არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 "ბურძგლომერი" - გამოიგონა ნინო დარბაისელმა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: "ბურძგლომერი" - გამოიგონა ნინო დარბაისელმა   Tue Jan 06, 2009 10:42 pm



ნინო დარბაისელი

პროექტი: "ბურძგლომერი",
ანუ
პოეზიის შეფასების კრიტერიუმებისათვის


კითხვა: როგორ ,,ამოწმებს''ლექსის დონეს თანამედროვე მკითხველი? აბურძგვლა-დაბურძგვლით ხომ არა?


სამწუხაროდ, ინტერნეტ-მკითხველთა ერთი ნაწილი მართლაც ასე აფასებს პოეზიას. მეტიც, ეს მკითხველები მიიჩნევენ, რომ ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა, მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი გაუმართლებელია. მთავარი საზომი ლექსის ღირებულებისა კი ის არის, თუ რამდენად, რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს მკითხველს მისი წაკითხვის ან მოსმენისას. ეს სულ ჩემი საყვარელი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ''ბრალი '' მგონია, უფრო ზუსტად, მისი ნაწარმოებისა ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა''.

წამით დავუშვათ, ეს მართლაც ასეა : არ არსებობს ლიტმცოდნეობა, მისი დარგები: პოეტიკა და ლექსმცოდნეობა, როგორ უნდა მოვახერხოთ დადგენა, თუ ვის რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს ამა თუ იმ ლექსის გაცნობისას ან მაგალითად, როგორია მკითხველი საზოგადოების ბურძგვლადობა- ჟრიალებადობის საერთო კოეფიციენტი?

იქნებ პარალინგვისტიკის, ბიოფიზიკისა და ფსიქო-ფიზიოლოგიის გადაკვეთაზე საფუძველი ჩაყროდა რაიმე თანამედროვე კროსდისციპლინარულ დარგს, ბურძგვლისტიკას ან ბურძგვლოლოგიას, რომელიც მრავალი ინდივიდუალური და ჯგუფური ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით შექმნიდა უნიკალურ აპარატს - ბურძგლომერს.
წარმოიდგინეთ, რა პერსპექტივები იშლება!

შეიძენ პორტატიულ ბურძგლომერს, მოკალათდები შენთვის სადმე, მყუდრო კუთხეში, გახსნი კოლოფს, ამოიღებ აპარატს, რომელიც წნევის საზომს ჰგავს, ერთ ბოლოს გაიკეთებ მაჯაზე, ღილაკზე ხელის დაჭერით ამოირჩევ ორიდან ერთ რეჟიმს: ბურძგვლას ან ჟრიალს. ჯერ წაიკითხავ, მაგალითად, დანტეს სონეტებს, დახედავ ციფერბლატიან ან ელექტრონულ-ციფრულ ეკრანს, ჩაინიშნავ, რამდენი ბრძგ/წმ ან ჟრ/წამია, მერე საკუთარ ნაწერისასაც გაზომავ და ხელად გაიგებ, რამდენით ჩამორჩები ან უსწრებ კლასიკას.

მერე თანამედროვეთა კრებულებსაც მოსინჯავ.

ოღონდ... ოღონდ წიგნის მაღაზიებსა თუ აფთიაქებში ეს აპარატი არაფრის დიდებით არ უნდა გაიცეს იმ მომხმარებლებზე, რომელნიც არ წარმოადგენენ მრგვალი ბეჭდით დამოწმებულ ცნობას, რომ არაუადრეს ექვსი თვისა, გავლილი აქვთ ტესტი მგრძნობელობაზე. რადგან ბურძგვლა-ჟრიალი, გარდა ლექსის მოწონებისა, შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშანი ზოგიერთ გამღიზიანებელზე. მაგ.,: ფანჯრის მინაზე სილიკონის სველი ნაგლეჯის კრაჭუნ-წრიპინზე, მუყაოსა და ფურცლის გახახუნებზე, ბურღვის ხმაზე, განსაკუთრებით დანტისტის კაბინეტში და ა.შ.

და რაც მთავარია, ბურძგლომერის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ 18 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში, თორემ სულ ზაფხული ხომ არ იდგება, მოვა შემოდგომა, მერე ზამთარი, დაიწყება ჩვენებური სიცივეები და მერე არკვიე, რისი ბრალია შენი ბურძგვლა- ჟრიალი, რომელიმე ფორუმელი მეგობრის ლექსის სტრიქონების გახსენებაზე მოგერია თუ შეგაცია ან გრიპის ვირუსი შეგეყარა.

ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, უმალ გამოჩნდებოდა ბურძგლომერის საკომპიუტერე ვერსიაც, რაღაც ვებ კამერის მსგავსი. მიაერთებდი კომპიუტერზე, შეხვიდოდი, მაგალითად, პორტალ ,,ლიტერატურა.გეზე'', წაიკითხავდი ახალ ლექსს, პროზასაც, აღარ დაგჭირდებოდა კომენტარის წერა, აზრის დასაბუთება, შეფასების ექვსბალიან სისტემაზე ფიქრი, კითხვას დაამთავრებდი თუ არა, ავტომატურად გამოჩნდებოდა შედეგი, რეიტინგებიც შესაბამისად ბრძგ/წმ-თი ან ჟრ/წმ -თი დაჯამდებოდა. ვერავინ ვერავის შეედავებოდა . შვებით ამოისუნთქებდა პორტალის მრავალტანჯული ადმინი... სხვა რაღაა სამოთხე!

ისე, გამოგიტყდებით, პირველი თავად შევიძენდი ამ აპარატს, ოღონდ განვადებით.




drunken

ესა ნინოს დეეწერნა, დარბაისელსა და მემრე მე ეს დუუწერე:

ვაჰ, შენ გაიხარე, ნინო - როგორც შენ ეხლა მე გამამხიარულე ამ აპარტზე მსჯელობით და - განვადებით რატომ უნდა შეისყიდო, არ ენდობი მაინც, ხომ?

***
ბურძგვლის აპარატ უგონთავ
დარბაისელსა ნინოსა.
მარტო ლექსაებ კი არა,
მაგით გავშინჯავთ ღვინოსა!
ვინ იცის, კარდანახული
ბევრად ჩამარჩეს "პივოსა"!


santa

ეს კიდე ნინომ მიპასუხა:

***
სტუმრად მოგივალ, გამოდგი, სად რა გაქვს გადანახული,
მადა კარგი მაქვს სმა -ჭამის, ნუ გეგონები მარხული,
ერთია, სუნი ვერ მიყვარს ,,პივური'', არაყ-რახული,
სხვამ იჟრიალოს მაგაზე, იწყოს თვალების ფახული,
დამისხი, გადმამაწოდე ,,სტაქანით'' კარდანახული.
შენ - დღეგრძელობა, შენს მომხვდურს - ლახვარი პირწამახული!
გფარავდეს წმიდა გიორგი, ოშკი, ზარზმა და და ხახული!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
"ბურძგლომერი" - გამოიგონა ნინო დარბაისელმა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: