არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 პირადი დარდები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Mon Mar 09, 2009 1:45 am

ნატვრისთვალი მინდა ერთი წუთით...
ვიცი, რომ ვბოდავ და მაინც!
მრავალთაგან განსხვავებით, არც პათეტიკური ვიქნები, არც პოზიორი, არც მეოცნებე და იდეალისტი. სულ ერთი წუთით, რა იქნება ნატვრისთვალი...
ბოლო დღეებია, საკუთარი თვალით ვუყურებ უახლოეს ადამიანთან სიკვდილის მოსვლას და უნდა ვაღიარო - ძალიან გამიჭირდა.
რწმენა არ მკმარა, ალბათ!
ორი დღეა, ვეღარც საკუთარ და ირგვლივ მყოფთა უღონობაზე ვბრაზდები, ვეღარც ვტირი (ამიკრძალეს!)
უახლოესი, ბავშვობის მეგობარი მიკვდება და ორი დღეა, ვუყურებ, როგორ ემზადება წასასვლელად.
ემზადება და ჩვენც გვამზადებს.
ორი კვირის წინ თავად ინიშნავდა მკურნალობას, თავად აწყობდა გადასხმის სისტემას, იტარებდა რეანიმაციას, გვაიმედებდა და მე (დანარჩენები ექიმები არიან ყველანი და იქნებ კიდეც ეეჭვებოდათ) მჯეროდა, რომ სასწაული მოხდა!
ერთი კვირაა, ჯოჯოხეთური ტკივილები დაიწყო და მხოლოდ ნარკოტიკის დიდი დოზა შველის.
ერთი კვირაა, ჭამა აკრძალა, სამი დღეა მოიხსნა გადასხმები და მხოლოდ მოძღვარს და ოჯახის წევრებს ეკონტაქტება.
ორი დღე-ღამე მის სახლში გავატარე და გვერდიგვერდ საწოლებში ვიწექით.
ორი დღე და ღამეა, ვლაპარაკობთ.
ვიხსენებთ და სამომავლოდ საიქოდ შეხვედრაზე ვლაპარაკობთ...
ვიხსენებთ, 30 წლის წინანადელ ბავშვობას - ზამთრობით, შორეულ სოფელში ვერ წასული, ჩემთან რომ რჩებოდა და დედაჩემი ერთ ლოგინში გვაძინებდა. შუაღამისას რომ შემოგვაკითხავდა და მოჭორავეებს ცალცალკე ოთახებში გადაწვენით გვემუქრებოდა.
როგორ ვიზიარებდით ერთმანეთის სიცილ-ტირილებს...
როგორ უხაროდათ ჩვენი მეგობრობა-მირონი ახლობლებს და შურდათ მტრებს!
როგორ ვიზრდებოდით და ვზრდიდით ბავშვებს...
როგორ, როგორ, როგორ!
ორი დღე და ღამეა, დედაჩემზე წუხს, მიდარდებსო. მიბარებს, რა უნდა ვაკეთოთ აქ უმისოდ და რას გააკეთებს ის იქ უჩვენოდ, ჩვენს დასახვედრად.
ღმერთო ჩემო, რა შეუჩვევლს გვაჩვევს!
წამოსვლისას გამომეტირა, ვერ ვიჯერე გული შენთან ლაპარაკითო.
უკიდურესად არის დასუსტებული ფიზიკურად და აღგზნებული გონებით. უწვრილმანეს დეტალებსაც კი ამჩნევს და ურეაქციოდ არ ტოვებს. ისე ზრუნავს ირგვლივ მყოფებზე, თითქოს ჩვენ ვიყოთ ავადმყოფები!
ამას, ალბათ, არ ვიტყოდი, რომ არა ნინის გუშინდელი და დღევანდელი პოსტები, აფხაზეთში დაჭრილ გალელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.
წავიკითხე და მომინდა ამ ქალზე მეთქვა ორიოდე სიტყვა.
აბა, ვინ ვართ ჩვენ, უჩნონი და უჩინარნი, თუ იმ დიდებულ ფრაზას არ გავიხსენებთ, რომ "ადამიანი ამაყად ჟღერს", რომ ჩვენ ყველა ჩინიანნიც და უჩინონიც ღმერთმა თავის ხატად შეგვქმნა და მას მერე ერთნაირად ვიბადებით და ვიხოცებით…
და ვიდრე ცოცხლები ვართ, უნდა ვიყოთ ადამიანები ჩვენ-ჩვენ ადგილზე და ჩვენი დანიშნულება ზუსტად შევასრულოთ.
უმნიშვნელოვანესი ის არის, ვიპოვით თუ არა ჩვენს ადგილს...
ამ ქალმა იპოვა. ძალიან უბრალომ, შეუმჩნეველმა და უამრავი ადამიანისათვის ასე აუცილებელმა, მთელი ცხოვრება სავსედ იცხოვრა, ძალიან სავსედ.
ნინის რომ უყვარს ხოლმე თქმა, იმ "ბომონდს" არმიკუთვნებულმა (არადა, ძალიან დიდი შანსი ჰქონდა თანამედროვეობის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსის ცოლი გამხდარიყო და ბომონდის წარმომადგენელი ყოფილიყო) - არც წარმოშობით, არც გარმოთი, არც ქმარ-შვილით, - უიშვიათესი პიროვნული თვისებებით მოიპოვა უდიდესი სიყვარული.
ამდენიც იმიტომ ვილაპარაკე, რომ კეთილი საქმეები ასე მითითებებით და სხვათა განსჯით არა, ჩემო ნინი, ჩუმად კეთდება!
მე მირჩევნია, მწერალი კარგ ნაწარმოებებს წერდეს, ექიმი კურნავდეს, პედაგოგი ასწავლიდეს, ჟურნალისტი ჟურნალ-გაზეთებს აკეთებდეს, პოლიციელი პოლიციელობდეს და პოლიტიკოსი პოლიტიკოსობდეს. მართლა ყველამ არ დავიჩემოთ ბრძენობა და ჭკუის მასწავლებლობა და ჩვენს ადგილზე ვაკეთოთ ის საქმე, რაც სხვათა საკეთებელი გვგონია.
ვინ გითხრა, ნინი, რომ იმ გამწარებულ დედებს, შენგან მწუხარების მოზიარეობაზე მეტად, მიხოსაგან მოზიარეობა ანუგეშებთ?
თუ ასე იქნება, ისინი პოზიორები იქნებიან იმიტომ, რომ ცნობილი ადამიანებისაგნ ყურადღება ისევ "სამარიაჟოდ" ენდომებათ, თორემ როგორ დავიჯერო, ახლა რომ ამ ჩემს გამწარებულ დაქალს ჯანდაცვის მინისტრის და მისი ოჯახის გვერდით ყოფნა მეტად ანუგეშებს და გაუადვილებს ბოლო დღეებს და წუთებს, ვიდრე ჩემი და ჩვენი მეგობრების...
ან გაზეთებში გამოწერა, რომ აი, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ანუგეშეს, რაიმე განსაკუთრებილი სანუგეშოა? ქვეყანა თუ გაიგებს მათთვის პრეზიდენტისაგან დარეკვას, დარდი და ტკივილი განსაკუთრებულად გაუნელდებათ, ვიდრე, მაგალითად, შენგან და ჩემგან წრფელად გამოხატული სიმძიმილისას?

ან ის როგორ იფიქრე, რომ გია არგანაშვილს, ან ვისაც გინდა აქაურს, ფეხებდაცხრილული ბიჭების სავარაუდო წამება არ წარმოუდგენიათ და არ აწუხებთ?
მე ძალიან კარგად მესმის, რა გაუხარდა გიას და ისიც მესმის, რატომ არ წაიყვანს მიხო თავის ნაცნობ-მეგობრებს სამაჩაბლოდან დევნილებთან პოეზიის საღამოს მოსაწყობად. იცის მიხომ, რა სჭირდებათ ამ დევნილებს მისგან და იმიტომ...
ნეტავ, მიხოსა და გიასავით ძლიერთა ამა სოფლისათა იცოდნენ, სად არის მათი ადგილი და როდი რა სჭირდება ხალხს და ქვეყანას...

ეხ, რამდენი ვილაპარაკე! ნეტავ, ჩემი ელენე რას ფიქრობს ახლა? რას მეტყვის, ხვალ რომ მივალ მასთან? რას დამავალებს მასთან "იქ" მისვალმდე "აქ" საკეთებლად და თავად რის გაკეთებას დამპირდება ჩემს მისვლამდე?
ღმერთო, რა იქნება, ერთი წუთით ნატვრისთვალი რომ მომცა...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Mon Mar 09, 2009 8:44 am

მე მირჩევნია, მწერალი კარგ ნაწარმოებებს წერდეს, ექიმი კურნავდეს, პედაგოგი ასწავლიდეს, ჟურნალისტი ჟურნალ-გაზეთებს აკეთებდეს, პოლიციელი პოლიციელობდეს და პოლიტიკოსი პოლიტიკოსობდეს. მართლა ყველამ არ დავიჩემოთ ბრძენობა და ჭკუის მასწავლებლობა და ჩვენს ადგილზე ვაკეთოთ ის საქმე, რაც სხვათა საკეთებელი გვგონია.
ვინ გითხრა, ნინი, რომ იმ გამწარებულ დედებს, შენგან მწუხარების მოზიარეობაზე მეტად, მიხოსაგან მოზიარეობა ანუგეშებთ?
თუ ასე იქნება, ისინი პოზიორები იქნებიან იმიტომ, რომ ცნობილი ადამიანებისაგნ ყურადღება ისევ "სამარიაჟოდ" ენდომებათ, თორემ როგორ დავიჯერო, ახლა რომ ამ ჩემს გამწარებულ დაქალს ჯანდაცვის მინისტრის და მისი ოჯახის გვერდით ყოფნა მეტად ანუგეშებს და გაუადვილებს ბოლო დღეებს და წუთებს, ვიდრე ჩემი და ჩვენი მეგობრების...
ან გაზეთებში გამოწერა, რომ აი, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ანუგეშეს, რაიმე განსაკუთრებილი სანუგეშოა? ქვეყანა თუ გაიგებს მათთვის პრეზიდენტისაგან დარეკვას, დარდი და ტკივილი განსაკუთრებულად გაუნელდებათ, ვიდრე, მაგალითად, შენგან და ჩემგან წრფელად გამოხატული სიმძიმილისას?

ან ის როგორ იფიქრე, რომ გია არგანაშვილს, ან ვისაც გინდა აქაურს, ფეხებდაცხრილული ბიჭების სავარაუდო წამება არ წარმოუდგენიათ და არ აწუხებთ?





მადლობა ღმერთს,რომ დიდი სიყვარულის ნიჭი აქა-იქ,მაგრამ მაინც არსებობს .
მადლობა ღმერთს,რომ მთლიანად არ დაკარგულა თანაგრძნობის მადლი და ტკივილი.
მადლობა შენ,სანათავ,დედათა ჩვენთა (ვაჟას "ბახტრიონშია" ერთ-ერთი)ღირსეულო შთამომავალო,
ამ მოურჩენელი ჭრილობისათვის_სწორედ ამგვარმა ჭრილობებმა უნდა გამოაფხიზლონ ღმერთის კალთას მოწყვეტილი ადამიანები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Mon Mar 09, 2009 11:23 pm

მარიამო,ვკითხულობ ახლა ამ წერილს და ცრემლებს ვერ ვიკავებ(უჰ,ისედაც რას ამბობ,სულ თვალებზე მკიდია წყაროსავით,არც რომ დაშება ისე)
რა კარგი მარიამი ხარ და რა კარგი მეგობარი ყევხარ შენს ელენესა. დღეს კი მითხარი,შენი ტკივილი,მარა ამ წერილმა სულ გული ამიჩუყა...
მარიამო,ბედნიერი ყოპილა შენი მეგობაი,ეს როგორ "იქ" მისასვლელ გზას სულ ია და ვარდს უფენ,ეს რამხელა გული გქონია მარიამო...
ბედნიერია ის ადამიანი ვინც აქედან წასული 'იქ" ელოდება სულის მეგობარს და მერე რომ მარადიულად გაგრზელდება სიყვარული...
უბედურია ის ვისსაც არც აქ ყავს და არც იქ მოელის ვინმეს,ასე სამუდამოდ მარტო ყოფნისათვის გაჩენილი...რომ მქონდეს მარიამო ახლა მართლა არ დავიშურებდი ნატვრის თვალს,მარა რა იცი მართლა ნატვრის თვალი რომ ხართ ერთმანეთისათვის შენ და შენი ელენე...

მარიამო,ეს სიცოცხლე არაფერია,მთავარია იცხოვრო "მართალ ადამიანად", თორე სავსეა ეს დედამიწა ადამიანებით...
უფალი ფარავდეს შენს ელენეს და შენ კი გაგაძლიეროს რომ ამ ტკივილს გაუმკლავდე...

პ.ს: არავის არაფერი ეწყინოს,აი ამ ჩემს ნათქვამში,მხოლოდ საკუთარ თავს ვგულისხმობ ყოველთვის...
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Tue Mar 10, 2009 12:12 am

ძალიან ძნელია და მტკივნეული.
საკუთარი უმწეობის შეგრძნებაც,როცა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია და გარდაუვალ დასასრულს ელოდები.
ძალიან მტკივნეულია უყურო ადამიანის ბოლო დღეებს და მის მზადებას იმქვეყნიური ცხოვრებისთვის.
რწმენაა ალბათ ერთადერთი,რაც ამას გვაძლებინებს.ლოცვა ...

მეტკინა მეც..ძალიან..
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Sun Mar 15, 2009 12:01 am

შემოვედი... დარდი უნდა დამეწერა ჩემი... მარიამის დარდმა თავი წამაკითხა და თან გამომეტირა. ვერც ჩემსას დავტოვებ ახლა აქ და მარიამისასაც თან წავიღებ...
უფალმა გაგაძლიეროთ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Thu Mar 26, 2009 1:50 am

ratom akliat adamianebs ase dzalian sitbo?adamianuri siTbo?????????????
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: პირადი დარდები   Thu Mar 26, 2009 11:49 am

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Mar 27, 2009 8:03 pm

ეჰ.... სანათას დარდის მერე... ღმერთმა გაგაძლიეროს.... გუშინ სამთავროში ვიყავი...გოდერძი ჩოხელის განსასვენებელი ვნახე... ვიდექი გაოგნებული და თითქოს არ მეჯერა, რომ მის სამარეს დავცქეროდი...
,,სიცოცხლე-ადამიანად ყოფნის სევდაა... სიკვდილი- ადამიანად არ-ყოფნის სევდა...’’ ჩვენ კი ამ ორ სევდას შორის ვტრიალებთ მარად... და ნეტავ, რომელი სევდაა უფრო ძნელი... ან უფრო მშვენიერი.... ვინ იცის, ....
ნატვრის თვალი კი, შენი მშვენიერი გულია, სანათავ....
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Mon Jun 08, 2009 8:36 am

გულდარდიანი შემოვედი
საუკეთესო მეგობარზე გულდარდიანი
რომ არ ვიცი, რითი ვუშველი.
როგორ გავაღიმო და იმედის სხივი ავუნთო თვალებში....
საკუთარ უსუსურობას ჩავხედე თვალებში და ვიგრძენი, რა უმწეო ვყოფილვარ....
ვერ ვშველი მას, ვინც მინდოდა, რომ ლაღი და ბედნიერი ყოფილიყო....

ჰო
გულდარდიანი შემოვედი და...

სანათას დარდმა სულ დამადარდიანა...

დამამუნჯა და ჩემი დარდი ისე გააფერმკრთალა, ვინანე: ადამიანი კვდება თურმე, მე კი იმას ვდარდობ, ვალდამძიმებულ მეგობარს რომ ვერ ვშველიო...

ვინანე და ვიდადე:

შეგვმაძლებინა ნეტავი ჩვემი ჯვარის ტარება, უფალმა რომ დაგვაკისრაო....

მეც მინდა ნატვრისთვალი

მეგობრების კარგად ყოფნა რომ ვინატრო....
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Wed Jun 10, 2009 9:24 am

აქ დარდებზე ლაპარაკობენ, არა?

ჰო...ჯერ იყო და იადონი მომიკვდა... ახლა კიდევ, ერთმანეთის მიყოლებით ჭკნებიან ჩემი ქოთნის ყვავილები...
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Thu Jun 11, 2009 11:42 pm

ჩემს ავატარზე რომ მთვარეა...იქ მინდა ისევ... ძალიან მინდა ამ მთვარეს ვუყურებდე და ტალღების ხმაურს ვუსმენდე....იქ საოცრად კარგად ვიყავი
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Dec 11, 2009 10:50 pm

გამიხარდავ...... რა დარდიანი ვარ, რომ იცოდე ....აქ რომ ამდენი ხანია არ შემომიხედავს..... დავდარდიანდი ძალიან......და როგორ მომნატრებია აქაურობა თურმე......
Back to top Go down
View user profile
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 53
Age : 43
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: პირადი დარდები   Wed Dec 23, 2009 2:46 am

გამრიგე wrote:
აი, ნუციკოს წიგნსაც ვამთავრებთ ეხლა, დეკანოზიშვილისას და საინტერესო კრებული გამოდის, როგორც მე მგონია.

ასევე -
მე ვიყავი რედაქტორი კატო ჯავახიშვილის წიგნისა, რომელიც უკვე გამოვიდა.
მე ვიყავი რედაქტორი მარიამ ხუცურაულის წიგნისა, რომელიც მალე გამოვა გამომცემლობა ”საარში”.
მე ვიყავი რედაქტორი ლუბა ელიაშვილის წიგნისა, რომელიც შეფერხდა და ჯერ არ ვიცი, როდის გამოვა...
მე უნდა ვიყო რედაქტორი გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველებისა...

და მორჩა -
თავი უნდა დავანებო ამ საქმეს.
არა ვვარგივარ მე რედაქტორად.
იმიტომ არა ვვარგივარ, რომ ჯერ მწერალი ვარ და სულ ის მედარდება, ამდენი დრო მიაქვს რედაქტირებას და ჩემი დასაწერი განზე მრჩება. განა რამდენი წელიღა დამრჩა - დღეს ხარ და ხვალ აღარ...

მარტო იმასღა ვისურვებდი, ჩემზე უფრო ნიჭიერი რედაქტორები ჰყოლოდეს ყველა წიგნს და ასევე, თავიანთი ხელწერის მქონე მხატვრები და ნამუსიანი კორექტორები - უამათოდ, თუ მაგრები არიან, კარგი წიგნი არ არსებობს და უხეირო რედაქტორ-მხატვარ-კორექტორი გინდა ჰყოლია წიგნს და გინდა არა.

mixo, ra vicodi, aba, Cemi wignis redaqtorobac rom agkide mxrebze... Tanac dro wagarTvi da mere wigni mainc Cems Wkuaze gadavawyve... ise, nakleb tolerantoba ukeTesi iqneboda, magram, raRa drosia...
kargi mixo xar da mitom movdivarT SenTana!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Sponsored content




PostSubject: Re: პირადი დარდები   

Back to top Go down
 
პირადი დარდები
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ”დარდების შემგროვებელთან” - სტუმრად გოდერძი ჩოხელის გამიხარდასთან-
Jump to: