არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გოდერძი ჩოხელი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: გოდერძი ჩოხელი   Thu Jan 29, 2009 4:04 pm



ბმული -- http://ka.wikipedia.org/wiki/გოდერძი_ჩოხელი




გოდერძი ჩოხელი

საზიარო ყვავი

_გვარი!
_ჩოხელი.
_სახელი!
_ბუთულა...
_პროფესია?
_სოფლის დეკანოზი.
_ვის უჩივით?
_შუღლიანთ (ღვთისავარს) მახარას.
_რაზე?
_იმაზე, რომ ჩემი საკუთარი ყვავი მიისაკუთრეს. გადაიბირეს და ახლა ჩვენიაო, აღარ მანებებენ.
_როგორ თუ შენი საკუთარი ყვავი, მასულელებ კაცო?
_მთალმა ქვეყანამ იცოდა, რომ ის ყვავი ჩემი იყო, სულ მე დამყვებოდა, სათიბზეც, სახნავზეც... ჩემი იყო, ეხლა კი იმათ გადაიბირეს.
_მოიცა, მოიცა... თქვენ გყავდათ საკუთარი ყვავი, არა?.. რა ერქვა იმ ყვავს?
_ყვავს?
_ჰო, ყვავს.
_არაფერი, ხალხი ბუთულას ყვავს ეძახდა. ესე იგი, თქვენ არაფერს არ ეძახოდით, გასაგებია.
_რა არის გასაგები, კაცო?..
_ის, რომ თქვენ მიისაკუთრეთ ყვავი, გესმით?
_ღმერთია მოწმე... მე...
_ღმერთი! ღმერთი არ გამაგონო!
_ მაპატიეთ... ეს, ისე...
_მოქალაქე ბუთულა, რამდენი ხანი გყავდათ ის ყვავი პირად საკუთრებაში?
_ცხრა წელი, უფროსო.
_ეხლა რატომ აღარ განებებენ?
_ჩვენიაო, იძახიან.
-ყვავს ვისთან ყოფნა უნდა?
_ყვავი მოატყუეს, უფროსო, დღედეღამე საკენკს უყრიან. ისიც სულ იმათთან დაფრინავს.
_არც ისინი ეძახიან სახელს?
_არა...
გვიანობამდე საუბრობდნენ ყვავის თაობაზე ბუთულა და მოსამართლე, მერე სასამართლოდან ისეთი დაღლილი გამოვიდა სოფლის დეკანოზი, რომ სახლამდე ძლივს მიაღწია ცხენით.
რა ქენი, კაცო, რა გითხრა, მოვაცემინებთო ყვავის საფასურს... ხმა ამაიღე, რას გაშტერებულხარ! ეკითხებოდა ბუთულას ცოლი.
_რაო და, შენც და ისიცაო, დამნაშავეები ხართო, ჯერ შენ მიისაკუთრე ყვავი, მერე იმანაო, რაღაცა ბნელი ინტერესების გულისთვისა მალავთო.
_კი, მაგრამ ფულს არ მოვაცემინებთო?
_ფულიო, ფული შეიძლება ასი მანეთი შენ წაგართოთო.
_რატოო, კაცო?
_ ხვალ დილით თქვენ სოფელში ამოვალ და გამოცდას მოგიწყობთო. მაღალ ბანზე ერთ მხარეს შენ უნდა დაყარო საკენკი, მეორე მხარეს მახარამო. თქვენ თქვენგან დაყრილ საკენკებთან დადგებით, მე კი შუაში დაგიდგებითო, დაველოდებით ყვავსაო, თუ შენ საკენკთან დაფრინდა, მახარამ უნდა გადაიხადოს ჯარიმა ასი მანეთიო, თუ იმისაზე დაფრინდა შენა უნდა გადაიხადოო.
_ შენ ხო არ გაგიჟდი, კაცო, ამ ხატობებში ას მანეთზე მეტი არც შემოუწირია ხალხს და ისიც ჯარიმაში უნდა გადაიხადო? ხომ იცი, რომ იმათზე დაფრინდება.
_ეგეაო და რა ვქნა.


მეორე დილით მთელი სოფელი შუღლიანთ ბანს გარს შემორტყმოდა, ბანის ერთ მხარეზე მახარა იდგა, მეორეზე – ბუთულა, იმათ შუაში მოსამართლე გაჯგიმულიყო.
ნახევარი სოფელი ბუთულას ინტერესებს იცავდა, ნახევარი კიდევ – მახარასას. საქმე კი ყვავს უნდა დაებოლოვებინა. დიდხანს მოუხდათ ლოდინი, რატომღაც იგვიანებდა ყვავი.
მოსამართლეს ეჭვიც კი შეეპარა, ხომ არ მამასხარავებენო, მაგრამ მახარასა
და ბთულას გამოთაყვანებულ სახეებს რომ შეხედავდა, იმედი ეძლეოდა და
თავისთავზე გულში ბრაზობდა,რატომ ორასი მანეთი არა ვთქვი ჯარიმაო.
უცებ ხალხი აჩოჩქოლდა. ჰაერში ყვავი გამოჩნდა, ღრუბლებში წრეს უვლიდა
და ნება-ნება ეშვებოდა მათკენ. სანამ ძირს ჩამოვიდოდა, ლამის გულები გაუსკდათ მახარესა
და ბუთულას.
ბოლოს, როგორც იქნა, მათ თავამდე მოაღწია ყვავმა, ფრთები შეატყლაშუნა, მოსამართლეს ზედ ქუდზე დააჯდა, დასჩხავლა, დაასკინტლა და გაფრინდა.
მახარასა და ბუთულას გულზე მოეშვათ, ჯარიმის გადახდას გადავურჩითო.
მაგრამ მოსამართლე ეგრე ადვილად არაფერს სთმობდა, მალე მოეგო გონს და მახარესა და ბუთულას ახალი ბრალდება წაუყენა.
_იმისათვის, რომ რაღაცა ბნელი ინტერესების გულისთვის მიისაკუთრეთ ყვავი და არც სახელი დაარქვით, უფრო მეტიც, მორალურად გარყვენით, ერთიცა და მეორეც ვალდებული ხართ გადაიხადოთ ორას-ორასი მანეთი ჯარიმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიცემული იქნებით პასუხისგებაში. ვადა გეძლევათ ერთი კვირა.
მოსამართლემ ქუდი გაიწმინდა, დაიხურა და წავიდა. მახარა იმაზე ღონავდა, სად ვიშოვო ორასი მანეთიო. ბუთულას კი ცოტა იმედი მიეცა:_ წინა დღეობაზე ასი მანეთი შემოსწირეს ხატს, ორ დღეში ახალი ხატობაა და იქნებ ასი კიდევ შემოსწირონო.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Oct 04, 2013 10:28 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Thu Jan 29, 2009 4:07 pm

საზიარო ყვავი

(გაგრძელება)

მოხდა უბედურება, არ მოვიდა დღეობაზე ბევრი ხალხი და შეწირულობა აღარ დაიგროვდა ბუთილას, ვერც მახარამ იშოვა ერთ კვირაში პული, ვინც კი გაიგო, რისთვის სჭირდებოდა, არავინ აძლევდა. მიხურავდნენ კარს და ბუზღუნებდენენ თავისთვის: წადი, შესცქირე ყვავებს და იქნებ მათ გამოსცვივდეთო ფული.
ერთი კვირის მერე მოსამართლემ ორივე თავისთან დაიბარა და სახლში აღარ გამოუშვა. ყოველდღე იბარებდნენ მათი სოფლიდან დაკითხვაზე მოწმეებს. ადგენდნენ ყვავის ვინაობას.
ზოგი თავს არიდებდა სასამართლოში სიარულს და პირველივე დაკითხვაზე ჩუმად შეაპარებდა მოსამართლეს ფულს, მერე სოფელში მიბრუნებული თავის ოსტატურ საქციელზე ამაყად ჰყვებოდა და იმათ, ვინც უკვე მერვედ იყო დაკითხვაზე თავს ამეტებდა.
შეწუხდა სოფელი, შეაგროვეს ოთხასი მანეთი და თანასოფლელების გამოსახსნელად მოსამართლეს მიუტანეს.
მოსამართლემ თითები მაგიდაზე დააკაკუნა და ფული ისე უკმაყოფილოდ ჩააგდო უჯრაში, სოფლის თავკაცებს იმედი წაუხდათ.
_თქვენს თხოვნას დავაკმაყოფილებ იმ შემთხვევაში, თუ დაიჭერთ იმ ყვავს და მმომიყვანთ, აქ, პირადად მე, ცოცოხალს!


დიდი და პატარა იმ ყვავს დასდევდა დასაჭერად. ის კი აღარავის ეკარებოდა. შოფელში იშვიათად ჩამოდიოდა, შეჯდებოდა რომელიმე ხეზე, დაიჩხავლებდა და წავიდოდა. ვერც იჭერდნენ და არც მოკვლა უნდოდათ. მოსამართლემ_ ცოცხალი მომიყვანეთო_ და რომ მოეკლათ, ვაითუ მთალი სოფელი დაეჯარიმებინა.
ბოლოს გამიხარდას მოუვიდა თავში აზრი:
_ხომ ვერ იცნობს მოსამართლე სახეზე, რომელი ყვავი იყო.
_ვერ იცნობს.
_ჰოდა, დავიჭიროთ სხვა ყვავი და მივუყვანოთ.
_სწორია.
_კი მარა, ვაითუ იცნობდეს? _დაეჭვდნენ ზოგიერთები
_ერთხელ ნახვით რას დაიმახსოვრებდა, თქვე კაი ხალხო, თქვენა, თანაც მგონი კარგად ვერ დაინახა, პირდაპირ ქუდზე დააჯდა და გაფრინდა.
_კი მაგრამ, იმათ რომ წამოსცდეთ, ეგ ყვავი არ არისო, მაშინ... მაშინ რაღას შვრებით.
_ავდგეთ და გასაფრთხილებლად გავაგზავნოთ კაცი. ამას და ამას ვაპირებთ და არაფერი წამოაყრან-ტალოთ-თქო.
გაგზავნეს კაცი ბუთულასა და მახარას გასაფრთხილებლად.


შოფლის ხილებში ერთ ბებერ ყვავს ჰქონდა ბუდე. შულ ყოველთვის იმ ბუდეში იხდიდა ხოლმე ბარტყებს და ისე მიეჩვივნენ სოფლელები, რომ არასოდეს არაფერს უშავებდნენ. ისიც კარგად ხედავდა მათ კეთილგანწყობას და არასოდეს არა ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ეზოდან წიწლა მოიტაცოს.
მეტი გზა არ იყო. ხალხმა გადაწყვიტა, ეს ყვავი წაეყვანათ მოსამართლესათვის. ბალღები აგზავნეს ხეზე და ბუდეზე მჯდარი ჩამოაყვანინეს.
საცოდავი, ისე იყო ხალხის სიკეთით გულდაჯერებული, ერთხელაც არ უცდია წინააღმდეგობა გაეწია მათთვის. რომ მიჰყავდათ, დედაკაცებმა თავისებური მოთქმა გააბეს:
_ვაი, უბედურს შენს წვრილშვილს!
_მაშა, ქალო, დარჩა სულ ტიალად!
_ეჰ, ჩვენ ვიკითხოთ თორე, მაგას რა უჭირს, ხო ამბობენ, სამას წელს ცოცოხლობს ყვავიო, მანამდე იქნებ მოსამართლეც მოკვდეს და გამოუშვებენ.
_სამასს კი არ ცოცხლობს, სამოდსაო.
_არა, ქალო, ვერ გაგიგია კარგა, სამასსაო.
_იქნებ მაგათაც არ იციან და იმიტო უთხრა ცოცხალი მამიყვანეთო, რო აინტერესებს გაიგოს, რამდენ ხანს იცოცოხლებს.
_შვილები კი დარჩა ეგე და.
_რას გალაღდებიან ყორნები?
_აბა, ქალი!
შაწყალი ყვავი, რომ წაიყვანეს, რაღაცა თუ იგრძნო, დაიჩხავლა.

მოსამართლემ ხალხს დანაპირები შეუსრულა: ბუთულა და მახარა გამოუშვა.
კარებში რომ გამოდიოდნენ, ბუთულა ისევ მოსამართლესთან შეტრიალდა და ყურში ჩასჩურჩულა:
_მე კი ნუ გამცემ და... მაგათ სხვა ყვავი შემოგატყუეს.
_როგორ სხვა ყვავი._ დაიღრიალა მოსამართლემ და გარეთ გამოვარდა.
_ან იმ ყვავს მომიყვანთ ცოცხალს, ან არადა ჯარიმა ჩემი მოტყუებისათვის.
რაღა ექნათ, წამოვიდნენ დაღონებულები. ეძებენ, მაგრამ ვეღარ პოულობენ იმ ყვავს, იმასღა ჩივიან:
_სამას წელს მაინც არ ცოცხლობდეს, საბუთი გვექნებოდა, დაბერდა და მოკვდაო.
დადიან და ეძებენ.
ბუთულას რაღა ენაღვლება, მოკვდა სიბერით.

(დასასრული)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Thu Jan 29, 2009 4:40 pm



გოდერძი ჩოხელი

გუდამაყრელი დედაკაცები

ავაჰმეე!
ეს სიტყვა რაღაცით ჰგავს გუდამაყრელ დედაკაცებს, თუკი შეიძლება სიტყვა ადამიანს ჰგავდეს და მსგავსება ზოგად სახეს ატარებს.
ავაჰმეე!
ეს სიტყვა დადის სახნავ-სამკალზე, სათიბ-სახვეტზე.
დადის წელში ოდნავ მოხრილი. შავი სამოსი აცვია ტანზე.ბუდამაყრელი დედაკაცების მსგავსება ამ ერთ სიტყვაშია მომწყვდეული. ცადაზიდული მთებით არის შემოფარგული ეს სიტყვა. აქ, გუდამაყრის ვიწრო ხეობაში არის მისი საუფლო.
-ავაჰმეე!
-ავაჰმე, ჩემო დედისერთავ!
-ავაჰმე, შე ბეჩაო, შენა!
-ავაჰმე,შე საპირმიწევ!
-ავაჰმეე, ჩემო ჯიელობავ!
-ავაჰმე,ჩემო!..
დადის ეს სიტყვა ჭირში და ლხინში.
ქორწილია:
ხამხაძიანთ კალოში საქორწილო სუფრა არის გაშლილი.
იგვიანებენ მაყრები.
გადადის შუაღამე.
მაყრები არ ჩანან.
-ავაჰმეე! - ამბობს ნეფის დედა .
-ავაჰმეე, არაფერი დაემართოთ!
-ნუ გეშინია,ჩე,-ამშვიდებენ სხვები,შავსამოსიანი დედაკაცები. აქაურ ტანსაცმელში რატომღაც შავი ფერი მეფობს.
-ავაჰმე, ჭრელაჭრულას რა ჩამოცმავს, ქალო!
შავი ჩიქილები.
შავი კაბები.
ქორწილშიც და ჭირშიც.
-ავაჰმეე,-ღონავს ნეფის დედა.
სხვებიც მოუთმენლობამ შეიპყრო. ისინი მოსულნი არიან სხვადასხვა სოფლებიდან.
მთელი ზაფხულის ნაშრომ- ნაჯაფარით ჩამომხმარ სხეულებში მაინც შემორჩენიათ ის რაღაც იდუმალება, რასაც ქალური ჰქვია.
სანთელივით ჩამოხვეწილი სახეები აქვთ.
მოელიან.
არაგვის ჭალაზეცხენის ფლოქვების თქარათქული ისმის
-მოდიან,მოდიან!-გაჰკივის ბანის წვერზე გადმომდგარი სახლი.
საღვინით ხვდებიან მახარობელს.
თაფლს აჭმევენ ნეფე-დედოფალს და ჯარზე სხამენ.
სუფრის ერთ მხარეს მამაკაცები სხედან, მეორე მხარეს- დედაკაცები.
ღამე თანდათან მუქდება.
არაყით თრებიან კაცები და თანდათან ხმას უწევენ.
ისმის დოლ-გარმონის ხმა.
მუსიკის ხმა ჟრუანტელად უვლის დედაკაცებს სხეულში.
თვალგაშტერებულნი სხედან და ბორწნელიდან შემოპარულ ღამეს გაჰყურებენ სადღაც, შორს.ალბათ თითოეულს თავისი პატარძლობა ახსენდება...
როგორ ყველაფერი ღვთეაბრივი აჩვენებოდა მაშინ.
ყველაფერი ახარებდა.
მაშინ ყველაფერი ლამაზი იყო.
მერე?!
მერე თანდათან დაკარგა სილამაზე სახე.
ოჯახი,ბალღები,ათასი საქმე,ათასი დარდი და მოზღვავებული გულის წუხლით პირველად ნათქმავი:-ავაჰმეე!
თანდათან დაივიწყეს სიცილი, მღერა.
მარტო ქორწილში თუ გაერთობიან და იქაც ნაღველს ურევენ, ეშინიათ მხიარულების.
სხედენ და ღამეს გაჰყურებენ.
ყველაზე მეტად ალბათ მუსიკა უყვართ გუდამყრელ დედაკაცებს.გარინდებულები დოლ-ბარმონის ხმაში აქსოვენ გულისყურს.ისინი არ ბასცილებიან გუდამაყრის მთებს.
აქ დაიბადნენ.
აქვე უნდა ჩაიკრიფოს იმათი ნაშრომ-ნაწამები ძოლმანი.
აქ უნდა ჩაკვდეს ამათი სიყვარული.
აქ უნდა გახუნდეს იმათი წილი საწუთრო.
აქაურ ცას დილის ნისლივით უაზროდ უნდა შეაშრეს იმათი ოცნებები.
-და ვინც იცის, ოცნებობენ.
ერთმანეთსაც კი არ უმხელენ ამას.
........................
არაყი თანდათან ეკიდება კაცებს.
ცეკვავენ.
მობეზრდათ სმა-ჭამა და ახლა მამაკაცურ ჟინს ცეკვაში იკლავენ
აღარ ჩერდება ჩალხაი.
ცეკვავს.
- ავაჰმე, გაგიჟდა ჩვენი კაცშავაი. - ოხრავს ჩალხაის ცოლი.
მერე, კაცები ცეკვის ჟინს რომ მოიკლავენ, საჩხუბრად აეფხორებიან ერთმანეთს, აირევა სუფრა:
გაწევ-გამოწევა.
დედაკაცების წიოკი:
- ავაჰმე, ნუ ჩახოცეთ ერთურთი.
კაცები ჩხუბის ჟინსაც მოიკლავენ და ისევ დასათრობად უსხედიან სუფრას. ქალებს გასძახებენ:-გაგვიღარიბდა სუფრა,ქალებო!
თენდება.
დედაკაცები სახლში მიდიან.
უძილოები სამუშაო იარაღებს აიღებენ და მთის ფერდს შეუყვებიან.
კვირის თავზე პატარძალს წაიყვანენ წყაროზე:-საწყლევლად.
წყაროზე დასხდებიან.
რომელიმე დედაკაცი დამჯდარ პატარძალს წამოეპარება და უკანიდან წყალს დაუღვრის. თუ პატარძალმა დრაზე გაიგო:
-ფხიანი დედაკაცი დადგება.
თუ ვერ გაიგო:
-ავაჰმეე, ვერა ბევრაი იქნება!
დღეები თანდათან გაჰყვება ართურთს და ერთხელაც მთაზე სამუშაოდ მიმავალ პატარძალს უნებურად აღმოხდება:
-ავაჰმეე!
და ვინ იცის,მერე რამდენჯერ იტყვის ამ სიტყვას.
ვინ იცის,რამდენჯერ გაახსენდება ტავისი ქორწილი.
ისიც ალბათ სხვა პატარძალს დაუღვრის წყალს და თუ ვერ გაიგო,გულის ტკივილით იტყვის:
-ავაჰმე!ვერა ბევრია.
მერე ისიც სხვებივითამ ერთ სიტყვას დაემსგავსება.
.............................
-ავაჰმე,ჩემო დედისერთავ!
-ავაჰმე,შე ბეჩაო,შენა!
-ავაჰმე,ჩემო ქალობავ!
-ავაჰმე,ჩემო!..
..........................
რად,რად გიღონავთ გული...
რა,რა გიშველოთ...
ავაჰმე,მოგიკვდათ ჩემი თავი!


Last edited by Admin on Mon Aug 18, 2014 12:45 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Thu Jan 29, 2009 4:42 pm

და ისევ გუდამაყრელი დედაკაცები

მიმყუდროვებულან საფიხვნოში. დამსხდარან და მიწას ჩაჰყურებენ გაშტერებით. შავჩიქილიანები, შავები, შავად ჩაცმულები. ჯაფისაგან
უდროოდ ჩამოლეულები, სანთელივით ჩამომდნარები, ჩამოღვენთილები.
წინდებსა ქსოვენ და დროდადრო ოხრავენ.
მივალ და ვკითხავ:
- ნინუავ!
- სოფიავ!
- მართავ!
- კანუშავ!
- რაზე ოხრავთ, თქვე ბეჩავებო, თქვე დამწვრებო, აქ რას უსხედხართ!
- ძვლებს ვათბობთ, ძმისავ.
- კაცები სადღა გყავთ, ძალო.
- კაცები ხატში წავიდნენ, ჩემო თავისავ.
- აი, ზევით ხატის გორაზე სხედან მთვრალები.
ბაწაწუნაი.
მწარიაი.
კოფიაი.
ჯღანიაი.
ბერი.
ხატის გორზე სხედან და სვიან ლუდსა სვამენ თასებით.
დედაკაცებს ხატის მოედანზე არ მიესვლებათ. ისინი ქვევით სხედან.
კაცებს ეს რაღაცნაირ სიამაყეს ჰგვრის და თვრებიან, ულვაშებით სწურავენ სვიან ლუდს.
მზე ჩადის.
დედაკაცები ისევ საფიხნოში სხედან და ძვლებს ითბობენ
- ნინუავ!
- სოფიავ!
- მართავ!
- კანუშავ!
- თქვენი უდროოდ ჩამობერებული ძვლებიდან ადენილი სუსტი ალი მკიდია სულში. თქვენი ოხვრა მინთია სანთლად. თქვენი მუხლებში ჩამდგარი სიბერე მაელდებს. გხედავთ და ასე მგონია, რომ ღმერთთან შესასვლელ კარს უყურებდე.
- ძვლებს ვითბობ, ძმისავ! ..
- მზის სითბო ნუ მოგიშალოთ, ძალო!
- ეგრე შენა, ჩვენო თავისავ!
ღამდება.. .
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Thu Jan 29, 2009 4:50 pm

მოლოდინივით მძიმეა მიწა

გზაგასაყრთან სხედან. შავი ძაძები აცვიათ. მუხლებზე იდაყვდაყრდნობოლნი იმშრალებენ ჩიქილის ტოტებით იმშრალებენ თვალებს. ყასიდად სახლიდან წინდები წამოუღიათ და ვითომ ჰყიდიან.სხედან და თან გზას გაჰყურებენ. გზა შორია და მოლოდინით სავსე. ათასნაირ ბორბლებზე შემდგარი მანქანები დაჰქრიან აღმა-დაღმა. ადიან და ჩადიან ადამიანები, მაგათთვის კი არავინ მოდის. გზის ქვემოთ მსგათ დარდებივით მღვრიე არაგვი მიერეკება ღორღიან ჭალას. ისე მიშრიალებს, თითქოს ეგეც ელოდეს ვინმეს, თითქოს წყალსაც ვიღაის
მქუსვლელობა ჰკლავდეს.
ისხდნენ.აქამდის ორნი იყვნენ.ამ ბოლო დროს ერთი დედაბერი სადღაც გაჰქრა.მარტო ერთი შავოსანიღა შემორჩა გზაგასაყარს.სულ იმ ქვაზე ზის.მაგისთვის არც დარი არსებობს და არც ავდარი.წვიმის წვეთებს დედაბრის შავი მანდილი ღამის ნაგლეჯი ჰგონიათ და უკვირთ,იცინიან ზედ.
თავზე რომ ახვევია,ისეთივე შავი ჩიქილა მიწაზე გაუშლია და ზედ ახალმოქსოვილ წინდებთან ერთად,ძველი,რეცხვაში უკვე გაცვეთილი ჭრელი ხელთათმანებ უწყვია.გაივლის ხოლმე მგზავრი
გაიყოლებს წინდებს,მერე წასასვლელად გამზადებული იმ ჭრელ ხელთათმანებზეც შეევაჭრება .არა ვყიდიო,-ჩაირჩულჩულებს დედაბერი,მგზავრ თვალს აარიდებს,ამოიოხრებს და არაგვისაკენ სახემიქცეული თავისთვის იტყვის:-მოგიკვდეს შავბნელი დედა,შვილო!
ხელთათმანებს აიღებს და უბეში ჩაიწყობს.მგზავრს უკვირს და უხერხულებისაგან აღარ იცის,სად დამალოს გაწვდილი ფული.
მერე მგზავრი წავა.მარტოდ დარჩენილი დედაბერს ელდა შეიპყრობს. ეშინია _ვაი თუ „გამოიაროს“ და ვერ მიცნოსო. ისევ ამოიღებს ხელთათმანებს უბიდან და ჩიქილაზე დააწყობს.
იმ დღესაც იქ იჯდა. ჭალაზე რატომღაც წმინდა მოდიოდა არაგვი. წყლის დასალევად ჩავიდა
ქვემოთ. უკანმობრუნებულს ცარიელი ჩიქილა დაუხვდა. აღარც წინდები, აღარც ის ხელთათმანები. გზაზე ყაჩაღივით მიჰქროდა უზარმაზარ ბორბლებზე შემდგარი სატვირთო მანქანა და მიწისაგან ავარდნენ მტვერს მიიყოლებდა. ჯოხზე დაყრდნობილი ქალი მანამდის
გაჰყურებდა, მანამ მოსახვევს არ მოეფარა. მერე ჩიქილის ტოტებით აცრემლებული თვალები
მოიწმინდა და ჩაიჩურჩულა:
_მოგეცადნა და მიწას ხომ არ გამოვეკერებოდი, გეთხოვა და შენი ფულით კი არ გავმდიდრდებოდი, შე კაცობა დამწვარო შენა.
სანთლისფერ ღაწვებზე მოლოდინით სავზე. გზა ვერ იტევს უკაცობას. გზა სავსე არის მოლოდინით და ხალხით. გზას პირველს სტკივა ქვეყნის სატკივარი. გზა პირველი მოელის
შინმოუსვლელთ. გზას პირველ მოაქვს სიხარული:
მიწაზე ჯოხდაყრდნობილი დგას. გზაზე კი ათასობით ამვლელი და ჩამვლელი ჩადის. ვინ იცის, რამდენი ამისთანა გზა არის დედამიწაზე.
ხანდახან დაღლილ მუხლებს მოიკეცავს ხოლმე ცივ მიწაზე და მაშინ გრძნობს, რომ მოლოდინივით მძიმეა მიწა . . .
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Thu Mar 05, 2009 11:30 pm



მხატვარი ნინო მორბედაძე - ”საზიარო ყვავი და გოდერძი”
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Fri Mar 06, 2009 2:29 pm



ძობანა

თოვს ფშავის მთებში.
მთის ფერდობზე, თოვლში გაკვერილ სამარხილე გზაზე მთვრალი ფშაველი ჩამოდის ბარბაცით. უკან ძაღლი მისდევს. ძაღლს ძობანა ჰქვია.

კუდისქნევით მიჰყვება ძობანა პატრონს.

ცივა.

არაყს და სიცივეს ისედაც მწითური ფშაველი უფრო წამოუწითლებია. მობარბაცებს. ხან სად გადავარდება გზის ძირ, ხან სად.

ძობანა უკანა ფეხებზე ჩამოცუცქდება და ელოდება.

ფშაველი გზაზე ამობობღდება, ტანსაცმელს ჩაიბერტყავს და წავა ბარბაცით. ცოტა რომ გაივლის, კიდევ გადავარდება გზის ქვემოთ.

ძობანა ისევ უკანა ფეხებზე ჩამოცუცქდება და ჩაჰყურებს პატრონს. ძაღლს ჭკვიანი, ერთგულებით სავსე თვალები აქვს...

მერე ფშაველი ისევ გზაზე ამოვა.

ძობანა უკან გაჰყვება კუდის ქნევით.

ფშაველი ერთსაც წაიბარბაცებს და გზიდან გადავარდება.

თოვლი დიდია და ქვები არა ჩანს.

გზისაკენ მიბობღავს ფშაველი. ახლა მას სულმთლად წითელი სახე აქვს.

ძობანა უკანა ფეხებზე ჩამომჯდარა და გადმოჰყურებს. თვალებში ირონია უციმციმებს.

ფშაველი თოვლში მობობღავს.

ძობანას თითქოს ეღიმება, ხან იქით გადაიქნევს თავს, ხან აქეთ.

ფშაველი ძაღლს შეხედავს, უყურებს, უყურებს და შეუმღერებს:

“ფრთხილად იარე, ძობანავ,
მანდ ცუდ გზებია, ზოგგანა”.


ძობანა ეტყვის:

“რაღა ჩვენდ არი ცუდ გზები,
ამ გზებზე დადის ქოყანა”.


ძაღლს უსაზღვროდ კეთილი და ირონიით სავსე თვალები აქვს.

მერე ფშაველი გზაზე ამოვა და ისევ ბარბაცით წავა.
ძობანა უკან მიჰყვება.

ორივენი მთვრალები არიან: ფშაველი – არაყით, ძაღლი კი პატრონის სიყვარულით.

თოვს.

თეთრი ფანტელები მობარბაცებენ ციდან.

თითქოს ისინიც მთვრალები იყვნენ.

თოვს...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Sun Mar 08, 2009 12:24 am

Arrow
http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../authors

ბიოგრაფია

გოდერძი ჩოხელი (1954 - 2007)

დაბადების ადგილი - სოფელი ჩოხი, მშობლები - დედა - ლელა ბუბუნაური, მამა - ნიკო ჩოხელი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მეუღლე ნინო მელაშვილი, ჰყავს შვილ(ებ)ი ლუკა, ნიკა, მწერალი, უყვარს მოთხრობების წერა და კინოფილმების გადაღება

ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი: მეგობრობის გამზირი, დიღმის მასივი, 1 კვ. კორპ. 13. ბ. 34. ტელ: 52 19 87



წიგნების სია

ბედი მდევარი
ბალახის ცხოვრება
ადამიანთა სევდა
ბინდისფერი ხეობა
თევზის წერილები
მგელი
მოთხრობები
მღვდლის ცოდვა
სულეთის კიდობანი
ღმერთის შვილები
შემინდე, დედაო მიწავ
წერილი ნაძვებს

Idea

ესეც ბიოგრაფია ვიკიპედიაზე - http://ka.wikipedia.org/wiki/გოდერძი_ჩოხელი
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Tue Mar 10, 2009 12:04 am

ნოდარ დუმბაძე
1983 წ.

გოდერძი ჩოხელი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მისი ნაწარმოებები უკვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა. მწერლის პერსონაჟების
სამყარო მდიდარი, მრავალფეროვანი და მოუსვენარია. ამ სამყაროში მცხოვრებ ადამიანთა ახლის ძიებისა და მასში წვდომის სურვილით მათი მოქმედების არეალი უსაზღვროა. ეს სამყარო მხიარული და დაუმორჩილებელია, ზოგჯერ უცნაურიც _ მწერლის მიერ თითქმის გროტესკამდე მიყვანილი, მაგრამ რაღაც მომენტში სრულიად საპირისპირო _ ადამიანური ხასიათების ნათელი და სუფთა წახნაგებით.

თავის გმირებს შორის გაზრდილი გოდერძი ჩოხელი ფლობს მათი ყოფა-ცხოვრების, ფსიქოლოგიის, იმედების ღრმა ცოდნას და ჭეშმარიტად მწერლური ნიჭით _ მათი დანახვის უნარს. მას შეუძლია სინათლეზე გამოიტანოს მთავარი, არსებითი და რაც გასაოცარია, საკმაოდ რთულად
ასახსნელი საკითხები, რომელთაც ვერ მისწვდა სხვისი მახვილი, დაინტერესებული მზერა.

ჩოხელი თავის თხრობაში ირონიულია და სერიოზული, მხიარული და სევდიანი, თავშეკავებულად ამაყი, ზუსტი და ყოველთვის საოცრად კეთილი
_ არა-ზედაპირულად კეთილგანწყობილი, გულთბილი მთელი თავისი არსებით, თავისი შემოქმედების არსით.

და უწინარეს, ჩოხელი ღრმად პატრიოტულია _ სისხლხორცეულად, შემოქმედებით და პროზის არც ერთი ძაფით არ წყდება მშობლიურ მიწას,
ისევე როგორც _ მისი გმირები. ჩოხელის მოთხრობებში მოქმედების ადგილი კონკრეტულად შემოსაზღვრული პაწაწინა ნაწილია საქართველოსი _ ძნელად მისაღწევი მთიანი მხარე _ გუდამაყარი _ პატარა და დიდებული. მწერლისთვის უძვირფასესია ეს კუთხე, ისევე როგორც მის მცხოვრებთათვის. ისინი ხან მხიარულები არიან, ხან _ სევდიანები, საოცრად გულუბრყვილოები და უმტკიცესნი მეგობრობაში, უყვართ წაფილოსოფოსება და ნაბახუსევზე ყოფნა. ასეთები არიან ეს ადამიანები _ გოდერძის თანასოფლელები, ვისაც მისი მოთხრობები ეძღვნება.

გოდერძი ჩოხელის ნიჭიერება ნათლად იგრძნობა მის წინაშე მდგარი შემოქმედებითი ამოცანების თავისუფლად გადაწყვეტაში, მის გაბედულებასა
და შემოქმედებით შეუპოვრობაში, რაც მხოლოდ იმ მწერლებისთვის არის დამახასიათებელი, ვისაც ლიტერატურა განსაკუთრებით იდუმალ საიდუმლოებებს მიანდობს ხოლმე.

სიტუაციები, რომელთაც მწერალი თავის მოთხრობებში აღწერს, ხშირად რთულია. მე ვიტყოდი, რომ პროფესიული თვალსაზრისით, საშიშიც
(მთიელი, რომელიც კინოგადაღებებზე ირემს ანსახიერებს, რეალობაში უცებ მართლაც ირმად იგრძნობს თავს; ადამიანი თავისი სიცოცხლისა და
სისხლის ხარჯზე ნაძვის ნერგს გამოზრდის საკუთარ სხეულზე), მაგრამ მწერალი ამ სიტუაციებში რჩება დამაჯერებელი და მნიშვნელოვნად ღრმა. ის გაურბის ლიტერატურულობას, არაბუნებრიობას, სენტიმენტალობას. ამის ერთ-ერთ ახსნას მე ვპოულობ იმაში, რომ გოდერძი ჩოხელის მოთხრობებში პირობითობა `პირველადი~ წარმოშობისაა – იგი სათავეს ფოლკლორში იღებს.

საერთოდ, ფოლკლორმა, ხალხურმა სიტყვამ განსაკუთრებულად ნაყოფიერი გავლენა იქონია გოდერძი ჩოხელის მწერლურ ხელწერაზე.
ხმის ტემბრით (ყოველ მწერალს კი თავისი ტემბრი აქვს) ის მოგვაგონებს სახალხო მომღერალს, რომელიც თავდაჭერილი და მტკიცე ხმით მღერის
თავის ბალადებს. თუმცა ეს სახალხო მომღერალი საკმაოდ კარგად იცნობს თანამედროვე მუსიკალურ კულტურას.

გოდერძი ჩოხელის ბევრი მოთხრობა ბრძნულ იგავებს წააგავს (”გაზაფხულის მოლოდინში”, ”დავიწყების მდინარე”, ”გიგია ბუბუნაურთან
ძმადნაფიცი”).

ამ იგავების აზრი ნათელია და ერთმნიშვნელოვანი: დროს ვერ დააბრუნებ; სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდე; მშვენიერია მშობლიური მიწა; გიყვარდეს შენი ჯიში _ ეს ყველაფერი სადა, ძარღვიანი ენით გადმოცემული, მთის დიალექტით ზომიერად არის შემკობილი.

იგავების მთელი მშვენიერება ჭეშმარიტად ხალხურ არასტილიზებულ ენაშია და ცხოვრებისადმი მართლაც, ხალხურ, უბრალო და ბრძნულ
მიდგომაში.

ახალგაზრდა მწერლის გზაზე უკვე მთელი რიგი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი წარმატებები აღინიშნა (მათ შორის მის მეორე
პროფესიაშიც _ კინორეჟისურაში, სადაც იგი გატაცებით და ნაყოფიერად მუშაობს).

გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი გზა ფართოვდება და ყოველდღიურად უფრო მკაფიო და საინტერესო ხდება.

Idea
Back to top Go down
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Mon Feb 07, 2011 11:09 pm

ცხრა შეკითხვა სიყვარულის რაობის შესახებ

1

- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .


2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!


3


- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.


4

- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.


5

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .


- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.


6


- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!


7


- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.


8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.
არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.
არ მწამს და მამკალ, აჰა!


9

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.
და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

მიყვარს ეს ადამიანი.მარადიული ტკივილია ჩემთვისაც და ალბათ კიდევ ძალიან ბევრისთვისSad
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Wed Jun 01, 2011 6:14 pm



გოდერძი ჩოხელის "დავიწყების მდინარე" იაპონურად


08:00 / 15-05-2011

გოდერძი ჩოხელის მწერლობას მსოფლიო სათანადოდ ჯერ არ იცნობს, მაგრამ მისი "დავიწყების მდინარე" საკმაოდ ავტორიტეტულმა იაპონურმა ჟურნალმა "შუაღამისას" თარგმნა და იაპონელი მკითხველის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: - გოდერძის მოთხრობა "დავიწყების მდინარე" ქართველოლოგმა და ენათმეცნიერმა იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა. ეს ადამიანი ათი წელია საქართველოს ხშირი სტუმარია, ჰყავს ქართველი მეუღლე და ძალიან მოსწონს ჩვენი მწერლობა, განსაკუთრებით კი გოდერძის მოთხრობები. მისთვის ჟურნალ "შუაღამისას" ქართული მოთხრობის თარგმნა უთხოვია და მანაც "დავიწყების მდინარე" თარგმნა.

ჟურნალი 2009 წელს გამოვიდა, მაგრამ ჩვენ მასზე ხელი არ მიგვიწვდებოდა. იასუჰირომ ახლახან თვითონ ჩამოგვიტანა ნომრის ეგზემპლარი. ჩვენთან სტუმრობით ძალიან გაიხარა, გაიძახოდა, რა დიდი მწერლისა და მოღვაწის ოჯახში ვიმყოფებიო. როგორც გვითხრა, სხვა მოთხრობების თარგმნას და იაპონიაში გოდერძი ჩოხელის პატარა კრებულის გამოცემასაც აპირებს.

მართალია, თარგმანის წაკითხვა ვერ შევძელით, მაგრამ იაპონელები გოდერძის შემოქმდებით რომ დაინტერესდნენ, ძალიან გვახარებს. მოთხრობასა და გოდერძის ბიოგრაფიასთან ერთად თვალსაჩინოებისთვის რუკაა დახატული, სადაც ისრით არის მიანიშნებული საქართველო.

დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/36114-goderdzi-chokhelis-qdavitsyebis-mdinareq-iaponurad.html#ixzz1O28FLbiW


ნიკო ჩოხელი – გოდერძის მამა




Last edited by Admin on Thu Apr 12, 2012 2:56 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Wed Jun 01, 2011 10:09 pm

რა კარგია,რაც უფრო მეტ ენაზე ითარგმნება გოდერძის ნაწარმოებები მით უკეთესი I love you I love you I love you I love you I love you I love you
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Tio



Female
Number of posts : 1
Age : 42
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : raTa
Registration date : 04.07.11

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Tue Jul 12, 2011 11:19 am

წერილი მომავალს (2010 წელს ამოღებული გოდერძი ჩოხელის წერილი)


კვირის პალიტრამ გახსნა სკივრი სადაც წერილები 10 წელი ინახებოდა და შიგ ერთ-ერთი გოდერძის წერილი იყო:



აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. - რა იმედით?

- ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან იმედი აღარ იყო, მაშინ მოგვივლენდა დიდ მამულიშვილებს გადასარჩენად. ჯერჯერობით კი სატანა მძლავრობს და ტაშფანდურა აქვთ გამართული ღვთისმშობლის წილკურთხეულ საქართველოში ეშმაკის ტარტაროზებს.

ასე ვხვდებით მესამე ათასწლეულის დადგომას და უფრო უარესად.

კაცი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის და ალბათ დღევანდელი ქართველებიც ბევრ რამეს დაუმალავენ მომავალ თაობებს. დაუმალავენ თუნდაც სირცხვილის გამო - რას იტყვიან ჩვენი შვილები, როცა მომავლიდან გამოგვხედავენ?

განა შეიძლება ადამიანებმა ასეთ დღეში ჩააგდონ თავისი სამშობლო!!!

ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მომავლების "დიდი" წინაპრები, ყველაფერს რომ ვუჭამთ, ყველაფერს რომ ვუყიდით: მიწას, წყალს, ტყეებს, ადათ-წესებს, რწმენას, ეროვნებას, წარსულს, მომავალს...

მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც. რაღაცა მაკრთობს, რაღაცა მაელდებს.

ეს არ არის სიკვდილის შიში. ეს უფრო ჩემი და ჩემნაირი ქართველების უმწეობის, უმაქნისობის შიშია. სიკვდილისა კი ნამდვილად არ მეშინია. თითქოს იმისი ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ჩემს ახლომახლო და ეს ხმა ოდნავადაც არ მაკრთობს, იმედიც კი მაქვს: მოვრჩები ამ სატანჯველს და წავალ იქ, სადაც ჩემი წინაპრები არიან, იმათთან კი რისიღა უნდა მეშინოდეს?!

თან იმედი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ორიათასოცდახუთი წლის გაზაფხულზე მოვა ჩემი შვილიშვილი ჩემს საფლავზე, იების კონას მომიტანს და თვალებგაცისკროვნებული მეტყვის: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ჩემი შვილიშვილი საქართველოს ბედნიერებით იქნება ბედნიერი. არ ექნება უსუსურობის განცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია და ვერ წარმოიდგენს, როგორ მტკიოდა გული, როცა მესამე ათასწლეულის პირველ ახალწელს უსიხარულოდ, ანდა მოჩვენებითი სიხარულით ვხვდებოდით ქართველები. როცა ერთმანეთს ვკლავდით, ვძარცვავდით. მას არ ეცოდინება, როგორ მტკიოდა გული, როცა ერთხელ მამამისმა, სამი-ოთხი წლის რომ იყო, როგორ მთხოვა: - მამიკო, შენთან ერთად წამოვალ რა მეც ქუჩაში!

მე შევყოყმანდი. ის ფიქრს მიმიხვდა და დამაიმედა: - ნუ გეშინია, ჯიხურებთან არ გეწუწუნები, "ჟუვაჩკა" მიყიდე-მეთქი, ოღონდ წამიყვანე, შენთან ერთად მინდა სიარული.

რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილს ის არ ეცოდინება, და ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა მეყიდა მამამისისთვის "ჟუვაჩკა", ანდა რატომ იდგნენ ქუჩაში ჯიხურები. მას არ ეცოდინება, როგორ ვიდექი საათობით, დღედაღამ პურის რიგში და რამდენჯერ ჩემ წინ გათავდა, არ შემხვდა ის ტალახივით პური, სახლში მისულს კი შვილის მომლოდინე თვალები შემომეფეთა და მერე, როცა დასაძინებლად დავწექით, ყურში წამჩურჩულა:

- მე სულაც არ მშია, მამიკო!

ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.

იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს საქართველოს უახლოეს ისტორიას სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები ალბათ ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: - ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.

გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!

ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:

- აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?

ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.

მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს.

მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:

- ეს ქალაქი ვისია?
- ჩემ და ჩემი ძმისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი შვილებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი ძმიშვილისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი მძახლებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი კლანებისია!
- საქართველო ვისია?
- ალაგ-ალაგ სხვისია,

დანარჩენი, ბიძიაჩემ და ჩემი ძმისია მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად!

ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს "ქალაქობანას" თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი "მოქალაქეები" საქართველოში ორიათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს.

ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი. მეშინია.

სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორიათასოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული.

მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემს საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!

გოდერძი ჩოხელი
Back to top Go down
View user profile http://tiobegoidze.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Wed Dec 12, 2012 1:10 am



მოგონებები ჩოხელზე | 11.12.12

Published on Dec 11, 2012

მოგონებები გოდერძი ჩოხელზე. გამოჩენილი ქართველი მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის საინტერესო ცხოვრებისეულ ისტორიებს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Mon Sep 09, 2013 8:10 pm



წიგნის დასახელება – „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“ (164 რჩეული ნოველა)
ავტორი - გოდერძი ჩოხელი
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვარი - ლევან ხარანაული (ნახატი ყდისთვის და წიგნში 21 ილუსტრაცია)
გამომცემელი - მამა ანდრია (ჯაღმაიძე)
დიზაინერი - ოთარ წიგნაძე
გამომცემლობა - „გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი“
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2013
ISBN 978-9941-0-5805-9
გვერდების რაოდენობა – 660




გაიხარე, მკითხველო, წამებულო! - http://borbalo.blogspot.com/2016/10/blog-post.html

Smile


Last edited by Admin on Tue Oct 04, 2016 10:49 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Sat Sep 28, 2013 3:14 pm



2013 წლის 2 ოქტობერს, 18:00 საათზე, გოდერძი ჩოხელის დაბადების თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მისი წიგნის „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“ პრეზენტაცია.

წიგნის შედგენაზე იმუშავეს გოდერძი ჩოხელის მეგობრებმა. გამოცემის იდეა ეკუთვნის ომარ ჯაღმაიძეს. წიგნი ილუსტრირებულია მხატვარ ლევან ხარანაულის ოცდაორი ნახატით, ხოლო წინათქმად ერთვის ლევან ვასაძეს ლექსი ,,იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა“. წიგნის ბოლოთქმა, სახელად „სულის პეპელა“ დაწერა რედაქტორმა მიხო მოსულიშვილმა, რომელმაც აგრეთვე შეარჩია გოდერძი ჩოხელის 164 ნოველა. წიგნი გამოიცა ,,გრიგოლ ხანცთელის ფონდის’’ მიერ.

პრეზენტაციასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოეწყობა გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, აგრეთვე პირადი ნივთების, წერილებისა და ხელნაწერების გამოფენა.

ასევე, გამომცემლობა წარმოადგენს თავად წიგნს, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება საგამომცემლო ფასში.




წიგნის დასახელება – „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“ (164 რჩეული ნოველა)
ავტორი - გოდერძი ჩოხელი
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვარი - ლევან ხარანაული (ნახატი ყდისთვის და წიგნში 21 ილუსტრაცია)
დიზაინერი - ოთარ წიგნაძე
გამომცემლობა - „გრიგოლ ხანცთელის სახელობის ფონდი“
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2013
ISBN 978-9941-0-5805-9
გვერდების რაოდენობა – 660



საკონტაქტო ინფორმაცია:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ტელ: 577 200 703 / 2 47 42 42 (109)
ელ–ფოსტა:pr@manuscript.ac.ge

http://borbalo.blogspot.com/2016/10/blog-post.html

Smile


Last edited by Admin on Tue Oct 04, 2016 10:49 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Thu Oct 03, 2013 11:07 am

http://tvali.eu/index.php?action=watch&v=222905

აღდგომის ბატკანი

დამდგმელი რეჟისორი გოდერძი ჩოხელი
სცენარის ავტორი გოდერძი ჩოხელი
კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე
ხმის ოპერატორი თამაზ მჭედლიძე
ოპერატორი ალექსანდრე გვასალია
მონტაჟი ნელი დევნოზაშვილი
მხატვარი მერაბ ბუჩუკური
კინოსტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1988
ხანგრძლივობა 40 წთ.

ფილმი ალეგორიული ხასიათისაა. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა, სულით მაღალ, ფიზიკურად კი სუსტ ჭაბუკზე, რომელიც სოფელში სიკეთეს თესავს, მაგრამ ბოროტი ძალები მას მოსპობენ. ჭაბუკის სული ბატკნის სახით რჩება მიწაზე, მაგრამ მასაც მგლებით სავსე ტყეში შესდევნიან. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მისი სიკეთე ბნელი ჯურღმულის ბინადრებზე სასიკეთოდ იმოქმედებს.[

როლებში

ლევან ხარანაული
ბერტა ხაფავა
ჯემალ ღაღანიძე
დათო ელიოზიშვილი
მაკა ჩიჩუა
ელგუჯა ბურდული
კახა ბუჩუკური
დავით ბერიკაშვილი
მ. ოქროშიძე
თ. მერაბიშვილი
დოდო კვაჭაძე


Arrow

გოდერძი ჩოხელი

ახაიდუ, ახაიდა, დურხანი


სახელი არ ვიცი, რა ერქვა, ჩემ სოფელში ახაიდუ შეარქვეს, ალბათ სხვა სოფელში კიდევ სხვა სახელს შეარქმევდნენ, ან ახაიდას, ან დურხანს, ან სხვა რამეს.
პირველად ძალიან უცნაურად გამოჩნდა სოფელში. სოფლის ბალღები ძროხებს აძოვებდნენ მამულებში და პირველად იმათ შეამჩნიეს: მოდის კაცი, ჯოხი მხარზე აქვს გადებული, თავზე ნაბდის ქუდი ახურავს. ბალღები რომ დაინახა, პირდაპირ იმათკენ წავიდა. არაგვის კაპი იყო გადმოვარდნილი და იმაში ჩადო ჯოხის ერთი ბოლო, მეორე ბოლოზე თვითონ ჩამოეკიდა, აიწია და ისე გადმოხტა. ჰაერში ნაბდის ქუდი მოსძვრა და შიგ შუა წყალში ჩავარდა. ის ქუდს დაედევნა, დაიჭირა და არც კი გაწურა, ისე დაიხურა თავზე. მივიდა, ბალღებთან ცოტა მოშორებით დადგა და თქვა:
- სიმღერა გინდათ?
- ბალღები დაიბნენ, უცებ ვერ მოვიდნენ აზრზე, შეშინდნენ კიდეც.
- დავიწყო? - იკითხა კაცმა.
- რაა? - ჰკითხა დიდმა ბალღმა.
- სიმღერა დავიწყო?
- რა სიმღერა?
- თქვენ ხომ გინდათ სიმღერა!
- გვინდა.
- მაშ, ვიწყებ.
ბალღები გაკვირვებული თვალებით მიშტერებოდნენ. იმან ჯოხი მიწაში ჩაურჭო, ფეხი ფეხს მიატკუცა, ხელები ჩამოუშვა და მაღალ ხმაზე წამოიწყო სიმღერა:
- ახაიდუუ, ახაიდა, დურხანიი,
ახაიდუ, ახაიდა, დურხანიიი, - გააგრძელა ბოლოში და სიმღერას რომ მორჩა, დაჯდა, ფეხები შემოიკეცა და თქვა:
- მოიტათ ახლა.
- რაა?
- რა და, პური, რომ გიმღერეთ, იმის საფასურად.
ბალღებს ძალიან მოეწონათ ეს უცნაური კაცი და ზოგმა პური მოუტანა, ზოგმა - ყველი. იმან მადიანად ჭამა, და მერე საღამომდე დარჩა მათთან.
საღამოს პირზე სოფელში შეჰყვა მწყემსებს. იქ ბალღებს უკვე მიეტანათ ამ უცნაური კაცის ამბავი და სოფელი ბანებზე გადმომდგარი შეეგება იმის მოსვლას.
იმან ერთი სახლის დერეფანში ჩამოკიდებულ პანტა მსხლის ჩირს მოჰკრა თვალი და ეტყობა, მოესურვა ჩირის ჭამა. სახლის წინ გაჩერდა, ისევ ისე მიატკუცა ფეხი ფეხს, ხელები ჩამოუშვა და ჩირს შეუმღერა:
- ახაიდუუ, ახაიდა, დურხანიი, ახაიდუუ, ახაიდა, დურხანიიი...
მერე გაჩერდა და სახლის პატრონს დაუძახა:
- გამომიტანე ეხლა ჩირი.
- ჩირი განა შენთვის გავაკეთე!
- ხო გიმღერეთ, მეტი რაღა გინდა?!
- ვინ გთხოვა მერე, რომ მღეროდი!
- ჰო, კარგი, კარგი, გეტყობა, არ გეყოფინა, - თქვა იმან და ისევ ხმამაღლა მორთო სიმღერა:
- ახაიდუუ, ახაიდა, დურხანიი, ახაიდუუ, ახაიდა, დურხანიიი...
აღარ ჩერდებოდა, მღეროდა და მღეროდა. ჩირის პატრონს შეენანა და ერთი აბმა ჩირი ჩამოჰკიდა კისერზე.
ბალღები გალაღებულები დასდევენ უკან. ის დადის და სადაც რა საჭმელი მოეწონება, იმდენს უმღერის სანამ არ მისცემენ.
როცა სოფელს მისი სიმღერა მოსწყინდა და უკვე აღარაფერს აძლევდნენ, ისევ გაიდო ჯოხი მხარზე და წავიდა. არაგვის კაპს ისევ ისე გადაახტა, ოღონდ ჰაერში ახტომისას ცალი ხელი ქუდზე დაიფარა, რომ არ მომძვრესო, მაგრამ ცალი ხელით ჯოხზე ჩამოკიდებული ტანი ვეღარ შეიკავა და სიგრძეზე დაეხეთქა წყალს. ცოტა ხანს ასე იწვა თავწამოწეული, გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით, მერე წამოდგა და მეორე მხარეზე კი არ გადავიდა, საიდანაც გადახტა, ისევ იმ მხარეზე ამოვიდა, ისევ ისე ჩამოეკიდა ჯოხს, აიწია, ცალი ხელი ქუდზე დაიფარა და ისევ სიგრძივ დაეცა წყალში. რამდენჯერმე ასე გაიმეორა, ბოლოს თავის სიმღერა უმღერა წყალს და, როგორც იქნა, გადახტა. გადახტა და წავიდა; წყალი წურწურით ჩამოსდიოდა ტანზე.
- ვინ იყო? - კითხულობდნენ სოფელში.
- ვითომ მართლა გიჟი იყო?
- გიჟი არა!
- რა ექვივნა?
- მართლა, სახელი რატომ არ ვკითხეთ?!
ვიღაცამ თქვა, ალბათ, ახაიდუ ერქმეოდაო და ამ სოფელში ახაიდუს სახელით დარჩა ის კაცი.
მერე რამდენჯერმე კიდევ გამოიარა ახაიდუმ იმათ სოფელში სულ სიმღერ-სიმღერით და ჭამა-ჭამით. ეტყობა, ყოველ სოფელში ასე დადიოდა. ბოლოს რომ ჩამოიარა, ერთ თოვლივით ქათქათა ბატკანს დაადგა თვალი და შემოუმღერა. მანამ არ გაჩერდა, სანამ პატრონმა ბატკანი არ აჩუქა. იმან ხელში აიყვანა და წავიდა. გაზაფხულის პირი იყო. ის თვე იყო, მგლებს რომ უყვართ წანწალი. მზორეები შეჭრელებულია და ისე არიან შეხამებულნი, ვერ გაარჩევ, სად არიან. მარტო ყმუილზე თუ მიხვდები.
მთორიანში კარგად ესმოდა სოფელს, როგორ საცოდავი ხმით მისდევდა მგლებს ახაიდუ.
მისდევდა და ტირილნარევი ხმით უმღეროდა თავის სიმღერას. ეტყობა, თავის ბატკანს სთხოვდა.
მერე აღარავის უნახავს. ერთხელ ბალღებს ენახათ შორიდან. ტყეში დარბოდა და ისევ ტირილნარევი მღეროდა თურმე:
- ახაიდუუ, ახაიდა, დურხანიი,
ახაიდუუ, ახაიდა, დურხანიიიიიი...
გამოჰკიდებიან, მაგრამ ვერ დასწევნიან.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Thu Oct 03, 2013 12:09 pm

http://youtu.be/W7NBde-sKzo

„ცოდვის შვილები“ Children of sin (1989)

რეჟისორი : გოდერძი ჩოხელი
სცენარის ავტორი : გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი : გურამ საძაგლიშვილი
დამდგმელი მხატვარი : ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი : იაკობ ბობოხიძე
ხმის ოპერატორი : დიმიტრი გედევანიშვილი
მემონტაჟე : ნელი დევნოზაშვილი
მონაწილეობენ : შალვა ქირიკაშვილი (ქორძო), ზურაბ ყიფშიძე (მგელიკა), მარინა ჯანაშია, ლეო (ლევან) ფილფანი, ამირან ტაკიძე, კარლო საკანდელიძე, გივი ხახიძე, პაატა ტარსიაშვილი, გაგა ალუდაური, ავთანდილ მახარაძე, გივი ჯაჯანიძე, თამაზ დანელია, ირაკლი ალუდაური, ი. არაბული, ნ. ლიქოკელი, ა. შეთეკაური, ნათელა ფალიაშვილი, პ. არაბული, ი. მარსაგიშვილი ..

ხევსურმა მგელიკამ ქისტი შეიპყრო და გამოსასყიდის მოლოდინში მტერი ერდოზე დააბა ძაღლივით. ჩამოთოვა. ქისტის გამოსახსნელად არავინ ჩანდა. მგელიკას ზედმეტი მჭამელის შენახვა გაუჭირდა, არაქრისტიანული საქციელისთვის ცოლ-შვილი და სოფელიც მოიმდურა. ვითომ შემთხვევით ქისტს გასაღები მიუგდო, მაგრამ ტყვემ უღირსად გაპარვა არ იკადრა და სიცივეში ამოხდა სული. მგელიკამ გარდაცვლილის ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქისტის ცოლ-შვილი. ხევსური შეძრა უმწეო ქალის და დაობლებული ბავშვების ცოდვამ, რომლებსაც გამოსასყიდად მარჩენალი საქონელი წამოეყვანათ და იქვე მოიკლა თავი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Sun Aug 17, 2014 11:09 pm



გოდერძი ჩოხელი

ერთგულება
(მინიატურა)

დრო რომ იცვლება, ადამიანმა საათი რომ გამოიგონა, მამალი კი ჯერ ისევ წინანდებურად ამცნობს თავის პატრონს გათენებას, აი, ეგ არის ერთგულება.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Mon Sep 05, 2016 8:02 am

გოდერძი ჩოხელი

უკანასკნელი ჩანაწერი

‎ჩემი უბედურება იცი რა არი? იმედი მაქვს გადაწურული.

მივხვდი, რომ კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! ვერ შევეგუე, რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე. ჰაერი რო ჩავისუნთქო, ისე მომიჭერს ხოლმე, თითქო მარწუხებს მიჭერენ. ეხლაც, ან ცივი წყალი რო დავლიო, ცუდად ვხდები.

ხშირად სიცოცხლის ღონე არ მაქვს. 53 წლის ვარ. მაგაზე მწყდება გული. მამაჩემი 80 წლისაა და მთებში თიბავს. მინდოდა მეც ეგრე ვყოფილიყავი... ვყოფილიყავი რა, მეცოცხლა რა, თან გამეხარა, რა იქნებოდა! აღარც ჭრელი ქვის ქვეშ ვიქნებოდი, აღარც დახატული, აღარც ქართულ მიწას ვიგრძნობ. გულ-მუცელში მიტრიალებს, თავში მირტყამს ნერვები.

გუშინ გარეთ გავედი და ძალიან ცუდად გავხდი. ძლივს მოვედი სახლში. სხვებს რომ ვუყურებ, ცუდად არიან და დაბეჩავებულები, იმათზე ცალკე მწყდება გული.

მეც მინდა ყოჩაღად ვიყო. კი არ მშურს. განა ბოღმა მაქ, მეც მინდა, რო კარგად ვიყო. რო ვეღარა ვარ, მოვრბივარ, რო დავწვე, იქნებ მოვკვდე. არ ვკვდები. ქალაქში დამემართა ესა. ჩემი და მეპატიჟება, მაგრამ... ისიც ვერ გაუძლებს ჩემს ტკივილს. მე კონტაქტი და ურთიერთობა აღარ შემიძლია ხალხთან. "გველისმჭამელი" რო იყო, იმანაც ხო იცოდა ჩიტების, ბალახის ენა და მერე დაკარგა... აი, ეგრე ვარ. გრძნობა დავკარგე - სიტყვის თქმის უნარი.

გალობენ ჩიტები, ჩემს გულში კი გალობა არ შემოდის, თითქოს ტყვიაა, ვერ ვგებულობ იმ გალობის გემოს...


ბმული - http://www.qwelly.com/forum/topics/ukanaskneli?groupUrl=literature
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
გოდერძი ჩოხელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: