არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 10:14 am

სანათა -
უჭირს, უუუხ, როგორ უჭირს ამ ბებერ ბაობაბსა აქამდის გზის მოგნება! კიდევ კაი, მობილ-კაფია ისწავლა! მწერს და მწერს.
აგერ ახლაც! ნამეტანი რომ შემიქო დღევანდელი ლექსები (არადა, ჩემზე უკეთ ვინ იცის მათი ფასი!!!), მკაცრად გავაფრთხილე, ბარემ "მენდალიც" გამომიჭედე-მეთქი და აჰა!

ბაოს მობაილ-კაფია:

***
თუ კი მაითხოვ მედალსა,
მარო ეგების ჰბედავსა?
ეროვნულ ჯილდოს მოგარჭობს,
თან მიაწვება პედალსა -
ეგებ ნობელად იქცესო,
ეიმედება ბეჩავსა;
შვეიცარიის ბანკშია
სანათოს ხვავი ედგასა!


Arrow

სანათა -

***
ბაო მშვენივრად ხედავსა
(მარტო მატყლს ხო არ ჩეჩავსა?)
ეგეთა ხვავ-ჩინ-მედლებზე,
სანათა ძაააააან სჭედავსა!


გუშინა საჯალაბოზე ვნახე ეს ამათი რაკა-რუკი და რახან მე იქ ვერც რას დავწერდი, ბობორიკი არის ჩასაფრებული, რო - კაცის დაწერილი არა ვნახო საჯალაბოშია, თორო - ვაი, თქვენი ბრალიო! - მეც მობილი მოვიმარჯვე და ეგრე დუუწერე ორთავესა:

არჩანდას მობაილ-კაფია:

***
მენდალ არ გაიჭედება,
ჩამაისხმება ჯერათა.
როგორ მჭედლებიც თქვენა ხართ,
იგეთ კაფიებ სწერამთა.
თქვენი ნაჭედი ”ნობელი”
ჩამაურიგეთ ბედნავსთა.


გავაგზავნე წუხელისა ეს ჩემი მობაილ-კაფია და დაჩუმდნენ. ველოდები, არ იღებენ ხმასა. გაიტურნენ ორთავენი!
და ძილშიაც კი მიხარიან, რომა - აი, რა დღეში ჩავყარეკე ორთავე, რო ვეღარაფერი უთქომთ.
და გაღვიძებულიც იმასა ვფიქრობ, რო - მაინც მაგარი ვარ მეთქი. და სწორედ აი ამ ფიქრისას წავაგე - აბა, სად გინახავთ მოტრაბახე მოკაფიე გამარჯვებული? მე მოტრაბახე მოკაფიე კი მინახავს, მაგრამ ოხრად დაარჩენენ ხოლმე ყოველთვინა.

ჩავრთე ჩემი მობილი ამ დილასა და მესიჯ მაგივიდაო, დამიწერა და მაშინათვე რეჩხი მიყო გულმა.
გავხსენი ის მესიჯ-შატყობინება და აი, აჰა:

სანათას მობაილ-კაფია:

***
შენ კაფიებ არ გამაგდის,
ნუ მასცდები ჭედვაშია.
ჩვენ ნაჭედ სუ შენ დაგკიდებთ,
ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია.


ჰოდა, ამიტყდა სიცილი და იმ სიცილშივე ვიცოდი, რომ დამთავრდა ეს კაფიობა - ამისი პასუხი ჩემგან აღარ იქნება...
”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსიაო” - აემას რო დაგიწერენ და ეგეთი თვითირონია აქვთ, რომ მაიდომონ, მოპირისპირეს ხო ოხრად დაარჩენენ და, ესეც არ იყოს, შენი სათქმელი თავათ სთქვეს თავის თავზე და შენ რაღა უნდა უთხრა?
დიდი ოხრის ერთები არიან ერთიც და მეორეც, იციან, ჩემზე ადრე იციან, რომ მოტრაბახე მოკაფიავე ვერც ვერასოდეს მაიგებს კაფიობასა...

P.S. ისე კი, ერთიც უნდა ითქვას - სანათამ ”ყუვი” შაუცვალა კაფიობასა, ანუ სხვა რითმით გამცა პასუხი და აპატიებენ თუ არა ამას მაგარი მოკაფიეები, არ ვიცი... Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 10:45 am

Very Happy და მე სხვა რამეც მივწერე სანათოსა, მარა ახლა აი, ეს
მიხოს,პირადად

თუ "ჩვენხელ შენ ხარ ბედნავსი",
მაშ, რა ყოფილხარ "დედანში"?
ბედნიერების ერთაო,
"სამ კრას "კაფიაც, ერთაოზ!
ორი მარუსა შენ თავზე
სუ "ლიჩნკაფიას" ვბერტყაობთ,
არც საჯალაბოს გვისვენებ,
არც სახოხბეში ერთაობ,
კაი, ნობელსაც შენ მოგცემთ,
საჯალაბოს ნუ ხელთაობ...Smile
გვაცალე დედაკაცებსა,
კაფვა ლარ გვიღირს ვედრაო Smile)
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 11:06 am

bao wrote:
Very Happy და მე სხვა რამეც მივწერე სანათოსა, მარა ახლა აი, ეს
მიხოს,პირადად

თუ "ჩვენხელ შენ ხარ ბედნავსი",
მაშ, რა ყოფილხარ "დედანში"?
ბედნიერების ერთაო,
"სამ კრას "კაფიაც, ერთაოზ!
ორი მარუსა შენ თვავზე
სუ "ლიჩნკაფიას" ვბერტყაობთ,
არც საჯალაბოს გვისვენებ,
არც სახოხბეში ერთაობ,
კაი, ნობელსაც შენ მოგცემთ,
საჯალაბოს ნუ ხელთაობSmile
გვაცალე დედაკაცებსა,
კაფვა ლარ გვიღირს ვედრაო Smile)

rendeer

კარგი, ბაო - მე იქ აღარ ჩაგერევით, მარტო იმეებს გადმოვიტან ხოლმე აქა, რაც მომეწონება - რახან აქ წიგნის მასალებს ვაგროვებთ მედ ბობორიკი. კაფიის წიგნი გვინდა შევადგინოთ და მაგიტომ.

jocolor

და რაც მისწერე სანათასა, დადე აქაც, რო ვნახოთ ერთი რა მაგრები ხართ, თქვე ”მენდლები მჭედლებო” თქვენა!... Wink


ნობელის ოქროს მედალი

კაფია მენდლების მჭედლებისთვისა
ბაომა და სანათამა საჯალაბოში სამჭედლო გამართეს და იძახიან, რო ნობელის მედლებსა ვჭედავთაო და ის კი არ იციან, რომ მედლები ჩამოისხმება საგანგებო ყალიბებში.

მატყლის ჩეჩვა არ იკმარეთ,
ორდენებს სჭედავთ ნობელის -
ვაი, შაგირცხვათ ”სამჭედლო”,
მენდლაებს ჰკვერავთ რომელშიც!


ეგ არი - მე გავჩუმდი და თქვენ იცით თქვენი სამჭედლოსი - მერე შეკვეთას შამოგაშველებთ, რო იქნება ერთი კაი ჯიპი გამამიჭედოთ - მე უფრო ”ლენდ როვერები” მამწონს, ოღონდ ავტომატიკა არ იყოს - ვერ ვივლი იმით მთა-ტყე-ღრეშია, სიჩქარეთა კოლოფი მექანიკური გამამიჭედეთ... ამ მოუფიქრებელი კაფიებით ყურების გამოჭედვასა...

cheers drunken lol!


Last edited by არჩანდა on Fri Jan 23, 2009 12:56 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 11:12 am

ბობო,ხომ იცი როგორი წუნია ვარ და მოვიხიბლე ''ილტოსპირელის''კაფიობოს ნიჭით. მამაკაც მოკაიფეებს კარგი ''მშველელი''გამოგიჩნდებათ Smile

და ყოჩაღ გოგოებოოო-ეს ორ მარიამს ჩემგანSmileეგეც გენდერული ბალანსი კაფიებშიSmile და ნინო დარბაისელის მოსვლის მერე,კი ავაიSmile ''საწყალი'' თქვენთან მოპაექრე კაცებიSmile
და ბობოს თქმის არ იყოს ''სანელებლები'' აკლია კაფიებს აქSmile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 11:24 am

nini wrote:
ბობო,ხომ იცი როგორი წუნია ვარ და მოვიხიბლე ''ილტოსპირელის''კაფიობოს ნიჭით. მამაკაც მოკაიფეებს კარგი ''მშველელი''გამოგიჩნდებათ Smile

და ყოჩაღ გოგოებოოო-ეს ორ მარიამს ჩემგანSmileეგეც გენდერული ბალანსი კაფიებშიSmile და ნინო დარბაისელის მოსვლის მერე,კი ავაიSmile ''საწყალი'' თქვენთან მოპაექრე კაცებიSmile
და ბობოს თქმის არ იყოს ''სანელებლები'' აკლია კაფიებს აქSmile

Arrow

ნინი, ეს ილტოსპირელი ჩემი კაი ხნის ძმაკაცია უნივერსიტეტიდან - პოეტი მიშა ღანიშაშვლი და ვუთხარი, მოდი მეთქი აქა და...
რატო არ მოდის, არ ვიცი...
მაგან კარგი კაფია იცის - ჯიშითაც მოსდგამს და ნიჭიც აქვს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 11:35 am

***
არც მენდლებს ვჭედავთ, არც ნობელს,
ენებს თუ ვიფხანთ ხანდახან,
სადაც გსურს იქ მო, ბობორიკ,
გვეკაფიავე მხარდამხარ!
სად ქალი და სად სამჭედლო,
ენას რად ვაქნევ უქმადა ,
"კაფიოზების რჩეული"
კილაძესაც ხო უყვარდა,
მარა სუ მოსრა ერთიან,
რაც გვითქვამს ლაღებს ალალად,
აბა, შენ იცი "არმურსაც "
იმ ვირუსით თუ დანაღმავ?!
ჩვენ მაინც სადმე გავჭედავთ
"მენდლებს "თუ არა, კრებულსა!
მერე ვნახავდი თქვენს წიოკს,
მელივასაგან ქებულსა!.. Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 11:47 am

bao wrote:
***
არც მენდლებს ვჭედავთ, არც ნობელს,
ენებს თუ ვიფხანთ ხანდახან,
სადაც გსურს იქ მო, ბობორიკ,
გვეკაფიავე მხარდამხარ!
სად ქალი და სად სამჭედლო,
ენას რად ვაქნევ უქმადა ,
"კაფიოზების რჩეული"
კილაძესაც ხო უყვარდა,
მარა სუ მოსრა ერთიან,
რაც გვითქვამს ლაღებს ალალად,
აბა, შენ იცი "არმურსაც "
იმ ვირუსით თუ დანაღმავ?!
ჩვენ მაინც სადმე გავჭედავთ
"მენდლებს "თუ არა, კრებულსა!
მერე ვნახავდი თქვენს წიოკს,
მელივასაგან ქებულსა!.. Smile

Arrow

ბაოოო!
როდემდინ უნდა იდგე ფეხზე ამ ჩვენ საფიხვნოსთანა? - უკვე 99 პოსტი გაქვს დაწერილი, ერთიც დაწერე როგორმე და გადაგიყვანს ბობორიკი საფიხვნოზე მჯდომელების ჯგუფში და შენც მაისვენებ და მეც აღარ ვიდარდებ... Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 12:16 pm

რას ნიშნავს ეგ ფეხზე დგომა, არ ვიცი, და აჰა მეასეც ალალი იყოს და ვწერ:

***
ხშირად დავრბივარ ”არმურზე”,
ვით უსაქმური დიაცი,
აჰა, კიდევაც რო გვითვლი,
ანგარიშს ნულიც მიასვი,
დანარჩენმა ხო მაშენა,
ვნახოთ, რას მიზამს ი ასი!


queen
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 12:48 pm

***
ხანდისხან თუ გზა მებნევა
და დიდხანს მნახო მდგარია,
ხახვის ფურცლები მაჰყარე,
ნუ გეგონები მკვდარია.
ისე სასწრაფოდ შემოვალ,
არა მჭირდება კარია,
რო აგვირიე აქ გზები,
ვერ ვხვდები, სადა ხარიათ,
ან ანტენები ასჭიმეთ,
ან ჩამაჰკარით ზარია,
ბებერაი ვარ, ბაოი,
"იწრო ბუნების ქალია".
ან დამინიშნეთ გზა-მკვლევი,
ან დამანებეთ თავია.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   Wed Jan 21, 2009 8:04 pm

***
აი, უყურე, ბაობაბ - http://armuri.4forum.biz/groupcp.forum
აქ არი ჯგუფთა ამოხსნა:
რამდენსაც მეტ პოსტს დასწერამ,
მოფიხვნეთ ახლო წამოგსვამთ.


Arrow

და ესეც წაიკითხე, რახან - არა ჰკითხულობ შენა სიახლეებსა:

დღეიდან "არმურის საფიხვნოზე" შემოღებულია სხვასხვა რანგები და იმის მიხედვით, თუ რამდენი პოსტი დავწერეთ, "ხმლები" გვემატება.


ჯერ შორიდან უყურებს საფიხვნოს - 0–დან 24 პოსტამდე.
ახალმოსული საფიხვნოზე - 25
საფიხვნოსთან დგას - 50
საფიხვნოზე მჯდომარე - 100 და მეტი პოსტი.
"საფიხვნოს თავში დაჯდების..." - ადმინისტრატორი.


flower

გიიგე, ქალავ, როგორ არი აქა?
თორო, სად არი მაგდენი ხახვი, რო - ჯერ იმისი ფოჩები ვაგროვო და ახლა ის გიფანტო გზათაუკან?

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”   

Back to top Go down
 
”ჩვენ ხელთ კი ხარ ბედნავსია...”
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: