მელანო გახდებოდა, ეს უსიტყვო, გაკნაჭული გოგო. მაგრააამ, ამ წუთისოფელს რას გაუგებ?!
დოქიამ და მელანომ მშვენიერი, ტკბილი ოჯახი შექმნეს, სამი ვაჟიც იყოლიეს (სულ ერთმანეთზე უკეთესები), სამივე ქალაქში დაასახლეს და ზაფხულში, როცა მათი სახლ-კარი შვილიშვილებით აივსებოდა, უნდა გენახათ რა ჟივილ-ხივილი იდგა ხოლმე.
აი, ასე ტკბილად ცხოვრობდა ელგუჯა ჯანგირაშვილი, მისი სიტყვებით: "ქრისტე-ღმერთისგან დალოცვილ მიწაზე" – და... შეხაროდა სიცოცხლეს, ცოლს, შვილებსა და შვილიშვილებს, მეზობლებსა და მეგობრებს, მოყვარესა და მტერს (თუმცა, მტრები ნაკლებად, უფრო სწორედ კი თითქმის არ ჰყავდა). ცხოვრობდა მანამ, სანამ მოცილე არ გამოუჩნდა...
მოცილეო?! სად? როდის? ვინ?
დიახ, მოცილე, მოზიარე, მეტოქე (გინდ მოწინააღმდეგე, სულ ერთია)...
სად და... აქვე, მეზობელ უბანში.
როდის და... სულ ორიოდე თვის წინ.
ვინ? ვინ და... ვინ და მისი მეგობრის, ნარიმანის ბიჭი, ოცდახუთი წლის ირაკლი...
სად გაგონილა, ვის უთქვამს, რომ ამდენი ხნის მანძილზე მოპოვებული სახელი და კაცობა, ასე სულის ერთი შებერვით გამქრალიყოს, დაგროვებული მადლი ერთ წამში ცოდვაში არეულიყოს და რუდუნებით აშენებული ნამუსის კოშკი ერთი ბიძგით ჩამოშლილიყოს.
არა, ან რაღაც შეეშალა, ეშლებოდა მთელი ხნის მანძილზე და ყველა უმალავდა, ვერ აკეთებდა ყველაფერს მთლად სწორად ან კიდევ, დოქიას ცხოვრების დასანგრევად ცხრა მთას იქიდან მოსული ეშმაკი ამ ბიჭში ჩასახლებულიყო...
ელგუჯას ყელში ნერწყვი დაძმარებული ღვინოსავით გადასდიოდა (თუ აღარც გადასდიოდა) და ისე უსმენდა მეზობლის ხრინწიან ხმას: "...ვაჟასაც მისთვის დაუძახია და სოფრომასაც, პირველს გოგოს ქორწილი აქვს, მეორე კი ახალმოსახლეობას ზეიმობსო".
ოჰ, გამჩენო, მოგეკლა, მოგეკლა და ეს ყველაფერი არ ენახა დოქიას.
– ...საიდან იგონებს ამ სიტყვებს, რა პირიდან და ყელიდან ამოსდის, პირდაპირ შაქარს ღვრის თურმე სუფრაზე, მერე სიმღერა?! არსენაანთ გაგას ქორწილში, ქალაქელი მომღერლები პირდაღებულები უსმენდნენ მის "გაფრინდი შავო მერცხალოს", – ხრიწინებდა მეზობელი.
რა ექნა, მისულიყო ნარიმანთან და ეთქვა, ან ეთხოვა: "შენი ჭირიმე, ნარიმან, თუ ღმერთმა ორი დღის სიცოცხლე კიდევ დამიტოვა, ნუ გამიმწარებთ შენ და შენი ბიჭი, ნუ დამმარხავთ ცოცხალს, ნუ გამთელავთ და როცა მოვკვდები, მერე რაც უნდა ის ჰქნას მაგ შენმა ირაკლიმ, მე თვითონ დავულოცავ გზასო".
თუმცა, ნარიმანი რაღა შუაში იყო, უკვე ერთი თვეა თვითონ შემოსწყრა და ხმას აღარ სცემდა. არა და ამას წინათ გზაზე გადაუდგა: "დოქიავ, ვიცი შენს გულში რა ცეცხლიც ტრიალებს, მაგრამ მე მაპატიე. რა ვქნა, კაცო, როგორ ვუთხრა, აღარსად ითამადო-მეთქი. ამით ხომ უფრო გავაფუჭებ საქმესა".


(გაგრძელება იქნება Smile)


Last edited by გაგა on Mon Feb 09, 2009 7:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:24 pm

თვითონაც იცოდა, როგორ არ იცოდა, რომ ასე საქმე სულ წახდებოდა (თუმცა, მეტი რაღა უნდა მომხდარიყო). როგორია, როცა სადმე ირაკლის თამადად აირჩევდნენ, ის კი გულიანად გაიღიმებდა და იტყოდა: "მაპატიეთ, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ, სჯობს დოქიას დავუძახოთ და ის გაუძღვეს ჩვენს ლამაზ სუფრას". მერე სულ გაუტყდებოდა სახელი.
იქნებ, ქვეყანა შეიცვალა, ხალხი გახდა სხვანაირი, მაგრამ როგორ კაცო, როცა უკვე მისი ხნის ხალხმაც უღალატა, გინდა შალიკო აიღე, გინდა ტარიელა, გინდაც ცალხელა კაკო – ყველა ნარიმანის ბიჭს ეპატიჟებოდა. სოფრომამ როგორ უღალატა, სოფრომამ?!
"არა შვილოსა, არ გაგიგია ალბათ, "ბებერი ხარის რქებიც ხნავენო", ანდა ის, "კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქები აღარ შერჩებაო". მოგივლის დოქია, გამოგინახავს "წამალს", ისეთ სეირს მოგიწყობს რომ მთელი ხალხი სიცილით იხოცებოდეს. როგორ, ვიღაც გუშინდელმა ღლაპმა, დაუღვინებლმა ნარიმანის ბიჭმა უნდა გაუხსნას მარნის კარი და ლალისფერი ღვინო წყლად უქციოს?! არ დაგანებებ, ვერ მომერევი. მე ვიცი, რასაც გავაკეთებ, დედას გიტირებ, დედასა!.."
– ელგუჯააავ! – ხაფი ხმა დოქიას სახლს შეასკდა და ექომ ოთახებში სირბილი დაიწყო.
დოქია გამოფხიზლდა, თავი ასწია, მეზობელი უკვე წასულიყო, სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დოქი და ორი ჭიქა იდგა, მეზობლის ცარიელი, მისი – სავსე.
– ელგუჯააავ! – ტანი აეჭინჭრა, ხმა იცნო, თითქოს ვერც იცნო.
სწრაფად წამოდგა და აივანზე გავიდა.
– რომელი ხარ? – გაეპასუხა და საკუთარი ხმაც ეუცხოვა, გულში კი რაღაცამ გალღობა დაიწყო.
ჭიშკართან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.
– რომელი ხარ-მეთქი! თუ ეშმაკი არა ხარ, ხმა ამიღე, – დოქიამ იგრძნო, რომ მუხლებში ჭიანჭველები აფუთფუთდნენ.
– ნარიმანი ვარ, დაბლა ჩამოდი ცოტა ხანს.
ნარიმანიო, ერთი თვის უმძრახი მეგობარი (თუ ნამეგობრალი) მოსულიყო მასთან. რისთვის?! რატომ?!

(გაგრძელება იქნება Smile)


Last edited by გაგა on Mon Feb 09, 2009 7:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:25 pm

ალბათ დასცინის მამა-შვილი, მოლაპარაკებულები არიან, თორემ ეს რას უნდა ნიშნავდეს. მაშინ ნარიმანის ამასწინდელი მობოდიშებაც ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრა ყოფილა.
"ეგრე არა ნარიმან. მაშ, გაგაბრიყვა შვილმა, გამარჯვებამ ფრთები შეგასხათ ორივეს და ახლა იმით ტკბები, რომ დოქიას სახლში უვარდები და ურცხვად ეუბნები, დაბლა ჩამოდიო. ჩამოვალ და კარგსაც მიიღებ"...
ჭიშკარი ხმაურით გამოაღო. იქვე ქაღალდივით გათეთრებული ნარიმანი იდგა და... იღიმებოდა.
რა უნდა ექნა დოქიას?! ეყვირა, ეღრიალა, გინება დაეწყო თუ ყელში სწვდომოდა და ახლად გამომცხვარი თამადის მომღიმარი მამა იქვე მიეხრჩო.
– რა გინდა! – კიდევ ვერ იცნო საკუთარი ხმა დოქიამ.
– ელგუჯავ, ამ კვირას სუფრა მაქვს, დიდი სუფრა. ბევრი ხალხი მეყოლება, – სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა ნარიმანი, – შენი ჭირიმე, არ დამაღალატო, შენს გარდა იმ სუფრას ვერავინ გაუძღვება. კვირას ორ საათზე, ჩემთან გადმოდი. არ დამაღალატო ელგუჯავ, იმ შენ ლამაზ შვილიშვილებს გაფიცებ.
"რაო, სუფრა მაქვსო, რა, სუფრა, რის სუფრა. თამადად მეპატიჟება, არა და თამადა სახლში ჰყავს".
აი, ახლა დადგა დოქიას ჯერი, ახლა უნდა ეთქვა ყველაფერი, ახლა უნდა მოეოხებინა გული, ახლა, ახლა...
– რა სუფრა გაქვს? – დოქიას საკუთარი ხმა დაბრუნებოდა, მაგრამ იმ ხმას ვეღარ იმორჩილებდა და ეს კითხვაც სულ სხვამ დასვა.
"არა და ახლა უნდა ეთქვა, ახლა, ახლა"...
ნარიმანი კი იდგა გათეთრებული და ვერ გაიგებდი, იცინოდა თუ ტიროდა.
– რა სუფრა გაქვს-მეთქი?
– ელგუჯააავ, ირაკლი მომიკლეს, ბიჭოოო, ჩემი ირაკლიიი, – არაადამიანური ხმით ამოიბღავლა ნარიმანმა და დოქიას გადაეხვია...

X X X

დოქია როცა გარდაიცვალა, იქ გავიგე, რომ ირაკლის სიკვდილის შემდეგ წვეთი ღვინო აღარ დაულევია. ბოლოს ირაკლის გასვენებაში ითამადა, მარტო სადღეგრძელოებს ამბობდა და ღვინოს არ სვამდაო...


(დასასრული Smile)


Last edited by გაგა on Mon Feb 09, 2009 7:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 7:23 pm

თუთა და უთუ

"ჭირანო არს მთვარე,
ხოლო სპარსულად იწოდების ყამარ;
მის სამყოფელ არს მეორე ცა".

ხელთაი (ძვ. ქართული ეზოთერული წიგნი)

...ნისლისფერი ჯაჭვის პერანგი მეცვა და ანატორს ვცხოვრობდი.
ხარების სისხლს ვსვამდი; თაყვანს კოჭიმელსა და ჭირანოს ვცემდი – წელიწდეულად ცხრამეტ გოგოს და ცხრამეტ ბიჭს ვწირავდი.
ხაროვანი მყავდა და უცოლო ვიყავ.
ერთხელ, ით წელსა, ვარდის დღეობას ჟიპიტაურით და ლუდით დავთვერ – მაშინ ვიხილე თუთა...
– ვისი ხარ-მეთქი? – გავეხმიანე.
ხმა არ გამცა.
– უთუ ვარ მე, ნადირას ვაჟი! – დავიდე ხმალზე ხელი.
ნებიერად გაწოლილიყო და სხეული გაეშიშვლებინა.
შემაჟრიალა...
ხელი გავიწოდე, მინდოდა შევხებოდი, ცამ დაიქუხა – მორიგემ ელვა მესროლა...
ელვამ ცაზე დაწერა – თ უ თ ა!..
– თუთავ, – ვიღრიალე: – მიყორხარ, თუთავ!
ნელა გასრიალდა, ვარდისფერმა მკლავებმა სიბნელეში გაიკრიალეს.
– სად მიხოლ, სად?! – ვღრიალებდი და მივდევდი: – თუთააავ!..
განრისხებული კოჭიმელი მთის გადაღმა ლოდებს დააგორებდა – მის დობილს ვეტანებოდი.
თუთა მისრიალებდა და მიღიმოდა...
ვერ დავეწიე. დავიხარე და მიწა შევჭამე...
...მეორედ თვითონ მოვიდა, ბანზე ვიჯექ და ხმალს ვლესავდი.
ვერ ვიცანი...
– "თუთა ვარო", – მითხრა.
გამხდარიყო – სადღა იყო მისი სავსე სხეული, თეთრი ბარძაყები, ბროლის ყელი?!
გავოცდი: "ეგ რა მოგსვლია-მეთქი"?!
– "თხუთმეტ დღეში ისეთივე ვიქნები, პირველად როგორიც მნახეო".
თხუთმეტი დღე სახლიდან არ გავსულვარ, არც ქერის პურს ვჭამდი და არც ჯიხვის ხორცს, არც ჟიპიტაურს ვსვამდი და არც ლუდს.
არც არავის ვემძრახებოდი...
ბერდედა თვალნაკრავისას მილოცავდა:
– "ალისასა, მალისასა, შაგილოცავ თვალისასა"...
თხუთმეტი დღის შემდეგ გარეთ გამოველ.
კოჭიმელმა თვალები ამიწვა – გავბეცდი...
დაღამდა, ვერსად ვიხილე თუთა, კარგად რომ დავაკვირდი, დავინახე – ზურგით იდგა ჩემსკენ.
– თუთავ, – დავუძახე.
– "თუთა ჩემი ცოლიაო"! – ჯავარდენივით გაიჟღრიალა ჩემს უკან ხმამ.
მივიხედე, ვიღაც წვერ-ულვაშიანი, სახენაჩეხი მოყმე იდგა.
"ალბათ წვერ-ულვაშით მოხიბლა-მეთქი" და ვინატრე წვერი მსხმოდა.
ხმალზე ხელი მოვისვი – უხსენებელი შემრჩა ხელში...
ტუჩზე ვიკბინე – სისხლმა გადმოჩქეფა.
ხმალი გააშიშვლა წვერ-ულვაშიანმა მოყმემ, წითლად გაიპრიალა ფოლადმა.
დავიხარე, მიწაზე ხელი მოვაფათურე, ქვა მომხვდა ხელში – მთელი ძალით ვესროლე.
– "ავახმეო", – ამოიღრიალა და მიწაზე დაემხო.
მივვარდი და გადმოვატრიალე – ქვას საფეთქელი შეენგრია მისთვის.
თუთას გავხედე – ისევ ზურგით იდგა ჩემსკენ.
– "რად მიღალატე-მეთქი", – ამოვიხრიალე.
– "შვიდ დღეში დავქალდი და გავთხოვდიო", – უკან არც მოუხედავს, ისე მითხრა.
მერე ის იყო – ვგმე კოჭიმელიც და ჭირანოც, ცორანოც და მელტაროც, ჭიმჭიმელიც და კიმკიმელიც, არბასტროც და ვარსკვლავთა ცაც...
მიხვდა მორიგე, რომ მზიანი ღამის გმობასაც ვაპირებდი და ასორმოცდაოთხჯერ მესროლა ელვა – დამწვა და დამფერფლა.
ეს მე აღარ დამინახავს, მაგრამ ვიცი – არაგვის კალმახმა რომ მიტირა...
თ უ თ ა ვ, მ ი ყ ო რ ხ ა რ თ უ თ ა ვ!..
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 10:33 pm

დაბადება

გაზაფხულის ბოლო თვე იდგა – ვარდობისთვე.
გიჟმაჟი ქარი შლეგიანივით ასკდებოდა სამშობიარო სახლის კედლებს.
მე ვიბადებოდი...
სადღაც ზევით, მთებში, ირემთკალოზე ფხოველთა ღვთაებები შეყრილიყვნენ და ბჭობდნენ. მე ვიბადებოდი და ყველაზე ძალიან კოპალას ვეცოდებოდი.
– აემ ბალღ მიხედვა უნდ, ბეჩავს, – ამოიოხრა კოპალამ და თავის ლახტს ნაღვლიანად დააშტერდა.
როშკისგორზე კი დევები საომრად ემზადებოდნენ, თან ომის დაწყება უნდოდათ, თან ვერ ბედავდნენ, მარტო იახსარის ეშინოდათ და ერთბაშად ამდენი "ღვთისშვილი"...
– რა ეშმაკმა შაჰყარა ერთად ეს ოხრები?! – ცალთვალმა დევმა ამოიღრინა .
– რა და ბარჩი ბალღ იბადების, – ამოიხრიალა ქეშელა–დევმა.
– ბალღი მაგას და გახეთქვა!
– რა, სხვა დროს ბალღებ არ დაბადებულანა? – ისევ ამოიღრინა ცალთვალა დევმა, თან იახსარის მიერ ამოთხრილ თვალზე ხელი მოისვა.
– "ესა ბეჩავი, საწყალი გულის იქნების, შველა სჭირდების, ჩვენი განათვლა სჭირდებისაო", უჰ, ამათი, ეს იახსარი მაინც ჩავიდოდის ბარჩი და მერე მე ვიც, – გამწარებით ქშინავდა ავთანდილა–დევი.
ირემთკალოზე ქარმა ჩვილის უსასო ღნავილი მიიტანა...
– დაიბადა, კოპალავ, დაიბადა, ცოცხალ ას, – ფეხზე წამოხტა ოჩოპინტრე. კოპალამ წვერ-ულვაშზე ხელი მოისვა და ღიმილით გახედა იახსარს, რომელიც უკვე ხმალს აპრიალებდა დევებთან საომრად.
მე დავიბადე, დავიბადე და წინ გრძელი, ეკლიანი გზა გამოჩნდა. იმ გზის ბოლოში დაჩოქილიყვნენ ხირჩლები და თორღვები, მინდიები და ბათაკები, წიქები და ჯურხები, თოთიები და უშიშები, გაგები და აპარეკები, ჩალხიები და ალუდები...
დაჩოქილიყვნენ და ლოცულობდნენ:
– "დიდება შენთვინ, ღმერთო მართალო, ცათა და ხმელეთის ბადალო, რამაც დედამიწა დააარსა, მზე და მთვარე დაჰფინა, აკურთხნა ღვთისშვილნი ღვთისშვილადა, გაუჩინა ხორციელნი მოსამსახურედა, ღმერთო, დასწერე ჯვარი ლაღის იახსარსა, ღმერთო, გაუმარჯვე გმირ კოპალას ლახტიანსა, დიდება შენთვინ, ღმერთო, მართალო, დიდება, კოპალავ მშვენიერო".
ამ ხალხის უკან ერთი ცარიელი ადგილი შევნიშნე, მივხვდი – მერე მეც მათსავით უნდა დამეჩოქა და ჩემი შთამომავლებისათვის მელოცა...
სადღაც ქვევით – ბარში გიჟმაჟი ქარი შლეგიანივით ასკდებოდა სამშობიარო სახლის კედლებს, მთებში კი იახსარს დევები ამოეწყვიტა, ერთადერთ გადარჩენილ ცალთვალა დევს გამოჰკიდებოდა და აბუდელაურის ტბაში ჩაჰყოლოდა....
ძველებურად იქნევდა კოპალა თავის ლახტს და ქაჯებს ებრძოდა...
ძველებურად იდგა კვირია მეკარვედ...
ძველებურად სთხოვდნენ ოჩოპინტრეს: "ოჩოპინტრევ, მამეც ჯიხვთ თავი"...
ძველებურად გაჰკიოდა ხევებში მაძახურა...
ძველებურად ევედრებოდნენ ფხოველნი გუდანის ჯვარს, ხახმატის ჯვარს, მუხის გიორგის ჯვარს, ლაშარის ჯვარს, მთიჯვარს, ლომისა პატიოსანს, მთავარანგელოზს – გველეთისას, სამებას – ოქროსკარიანს, პირიმზეს...
ბარში ქარი ჩამდგარიყო. ზევით, მთებში ზარის ჟღრიალი ისმოდა. ლომივით ბუხუნებდა კოპალა. მლოცავდა იახსარი. კვირიას კარვიდან ზეციური შუქი მეფინებოდა და მე მჯეროდა, ამდენი ღვთაების, ხატისა და ჯვრის ნათლული ყოველთვის გავიმარჯვებდი...


Last edited by გაგა on Wed Nov 23, 2011 12:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 10:40 pm

თქვენი ჭირიმეთ ვაჟებო

ხატის მიწა მოეხნათ...
ხატის ტყე გაეჩეხათ...
ხატის ზარი ჩამოეხსნათ და უხაროდათ.
როკავდნენ ჭინკები – შებრუნებული ფეხებით თხრიდნენ მიწას.
აღარსად ჩანდნენ ხევისბერნი,
აღარსად ჩანდნენ ქადაგნი,
აღარსად ჩანდნენ ხატის ყმანი...
ამაოდ ცდილობდა თანამოძმეთა გამოფხიზლებას ხოგაის მინდი.
ხალხი გადაგვარების გზაზე დამდგარიყო...
თითო-ოროლა კაი ყმის ხმალი ვეღარ შველოდა ქყეყანას.
მძლავრობდნენ დევები და ჭინკები...
ყოველდღე კაცის ხორცს ხარშავდა დევების დედა...
ტიროდა ქალუნდაურის ხმალი, თავის ცრემლებში ცურავდა და ჟანგდებოდა.
ხმალის დამჭერი არავინ ჩანდა.
"დაჟანგებულხარ გორდაოო", დაიძახა ვიღაცამ და ქვეყანა შეინძრა.
თვალი გაახილეს...
"ეს სადამდე მოვსულვართო", ზოგს წინ საკუთარი ძმის ხორცით სავსე შეჭამანდიც კი ედგა...
პირქვე დამხობილი კაცი წამოაყენეს: "რა მახდა მინდიაო"?!
თუმცა კითხვა ზედმეტი იყო – ქვეყანას დევები და ჭინკები დაპატრონებოდნენ.
"ჰაი, დედასაო"!
ამოცურდა ქარქაშიდან ქალუნდაურის ხმალი...
"დედა შაერთოს ცოლადაო"!
შეაჟრჟოლა მზეს...
ჯერ წამოწინწკლა, მერე კი წამოვიდა წვიმა... სისხლისა.
"სისხლის წვიმების დროსაო"...
იჟლიტებოდნენ დევნი და ეშმაკ-ჭინკანი, მათ ნასისხლარზე ბალახი ხმებოდა.
ჩამოწვა მწუხრი...
დილით ამოსულ მზეს გაუკვირდა...
ზარი წკრიალებდა,
ცხვარი ბღაოდა,
ბავშვი ტიროდა,
კაცი მღეროდა...
ფერი ეცვალა ქვეყანას.
"თქვენი ჭირიმეთ, ვაჟებოო", ჩასძახა გახარებულმა მზემ, მაგრამ მისი ხმა არავის გაუგია, თუმცა კი, როგორ არა, მინდიმ გაიგო, მაგრამ ლოცულობდა და ხმა ვერ გასცა...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 10:41 pm

ნერგი გამხმარ მუხებთან

ეძღვნება ყველა გადაშენებულ
და ამოწყვეტილ ქართულ გვარს


ეს იყო ასი წლის წინათ, ორასი წლის წინათ, დიდი ხნის წინათ.
ცხოვრობდნენ ახოვანნი, ფართო ბეჭებით, ხარის კისრებით, დათვის ტორებით.
ჰყავდათ დედ-მამა, და-ძმა, ზოგს ცოლიც.
ჰქონდათ სავსე ოჯახი, თვალადი ვენახი, აშრიალებული ყანა.
თვრებოდნენ ცოლიკაურით, საფერავით, რქაწითელით, ოჯალეშით.
მღეროდნენ მრავალჟამიერს, ჩაკრულოს, ხასანბეგურას, ოდოიას.
მიდიოდნენ ბრძოლებში აღმაშენებელთან, თამართან, გიორგისთან, ერეკლესთან, რუსის მეფესთან.
მიდიოდნენ და კვდებოდნენ ხმლით, შუბით, ისრით, ტყვიით, ყუმბარით.
კვდებოდნენ და სახლში ტოვებდნენ მგლოვიარე დედ-მამას, ატირებულ ცოლს, სახელს.
ვერ ტოვებდნენ... გვარის გამგრძელებელს.
შემდეგ კი თანდათანობით, ღმერთო, დაგვიფარე, ამოწყდნენ. ამოწყდნენ და გადაშენდნენ არწივის მართვეები, ლომის ბოკვრები, მგლის ლეკვები. მათ ადგილზე დარჩა ნასახლარები, ნაეზოვარები, ნავენახარები.
დარჩა სახელები – არწივიანთ ნასახლარი, ლომიანთ ნაეზოვარი, მგლიანთ ნავენახარი.
შემდეგ სახელებიც წაიშალა და სრულიად გაქრნენ.
გადაშენდნენ თავადები, აზნაურები, გლეხები.
ამოწყდნენ მიწის მხვნელები, ირემზე მონადირენი, ციხის ამღებნი.
ვეღარ მოიტანეს აქამდე თავიანთი გვარი და ჯიში.
თქვენ, ძველი დროის გუთნისდედანო, მონადირენო, მეომარნო, მე ვხედავ თქვენს აჩრდილებს, ყველანი ცოცხლობთ ჩემში.
არ იდარდოთ ჯამბუკურებო, ჯანზურაბებო, დავითებო, ქიტესებო.
მე ვიქნები თქვენი გვარის გამგრძელებელი...
ოღონდ თქვენი ძვლები ნუ შეინძრევა, თქვენი სულები ნუ აშფოთდება.
ნუ აატირებთ თქვენს ახალმოყვანილ და ახალდაქვრივებულ ცოლებს. ნუ ააკივლებთ თქვენს დედებს თქვენს ჩოხა-ახალუხზე, ქამარ-ხანჯალზე და შავად ნუ ჩამოაბერებთ. ნუ ააბღავლებთ თქვენს საწყალ მამებს, წელებს ნუ მოსწყვეტთ და ნუ ათქმევინებთ: "ვაი, დაქცეულო სახლ-კარო, განადგურებულო ოჯახო, ამოწყვეტილო გვარო"...
მე ვიქნები თქვენი გვარის გამგრძელებელი...
ვიყოლიებ ბევრ შვილს, რათა გავმრავლდეთ და გავძლიერდეთ.
მაშ, დამშვიდდით, თქვენ არ ამომწყდარხართ, არ გადაშენებულა თქვენი გვარი.
მე ვიქნები თქვენი გვარის გამგრძელებელი...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Tue Feb 10, 2009 4:05 pm

პროზა კარგია,ხევსურო! ლექსებიც მომწონს... Smile
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Tue Feb 10, 2009 5:43 pm

Jalali wrote:
პროზა კარგია,ხევსურო! ლექსებიც მომწონს... Smile


გაიხარე და იდღეგრძელე Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 13, 2009 6:35 pm

მკვლელის ბანალური ისტორია
(მცირე ვერსია)

დაიბადა...
ბებიაქალმა მის დანახვაზე პირჯვარი გადაიწერა.
მერმე, ის იყო – საბავშვო სახლში ჩააბარეს, რადგან დედა... მამა...
სადღაც უსასრულობაში აღმოჩნდა (არა და, როგორ ნატრობდა დაბადებას).
არ დაუჯერა დაცემულ ანგელოზს (ეუბნებოდა, ნუ წახვალ გაგიჭირდებაო, ვერ შეეგუებიო), ამიტომაც დაისაჯა.
საღამოთი "პავიდლოიანი" პური ენატრებოდა, დილით წყალწყალა სუპი ელოდა – ჯამში უკომპასო გემივით მოცურავე კარტოფილის ციცქნა ნაჭერი.
– ჰი-ჰი-ჰი, – ჩაიქირქილებდა საბავშვო სახლის დარაჯი და თავში წამოარტყამდა ხოლმე (ისე, უბრალოდ).
მერმე, სკოლა დაამთავრა ("გაჭივრებულ" სამებზე, დარეჯან "მასწის" სიტყვებით).
მერმე, ცოლი მოუნდა და დიდმკერდიანი გოგო (ისიც საბავშვო სახლში გაზრდილი) შეირთო.
პირველ ღამეს... ოჰ, ოჰ, ოჰ... ალბათ ცხოვრებაში პირველად იყო ასე ბედნიერი.
მერმე... დაიჭირეს.
არა, ცოლთან ნებივრობაზე არა, მეზობელს მოჰპარა საბურავი (არა და რა ჭირად უნდა?!). მას სამი წელი მისცეს, დადოს ორი (დადოც საბავშვო სახლში იყო გაზრდილი).
რაც მართალია მართალია, ციხეში ბევრი რამ ისწავლა – დანის სწორად "დარტყმა", დუშაშისა და იაგანის დასმა, პურის გულისგან სამაჯურის გაკეთება... ლექსებიც ისწავლა, ოღონდ, ციხეზე, კოლონიაზე და "ნადზორებზე" (უფრო სწორად "ნადზორთა" დედებზე).
მერმე, ორი წლის შემდეგ გამოვიდა. გამოვიდა და... ისევ შევიდა... მკვლელობაზე – დილით ცოლი მოკლა, საღამოს მისი საყვარელი. სულ ერთი დღე იყო "გარეთ".
მერმე, კიდევ ბევრი რამ ისწავლა – მეგობრობა, მტრობა, სიყვარული, ზიზღი, თეთრი, შავი... და კიდევ უამრავი რამ.
და კიდევ, ციხეში "მკვლელი" შეარქვეს (უფრო სწორად, "უბიცა").
რვა წლის შემდეგ მზე დაინახა (მანამდეც ხედავდა, ოღონდ, გისოსებიდან)...
მერმე, უამრავი დრო გასულიყო და უამრავი რამ შეცვლილიყო...
ცდილობდა, როგორ არ ცდილობდა... ყველაფერს.
აბა, მცდელობის გარეშე როგორ შეუვარდებოდა სახლში ვიღაც დეპუტატს (არც იცოდა ეს სიტყვა რას ნიშნავდა, იცოდა, რომ ფული ჰქონდა), შუბლზე "ნაგანს" დაადებდა და ლულაში ტყვიის ყვითელ გულას დაანახებდა.
მერმე, იმ ფულით ბათუმში რესტორანს "დახურავდა" და რუს და უკრაინელ "პუტანკებს" თავზე შამპანურს დააღვრიდა.
მერმე და მერმე... მისი სიცოცხლის დასასრულამდე სულ ერთი წელი დარჩენილიყო.
ჯერ მხოლოდ ოცდათერთმეტი წლის იყო (ე. ი. ოცდათორმეტის წლის ასაკში მიქაელ გაბრიელაშვილთან დაძმკაცდებოდა).
როგორც მისი ქობულეთელი "პადელნიკი" მურადა იტყოდა: "არა და რა ნდა ექნა, ჭო?!"
მდაააა...
ეს რომ ცოდნოდა, თუნდაც, ვინმეს ეთქვა ან კიდევ... რა ვიცი, მოკლედ, როგორღაც გაეგო ეს ამბავი (აი, ერთ წელში, მიქაელ გაბრიელაშვილთან, რომ...).
შესაძლოა, სულ სხვანაირად ეცხოვრა, შესაძლოა...
როგორც ერთი კოლუმბიელი მწერალი იტყოდა: "მე რომ ცოტა ხანს კიდევ მეცხოვრა"... თუმცა, მან არც კოლუმბია იცოდა და არც ვინმე მწერალს იცნობდა.
ჰოდა, აგრძელდებდა თამაშს, ქურდობას, ექსპროპრიაციას (ეს სიტყვა დაყაჩაღებას ნიშნავს) და კიდევ უამრავ "მამაძაღლობას"...
მოსულიყო ის დღეც, როცა ხობელ ნოდარას უნდა ეთქვა: "აგერ, ჯემალა გვარამიას რუსეთიდან ფული ჩამოუტანია ოხრად და ვერ ინახავს, იქნებ მივეხმაროთ შენახვაშიო". საერთოდ, ნოდარა საქმეებს არ "იძლეოდა", მაგრამ ახლა ეშმაკი შესჯომოდა – უბერავდა და უბერავდა: "ამდენი და ამდენი ათასი იქნება, უეჭველი, ვინც მითხრა, იმას თლად ვენდობი. მართალია ჯემალა ძველი "ნახიშტარია", მაგრამ შვილიშვილები ჰყავს და ისინი შევუშინოთო".
მოსულიყო ის დღე...
იმ ღამით წვიმდა. წვიმდა და ოთხნი იყვნენ – ის, ნოდარა და კიდევ ორნი. ძაღლი აყეფდა ეზოში, ნოდარამ ლამის პირში ჩაუდო მაყუჩიანი პისტოლეტი და ორჯერ ესროლა. ძაღლმა ამოიყმუვლა და მიჩუმდა. ეზოს კარი გააღეს და ოთხივენი შიგნით შელაგდნენ. შელაგდნენ და იმ წუთას სახლიდან "კალაშას" გრძელი ჯერი გაისმა, მერმე მოკლე, მერმე ისევ გრძელი. რკინის კარს ტყვიები კენჭებივით მიეყარა. იმ ორნიდან ერთს სიტყვაც არ ამოუღია, ისე დაემხო სველ მიწას.
მას ეს ყველაფერი არ დაუნახავს, რადგან პირველი ჯერი სწორედ მას მოხვდა, იგრძნო როგორ გაგლიჯეს ტყვიებმა გულ-მუცელი, ნაწლავები, ხერხემალი...
ბინდი ნელ-ნელა დაეშვა, ყურებში კი ზარები ბოხ ხმაზე რეკავდნენ; მერმე ვიღაცეების ფეხის ხმა მოესმა, მხრებში ხელი მოჰკიდეს და სადღაც წაიყვანეს. არა და მის წაყვანას რაღა უნდოდა – შვიდი გრამიღა იყო დარჩენილი...
აი, ასე დაესვა წერტილი "მკვლელის" ბანალურ ისტორიას.
(მკითხველო, შემინდე, თუ "თბილისი-ზუგდიდი"-ს სამარშუტო ტაქსში მოსმენილი ამბავი ჯეროვნად ვერ გადმოგეცი და რაიმე დავაკელი)...

თბილისი-ზუგდიდი
სპეციალურად სენტიმენტალური მკითხველისთვის


Last edited by გაგა on Fri Feb 13, 2009 6:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 13, 2009 6:37 pm

შაჰრაზადას ზოდიაქო, ანუ სფინქსის დაბადება
(ენიგმა)

როცა დადგა მარიალის თვე, შაჰრაზადამ თქვა:
"ზოდიაქო, სიმრგულე მზის მოქცევისა წელიწდეულად, ხოლო განიწვალების ესე რიცხვისაებრ თორმეტ თთვეთა წლისათა, თორმეტ კერძოდ, ანუ ბურჯად, რომელთაგან თვითეულსა დარქმევია სახელი თანავარსკულავედისა მის, რომელიცა თვითოეულსა თთვესა შინა მიითუალავს მზესა მიმოქცევასა შინა მისს"...
ბაშანის ხარი დაეგლიჯა გარეულ ნადირს, საკვირველი ის იყო, რომ მხეცს ხარისთვის თავი და ფეხები მოეჭამა, ტანისთვის კი პირი არ ეხლო. ნახევრად შეჭმულ ხართან ჩასაფრდა გელა ყურაულისძე, სამი დღე უცადა ნადირს და მეოთხე დღეს ერთი გასროლით მოჰკლა.
...ვეფხვი გამოდგა ბაშანის მოსისხლე, თუმცა, რამოდენიმე დღეში ყურაულისძეც მოკლეს ქისტებმა.
მისი დასაფლავების დღეს არწივი მოფრინდა ქაჯავეთის მხრიდან, ერდოზე დაჯდა და სამძიმარას ხმით იტირა ვეფხვის მკვლელი: "მოყმემან პირშიშველამანო"...
...იოანე ნათლისმცემელის ღამეს სიზმარი ვიხილე – ლამაზი, გრძელთმიანი ქალი მეხვეოდა და წაწლობას მთხოვდა. მეორე დილას არაგვმა ჩემი ვაჟი წაიღო...
ვერა და ვერ გამოვიცანი მთვარის ფერი, მისი ასაკი დავადგინე მხოლოდ, ისიც იმიტომ, რომ ნათლისმცემელის ღამეს მე და მთვარე ტოლები ვიყავით – ცხრამეტი დღისები.
"ვეფხვი (ლომი) ხარში გადადისო, ხარი – არწივში, არწივი – ანგელოზშიო", ესეც ძველებს უთქვამთ.
როცა დადგა ქველთობის თვე, შაჰრაზადამ თქვა...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 13, 2009 6:41 pm

არაფერია მზის ქვეშ ახალი
(გოდება ბერიელისა)

მართალი ხარ ეკლესისტევ...
გაცვეთილია ჩემი სიტყვები და უთვალავჯერ არის ნათქვამი.
ჩაკარგული ვარ ამ უსასრულო სამყაროში, როგორც საჰარაში წვიმის წვეთი.
გაცვეთილია თვითონ სამყარო – ვინ მოთვლის მიწისქვეშეთში რამდენი `ცივილიზაციაა~ განფენილი.
იერუსალემის მისტერიულ სკოლაში (რომლის ჭიშკარზეც ორად-ორი არამეული ასო-ნიშანი – ალეფი და თაუ წერია) მასწავლეს, იყო "ჰიბერბორიას" ცივილიზაცია, შემდეგ მას მოჰყვა "პარაბორიას" ცივილიზაცია, შემდეგ პანგეა, ლემურია, ატლანტიდა, შუმერი, ძველი ეგვიპტე, ჯუნგო, აცტეკები, ტოლტეკები, სიუ, მაია, ქალდეა, ხეთები და სულ ბოლოს ატიკა, მის ნანგრევზე კი ძველი რომი – მგლის ძუძუნაწოვი.
ეს ყველაფერი მხოლოდ დრო-ჟამისაგან გაყვითლებული ერთი პატარა ფრაგმენტია, რომელიც ადამის მოდგმის მეხსიერებაში დალექილა (მეტაფიზიკურად ამ მეხსიერებას სულის კარმიული წვეთი ჰქვია).
სისულელის სისულელე და უარყოფის უარყოფა დაუფლებია ამ დროის სოფელს და საკუთარ უძლურებას ისე ღრღნის, როგორც ხაფანგში ჩავარდნილი მგელი საკუთარ ფეხს (ეს ყველაფერი მწარეა შვილის სიკვდილივით).
ყველაფერი მწარეა და ამაო.
მართალი ხარ მეფეო, აბა როგორ არ იქნება ამაო, როცა მავანს რელიგია კომუნიზმი ჰგონია და ეპისტოლეებს დედაკაცები წერენ...
ალბათ ახლოა დრო, როცა სამი ვარსკვლავთმრიცხველი (სპარსი, ეგვიპტელი და ქალდეველი) ღვთის (მეტა) ფიზიკურ დაბადებას მეორედ გვამცნობს – თუმცა, მეორედ მოსულ ქრისტეს (რომელსაც შესაძლოა, ჯინსიც კი ეცვას) ისევ-ისევ აწამებენ, გვემავენ, მიანერწყვებენ, თავზე ეკლის გვირგვინს დაადგამენ და როგორც ორი ათასი წლის წინ ჯვარზე გააკრავენ...
მას (როგორც პირველად) ახლაც ვერავინ ვერ იცნობს, გარდა რამოდენიმე კაცისა და ახალი დროის პეტრეც უფალს მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფს.
ეს ყველაფერი დაწერილია. მანამდე კი ყველაფერი "თავის რიგზე მიდის" – ქურდი იპარავს, მკვლელი კლავს, მეძავი მეძავობს, ფიცის მოყვარე იფიცება.
"დედის მუცლიდან შიშველი გამოვედი და შიშველი მივიქცევი წიაღ", – შენც მართალი ხარ ცალხელა ესპანელო. ყველა მართალია ამ ქვეყანაზე, ოღონდ... სიკვდილამდე – ღვთის სამსაჯავროზე ყველა გამტყუნდება.
ეს სიტყვები "ნებროთის წიგნიდან" გადმოვწერე და მას "ბერიელის გოდება" ვუწოდე.
უფალო, შეიწყალე მონა ესე ღვთისა, არმაზ...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 13, 2009 6:44 pm

ლაზარეს სასწაული
(აპოლიტიკური მოთხრობა)

ლაზარე საგიჟეთიდან ახალი გამოსული იყო, აქედან გამომდინარე მეზობლები ჯერ არ ერიდებოდნენ. ერიდებოდნენ კი არა, გამარჯობასაც ეუბნებოდნენ. ისიც ოდნავ გაიღიმებდა (ემანდ, გაუღიმებლობაც სიგიჟეში არ ჩამომერთვასო) და თავს მძიმედ დააქნევდა. "ხმამაღალ" გამარჯობას მხოლოდ იზას ეუბნებოდა. ალბათ იმიტომ, რომ იზა მთელს ეზოში ერთადერთი ქალი იყო, რომელიც ისე იცვამდა, რომ ქათქათა ბარძაყები და ძუძუებსშორისი ღარი მოუჩანდა (ან რა ვიცი, სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, ექიმი ის არ იყო და პოლიციელი - ლაზარეს მხოლოდ ამ ორი კატეგორიის ადამიანების ეშინოდა, უფრო სწორედ ერიდებოდა)...
ბოლოს იმიტომ "ჩასვეს", რომ პრეზიდენტის ექსკორტს (რომელმაც ლაზარეს ბედზე, თუ უბედობაზე ჩვენს ქუჩაზე ჩამოიარა) თვითნაკეთი ბომბი ესროლა. ბომბი არ აფეთქდა, მაგრამ ლაზარე მაინც დაიჭირეს. ამ ამბავზე გაგრიდან ლტოლვილმა, ბატონმა ჟორამ (რომელსაც ჩვენს იტალიურ ეზოში ხუთოთახიანი ევრორემონტიანი ბინა და სამი "მარშუტკის ხაზი" ჰქონდა) შეშფოთებით თქვა:
- ძაღლის ბედი ჰქონია, რომ არ ესროლიესო ("ესროლესო" უნდა ეთქვა, მაგრამ ვერ თქვა).
ლაზარე საგიჟეთში შვიდჯერ იყო ნამყოფი (თუ ნაჯდომი) - პირველად მაშინ გაგიჟდა, ახალმოყვანილ ცოლს, წითელთმიან ლუიზას საყვარელთან რომ შეუსწრო (უფრო სწორედ საყვარელს შეუსწრო საკუთარ ცოლთან) - ვიღაც გამხდარი, აწოწილი, ნახევრად მელოტი "ახვარი" ლაზარეს სახლში, ლაზარეს საწოლში, ლაზარეს ახალმოყვანილ ცოლთან ლაზარეს "მოვალეობას" ასრულებდა. გაგიჟდებოდა, მარა...
ეს ზუსტად არავის ახსოვს, მაგრამ ვიღაც უეჭველად იტყოდა: "გავგიჟდებოდი კი არა, ჩემო ორლულიანი თოფით ორივეს მივახვრეტდი, ჯერ ცოლს, მერე საყვარელს. "ჟაკანს" ცოლს ვესროდი, "კარტეჩს" - საყვარელს.
ლაზარემ ვერავინ ვერ მიახვრიტა, ჯერ თვალები დაყვლიპა, მერე ერთი: "ვუჰო" და დაიწყო კედელზე თავის რტყმევა (რაც არ უნდა უცნაური და სამწუხარო იყოს, საკუთარი თავის). მოკლედ ასე იყო იყო თუ ისე, იმ დღეს ლაზარემ მსუყედ "გაუბერა"...
ახლადგაგიჟებული და კარგა ხნის ცოლგაბოზებული ლაზარე ცენტრალურ საგიჟეთში მოათავსეს (მაშინ კომუნისტები დუნიაზე ჯერ კიდევ ბოგინობდნენ და საგიჟეთებიც თეთრად შეღებილი და მოვლილ-მოწესრიგებული იყო). საგიჟეთში ერთი წელი გააჩერეს, ამ ერთ წელში ბოზმა (თუ ნაბოზარმა) ლუიზამ ლაზარეს ბინა გაყიდა და ისევ იქ წავიდა, საიდანაც საკუთარმა ქმარმა, უფრო სწორად ნაქმარალმა მოიყვანა (რკინიგზის სადგურის ბაქანზე!).
ლაზარემ ჩვენს ეზოს მეორე სასწაული დაბრუნებისთანავე აჩვენა (პირველი ის იყო, საკუთარი სახლის კედლებს თავის რტყმევით ბათქაში რომ ააყრევინა), თუმცა, ეს სასწაული მას მეორე გაგიჟებად დაუჯდა. საქმე კი იმაში იყო, რომ როცა საგიჟეთიდან დაბრუნებულ ლაზარეს საკუთარი სახლის კარი არ გაუღეს, ადგა თავით გაიტანა, ანუ თავის დარტყმით ანჯამებიდან ამოაგდო (სიმართლე უნდა ითქვას, კარი ხის იყო). ოთახში შევარდა თუ არა ტორნადოსავით დატრიალდა, ყველაფერი რამოდენიმე წუთში დალეწა და დაამტვრია _ ლუიზას დანატოვარი მოფახფახებული დივანი (თავის ორი სავარძლით), სახლის ახალი პატრონის სერვანდი (შიგ მოთავსებული ჭურჭლით), იმავე პატრონის თავი და... ახლადდადგმული ცისფერი უნიტაზი. ეს იმიტომ, რომ პიკოლოს (ეს სახელი ჩვენს ახალ მეზობელს ერქვა, რომელიც ლაზარეს ბინაში დასახლდა) თავი სწორედ ზემოთ ნახსენებ ცისფერ უნიტაზზე არტყმევინა (როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ რტყმევას ვერც თავმა გაუძლო და ვერც უნიტაზმა).
ლაზარე საგიჟეთში მეორედ მოათავსეს...
თუმცაღა, ლაზარემ ორ სასწაულს მალე კიდევ ორი მარჩბივად მიუმატა: პირველი - საგიჟეთიდან სამ დღეში დაბრუნდა და მეორე - თან ექიმებისა და მილიციელების "სასტავიც" მოიყვანა, საკუთარ სახლში გენერალივით გაჯგიმულმა შეაბიჯა და ჩვენი ახალი მეზობელი, პიკოლო კინწისკვრით გამოაგდო. ასე იყო თუ ისე, ლაზარემ საკუთარი სახლი დაიბრუნა.
იმ დღიდან (ღვთის მადლით თუ ეშმაკის ნებით) თუ ჩვენ ეზოს სასწაულები აღარ მოკლებია. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ზოგიერთის გახსენება ნამდვილად ღირს...
ერთ საღამოს, ჩვენს ეზოში ყველა ტელევიზორმა "აურია", არცერთი მათგანი არამც თუ "მოსკოვს", "თბილისსაც" აღარ აჩვენებდა. ხალხს რომ სატელევიზიო ანძა აფეთქებული ეგონა, დილით გაირკვა, ლაზარეს სახლის სახურავზე მდგარი ყველა ანტენა "ნაჟოვკით" ძირში მოეჭრა. მიზეზი სრულიად უბრალო ყოფილა - ლაზარესთან დილის რვა საათზე ვენესუელის პრეზიდენტი ჩამოდიოდა და თვითმფრინავით პირდაპირ ჩვენი სახლის სახურავზე უნდა დამჯდარიყო, ანტენები კი ცხადია ამ ვიზიტს ხელს შეუშლიდა. აი, ამის გამო ვერ უყურა ჩვენმა ეზომ იმ საღამოს სსრკ-ისა და ჰოლანდიის თამაშს. სანამ ტაქსისტი კოტე და ქურთი აზიზა ახალი აეროპორტის აშენებას არ დაპირდნენ, ლაზარეს პირობა ვერ დაადებინეს, რომ სტუმრების მიღებას სახურავზე აღარ ეცდებოდა.
შემდეგი სასწაული მეზობელის გარეცხილ და გასაშრობად გაფენილ ხალიჩაზე დანით საკუთარი სახელის ამოჭრა იყო. საკვირველი ის იყო, რომ ვერავინ ვერაფერი შენიშნა - ვერც ანეტამ (პატრონმა), რომელიც წყალზე მეორე ხალიჩას რეცხავდა, ვერც ბავშვებმა და ვერც ეზოში დომინოს მოთამაშე პენსიონერებმა. როცა ანეტამ უკვე გამშრალი ხალიჩა სახლში შეიტანა და კედელზე დაკიდა, მაშინღა შენიშნა: "ლაზარე არის პ" (შემდეგში გაირკვა, "პ" ჩვენ რომ პედერასტი გვეგონა, თურმე პრეზიდენტს ნიშნავდა, მოკლედ ამ თანამდებობაზე ლაზარეს "გართულება" ჰქონდა). ანეტას სულისშემძვრელ კივილზე ხალხი მეზობელი ქუჩიდანაც კი მორბოდა. ლაზარემ თავი ასე გაიმართლა: "როცა ანეტა მოკვდება, მაგ ხალიჩას მე დამიტოვებსო". ხალიჩა არ აჩუქეს, მაგრამ ანეტას ქმარმა, იმ დროს "ატკ"-ში "მარცხენად", ანუ "ლევად" მომუშავე და 30 ტონიანი "КА-700"-ს მძღოლმა და შემდგომში უკვე ლოთმა ომარამ ახლადგამომცხვარი მწერალი ფეხქვეშ გაიგდო და იმ ხალიჩასავით გააბრტყელა...

Arrow


Last edited by გაგა on Fri Feb 13, 2009 9:54 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 13, 2009 6:44 pm

ლაზარეს ახალი სასწაული უკვე დენს, ანუ ელექტროენერგიას დაუკავშირდა და კინაღამ მსხვერპლით დამთავრდა. ბევრი რომ გავაგრძელოთ და "კარტი წინდაწინ გავხსნათ", ერთ საღამოს რუსი ტოლიკას გარაჟის რკინის კარმა ოთხი კაცი მაგნიტივით მიიკრა. თურმე ლაზარეს "ზემოდან აცნობეს", რომ ტოლიკას გარაჟში შემავალი დენის კაბელი ფრთხილად უნდა გადაეჭრა და კარზე მიეერთებინა. ლაზარემ (ალბათ როგორც ყველა კეთილსინდისიერ გიჟს ეკადრება) ეს "დავალება" უზადოდ შეასრულა. საღამოს, ჩვეულებისამებრ, ტოლიკა თავისი თეთრი "01"-ით სახლში დაბრუნდა და მანქანის გარაჟში დაყენება გადაწყვიტა. ამისათვის კი უპირველესად გარაჟის კარი უნდა გაეღო. სწორედ აქ მოხდა სასწაული – რკინის კარმა ტოლიკა "ჩაიხუტა" და თან ბღავილიც დააწყებინა. ტოლიკას შველა "დეზერტირების" ბაზრის წამყვანმა ყასაბმა და ჩვენი ეზოს მიერ "საქთბილნახალოვკხორცკომბინატის" დირექტორად მონათლულმა ლეომ გადაწყვიტა, თუმცა, რამოდენიმე წამში ისიც ტოლიკასთან ერთად აბღავლდა. მათ "მესამე ხმით" ქურთი აზიზა შეუერთდა. ბანი, უფრო სწორედ კონტრალტო (სოპრანოში გარდამავალი) ტოლიკას ცოლმა ლიუბოვმა თქვა. საბოლოოდ ამ "რექვიემს" კოტეს ბიჭმა, ციხიდან ახლადგამოსულმა გიამ მოუღო ბოლო, რომელიც საქმის არსში მომენტალურად გაერკვა და დენი გამორთო, თორემ ეს "ტრაგიკული კვარტეტი" ნამდვილად უსახელოდ დაამთავრებდა სიცოცხლეს. ამ სასწაულის შემდეგ ლაზარე არავის დაუსჯია, უბრალოდ თეთრად შეღებილ და მოვლილ-მოწესრიგებულ საგიჟეთში კიდევ ერთხელ მოათავსეს.
მის ყველა სასწაულს რა ჩამოთვლის, მარტო საგიჟეთში შვიდჯერ იყო ნამყოფი და რაზეც მეზობლებმა დაინდეს (ან არ დაინდეს და თავი ფილაქანზე არტყმევინეს) ის კიდევ სხვაა.
ბოლოს, როცა მეშვიდე "სროკზე" წავიდა (აი იმაზე, არსენა ჯორჯიაშვილობა რომ მოინდომა), იქ ერთი ყოფილი "ცეკას" თუ "ტეკას" მეორე მდივანი გაიცნო (შემდგომში ცოდვებმონანიებული, თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდი, ოთხმოცდაათარეულობის დროს რომელიღაც რაიონის პრეფექტის თანამდებობაზე არდანიშნული და ამის კვალობაზე გაგიჟებული, ყოფილი ამხანაგი, აწ უკვე ბატონი ნიკოლოზ-კოლია გიჟიმყრელი).
ნიკოლოზი, უფრო სწორად კოლა, როგორც მას ექიმები ეძახდნენ, უკვე მეთერთმეტე თუ მეთორმეტე წელი მიდიოდა, რაც საგიჟეთის კედლებს ხეხავდა და პარალელურად გიჟების აქტიური "დამბოლებელი" იყო პოლიტიკურ საკითხებში. სხვადასხვა მიზეზებისა და გამო (ღვთის მადლით თუ ეშმაკის ნებით-მეთქი) კოლასა და ლაზარეს შეხვედრა აქამდე ჯერ არ მომხდარიყო, უფრო სწორედ ერთხელ მოხდა (თუ არ ვცდები, ლაზარეს საგიჟეთში მეოთხე ვიზიტზე – მაშინ საზოგადოებრივ აბანოში, ქალების საერთო დარბაზში ალუმინის მავთულისგან გაკეთებული საჭით შევარდნაზე და იქ წინ და უკან სირბილზე "ჩასვეს"). თუმცა, იმ შეხვედრაზე კოლას სხვა მსმენელები ჰყავდა და ლაზარესთვის ვერ მოიცალა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და ლაზარეს "დაბოლების" ჟამიც დადგა – კოლამ ლაზარეს სწავლა-განათლებას პოლიტიკურ საკითხებში საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი. აი, აქედან დაიწყო ლაზარეს ახალი ცხოვრება...
ლაზარე ბოლო "ვიზიტზე" სულ სამი თვე "ისვენებდა" და სრული სამი თვე "უბურღავდა" ტვინს ნამდივნარი თუ ნაცეკატრეკალი – ეს ლენინიო, ის სტალინის იდეებიო, ინდოეთის ოკეანეში ფეხების დაბანაო, "ახალი საქართველოო", თავისუფლება და დამოუკიდებლობაო, ციტრუსი და ყურძენიო, ევროპა და ამერიკაო, სპიკერი და პრეზიდენტიო (ლაზარეს ნაცრისფერ და უნაოჭო ტვინს კიდევ ეს უნდოდა?!).
გამოვიდა ლაზარე საგიჟეთიდან დამშვიდებული, დაწყნარებული, ღიმილიანი და მძიმე ფიქრებიანი. გამოვიდა და ისევ შევიდა, ოღონდ უკან კი არა, არამედ... რომელიღაც პოლიტიკურ პარტიაში.
ეს მთელი ჩვენი ეზოსთვის სიურპრიზი თუ რაღაც ამდაგვარი იყო. თურმე ჯერ სად ხარ?! როცა მორიგი არჩევნების დროს ჩვენი ქუჩის ყველა კედელზე პლაკატები გააკრეს, მთელი ქუჩა შოკში ჩავარდა – პლაკატიდან თეთრ პერანგში, წითელ ჰალსტუხსა და ზოლებიან პიჯაკში გამოწყობილი ლაზარე იღიმებოდა...
პლაკატზე წარწერა იმას კი არ გვაუწყებდა, რომ დაიკარგა ფსიქიურად დაავადებული, მისი ნახვის შემთხვევაში დავრეკოთ ტელეფონის ნომრებზე და ა. შ. სულაც არა! პლაკატზე დიდი წითელი ასოებით გამოყვანილი იყო:
"ხმა მიეცით მამულიშვილს,
გმირს – ლაზარე მამულიშვილს (ზემოთ არ გვითქვამს, რომ ლაზარეს გვარი სწორედ მამულიშვილი იყო)"!
არჩევნების დროს ლაზარე უბანში არ გამოჩენილა. როგორც ყოფილმა ეკონომისტმა, შემდგომში კი ტაქსისტმა ვახომ მოიტანა ამბავი, ლაზარე რეგიონებში მიტინგებს მართავდა. ვახო თვალებგაფართოვებული ყვებოდა: "ერთ-ერთ მიტინგს მეც დავესწარი და უნდა გენახათ, ლაპარაკის დროს მასა და მის ძმაკაცებს პირიდან ქაფი როგორ გადმოსდიოდათ. ლაზარეს სიგიჟე მარტო ლაპარაკის დასრულებისას შევატყე, როცა ბღავილზე გადავიდა და ხალხიც ააბღავლაო".
ერთი თვე გვესმოდა ლაზარესა და მისი თანაპარტიელების "ბრძოლის" ამბავი, ერთი თვე გრძელდებოდა მისი მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში, ერთი თვე ბღაოდა და მიტინგებზე ცუდად ხდებოდა, ერთი თვე ჩანდა ეკრანებზე მისი შეშლილი თვალები და ბნედიანი მზერა. ერთი თვის შემდეგ... ლაზარეს პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა – ლაზარე პარლამენტში "მოხვდა".
არჩევნების შედეგის გამოცხადების შემდეგ მამაჩემი არყით დათვრა და დედაჩემი წიხლქვეშ გაიგდო.
უნივერსიტეტის ლექტორს, პროფესორ გოგი საღინაძეს ინსულტმა დაარტყა და საავადმყოფოში გააქანეს.
კოტეს ბიჭს, ციხიდან მეორედ გამოსულ გიას ავტოკატასტროფა მოუვიდა, უფრო სწორედ "ჯიპით" ტროტუარზე ავარდა და თავისთვის მიმავალ ვიღაც ბებოს ზედ გადაუარა.
კორპუსის სახურავზე ანტენის გასასწორებლად ასული ლექსო თავდაყირა გადმოეშვა და დაბლა მდგომ კოტეს ტაქსს თავით დაერჭო.
ქურთმა აზიზამ მესამე ცოლი გააგდო და მეოთხე მოიყვანა.
ომარა და ანეტა დააყაჩაღეს და ყველაფერი წაართვეს (მათ შორის ლაზარეს ინიციალებიანი ხალიჩაც).
ბელგიაში თემო დაიჭირეს, ისრაელში – ზაზა, "ისნის" მეტროში – ზაზას ძმა.
მოკლედ თუ გრძლად ქვეყანა აირია, აირია კი არა, გაგიჟდა, ანუ მსუყედ "გაუბერა".
ამ ამბებიდან უკვე სამი წელი გავიდა და ამბობენ, ქვეყანა ისევ "გაბერილი" თუ "შებერილი" რჩებაო.
იმასაც ამბობენ, მილიონი ქართველი უცხოეთში უკვე წავიდა, დანარჩენი ორი მილიონი წასასვლელად ემზადებაო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უცხოეთში მაინც არ წავალ, იმიტომ, კი არა, რომ პატრიოტი ვარ, ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ "იქ" არავინ მყავს...
ვზივარ და ველოდები (ისევე როგორც მთელი ჩვენი ეზო), არ ვიცი "ცის გახსნას" თუ არ ვიცი ლაზარეს სიკვდილს (ღმერთო, მომიტევე).
თუმცა როგორც ერთ წმინდა წიგნში წერია, თურმე, ვისაც ლაზარე ჰქვია, არასდროს არ კვდება და თუ კვდება, ღმერთი ეგრევე აცოცხლებსო..

დასასრული



2006 წელი. გიორგობისთვის 23.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Apr 24, 2009 1:03 pm

ფისო

"კატას ერთი უცნაური თვისება აქვს - რაც არ უნდა იშინაურო, თუ თვითონ არ უნდა, ვერ მოიშინაურებ, და კიდევ - უპატრონო სახლში არ ჩერდება".
მოარული ანდაზა

ის დილა წვიმიანი გათენდა. წვიმა ძალიან მიყვარს, ამიტომ ცუდ გუნებაზე არ დავმდგარვარ, პირიქით...
სახლის კარი სტვენა-სტვენით დავკეტე და სამუშაოსკენ გავწიე. სასიამოვნოდ ჟინჟღლავდა.
მშვენიერია იმაზე ფიქრი, რომ ერთი, პატარა ციცქნა წვიმის წვეთი სადღაც ცის სიღრმეებიდან მოექანება, გამოივლის ამხელა მანძილს და მაინცდამაინც შენ ჩამოგეღვრება სახეზე...
წვიმამ თანდათან მოუხშირა, მერე კოკისპირულიც დასცხო, უკვე აღარ ხუმრობდა, ამიტომ რომელიღაც სადარბაზოს შევეფარე, სველი თავი ცხვირსახოცით შევიმშრალე და საათზე დავიხედე - არ მაგვიანდებოდა, ესე იგი, შემეძლო წვიმის გადაღებისათვის დამეცადა.
- რაღა ახლა მოუნდა წვიმა?! - მომესმა ქალის ხმა.
მივიხედ-მოვიხედე, სადარბაზოს შესასვლელში ჩემს გარდა არავინ იყო, თუ ერთ, ფუმფულა, თეთრ სიამის კატას არ ჩავთვლიდით. ის სველ სახეს თათებით იწმენდდა და ყურადღებით მაკვირდებოდა. ალბათ მომელანდა-მეთქი, გავიფიქრე.
- რომელი საათია? - აშკარა იყო კატა მელაპარაკებოდა.
პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ გავგიჟდი-მეთქი, მერე მეგობრის რჩევაც გამახსენდა: "დაანებე თავი ამ გურჯიევისა და კასტანედას კითხვას, შენ კიდევ გაგიჟება გაკლიაო".
ეტყობა ეს შეშფოთება კატამაც შემატყო: "თუ არ შეგეშინდება, კარგი იქნება".
მაინც ენაჩავარდნილი ვიდექი და მას შევყურებდი. მისმა (ადამიანურმა?) გამომეტყველებამ თანდათან დამამშვიდა.
– ეჰ. მუნჯი ყოფილხარ, – ტანი შეიბერტყა და წასასვლელად მოემზადა.
– მოიცა არ წახვიდე, რა, – კი არ ვუთხარი, შევეხვეწე.
კატა ისევ უკანა თათებზე ჩაჯდა. ტვინი გამალებული მუშაობდა და ცდილობდა ამ ამბისთვის ლოგიკური სახე მიეცა, ხან ბულგაკოვის პერსონაჟი – ბეჰემოთი გამახსენდა, ხან ის, რომ ძველ ეგვიპტეში კატა წმინდა ცხოველად ითვლებოდა, ხან...
– არ გინდა ჩემთან ლაპარაკი? – შემეკითხა და თვალები მოწკურა.
ჩვეულებრივი ქალის ხმა ჰქონდა – ნაზი, სასიამოვნო ტემბრის, მაგრამ ჩემი კონსერვატიული ხასიათის გამო კატას და ადამიანის ხმას ერთმანეთთან ვერაფრით ვაკავშირებდი.
– კი, როგორ არა, – ამოვიოხრე და ჩუმად ვიჩქმიტე, თან გარეთ გავიხედე, წვიმას გადაეღო.
უცბად გონება გამინათდა:
– მომისმინე, აქ ხომ არ ვისაუბრებთ, წავიდეთ ჩემთან, აქვე ვცხოვრობ, – თანდათან ლამაზი მეჩვენებოდა (არა და მანამდე, კატებს დასანახად ვერ ვიტანდი).
– სადღაც რომ მიდიოდი?!
– არა უშავს, მოიცდის ის ამბავი, – ვუთხარი სასწრაფოდ.
ადგა, ნელა მომიახლოვდა და მითხრა:
– ამიყვანე.
დავიხარე და ხელში ავიყვანე, მისმა სითბომ მთელს ტანში დამიარა...
მოვდიოდი სახლისკენ და ვგრძნობდი, როგორი შურით მიყურებდნენ გამვლელები (თურმე შეიძლება კაცის კატაც შეგშურდეს, ამაზე ადრე არასდროს მიფიქრია).
უცბად ჩემს გვერდით მანქანა შეჩერდა:
– არ მოგვყიდი, ჯიგარ?
არც შემიხედავს ვინ იყვნენ, სარკასტულად გავიღიმე და ჩემს სადარბაზოში შევაბიჯე.
სახლში შევედი, ის დივანზე დავსვი, მე სავარძელში ჩავჯექი.
"ახლა ამან მთელი ქვეყანაც რომ შეყაროს კნავილ... უკაცრავად, ყვირილით, მაინც არსად არ გავუშვებ. გავგიჟდები, მოლაპარაკე კატა?! ვინ დამიჯერებს?! გიგას დავურეკავ, რა დაიშოკება".
ავდექი, მაცივრის კარი გამოვაღე, ერთი ბოთლი ლუდი გამოვიღე, გავხსენი და მოვიყუდე.
– კარგი მასპინძელი ყოფილხარ, იქნებ მეც მინდა, არ უნდა შემეკითხო?! – გამომარკვია მისმა ხმამ.
– ეს რძე არ არის, თუ გშია, ჩავალ და ამოვიტან, – ჩავჯექი ისევ სავარძელში.
– ლუდი ძალიან მიყვარს, მომიტანე ერთი ბოთლი! – არ ვიცი მიბრძანა თუ...
"აუჰ, მოლაპარაკე კატას უყვარს ლუდი, ყავაზე მკითხაობა თუ იცის ნეტავ"?
– ყავაზე ხომ არ მკითხაობ? – მივაწოდე ჩემი ბოთლი, თან ხელით ვანიშნე, ლუდი მეტი აღარ არის-მეთქი.
მან ბოთლს თათები მოხვია, მოიყუდა და... გამოცალა, მერე ისევ ისე დაწვა და თვალები მინაბა:
– რა მკითხე??
– ყავაში თუ იხედები-მეთქი?! – გულში გავბრაზდი, ლუდი მთლად რომ დამილია.
– არაა... – გააგრძელა: – მაგრამ პიანინოზე ვუკრავ, კიდევ გიტარაზე. ჰო, ლექსებსაც ვწერ, – დაამატა ბოლოს.
– მერე რა, ლექსებს მეც ვწერ, – ავუბზუე ცხვირი.
– აბა, წამიკითხე, – მოეწყო მოხერხებულად.
მე ის ლექსი წავუკითხე, რომლის გულისთვის ავანგარდული პოეზიის საღამოზე პომიდორები დამიშინეს.
– არა უშავს-რა, – შემაქო გულწრფელად.
გამიხარდა, ადამიანი ხომ არ მაქებდა, ტყუილად რომ დაეწყო ჩემი ცაში აყვანა, გენიოსი ხარო.
– მოიცა, სახელი რომ არ გითქვამს, – ვუთხარი უცებ.
ხმაღლა გაეცინა:
– როდის მკითხე?
მისი სიცილი გულში თბილი წყლის ნაკადივით ჩამეღვარა...
– ახლა გეკითხები, რა გქვია?
– უბრალოდ, ფისო დამიძახე.
– ფისო???
– ჰო, ფისო, რა, არ მოგწონს?
– ეგრე ხომ კატას ეძახიან, ფისო იგივე კატაა.
– კატა შენ თვითონ ხარ, მე ფისო ვარ.!
– ჰოოო...
– შენ რა გქვია?
– მე? მე... რამაზი.
– არ მომწონს, გაგაის დაგიძახებ.
– გაგაი, გაგაი რაღა არის?!
– შენ გაგაი უნდა გერქვას, გა-გა-ი, შე, პაპის ცრემლების შემგროვებელო...
მკერდში რაღაც გამილღვა – პაპა ერთი თვის მკვდარი მყავდა.
– ფისო, პატრონი გყავს? – შევეკითხე და გული ამიფართხალდა.
– აბა, უპატრონო ხომ არ ვიქნები?! – მომეჩვენა, რომ მწარედ გაეღიმა.
– ფისო, დარჩი ჩემთან, დარჩი, რა, გეხვეწები.
– მერე, შეძლებ ჩემს პატრონობას, გაგაი?
– შევძლებ, შენი გულისთვის მთებს გადავდგამ, ოღონდ დარჩი.
– არა, მთების გადადგმას არ გთხოვ, უბრალოდ, არ შემზღუდო და არ გამძარცვო, შეძლებ?
– შევძლებ, ფისო, შევძლებ, შენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნები, მძარცველი კი ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ და რაღა ახლა გავხდები? – უკვე ხმამაღლა ვღრიალებდი.
ვგრძნობდი, რომ მე იგი მიყვარდა, ვგრძნობდი, რომ მისი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, ყველაფერს შევძლებდი.
ფისო დარჩა...
სადღაც წამიკითხავს, ცაში თმებით ვეკიდე და დაბლა ცეცხლი მქონდა შენთებულიო – აი, ასე ვიყავი ვიყავი იმ ხნის მანძილზე, რა მანძილზეც ფისომ ჩემთან იცხოვრა. ეს დრო შვიდი თუ რვა თვე იყო, მერე... წავიდა, ალბათ ძველ პატრონს დაუბრუნდა.
მე? მე დიქტატორი და მძარცველი ვყოფილვარ და არ მცოდნია.
ის რვა თვე მეზობლები ჩემზე ჭორაობდნენ: "სახლში ალი ჰყავს, ღამ-ღამობით მისი სახლიდან გიტარის დაკვრის და ქალის სიმღერის ხმა ისმისო".
ზოგი უფრო შორსაც მიდიოდა და იმასაც იძახდა: "კლეოპატრას სული ცოლად მოიყვანაო".
ეს ყველაფერი მერე გავიგე.
სანამ ის ჩემთან ცხოვრობდა, არავისთვის არაფერი მითქვამს (უბრალოდ, ბედნიერი ვიყავი და ამით ვტკბებოდი), მერე კი აზრი დაკარგა ვინმესთვის რაიმეს მოყოლამ – ვინ დაიჯერებდა?! შეიძლება, ისიც კი წამოეძახებინათ: "შე, შეშლილო, თუ მოლაპარაკე კატა სახლში გყავდა, რა ჩუმად დაიარებოდიო"?!
არ ვიცი, ხანდახან ამ ამბავში მეც ეჭვი მეპარება ხოლმე, იქნებ და ყველაფერი სიზმარი იყო-მეთქი. თქვენ როგორ გგონიათ?..
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Jul 08, 2009 9:03 pm

თუთა და უთუ

"ჭირანო არს მთვარე, ხოლო სპარსულად იწოდების ყამარ; მის სამყოფელ არს მეორე ცა".
ხელთაი (ძვ. ქართული ეზოთერული წიგნი)

...ნისლისფერი ჯაჭვის პერანგი მეცვა და ანატორს ვცხოვრობდი.
ხარების სისხლს ვსვამდი, თაყვანს კოჭიმელსა და ჭირანოს ვცემდი – წელიწდეულად ცხრამეტ გოგოს და ცხრამეტ ბიჭს ვწირავდი.
ხაროვანი მყავდა და უცოლო ვიყავ.
ერთხელ, ით წელსა, ვარდის დღეობას ჟიპიტაურით და ლუდით დავთვერ – მაშინ ვიხილე თუთა...
– ვისი ხარ-მეთქი? – გავეხმიანე.
ხმა არ გამცა.
– უთუ ვარ მე, ნადირას ვაჟი! – დავიდე ხმალზე ხელი.
ნებიერად გაწოლილიყო და სხეული გაეშიშვლებინა.
შემაჟრიალა...
ხელი გავიწოდე, მინდოდა შევხებოდი, ცამ დაიქუხა – "მორიგემ" ელვა მესროლა...
ელვამ ცაზე დაწერა – თ უ თ ა!..
– თუთავ, – ვიღრიალე: – მიყორხარ, თუთავ!
ნელა გასრიალდა, ვარდისფერმა მკლავებმა სიბნელეში გაიკრიალეს.
– სად მიხოლ, სად?! – ვღრიალებდი და მივდევდი: – თუთააავ!..
განრისხებული კოჭიმელი მთის გადაღმა ლოდებს დააგორებდა – მის დობილს ვეტანებოდი.
თუთა მისრიალებდა და მიღიმოდა...
ვერ დავეწიე. დავიხარე და მიწა შევჭამე...
...მეორედ თვითონ მოვიდა, ბანზე ვიჯექ და ხმალს ვლესავდი.
ვერ ვიცანი...
– "თუთა ვარო", – მითხრა.
გამხდარიყო – სადღა იყო მისი სავსე სხეული, თეთრი ბარძაყები, ბროლის ყელი?!
გავოცდი: "ეგ რა მოგსვლია-მეთქი"?!
– "თხუთმეტ დღეში ისეთივე ვიქნები, პირველად როგორიც მნახეო".
თხუთმეტი დღე სახლიდან არ გავსულვარ, არც ქერის პურს ვჭამდი და არც ჯიხვის ხორცს, არც ჟიპიტაურს ვსვამდი და არც ლუდს.
არც არავის ვემძრახებოდი...
ბერდედა თვალნაკრავისას მილოცავდა:
– "ალისასა, მალისასა, შაგილოცავ თვალისასა"...
თხუთმეტი დღის შემდეგ გარეთ გამოველ.
კოჭიმელმა თვალები ამიწვა – გავბეცდი...
დაღამდა, ვერსად ვიხილე თუთა, კარგად რომ დავაკვირდი, დავინახე – ზურგით იდგა ჩემსკენ.
– თუთავ, – დავუძახე.
– "თუთა ჩემი ცოლიაო"! – ჯავარდენივით გაიჟღრიალა ჩემს უკან ხმამ.
მივიხედე, ვიღაც წვერ-ულვაშიანი, სახენაჩეხი მოყმე იდგა.
"ალბათ წვერ-ულვაშით მოხიბლა-მეთქი" და ვინატრე წვერი მსხმოდა.
ხმალზე ხელი მოვისვი – უხსენებელი შემრჩა ხელში...
ტუჩზე ვიკბინე – სისხლმა გადმოჩქეფა.
ხმალი გააშიშვლა წვერ-ულვაშიანმა მოყმემ, წითლად გაიპრიალა ფოლადმა.
დავიხარე, მიწაზე ხელი მოვაფათურე, ქვა მომხვდა ხელში – მთელი ძალით ვესროლე.
– "ავახმეო", – ამოიღრიალა და მიწაზე დაემხო.
მივვარდი და გადმოვატრიალე – ქვას საფეთქელი შეენგრია მისთვის.
თუთას გავხედე – ისევ ზურგით იდგა ჩემსკენ.
– "რად მიღალატე-მეთქი", – ამოვიხრიალე.
– "შვიდ დღეში დავქალდი და გავთხოვდიო", – უკან არც მოუხედავს, ისე მითხრა.
მერე ის იყო – ვგმე კოჭიმელიც და ჭირანოც, ცორანოც და მელტაროც, ჭიმჭიმელიც და კიმკიმელიც, არბასტროც და ვარსკვლავთა ცაც...
მიხვდა მორიგე, რომ მზიანი ღამის გმობასაც ვაპირებდი და ასორმოცდაოთხჯერ მესროლა ელვა – დამწვა და დამფერფლა.
ეს მე აღარ დამინახავს, მაგრამ ვიცი – არაგვის კალმახმა რომ მიტირა...
თ უ თ ა ვ, მ ი ყ ო რ ხ ა რ თ უ თ ა ვ!..
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Thu Aug 06, 2009 12:59 pm

გველისმჭამელის ნათლული

კობა არაბულს

გველისმჭამელის წელიწადი დამდგარიყო...
ნაღვარმშვენიერს ხელები აეპყრო და მთვარეს უხმობდა უხმოდ...
მისი დაი კი - სამძიმარა ხოგაის ვაჟს თავს აწონებდა...
ხოგაის ვაჟის გული ქისტის ტილიან ბალღებს უნდა შეეჭამათ...
მანამდე კი გუგულების ქვეყანა უნდა ენახა და დათვისში ბალღი მოენათლა...
სურწყუნისი იდგა და ვარდისფერი თოვლი თოვდა...
უხაროდა აბათ მინდიას, ფანდურს აჟღრიალებდა და ბუხუნებდა:…
"ამაგრდით მარაისძენო,
ოშკაცი დაგვებადაო"...
მერე სტუმარი მოვიდა აბათ მინდიას სახლში - უცნაური და იდუმალი...
ქვასავით ბეჭებზე მზე და მთვარე ეხატა და იღლიები ჰქონდა დასიებული...
მონათლა სტუმარმა აბათ მინდიას ვაჟი და დაარქვა პაპის სახელი...
ჭრელი სიზმრები დაანათლა - გაჭრილ გველივით რომ ჰგვანან ერთმანეთს...
ორი წლის მერე ყაჩაღებმა ფარად იფარეს პატარა აბა და ისე შევიდნენ ხევსურთა სახლებში...
მერე მოვიდნენ ჭრელი სიზმრები - გატეხილი ხანჯლები, გაცრეცილი ორნამენტები, აყვავებული ჯვრები...
მერე მოვიდნენ ქაჯავეთელი ტყვეები და მოიტანეს ოქროს ფანდური...
მერე იყო ლექსი და ქალების გვრინი...
მაძახურას ძახილში გარდასულიყო გველისმჭამელის წელიწადი...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: მოკვდა კაცი   Sun Dec 20, 2009 6:22 pm

მოკვდა კაცი. შეიქმნა წივილი, კივილი, ტირილი, თავში ხელების ცემა.
მეზობლები სირბილით ისწრაფვიან გარდაცვლილის სახლისკენ.
თანდათან ყველაფერი წყნარდება.
მიცვალებული შუა ოთახში დადგმულ ტახტზე, სკამებზე ჭირისუფლები.
ანთებული სანთელი, ხორბალი, ჭიქით წყალი...
მიცვალებულის უახლოესი ნათესავები მეორე ოთახში, მაგიდასთან.
საკლავი. ღვინო. პური. ჯონჯოლი...
ის არ დაგავიწყდეთ, არც ეს.
დასაფლავების დღე.
გრძელი პროცესია.
ყვავილები. გვირგვინები.
უკანასკნელი გზა...
საფლავზეც წივილი, კივილი, ტირილი, თავში ხელების ცემა...
კუბოზე ბელტების ბრახა-ბრუხი...
აკოკოლავებული ბორცვი.
ყვავილები. გვირგვინები. თავთან დიდი ლოდი...
სწრაფვა უკან – სუფრისკენ.
ამდენი. იმდენი. მე უფრო მეტი. მე ნაკლები (არც მაგის ძმას დაუდვია მეტი ჩემს ბიძაშვილზე).
ქელეხი. გრძელი სუფრა. ღიპიანი, მელოტი თამადა.
კარგი კაცი, ტკბილი კაცი, სულმნათი, ესეთი, ისეთი... ღვინო ხახაში.
მშობელი, ძმა, ბიძაშვილებიც მოვუგონოთ, ხსოვნა იყოს... ღვინო ხახაში.
მზარეულები. დიდი ქვაბები.
ხორცი. ფლავი.
– ის არ დაგილევია.
– ვის, მე?? დავლიე!
ჯერ-ჯერობით სიწყნარე.
თამადა. ხმამაღლა ლაპარაკი.
ხალხი შეზარხოშებული, მთვრალი, გალეშილი...
სუფრა იშლება.
მთვრალი გრძნობა, მხრებზე ხელების ტყაპა-ტყუპი – ყველა სიკვდილის შვილები ვართ...
– ამას ვის ვხედავ!
– შენ გენაცვალე.
– რა მითხარი?! შენი დედა ვატირე!
მუშტი ყბაში. მარგილი თავში.
სირბილი.
– რას შვრები?!
– რატომ?!
– რისთვის?!
– გაუშვი, არ გრცხვენია?!
– წადი, ბიჭო!
– მოდი, კაცო!
– სახლში შედი, ქალო!
– შენც აქა ხარ?
– უჰ, ამათი.
ღამე...
ეზოში აკეცილი მაგიდები და სკამები.
ძაღლი ყმუის.
სასაფლაო.
აკოკოლავებული ბორცვი.
ყვავილები, გვირგვინები, თავთან დიდი ლოდი.
მოკვდა კაცი...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Guest
Guest



PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Dec 21, 2009 12:03 am

დასაბეჭდია ნადირათ გაგაის მოთხრობები - ჟურნალ-გაზეთებშიც და წიგნებადაც.
მოჰკიდე ხელი ამათა, გაგავ, და მიუტანე რედაქციებსა.
წიგნად თუ გამოსცემ, ეგ ხო მთლად კარგი...

Exclamation
Back to top Go down
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Thu Dec 24, 2009 12:51 am

ბობო wrote:
დასაბეჭდია ნადირათ გაგაის მოთხრობები - ჟურნალ-გაზეთებშიც და წიგნებადაც.
მოჰკიდე ხელი ამათა, გაგავ, და მიუტანე რედაქციებსა.
წიგნად თუ გამოსცემ, ეგ ხო მთლად კარგი...
Exclamation

დასაბეჭდია ბობომა თქვა, გაგას მოთხრობა,
წიგნად თუ შეკრავს, ეგ კი უკვე მართლა კარგია...
– ეჰ, ბობო ჩემო, აღარ იყოს მაგის ოხრობაც,
რედაქციებში სიარული ჩემთვის ბარგია.

სადმე კედელთან ავიტუზო, არ შემიძლია,
არ შემიძლია, ვამბობ, თუნდაც აქვე მომკალი,
ლექსი კი არა, ჩემი თავი ვერ შემიცვნია
და როგორ გავხდე ვერშეცნობილ ლექსის "ნოქარი"?!

საქართველოში ყველა წერს და ვის გააკვირვებ,
საკუთარ გულში მოხარშული ლექსის ნადუღით?!
"არმურზე" იყოს ჩემი ლექსიც, მინიატურაც
და აქვე დარჩეს ჩემი კოჭლი ექსპრომტ–პასუხიც.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Guest
Guest



PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Thu Dec 24, 2009 9:41 am

Exclamation

ეჰ, გაგავ, მეც ხშირად მიფიქრია ეგა, მაგრამ - სხვანაირადაც არ გამოდის...
თან რასაც გიხდიან, ის არ ღირს ეს დაწერილები - ანუ, საერთოდ, ფული არ შეესაბამება...
მაგრამ სხვანაირად მარტო ის გამოდის, რო სელინჯერივით წახვიდე, განმარტოვდე და შენთვისა სწერო და არავისაც არ წააკითხო.
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: