არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Thu Feb 16, 2012 1:31 am

სოფელი. ქალაქი. სოფელი

ახლა ღამეა, სიჩუმეა, შორს სძინავს სოფელს,
მე კი ქალაქის მრუმე ჩქამებს დავდევ შეშლილი,
სოფელში ალბათ მაყვლის ბუჩქმა მოქსოვა ღობე,
ქალაქში უკვე ფრესკებია ძირს ჩამოშლილი...

ამ ცივ ღამეში ჩემი ლოცვა ვერ აღწევს ზეცას,
და ცის კიდესთან ბორიალობს ჩუმი ხველებით,
სოფელში ალბათ ქარი ღრუბლებს მატყლივით წეწავს,
ქალაქში ქარი შავ ცელოფნებს სდევს გახელებით.

მე დავავიწყდი ჩემს ანგელოზს კარგა ხანია,
მეც დავივიწყე ჩემი ფესვის ლურჯი მდინარე,
თავის მართლება პაპის სულთან არახალია,
მერე რა, თუკი, რომ ცხოვრება მოვიმძინარე.

როგორ გამხია ამ ქალაქის ბასრმა მახვილმა,
როგორ შემაბა ყელზე გრძელი თბილი ბაწარი
ვერ გამაღვიძა სოფლის კივილ-გადაძახილმა,
ისე დაღამდა ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი!

ახლა ღამეა, სიჩუმეა, შორს სძინავს სოფელს,
მე კი ქალაქის მრუმე ჩქამებს დავდევ შეშლილი,
სოფელში ალბათ მაყვლის ბუჩქმა მოქსოვა ღობე,
ქალაქში უკვე ფრესკებია ძირს ჩამოშლილი...

Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Nov 12, 2012 1:20 pm




წიგნი – "ლურჯი რვეული”
ავტორი – რამაზ გიგაური
რედაქტორი - ნათია დოლიძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა – ნიკა ხვედელიძე
ყდის დიზაინი – მიხო ქოჩაკიძე და კოკა კაპანაძე
ISBN 978-9941-442-08-7
გამომცემლობა – "საუნჯე"
გვერდები – 84
ენა – ქართული
ფასი - ხუთი ლარი



study


Last edited by Admin on Tue Nov 20, 2012 8:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Tue Nov 20, 2012 10:18 am



რამაზ გიგაური თავისი ლექსების პირველი წიგნის ("ლურჯი რვეული”) წარდგინებაზე ნოდარ დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრში, 2012 წლის 18 ნოემბერი, კვირა.

ბმული - https://www.facebook.com/media/set/?set=a.558516770841577.145066.100000497773550&type=3




Published on Nov 18, 2012 by tv9ge:
„ლურჯი რვეული" - ასე უწოდა პოეტმა და ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა თავის ლექსების კრებულს. წიგნის პრეზენტაცია დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა. ასტროლოგის ლექსები მეგობრებმა და სტუმრებმა წაიკითხეს. „ლურჯი რვეული" საჩუქრად საღამოს ყველა სტუმარმა მიიღო.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: "წელწადი"   Sun Dec 30, 2012 3:42 pm

"წელწადი"

წელწადია – აპნისის თოთხმეტი.
თოვს...
ბუხარში ნედლი რცხილის ხე იწვის –
მისი ბოლით ჩვენი სახლი ზეცაშია დაკიდებული.
დაბერდა ჩემი ბერდედა –
ბედისკვერებს ვეღარ აცხობს და წუხს.
დედაჩემმა არ იცის ბედიკვერის გამოცხობა
და არც ბერდედასავით ლოცვა იცის.
მე სიცხიანი ვწევარ.
ძმრიან ტილოებს ჩემი უმცროსი და მალი–მალ მიცვლის.
მამაჩემის მნახველი კაცი ჯერ არ გამოჩნდა –
ჩაიხაფრა კავკავის იქით.
კიდობანში ხორბალი, კოდში კი ფქვილი ილევა...
ძროხები და ხბოები ბღავიან – თივის დამყრელი აღარ ჰყავთ,
რადგან პაპაჩემი გორშეღმა სასაფლაოზეა.
მე სახადი მაქვს და მეზობლები ვერ გვეკარებიან,
მხოლოდ აბაისძეთა აშექალი გადმოდის ჟამი–ჟამს.
ძილ–ღვიძილში ვხედავ სახლში მამაჩემი და პაპაჩემი შემოდიან.
მამაჩემს ხელში ძროხის მთლიანი ბარკალი უჭირავს,
მოდის და სისხლს მოაწვეთებს,
პაპაჩემს სპილენძის თეფშით კანფეტები მოაქვს.
პაპაჩემი მეუბნება, „რა დაღლილი ხარ შვილო,
რამდენი გივლია–გირბენია. მოდი კანფეტი მოგცეო“.
მე ტკბილ კანფეტს ვჭამ და ვიცინი.
მამაჩემი მთელ ოთახში დააბიჯებს
და თან ძროხის ამ ბარკალს ხელიდან არ უშვებს –
გასდის ამ ბარკალს სისხლი.
შორიდან მესმის დედაჩემის კივილი და ბერდედას ლოცვა.
პაპაჩემი კანფეტიან თეფშს მაგიდაზე დგამს და გარეთ გადის,
მამაჩემი ძროხის ბარკლით პაპაჩემს უკან მიჰყვება.
მე საწოლიდან ფეხშიშველა გადავდივარ და მათ მივდევ.
ვტირი, „მეც მინდა თქვენთან–მეთქი“
„წადი, მამცილდი, გამეცა“, ბრაზობს პაპაჩემი.
ტირილ–ტირილით ვბრუნდები სახლში.
მოვდივარ ფეხშიშველა, ფეხები მისველდება და მცივა.
საწოლში ვწვები, მამცივნებს და ვკანკალებ.
მაგიდაზე პაპას დადებული სპილენძის თეფშით კანფეტი დგას.
კანფეტი მინდა–მეთქი, ჩურჩულით ვამბობ.
დედაჩემი ერთ კანფეტს მიწვდის.
მე ვჭამ და ვამბობ: „ტკბილია პაპის კანფეტი–მეთქი.“
„რა პაპა, აშექალი იყო გადმოსული და იმან მოიტანა,
ქალაქიდან მოუტანია მის შვილიშვილსო,“ მეუბნება დედაჩემი.
ჩემი და შეშინებული თვალებით მიყურებს.
კედელზე პაპაჩემის ცხრაძალიანი ფანდური ჰკიდია.
"დაუკარი–მეთქი", ვეუბნები დედაჩემს.
დედაჩემი კედლიდან ფანდურს იღებს და საბანზე მიდებს, „შენ დაუკარიო“.
საწოლზე ვჯდები და დაკვრას ვიწყებ.
„ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა,
ღმერთო, უშველი შენს ყმასა გაგასაო“, ლოცულობს ბერდედა.

* * * * * * * * *
კუმეტია – აპნისის თხუთმეტი.
აღარ თოვს...
მე საქონელს თივას ვუყრი, შეშას ვჭრი,
ვჩქარობ, რადგან მერე ხორბალი წისქვილშია წასაღები.
გორშეღმიდან პაპაჩემის დაკრული ცხრაძალიანი ფანდურის ხმა მოდის...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Sponsored content




PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: