არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გუგა - გია გეგია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: გუგა - გია გეგია   Tue Jan 06, 2009 4:32 pm

მონომახის ქუდზე სისხლის წვეთი
უსახელო ივერიელმა ნაპოლეონის თვალწინ ოცდარვა ფრანგი გაფატრა

მარჯვნივ იდო მონომახის ქუდი,
ცეცხლი ენთო, ყინვა ტოტებს ტეხდა,
მტკნარ სახეზე ფერი ედო მუქი,
ოხრავდა და კამათობდა ღმერთთან...

შეამსხვრია შუბლი ჭირხლის მინას,
ეგ, ვინ არის! - კითხულობდა რისხვით -
სიცოცხლესაც გადამთიელს სწირავს,
ამაყია, უსაშველოდ ფიცხი...

ვინ დაბადა უშიშარი გმირი -
ჩაეკითხა - მიურატი ბორგავს -
სისხლში აქვთო თავგანწირვის ნიჭი,
თქვენ არ იცნობთ ქართველების მოდგმას...

ჩაიარეს წლებმა ნაწილ-ნაწილ,
დიდი ფრანგი - ეგ ხომ იყო წინათ,
მონომახის ქუდზე სისხლის წვეთი,
ივერიის სადიდებლად ბრწყინავს...



ფანდურზე სამღერი

გამოუძერწავს ნეტავი რა ხელს,
გულებს უხეთქდა შახსა და ხონთქარს,
ხვაშაქ ცოქალს და კრავაი ჯაყელს -
ვინ შეედრება, მამა გიცხონდათ!

გული ხვაშიადს წამებით უძლებს,
ეს!
ვისი სული ეკუთვნის ყინწვის,
სისხლით ალბობდა არაგვის ფუძეს,
სიყვარულისთვის -
უფლის და მიწის...

ფხა ჯავარდენის მოსინჯულია,
ამობრიალდა ჯარი ვარდების,
თამარიანი - ქართლის რჯულია,
ჩამოკრულია ზარი განგების!

შემოუტია ქარებს მინდიამ,
მოვალ და ისევ ვიტყვი სალოცავს,
სამდურავი ხომ ჯერ არ მითქვია -
ნეტავი ღმერთო ასე მაცოცხლა!

გამოუძერწავს ნეტავი რა ხელს,
გულებს უხეთქდა შახსა და ხონთქარს,
ხვაშაქ ცოქალს და კრავაი ჯაყელს -
ვინ შეედრება, მამა გიცხონდათ!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გუგა - გია გეგია   Tue Jan 06, 2009 4:34 pm

ლ–ს

შეხვედრაზე უარს ამბობდი და იცინოდი,
მაინც სიბრალულით მწერდი წერილს,
(ახლა გული მწყდება)
რა ვიცოდი
თუ ამ ყველაფერს წავიღებდი
სადღაც დავმალავდი სამალავში,
ფოთლებს მივაყრიდი – ნეშომპალას,
(დასწყევლოს ეშმაკმა).
რა ვიცოდი,
რომ გულიც ცხრამთას იქით დამემალა.
არ ვიცი, რა იქნება ხვალ და იქით,
არ ვიცი, სად ვიქნები ანდა ვისთან,
შევრიგდეთ!
ჭრელი კაბა გადაიცვი,
შევრიგდეთ!
ყველაფერი დაიწყება,
თავიდან დაიწყება ყველაფერი,
დავდგები ღიმილით კარიბჭესთან,
თორემ, ხვალ არ ვიცი, სად ვიქნები,
თორემ, ხვალ არ ვიცი, რა იქნება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გუგა - გია გეგია   Tue Jan 06, 2009 4:35 pm

ნ. ნ.

სიყვარულს გულში
ვერ გავივლებ,
ჩემთვის ღიმილიც
არ გემეტება,
ზურგსუკან
დამალულ ყვავილებს,
შენი ნაზი
სუნთქვა ენატრება.
სახურავზე ყინვის
ლოლოები,
შევყურებ
სინათლეს აივანზე,
ჯიუტად ბოლომდე გელოდები,
სიზმარში დანიშნულ პაემანზე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გუგა - გია გეგია   Tue Jan 06, 2009 4:36 pm

ბიჭები, ბიჭები...

მიყურებს ღამე თვალებით შუშის,
წკრიალებს სულში ჩასხმული სითხე,
ყველაფერს ფასი ეძლევა მაშინ,
როცა სიცოცხლეს თავიდან იწყებ!
თავიდან იწყებ -
თავიდან იწყებ -
თავიდან იწყებ -
თხოვნას და ლოცვას,
ღამის კადრებზე, დილის თეთრ ტიტრებს,
მშიერი ლეკვის თვალებით ლოკავ.
თავიდან იწყებ -
თავიდან იწყებ -
თავიდან იწყებ -
ტირილს და მოთქმას,
გაგიჟებული ეძახი ბიჭებს!
იქიდან?
იცი, არავინ მოვა.
და ყელში გიჭერს –
გზაფრავს და გტანჯავს,
განცდას, რომელსაც
ვერ არქმევ სახელს,
და წუთისოფლის ტყუილს და მართალს,
შენი სურათის ღიმილი ამხელს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გუგა - გია გეგია   Fri Jan 16, 2009 7:45 pm

აი, ჩემი სიხარულით ალეწილი შუბლი!

ვარდისფერი ოცნება კიდევ მოგეჩვენება
თაფლისფერი თვალებით...
გამოჩნდება კოცნებად -
(მწვანე სიხარხარეთი)
ყველაფერი მორჩება!
შეუხსნელი კარები,
აივსება ხარებით,
ლუკასი და მათესი...
უმღერებენ თარებით -
(სიკვდილს შენისთანები)
ყველაფერი ხორცდება!
წარსულს ვეღარ აიტან...
ჩამორეცხავს გობელენს სისხლის ნაკადულები,
გახსენდება გოგენის კომშის ქალბატონები,
ყვითლად დაკაწრულები!
საით, საით გაფრინდა -
ცეროდენა ოცნება,
(აუუუ, როგორ მეტკინა)
არაფერი თოლიგე -
ყველაფერი ხორცდება!
ყველაფერი მორჩება!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Sponsored content




PostSubject: Re: გუგა - გია გეგია   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
გუგა - გია გეგია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: