არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)

Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 
 პირადი დარდები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: პირადი დარდები   Tue Jan 20, 2009 8:27 pm

Rolling Eyes

დარდი № 1

ყველაფერი ესმის და გრძნობს და, რა მოხდებოდა, რომ ამ ჩემ ბობორიკს კაფიების დაწერის გარდა, ლაპარაკიც შესძლებოდა?..

scratch
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Wed Jan 21, 2009 12:52 am

....................

Last edited by nini on Thu Mar 12, 2009 11:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Wed Jan 21, 2009 1:07 am

დარდი № 3

ტიო-ნი

ჩემი პატარა ბიჭის სიკვდილზე

ო, კალიების მდევნელო ჩემო!
აწ რა უცნაურ ქვეყანაში
შეგირბენია?

(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა).
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Wed Jan 21, 2009 12:25 pm

ჩემი დარდებიდან ყველაზე ლამაზი:
”მალე მოდი, გაზაფხულო, ბებერ მარუსას ძვლები გაუთბე”. queen
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Wed Jan 21, 2009 12:53 pm

"განა ლაღი ვარ,რომ ვლაღობ..."

ფშავლის ქალა ვარ!

Wink
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 10:25 am

აი, ნუციკოს წიგნსაც ვამთავრებთ ეხლა, დეკანოზიშვილისას და საინტერესო კრებული გამოდის, როგორც მე მგონია.

ასევე -
მე ვიყავი რედაქტორი კატო ჯავახიშვილის წიგნისა, რომელიც უკვე გამოვიდა.
მე ვიყავი რედაქტორი მარიამ ხუცურაულის წიგნისა, რომელიც მალე გამოვა გამომცემლობა ”საარში”.
მე ვიყავი რედაქტორი ლუბა ელიაშვილის წიგნისა, რომელიც შეფერხდა და ჯერ არ ვიცი, როდის გამოვა...
მე უნდა ვიყო რედაქტორი გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველებისა...

და მორჩა -
თავი უნდა დავანებო ამ საქმეს.
არა ვვარგივარ მე რედაქტორად.
იმიტომ არა ვვარგივარ, რომ ჯერ მწერალი ვარ და სულ ის მედარდება, ამდენი დრო მიაქვს რედაქტირებას და ჩემი დასაწერი განზე მრჩება. განა რამდენი წელიღა დამრჩა - დღეს ხარ და ხვალ აღარ...

მარტო იმასღა ვისურვებდი, ჩემზე უფრო ნიჭიერი რედაქტორები ჰყოლოდეს ყველა წიგნს და ასევე, თავიანთი ხელწერის მქონე მხატვრები და ნამუსიანი კორექტორები - უამათოდ, თუ მაგრები არიან, კარგი წიგნი არ არსებობს და უხეირო რედაქტორ-მხატვარ-კორექტორი გინდა ჰყოლია წიგნს და გინდა არა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 10:49 am

არჩანდა wrote:

უუუუხ, შე დარდიანო შენა!

კაი ხანია, დროა!
მე კი ასე მგონია, იმ ჩაფიქრებული რომანისათვის დარდებისა და აზრების შეკრების დრო გაქვს და იმიტომ იკავებ თავს ათასი ვითომსაზრუნავითა, თოროოოო...
და როგორ გემადლიერებოდა ნუციკო ურაკზედა... და ჯალალი როგორ დაიმუქრა "ვერნილაკის ჰაშ ათითა"...
მიხო, ეს სიყვარულია და შენ შენი რედაქტორობის საფასური უხვად მიიღე ჩვენი სიყვარულითა...
სხვა ყველაფერი იშოვება და იყიდება!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 10:54 am

სანათა wrote:

უუუუხ, შე დარდიანო შენა!

კაი ხანია, დროა!
მე კი ასე მგონია, იმ ჩაფიქრებული რომანისათვის დარდებისა და აზრების შეკრების დრო გაქვს და იმიტომ იკავებ თავს ათასი ვითომსაზრუნავითა, თოროოოო...
და როგორ გემადლიერებოდა ნუციკო ურაკზედა... და ჯალალი როგორ დაიმუქრა "ვერნილაკის ჰაშ ათითა"...
მიხო, ეს სიყვარულია და შენ შენი რედაქტორობის საფასური უხვად მიიღე ჩვენი სიყვარულითა...
სხვა ყველაფერი იშოვება და იყიდება!

Arrow

”ურაკპარაკზე” მე როგორღა გავახსენდი ნუციკოსა, კაცოო?
და ჯალალი ხო არ გააბრაზა ვინმემა? და ვერც იმას მივხვდი, ეს ”ვერნილაკის ჰაშ ათი” რა არი?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 5:34 pm

სანათა wrote:

უუუუხ, შე დარდიანო შენა!

კაი ხანია, დროა!
მე კი ასე მგონია, იმ ჩაფიქრებული რომანისათვის დარდებისა და აზრების შეკრების დრო გაქვს და იმიტომ იკავებ თავს ათასი ვითომსაზრუნავითა, თოროოოო...
და როგორ გემადლიერებოდა ნუციკო ურაკზედა... და ჯალალი როგორ დაიმუქრა "ვერნილაკის ჰაშ ათითა"...
მიხო, ეს სიყვარულია და შენ შენი რედაქტორობის საფასური უხვად მიიღე ჩვენი სიყვარულითა...
სხვა ყველაფერი იშოვება და იყიდება!
აი მე ახლა მედარდებაო, რომა, სანათამ რათ გამომტოვაო, განა მე კი არ მიყვარს მიხო-ბობოო და განა მე კი არ ვუთხარი ვაი-რედაქტორებსა მიხოს აღმოჩენილებს ნუ მივარდებით ხოლმე სვავებივითა თქო? Sad
თუ მთის ქალა რომ არა ვარ იმიტომ უნდა დამჩაგრონ Crying or Very sad Crying or Very sad Crying or Very sad
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 5:42 pm

ნეკერა wrote:

აი მე ახლა მედარდებაო, რომა, სანათამ რათ გამომტოვაო, განა მე კი არ მიყვარს მიხო-ბობოო და განა მე კი არ ვუთხარი ვაი-რედაქტორებსა მიხოს აღმოჩენილებს ნუ მივარდებით ხოლმე სვავებივითა თქო? Sad
თუ მთის ქალა რომ არა ვარ იმიტომ უნდა დამჩაგრონ Crying or Very sad Crying or Very sad Crying or Very sad

Arrow

ვახ, კაცოოო - სად რას დახვალთ და დაიარებით, მოდით აექა და აქ ილაპარაკეთ, ვა!..
და რათ მინდა მე ქება და ხოტბა, რაცა ვარ, ეგა ვარ და მორჩა.
დამელაპარაკეთ ხოლმე წესიერად, ვა...

მიხოსაც უყვარხარ, ცქნაფა და მე კიდევ ეგეთა ბებერ ვარ უკვე, რო ვერაფერი მიპოვნია, სად რეებსა სწერამთა... მაგიტომ ვამბობ, აექა სწერეთ მეთქი, აქ მონსტრები და ურჩხულები ვერ მოვლენ - დაგეშილი არი უკვე ეს ჩემი ბობორიკი და არ მაუშვებსა აქა ბუებსა და დევ-ქაჯებსა...

Laughing
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 5:47 pm

ეეეხ, ნეკერავ, თვალებიც დაივსებია! ეს სანათა, ხო იცით, რო ბერი ქალია და ეგრ გულისტკენით და ჯახებით კი არ უნდა უთხრათ საყვედურები ურაკპარაკულადა. აბა, ჯერ გეკითხნა, სანათასთვი, შეამჩნიე ნეკერა და განგებ გამოტოვე თუ არ შეგიმჩნევიაო... პასუხს რო მიიღებდი, მერე გამოგეჭენებინა სახალხოდა... მაგრამ გეტყობა შენ იმ ურაკზედ გამეტებებს გასწავლიან... არადა, რო ძააან კარგი გოგო ხარ, რააად იმ ცუდ-მბრალებლებსა ჰბაძავ, ჰა, ნინუცელავ?!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ჯალალი
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 5:49 pm

ჯავრი არ გქონდეს ნეკერო, ანა მოგნათლავთ ხევსურად ან გაგათხუებთ ფშავშია...
რა პრობლემაა ა?! Basketball
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 6:04 pm

ჯალალო, აეგრე ცარიელ სიტყვაზე რომ მეპირები, მერე რომ ჩამიჯდეს ჭკუაში, ხო დაიდებ ჩემს ცოდვასა? Smile

სანათა, მეც იმიტომ არ გამიკვირდა, რათ გამომტოვა ჩემმა სანათამ -მეთქი? აი საწყლად შემომტირა გულმა, რა დაუშავეო Smile თურმე ვერ დავუნახივარ და ძველებურად გულში ვყოლივაროო I love you

ბობო, ისეთიც არაფერი მომხდარა, ცუდ ენიანი რედაქტორები მოგვივიდნენ, ყურის აწევით იმუქრებოდნენ და ჩვენ კიდევ ვუთხარით რომა, აგერ ბობოც რედაქტორი არაა რომ ადამიანურად გვეუბნება ხოლმეო?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 6:33 pm

ეხ, ნეკერო, ნეკერო... იქაურ რედაქტორებს მე პირველმა დავუფეთე ანგელოზები. იმ რედაქტორებსაც და მათ მომყვან ნიკისაც, მაგრამ იმ საიტს რომ რედაქტორები სჭირდება და იქაური მდარე ნაწერები რომ სულ მცირე წაკითხვად ნაწერებთან შესაბამისობაშია ხშირად მოსაყვანი, თუ გინდა გავაგრძელოთ ამაზე კამათი. რაც იქ მე ვთქვი გინდ ავტორებზე და გინდ რედაქტორებზე, რომ არაფერი იყო გადაჭარბებული, ეგეც მოგეხსენება. იქ რომ ხალხის დიდი უმრავლესობა საჭორაოდ და ერთმანეთისათვის სიყვარულის სამტკიცებლად დადის, არც ეს იქნება აღმოჩენა. მაგრამ მინდა გითხრა, რომ მიხოც ადამიანია და ის რედაქტორებიც, ჩვენ რომ ხიშტები დავახვედრეთ, იქნებ სულაც არ იყვნენ მიხოზე ნაკლები. ხშირად იქნებ მიხოსაც ურჩევნია, ვინმე ახლობელს ან არ დაურედაქტიროს ტექსტები ან ერიდება სიმართლე უთხრას. აბა, ვკითხოთ, იქნებ მასაც ხშირად ანონიმობა ერჩივნოს... არადა, კიდევ ერთხელ დამწყდა გული იქაურ განუკითხაობაზე და ქვის სასროლად და დასაცინად ადამიანის ადვილად გამეტებაზე.
კმარა აქაც ამ რედაქტორებზე.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 7:02 pm

აი, ნეკერო და სანათო, თქვენც მომისმინეთ და სხვებმაც გაიგონ:

ეს ჩემი და ბობორიკის გაკეთებული ”არმურის საფიხვნო” არ არის თავისუფალი.
აქ ვერავინ დასცინებს სხვას და ვერც სხვა ვერანაირ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს ვერავის. შეიძლება, რომელიმემ ვერ მოვზომოთ და საწყენი კომენტარი თუ კაფია დავუდოთ ერთმანეთს, მაგრამ ის მალევე წაიშლება.

ეს ფორუმი ვერც იქნება ”თავისუფალი” იმიტომ, რომ აქ ღირსეული ადამიანები არიან, და არ შეიძლება ამგვარი ადამიანი თავისუფალი იყოს სინდისისგან და ზნეობისაგან. და არაადამიანი კიდევ აქ ვერ მოვა...

და თანამედროვე დემოკრატიის ისე გაგება, რომ თავისუფალი ხარ და რაც გინდა, ის თქვი და ჩაიდინეო - თუ სიგიჟე არაა, ანარქია მაინც არის და მეტი არაფერი. და ასეთი ფორუმი მე და ბობრიკს არ გვექნება - აქ ჯერ ადამიანობა მოეთხოვება ყველას და მერე იყვნენ, ვინც უნდათ - პროზაიკოსები, კრიტიკოსები, დრამატურგები თუ პოეტები...

არადა, მე ისედაც გულზე არ მეხატებიან ეს დემოკრატები... Wink

რედაქტორობაზე კიდევ - აგერა, ხო დავწერე მაღლა, რო არა ვარ მე კარგი რედაქტორი მეთქი...
და თავისი საქმისა ყველამ თავად იცის.

Rolling Eyes

და ამ ”ყურის აწევაზე” გავმხიარულდი ძალიან, ჩემ დროს იცოდნენ ხოლმე მასწავლებლებმა გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების სკოლაში და იქაც კაი ხანია, გადაეჩვივნენ... მაგრამ მე რა შეღავათი რო? - დაწითლებული ყურებით ვიარებოდი ხოლმე... Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 10:08 pm

მათეს დარდები: ეჰ, დარდებს რა გამოლევს.... აი, გაზაფხული როგორ იგვიანებს.... ასე მედარდება და... რა ვქნა.... აი ეს ქვეყანაც როგორ აიმღვრა! და ნეტა, როდის იყო დალაგებული ეს უთავბოლო წუთისოფელი?... ეეეჰჰჰ!.. არა, არა! ბობორიკ, არ დამყეფო! წესები ვიცი... აქ საქვეყნო დარდები არაო... მარტო პირადიო.... აი, პირადი ერთი დარდიცა: რა ხანია ერთი , ,,ჩემი აზრით’’, კაი თხზულება დავასრულე და... ვერ კი ვბედავ, რომ ვინმეს წავაკითხო, ისე მომდის, დედას თავისი ერთადერთი შვილი სხვაგან საცხოვრებლად რომ ვერ გაუმეტებია... არა და დროა.... ეეჰჰჰ....
და ახლა ერთი დარდი ლექსადა, თუ დავწერე, კი?... Sad
დარდები დანადარდები...
დაირისფერად ნადები...
დარდები ცისა --- ნისლები,
მიწას- დარდების წვიმები...
რა მძიმედ გადაბრუნდები,
დანაბარები.... ხნულები....
ეს პოეტური დარდები,
განა თუ დამეკარგები?
არ მედარდება, გამეშვი...
ღიმილ-ტირილის ნარევი,
მა, რას მწერ და მედარები
ნაპოეტარი ქარებით...
დარდებით.. რო მედარებით?...
პოეტს ვით დამედარებით!
და თუ ყველა დარდს წარმტაცებთ,
უდარდელობით ვდარდდები!...
პოეტთა ძველი დარდები?...
სადა ხართ? რას მემალებით...
დამალევინეთ ბოლომდე,
მუზის უდარდო დარდები....
დავლევ და...ვდარდიმანდდები...
მე ვარ და... ჩემი დარდები! Sad
მგონი, ბევრი ,,დარდები’’ გამომივიდა... ეჰ, წეღან რა კარგი დარდი დავწერე ლექსადა და წამეშალა... მერე ვეღარ კი მოვიგონე... ესეც ახლი დარდიიი... Sad
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Fri Feb 13, 2009 11:04 pm

სანათა, მეც მანდ არა ვარ მერე?
ბობოსაც ეხათრება ხოლმე ალბათ, აბა რა, მაგრამ თავისი სახელითაც სამართლიანად და ტაქტიანად გეტყვის რასაც გეტყვის. აი მე რომ მე ვარ და ჯერ რა გამოცდილება მაქვს ხო ამ სფეროში, ჩემთვის არ უკადრებია მე რომ ვამბობ ასეა სწორი და მორჩაო! მეც მირჩევს და თუ დავუჯერე ხომ კარგი, თუ არა და უძღები შვილივით, ალბათ ისევ ვეყვარები Embarassed
და როგორ შეიძლება კაცს რედაქტორი გერქვას და თუნდაც უკანასკნელ ადამიანს უთხრა - ასეა და თუ არ გჯერა დაგირეკავენ და ყურებს აგიწევენო? ამით საკუთარ თავთან ერთად რედაქტორის საქმიანობასაც ჩრდილს აყენებენ... ამაზე მტკივა მე გული თორემ Sad
მე პირადად საკმაოდ დიპლომატიურად შემიძლია ხოლმე თავიდან კონფლიქტების აცილება, მაგრამ მარტო მე ხომ არა ვარ, არა? Smile

მოვრჩი ბობო, თუ რამე ცუდი ვთქვი ნებით დავდგები საფიხვნოს ყველაზე გამურულ კუთხეში Very Happy
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Sat Feb 14, 2009 1:20 pm

ავტორი არი გადამწყვეტი, ნინუცელავ, - ან მიიღებს რედაქტორის ნათქვამს ან არა...
მაგრამ მომხდარა ხოლმე, ”ცისკარში” რო ვმუშაობდი, კიბეებზე დასაგორებელი გამხდომია ზოგი თავხედი ავტორი. კარგი იქნებოდა, არ დამეგორებინა, მაგრამ არ გამოვიდა სხვანაირად - მეც ხო მაქვს ჩემი ღირსება და, მოუზომავი და შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უნდა ეთქვათ.

აქა, ცქნაფავ, კუთხეები არ არის, მით უმეტეს, გამურული და არც ყურის ამწევები არ არიან და ვერც იქნებიან - ეგენი სხვა მხარეს მოიკითხე ხოლმე...

lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Sun Feb 15, 2009 9:04 am

sunny

სიყვარულის კარნავალი.
უმშვენიერესი კუნძული.
მეც მივედი ამ კუნძულზე,მივიტანე თაიგულები_ზოგი ჩემი(უბრალოები),ზოგიც სხვისა_გადასარევი(ბიბლია,ხალხური პოეზია,შოთა რუსთველი).
რომელიღაც თაიგულის მიტანის მერე ორიოდე სიტყვით შევეხმიანე არჩანდასა და _ბედი არ გინდა?!_მაისმა ფშავლის ქალის განგაში,ამას მოჰყვა აშვებული ბობორიკის ჯაჭვის ჟღრიალი და,აი,ახლა ვაჟიკა,უმშვენიერესი კუნძულიდან გამოძევებული,პირადი დარდების ხეობაშია განმარტოებული_იმედია,აქ მაინც აღარ აუკრძალავენ ძმაკაცთან ძკაკაცურ გადალაპარაკბას.
...
საუკუნეების წინათ:
-----------------------------------
"შენც,ჩემო ბრუტუს?!"

affraid
საუკუნეების შემდეგ(21-ეში):
-------------------------------------------------
"შენც,ჩემო ბობორიკ?!"

-------------------------------------------------

flower cheers flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Sun Feb 15, 2009 11:10 am

Arrow

ვერც მე გავიგე, რას მერჩოდნენ, კაწალხეველო.
მე მათურელ ქალების ლექსი დავდე და შენ კიდე იქ კაფია დამიწერე - ცუდ ნათქვამებ რაად მაპარებო.
მე კიდე გითხარი, შენზე კი არა, ზედგამოჭრილი ჩემზეა ნათქვამი ეს ლექსი, საკუთარ თავზე ვთქვი - ჩემდენი შენ ნატარი არ იქნები მათურაზე მეთქი.

და დაერია ბობორიკი იმ დაწერილებსა და სუ წაშალა. თუ კაფიობა გინდათ, იქ წადით, სადაც კაფიობა არიო და აქა მარტო სიყვარულზეა ლექსებიო. და თუ ეგრე გააგრძელებთ, დაგბლოკავთ ორივეს ერთი კვირითაო.

რას მერჩოდით ან შენა, ან ბობორიკი - ვერ გავიგე ვერც მე. Rolling Eyes
და დამბლოკეთ, სულ აღარ ამოვიღებ ხმასა...

scratch
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Sun Feb 15, 2009 9:40 pm

არჩანდა wrote:
Arrow

ვერც მე გავიგე, რას მერჩოდნენ, კაწალხეველო.
მე მათურელ ქალების ლექსი დავდე და შენ კიდე იქ კაფია დამიწერე - ცუდ ნათქვამებ რაად მაპარებო.
მე კიდე გითხარი, შენზე კი არა, ზედგამოჭრილი ჩემზეა ნათქვამი ეს ლექსი, საკუთარ თავზე ვთქვი - ჩემდენი შენ ნატარი არ იქნები მათურაზე მეთქი.

და დაერია ბობორიკი იმ დაწერილებსა და სუ წაშალა. თუ კაფიობა გინდათ, იქ წადით, სადაც კაფიობა არიო და აქა მარტო სიყვარულზეა ლექსებიო. და თუ ეგრე გააგრძელებთ, დაგბლოკავთ ორივეს ერთი კვირითაო.

რას მერჩოდით ან შენა, ან ბობორიკი - ვერ გავიგე ვერც მე. Rolling Eyes
და დამბლოკეთ, სულ აღარ ამოვიღებ ხმასა...

scratch

cheers

თუ დამნაშავე არა ჩანს
და საქმე ჩახვეულია,_
ქალია მაგის მიზეზი,
იმისგან არეულია!..
...
მე რისი დამბლოკავი ვარ_
სად ძმობა და სად ბლოკები?!
ეგ რომ ვქნა,ლომებთან ერთად
გაიცინებენ ბოკვრები!

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Wed Feb 18, 2009 8:47 pm

ვერ შევეჩვიე...

ვერ შევეჩვიე უშენობის ფერმკრთალ საათებს
ან იქნებ დღეებს სავსეს შენი სიცარიელით,
ვერ შევეჩვიე
წუთებს, როცა
ჩემთან ახლოს ხარ
და შენი სუნთქვა ისე ხშირი
ისე ძლიერი
გადმოდის ჩემში როგორც ვნება
შენი სურვილის,
თვალებს დაბლა ვხრი,
არ მინდა რომ მათში ჩამხედო
და დაინახო გადახსნილი გულის სარქველი....
ვერ შევეჩვიე უშენობას,
ვერც დღეებს როცა
სავსე ვარ შენით
და შენივე სიცარიელით.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Wed Feb 25, 2009 10:01 pm

რა ვუშველო შენს მონატრებას?

რა ვუშველო შენს მონატრებას და ფიქრებს, რომლებიც ნება ნება მეხვევიან, მათრობელა სითბოთი მავსებენ და ზეციდან ვარსკვლავის მოწყვეტას მპირდებიან, ისე როგორც მაშინ, ზღვის მლაშე და სიჩუმით სავსე სანაპიროზე....
რა ვუშველო შენს მონატრებას, რომელიც ისეთივე მწველია, როგორც ზაფხულის მზე და მოთამაშე, როგორც ჯამბაზი...
რომელიც სულ მხიარულობს, მაგრამ გულის სიღრმეში კვაზიმონდოსავით სევდიანია და გულის შორეულ წერტილში იმალება სხვისთვის და შენთვის ვერდასანახად, რადგან ეშინია შენი დაკარგვის.
ეგოისტია ჩემი მონატრება...
სხვისთვის ენანები...
მაგრამ არ გიმხელს, რადგან არ უნდა ტკივილი მოგაყენოს...
გაგიკვირდა?
შენი ფართოდ გახელილი თვალები მეუბნებიან სათქმელს...
მე თვალს გარიდებ, რადგან ვიცი, შეგიძლია ფიქრის წაკითხვა.
რა ვუშველო შენს მონატრებას?
მთვარემ მითხრა პასუხი:
ფართოდ გაუღე კარი და თავისუფლება მიანიჭეო....
მრუმე ღამე კეცავს საათებს და შენსკენ სავალ გზას...
ფეხისგულებს მიწვავს თითოეული ნაბიჯი...
არა...
ჩუმად ვიქნები..
ასე მასწავლეს...
რომ არ დაგკარგო.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: პირადი დარდები   Mon Mar 02, 2009 1:45 am

ეეეჰ, პირად დარდებ რა გამოლევს, პატ. ადმინისტრატორო, ე ხალათი დაიჭეერს? Sad
პირველი დარდი ჩემი და დიიიიიდი ლექსოს (როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით) "იდეებ რა ვუყო" კლუბის იდეის ჩავარდნაა, არ იყო კრიტიკის კლუბი ჩასაგდები პროექტი, არაა Sad მაგრამ არ უნდათ ბატონო გრუზინებს კრიტიკა Sad
მეორე პირადი დარდი... მართლა პირადი დარდია და რა ვიც, მრცხვენია თქმა Embarassed მაინც ბევრი მიხვდება მაგას Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Guest
Guest

PostSubject: Re: პირადი დარდები   Mon Mar 02, 2009 10:19 am

ნეკერა wrote:
ეეეჰ, პირად დარდებ რა გამოლევს, პატ. ადმინისტრატორო, ე ხალათი დაიჭეერს? Sad
პირველი დარდი ჩემი და დიიიიიდი ლექსოს (როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით) "იდეებ რა ვუყო" კლუბის იდეის ჩავარდნაა, არ იყო კრიტიკის კლუბი ჩასაგდები პროექტი, არაა Sad მაგრამ არ უნდათ ბატონო გრუზინებს კრიტიკა Sad
მეორე პირადი დარდი... მართლა პირადი დარდია და რა ვიც, მრცხვენია თქმა Embarassed მაინც ბევრი მიხვდება მაგას Smile

Arrow

მეორეზე - აბა, რა გიშველო, ცქნაფა და... Rolling Eyes

პირველზე ეგრე გავაკეთოთ - აქ გაგიხსნით შენ და ლექსოს თემას:

”კრიტიკის კლუბი” - სტუმრად ნეკერასთან და ლექსოსთან.
ჯერ აქ დაიწყეთ და მერე იქნებ გამოჩნდეს რამე...

Idea

მოკლედ, მოიფიქრეთ და თუ გინდათ, ვეტყვი ადმინისტრატორს... Wink

cat
Back to top Go down
Sponsored content

PostSubject: Re: პირადი დარდები   

Back to top Go down
 
პირადი დარდები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ”დარდების შემგროვებელთან” - სტუმრად გოდერძი ჩოხელის გამიხარდასთან-
Jump to: