არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 12:33 pm


Ramaz Gigauri

რამაზ გიგაური

ლეღვის ხე

ბევრი ნაყოფი დაისხა, ტოტები
დაიზნიქა, დამწიფდა და ფუტკრები
დაიხვია.
გაახარა დიდი და პატარა – ყველას
პირი ჩაუტკბარუნა...
გახარებულს ის იყო ძილისთვის
თავი უნდა მიეცა, რომ ამ დროს
გზაზე მშიერმა იესო ქრისტემ
ჩამოიარა...

study

ბმულები:

* Ramaz Gigauri - Georgian astrologer and self-help author - http://zodiaqo.blogspot.com/

* Ramaz Gigauri (Lakshmi Ravi Ramananda) - http://www.facebook.com/profile.php?id=100000497773550#!/profile.php?id=100000497773550&sk=wall





Last edited by Admin on Fri Feb 04, 2011 5:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 12:35 pm

***
უფლის საბძელთან დაფარფატებს ჩემი აჩრდილი,
ცოდვები ჩემი ჟივჟივებენ როგორც მერცხლები,
გულმოწურული საიქიოდ შევივერცხლები,
მალე ეს სული დროს ექნება პირში გაჩრილი.

მივასკდი ზეცას – დავიმტვრიე გულის კამარა,
ჩემმა სხეულმა სამრეკლოზე ზარად დარეკა,
ქარმა ფიქრები აწეწა და შორს გადარეკა
და მე დამტოვა უდაბნოში დარდის ამარა.

შეპყრობილი ვარ უჟმურით და ციებ-ცხელებით,
ვწევარ ქვიშაზე ათასობით ძარღვგადაჭრილი...
უფლის საბძელთან დაფარფატებს ჩემი აჩრდილი,
ცოდვები ჩემი ჟივჟივებენ როგორც მერცხლები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 5:43 pm

მშვენიერ ლექსებს წერ შენ, ნადირათ გაგავ! პროზასაც წავიკითხავ და მიხოს კიდევ დიდი მადლობა აქ შენი მოყვანისათვის. cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:12 pm

სანათა wrote:
მშვენიერ ლექსებს წერ შენ, ნადირათ გაგავ! პროზასაც წავიკითხავ და მიხოს კიდევ დიდი მადლობა აქ შენი მოყვანისათვის. cheers sunny

გაიხარე სანათა Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:14 pm

სინათლის მგზავრი

"მშვიდობით, ქალავ, დე, არხოტს აჩნდეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი".
გაბრიელ ჯაბუშანური

სადღაც მთის გადაღმა ხრიალებს არხოტი,
ორი მთის გადაღმა – ღილღო და ჯოყოლა,
გრიგალმა წარსულის ლანდები ახვეტა –
ხევში გადაყარა, მეც გადამაყოლა.

მშვიდობით, გაბრიელ! – თავს მიქნევს ძახველი,
მშვიდობით, გაბრიელ! – დამტირის ასას ცა,
არაგვმა ბგერები ძლივს ამოახველა –
ეტყობა სათქმელი სასულეს გადასცდა.

მშვიდობით... მშვიდობით – ტკარცალებს კოცონი,
ჩაფერფლილ რვეულში ბღავიან ლექსები,
მთა-ბარი იდუმალ სიჩუმეს მოუცავს,
ზეცაში ავდივარ, უფსკრულში ვეშვები...

და ისევ სიჩუმე. ერთია მიზანი –
როგორმე შემოვრჩე სულეთის კიდობანს,
ბროლის ცა მშვიდობის ანგელოზს მიგზავნის,
უფსკრულის მოამბეც მომძახის მშვიდობას.

სადღაც მთის გადაღმა ხრიალებს არხოტი,
ორი მთის გადაღმა – ღილღო და ჯოყოლა,
გრიგალმა წარსულის ლანდები ახვეტა -
ხევში გადაყარა და გადამაყოლა...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:16 pm

იყო და არა იყო რა

"იყო და არა იყო რა",
ასე იწყება ზღაპარი...
დრომ მჭამა, ამოიყორა
ჩემით – მუცელი საზარი.

იყო და არა იყო რა,
იყო ზათქით და ხმაურით,
ცხოვრებამ გადამიყოლა -
გამომდო შუაკაური.

იყო და არა იყო რა
(რის წერტილი ან რა ტირე)...
რაც ადრე იყო, ის არის,
მე ამის დედა ვატირე!

ჯავრით ქაღალდი შავჭამე,
ზედ დავაყოლე მელანი,
დროს სივრცე პირში ჩავჩარე,
ცაში ვაფრინე მერანი.

ხან ისე ვიყავ, ხან ესე -
ხე ვიყავ კლდეზე დარგული,
დავჯექ და ხმალი გავლესე,
ავაფხიანე ფრანგული.

მერე... დაღამდა... ოლოლმა
თავგაჩეხილი მიპოვა...
თუმცა რას ვყვები, ტიალი -
იყო და არა იყო რა.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:16 pm

გაგა wrote:
სანათა wrote:
მშვენიერ ლექსებს წერ შენ, ნადირათ გაგავ! პროზასაც წავიკითხავ და მიხოს კიდევ დიდი მადლობა აქ შენი მოყვანისათვის. cheers sunny

გაიხარე სანათა Smile

Arrow

ნადირათ გაგავ!
”მთხრობელთა და მოსათხრობთათვის” - ამ თემაშიც გაგიხსნი ეხლა გვერდს და იქ კიდევ შენი მოთხრობები დააწყვე ხოლმე. დიდები - გაგრძელებიბით უნდა დადო და მოკლეები - დაიდება.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:27 pm

მშვიდობით... მშვიდობით – ტკარცალებს კოცონი,
ჩაფერფლილ რვეულში ბღავიან ლექსები,
მთა-ბარი იდუმალ სიჩუმეს მოუცავს,
ზეცაში ავდივარ, უფსკრულში ვეშვები...

და ისევ სიჩუმე. ერთია მიზანი –
როგორმე შემოვრჩე სულეთის კიდობანს,
ბროლის ცა მშვიდობის ანგელოზს მიგზავნის,
უფსკრულის მოამბეც მომძახის მშვიდობას.

cheers



დიდებული ვაჟი ყოფილხარ,ნადირათ გაგავ.
კაი ხანია,ასე ლექსები არ მომწონებია_
ნიჭის სილამაზე ვიგრძენი...
მადლობა ლამაზი წუთებისათვის!

cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 6:28 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
მშვიდობით... მშვიდობით – ტკარცალებს კოცონი,
ჩაფერფლილ რვეულში ბღავიან ლექსები,
მთა-ბარი იდუმალ სიჩუმეს მოუცავს,
ზეცაში ავდივარ, უფსკრულში ვეშვები...

და ისევ სიჩუმე. ერთია მიზანი –
როგორმე შემოვრჩე სულეთის კიდობანს,
ბროლის ცა მშვიდობის ანგელოზს მიგზავნის,
უფსკრულის მოამბეც მომძახის მშვიდობას.

cheers



დიდებული ვაჟი ყოფილხარ,ნადირათ გაგავ.
კაი ხანია,ასე ლექსები არ მომწონებია_
ნიჭის სილამაზე ვიგრძენი...
მადლობა ლამაზი წუთებისათვის!

cheers


უღრმესი მადლობა.
Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 7:31 pm

X X X

სულმა გაიწკრიალა – გაწყდა ვერცხლის გორგალი,
ბობოქარმა წარსულმა მომავალი დანისლა,
აღარსაით ტრიალებს ბედისწერის ბორბალი,
გარეთ მოჩვენებაა თუ ტირილი ქარისა?!

ვიღაც ჩუმად ვალალებს, ვიცან ჩემი სახელი,
სიტყვებს ვეღარ ვანსხვავებ ერთი კვირის მშიერი,
ალბათ ჩემზე თუ მოთქვამს ქალბატონი ძახველი,
ალბათ ჩემს ბედს დასტირის ქალბატონი იელი.

სახლში ვზივარ მღიმარი – სული ებრძვის დემონებს,
თუმცა ვიღაც დამცინის – ვერაგი და ჩათლახი,
რა ვქნა ზოგიერთივით ცხოვრებას ვერ ვემონე,
ამიტომაც მხვდებოდა ზურგზე მწარე მათრახი...

ამიტომაც ვამტვრიე ჩემი კუბოს ფიცარი,
ამიტომაც ავლოკე ჩემი სულის იარა,
ამ ცხოვრების ხრიკები ვერცრა გამოვიცანი,
ამიტომაც ცხოვრებამ გულზე გადამიარა.

მაინც მომღიმარი ვარ – პაპების სულს ვფიცავარ,
რუხი მგლის ძმობილი ვარ და არწივის მაყარი,
გულმკერდგადაბასრული საქართველოს მიწა ვარ –
იმ მიწაზე ჯეჯილად ლურჯად ამონაყარი...

სულმა გაიწკრიალა – გაწყდა ვერცხლის გორგალი,
ბობოქარმა წარსულმა მომავალი დანისლა,
აღარსაით ტრიალებს ბედისწერის ბორბალი,
გარეთ მოჩვენებაა თუ ტირილი ქარისა?
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 7:35 pm

ლექსო, შენ საქართველო ხარ

"ლექსო, ამოგთქომ, ოხერო"...
მიხა ხელაშვილი

ლექსო, მთები ხარ, მდელო ხარ,
მწვანე ბალახით მდიდარი,
ლექსო, შენ საქართველო ხარ –
ქართველთა დასაფიცარი...

ლექსო, უშბა ხარ, შხარა ხარ
და მყინვარწვერი მაღალი,
არწივის ხმა ხარ მყივანი,
ჯიხვის რქის რქაზე ჯახანი!

ლექსო, ვაჟა ხარ, აკაკი,
რუსთაველი და ილია...
ლექსო, ის გზა ხარ, აქამდე
რაც ბრძოლით გამოგვივლია.

გორგასალი ხარ, დავითი,
გვირგვინოსანი თამარი...
(არ მიწერიხარ ძალითი,
ლექსო, ნაღდი ხარ, ალალი).

ლექსო, პაატას თავი ხარ
და ქეთევანის სხეული...
სამასი არაგველი ხარ
ზვარაკად გადარჩეული.

დიდი დიდგორის ომი ხარ,
მარტყოფი ხარ და მარაბდა,
ლექსო, ხოგაის მინდი ხარ,
ვეფხის და მოყმის ბალადა.

საინგილო ხარ, ტაო ხარ
და აფხაზეთი – მესამე,
მეოთხე – სამაჩაბლო ხარ,
რაღა ვთქვა, შენი კვნესამე?!

ლექსო, მთები ხარ, მდელო ხარ,
წინაპრის კუბოს ფიცარი,
ლექსო, შენ საქართველო ხარ –
ქართველთა დასაფიცარი!..
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 7:36 pm

გაგას ცხენი

მზე დაბლა იწევდა,
თავში ხელს იცემდა
და ხმით დასტიროდა გაგას,
ლურჯა ჭიხვინებდა,
აღარ იძინებდა,
ღრღნიდა გაშმაგებით ლაგამს.

გაგა ხომ მოეკლათ,
მარჯვენაც მოეჭრათ –
ქისტებს თან წაეღოთ ხელი,
დედა დასტიროდა,
ცოლი დასტიროდა,
ტორით მიწას თხრიდა ცხენი...

ცოდვით ქვაც ბღაოდა,
მისთვის ვის სცალოდა,
დილით ჩააკითხეს ბაგას...
დარდს ცრემლი გაეშრო,
ცხენს თავი დაეხრჩო –
ლურჯაც გაჰყოლოდა გაგას!..
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 7:39 pm

X X X

"ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!"

გალაკტიონი

არა, არას რა, არცარა
(უარი და თან რამხელა),
გულმა დარდი ვერ დაცალა –
სიმწრისგან ამოახველა...

ადგა, წავიდა, იარა –
ქვეყანა შემოიარა,
გატოპა ცრემლის გუბე და
დაცალა ჯავრის ფიალა.

ნახა ლამაზად ნაშენი –
ჟამმა მოსრა და წაიღო,
ოთხივე კუთხის საშველი
ოთხივე კუთხით არ იყო...

იყო ადათი ჩაშლილი,
ცა-მიწა აღარ ბრუნავდა,
დაჯდა, ატირდა ბავშვივით
(გული კვდებოდა გულადა).

ზედ დაიკრიფა ხელები
(ყელში გასჩროდა სოფელი),
თვითონ სიკვდილმაც ვერ იცნო
თვითონ – სიცოცხლის სწორფერი.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 7:51 pm

გაწყვეტილი სიმები

ბეთქილ შამფრიანს, რატი ნინუას,
გოგიტა არაბულს...


ეჰეი, პოეზიაში ჩამწვარო ბიჭებო,
ლექსმა გული რომ დაგინაცრათ...
წუხელ სიზმარში გნახეთ, მართლა გნახეთ –
გუდანის მადლმა!
მოდიოდით და საქართველო მოგქონდათ მხრებით...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 7:52 pm

X X X

დარდისგან შეწუხებული
მწარედ ჩავბღავი ქარაფებს,
ეს უსაშველო ტკივილი
ძილშიაც მალაპარაკებს.

ცაში ზარივით წკრიალებს
ჩემი ხვეწნა და მუდარა,
ალბათ დამრისხა ლომისამ,
ალბათ გამწირა გუდანმა...

დრო კი ახალ დარდს მპირდება,
დრო აშარი და არჯალი,
მგელის ეშვივით პრიალებს
ჩემი მოსისხლის ხანჯალი.

– დამკარი, ოღონდ, იცოდე,
მე სიკვდილისაც არ მჯერა...
თუ მამკლავ, კავით მათრიე,
როგორც მუცალის მარჯვენა.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 7:54 pm

აბა, რად გინდა იყო ხევსური

"ნეტავ, მეც ხევსური ვიყო".
სუფრასთან მითხრეს

ნუ შეგშურდება ჩემი ბედის, ნუ შეგშურდება
და ჩემს ცხოვრებას ნუ ინატრებ გულდაწყვეტილი...
ნუ მოინდომებ პაპაჩემის ჟანგიან ფრანგულს,
ნუ მოინდომებ ჯიხვის რქებს და სპილენძის თუნგებს,
ნუ მოინდომებ წასვლას ამღას, მუცოს ან შატილს,
ჟიპიტაურით ნუ დათვრები ათენგენობას,
მთვრალი ფანდურზე ჯარჯის ლექსებს ნუ დაამღერებ,
ნუ გეგონება ხევსურობა მარტო ხატობა –
დოღი, ლუდის სმა, კეჭნაობა, კაფიაობა,
ნურც აპარეკას ნუ დაირქმევ და ნურც ბეწინას
და ნუ იკითხავ თუ ვინ იყო ხოგაის მინდი,
ნუ ეცდები, რომ ვინმე ქისტი მტრად მოიკიდო –
კარგად გახსოვდეს, ეს ყველაფერი ვალია მხოლოდ...
ან ვინმე "მაქკლავს" ან ჭიუხში გაიყინები,
ზვავი დაგიტანს და ორწოხში ჩაგლეწავს... სადმე,
ან როშკისგორზე კოპალას ლანდს დაუწყებ ძებნას...
ამ ყველაფრისთვის მეცოდები პირიმზის მადლმა!..
წადი, დამტოვე მარტოდმარტო ჩემს სალოცავთან,
აქ ლოცულობდა პაპაჩემი და იმის პაპაც,
აქ მოუხმობდა სანაგმ სანაგი სამხარაულებს,
აქ ბუბუნებდა დიდი გიგა – გიგაურთ ფარი
(ჩემ გვარმა მოკლა აშოთანი მუხრანის ველზე!).
ახლა მე ვდგავარ იმ სისხლიან, ხავსიან ქვებთან,
თავზე მეყრება სისხლიანი ჯარეგოს მიწა,
სადაც იმედას თოფი "დახკრეს" ასი წლის წინათ,
მე დამყრანტალებს ყორანივით ნისლის ნაფლეთი
და ყოველ ღამით მესიზმრება მოჭრილი მკლავი...
ამ ყველაფრისთვის მეცოდები გუდანის მადლმა!..
ნუ იხევსურებ, რადგან ამით ვალს იღებ მხოლოდ,
ვალს კი იცოდე, გადახდა უნდა.
აბა, რად გინდა იყო ხევსური –
კუშტი, ამაყი, ჯიუტი მოყმე...


Last edited by გაგა on Fri Feb 13, 2009 1:23 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 8:02 pm

ავაჰმე, ნადირათ გაგავ!..
სწორს უბნობ, ვაჟო, სწორსა...


ადრე უნდ მეთქო და ეხლაღა გეუბნები:

მაგვიხველ მშვიდობით...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 8:20 pm

არჩანდა wrote:
ავაჰმე, ნადირათ გაგავ!..
სწორს უბნობ, ვაჟო, სწორსა...


ადრე უნდ მეთქო და ეხლაღა გეუბნები:
მაგვიხველ მშვიდობით...

დამხვდით მშვიდობით Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Mon Feb 09, 2009 8:28 pm

X X X

შუნო, კლდით გადმომყურავო,
რა გითხრა ჯიხვთა დედოფალს,
შენს საკოცნელად წამოველ –
ხარჯიხვი გადამეღობა...
ერთხელ რომ დაიბღავლებდე,
ის დაბღავლებაც მეყოფა!..
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Tue Feb 10, 2009 4:38 pm

Quote :
მშვიდობით, გაბრიელ! – თავს მიქნევს ძახველი,
მშვიდობით, გაბრიელ! – დამტირის ასას ცა,
არაგვმა ბგერები ძლივს ამოახველა –
ეტყობა სათქმელი სასულეს გადასცდა.

ძალიან კარგია cheers
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Tue Feb 10, 2009 5:36 pm

მინდია wrote:
Quote :
მშვიდობით, გაბრიელ! – თავს მიქნევს ძახველი,
მშვიდობით, გაბრიელ! – დამტირის ასას ცა,
არაგვმა ბგერები ძლივს ამოახველა –
ეტყობა სათქმელი სასულეს გადასცდა.


ძალიან კარგია cheers

დიდი მადლობა მინდიავ Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Tue Feb 10, 2009 11:04 pm

flower flower flower flower flower
ყვავილები პოეტს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Tue Feb 10, 2009 11:30 pm

ნეკერა wrote:
flower flower flower flower flower
ყვავილები პოეტს.

უი, დიდი მადლობა. გავდნი ამხელა კაცი.
Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:09 pm

თოთიას დარდი

უკვე მოქსოვა ღამემ სუდარა,
ჭოტი მთვარესთან ურცხვად აფრინდა,
ქარმა წაიღო შენი მუდარა
და ტანსაცმელი შემოგაფლითა.

ფეხქვეშ გაგიქრა გზა და მანძილი,
დარდმა მოგხარა ცხენის ნალივით,
მოვიდა დილა ჩამოძენძილი,
გწყევლა და გწყევლა ბოშა ქალივით.

აყმუვლდა სული – მგელი ტოტია,
გაქრა იღბალი და გაცვდა ფანდი,
გადაღმით ლექსებს წერდა თოთია
და ხურჯინივით ეკიდა დარდი...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Wed Feb 11, 2009 8:10 pm

ქავზე მიკრული მკლავები

"თუ მტრისა ვალი დავიდე,
მეორე დღესვე გადვუხდი", –
დაწყნარდი, სისხლო, დაწყნარდი,
ნეტავ რაისთვის ადუღდი.

გული აბორგდა, აზვავდა,
უცხოობს, არაქაურობს,
დადექი, გულო, დადექი,
ნეტავ რაისთვის ხმაურობ.

მებრძვის ცხოვრება ტიალი,
ხიფათს არ ამარიდებსა,
ქავზე მიკრული მკლავები
ჩემსკენ იშვერენ თითებსა:

"ცოტაც აცადე ცხოვრებას,
აგავსებინებს საფლავსა,
ან ვინმე მკვლელად გადგაქცევს,
ან თვითონ ვინმე მაქკლავსა"...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Sponsored content




PostSubject: Re: ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
ნადირათ გაგა - რამაზ გიგაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: