არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ლევან ხარანაული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლევან ხარანაული   Thu Feb 05, 2009 10:18 pm



ლევან ხარანაული - ”ავტოპორტრეტი”
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Thu Feb 05, 2009 11:21 pm

ლევან ხარანაულის ნახატებს ვეძებ ინტერნეტში და ვეღარ მიპოვნია... Shocked
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Feb 24, 2009 2:39 pm

არჩანდა wrote:
ლევან ხარანაულის ნახატებს ვეძებ ინტერნეტში და ვეღარ მიპოვნია... Shocked

Idea



Last edited by ბობო on Tue Feb 24, 2009 2:50 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Feb 24, 2009 2:41 pm





Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Feb 24, 2009 2:43 pm





Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Feb 24, 2009 2:45 pm




”დონ კიხოტის” ილუსტრაციების ციკლიდან (სადიპლომო ნამუშევარი).



Last edited by ბობო on Tue Feb 24, 2009 2:52 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Feb 24, 2009 2:46 pm





Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Feb 24, 2009 2:48 pm





Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Fri Mar 27, 2009 10:40 pm

cyclops

დავუშვათ, უცხოელი სტუმარი ჩამოგივიდათ და რამე კარგი საჩუქრის გატანება გინდათ.

რა გაატანოთ, - ამაზე ნუ იდარდებთ.

მიაკითხეთ ქალბატონ ზაირა ბერელიძეს გალერეა ”ვერნისაჟში”, რომელიც მდებარეობს დავით აღმაშენებლის პროსპექტის ნომერ 27/6 (ვორონცოვიდან რომ გაუყვებით აღმაშენებელს, იქვეა, ხელმარცხნივ) ანდა დაურეკეთ წინდაწინ ტელეფონზე - 91-00-24

და შეიძინეთ ლევან ხარანაულის რომელიმე ნახატი!..

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამაზე კარგ საუცხოეთო საჩუქარს ბევრს ვერ ნახავთ ჩვენში.

cheers

ესეც ფარული რეკლამა!..

Wink
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Apr 28, 2009 11:34 pm

გამრიგე wrote:


ლევან ხარანაული - ”ავტოპორტრეტი”

ხარანაულები

რუსუდან დარჩიაშვილი

"ზოგს, პირიქით, ებრძანა, რომ მიეტოვებინა ქალაქი და მამაპაპისეულ სოფელში დასახლებულიყო. რვა სული არიან დედიან-მამიან-ბავშვებიანად, ერთ ოთახს ათბობენ, ერთ დიდ ტახტზე იშლიან ლოგინს, სულ პატარა აკვანში გდია, სძინავთ იმის სუნთქვით გაკრიალებულ ჰაერში და ერთი თუ გადაბრუნდება, ტალღასავით ყველა მხარს იცვლის".


მალე მეშვიდე შვილს ელოდებიან.
ფერწერულ ტილოს არ გაგონებთ ბესიკ ხარანაულის "ძეხორციელის" ეს სტრიქონები?
ხანდახან ყოველდღიურ არსებობაშიც წააწყდები ისეთ სავსე, სრულყოფილ რეალობას, გამონაგონს რომ არ ჰგავს.…
ალბათ, მობეზრდა, მაგრამ ამის შესახებ მეც ვეკითხები: "ებრძანა", რომ ხმაურიან, აბორგებულ ქალაქს გაერიდა თუ "ჩრდილს კარგი პოეტი მამის", როგორც ერთმა პოეტმა თქვა?
მას შემდეგ უკვე ექვსი წელი გავიდა.
ლევან ხარანაული არ ცდილობს წასვლის ამბავი გაალამაზოს.
- ნამდვილად არ მქონია პროტესტი რაიმეს მიმართ… ზაფხულში ქალაქში რომ დაცხა, არდადეგებიც დაიწყო და, ჩვეულებრივ, ბავშვები დასასვენებლად თიანეთში წავიყვანეთ, მაშინ ოთხი გვყავდა – მარიამი, ქიტო, ბესიკი, გიორგი. უამრავი რეისი გავაკეთე, ყველაფერი რომ წამეღო, რაც გვჭირდებოდა, ბოლოს ჩემი სახატავი ნივთებიც ჩავიტანე, დავლაგდით და...…ზაფხულმა ისე გაირბინა, რომ წარმოვიდგინე, უნდა დავბრუნებულიყავით... ასე, უბრალოდ, დავრჩით... მაშინ სოფელში გაზიც იყო, საავადმყოფოც, კულტურის ცენტრიც, კინოც. ახლა არაფერი აღარ არის. ხანდახან კლუბში სპაქტაკლს თუ დადგამენ... შემოქმედებითი ნატურის ხალხს რა მოასვენებს.
ეტყობა, ადარდებს, რომ "სოფელში უამრავი მიტოვებული სახლია, სახურავები წვება, უცხოეთიდან დაბრუნება კი არა, დედა შვილის დაკრძალვაზე ვერ ჩამოდის და შვილი – მშობლისა... ხალხი ამერიკამდე, ავსტრალიამდე ჩავიდა, ჩვენ კი რა გვიჭირს, საკუთარ მიწაზე ვართ. მთელი ბავშვობა თიანეთში მაქვს გატარებული, თბილისიდან საათნახევრის გზაა".
"სოფელს ერთი თვალი მუდამა აქვს უცხო კაცისთვის. არ მიიღებს, თუ სხვა ეჩვენა", ის კი მიიღო, თავისიანი იყო...


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Apr 28, 2009 11:38 pm

ხარანაულები

რუსუდან დარჩიაშვილი

(გაგრძელება)

დღიურის ფურცლები

სოფელში ცხოვრება გარეგნულად მონოტონურად მიედინება, მაგრამ, ალბათ, ეს არის ნამდვილი სიცოცხლე, როცა სულში სიწყნარეა, ბუნებასთან სიახლოვეს გრძნობ, შენს არსებობას აქვს აზრი და მიზანი, მუშაობა სიამოვნებას განიჭებს...
ლევან ხარანაული მხატვარია.
მისი ნახატები დღიურის ფურცლებივითაა, წყნარად გვიამბობს თავის ცხოვრებაზე, “წერს” მძაფრ ემოციებზეც და უბრალო განწყობაზეც, ხატავს თავის ოჯახს, მეგობრებს, ბუნებას, გარემოს, სადაც ცხოვრობს...
ფილოლოგ დამანა მელიქიშვილისა და პოეტ ბესიკ ხარანაულის შვილს წერა არასოდეს უცდია.
- კინაღამ მუსიკოსი გამოვედი. მეხუთე მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს კლასი დავამთავრე. არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა – შოთა ქაცარავა. გაკვეთილებზე ხშირად მამას დავყავდი, ძალიან უყვარდა მასთან საუბარი, მე კი მიხაროდა, არ ვუკრავდი. მასწალებლის ხათრით დავამთავრე შვიდი კლასი, კონცერტებზეც გამოვდიოდი. ერთხანს გურამ დოჩანაშვილის ვიოლინოზე ვუკრავდი. მერე ხატვა დავიწყე, განსაკუთრებული ნიჭით, ეს რა გვაჩუქა ბუნებამო, არ გამოვირჩეოდი. როგორც ყველა ბავშვს, მულტფილმების გმირების ხატვა მიყვარდა. ერთხელ ავად გავხდი, ვიწექი, და წიგნიდან არისტოტელეს და ჰომეროსის თავები გადმოვხატე. ოჯახმა იფიქრა, ვიოლინო გულის გამაწვრილებელიაო და ხატვა არჩიეს... ბავშვი ზის თავისთვის და მუშაობს, არ გვაწუხებსო, და სამხატვრო სკოლაში მიმაბარეს.
ლევანის პირველი პედაგოგი ფრიდონ გოცირიძე იყო, შემდეგ – თემო მაჭავარიანო და თაზო ხუციშვილი. თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნო. აკადემიაში რუსუდან გაჩეჩილაძე, ლევან ცუცქირიძე ასწავლიდნენ... ამბობს, რომ პედაგოგებში ძალიან გაუმართლა.
თემო მაჭავარიანი პედაგოგიც იყო ჩვენი და მეგობარიც. მისი სიყვარულით ხატვა უფრო შეგვიყვარდა. შემოქმედებაც ხომ ასეთი აქვს – გრძნობით გამთბარი, ფიქრიანი. იტყვი, ნეტავ ჩემი ქვეყანა ასეთი იყოსო. ბატონი ფარნაოზი სულ მხატვრობაზე გველაპარაკებოდა, მას უკავშირებდა, რა თემაზეც უნდა ესაუბრა, არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარი ჰქონდა. როცა ტექნიკას უკვე ფლობ, ეს საუბრები ღრმად გახედებს, როგორ გადაიტანო სათქმელი ტილოზე...
პირველივე გამოფენებმა გამოარჩია, ძალიან ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა.
წლების წინ ახალი თაობის მხატვრების – ლევან ხარანაულის, სანდრო ერისთავისა და გია მირზაშვილის გამოფენების შემდეგ ემზარ კვიტაიშვილი წერდა, ამ სამეულმა უნებურად გამახსენა წინა თაობის სამი საუკეთესო მხატვარი – ზურაბ ნიჟარაძე, დიმიტრი ერისთავი და თენგიზ მირზაშვილი. ღირსეულად გრძელდება თაობათა უწყვეტი ჯაჭვიო.
მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ესკიზები ტელესპექტაკლისთვის “დონ კიხოტი” არამხოლოდ პირველი ნამუშევრის კვალობაზე, ეს იყო ძალზე ნიჭიერად შესრულებული 21 გრაფიკული ნახატი, რომლებიც პირველად გამოიფინა. ცნობილ ეპიზოდებს “ბრძოლა წისქვილებთან”, “ბრძოლა ხარებთან” და სხვ. საოცრად დინამურად ასახავს. მხოლოდ თხრობას კი არ მიჰყვება, მარტო ილუსტრირებას კი ცდილობს, შესანიშნავად გააზრებულ ლიტერატურულ მასალას – გათავისებული აქვს გმირის ხასიათი, განწყობა – საკუთარ დამოკიდებულებას ახალგაზრდული სითამამით, ორიგინალურად გამოხატავს. “მწუხარე სახის რაინდის” იერში საკუთარი შტრიხები შეაქვს, გარეგნობით იმსგავსებს, მისთვის იგი მხოლოდ ლიტერატურული პერსონაჟი როდიაო”, - წერდნენ. ამის გამო დონ კიხოტს შეადარეს, გარეგნობაც ისეთი აქვს – თხელი და მაღალია “მწუხარე სახისა”... სერვანტესის გმირივით შენარჩუნებული აქვს უშუალობა, გულწრფელობა. ამაზე ღიმილით ამბობს, მე და სერვანტესი 29 სექტემბერს ვართ დაბადებულებიო...
დონ კიხოტის თემას წლების შემდეგაც ვერ შეელია და ფერწერაში გადაიტანა, ამ ნამუშევრებით ილუსტრირებული “დონ კიხოტის” საბავშვო ვარიანტი (თარგმნა დათო ტურაშვილმა) საუკეთესი საბავშვო წიგნის მხატვრობისთვის ლიტერატურული კონკურსის “გალას” გამარჯვებული გახდა. მამის, ბესიკ ხარანაულის რამდენიმე წიგნის მხატვარია. ცოტა ხნის წინაც ლექსების კრებული გააფორმა. აქებდნენ, “ერთი დაჰხედეთ, როგორ დაუხატა სანათას (მარიამ ხუცურაული) წიგნი, ეგეთი მხატვარი რომ გყავს, ბედნიერი ხარ, ამაზე უკეთესად აღარ ითქმისო”.
ამბობს, რომ “თეატრის მრავალკომპონენტიანობა” არ მოსწონს, თეატრში ჩანაფიქრის განხორციელება უფრო რთულია, შესაძლებლობა – ნაკლები.


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Apr 28, 2009 11:38 pm

ხარანაულები

რუსუდან დარჩიაშვილი

(გაგრძელება)

- წიგნის მხატვრობა მეტად გაინტერესებთ?
-ძალიან ფაქიზი საქმეა. უზხარმაზარი პასუხისმგებლობაა კლასიკოსების, ჩვენი ეროვნული საუნჯის დასურათება... როცა არსებობს სერგო ქობულაძის “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები, როგორ უნდა მისცე თავს უფლება ამ თემას შეეხო?! მტკივა ასეთი დამოკიდებულება. დახატავენ წვერიან კაცს და მიაწერენ – იოანე პეტრიწი, იოანე ოქროპირი... ანდა რას ნიშნავს, გიკვეთავენ, რომ “ქართლის ცხოვრების” ილუსტრაციები ერთ თვეში უნდა შეასრულო, წელიწადი კი ეყოფა?.. ნაწარმოები კარგად უნდა გაითავისო, მერე ავტორის სათქმელი შენს დამოკიდებულებასთან შეაჯერო, რომ მწერლის ჩანაფიქრს მიუახლოვდე, ხასიათი გამოიძერწოს...
თვლის, რომ მიმდინარეობები და “იზმები” პირობითია, სათქმელი თავად გიჩვებებს, გრაფიკაში უკეთ გამოითქმის თუ ფერწერით, მთავარია ნიჭი რას შეგაძლებინებს...
ჩვენს “ნოვატორობის”, ექსტარავანტური ძიებების ეპოქაში ტრადიციულ გზას მიჰყვება. შესაძლოა ვიღაცას ერთი შეხედვით “მიამიტურად” მოეჩვენოს მისი ნამუშევრები, მაგრამ შეუძლებელია არ იგრძნო, რომ ისინი აზრითა და ემოციით არის სავსე და საოცრად ჰგავს ავტორს... რასაც უნდა ხატავდეს, სათქმელს ამბობს სადად, ოსტატობითა და გემოვნებით.
არაფრით გამორჩეული ნაცნობი საგნები ნატურმორტებზე იდილიას განგაცდევინებს, თვალს ახარებს ფიქრიანი, მშვიდი კომპოზიციები, ბუნების მადლსა და ძალას გაგრძნობინებს პეიზაჟები. “მზესუმზირები” დიდი მხატვრის ასოციაციას ბადებს, უყურებ ბურუსიან ზამთრის დღეს, დაბარდნილ ოდებს და გრძნობ, როგორ იჭრება შენს სხეულში სიცივე. ყანიდან მიწისა და ბალახის სურნებლი მოდის... მაგრამ მხატვრის ნიჭი ალბათ ყველაზე მძაფრად მჟღავნდება პროტრეტში. ადრეულ ნამუშევარს – ვარა ბებოს პორტრეტს, მოხუცი, მაგრამ იმედიანი, თბილი ბებოსი, დიურერის შედევრს – მოხუცებული დედის პროტრეტს ადარებენ (ემზარ კვიტაიშვილი). იტალიაში გამოფენაზე ერთი მნახველი ეხვეწებოდა თურმე: დედაჩემს მაგონებს და მომყიდეთო. ბებო ყოფილა მისი დიდი გულშემატკივარი და პირველი მენატურეც.
მშობლების, მეუღლის (ეტყობა, მაშინვე მოეწონა, საინტერესოდ დაუხატავს ლელა, მეგობარს მასთან პირველად სახელოსნოში რომ მიუყვანია), შვილების, მეგობართა პორტრეტების მთელი გალერეა აქვს შექმნილი.
პორტრეტებზე ყველაზე მეტყველი თვალებია, ხვდები, რა იზიდავს ადამიანებში: კეთილშობილება, ფაქიზი განცდები... იმასაც ხედავ, რას ფიქრობენ ისინი. საკუთარ თავზე იმაზე მეტს ვერ გეტყვით, ვიდრე მისი ავტოპორტრეტები ამბობენ (ამას მერე მივხვდი, ლაპარაკში რომ ვერ ავიყოიე).
უცნაურად გიზიდავს პაწია ფეხსახმელის “სერია”. ყველა ბავშვის გამონაცვალი და ბოლოს ნაბოლარას გამოხეული “ისტორიული” ფეხსაცმელი დაუხატავს და დაურქმევია – “მარიამ, ქიტო, ბესიკი, გიორგი, ელენეს ნაქონი – საფეფუცოები”. ნაცნობი ფეხსაცმელი მტკაველის სირძის კაბასთან, ბუდესთან, ავტოპორტრეტთან, რაღაც საკრალური ნივთივითაა


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Apr 28, 2009 11:41 pm

ხარანაულები

რუსუდან დარჩიაშვილი

(გაგრძელება)

ძველი სახლის ბინადარნი

ასე მგონია, თუ გაიცნობ ხარანაულების ოჯახს, წარმოიდგენ მათ საუკუნოვან სახლს წინაპართა ნაქონი ნივთებით, ფარდაგებით, ძველი ფოტოებით, რომლებიც წარსულს ინახავს, უკეთ აღიქვამ მის შემოქმედებას.
საუკუნის დასაწყისის ფოტოზე მათ დიდი ქიტო პაპა ვაჟა-ფშაველას გვერდით არის აღბეჭდილი. ბავშვებსაც მათი სახელები ჰქვიათ. უფროსი მარიამია, მერე ქიტო, დიდი პაპის სეხნია, ისევ ბიჭი რომ გაჩნდა, პოეტი პაპის სახელი – ბესიკი დაარქვეს, შეიძლება, გიორგი არ გყავდესო? და მომდევნოს გიორგი დაარქვეს, ელენე დიდი პაპის მეუღლის მოსახელეა, ნაბოლარასათვის მამიდის სახელი შეურჩევიათ, თან ეფემიას ხსენების დღეს დაბადებულა, ამიტომ ანა-ეფემიაა.
- მამაპაპისეული ლამაზი, ფშაური ქვის სახლი გვაქვს, სანამ ბებო ცოცხალი იყო, წყალი სჭირდებოდა, მერე წყალგაყვანილობა მოვხსენი, ხან წყალი გადმოასხამდა, სახლი ზიანდებოდა. სულ ხელის შევლება, შეკეთება უნდა, კოჭები ძველია, კრამიტია გასასწორებელი... იქ საძინებელია, გვერდზე კი ახალი სახლია, რომელსაც ოცი წელი ვაშენებდით, - მიამბობს ლევანი, - ახლა საკუთარი ხელით ვაშენებთ. იქ გავმართეთ სამზარეულო და ჩემი სახელოსნო.
ეზოში ხეხილი გვაქვს, ცოტა კიტრი-პამიდორიც მოგვყავს. სოფელში რომ ხარ კაცი, ვერ ჩერდები. თბილისში ქონი მომედო, ამბობს...
მეგობრებიც ხშირად აკითხავენ.
თბილისში არდადეგებზე ჩამოდიან. ყველანი ვეღარ ეტევიან `ნივაში~.
-ქალაქსაც თავისი ხიბლი აქვს. ბავშვებს ზოოპარკი, `მაკდონალდსი~ უნდათ, გიორგი კომპიუტერში შეძვრება და სულ `დავხოცე-მომკლეს~ გაიძახის... მე ძველ მეგობრებს შევხვდი. ეს არის და ესო. ლელა ოჯახის საბავშვო ბაღის გამგეა (მეუღლეზე ამბობს), მარიამი უკვე ოცი წლისაა, სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტია, ქიტოც აკადემიაში სწავლობს, არ ვიცი, ინერციით მოგვივიდა ეს თუ... ვნახავთ, დრო გვიჩვენებს. ისე, რაც ტელევიზორი მოვიშორეთ, ბავშვებმაც მეტად დაიწყეს კითხვა. ინფორმაციის გასაგებად კი რადიოც საკმარისია.
ორი კავკასიური ნაგაზიც ჰყოლიათ.


დიდი და პატარა ხარანაულები

პოეტის ლექსიდან კიდევ ერთ ნაწყვეტს მოვიტან უკომენტაროდ:
”- პაპი, კაცს ხომ შეუძლია სამასი წელიწადი იცოცხლოს?
-შეუძლია!
- ზოგ ვინმეს ხომ შეუძლია სამასი წელიწადი იცოცხლოს?
- კი, თუ შვილიშვილს ძალიან ენდომება.
- მე მინდა!”
სახლის მშენებლობაში მამას ბიჭებიც ეხმარებიან.

- ხარაჩოზე ვდგავარ, ჩამოვა მამაჩემი და იმის მაგივრად, მომეხმაროს, უნდა ნახოთ, როგორ ანცობს, - ამბობს ლევანი, - ბესიკი და ბავშვები დიდი მეგობრები არიან, ისეთ დროს ატარებენ, ეეჰ, მოცლილი ხალხია...
თუ კარგი რამე მაქვს მშობლებისგან მაქვს...



”მხატვარო ხატე”

ერთი დიდი მხატვრის მიერ მხატვართათვის შედგენილი ათი მცნებიდან ერთ-ერთია: ”მხატვარო, ხატე!”
ლევან ხარანაული ბევრს მუშაობს. სისტემატურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. რამდენიმე პერსონალური გამოფენა მოაწყო საქართველოში, ასევე რუსეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. ბოლონიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე 15 საუკეთესო ნამუშევარი მანქანიდან მოუპარავთ, დღემდე არ იცის, მათ რა ბედი ეწია... რომ აღედგინა, დღე და ღამე ხატავდა. გამოფენას მაინც დიდი წარმატება ხვდა წილად. იტალიაში მისი ნამუშევრების ალბომებიც გამოიცა.
ლევან ხარანაულის გამოფენები არც თბილისშია იშვიათი. თუ დაგაინტერესებთ მისი შემოქმედება, გალერეა `ვერნისაჟს~ მიაკითხეთ, სადაც ხშირად იმართება მისი ექსპოზიციები.
`მისი მთავარი ღირსება უშუალობაა, უშუალოდ ხატავს და ყველაზე მეტა ეს მომწონს. იგი ბავშობიდან ძალიან ჩუმია და სწორიცაა, რადგან მხატვრის ლაპარაკი არ არის საჭირო, თუ ის მართლა მხატვარია, მისი ტილოებიც ილაპარაკებენ, თუ არა და ამასაც იტყვიან~, -…თემო მაჭავარიანს უთქვამს შეგირდის შემოქმედებაზე. საუკეთესო შეფასება კი (თუმცა, შეიძლება, ცოტა თამამი), ალბათ, უცნობი კაცის შედარებაა, ლიტერატურული ჟურნალის ”არმურის” ინტერნეტგვერდზე რომ ამოვიკითხე: რაც მამაა პოეზიაში, ისეთივე ძლიერია ლევან ხარანაული მხატვრობაშიო...


(დასასრული)
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Tue Apr 28, 2009 11:46 pm

cheers

ვაი!

აიწყო, როგორც იქნა, ლევანოს ინტერვიუ!..

წაიკითხეთ ყველამ - ძალიან მაგარია!

Idea
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Wed Apr 29, 2009 12:54 pm

scratch ra kai, iyo da kide ar SeiZleba?
"cadgmiT" iyos!
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Thu Apr 30, 2009 9:44 pm

გენაცვალე მიხო შენა! თაოდ იცი რატომაც....

როგორ პატრონობ ყველაგან ყველა საპატრონოს...
cheers sunny cheers
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Thu Apr 30, 2009 11:14 pm

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Fri May 15, 2009 12:00 am

სოფლის თავს მსახლობელისა...


დღეს მზიანი დღე გამოგვივიდა გომბორის ქედზე და კაი ხასიათზე ვარ, ვაშენებ კედელს აგურითა და, რაკი სოფლის თავში ვცხოვრობ, ვღიღინებ ჩემთვის:

”მე სოფლის თავსა ვესახლე
და არ სოფელი ჩემს თავსა.
სოფელი კარგად მთავსობდა,
თუ მე სოფელი მეთავსა.
რაც მე სოფლისად მინდოდა,
წინ-წინ მოიდა ჩემს თავსა”.


გავხედავ შორიდან, რო - ხო არ მიმრუდდება მეთქი და ვარ ამ საქმეზე.
და შორიდან მესმის, ოთახიდან - მობილიც მიმღერის, ოღონდ იმან არ იცის სოფლის თავში მსახლობელის სიმღერა და უკრავს თავის მელოდიას...
მივირბინე უკვე კაი დაღლილმა და ლევანოს დაურეკნია, ხარანაულს.
გადავურეკე - რა იყო, როგორა ხარ... კედელს ვაშენებდი და იქიდან შემომესმა შენი ზარი მეთქი და მოვირბინე...
ყოჩაღ შენაო... - და ხმაზე მივხვდი, როგორ ჩაიღიმა თავისებურად, - და კედლის აშენებას ღიღინი უნდაო და მღერი რამესაო?
კი მეთქი, ჩემი გამოგონილი სოფლის თავში მსახლობლის სიმღერას მეთქი და ვუმღერე იმასაც.
კარგია, ეგრე უნდაო... ეგ სიმღერა რო მცოდნოდა, ხო მეც ვიმღერებდიო ”სანტექნიკი ლოვიკა” რო ვიყავი, მაშინაო...
წყლის მილი გაუსკდა ერთი კვირის წინ და სუ გამოსაცვლელი გაუხდა მთელი გაყვანილობა, ისეთი ძველი იყო...
კიო, გამოვედი უკვე სანტექნიკ ლოვას როლიდანაო და ეხლა ვხატავ მე გოდერძის წიგნსაო.
აი, საღოლ! აი, საღოლ! ხო იცი, სანამ შენ არ დახატავ, ფულს არ მაძლევენ მეთქი და კარგია, რო ხატავ...
და ხო შეიძლება, რო ფერადად იყოს, ფერებით ხატვა მომინდაო...
ვახ!
პატარაზე კი დავიბენისავით, რომ - რჩეულია მაინც, აკადემიური წიგნი და შიგ ფერად ილუსტრაციებს რა უნდა მეთქი და - ვითომ რატომ არ უნდა? უფრო მაგარი არ გამოვა?
და კი, დახატე, როგორც გინდა მეთქი.
არაო, შენ უთხარი ეს გამომცემელსაო, იცოდეს იმანაცაო და ტექნიკურად თუ შეუძლიათ ფერების აღებაო.
კარგი მეთქი და დავურეკე ახლა გამომცემელს, რომელიც ჩემზე მეტად დააბნია ამ ფერადმა ილუსტრაციებმა, რომ - მეო შავ-თეთრს ველოდიო და რა ვიციო?..
როგორ თუ რა იცით, ფერადი რაკი მოუნდა ლევანოს, ესე იგი, ფერადი უნდა მეთქი, რადგან, მე, როგორც რედაქტორი და გარკვეულწილად პასუხისმგებელი წიგნის დიზაინზეც, ვენდობი ლევანოს მეთქი და რაკი ფერადი ნახატები დაინახა, ესე იგი, ეგრეც უნდა მეთქი!..
და - კაარგიო, დახატოსო, კარგიო, რა ვიციო...
ტექნიკურად თუ შეუძლია ფერები თქვენს სტამბას მეთქი...
კიო, შეუძლიაო...
ჰოდა, ეგ არი მეთქი... რახან - ჩვენ კი არ უნდა ვესახლოთ სოფლის თავსა, სოფელი უნდა ესახლოს ჩვენ თავსა მეთქი... და კარგად იქნება ყველაფერი... გინდა სოფლის თავში ვესახლოთ, მაინც სოფელი უნდა ესახლოს ჩვენ თავსა მეთქი...
მოკლედ, ისე დავაბნიე გამომცემელი, რო დავითანხმე და დავურეკე ისევ ლევანოს...
მოკლედ, რათ გვაბნევ შენა მეთქი, ლევანო?
აბა, როდის გაბნევთო?
გაოგნდა ის კაცი, რო - გრაფიკებს ელოდა მეთქი...
კარგიო მაშინ, კარგიო! აი, მე ორივეს დავხატავ და მერე მაგან აარჩიოს, რომელი აჯობებსო...
ფერადები აჯობებს და დახატე ფერადები, რაღას წვალობ მეთქი...
და დახატული მაქვს უკვე გრაფიკებიო... და აი, ვნახოთო! - დაიმუქარა იქიდან, იმ თავისი თიანეთიდან, - მიდი, შენ დაამთავრე ეგ შენი კედელიო და მე ვიციო, სოფლის თავს ვსახლობ თუ სოფელი სახლობს ჩემ თავსაო...

ჰოდა, დავამთავრე საღამოს ის ჩემი კედელი და ისევ ამ სიმღერის ღიღინით...
როგორი გამოვიდაო?
მრუდე არ არის, რაც მთავარია...
მრუდედ როდის ვღიღინებდი რო?

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Mon Sep 21, 2009 9:46 am

ლევან ხარანაულის ილუსტრაციები გოდერძი ჩოხელის რჩეულისათვის - "ბინდისფერი ხეობიდან ცამდე" - http://armuri1.blogspot.com/2009/09/blog-post_21.html
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Fri Sep 25, 2009 9:29 am

ლევან ხარანაულის ილუსტრაციები მარიამ ხუცურაულის ლექსების კრებულისათვის - "სანათას წიგნი" - http://s159.photobucket.com/albums/t145/mikhom/levan%20kharanaulis%20-%20SANATAS%20WIGNI/?albumview=slideshow

sunny

ანდა ნახეთ აქ - http://armuri1.blogspot.com/2009/09/blog-post_25.html
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Thu Mar 11, 2010 10:54 pm


Bundle. 2000

Levan Kharanauli

Date of Birth 1963, Tbilisi, Georgia



Education

1980 -1986 Tbilisi State Academy of Arts, Faculty of Fine Arts, Georgia



Field painting, drawing



Solo exhibitions

2009 - Gallery “ Vernisage”, Tbilisi, Georgia.

2007 - Gallery “ Vernisage”, Tbilisi, Georgia.

1998 - Gallery “TMS”, Tbilisi, Georgia.

1998 - Bologna, Italy.

1996 - Bologna, Italy.

1993 – “Old Gallery”, Tbilisi, Georgia.

1987 – Tianeti, Georgia.

1980 – Tianeti, Georgia.



Works are kept

Gallery of Saint Isaiah, Italy

Private collections - Germany, France, Spain, Luxembourg and Georgia.

albino


Portrait of Elene. 2003


Portrait of Besik. 2003


Flowers. 2000

Arrow

Levan Kharanauli
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Fri May 28, 2010 12:52 am



ლევან ხარანაული – "ავტოპორტრეტი"

ლევან ხარამაულის გვერდი ვიკიპედიაზე ეს არის – [http://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_ხარანაული] (კვადრატულ ფრჩხილების გარეშე).
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან ხარანაული   Thu Nov 01, 2012 6:48 pm



Vazha-Pshavela by Levan Kharanauli

ლევან ხარანაული – "ვაჟა-ფშაველა"


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლევან ხარანაული   

Back to top Go down
 
ლევან ხარანაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: