არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 21, 2009 12:59 pm

არგანი wrote:
რეცენზენტის პირით ჭეშმარიტი კრიტიკოსი ღაღადებს Mad
არ იწყინოს ავტორმა, გაი თვალის წინოს! Razz

Arrow

გაგავ, დააკვირდი - მართალი ხომ არ არის ნინი?

და, არ იქნებოდა ურიგო, რომ ეხლა აიღო ეს ნაწარმოები და ერთხელ კიდევ სცადო დაწერა ამ შენიშვნის გათვალისწინებით?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 21, 2009 9:16 pm

დიდი მადლობა შენიშნებისთვის. აქ საწყენს ნამდვილად არაფერს ვხედავ Smile
განცდა მე ნამდვილად მქონდა. ეს 10–15 წუთში დაწერილი ლექსია.
ალბათ მომავალში მოვუტრიალდები ამ ლექსს. თუმცა შეიძლება არც მივუტრიალდე. არ ვიცი.
უბრალოდ გულმა ამოიღო სათქმელი – ფორმაზე არც მიფიქრია. როგორც გამოვიდა ისე დავწერე.
სულ ეს იყო...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 25, 2009 3:57 pm

მცხეთას ვცხოვრობდი

"დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს,
რატომ კარგი აგიგია"...

ხალხური

მცხეთას ვცხოვრობდი, მტკვარს ვხვრეპდი
და დევი მყავდა მსახურად,
მივლიდა ნონა მხევალი,
წვერს იღებავდა გლახუნა.

მამამზე გულში მიკრავდა -
მეფერებოდა ცალხელას,
მე ხელი არად მინდოდა,
იმას კი თვალის ახელა...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 25, 2009 3:59 pm

მუხრანის ბოლოს

გიორგი ლეონიძეს

მახსოვს დრო, მახსოვს, მაისი იყო,
მახსოვს მიწა და... მახსოვს ქვეყანა,
შენი გულისთვის... შემთხვევით იქნებ,
მუხრანის ბოლოს შემომეყარა!

ყივჩაღი იყო, ამაყი იყო,
მთიდან ჩანჩქერად ჩამოქცეული,
ან იქნებ სიზმრის ნაფლეთი იყო,
მზის ანატეხი - პატარძეულის...

დიდ გუდანის ჯვარს შევთხოვე შველა,
მერე დავატყდი თავზე მეხივით...
თვალი შევასწარ ფრანგულის ელვას -
პირქვე დავეცი თავგაჩეხილი.

და აჰა, ვკვდები ყივჩაღის ხელით
(ვერც შევძელ ჯავრი ამომეყარა),
მახსოვს დრო... შენი თვალების ფერიც...
როცა სიკვდილი შემომეყარა!
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 25, 2009 4:04 pm

X X X

მთვარეს შევყეფ, ვით ბულბული ვარდსა,
უძილობას ვებრძვი კალმის წვერით,
ეს ოხერი, ბედი დამეთარსა,
ცხოვრებამაც გამადინა წვენი...

ადრე იყო, აღარ არის ახლა,
იქნებ არის, სადმე, ახლოს, აქვე...
ქარმა ერთი მოგონება დახრა,
მეორე კი გაიყოლა თავქვე.

მიდი წერე, გაცხარებით წერე,
სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ქალზე,
ბავშვობაში მომიყვანა წერომ
(ანდაც ბოშებს ჩამოვვარდი გზაზე)...

რა აზრი აქვს ახლა კარტის გაშლას,
მაგიდაზე შავი თეფშის ბრუნვას,
როცა უკვე ყველაფერი დაშრა
და დატოვა წუხილი და ურვა.

რა ვქნა, თავ-გზას ვეღარ ვუყრი დავთრებს
(ლამის მართლა გავიმეტო თავი),
იქნებ სჯობდეს ერთი კარგად დავთვრე
და... მევალეს მივუტანო ვალი.

მთვარეს შევყეფ, ვით ბულბული ვარდსა,
უძილობას ვებრძვი კალმის წვერით...
ღამეა და არ მივდივარ არსად
და ამბები გავიხსენე ძველი.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 25, 2009 4:07 pm

ერთი, ორი, სამ-სამი...

ერთი, ორი, სამ-სამი...
წუთს წუთით და წამს წამით,
მოფარფატე წამწამით
გულს აგრილებს მარაო,
ტორტმან-ტორტმან, სავსავით,
მოგლეჯილი მთასავით,
მოჟღრიალე ფასავით
მივალ და მივქანაობ...

ფიქრი ფიქრზე გამება,
ერთი, ორი, სამება,
გულზე არ მეკარება
ჰარმონიის ბგერები,
არის ტანჯვა-წამება,
სივრცეში გაქანება,
ცეცხლის ენა-ალებად
მოხვალ, მომეფერები.

ცაში ღვთის ხმა გაისმა,
გამიღიმა აისმა,
მე დამბადა მაისმა
წეროს ლურჯი თვალებით,
სახლში ტატა ჩაის სვამს,
მზეს უბეში ჩაისვამს,
მერე, მეტყვის: "აი, სად
ხარ და რად მემალები?!"

ერთი, ორი, სამ-სამი...
წუთს წუთით და წამს წამით,
მოფარფატე წამწამით
გულს აგრილებს მარაო,
ტორტმან-ტორტმან, სავსავით,
მოგლეჯილი მთასავით,
მოჟღრიალე ფასავით
მივალ და მივქანაობ...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Mar 04, 2009 10:26 pm

X X X

ამქვეყნად დარდით ვიცხოვრე,
იმქვეყნად დარდით მივდივარ,
ცხოვრების ვერა გავიგე,
ბედს სულ ფეხებზე ვკიდივარ.

მაინც არ ვნაღვლობ თავმკვდარი,
არას ვემდური ცხოვრებას...
შენ რომ მიყვარდი ლამაზო,
ეგეც მეყოფა ცხონებად.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Mar 04, 2009 10:29 pm

X X X

ცხელი ივლისი გავწურე მაგრად,
აგვისტოს ხელზე დავურტყი ხელი,
მე კვლავ ვიცინი სიცილით ძველით,
რომელსაც მუდამ მითვლიდი ნაკლად.

დრო დამდგომია ცრემლის და ბოდვის,
(თუმცა კი ვიცი ვერ გავიმარჯვებ),
მე ძველებურად ჩემს ლუკმას ვაჭმევ
ჩემივე ხელით კეთროვან ცოდვილს...

ძველებურად მცნობს ლოთების ქორო,
ძველებურადვე ნისლის სმით ვთვრები,
ვერ მომამტვრია ცხოვრებამ რქები
და ძველებურად გიჟივით ვცხოვრობ.

შენ რას იცინი, კარგად ვარ, კარგად,
შენს თავს ვფიცავარ, წრფელი ვარ, წრფელი...
აგვისტოს ხელზე დავურტყი ხელი,
ივლისი უკვე გავწურე მაგრად.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Mar 27, 2009 9:45 am

X X X

ამქვეყნად დარდით ვიცხოვრე,
იმქვეყნად დარდით მივდივარ,
ცხოვრების ვერა გავიგე,
ბედს სულ ფეხებზე ვკიდივარ.

მაინც არ ვნაღვლობ თავმკვდარი,
არას ვემდური ცხოვრებას...
შენ რომ მიყვარდი ლამაზო,
ეგეც მეყოფა ცხონებად.

***
ხევსური კაცის(მით უმეტეს პოეტის) გენები წარმოუდგენელია ხალხური ლექსის მადლის გარეშე.
საოცარი ფაქტია:
ქართული პოეზიის ყველაზე დიდი სასწაულიები დაკავშირებულია რვამარცვლოვან საზომთან:შოთა რუსთველი,გურამიშვილი,აკაკი ,ვაჟა,ხალხური პოეზია...მანდილოსანთაგან ანა კალანდაძე...
***
სასიამოვნოა,რომ გაგას ლექსებშიაც ბუნებრივად ჟღერს ეს დალოცვილი რვამარცვლოვანი.

sunny king queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Tue Mar 31, 2009 11:53 pm

სამძიმარა ყელღილიანს

არის რაც სიტყვად არასდროს ითქმის
(საკუთარ გულზე შენს სახელს ვქარგავ),
თითქმის ყოველდღე... ყოველდღე თითქმის,
დავდივარ, გეძებ, გპოულობ, გკარგავ.

და ისევ გეძებ აღმა და დაღმა –
ცაში, ყვავილში და წვიმის წვეთში,
ვიცი რომ აქ ხარ, ახლოს ხარ სადღაც,
სადღაც კი არა, ჩემში ხარ, ჩემში.

დრო დაჭედილი ცხენივით მიჰქრის,
ამ ტიალ სოფელს ვაწევარ ბარგად...
არის რაც სიტყვად არასდროს ითქმის,
დავდივარ, გეძებ, გპოულობ, გკარგავ.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Apr 01, 2009 12:06 am

X X X

მე აქ ვყოფილვარ... ამ კედლებში მივლია მარტოს,
შუაღამისას, სად ჭინკები უვლიდნენ დავლურს,
კარის კუთხესთან დახრჩვალივით ეკიდა პალტო
და სანთლის შუქზე დავეძებდი (ალბათ?!) სიყვარულს.

მე აქ ვყოფილვარ... ნაძვის სუნი მოჰქონდა ნიავს,
მერე ლოთივით დაჰკოცნიდა ნაღვინევ ჭიქებს
და ახლა როცა ჩამომხრჩვალის სახელი მქვია,
ნუღარ მომძებნი - დავლურისთვის გავყევი ჭინკებს.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Apr 01, 2009 12:10 am

X X X

დამპატიჟებენ ხვალე დილით, ვიცი მაყარში,
ქორწილის ღამეს გასჭორავენ სიძეს ქალები,
მთვრალი გავყვები გუდამაყრელს გუდამაყარში
და ჩემს ცხოვრებას არყის სმაში დავემალები.

დავთვრები, მერე გავიხსენებ ჩემს უბედობას,
ვიტყვი: "ცხოვრებავ, უსამართლოვ, გული მატკინე",
შემომძახებენ: "ცხოვრებაზე მორჩი ყბედობას,"
"მაშინ, დაასხით, ამ ცხოვრების დედაც ვატირე!"
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Apr 01, 2009 9:48 am

გაგა wrote:
X X X

დამპატიჟებენ ხვალე დილით, ვიცი მაყარში,
ქორწილის ღამეს გასჭორავენ სიძეს ქალები,
მთვრალი გავყვები გუდამაყრელს გუდამაყარში
და ჩემს ცხოვრებას არყის სმაში დავემალები.

დავთვრები, მერე გავიხსენებ ჩემს უბედობას,
ვიტყვი: "ცხოვრებავ, უსამართლოვ, გული მატკინე",
შემომძახებენ: "ცხოვრებაზე მორჩი ყბედობას,"
"მაშინ, დაასხით, ამ ცხოვრების დედაც ვატირე!"


აიტ,ძაან მაგარი,ერთხელ ხომ მაინც ...
დაასხით...Smile
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Apr 01, 2009 10:21 am

Jalali wrote:
გაგა wrote:
X X X

დამპატიჟებენ ხვალე დილით, ვიცი მაყარში,
ქორწილის ღამეს გასჭორავენ სიძეს ქალები,
მთვრალი გავყვები გუდამაყრელს გუდამაყარში
და ჩემს ცხოვრებას არყის სმაში დავემალები.

დავთვრები, მერე გავიხსენებ ჩემს უბედობას,
ვიტყვი: "ცხოვრებავ, უსამართლოვ, გული მატკინე",
შემომძახებენ: "ცხოვრებაზე მორჩი ყბედობას,"
"მაშინ, დაასხით, ამ ცხოვრების დედაც ვატირე!"

აიტ,ძაან მაგარი,ერთხელ ხომ მაინც ...
დაასხით...Smile



Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Jun 24, 2009 7:27 pm

* * *


ადრიან დილას საწოლიდან ღიმილით ვდგები,
მზეს ზეზე ვხვდები და ვკითხულობ სიცოცხლის ლოცვას,
ჭერმის ყვავილის სურნელებით უგონოდ ვთვრები,
ხეზე ჩიტები გალობენ მოცარტს.

თენდება დილა – თეთრი ნისლი ადედებს ჰაერს,
ძროხის ბღავილი ძაღლის ყეფას გზადაგზა იჭერს...
თუ გავგიჟდები, მეყვარება სიცოცხლე მაინც
და სიყვარულო, შენც გამაგიჟებ!

და ასე შეშლილს სიცილისგან მემტვრევა ფრთები,
ჭერმის ყვავილის სურნელება მთელს ტანზე მმოსავს...
ადრიან დილას საწოლიდან ღიმილით ვგდები,
ღიმილით ვამბობ სიცოცხლის ლოცვას.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Thu Jun 25, 2009 8:24 pm

და ასე შეშლილს სიცილისგან მემტვრევა ფრთები,
ჭერმის ყვავილის სურნელება მთელს ტანზე მმოსავს...
ადრიან დილას საწოლიდან ღიმილით ვგდები,
ღიმილით ვამბობ სიცოცხლის ლოცვას.


...
კაი ვაჟი და კაი პოეტია cheers
ნადირათ გაგა. king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Jun 26, 2009 1:40 am

გაგა wrote:
X X X

დამპატიჟებენ ხვალე დილით, ვიცი მაყარში,
ქორწილის ღამეს გასჭორავენ სიძეს ქალები,
მთვრალი გავყვები გუდამაყრელს გუდამაყარში
და ჩემს ცხოვრებას არყის სმაში დავემალები.

დავთვრები, მერე გავიხსენებ ჩემს უბედობას,
ვიტყვი: "ცხოვრებავ, უსამართლოვ, გული მატკინე",
შემომძახებენ: "ცხოვრებაზე მორჩი ყბედობას,"
"მაშინ, დაასხით, ამ ცხოვრების დედაც ვატირე!"

pirat
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Tue Jul 21, 2009 7:28 pm

X X X

ისევ პირქარია, გასკდა სულის აფრა,
მთვარე მიყიალობს მთვრალი შარა-შარა,
ძველი იმედები სადღაც ჩაიხაფრა
და დღე-მოლოდინი ქარმა გადაშალა.

გარეთ ღრიალია ლურჯი გრიგალისა,
მაღლა ლოცვაა და დაბლა სულის გმობა,
ბედმა ცხოვრებაზე ბევრი იხალისა,
თუმცა თვითონ ბედი გახდა უბედობა.

ეს დღეც ჩამოღამდა, ვდგავარ, პასუხს ველი,
ცაში ვბორიალობ – ღრუბელს მივედები,
ეს დღეც ჩამოღამდა, როგორც გუშინდელი,
ქვიშის მარცვლებია ახლა იმედები.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Jan 02, 2010 8:24 pm

***

მე მარტო ვარ სახლში და შენს ღიმილს ვნატრობ,
შემიყვარდი მგონი, მეც არ ვიცი რატომ,
შენ სიზმრიდან მოხველ, გამიღიმე თითქოს,
დამაჩვიე კაცი სინაზეს და სითბოს.

მერე შემიყვარე ვით ზღაპარში ხდება
და ამ სიყვარულში გაიარეს წლებმა...
ახლა როცა სახლში ღამეს ვხვდები მარტო,
შემომიღე კარი, ხომ იცი რომ გნატრობ.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Mar 24, 2010 8:27 pm

გაფრენა მინდა

"მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე,
მეც ვემზადები გაფრენისათვის"

ტერენტი გრანელი

ისეთი ცაა, მზე და ამინდი,
უნდა გავშალო სულის აფრები,
გაფრენა მინდა და თუ გავფრინდი,
ძვირფასო, შენ ნუ დაიზაფრები...

შენ არ გეგონოს, რომ შევიშალე,
რომ ფრენის სურვილს შეშლილი ვბოდავ,
ჩემი ცხოვრება თვითონ წავშალე
და უკან დამრჩა მადლი და ცოდვა.

მიფრინავს სული, სხეული მისდევს –
გასაოცარი შევკარ ირაო,
მივფრინავ, მივდევ ჰაერის ხიდებს,
ცაში არა ვარ მე უბინაო.

ჩემი სახლია ეს ზეცა წმინდა,
მზე მამაა და მთვარე კი დედა,
რა სათქმელია, ფრთები რად მინდა,
როცა ჩემს ფრენას მე თვითონ ვხედავ.

ისეთი ცაა, მზე და ამინდი,
უნდა გავშალო სულის აფრები,
გაფრენა მინდა და თუ გავფრინდი,
ძვირფასო, შენ ნუ დაიზაფრები...


მეტროს ვაგონში, ტელეფონში, მესიჯად დაწერილი ლექსი Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Apr 16, 2010 11:34 am

გაგა wrote:
გაფრენა მინდა

"მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე,
მეც ვემზადები გაფრენისათვის"

ტერენტი გრანელი

ისეთი ცაა, მზე და ამინდი,
უნდა გავშალო სულის აფრები,
გაფრენა მინდა და თუ გავფრინდი,
ძვირფასო, შენ ნუ დაიზაფრები...

შენ არ გეგონოს, რომ შევიშალე,
რომ ფრენის სურვილს შეშლილი ვბოდავ,
ჩემი ცხოვრება თვითონ წავშალე
და უკან დამრჩა მადლი და ცოდვა.

მიფრინავს სული, სხეული მისდევს –
გასაოცარი შევკარ ირაო,
მივფრინავ, მივდევ ჰაერის ხიდებს,
ცაში არა ვარ მე უბინაო.

ჩემი სახლია ეს ზეცა წმინდა,
მზე მამაა და მთვარე კი დედა,
რა სათქმელია, ფრთები რად მინდა,
როცა ჩემს ფრენას მე თვითონ ვხედავ.

ისეთი ცაა, მზე და ამინდი,
უნდა გავშალო სულის აფრები,
გაფრენა მინდა და თუ გავფრინდი,
ძვირფასო, შენ ნუ დაიზაფრები...


მეტროს ვაგონში, ტელეფონში, მესიჯად დაწერილი ლექსი Smile


რაც ჩემს ბოლო ახალ ლექსს:"ბოლო ლექსი" ვუწოდე,იმის შემდეგ არაფერი დამიწერია.ბოლო-თქო და ვეღარ ვწერ და რა ვქნა,ჩავიდე ვითომ მეტროში?! იქნებ დამეწეროს?!

კარგო ადამიანო,რა კარგი ლექსია!
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sun Nov 21, 2010 2:04 pm

ძალიან ძველი ლექსებიდან, ოდეს დეპრესიას გახლდით

დღე - დეპრესია

აბურდულია ერთმანეთში სულის ძაფები,
წარსულის გზები ქაოსურად ერთურთს სერავენ,
დაგროვილ ცრემლებს როგორც ღვინოს დავეწაფები -
ყელში გადავა მლაშე წყალი ვით საფერავი.

მერე მოვუხმობ ალებს, ჭინკებს და ეშმაკუნებს,
წარსულიც მოვა ჩამომჭკნარი თეთრი ყვავილით,
ეს ჩემი გული ნაქარალი დაირაკუნებს
და შეასკდება ზეცას ჩემი მწარე ბღავილი.

მიწას მოვფხოჭნი გაყინული ლურჯი თითებით,
მწუხარე მიწა სულშეძრული დაიწყებს კვნესას,
მითხარით ვინმემ, ამ ცხოვრების ქუში მითები
რაღა დასაწვავ ამ ჩემს ტვინში ამოითესა?!

აბურდულია ეს ცხოვრება და მის ქაოსებს
ვეღარ უძლებენ დაჭიმული ჩემი ნერვები,
შხამო-ცხოვრებავ, გეფიცები, მართლა მაოცებ _
შენგან მოწამლულს სულს მიბერავ, თავზე მევლები.

ვიღას რად უნდა ეგ რიოში ყალბი მანერა,
რა თავში ვიხლი დამადლებულ გულღრძო სალამებს,
ალბათ არ იცი სული თვითონ ღმერთმა ჩამბერა
და ჩემი სუნთქვა დაუბარა იასამანებს...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Thu Feb 03, 2011 11:30 am

"ხევსურეთი... შავ-თეთრია აქაურობა"
გიო არაბული


შავ-თეთრია აქაურობა...
მზეც კი ნელ–ნელა გაშავ–გათეთრდა.
დაემსგავსა გადაფხეკილ ფრესკას;
ჩამორეცხილს შავი წვიმისგან.
შავი ღამე გათენებისას ნელ–ნელ გათეთრდა,
ქარების გვრინი ჩაჩუმდა ხრამში –
ხმით დაიტირეს მკვდარიც... ცოცხალიც...
შავ-თეთრია აქაურობა...
ფერადია მხოლოდ სულები –
მუცოს კოშკებთან რომ მიქრიან...
მაღლა ზეცისკენ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 11, 2011 1:32 am

ამ ავტორს "აბა რად გინდა იყო ხევსური"თ ვიცნობSmile
დადეთ რა
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Aug 29, 2011 9:50 am

ლურჯი დუმილი ხარჯამის ბაღისთვის

ხარჯამის ბაღში, სად იზრდება სულის ლურჯი ხე,
სად ჰყვავილობს ნარინჯ–თურინჯი და ხილი მათი უმტკბარესია,
სად ჰყვება ზღაპარს ურძნის მარადმწვანე ბუჩქი,
სად გალობს ლურჯი ფრინველი ზეციურ ხმებით,
იქ, სწორედ იქ იშლება შენი ბედის ვარდი;
ეძებე დიდხანს, თუნდაც დაგჭირდეს მთელი ცხოვრება,
ეძებე ვარდი – შენი სულისა;
და ოდეს იგი იხილო გაუშლელი ლურჯი კოკორი,
მიიჩნიე იგი უფლის ნიშნად, უფლის წყალობად...
უნდა ელოდო, ელოდო დიდხანს,
თუნდაც დაგჭირდეს მთელი ცხოვრება,
არ დაგეძინოს, არ მოგშივდეს, არ მოწყურდეს, არ შეგეშინდეს,
არ დაკარგო რწმენა ესრე შეურყეველი;
და მერე როცა შენი სულის ლურჯი ვარდი დაიწყებს გაშლას,
უნდა მოასწრო და შეისუნთქო სურნელი მისი.
შეისუნთქე არა ხარბად, არამედ ნელა... მთელი გრძნობით, მთელი არსებით...
სურნელი იგი მოგანიჭებს უკვდავებას, მოგანიჭებს სილბოს ტანისას,
შენი სხეული გახდება მსუბუქ; ხელები შენი გახდება ფრთები...
დაიქნევ ხელებს და აფრინდები...
ნუ აფრინდები მაშინვე ზემოთ, ამო იქნება შენი მცდელობა.
აფრინდი ნელა, შემოავლე ხარჯამის ბაღს ერთი ირაო,
დაინახე შენი სულის გზა, რომელიც მიდის ბაღის შუაში... კამკამა ტბაში...
იქეცი თევზად, ლურჯი ლაყუჩიდან შეისუნთქე ჰაერი
და დაეშვი ტბის ძირას,
სადაც იხილავ ლურჯ ნიჟარას, ლურჯი ბადახშით...
ჩაიხედე მასში... სად დაინახავ შენს ცხოვრებას - ღმერთის ბოძებულს...
ნუ აგაღელვებს შენს თვალწინ მოლივლივე საგნები და ნუ სტაცებ ხელს, რადგან გახსოვდეს, ნემსკავზეა იგი აგებული და ეს იქნება შენი საცთური.
გაერიდე თვალდახუჭული და წაიღე ბადახშის მზერა – მისი სიტყვა, ზედ წაწერილი.
დაბრუნდი სახლში, თუ გაქვს სახლი,
დაბრუნდი ცოლთან, თუ გყავს ცოლი,
დაბრუნდი შვილთან, თუ გყავს შვილი,
დაბრუნდი მოძმესთან, თუ გყავს მოძმე,
დაბრუნდი... მაგრამ ნუ ახსენებ ხარჯამის ბაღს;
ნუ მოჰყვები ზღაპარს ლურჯ ვარდზე ან ლურჯ ბადახშზე,
რადგან წაიღებს ბაღი, რასაც დაუბრუნდი...
ეს იქნება სახლი შენი,
ეს იქნება ცოლი შენი,
ეს იქნება შვილი შენი,
ეს იქნება მოძმე შენი;
დარჩები მარტო, როგორც უდაბნოს ქარი – ვინც ჰქრის არსაით!
ამიტომ, გახდი თვითონ დუმილი,
არა სთქვა სიტყვა, თუნდაც ერთი, თუნდაც ნახევრად,
რადგან იგი საკმარისია დანაკარგისთვის.
დადუმდი მარად, იყავ უტყვი, მაგრამ მეტყველი...
შენი დუმილი გახდება წიგნი, გახდება სიტყვა ჯერ არ–თქმული, ნათქვამი ხალხში.
იყავ მდუმარი და გაიგებ საუბარს ცეცხლის,
იყავ მდუმარი და გაიგებ საუბარს მიწის,
იყავ მდუმარი და გაიგებ საუბარს ჰაერის,
იყავ მდუმარი და გაიგებ საუბარს წყლისას;
იყავ მდუმარი და გაიგებ საუბარს ყველა ცხოველის, ფრინველის, მწერის...
შენ გაიგებ ხმას ანგელოზის და შენი პირით იმეტყველებს ღმერთი...
იყავ მდუმარი...
იყავ მდუმარი...
იყავ მდუმარი...

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

ხარჯამის ბაღში, სად იზრდება სულის ლურჯი ხე,
სად ჰყვავილობს ნარინჯ–თურინჯი და ხილი მათი უმტკბარესია,
სად ჰყვება ზღაპარს ურძნის მარადმწვანე ბუჩქი,
სად გალობს ლურჯი ფრინველი ზეციურ ხმებით,
იქ, სწორედ იქ იშლება შენი ბედის ვარდი...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Sponsored content




PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: