არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვახუშტი კოტეტიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4084
Registration date : 09.11.08

PostSubject: ვახუშტი კოტეტიშვილი   Tue Jan 06, 2009 10:25 pm



ვახუშტი კოტეტიშვილი


ს ა ღ ი მ ი ლ ო ნ ი

* * *

მთაში პატარა სოფელო,
ციცქნა სახელით: "ინო"!
ქალაებ კარგებ დაგიდის:
მზია, განძა და ნინო.
გომურებში კი ნუ სჩქმალავ,
სუ ბან-ბან უნდა ჰფინო.
ერთხელ მეც დამაძლევინო
მაგათი ბაგის ღვინო,
მერე კი მოფშავლებული
ერთ-ერთთან დამაწვინო.

5.04.07.


* * *

ერთ დროს მეც ვიყავ ჯეელი,
ქვეყნად არ მყავდა ბადალი,
გულის ფანცქალით მელოდა
ბევრი თვალშურთხა წაწალი.
იმათი ეშხით მთა-ბარში
არ მბეზრდებოდა წანწალი.
ეხლა კი ვის რად ვუნდივარ
ბეჩავ-ბებერი, საწყალი,
არც რამ შამამრჩა, დამხედეთ,
ფეხთ წინდები მცვავ ცალ-ცალი.

15.04.07.


* * *

ამ წუთისოფლად ვფაფხურობთ,
როგორც ბორბალში ციყვები,
ან როგორც წყალში ნაფოტი,
დროის დინებას მივყვებით.
შხამა სოკოებს ვაწყდებით,
მაგრამ გვგონია ნიყვები,
ეს ან ქალების ბრალია,
ან კაცები ვართ ბრიყვები?!

9.09.07.


* * *

თუ გიდგას ღვინო ხელადით,
განსაკუთრებით - "პინო",
გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი,
დუდუკით მოილხინო,
თუ აგიკრძალეს ქალები,
თუ აგიკრძალეს ღვინო,
რა ჭირად გინდა დუდუკი,
ან რა გაქვს საღიღინო?!

9.09.07.


* * *

ლექსის საღერღელაშლილი
დავბზუი, როგორც ფუტკარი,
დავაფრთხე ჩემიანები:
" - გაიტრუნენით!" - ვუთხარი.
მე კი ლექსშეკეთებული
ვღუოდი, როგორც ბუხარი,
ლექსს ხომ ვერ იტყვი უგულოდ,
დაუმწვარ-დაუთუთქარი.

25.09.07.


* * *

წუთისოფელმა გამხადა
შაირ-სიტყვათა მესტვირე,
ყოფა ვერავის ვუტირე,
ბევრს თვითონ ყოფად ვეტირე.
სამარის ქვაზე თარიღებს
ტირე რომ უზის, ეს ტირე
ჩვენი ცხოვრება ყოფილა,
ამას რომ მივხვდი, შევსტირე.
თურმე ვინა ვარ? - მარტოდენ
ამ მოკლე ტირეს მესტვირე.

24.09.07.


* * *

ჩვენმა ახალმა ცხოვრებამ
წამება არ გვამყოფინა,
ზოგს სულ წაგვაჭრა თავები,
ზოგს ყულფში გაგვაყოფინა.
აღარც ცოცხლებში ჩაგვწერა
და მკვდრებშიც არ გვამყოფინა.
მე დე-იურე მეგონა,
თურმე დე-ფაქტო ყოფილა.

21.09.09.


ვახუშტი - ალექსი ჭინჭარაულს


ლექსო, ეს ჩემი სიტყვები
არ გახლავს სახუმარონი.
მე ხომ შენს გვერდით ისე ვარ,
როგორც მოსესთან არონი.
მტრები ვერაფერს გვიზამენ,
გინდაც გვითხარონ ხარონი,
ისეთ კაფიებს ვაჯახებთ,
გავხადოთ სახარხარონი,
თავის სიტყვები გაირჭონ,
როგორც სიმინდის ტარონი.
შენ კაფიების ლორდი ხარ,
მე – შაირების ბარონი!

10.11.07.



80 წლის ალექსი ჭინჭარაულს

ვულოცავ იუბილარსა
სიტყვის ჯადოქარს, მისანსა.
პაპა ალექსის ნალექსი
მუდამ აღწევდა მიზანსა.
მე აბა რა მათქმევინებს
მის აუგსა და მის ავსა,
და თუ წამამცდა, ბებერი
რაღა ჩემ ფეხებს მიზამსა?!

25.12.06.


* * *

ვახუშტი კოტეტიშვილი
ერთი უბრალო კაცია,
თავზე ახურავს ბერეტი,
გაქექილ ჯინსებ აცვია,
ლექსების ფარას მოდენის
როგორც რო მწყემსი ქაცვია.
მისთვის კაცია მთავარი,
არა ჯური თუ ნაცია.
ხან საქმე უკეთებია,
ხან ცოტა უზარმაცია,
თავისას არ იშურებდა,
სხვისი არ წაუტაცია,
ყველაფერს წერდა მარჯვენით,
არ უხმარია ცაცია.
კარგ ლექსებს იჭერს შორითვე,
თითქოს ყურს უდგას რაცია.
პურ-მარილისას დინჯია,
მთვრალს არსად ურაცრაცია.
ბუნებით დარბაისელი
ქალებთან ცოტა ანცია.
შეუნდეთ, ჯეელობისას
თუკი რამ უქიცმაცია.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი   Thu Feb 12, 2009 2:56 pm

ფშავ-ხევსურეთის სონეტი


აქ პირველითგან იყო ლექსი. სიტყვა, ვით სეტყვა!
აქ ყველა სიტყვის მეუფეა, თანაც ტყვე არი.
ყველა კაი ყმას წელზე ლექსი ხმალივით ერტყა
და გულზე ლექსის დაღი აჩნდა, ვით ნატყვიარი.
ქართულმა სულმა აქ ოდითგან იხმლო, იმშვილდა,
ქავ-ციხის ლიბო არ დაშლილა, არ გამომპალა,
აქ დღესაც ისმის მადლიანი ლოცვა ღვთისშვილთა,
ხმობენ: ლაშარი, იახსარი, ბერი კოპალა.
აქ ყოველივე მიგემნია: ტკბილი თუ მწუთხე,
გულზე ლექსების გუთნეული გამდევს ხნულებად.
ვყოფილვარ ბევრგან, მაგრამ ქვეყნად არცერთი კუთხე,
ჩემი სულისთვის უფრო ახლო არ მეგულება.

ჩემი სამზეო, საიქიო, შავ-ხევ-სულეთი,
აკლდამა ჩემთა ოცნებათა – ფშავ-ხევსურეთი.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
გაგა
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 148
Age : 106
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი   Thu Feb 12, 2009 3:33 pm

ჩემი აკაცია

ჩემი აივნის წინ - თეთრი აკაცია,
ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.
ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.

მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.

ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,
თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს
ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.

იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,
სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,
გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.

თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე -
მე თუ აკაცია?..

1951
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი   Sun Apr 26, 2009 12:49 am

პაპა ლექსოსა და ძია ვახუშტის კაფიებით პაექრობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ.
ჩვენი ოჯახის უცვლელი თამადა იყო.
თავიდან ძიას ვეძახდი,მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ,უმშვენიერესი და უსაყვარლესი მზეო რომ მოიყვანა ცოლად,
საქმე მაშინ გამიჭირდა.''ბატონო ვახუშტის'' ვერ დავუძახებდი,არაბუნებრივი გამომივიდოდა ეს დისტანცირება,ვახუშტისაც ვერ ვუწოდებდი - მეტისმეტ ფამილარობად მეჩვენებოდა...
მერე თანდათან მივეჩვიე..ეს ლექსი კი გამოვუთქვი და საქალებოში ჩუმად ვიცინოდით:

ვახუშტიმ რო ცოლ შაირთო,
ყველას მისაბაძიაო,
ტანათ ფარჩა შაუკერა,
განა ჩვენებრ ძაძიაო.
შვილის კბილა ქალას უდგას.
ვინ ძიაო,რა ძიაო!
ვახო უნდა დავუძახო,
''ხვატიტ,ბოგა რაძიაო!''


ვაჰ,დრონი,დრონი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი   Sat Jul 11, 2009 3:11 am

Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Age : 44
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი   Sat Aug 01, 2009 12:44 am

თქვენ და მე

თქვენ _ ყველაფერი,
მე _ ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.

თქვენ _ ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე _ ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.

მამრი თუ მდედრი _
ნუ მყვედრით ყველა,
მე _ ჩემი ხვედრი _
შვლის ნუკრის შველა...

მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად.




ქვიშის საათი

მიახლოვდება სამოცდაათი
და, სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ ვბერდები.
როგორც უბრალო ქვიშის საათი _
ზემოთ ვიცლები, ქვემოთ ვბევრდები.

ფიქრს მოსწყინდება რიალ-რიალი,
სულს გაეყრება ცოდვილი ხორცი.
დავრჩები ზემოთ სიცარიელე,
ხოლო ქვემოთ კი _ პატარა ბორცვი.
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი   Tue Aug 04, 2009 11:14 pm

Quote :
* * *

ამ წუთისოფლად ვფაფხურობთ,
როგორც ბორბალში ციყვები,
ან როგორც წყალში ნაფოტი,
დროის დინებას მივყვებით.
შხამა სოკოებს ვაწყდებით,
მაგრამ გვგონია ნიყვები,
ეს ან ქალების ბრალია,
ან კაცები ვართ ბრიყვები?!


საღიმილო...Smile
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი   

Back to top Go down
 
ვახუშტი კოტეტიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: