არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 როგორაც კატის კნუტსაო, გამამაღრჩობენ მიხოსო...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: როგორაც კატის კნუტსაო, გამამაღრჩობენ მიხოსო...   Mon Jan 19, 2009 11:19 pm

სანათა

***
მიხოსერავ, მშვიდობა გაქვ
რეალში და ვირტუალში,
თუ დაჰბრუნავ "შიგან ასრე"
ერთ მართალი ბევრ მტყუანში?


Arrow

არჩანდა

***
ერთ მტყუანი ბევრ მართალში, -
სუ არ მამდის ეს ჭკუაში! -
ეგეთა თუ ვიქნებოდი,
დამფერავდი ვერც გუაშით...


Arrow

სანათა -

***
ნურც "ლიტელიტ" გადაიყვები,
ნურცა დაგიმონებს სხვაო,
თავიჭკვისეეებ გვიწერე,
მიხოსერა-არჩანდაო...


Arrow

არჩანდა -

მაესტრო არჩილ სულაკაურისებური

მე რავი, ამას რა ჰქვიან,
თავისჭკუისა როცა ხარ...
ზეცაში - უფლის სახლია,
დაბლა - სუ ცრუა ქოყანა.

მთაწმინდა - ისევ აქვეა,
ისევ აქ არი მტკვარი...
გაუგებ? - ეგეც საქმეა,
ეგეთებს ვეძებ კვარით.


Arrow

სანათა -

***
შავ და თეთრში ერკვეოდე,
ისემც შენ რა გითხარ, მიხო.
ამ კაფიებ მალმალ აცხობ,
ვერ კი - "იყო-არა იყოს"...
დაგახრჩობენ, ტყავ გაგხდიან,
ვიტყვი - თავისჭკვისგან იყო...


Arrow

არჩანდა -

მაინც ვერა სწერდა და...

იყო და არც არა იყო,
დღეცა ჰქცეოდა ღამედო...
შამაჰმტვრეოდა კალმები,
ნიკაპ ხელებზედ დაედო.

ჰამსუნს არ ვგავარ, კნუტსაო,
თუნდ დიდ ფასკუნჯებ გიხოცოთ...
როგორაც კატის კნუტსაო,
გამამაღრჩობენ მიხოსო.

კაფიებ მაინც მაცდიდეთ,
თავისჭკუის რო იყოსო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
როგორაც კატის კნუტსაო, გამამაღრჩობენ მიხოსო...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: