არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Fri Jan 16, 2009 9:37 pm

არგანი -

ბობო, ამ გვერდისათვის ასეთი პროზაული სათაური შევარჩიე -
"არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე".
იგულისხმება, რომ ამ მაგალითების გვერდით, როდესმე საპირისპირო ზნის მაგალითებიც დაიდება.
გარდა ამისა, შესაძლოა ამ სათაურმა წიგნის გარეკანზეც ივარგოს...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Fri Jan 16, 2009 9:40 pm

არგანი -

ბობო, ბევრი ძალიან კარგი, კეთილშობილური საქციელი მახსენდება (ალბათ, სხვებსაც გაახსენდება), იმ ადამიანების მიერ ქმნილი (თუ თქმული), რომლებიც დღესაც ჩვენს გვერდი ცხოვრობენ (ან ცხოვრობდნენ). ვფიქრობ, რომ ასეთი ზნეობრივ-მორალური მაგალითებიც უნდა შემოვუნახოთ მომავალ თაობას...
სად შევინახოთ?

დავაზუსტებ:
მხოლოდ ზნეობრივი მაგალითები (იუმორის, ირონიის და ცელქობის გარეშე), ვის გადახდა თავს და ვინ ამოწმებს ამ ისტორიის სინამდვილეს.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბები, რომლებიც ჩვენს დროში იშვიათობად იქცა,შეიძლება სამაგალითოდ გამოადგეს მომავალ თაობებს.
აი, ერთი ასეთ ამბავი.
ლევან სანიკიძე არასოდეს ყოფილა პარლამენტის წევრი, თუმცა შეთავაზება არაერთხელ მიუღია და უარი უთქვამს..
ამის მიზეზი კი თვითონვე ახსნა (ტელევიზორში მოვუსმინე).
ახალგაზრდობაში ლევან სანიკიძეს ავტოავარია შემთხვევია, რასაც უბედურება, ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, ამ ამბავში ლევან სანიკიძე უდანაშაულო აღმოჩნდა, თვლიდა, რომ მას (ამ საბედისწერო შემთხვევის გამო) უფლება აღარ ჰქონდა ხალხის რჩეული ყოფილიყო!!!
პ.ს. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, ლევან სანიკიძის ისტორიული ტექსტების მკითხველი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ამ ამბავმა ისე შემძრა, რომ ეს ადამიანი კეთილშობილების მაგალითი გახდა ჩემთვის.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Fri Jan 16, 2009 9:42 pm

ნინი მელივა -

ლევან სანიკიძეს პიროვნულად არ ვიცნობ,არც სურვილი გამჩენია ვისმესთვის მეკითხა მისი ადამიანური ღირსებების თუ ნაკლოვანების შესახებ.
მისი ეს საქციელი და ეს წერილიც მახსოვს,მომიტევეთ მაგრამ ადამიანი კეთილშობილების მაგალითი რომ გახდეს,გეცილებით მეტია ჩემთვის საჭირო.
აუტანლად პრეტენზიულს მეძახიან
არაფერი განსაკუთრებული მე ამ საქციელში არ დამინახავს.შემთხვევაა და უნებური შეცდომის ან გარემოებების ტრაგიკული დამთხვევის გამო ადამიანი იმსხვერპლა,ხოლო ამის მერე არ ჩათვალა საჭიროდ პარლამენტში ყოფილიყო
ნორმალური და გასაგები ადამიანური საქციელია,ზნეობრივი გმირობა ცოტა მეტი და სხვაა ჩემთვის

არაჩვეულებრივი მაგალითი გვაქვს ქართველებს- თავისი ცხოვრების და მოღვაწეობის გამო ქარტულმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაზე წმინდანად შერაცხა.
მსგავის მაგალითი,ალბათ მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს
არ დავიწყებ ლაპარაკს ცნობილი ქართველი ისტორიული პირების თუ საზოგადო მოღვაწეების ყველასთვის ცნობილ ზნეობრივ მაგალითებზე...


მე ერთ ფაქტს გავიხსენებ.შეიძლება მეშლება და მომიტევეთ მაშინ

ჰიუგოს ცნობილი ნაწარმოების ცნობილი შანდლების სცენა,როცა კატორღელს ,ქურდს,რომელმაც მადლიერების ნაცვლად გაძარცვა,სასულეირო პირმა შეუნდო,არ გასცა და რაც გააჩნდა ყველაზე ღირებული -ვერცხლის შანდლები აჩუქა.როგორც ვიცი ,რაღაც მომხდარი მსგავსი ფაქტი დაედო ამ სცენას საფუძვლად,ოღონდ იქ უბრალოდ კეთილმა მასპინძელმა გადაარჩინა ქურდი,არანაირი ჩუქება არ ყოფილა.ჰიუგომ გამოიყენა რეალურად მომხდარი ამბავი და ახალი,ძალიან მნიშვნელოვანი დეტალით გაამდიდრა.ხელჩაქნეული დამნაშავე და მკითხველიც გააოგნა ადამიანური კეთილშობილებით და თავის გმირის დიდ სულიერ კათარზის დაუდო საფუძველი.
მე მაინტერესებს ასეთი ფაქტებ,რომლებმაც მერე ლიტერატურაში პოვეს ასახვა და ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების შექმნის შთაგონების იმპულსი გახდენ,ან სულაც უბრალოდ ეფექტურად გამოიყენა რეალური ფაქტი მავანმა ავტორმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Fri Jan 16, 2009 9:43 pm

არგანი -

ამბავი მეორე:
აკადემიკოს ალექსანდრე გვახარიამ მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს წერით ნამუშევარში 4(კარგი)დაუწერა, მაგრამ როდესაც იმავე აბეტურიენტისგან ზეპირი გამოცდა ჩაიბარა და დარწმუნდა მის შესაძლებლობაში (ზეპირში აბიტურიენტამა 5(ფრიადი) დაიმსახურა), ხელახლა გადახედა წერით ნამუშევარს "კარგი" "ფრიადად" გადააკეთა და რექტორატის წინაშე აბიტურუენტს ბოდიში მოუხადა.
საგულისხმოა, რომ ის ერთი ქულა არ უშლიდა ხელს აბიტურიენტს, რომ სტუდენტი გამხდარიყო, ამდენად გამომცდელს მომჩივანიც არ ჰყავდა.
(ეს ამბავი მოვისმინე ბატონი ალექსანდრეს მოწაფეებისგან. სამწუხაროდ, მათი ვინაობა არ მახსოვს. ამიტომ ამ ამბის უეჭველობას ჩემ სინდისზე ვიღებ...)

ნინი, მე სწორედ არალიტერატურული ფაქტები მაინტერესებს.
მხოლოდ კეთილშობილური საქციელი, ყოველგვარი განკითხვისა და მოტივაციის გამოძიების გარეშე.
თუ ასეთ მაგალითებით შევავსებთ ამ გვერდს, ჩავთვალოთ, რომ ესეც კეთილშობილების მაგალითი იქნება...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Fri Jan 16, 2009 9:45 pm

ნინი მელივა -

ბატონო გია
ნუ გავაუფასურებთ სიტყვებს.
ვერ ვიტან აწეულ პათოსს და ყალბ მაღალფარდოვანებას.
ნუ დავაკნინებთ ზნეობრივი და კეთილშობილური საქციელის მნიშვნელობას.ნუ დავწვრილმანდებით და ნუ დავახურდავებთ .
ნუ გავაუბრალოებთ...

ცოტა მართლა ისეთი მაგალითები დავდოთ,''ღირებული ''



ცნობილმა ქართველმა ექიმმა,ჟორდანიამ (მგონის არ მეშლება) სიცოცხლე გაწირა სრულიად უცხო გოგონასთვის.ცნობილი ისტორია-თვითმფრინავების მგზავრებს შორის არ აღმოჩნდა საკმარისი სამაშველო რგოლი თუ პარაშუტი არ მახსოვს და თავისი სრულიად უცხო ბავშვს მისცა.
წინა დღეებში მიხო იხსენებდა ფორე მოსულიშვილის გმირობას...

და გავედი...
იმედია არ ''მომხვდება'' ბობოსგან.
ბევრი ''კრიტიკული'' პოსტი დავტოვე დღეს და ზედმეტად ჩაშაქრულ-ჩამტკბარ ფორუმში დისონანსი შემომაქვს აშკარად.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Fri Jan 16, 2009 9:47 pm

არგანი -

სად ნახა ნინიმ აწეული პათოსი და მაღალფარდოვნება, თანაც ყალბი?!
აქ გმირობებზე დ თავგანწირვაზე არა საუბარი, იმის მემატიანედ ვერ გამოვდგები, რასაც მე ვერ შევძლებ.
ეგ სხვამ გააკეთოს...

აშკარად ამაგდო ნინიმ, გამოუვიდა!
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Fri Jan 16, 2009 9:48 pm

ნინი მელივა -

ჩემთვის ძალიან საინტერესოა ისტორიული ,ღირსეული მტრის სახე.
როგორც მახსოვს დამპყრობელმა რომაელმა, დატყვევებული ფარსმან მეფის ქანდაკება ააგებინა რომში მისი სიჩაუქით მოხიბლულმა ...
ცოტნეს საქციელზე არანაკლები '''ღირებულების'' და ''წონისაა'' მონღოლის საქციელი.

ეს ყველასთვის ცნობილია .
სიამოვნებით გავიგებ ახალ,ჩემთვის უცნობ ფაქტებს ამ თემაზე...

ადამიანების აგდება კარგად გამომდის.

ჩამოგართვით მეგობრულად ხელი გია,თქვენი ნებართვით.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Fri Jan 16, 2009 9:49 pm

არგანი -

ნინი, ლიტერატურა და ისტორია ნაკლებად მაინტერესებს.
ჩემთვის ყველაზე საინტერესი დრო აწმყოა.
ყველაზე ახლობელი ადამიანი კი ვინც ჩემს დროშიც ცხოვრობს.
ხოლო, ჩვენ ვინც ერთ დროში ვცხოვრობთ, ერთმანერთისადმი უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე წარსულის ან მომავლის მიმართ.
ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს, რომ არ დავუკარგო მათ იოტისოდენა სიკეთეც კი...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Fri Jan 16, 2009 9:51 pm

ვაჟა ხორნაული -

"მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა..."_
ამბობს ალუდა ქეთელაური.

დღევანდელი საქართველოს ტრაგედია ისაცაა, რომ მის მტრებს არაფერი გააჩნიათ ვაჟკაცობისა.

როდესაც მტერი ვაჟკაცია,ის რაღაცით უკვე შენია_თუნდაც იმიტომ,რომ ღირს მასთან ჭიდილი.
Back to top Go down
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Sat Jan 17, 2009 2:16 am

ბობო wrote:
არგანი -

ამბავი მეორე:
აკადემიკოს ალექსანდრე გვახარიამ მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს წერით ნამუშევარში 4(კარგი)დაუწერა, მაგრამ როდესაც იმავე აბეტურიენტისგან ზეპირი გამოცდა ჩაიბარა და დარწმუნდა მის შესაძლებლობაში (ზეპირში აბიტურიენტამა 5(ფრიადი) დაიმსახურა), ხელახლა გადახედა წერით ნამუშევარს "კარგი" "ფრიადად" გადააკეთა და რექტორატის წინაშე აბიტურუენტს ბოდიში მოუხადა.
საგულისხმოა, რომ ის ერთი ქულა არ უშლიდა ხელს აბიტურიენტს, რომ სტუდენტი გამხდარიყო, ამდენად გამომცდელს მომჩივანიც არ ჰყავდა.
(ეს ამბავი მოვისმინე ბატონი ალექსანდრეს მოწაფეებისგან. სამწუხაროდ, მათი ვინაობა არ მახსოვს. ამიტომ ამ ამბის უეჭველობას ჩემ სინდისზე ვიღებ...)
აკადემიკოს გვახარიასი რა გითხრათ და მე ზუსტად მსგავსი ისტორია საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი Smile
ისტორიის გამოცდიდან (ოღონდ უკვე სტუდენტი ვიყავი) ლექტორმა გამომაგდო მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს წინ მსხდომმა გოგონამ თვალი გააყოლა როგორ ჩამოიარა ლექტორმა მწკრივებში. ეს ჩემგან კარნახის მცდელობად იყო მიღებული და გარეთ გამომაგდეს Smile
შემდეგ იმ გამოცდაზე საუკეთესო ნიშნებ მიღებული სტუდენტები ამ ადამიანმა ექსკურსიაზე წაიყვანა, სადაც ჩემმა მეგობრებმა უსაყვედურეს - შენ რომ ის გოგო წერიდან უსამართლოდ არ გაგეგდო, ახლა აქ იქნებოდა, ყოველთვის ხუთზე იცის საგანიო (ვაი, აქ ხომ არ გავწითლდე? Embarassed ).
ლექტორმა შენიშვნა მიიღო, შემდეგ ლექციაზე ცალკე დამიბარა და ბოდიში მომიხადა. შემდეგი წერისას მე ორი ტესტი ჩავაბარე- წინა გამოცდისაც და ახალიც, ორივეში ხუთიანი მივიღე და ჯილდოდ ბირთვისის ციხეზე არაჩვეულებრივი ექსკურსია და იმ ლექტორის მეგობრობაც მერგო sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Sat Jan 17, 2009 5:17 pm

ძალიან მნიშვნელოვანი სარკმელია. რატომ?
იმიტომ რომ დღეს და ალბათ ყოველ დროშიც ადამიანი ზნეობით ფასობს და ზნეობასაც სჭირდება ადამიანები, თავიანთი მცირე, პატარა მაგრამ გულწრფელი საქმეებითSmile
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Sat Jan 17, 2009 7:45 pm

გაიხსენეთ, გაიხსენეთ ვისი რა სიკეთე გახსოვთ (ან თქვენს ან სხვის მიმართ), გაიხსენეთ და დაწერეთ, მადლს იზამთ!
ასეთი ადამიანების ვინაობას კი ნუ დამალავთ, ეს აუცილებელი პირობაა!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Sat Jan 17, 2009 9:05 pm

არგანი wrote:
გაიხსენეთ, გაიხსენეთ ვისი რა სიკეთე გახსოვთ (ან თქვენს ან სხვის მიმართ), გაიხსენეთ და დაწერეთ, მადლს იზამთ!
ასეთი ადამიანების ვინაობას კი ნუ დამალავთ, ეს აუცილებელი პირობაა!




მე რომ დღეს ბინა გამაჩნია,ეს იოსებ ნონეშვილის,ნოდარ დუმბაძის,შოთა ნიშნიანიძისა და მედეა კახიძის სიკეთის ნაყოფია.ასეთი ადამიანების მადლი რომ არა,ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცეოდა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Sat Jan 17, 2009 9:54 pm

ამ ადამიანების (ნონეშვილი,დუმბაძე და სხვანი) სიკეთეზე მეც ბევრი მსმენია. კარგია, რომ მათი კეთილი საქმეები გვახსოვს და არ ვივიწყებთ.
შეიძლება ამ ადამიანებისგან ვინმეს წყენაც დარჩა, მაგრამ სიკეთე სიკეთედ რჩება, წყენა - წყენად, ერთმანერთს არ გადაწონის.
მე კი ერთი უცნობი ადამიანის საქციელზე მინდა მოგითხროთ, რომლის მოწმეც შემთხვევით გავხდი.
ათი თხუთმეტი წლის წინ ნუცუბიძის ფერდობიდან დელისიკენ ვმგზავრობდი.
მძიმე, უსახსრობის პერიოდი იდგა და მგზავრები (არა მარტო ახალგაზრდები) ყოველნაირად ცდილობდნენ მგზავრობის ღირებულების გადახდისგან თავი აერიდებინა.
ამას ზოგი მალულად, ზოგიც აშკარად, თავხედურად და გამომწვევად ახერხებდა.
ბუნებრივია, მათ საქციელს მძღოლი სათანადო ფორმით და შესაბამისი აგრესიით პასუხობდა.
ასე ჯიჯღინ-ჯიჯღინით მივაღწიეთ ბოლო გაჩერებას.ავტობუსში სულ რამდენიმე მგზავრი (ერთი საკმაოდ ხნიერი, სუფთად ჩამული, სათნო სახის დედაბერი) დავრჩით.
მძღოლმა ყველას გამოგვართვა ფული, მოხუცებულს კი ხელი აუქნია. აგრძნობინა შენი ფული არ მინდაო.
დედაბერმა მაინც დაუდო ფული.
მძღოლმა უკან დაუბრუნა.
ასე განმეორდა რამდენჯერმე.
სხვა დროს, ალბათ არ მივაქცევდი ამას ყურადღებას, მაგრამ ისეთი დუხჭირი დრო იდგა, რომ ორი ადამიანის დაუსრულებელმა თავაზმა გამაკვირვა.
დედაბერმა მაინც თავის გაიტანა.
ეს ამბავი კი მინიატურადაც არ ივარგებდა, რომ არა კიდევ ერთი შემთხვევა.
რამდენიმე დღის შემდეგ, დედაბერი ისევ დელისთან შევნიშნე, სამოწყალოდ ჰქონდა ხელი გაშვერილი.
(ჯიხურის გამყიდველმა მითხრა დედაბერი მეორე წელია აქ მათხოვრობსო).
პ.ს.ეს ამბავი სიკეთეზე არა არის, აქ უფრო სხვა საქციელი (ღირსება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რა გინდარა სხ ვა რამეც...)დავინახე, რომლისთვისაც ზუსტი სახელი ვერ დამირქმევია.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Sat Jan 17, 2009 10:15 pm

არგანი wrote:
ამ ადამიანების (ნონეშვილი,დუმბაძე და სხვანი) სიკეთეზე მეც ბევრი მსმენია. კარგია, რომ მათი კეთილი საქმეები გვახსოვს და არ ვივიწყებთ.
შეიძლება ამ ადამიანებისგან ვინმეს წყენაც დარჩა, მაგრამ სიკეთე სიკეთედ რჩება, წყენა - წყენად, ერთმანერთს არ გადაწონის.
მე კი ერთი უცნობი ადამიანის საქციელზე მინდა მოგითხროთ, რომლის მოწმეც შემთხვევით გავხდი.
ათი თხუთმეტი წლის წინ ნუცუბიძის ფერდობიდან დელისიკენ ვმგზავრობდი.
მძიმე, უსახსრობის პერიოდი იდგა და მგზავრები (არა მარტო ახალგაზრდები) ყოველნაირად ცდილობდნენ მგზავრობის ღირებულების გადახდისგან თავი აერიდებინა.
ამას ზოგი მალულად, ზოგიც აშკარად, თავხედურად და გამომწვევად ახერხებდა.
ბუნებრივია, მათ საქციელს მძღოლი სათანადო ფორმით და შესაბამისი აგრესიით პასუხობდა.
ასე ჯიჯღინ-ჯიჯღინით მივაღწიეთ ბოლო გაჩერებას.ავტობუსში სულ რამდენიმე მგზავრი (ერთი საკმაოდ ხნიერი, სუფთად ჩამული, სათნო სახის დედაბერი) დავრჩით.
მძღოლმა ყველას გამოგვართვა ფული, მოხუცებულს კი ხელი აუქნია. აგრძნობინა შენი ფული არ მინდაო.
დედაბერმა მაინც დაუდო ფული.
მძღოლმა უკან დაუბრუნა.
ასე განმეორდა რამდენჯერმე.
სხვა დროს, ალბათ არ მივაქცევდი ამას ყურადღებას, მაგრამ ისეთი დუხჭირი დრო იდგა, რომ ორი ადამიანის დაუსრულებელმა თავაზმა გამაკვირვა.
დედაბერმა მაინც თავის გაიტანა.
ეს ამბავი კი მინიატურადაც არ ივარგებდა, რომ არა კიდევ ერთი შემთხვევა.
რამდენიმე დღის შემდეგ, დედაბერი ისევ დელისთან შევნიშნე, სამოწყალოდ ჰქონდა ხელი გაშვერილი.
(ჯიხურის გამყიდველმა მითხრა დედაბერი მეორე წელია აქ მათხოვრობსო).
პ.ს.ეს ამბავი სიკეთეზე არა არის, აქ უფრო სხვა საქციელი (ღირსება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რა გინდარა სხ ვა რამეც...)დავინახე, რომლისთვისაც ზუსტი სახელი ვერ დამირქმევია.



ეს რა სასწაული გვიამბე,არგანო..
თანაც_სახელი ვერ დამირქმევიაო.
ასეთ საოცრებას მხოლოდ ღმერთი თუ დაარქმევს სახელს,ხოლო მანამდე_შენი მონათხრობის სახელი ის ცრემლი იყოს,მე რომ მისი კითხვისას მომადგა თვალზე...

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Sat Jan 17, 2009 10:25 pm

გაიხარე!
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Tue Jan 20, 2009 10:00 am

radgan mec cremli momadga am nawerebis kiTxvisas (da Cemi gulis aCuyebas ki araferi unda) , sanam Sesabamis istorias gavixseneb, batonma vaJam aq ioseb noneSvili axsena da mec misi leqsis striqonebs gavixseneb:

,,ecadnen da ver gamxades boroti,

ecadnen da ver gamxades flidi,

wuTisofels kacad SerCe bolomde,

Turme esec gmirobaa didi”
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Wed Jan 21, 2009 11:39 pm

სიკეთე მადლია...

სიკეთის გაკეთებას დიდი მადლი უნდა ღვთისგან და სიკეთის დანახვასაც დიდი მადლი...

ბევრი მახსოვს...

უზომოდ ბევრი...
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Thu Jan 22, 2009 8:18 pm

nino nadiradze wrote:
სიკეთე მადლია...

სიკეთის გაკეთებას დიდი მადლი უნდა ღვთისგან და სიკეთის დანახვასაც დიდი მადლი...

ბევრი მახსოვს...

უზომოდ ბევრი...




ეს დიდი ხნის ამბავია:


დუშეთის ბაზართან,ტროტუარის ნაპირ-ნაპირ ჩაყოლებული ასფალტის ღარში დედაბერმა ახლადგაჩენილი კნუტები ჩაყარ(ორი),კნუტები მღვრიე წყალმა გაიტაცა.ამ დროს ბაზრიდან რუსი ჯარისკაცი გამოვიდა,წყალს გამოეკიდა,კნუტები ამოიყვანა,უბეში ჩაისვა და წვიდა.

ახლა შეიძლება ცოცხალიც აღარაა იგი,მაგრამ მისი გახსენებისას მიფიქრია და ახლაც ვფიქრობ:"ყველა რუსი რომ ასეთი იყოს,საქართველოსაც ეშველებოდა და მსოფლიოსაც კარგი ამინდი დაუდგებოდა..."
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Thu Jan 22, 2009 9:00 pm

მშვენიერი ამბავია.
თემას გავაგრძელებ.

კიდევ ერთ ამბავს შემოგთავაზებთ:

ბოლნისი სიონს წლების მანძილზე რუსის ქალბატონი უვლიდა (მაშინაც, როდესაც ეს საქმიანობა ძალზე სახიფათო იყო). "კვა(ქვა) ავადობსო" შემომჩივლა ამ ოცი-ოცდახუთი წლის წინ (კომუნისტების პერიოდში ), როდესაც სატელევიზიო სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავედი ბოლნისში.
ის ყოველდღიურად, სპეციალური ხსნარით წმენდდა თვითოეულ ქვას, ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე.
სხვაც ბევრი მახსენდება ქართულ ტაძრებზე მზრუნველი, მათ შორის ერთ-ერთი ეს რუსი ქალბატონიც იყო .
Back to top Go down
View user profile
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Wed Jan 28, 2009 10:10 pm

ძალიან საინტერესო თემა ვიპოვე ახალა! არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე...სიკეთის დაკარგვა?... ჩვენ შეიძლება ჩვენი მოკლე მეხსიერების გამო, ვკარგავთ, მაგრამ უფალი დიდია... და მადლსაც ხომ მაშინ აქვს ფასი, როცა ანონიმურია, როცა დასდებ სიპ ქვაზე და... და მისი მშვენიერ ნაყოფი საღაც შორს, სულ რომ არ მოელი, იქ დაგხვდება... გავიხსენებ ერთ უბრალო შემთხვევას, რომელიც დიდი ხნის წინათ თავს გადამხდა და სწორედ სიფრთხილესა და მადლს ეხება...
საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი და შინ საკმაოდ გვიან მიხდებოდა ხოლმე დაბრუნება...ტანაც მეორა ქალაში, რუსთავსი. მაშინ ე.წ.,,კარგი დრო ’’იყო,ჯერ უშუქობანი არ გვტანჯავდა, მაგრამ მე ძალიან მეშინოდა ხოლმე ღამით მარტოს შინ დაბრუნება... ერთხელაც ზამთარია, ყინავს, ჩამოვედი ავტობუსიდან, გაჩერება დაცარიელებულია... მივდივარ და მარტო საკუთარი გულის ცემა ჩამესმის თითქოს... ფეხის ხმა... ვიღაც უცნობი მომყვება უკან... ვცდილობ ფეხს არ ავუჩქარო, რომ არ მიმიხვდეს შიშს... მაგრამ ჩვეული გზიდან კი გადავუხვიე... ეზოზე გადავალ, ვიფიქრე, თუ რამე, დავიყვირებ და იქ უფრო მიშველიან, ვიდრე ამ უკაცრიელ ქუჩაზე... გადავუხვიე... გადმოუხვია... ვგრძნობ რომ შიშისაგან თვალთ მიბნელდება... გაქცევის თავიც არ მაქვს... და უცებ... ჩემი ფეხები სადღაც წინ გაცურდნენ... მე ჰაერში ვტრიალდები და მთელი ძალით ვასკდები გაყინულ მიწას...გონება მოვიკრიფე, უცნობი თავზე მადგას : ხომ არაფერი გეტკინათ, გოგონი? გნებავთ,სახლამდე მიგაცილებთ? დილითვე შევნიშნე, რომ ეს ადგილი ძლიერ მოყინული იყო, მინდოდა დამეძახა, მაქეთ არ წახიდეთ-თქო, მაგრამ გადავიფიქრე, არ შევაშინო მეთქი, მაპატიეთ... იმდენად დავიბენი ,რომ საცოდავად, მადლობთ, ძლივს ამოვიკნავლე... მან ხელი გამომიწოდა და წამომაყენა... რაღაც გაოგნებული ვიყავი... შიში საერთოდ დამავიწყდა,მაწანწალა ძაღლებისაც კი... არადა საშინლად ყეფდნენ... დარჩენილი გზა თითქმის სირბილით გავიარე... უცნაურ სიმსუბუქეს ვგრძნობდი... და მივხვდი, რომ პირველად ცხოვრებაში ღამის არ მეშინოდა... უცნობი ისევე გაქრა, როგორც გამოჩნდა... მას მერე აღარ შემხვედრია, ალბათ, ვერც ვიცნობდი... მე კი ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ ამბავზე, აგერ რამდენი წელი გავიდა და მაინც... თითქოს გუშინ იყო... რა მოხდა მაშინ?... ღმერთმა ,,დამსაჯა’’ უაზრო შიშისთვის და მითხრა, სიფრთხილე კარგია, მაგრამ კაცნი არც ისე ბოროტნი არიან და უფალიც ასე ადვილად არ გაგწირავსო... არ ვიცი, არ ვიცი...
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Wed Jan 28, 2009 10:32 pm

აქ მადლის მიმღებნი შემოდიან და არა მადლის მქნელნი (ყოველ შემთხვევაში საკუთარ სიკეთეზე არაფერს ვამბობთ. ეს ასეც უნდა იყოს). ისე, დაგეთანხმებით, რომ სიკეთე ანონიმური უნდა იყოს, სიკეთის მქნელის მხრიდან. ხოლო ჩვენ, ვინც მოწმენი ვართ სხვისი სიკეთისა, ვალდებულიც ვართ ხმამაღლა ვთქვათ მის შესახებ, რათა სხვათათვის სამაგალითო გახდეს...
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Thu Jan 29, 2009 11:37 am

არგანი wrote:
აქ მადლის მიმღებნი შემოდიან და არა მადლის მქნელნი (ყოველ შემთხვევაში საკუთარ სიკეთეზე არაფერს ვამბობთ. ეს ასეც უნდა იყოს). ისე, დაგეთანხმებით, რომ სიკეთე ანონიმური უნდა იყოს, სიკეთის მქნელის მხრიდან. ხოლო ჩვენ, ვინც მოწმენი ვართ სხვისი სიკეთისა, ვალდებულიც ვართ ხმამაღლა ვთქვათ მის შესახებ, რათა სხვათათვის სამაგალითო გახდეს...




მადლი ქენი,
ქვა დადევი,
გაიარე,
წინ დაგხვდება!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Thu Jan 29, 2009 12:10 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
არგანი wrote:
აქ მადლის მიმღებნი შემოდიან და არა მადლის მქნელნი (ყოველ შემთხვევაში საკუთარ სიკეთეზე არაფერს ვამბობთ. ეს ასეც უნდა იყოს). ისე, დაგეთანხმებით, რომ სიკეთე ანონიმური უნდა იყოს, სიკეთის მქნელის მხრიდან. ხოლო ჩვენ, ვინც მოწმენი ვართ სხვისი სიკეთისა, ვალდებულიც ვართ ხმამაღლა ვთქვათ მის შესახებ, რათა სხვათათვის სამაგალითო გახდეს...




მადლი ქენი,
ქვა დადევი,
გაიარე,
წინ დაგხვდება!

Arrow

ეგრე არა, ვაჟიკავ!
აეგრეა ესა:

***
მადლი ქენი,
ქვაზე დადე.
გიარე,
წინ დაგხვდება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   Thu Jan 29, 2009 12:28 pm

არჩანდა wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:
არგანი wrote:
აქ მადლის მიმღებნი შემოდიან და არა მადლის მქნელნი (ყოველ შემთხვევაში საკუთარ სიკეთეზე არაფერს ვამბობთ. ეს ასეც უნდა იყოს). ისე, დაგეთანხმებით, რომ სიკეთე ანონიმური უნდა იყოს, სიკეთის მქნელის მხრიდან. ხოლო ჩვენ, ვინც მოწმენი ვართ სხვისი სიკეთისა, ვალდებულიც ვართ ხმამაღლა ვთქვათ მის შესახებ, რათა სხვათათვის სამაგალითო გახდეს...




მადლი ქენი,
ქვა დადევი,
გაიარე,
წინ დაგხვდება!

Arrow

ეგრე არა, ვაჟიკავ!
აეგრეა ესა:

***
მადლი ქენი,
ქვაზე დადე.
გიარე,
წინ დაგხვდება.




შენიც სწორია,ჩემიცა
(ფშავში მსმენია ასეო),
გინდ ქვა დატოვე ტრამალზე,
გინდ მადლი დადე ქვაზეო_
ერთზე დაღლილი დაჯდება,
ვით მონატრებულ სკამზეო,
ერთსაც ღატაკი აიღებს_
დაგლოცავთ შენ და სამზეოს!

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: "არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"   

Back to top Go down
 
"არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე"
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: