არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:10 pm

X X X

წუხელ მესიზმრა ომები,
სისხლის რუები დიოდა,
მოკლული მუცალის ლანდი
გორიდან ჩამამკიოდა.

იქით მკვდარ ეგდო ზვიადა,
აქეთ ჯოყოლა დაჭრილი,
ხოლო მზე სისხლით მოსვრილი
მთებსშუა იყო გაჩრილი.

მკვდარსა კორტნიდა ყორანი,
სისხლით გამძღარი ყიოდა,
რაზიკათ ლუკაის ლანდი
ფერდობზედ ჩამოდიოდა...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:12 pm

X X X

მომწყინდა ცეკვა და როკვა
(გულს მკვდარ შვილივით დავყურებ),
სევდას მარილად ავლოკავ
და აღარ გავიზაფხულებ...

არ მინდა სიყრმეს ვფიცავარ
მუსიკის თეთრი ფერები,
უმკვდრო საფლავის მიწა ვარ
და გთხოვ ნუ მომეფერები.

იქით მიდექი მაცილო,
წინ საქმე მიდევს საშური,
რად ცდილობ, რომ გამაცინო –
გული მაქვს გადახარშული.

წუხელ ზარივით დავრეკე
მთვარე – ცის თეთრი საყურე,
სევდას მარილად ავლოკავ
და კიდევ გავიზაფხულებ...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:16 pm

აბა, ეგრე ნახე, გაგავ - მარტო მძიმეები ჩავამატე და, - ივარგებს?

X X X

მომწყინდა ცეკვა და როკვა
(გულს მკვდარ შვილივით დავყურებ),
სევდას მარილად ავლოკავ
და აღარ გავიზაფხულებ...

არ მინდა, სიყრმეს ვფიცავარ,
მუსიკის თეთრი ფერები.
უმკვდრო საფლავის მიწა ვარ
და გთხოვ, ნუ მომეფერები.

იქით მიდექი, მაცილო,
წინ საქმე მიდევს საშური.
რად ცდილობ, რომ გამაცინო –
გული მაქვს გადახარშული.

წუხელ ზარივით დავრეკე
მთვარე – ცის თეთრი საყურე,
სევდას მარილად ავლოკავ
და კიდევ გავიზაფხულებ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:35 pm

რასაკვირველია ივარგებს.

Smile
აუცილებელიც კია
ჩემთანაც გავასწორებ
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:40 pm

ბერდედას – მერი ღუნაშვილს

"პაპა აღარ გყავს შვილოო", – ამოიტირე და მეც გული ამომიჯდა.
მხრებაწურული შემოვედი და გულში ჩაგიკარ.
ერთი ტირილი ქვეყანას მერჩია, მაგრამ ვერ ვტიროდი.
"შენი და მამაშენის ნატვრაში დალია სულიო".
შენ გენაცვალე ჩემო ბერდედავ, შენს დამჭკნარ ხელებს ვენაცვალე,
შენს მოთქმა-ტირილს, ქვასაც რომ აატირებს.
"ადე, კაცო, ბიჭი მოვიდა, ხატისთვის ცხვრის შაწირვა ნდომებიაო".
...ვაგლახ, ღუნაანთ ქალო, დარჩი ცალუღელა ხარივითა.
"ვაიმე, ხალხო, რა მეშველებაო"?! – ცას ხევდა შენი ტირილი.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:41 pm

სონეტი
გრიგოლ რობაქიძეს

კრიალოსნები (ეკბატანის) – ქარვის, გიშერის,
მიზგითზე მთვარე გაყურსული, რაღაც საშიში,
ყავახანასთან მარჩიელი დგას ფეხშიშველი
და ნარგილეში იზმორება მთვრალი ჰაშიში.

ცეცხლის ბორბალში ერთურთს კლავენ ღრიანკალები,
ჰოი, ჰამადან, სისხლდამწვარო აქემენიდო,
სარებზე უხვად ჩამოგიცვამს თავისქალები...
იქნება, სჯობდეს, რომ გნახო და არ გაგერიდო.

გააჩხრიალე ბარემ, ერთი, ეგ კამათელიც,
ვისტასპას ძეო, რატომ ღელავ, ძოწით მოსილი?!
იქნებ, აღარ გაქვს არავისთვის არრა სათქმელი
და დაწანწალებ ქუჩა-ქუჩა ბარბაროსივით...

ჰოი, ეკბატან, ეს ვიცოდე როგორ გაგიძელ,
ერთმა ყარიბმა, მზისმძებნელმა ირუბაქიძემ?!
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:42 pm

ნაბახუსევზე ნამზერი კოლხური მისტერია

ნისლი ეხვევა მდუმარე ქალაქს –
თამბაქოს ბოლი კორპუსებს ათრობს,
დილა აღვიძებს ჩიტების ბანაკს,
კატა კნავილით მენაგვეს ართობს.

ქარი სუნთქავს და იბერავს ლოყებს –
ალბათ დუდუკზე დაუკრავს შუსტარს,
მზეს უნდა მთვარის ზღაპარი მოჰყვეს,
ყვირის მემაწვნე – იშოვნის მუშტარს.

გარეთ ზიდჰართა დაეძებს ლოტოსს,
თურმე დახრილა სამყაროს ღერძიც...
ჩვენ კი ვსვამთ ლუდს და ვთამაშობთ ლოტოს –
მე, აიეტი და ოქროს ვერძი.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:44 pm

ჩამაიარა სიკვდილმა
ხალხურ კილოზე

ჩამაიარა სიკვდილმა
შავი თმით, შავი ჩოხითა,
შავ ცხენზე იჯდა ბედშავი,
შავი ხმლითა და თოფითა.
შამხვდა, შამხედა, შაწუხდა,
მითხრა რიდით და ოხვრითა:
"სიაში შენი გვარი მაქვს,
გპატიჟებ წელში მოხრითა".

ბერპაპამ გამაიხედა,
მოვიდა შინდის ჯოხითა:
"მე წამიყვანე სიკვდილო,
გაგყვები გინდა ხოხვითა,
ოღონდაც ბალღსა ნუ მაჰკლავ,
გადვიხდი კურატ-ძროხითა".
...სული დალია თიბვაში –
მზის გულზე მოკვდა საწყალი,
პაპის სიკვდილი მწარეა
როგორაც წინწანაქარი.

სიკვდილმა ჩამაირბინა
წითელი ტალავარითა,
წითელი ქუდი ეხურა,
წითელი ჩექმა-ქამრითა.
ამხედ-დამხედა ირიბად,
ერთი დაფიქრდა წამითა,
მერე თქვა: "შენი ჯერია,
იქ მიგელიან ღამითა".

მამაჩემმა რომ გაიგო,
კენჭი გაკვნიტა ჯავრითა:
"სიკვდილო, ნებით მაშორდი
ან მაგაშორებ ძალითა,
ბალღთან აბა რა ხელი გაქვს –
ერთი მამხედე აქითა"!
...დღეობას ხანჯლით აკაფეს,
გაუწყდა სულის ბაწარი...
მამის სიკვდილიც მწარეა
როგორაც წინწანაქარი.

ჩამაიქროლა სიკვდილმა
თეთრ ცხენზე იჯდა ტიალი,
გატყორცნილ ელვასა ჰგავდა
თეთრი მათრახის ტრიალი.
თეთრი თმით, თეთრი ფაფახით,
თეთრ ჩოხით, სირმის წკრიალით,
დამკივლა: "ადე, რას უცდი,
დღე დაგიბნელდა მზიანი"!..
არც მამა მყავდა, არც პაპა,
ადრე მასვლოდათ ზიანი.

ვთქვი: "შენ მადლობა სიკვდილო,
გამხდარხარ უფრო ჭკვიანი,
დღეს მართლა ჩემი ჯერია,
არც ადრე, არცა გვიანი.
ეს სულის თოკიც გადაჭერ,
რაც დაბადებით დავწანი,
რახან მკლავ, ესეც შენ გქონდეს" –
და... სახრე გადავაწანი;
სიკვდილს ფაფახი ჩამასძვრა,
ჩამაეშალა ნაწნავი...

სიკვდილი ქალი ყოფილა –
ვიგრძენი თავის ბრუალი,
ვთქვი, ერთი ჩამაკოცნინა,
აქ სამართალი თუ არი...
იმ ღამით სიკვდილთან ვიწექ –
ვიყავი მისი სტუმარი!..


Last edited by გაგა on Thu Feb 12, 2009 3:20 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Thu Feb 12, 2009 1:23 pm

sunny

ძალიან კარგი ლექსების ავტორი ყოფიხართ, ეს ისეთი ბეწვის ხიდია-ხალხური მოტივი, და თან ახალი რომ უნდა თქვა. ასეთი ლექსები, თითქმის, არ მომწონს, რადგან ხშირად ბანალურები ხდება, თქვენ კი ძალიან მაგრად გამოგდით!

Smile
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Thu Feb 12, 2009 3:16 pm

nuciko dekanozishvili wrote:
sunny

dzalian kargi leqsebis avtori yofixart, es iseti becvis xidia-xalxuri motivi, da tan axali rom unda tqva. aseti leqsebi, titqmis, ar momwons, radgan xshirad banalurebi xdeba, tqven ki dzalian magrad gamogdit!

Smile


ძალიან დიდი მადლობა Smile
მიხარია თქვენი ასეთი შეფასება sunny
რამოდენიმე მაქვს ხალხურ მოტივზე. სიკვდილზე შარშან დავწერე.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 14, 2009 9:37 pm

წვიმს გრემისხევში

წვიმს გრემისხევში, მიდის ღვარები,
წვიმაა ლურჯი და იდუმალი,
დახურულია ჩემი კარები
და ჯერჯერობით არ სჩანს სტუმარი.

ვინ გინდა იყოს წვიმა თუ ქარი,
სამების მთა თუ მუცოს ქედები?!
ჩემს სახურავზე ჩუმი მუქარით
ნახვრეტებს თვლიან წვიმის წვეთები...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 14, 2009 9:39 pm

დღე ჩამოილია

დღე ჩამოილია
კლდესავით ნაშალი,
მთვარემ მოიხვია
ცისფერი თავშალი.

ქარი მოჰკიოდა
გასუდრულ ლაზარეს,
ღამე მოდიოდა
მკაცრი და საზარი.

ღამე მოდიოდა
კვეხნით და მუქარით,
თბილად მიღიმოდნენ
სანდრო და ლუკაი...

როშკასთან დედაბრებს
და დევებს ეძინათ,
ღულში კი თვრებოდნენ
ჯურხა და ბეწინა.

...ვებრძოდი მირიანს -
ფიცხი და აშარი...
დღე ჩამოილია
კლდესავით ნაშალი.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 14, 2009 9:39 pm

რომელი ხარ

ვარ ერეკლე კრწანისის შემდეგ...
ვარ დარლას საფლავზე დაკლული ზვიადაური,
ვარ თვალებდათხრილი მამამზე ერისთავი,
სულხანაური ვარ - შატილიონის ტყვიით მკვდარი,
აღდგომა დილით გარდაცვლილი მხატვარი და
ფილტვებდახრული პოეტი ვარ.
კოჭლი სარდლის მიერ აოხრებული საქართველო ვარ...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 14, 2009 9:41 pm

მეგობრებს

დღეს დავრჩი მე თქვენს იმედად,
არ გავიტეხე ხმიადი,
სადა ხარ ჩემო იმედავ?!
სადა ხარ ჩემო ზვიადი?!

გზაზე ვაგდივარ ლოდივით,
ჩემს ტანზე ხანჯლებს ლესავენ...
გადავიღალე ლოდინით,
გამოჩნდით, თქვენი კვნესამე.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 14, 2009 9:42 pm

X X X
ნიკო სამადაშვილს

გადაიხარა შენი სამშვილდე,
მაგრამ არ გინდა ეშმაკს მინებდე,
სული ვერაფრით ვერ დაამშვიდე,
გული ვერაფრით დააიმედე.

გდევდა აჩრდილი რძისფერ ქაოსის,
გზა იყო... გზაზე ხევი და თხრილი,
კვნესოდა ჯვარი სასაფლაოსი
და მზე ყვიროდა თვალებდათხრილი.

უღვთოდ გაძენძე შენი იღბალი -
თმაგაწეწილი დასდევდი ლანდებს,
რა ვქნა, ვერ ვხვდები, თუ ვინ იყავი,
მიწას ფეხებში რომ გაებლანდე.

მიდი, იცინე ჩემო ჯავარო,
ჩემო ნიკო და ჩემო ნიკოლა,
მიდი, იცინე, არის ალალი,
ცხოვრება არის: არა იყო რა.

მიდი, იცინე, სიცილი გიჯობს,
დღე რას დაგაკლებს, დღე ბედსაპყარი,
"ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი"...

გადახრილია შენი სამშვილდე,
მაგრამ არ გინდა ეშმაკს მინებდე...
სული ვერაფრით ვერ დაამშვიდე,
გული ვერაფრით დააიმედე.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 20, 2009 10:27 am

გველეთის მთვარე

სხვას სხვა უყვარდეს, სხვამ სხვა ინატროს,
ყველამ თავისი ადიდოს მხარე,
მე შენ დაგეძებ, საით ბინადრობ,
ჩემო ლამაზო გველეთის მთვარევ.

განა ხევსურებს ტყუილად უთქვამთ:
"შამახკარითო, ბრძოლისა ზარებს",
მე შენით ვბრძოლობ, მე შენით ვსუნთქავ,
ჩემო ლამაზო გველეთის მთვარევ.

გუშინ ავბორგდი, მტერი ავქენი,
გააფთრებული ვაჭრიდი მკლავებს,
სად დამეკარგე, ძლივს მოგაგენი,
შენ დამამშვიდე გველეთის მთვარევ.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 20, 2009 10:28 am

X X X

უკრავს დაფი და ბობღანი,
ჩემს პორტრეტს ხატავს ნიკალა,
მიწიდან მე ამოგბღავი,
ზღაპრიდან ხარი-წიქარა.

არც ჰანგი მინდა, არც ტილო,
თუ კი შენ არა ხმაურობ...
სადამდე უნდა მატირო -
ჩემო ლამაზო მამულო.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 20, 2009 11:20 pm

შემინდე, ქრისტე

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გაგყიდე ოცდაათ ვერცხლად... რადგან შენს წინაშე ცრემლებსა ვღვრიდი - ოღონდ მამაჩემი ნუ წავა-მეთქი ჩვენი სახლიდან. მაინც წავიდა. და მე გაგყიდე!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გამოვუძეხ მახვილებითა და წათებით აღჭურვილ გუშაგებს და მოვიყვანე გესთიმანიის ბაღში... რადგან ჩემს სიმსივნიან ძუძუმოჭრილ დედას, რომელიც ტკივილისაგან ხმაღლა კიოდა, თვალში სიცოცხლის უკანასკნელი სხივი ჩაუქრა. და მე გამოვუძეხ რაზმს შენსკენ!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გეამბორე და ვანიშნე მალქოზს, რომ შენი იყავი იეშუა... რადგან ჩემი ბავშვობა მოიფშრუკა ხმელი ბალახივით, დაიფშვნა და ქარმა გაფანტა. და მე გეამბორე!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გაგშოლტე, გნერწყვე კიდეც, დაგცინოდი და გაგინებდი... რადგან ჩემი ოცნებები ქარმა წაიღო და გაჭირვება დამიძმობილდა. და მე მშიერმა გაბოროტებით გშოლტე და გნერწყვე!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გაცვი ჯვარზე გოლგოთას... რადგან შემომეფანტნენ მეგობრები და გამიმრავლდა მოშურნეები და მტრები ფრიად. დამემშა ოჯახი - საკუთარი შვილის შიმშილს ვეღავ გავუძელ. და მე გაცვი ჯვარზე!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე ვაჭამე ლომებს და ვეფხვებს ქრისტეანები... რადგან საკუთარი თირკმელი გავყიდე და ეს ფული მხოლოდ მკვდრების დამარხვას ეყო, ხოლო ცოცხლები დარჩნენ ხელგამოწვდილნი. ვეღარ გავუძელ. და მე ვაჭამე მხეცებს ქრისტეანები!

მაინც დუმხარ?
მაინც გიყვარვარ?
მაინც მოელი ჩემგან სინანულს?
და გეუბნები: შემინდე, ქრისტე!


Last edited by გაგა on Sat Feb 21, 2009 12:14 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Fri Feb 20, 2009 11:37 pm

ნადირათ გაგავ, ძალიან არ მიყვარს მე ეგრეთ წოდებული ”რიტმული პროზა” - პროზას სულ სხვანაირი რიტმი აქვს და ის რიტმი ნაწერის შიგნითაა, ეგრე ცხვირ-პირში მოხლილი კი არ არის, როგორც ამ ”რიტმულ პროზაში”...

განა მე გედავები - შენ როგორც გინდა, მაგრამ მე ამას ლექსის გრაფიკულ ფორმას მივცემდი, რახან ლექსი მგონია მაინც.
და არც ორ სათაურს დავუტოვებდი...

სათქმელი კიდევ მართლა კარგია - ჩემი დღევანდელი ცოდვები რომ იმ ძველ ცოდვებს მიეთვლება და, იმ და ამ ცოდვების ჩამდენი ვარ მეც, ეგრე რომ ვხედავ საკუთარ თავს, ესე იგი, სინანულში ვარ...

სინანული კიდევ - დიდი მადლია და ისეთი შედევრსაც დააწერინებს ხოლმე ადამიანს, როგორიც ”გალობანი სინანულისანი” არის.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 21, 2009 12:13 am

აბა როგორ ვქნა – პროზაში გადავიტანო.
სათაური რომელი დავტოვო?
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 21, 2009 12:17 am

გაგა wrote:
აბა როგორ ვქნა – პროზაში გადავიტანო.
სათაური რომელი დავტოვო?

Arrow

მე ვამბობ, რომ ლექსად ვაქცევდი მეთქი, გაგავ!
სათაურად - პირველს დავტოვებდი.

შენ პროზის წერა იცი და, - გამოდის ეს პროზა?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 21, 2009 12:20 am

არჩანდა wrote:
გაგა wrote:
აბა როგორ ვქნა – პროზაში გადავიტანო.
სათაური რომელი დავტოვო?

Arrow

შენ პროზის წერა იცი და, - გამოდის ეს პროზა?

მინიატურა?



Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 21, 2009 12:33 am

გაგა wrote:
არჩანდა wrote:
გაგა wrote:
აბა როგორ ვქნა – პროზაში გადავიტანო.
სათაური რომელი დავტოვო?

Arrow

შენ პროზის წერა იცი და, - გამოდის ეს პროზა?

მინიატურა?



Smile

გინდა მინიატურა, გინდა ესკიზი, გინდა ჩანახატი.
გამოდის ეს რომელიმე?

ლექსი მგონია მე ეს უფრო...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 21, 2009 11:21 am

''შემინდე, ქრისტე

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გაგყიდე ოცდაათ ვერცხლად... რადგან შენს წინაშე ცრემლებსა ვღვრიდი - ოღონდ მამაჩემი ნუ წავა-მეთქი ჩვენი სახლიდან. მაინც წავიდა. და მე გაგყიდე!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გამოვუძეხ მახვილებითა და წათებით აღჭურვილ გუშაგებს და მოვიყვანე გესთიმანიის ბაღში... რადგან ჩემს სიმსივნიან ძუძუმოჭრილ დედას, რომელიც ტკივილისაგან ხმაღლა კიოდა, თვალში სიცოცხლის უკანასკნელი სხივი ჩაუქრა. და მე გამოვუძეხ რაზმს შენსკენ!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გეამბორე და ვანიშნე მალქოზს, რომ შენი იყავი იეშუა... რადგან ჩემი ბავშვობა მოიფშრუკა ხმელი ბალახივით, დაიფშვნა და ქარმა გაფანტა. და მე გეამბორე!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გაგშოლტე, გნერწყვე კიდეც, დაგცინოდი და გაგინებდი... რადგან ჩემი ოცნებები ქარმა წაიღო და გაჭირვება დამიძმობილდა. და მე მშიერმა გაბოროტებით გშოლტე და გნერწყვე!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე გაცვი ჯვარზე გოლგოთას... რადგან შემომეფანტნენ მეგობრები და გამიმრავლდა მოშურნეები და მტრები ფრიად. დამემშა ოჯახი - საკუთარი შვილის შიმშილს ვეღავ გავუძელ. და მე გაცვი ჯვარზე!

შემინდე, ქრისტე!
ეს მე ვაჭამე ლომებს და ვეფხვებს ქრისტეანები... რადგან საკუთარი თირკმელი გავყიდე და ეს ფული მხოლოდ მკვდრების დამარხვას ეყო, ხოლო ცოცხლები დარჩნენ ხელგამოწვდილნი. ვეღარ გავუძელ. და მე ვაჭამე მხეცებს ქრისტეანები!

მაინც დუმხარ?
მაინც გიყვარვარ?
მაინც მოელი ჩემგან სინანულს?
და გეუბნები: შემინდე, ქრისტე!''




იცი ბობო.რელიგიური თემატიკა ძალიან ფაქიზი და სათუთია.
ეს ლექსი,თუ პროზა რაც გინდა დაარქვით, მოფიქრებული უფროა,ვიდრე განცდილი.
ხო ''სწორი'' და კარგი ლექსია ყველანაირი ადამიანური საზომით,მაგრამ ამ ლექსს აკლია მთავარი- ადამიანური გულწრფელობა.
ავტორი კარგი ადამიანია,ნიჭიერია,ვნახე მისი სხვა ლექსები,მაგრამ აქ სულ ცოტა არ მჯერა მისი და სულ ცოტა ეს ჩემთვის პოზაა.
ეს არ არის განცდილი ლექსი.
მე არც პოეტური სიმულაციების,არც ხელოვნურად გაკეთებული ლექსის წინააღმდეგი არ ვარ,მითუმეტეს თუ კარგი ლექსი''მიიღება'' ამის შედეგად.
მაგრამ ამ ლექსს,თუ პროზას ,ამ თემას ყველაზე მთავარი ადამიანური გულწრფელობა დააკლდა.ანუ ძალიან ზედმეტადაა აქ ნაფიქრი და''დავარცხნილი'',ამან ლექსს სიმსუბუქე და გულწრფელობა დაუკარგა . ეს ისეთი თემაა რომ სულ ოდნავი ფალში,ზედმეტი ტვინის ჭყლეტვა და ფილოსოფია ,და პოზა...ჩემთვის ეს არ შემდგარი ,მკვდარი ენერგეტიკის ლექსია.თუმცა ბევრს მოსწონს ეს პოეზიაში.ჭკვიანური აზრების გარითმვა.სული არ არის ჩადებული ამ ლექსში,უფლისადმი აღვლენილში.ან უფრო სწორად დამაკლდა და მეტი სული,მეტი განცდა და ადამიანური სიწრფელე უნდა ჩაედო ავტორს.ლექსის სწორად აზროვნებისთვის ზრუნვამ ეს ყველაფერი შეიწირა.
ჩემი პატივისცემა და კეთილგანწყობა ავტორს.ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ვსოSmile
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Sat Feb 21, 2009 11:28 am

რეცენზენტის პირით ჭეშმარიტი კრიტიკოსი ღაღადებს Mad
არ იწყინოს ავტორმა, გაი თვალის წინოს! Razz
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Today at 4:04 am

Back to top Go down
 
ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: