არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სად რას დადიხარ, ღანიშო...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: სად რას დადიხარ, ღანიშო...   Sat Feb 07, 2009 12:11 am

არჩანდა -

მიხეილო, სეხნიავ, როგორც იქნა, მააღწიე აქამდინა, აი!
ეხლა აღარ დეგვეკარგო ხოლმე!

***
სწყალობდეი მაღლით ლაშარი,
ამ ჩონ ღანიშათ მიშასა.
თუ ვინმე შაიხვდეი აშარი,
ფარ-ხმლად იხმარდეი სიტყვასა!
ჩაჩქნადაც გამაადგების,
თუ ძრიალ ომში მივალსა!


Arrow

ღანიშა -

***
მოსვლით კი მოველ, მაგრამა
რა მოვიტანე, მიხაო,
დავდივარ ხელცარიელი,
მარტო ე ლექსებს ვგრიხაო.
ე ლექსთა დამგრეხელებიც
ბევრი მიდ-მოდის თიხაო,
ფას მაინც ედვას, ისე ვარ
ამბავს ნუღარა მკითხაო,
წამამჯდომია თავზედა
ცხოვრება - ავი ვირთხაო.

Arrow

არჩანდა -

***
სად რას დადიხარ, ღანიშო,
სად რა ბილიკებს ჰლახამო.
ისრითა უნდა დაჰნიშნო,
სადაით ხესა ჰნახამო.
მესამედ აღარ შაიშნო,
სადაც რო ისარს დაჰკრამო...
ვინაც ცხოვრება მაიწყო,
შაისმის იმათ საკარგყმო?..

ისევ ლექს გქონდეს სანიშნოდ,
ფანდურს დაჰმღერდე ლაღადო.


Arrow

კაწალხეველი -

***
შენ გაიხარე,არჩანდავ,
სულ საამაყოდ მექნები,
რომ დაგვიბრუნე ეპოქა
ჰაემეტური ძეგლების,
დოქტორიც გამაჩინდება
ა ემ ფორმების შემკრები,
აღვნიშნოთ კაწალხევშია,
ჟიპიტაურით შევთვრებით.


Arrow

ღანიშა -

***
ჯერ ვერ დამიმუღამებავ,
”არჩანდულული” სარკმლებია,
რა ვიცოდი მე ბეჩავმა,
თურმე რამდენ რამ მკლებია!
ემანდ სადამ მოაბნიე
წეღან თხილებ-კაკლებია,
ისევ დაუტეხებია ,
ერთიც კი არ დაჰკლებია,
ჩაქუჩებით თუ ვერ ტეხავთ,
უჯახუნეთ ბაკნებია...
ზოგმ მუშტ დაკათ, ზოგმა - თავი,
ზოგთ იხმარეთ ბარკლებია,
ვისაც რითი მოგიხერხდესთ,
იმით აკლეთ საკლებია!..

Arrow

კაწალხეველი -

აქაც წესი ბუნებისა
უცნაურად ნაგებია,
აქაც არწივების გვერდით
იხვები და ბატებია,
შაირებით კაიფობენ_
ხან ფხიზლობენ,ხან თვრებიან,
კაკალს ბარკლით ვერ გავტეხავ,
ნეკა თითით ვაწვებია,
თუ გამიძლო,კედელსა ვჰკრავ,
კერკეტაი საქებია,
ზოგს დავაგდებ აგურზედა,
ზედ ჩექმაით შავსდგებია.
...
მიხოს ბობოს მოუფრთხილდი,
კბილები ჰქონ ბასრებია,
ერთ ადგილზე თუ გიკბინა,
ექიმს დაეტაკებია!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: სად რას დადიხარ, ღანიშო...   Sun Feb 08, 2009 6:22 pm

მათემ თქვა;
ვაკაკუნე, ვერ გავაღე,
თურმე სწორედ არ მცოდნია,
სად თავ უნდა დავახალო,
სად დავფერო კალმებია...
ეჰ, ,,არჩანდულმა სარკმლებმა’’
ბევრი ღამე მათევია...
ხან ,,ინგლიშმა’’ დამაბნია,
ხანაც... რა სილამაზეა!
აქ მე წერას რას გავბედავ,
დახე, როგორ მოურთიათ!Smile
მაგრამ მერე... თურმე სად ხარ,
ყველაფერი მარტივია!
არჩანდამ გზები მასწავლა,
ბობორიკაც აქ აბია,
თუ ვინმემ ცუდ გამიბედა,
დაჰყეფს,შენ ნუ გეშინია!
კაწალხეველო, ღანიშავ,
თქვენც რომ აქ ხართ ,რა კარგია!Smile
მგონი, სიტყვა გამიგრძელადა...
ნუ დამძრახავთ, გულით ვთქვია!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სად რას დადიხარ, ღანიშო...   Tue Mar 10, 2009 11:38 pm

ილტოსპირელი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 25 იანვარი, 2009 13:30:04

***
"არჩანდას" ვიყავ იმდღესა,
ეჰ დრო რა ჩქარა გარბისა,
ვიხილე ნაჯახირალი
ბაო-სანათა-დარბისა,
ელექსებიან ერთურთსა,
ნათქომ აქა-იქ გარბისა,
მოწმე შავიქენ ნამეტან
გასაკვირალი ამბისა,
არცერთმ კაფია არ იცის,
სუ ჩხრიალი დგა ბამბისა,
იწონებს პორტლის ქურუმი
ნათქვამებს სიაბანდისა,
"ურაკპარაკზეც" ღამეა,
კაფიას ყავლი გასდისა,
საფერ მეტოქე ვერ ვნახე,
თვალებს ცრემლები დასდისა,
ილტოსპირელის მსგავსებსა
დედებ კიდევღა დაზდისა?


cat

ყოველგვარი სწორებების გარეშე გადმოტანილია ”ურაკპარაკის” ფორუმიდან - http://www.urakparaki.ge/?m=13&Theme=72

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: სად რას დადიხარ, ღანიშო...   Wed Mar 11, 2009 1:24 am

Arrow

ხმა ვეღარ ამოუღავთა ღანიშათ მიშასთანა აქაურებსა, -

***
შორით ღანიშათ მიშამან
დაჩაგრა არმურელები:
”კაფიის ვარო, - კი, - შამან!
თქვენ ხართო ღამურელები!..”


სეხნიავ, ეს, ზემოთ, ჩემთვინა ვსთქვი, არ იფიქრო, ყუვი შაუცვალა ჩემ კაფიასაო.
აჰა, თავი გადამიდვია, მერცხალასავით ნაცემ-ჩამოფლეთილი დავიარები მაინც სულა ემაგ შენგან ნახსენები სამი მოკაფიავე ქალბატონის ხელშია (სამაია სამთაგანა - რა კარქი რამ ხარო! - ვინა თქვა ნეტავი ესა?) და შენ რაღა იმდენი უნდა დამაკლო?! - შენი ხრმალი და ჩემი კისერი! - შენი პასუხი აეს არი, ქვემოთკენა:

შორით-შორითა ღანიშო

შორით-შორითა ღანიშო,
მოცილე არ გყავს ტახტისა,
ბობოსკარ თუ რამ მაჰნიშნო,
დაჰკრა კაფიის ლახტითა -
ნუ გგონავს, ყველა დაზაფრე,
წკვარამ ჩამასდგა ღამისა,
არმური მაინც არმურობს
თეთრ-თეთრ ნისლებად ჰყვავისა -
გვირილასაც ხომ ამად ჰგავს,
მთების პატარძალ ყვავილსა.
ვინც კი მჩხავანა გამასდგა,
კაფიის გვიბამს საბლითა...
ტოლ-სწორან მანდ არა გყვანან,
მიტომაც ლექსობ გაბმითა.
გარ-გარ გვიარდე, ღანიშო,
კაფიებ გვითხარ მალვითა.
მანდ ტახტ თუ ვეღარ შაიშნო,
აქეთ მაგვადგე ხალვითა,
მემრე განახვებს ”ქურუმი”
სიაბანდსაც და ნამდვილსაც...


Laughing

აჰა, მიხეილო, ის კაფია მარცხენა ფლანგიდან ჩაგაწოდე და ეს კაფია კიდევა - მარჯვენა ფლანგიდან არისა...
აღარაფერი უნდა გოლის გატანასა, თანაც ორი გოლისა...
ფეხბურთის ტერმინებით გამამიდის ნათქომი, მაგრამ - ეგრეც ძაან კოხტად და ლამაზად გაიგებ, ვიცი.

ვინც ამ ჩემ ”პასებს” შაატყობინებს ღანიშასა, მერცხალას ნაცემ-ნატყეპობა იმისთვი დამითმია, თორემა სად მაქვ, რო ნახევარი სამეფო ფეშქაშად მივცე?..

pirat
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: სად რას დადიხარ, ღანიშო...   

Back to top Go down
 
სად რას დადიხარ, ღანიშო...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: