არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გენიალური უსინათლო

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: გენიალური უსინათლო   Sun Jan 04, 2009 12:38 pm


ხორხე ლუის ბორხესი (Jorge Luis Borges [ˈxorxe ˈlwis ˈβorxes]) (სრული სახელი ფრანცისკო ისიდორო ლუის ბორხეს ასევედო), (* 1899, 24 აგვისტო, ბუენოს-აირესი, არგენტინა ― † 1986, 14 ივნისი, ჟენევა, შვეიცარია), არგენტინელი მწერალი და პოეტი.



ხორხე ლუის ბორხესი

მედალი

ტყისმჭრელი ვარ. ჩემი სახელი არავის არაფერს ეტყვის. ქოხი, რომელშიც დავიბადე და მალე მოვკვდები კიდეც, ტყის განაპირას დგას. როგორც ამბობენ, ტყე ზღვამდე აღწევს, რომელზედაც სხვა ხის ქოხები დალივლივებენ. თუმცა, არ ვიცი, მისი ნახვის საშუალება არ მქონია. არც ტყის მეორე მხარე მინახავს – ბავშვობაში ძმამ მაიძულა დამეფიცა, რომ ტყეს ბოლო ხემდე გავჩეხდით. ძმა მოკვდა, მე კი გონებაში სხვა რამ მიტრიალებს: რაღაცას ვეძებ და მისი ძებნით არ ვიღლები.
იმ მხარეს, სადაც ყოველ საღამოს მზე ჩაესვენება ხოლმე, პატარა მდინარეა და მასში ხელით ვახერხებ თევზის დაჭერას. ტყეში მგლებიც ბლომადაა, მაგრამ ვერ მაშინებენ. ჩემს ნაჯახს არასდროს გაუცრუებია იმედი. არც წლების თვლით ვიწუხებ თავს, თუმცა, ვიცი რომ საკმაოდ მაქვს აკრეფილი. თვალებიდან ვეღარ ვიხედები. სოფელში დაკარგვის შიშით სრულებით აღარ დავდივარ. იქ ყველას ძუნწი ვგონივარ. ქოხის კარს ქვებით ვქოლავ.
საღამოს მძიმე ნაბიჯების ხმა და შემდეგ კარზე კაკუნია. ზღურბლზე უცნობია, უცნაური. მოხუცებული, მაღალი, ზოლებიან ქურთუკში შეფუთვნილი. სახეზე ნაიარევით. წლებმა, ეტყობა კი არ მოტეხეს, პირიქით ძალა შემატეს. შევატყვე, რომ ჯოხის გარეშე სიარული უჭირს. გამოველაპარაკე, მაგრამ რაზე, არ მახსოვს. შემდეგ მითხრა:
- სახლი არ მაქვს და იქ მძინავს, სადაც მომიხდება. მთელი საქსონია მაქვს შემოვლილი.
მამაჩემი ხშირად ახსენებდა საქსონიას. ზოგი ინგლისსაც ეძახის. პური და თევზი მქონდა. ვახშმობისას ვმდუმდით. წვიმა შლიგინებდა. შემდეგ პირდაპირ სოხანეზე, ტყავებისაგან მოვუწყვე საწოლი. ზუსტად იმ ალაგას, სადაც ძმა მოკვდა. დაღამდა თუ არა, დავიძინეთ.
გამთენიისას სახლიდან გამოვედით. წვიმას გადაეღო და მიწა დაფიფქულიყო. მას ჯოხი გაუვარდა და მიბრძანა მიმეწოდებინა.
- რატომ მბრძანებლობ? – ვკითხე.
- იმიტომ, - მიპასუხა, - რომ ჯერ ისევ მეფე ვარ.
გიჟად ჩავთვალე, ავიღე ჯოხი და მივაწოდე.
- დიახ, - შეცვლილი ხმით მითხრა, - სექგენების მეფე ვარ. ათასჯერ გამიმარჯვია ფიცხელ ბრძოლებში, მაგრამ ჩემი დროც დადგა, სამეფო დავკარგე. იზერნი მქვია და ოდინას გვარიდან ვარ.
- არ ვიცი ოდინა, - მივუგე, - ჩემი უფალი ქრისტეა.
თითქოს არც მისმენდა და განაგრძობდა:
- გამოძევებული დავეხეტები, მაგრამ ჯერ მაინც მეფე ვარ, რადგანაც მედალი ჩემთანაა. გინდა ნახო?
გაძვალტყავებული მუჭი გახსნა, მაგრამ იქ არაფერი იყო.
ხელისგული ცარიელია, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ მარცხენა მუჭი მკაცრად ჰქონდა შეკრული.
მან შემხედა:
- შეგიძლია შეეხო.
შიშით შევეხე მის ხელისგულს, რაღაც ცივი ვიგრძენი და ბრწყინვალება დავინახე. მან სწრაფად მომუჭა ხელი. ვდუმდი. ის კი მეუბნებოდა:
- ეს ოდინის მედალია. მხოლოდ ცალი მხარე აქვს. ერთადერთი რამაა, რასაც მეორე მხარე არ აქვს. სანამ ხელში მაქვს ეს მედალი, მანამ ვრჩები მეფედ.
- ოქროსია?
- არ ვიცი, ეს ოდინის მედალია, მხოლოდ ერთადერთი მხარით.
აქ კი სურვილმა შემიპყრო, მედალს დავუფლებოდი. ის ჩემი რომ გამხდარიყო, მრავალ ოქროს ვიშოვიდი და მეფე გავხდებოდი. მაწანწალას, რომელიც დღემდე მეზიზღება, შევთავაზე:
- ქოხში ზანდუკი მაქვს, ოქროს მონეტებით პირამდე გაძეძგილი. ისინი ბრჭყვიალებენ, როგორც ცული. თუ ოდინის მედალს მომცემ, ზანდუკი შენი გახდება.
მან იუარა: არ მსურს.
- მაშინ წადი შენი გზით.
მაწანწალამ ზურგი მაქცია და თვალისდახამხამებაში ნაჯახი მოვიქნიე. წამიც არ დასჭირვებია, მკვდარი დაეცა და დაცემისას მუჭი გაეხსნა. სიკაშკაშე დავინახე, მორს ნიშანი დავადე ცულითვე. მერე მოხუცი ჯერ კიდევ ღრმა მდინარისაკენ წავათრიე.
უკან დაბრუნებულმა მედალს დავუწყე ძებნა. ვერ ვიპოვე. მას შემდეგ მთელი ეს წლები ვეძებ და ვეძებ.

თარგმნა კახა ჭაბაშვილმა.



Last edited by არჩანდა on Sun Jan 04, 2009 1:34 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Sun Jan 04, 2009 12:56 pm



ბობ როუს კარიკატურა "ბორხესი და ეკო".
იტალიელმა მწერალმა უმბერტო ეკომ თავის რომანში - "ვარდის სახელი" პერსონაჟად გამოიყვანა ბორხესი და ეკამათა კიდეც სხვა პერსონაჟების პირით...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Sun Jan 04, 2009 1:00 pm



Adolf Hoffmeister – Jorge Luis Borges,1965

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Sun Jan 04, 2009 1:08 pm



Andrea Wicklund - Jorge Luis Borges

Born from the union of a Finnish Princess and a Liberal Activist, Andrea's first steps fell on the only county in Wisconsin to lack a single incorporated city or village. While playing in the farm fields, she found a pair of flying shoes. Now Madison, San Francisco, and Seattle all know the expression of her voice.

If you see Andrea, she is sketching on your bus or plucking fruit with her camera at the market. You become the corner of a triangle in her sketchbook. (Thank you.) If you did give yourself to her...she would most willingly only sell your portrait for peanut butter. (Sorry.

Visit Andrea Wicklund's website at: www.andreawicklund.com
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Sun Jan 04, 2009 1:11 pm



ხორხე ლუის ბორხესი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Sun Jan 04, 2009 4:16 pm

ზაალ სამადაშვილი

ბუხრისა და ბორხესისა

დალოცვილია ბუხარი, განსაკუთრებით - ძველი, კედლებდამურული... დაანთებ, ააგუზგუზებ, მიიდგამ დაბალ, სამფეხა სკამს, მოიმარჯვებ რკინის საჩხრეკს, მისწევ-მოსწევ ნაკვერჩხლებს, მიუგდებ ყურს ალმოდებული შეშის ტკაცა-ტკუცს და სხვებს რომ უცნაურად მოეჩვენებათ, ისეთ რამეებზე დაიწყებ ფიქრს.

გაგახსენდება ბებოს სახლი მახათას ფერდობზე, ოღრო-ჩოღრო, ქვით მოკირწყლული ეზო, ფოთლებშემოძარცვული ხე, ტოტებზე სათამაშოებივით დაკონწიალებული ხურმები, შემოდგომის მზით განათებული მყუდრო ოთახი, წიგნების კარადა, "ფედერაციისა" თუ "საბლიტგამის" მიერ გამოცემული მონაცრისფრო სამტომეული, წარწერა ყუაზე - ალექსანდრე ყაზბეგი, მეორე ტომის სამასმერამდენეღაცე გვერდი, დასაყისი მოთხრობისა - "ელეონორა", თავად მოთხრობა.

გოროზი თავადის ქალი - მასზე გამიჯნურებული ვაჟკაცების სასიკვდილოდ გამმეტებელი, ლეკთა ნაიბი ასლან-გირეი - თარეშსა და საწადელის ძალით მიღწევას ჩვეული, მოხევე ბიჭი კრეჭიაშვილი - ჯერ მტრისა და მერე საკუთარი თავის დამხანჯლავი...

მიუბრუნდები ისევ იმას, რაც პირველი, მეორე, მესამე წაკითხვისას მოსვენებას გიკარგავდა, რასაც ვერაფრით ვერ უძებნიდი ახსნას ვერც ბავშვობაში, ვერც ყმაწვილკაცობაში, მაინც არ იყო ეს საკუთარი თავის დახანჯვლა, განა შეიძლებოდა ასეთ მაგარ ბიჭს თავი მოეკლა?!

ფრაზა წამოგიტივტივდება მოულოდნელად, ცოტა ხნის წინ ნაცნობის მიერ ნათქვამი - წავა, წამოვა, ბორხესს მიადგებაო... შენც მიადგები...

"შეხვედრას" გაიხსენებ, პატარა მოთხრობას, სადაც დანებით ჩხუბის ბედს თავად მოჩხუბართა კი არა, დანების ადრინდელ მფლობელთა ოსტატობა წყვეტს, სადაც დანების მოძრაობის ტრაექტორიები კარგა ხნის წინათაა განსაზღვრული შფოთისთავ გაუჩოების - ალმეირასა და ალამეირას მიერ...

გუზგუზებს ბუხარი, ალმური გედება სახეზე...

იქნებ კრეჭიაშვილის ხანჯალი ვინმე თვითმკვლელის ნაქონი იყო, იქნებ სწორი ხაზი აღმართვის ბოლო წერტილიდან პატრონის სხეულამდე ერთხელ უკვე გავლილი ჰქონდა იარაღს?

***
ძველი, კედლებგამურული ბუხრისა არ იყოს, დალოცვილია ბორხესიც.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Tue Mar 03, 2009 1:34 am

ხორხე ლუის ბორხესი(წიგნიდან ,,ვეფხვების ოქრო'-1972წ.)

------------------------------------------------


მცხოვრები მუქარის ქვეშ

ეს სიყვარულია.მე უნდა დავიმალო ან ვირბინო.
მისი ციხის კედლები მაღლდება,როგორც საშინელ სიზმარში.
სილამაზის ნიღაბი გადასხვაფერდა,მაგრამ,როგორც ყოველთვის, დარჩა ერთადერთი.
რა სამსახურს გამიწევენ ახლა ეს თილისმები:
მეცნიერული საქმიანობა,ფართო ერუდიცია,ცოდნა იმ სიტყვებისა,
რითაც სუსხიანმა ჩრდილოეთმა უმღერა საკუთარ ზღვასა და დროშებს,
უშფოთველი მეგობრობა,ბიბლიოთეკის გალერეები,
ყოველდღიური ნივთები,ჩვევები,დედაჩემის ყმაწვილური სიყვარული,
მიცვალებულთა მებრძოლი ჩრდილები,უდროო ღამეები
და სიზმრის სურნელი?
ვიყო შენთან თუ არ ვიყო შენთან - აი,ჩემი დროის საზომი.
დოქი უკვე პირთამდე ივსება ნაკადულით,
ადამიანი უკვე იღვიძებს ჩიტების ჟივილ-ხივილზე,
ყველა ისინი,ვინც გამჭოლად იმზირებოდა ფანჯრიდან,უკვე დაბრმავდა,
მაგრამ წყვდიადმა არ მოიტანა დამშვიდება...
მე ვიცი,ეს სიყვარულია:
მტანჯველი დარდი და სულის მოთქმა იმის გამო,
რომ მე მესმის შენი ხმა,ლოდინი და მახსოვრობა,საშინელებაა ცხოვრება ასე.
ეს სიყვარულია მთელი მისი მითიურობით,
მისი მცირე და უშედეგო საოცრებებით.
აი,კუთხე,სადაც სიმამაცის გამო არ ვაპირებ შესვლას.
მე მიახლოვდებიან შეიარაღებული ურდოები,
(ეს საცხოვრებელი ადგილი ირეალურია და ის ამას ვერ ამჩნევს)
ქალების სახელი გამცემს მე.
ქალი სტკივა მთელ ჩემ სხეულსაც.

Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Tue Mar 03, 2009 1:36 am

ხორხე ლუის ბორხესი. გაზეთიდან ,,ABG'(8 ივლისი 1983წ.)

------------------------------------------------


ის,რაც ჩვენ გვეკუთვნის

ჩვენ გვიყვარს ის,რასაც ვერასოდეს ჩავწვდებით,რაც დაკარგულია.
კვარტლები,რომლებიც ადრე იყვნენ გარეუბნები.
სიძველეები,რომელიც უკვე ვეღარ გაგვიცრუებს იმედს,
რადგან ისინი ბრწყინვალე მითებად იქცნენ.
შოპენჰაუერის ექვსი ტომი,
რომელიც ბოლომდე წაუკითხავი დარჩება.
მეხსიერებაში შენახული ,,დონ კიხოტის''მეორე ნაწილი.
აღმოსავლეთი,უეჭველად არ არსებული ავღანელისთვის,
სპარსელისა და თურქისათვის.
ჩვენი წინაპრები,ვისთანაც საუბარს საათის მეოთხედსაც
ვერ შევძლებდით.
მახსოვრობის ცვალებადი სახეები,
დავიწყებისგან მოქსოვილი.
ენები,რომლებსაც ძლივს ვგებულობთ.
ლათინური ან საქსონური ლექსი,ჩვეულებისამებრ რომ ვიმეორებთ.
მეგობრები,რომლებიც უძლურნი არიან გვიღალატონ,
რადგანაც უკვე ცოცხლებს შორის აღარ არიან.
უკიდეგანო სახელი შექსპირისა.
ქალი,რომელიც ჩვენ გვერდით იყო და ახლა ასე შორსაა.
ჭადრაკი და ალგებრა,რაც მე არ ვიცი.

Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Tue Mar 03, 2009 2:02 am

როგორც იცით, ბორხესმა პოეზიით დაიწყო და პოეზიით დაამთავრა ლიტერატურული მოღვაწეობა...შეიძლება, გალაკტიონისეული ,,,პოეზია, უპირველეს ყოვლისა!’’ , ბორხესის პოეზიისადმი დამოკიდებულებასაც მივუსადაგოთ...ბორხესი საკუთარ პოეტურ შემოქმედებას სხვა ლიტერატურულ შედევრებზე მაღლა აყენებდა...ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ,,გენიალური უსინათლო’’ მკაფიოდ და ცალსახად ამ აზრისა გახლდათ...მე რუსულიდან ვთარგმნე ბორხესის პოეტური შემოქმედების 400-მდე სტრიქონი, რაც არსად გამომიქვეყნებია(თუ არ ჩავთვლით ლიტერატურა.გე-ს)და ვეცდები, სხვა თარგმანებიც გაგაცნოთ...
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Tue Mar 03, 2009 12:25 pm

Arrow

ძალიან საინტერესოა, გუჯა, ეს თარგმანები და სხვებიც გაგვაცანი აუცილებლად.

მაგრამ ბორხესის პოეზიაზე ზოგადად, - მე ისეთი აზრის ვარ, რომ მარტო პოეზია რომ დარჩენოდა, ესპანურენოვან სამყაროს ვერ გამოსცდებოდა - იქვე, ადგილობრივ სჯობიან ფედერიკო გარსია ლორკა, პაბლო ნერუდა თუ ხუან რამონ ხიმენესი; აღარფერს ვამბობ ესპანუსრსგარეთა ისეთ ბრწყინვალე პოეტურ სახელებზე, როგორებიც რაინერ მარია რილკე და ტომას სტერნზ ელიოტი, ეზრა პაუნდი და უილიამ ბატლერ იეიტსი, და კიდევ სხვებიც რამდენი არიან, ჩვენი გალაკტიონ ტაბიძის ჩათვლით...

სხვა საქმეა ხორხე ლუის ბორხესის ზეპირად მოყოლილი ამბები - თავისი ტოტალური მეტაფორით! - აქ ბორხესს მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში თავისი მაღალი ადგილი აქვს დაკავებული და ახლო-მახლოდან სულ დიდ-დიდ მთხრობელთა თანავარსკვლავედი უმენს... უსმენს ამ ბრმა კაცის მოყოლილებს და - აი, ამ დროს არის ბორხესი გენიალური უსინათლო...

თორემ გაბრიელ გარსია მარკესი ჰყვება ერთ ინტერვიუში:

ერთხელ ბორხესი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ქუჩაზე გადადიოდა.
და მხიარული შეძახილით მივარდა ერთი თაყვანისმცემელი:
- თქვენ ბორხესი ხართო!..

- ხანდახანო! - ეგრე მიუგო ბორხესმა, მარტო დრო და დრო გავხები ხოლმე ბორხესიო...

ჰოდა, როცა თავის მოკლე ამბებს გვიყვება, მაშინ არის ბორხესი - მე ეგრე მგონია...


Last edited by ბობო on Tue Mar 03, 2009 5:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Tue Mar 03, 2009 4:03 pm

გეთანხმები...უბრალოდ ბორხესის დამოკიდებულება აღვნიშნე კონკრეტულად საკუთარ პოეზიასთან მიმართებაში...ანუ რატომღაც ასე ფიქრობდა...რა იყო ამის მიზეზი, ეს უკვე ცალკე განსჯის თემაა...ზოგადად, პოეზიას ლიტერატურის მწვერვალად რომ მიიჩნევდა,ესეც ნათელი და ცხადია...Smile
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Tue Mar 03, 2009 5:59 pm

Very Happy

გუჯა, უცნაური ხალხია ეს მწერლები, ხო იცი... ერთის მაგიერ მეორე ჰგონიათ ხოლმე...

Very Happy

და, რა თქმა უნდა, პოეზია არის კიდეც ლიტერატურის მწვერვალი... ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ლექსად ნაწერი კი არა... რეზო ინანიშვილის მოთხრობების ფორმითაც არის ხოლმე... შექსპირის პიესებისაც... ”დონ კიხოტისაც” და ასე შემდეგ...
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Sun Dec 12, 2010 10:04 am

ხორხე ლუის ბორხესი

წიგნიდან: "ტყვე ტექსტები"


ბენედეტო კროჩე

ბენედიტო კროჩე, თანამედროვე იტალიის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი _ მეორედ მე მივიჩნევ ლუიჯი პირანდელოს, _ დაიბადა 1866 წლის 25 თებერვალს აკვილას პროვინციის სოფელ პესკასეროლში. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მისი მშობლები ნეაპოლში დამკვიდრდნენ.
იზრდებოდა რელიგიური სულისკვეთებით, თუმცა მასწავლებელთა გულგრილობისა
და მისი საკუთარი _ ლამის ურწმუნოების გამო, _ უკიდურესობების გარეშე. 1883 წელს სამხრეთ იტალიაში მოხდა მიწისძვრა, რომელიც წუთნახევარს გაგრძელდა. მიწისძვრისას დაიღუპნენ მისი მშობლები და და, თვითონ კი ნანგრევებქვეშ დაიმარხა. ორი თუ სამი საათის შემდეგ ის გადაარჩინეს. საშინელ სასოწარკვეთას რომ არ შეეპყრო, გადაწყვიტა სამყაროზე ფიქრისთვის მიეძღვნა თავი, რასაც არცთუ იშვიათად მიმართავენ უბედურებისას, და ზოგჯერ იკურნებიან კიდეც.
ის შეუდგა ფილოსოფიის მეთოდურ ლაბირინთთა კვლევას. 1893 წელს გამოაქვეყნა ორი ესსე: ერთი ლიტერატურული კრიტიკის, მეორე კი _ ისტორიის შესახებ.
1899 წელს მან ერთგვარ, დროდადრო პანიკურ საშინელებაში, ზოგჯერ კი ნეტარებაში
გარდამავალ შიშში შენიშნა, რომ მეტაფიზიკური პრობლემები მის გონებაში მწყობრ წესრიგს იძენენ, და რომ ერთგვარი, თანაც განსაზღვრული გადაწყვეტილება თითქმის გარდუვალად
მწიფდება მის სულში.
მან შეწყვიტა კითხვა. დილისა და საღამოს საათებს ლოცვაში ატარებდა და ქალაქში დაეხეტებოდა, თუმცა მდუმარებასა და თვითდაკვირვებაში დანთქმული ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ. იმხანად ოცდაცამეტი წელი შეუსრულდა _ კაბალისტების მიხედვით, პირველი ადამიანის ასაკი, როცა ის თიხიდან იქნა გამოძერწილი.
1902 წელს მან საფუძველი დაუდო `სულის ფილოსოფიის~ დასაბამს `ესთეტიკის~
პირველი ტომით (ამ მშრალ, მაგრამ ბრწყინვალე წიგნში ის უარყოფს სხვაობას შინაარსსა
და ფორმას შორის, და ყველაფერი ინტუიციამდე დაჰყავს). `ლოგიკა~ 1905
წელს გამოქვეყნდა; `პრაქტიკა~ _ 1908 წელს; `ისტორიოგრაფიის თეორია~ კი _
1916 წელს. 1905_1917 წლებში კროჩე იტალიის სამეფოს სენატორი იყო. როცა იფეთქა ომმა და ყველა მწერალი მიეცა სარფიან წვრთნას სიძულვილში, კროჩე განზე იდგა. 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივლისამდე ის ასრულებდა საზოგადოებრივი განათლების მინისტრის მოვალეობას.
1923 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა დოქტორის ხარისხი ჰონორის კაუსა.
მისი შრომები უკვე ოც წიგნს შეადგენს. მათ შორისაა იტალიის ისტორია, XIX საუკუნის ევროპული ლიტერატურის ისტორია და მონოგრაფიები, რომლებიც ეძღვნება ჰეგელს, ვიკოს, დანტეს, არისტოტელეს, შექსპირს, გოეთეს და კორნელს.




ჯორჯ სანტაიანა

პოეტი და ფილოსოფოსი სანტაიანა (სწორედ ამ რიგით ვითარდებოდა მისი შემოქმედება)
დაიბადა მადრიდში, 1863 წლის დამლევს.
1872 წელს მშობლებმა წაიყვანეს ამერიკაში. ისინი მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ: სანტაიანა წუხს თავის დაკარგულ რწმენაზე, `ამ დიდებულ ცთომილებაზე, ასე მშვენივრად რომ ესადაგება სულიერ იმპულსს და სწრაფვას~. ერთმა ჩრდილოამერიკელმა მწერალმა თქვა: `სანტაიანას ჰგონია, რომ ღმერთი არ არსებობს, მაგრამ სწამს, რომ წმიდა ქალწული ღმერთის დედაა~.
1886 წელს მან ჰარვარდში მიიღო დოქტორის ხარისხი. რვა წლის შემდეგ გამოაქვეყნა
თავისი პირველი წიგნი _ `სონეტები და პოემები~. შემდეგ, 1906 წელს _ გონების მისეული შესანიშნავი ხორხე ლუის ბორხესი ბიოგრაფიის ხუთი წიგნი: `გონება საღ აზრში~, `გონება ხელოვნებაში~, `გონება მეცნიერებაში~, `გონება საზოგადოებაში~, `გონება რელიგიაში~. ახლა ის, ცოტა არ იყოს, ნანობს, რომ ეს წიგნები დაწერა, _ არა საკუთრივ მოძღვრების, არამედ მეთოდის გამო.
სანტაიანა, საბოლოო ანგარიშით, ნამდვილი ესპანელია, თუმცაღა ინგლისური ენის მუსიკის თანაშემოქმედი გახდა, მატერიალისტი. `მე, ჩემი რწმენით, მატერიალისტი ვარ. შესაძლოა, ერთადერთი მთელ მსოფლიოში. მე არ ვცდილობ გავიგო, მაინც რა არის მატერია. ამის ახსნას
ფიზიკოსებს ვანდობ. რაც არ უნდა იყოს, მე მას გადაჭრით ვუწოდებ მატერიას, როგორც ჩემს ნაცნობებს _ სმიტსა თუ ჯონს, ისე რომ მათი საიდუმლოებების არა ვიცი რა~. და შემდეგ: `დუალიზმი _ ესაა ავტომატისა და აჩრდილის უგერგილო შერწყმა~. რაც შეეხება იდეალიზმს, _ არის თუ არა მასში ჭეშმარიტება, _ რაკიღა, აგერ უკვე რამდენიმე ათასი წელია, სამყარო ისე იქცევა, თითქოს ჩვენი კომბინირებული აღქმები ზუსტი იყოს, ყველაზე
კეთილგონივრულია პატივი ვცეთ ამ პრაგმატულ სანქციას და ვენდოთ მომავალს.
ქრისტიანობა (ამბობს ის მეორე ადგილას) _ ესაა იუდეური მეტაფორების წარუმატებელი სიტყვასიტყვითი განმარტება. ახლა, მას შემდეგ, რაც მრავალი წლის მანძილზე ფილოსოფიას კითხულობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ის ინგლისში ცხოვრობს. ინგლისი _ ამბობს ის, _ ესაა, უპირატესად, თავშესაფარი ზნეკეთილი სიხარულისა და ჩუმი კმაყოფილებისა, _ იყო ის, რაც ხარ.
სანტაიანას შრომები ძალზე მრავალრიცხოვანია; მათ შორის: `სამი პოეტი _ ფილოსოფოსი~ (1910), `სწავლის ქარები~ (1913), `მონოლოგები ინგლისში~ (1922), `პლატონიზმი და სულიერი ცხოვრება~ (1927), `არსებობის სამეფო~ (1926), `მატერიის სამეფო~ (1930).


ლეონჰარდ ფრანკი

ლ ე ო ნ ჰ ა რ დ ფრანკი 1882 წელს დაიბადა ვიურცბურგში. ხუროს შვილმა ბავშვობაშივე
იწვნია, რა არის სიღარიბე. ცამეტი წლისა უკვე ფაბრიკაში მუშაობით ირჩენდა თავს. შემდეგ საავადმყოფოს ლაბორატორიაში ასრულებდა სანიტრის მოვალეობას.
უფრო გვიან კი ექიმის შოფერი იყო. ვიდრე მწერლობას მიჰყოფდა ხელს, თავი უშედეგოდ სცადა ფერწერაში. მისი პირველი რომანი _ `ყაჩაღები~ _ პატარა ბიჭების თავგადასავალი, რომლებმაც ბერლინში განიზრახეს მიებაძათ შორეული აღმოსავლეთის მკვიდრთა ზნეჩვეულებისა და პირატებისთვის, _ 1914 წელს გამოქვეყნდა. 1916 წელს მას მოჰყვა
`მიზეზი~, თავგადასავალი კაცისა, მრავალი წლის შემდეგ რომ კლავს თავის მასწავლებელს.
1918 წელს _ `ადამიანი კეთილია~. ეს წიგნი, ალბათ, ყველაზე მშვენიერი მის ქმნილებებში, ანტისაომარი ნოველების ციკლია, თავისი არსით _ სიმბოლური: პერსონაჟები იმდენად კონკრეტული ადამიანები კი არა, რამდენადაც გვარეობითი განზოგადოებანი არიან. რევოლუციის ზეგავლენით დაიწერა რომანი `მოქალაქე~ (1924), ნაკლებად ღირსშესანიშნავი თავისი ფაბულით, ვიდრე ეპიზოდთა შეერთებისა და მონაცვლეობის კინემატოგრაფიული
ხერხებით. ეს ხერხები მეორდება მოთხრობაში `უკანასკნელი ვაგონი~ (1926), სადაც ვეცნობით ადამიანებს, ერთმანეთს რომ უახლოვდებიან გარდუვალი დაღუპვის წინაშე, მაგრამ, გადარჩენილნი, უცხონი ხდებიან ერთმანეთისთვის. იმავე წელს მან გამოაქვეყნა
მომცრო რომანი "კარლი და ანა", ეკრანიზირებული საყოველთაოდ ცნობილ ფილმში "დაბრუნება კერასთან". სამი წლის შემდეგ გამოიცა ტრაგიკული რომანი `ძმა და და~. მისი უკანასკნელი რომანი გამოქვეყნდა 1936 წელს. ჩრდილოეთ საფრანგეთში, შვეიცარიასა
და ინგლისში ხეტიალის შემდეგ, ის ახლა ემიგრანტია პარიზში.



ე.ს. დრაუერი. "ერაყისა და ირანის საბიები"

ბუდიზმის გარდა (რომელიც იმდენად რელიგია ან თეოლოგია როდია, რამდენადაც ხსნის საშუალება) ყველა რელიგია ამაოდ ცდილობს ერთმანეთს დაუზავოს სამყაროს აშკარა და ზოგჯერ აუტანელი არასრულქმნილება და თეზისი თუ ჰიპოთეზა ყოვლად ძლიერი და ყოვლად კეთილი ღმერთის შესახებ. თუმცა ყველა ეს დაზავება ძალზე არასაიმედოა, და
კეთილი კარდინალი ნიუმენი ("შეთანხმების გრამატიკის ცდა", ნაწილი მეორე, თავი
მეშვიდე) აღიარებს, რომ ისეთი კითხვები, როგორიცაა: "თუ ღმერთი ყოვლად ძლიერია, როგორღა ითმენს იმას, რომ დედამიწაზე არსებობს ტანჯვა?" _ ესაა ჩიხი, რომელმაც არ უნდა აგვაცილოს მთავარ გზას და შეაჩეროს რელიგიურ კვლევათა განვითარება".
ქრისტიანული ერის დამდეგს გნოსტიკოსები თამამად მიადგნენ ამ პრობლემას.
არასრულყოფილ სამყაროსა და სრულყოფილ ღმერთს შორის მათ განათავსეს ჰიერარქიულად
განლაგებულ ღვთაებათა თითქმის უსასრულო რაოდენობა. მოვიტან მაგალითს: თავბრუდამხვევი კოსმოგონია, რომელსაც ირინევსი ბასილიდეს მიაწერს.
ამ კოსმოგონიის სათავეში დგას უძრავი ღმერთი. მისი სიმშვიდიდან სამყაროს ევლინება შვიდი დაქვემდებარებული ღვთაება, რომლებიც ქმნიან და სათავეში უდგებიან პირველ ცას. ამ პირველი დემიურგოსული გვირგვინიდან დასაბამს იღებს მეორე ღმერთი, ასევე ანგელოზთა, ძალთა და საყდართა თანხლებით, რომლებიც ქმნიან პირველის სიმეტრიულ მეორე ცას. მეორე წრე თავის მხრივაც ორდება, ისევე, როგორც მესამეც და მეოთხეც (ამასთან, ღვთაებრიობა თანდათანობით კლებულობს) და ასე, 365-ე ცამდე. ყველაზე ქვემოთა ცა ჩვენია. ის დეგრადირებულ დემიურგოსთა ქმნილებაა, რომელთა ბუნებაში ღვთაებრიობის წილი ნულს უახლოვდება... ამნაირი რელიგიით ცხოვრობენ დღესაც ირანისა და ერაყის საბიები. აბათური, საბიების უძრავი ღვთაება შლამიანი წყლით სავსე უფსკრულს ჩასცქერის.
მარადისობის ერთგვარი ოდენობის შემდეგ მისი უწმინდური ანარეკლი ცოცხლდება და შვიდი პლანეტის ანგელოზთა შეწევნით ჩვენს ცას ქმნის. აქედან _ მხოლოდ ღვთის მსგავსების მიერ შექმნილი სამყაროს არასრულქმნილება.
ერაყში ხუთი ათასი საბია ცხოვრობს, ირანში _ ორი ათასი. ეს წიგნი, ალბათ, ყველაზე საფუძვლიანია მათ შორის, რაც კი მათზე დაუწერიათ. ავტორი, მისის დრაუერი 1926 წლიდან ცხოვრობდა მათ შორის. ის ესწრებოდა თითქმის ყველა მათ დღესასწაულს _ საკმაოდ დიდი გმირობა, თუ გავიხსენებთ, რომ საზეიმო ცერემონიები, ჩვეულებრივ, თვრამეტ საათს გრძელდება. მანვე ერთმანეთს შეუჯერა და თარგმნა საბიების ბევრი კანონიკური ტექსტიც.


აღმოსავლური ლიტერატურის მუზეუმი

ნოვალისს აქვს უაღრესად საინტერესო დაკვირვება: `არაფერია უფრო პოეტური, ვიდრე მრავალფეროვნების ნაზავი და ცვალებადობა~.
სიჭრელის ამ თავისებური ხიბლით გამოირჩევა ზოგიერთი სახელგანთქმული წიგნი: პლინიუსის `ბუნებრივი ისტორია~, რობერტ ბერტონის `მელანქოლიის ანატომია~, ფრეზერის `ოქროს რტო~ და, შესაძლოა, ფლობერის `ცთუნებანი~.
ამ ქაოტურ ჩამონათვალთა შორის, სწორედ ეს გვიზიდავს `დრაკონის წიგნში~, რომლის სამასმა გვერდმა დაიტია კაცობრიობის ყველაზე ძველი მწერლობის უამრავი საინტერესო პასაჟი. მე ვგულისხმობ უვრცელეს ჩინურ მწერლობას, ლამის ოცდაათ სააუკუნეს რომ ითვლის.
წიგნის შვიდი ნაწილიდან, ალბათ, ყველაზე საინტერესოა ის, პოეზიას რომ ეძღვნება (თვისება, ნიშნეული არა მარტო ჩინური მწერლობისათვის). შემდგენელმა მის ედვარდსმა უელის აწ უკვე კლასიკურად მიჩნეულ თარგმანებს ამჯობინა მისი საკუთარი თარგმანები. ძნელია დაეთანხმო ამ არჩევანს.
წიგნში ჩართულია ბევრი ანდაზა. აი, ზოგიერთი მათგანი:
`უპოვარისთვის ადვილია ზომიერების დაცვა~.
`ფულით _ დრაკონი; უფულოდ _ მატლი~.
`ქვის ლომს წვიმის არ ეშინია~.
`მონა, რომელსაც ძალზე იაფად ყიდიან, უთუოდ კეთროვანია~.
`როცა გული სავსეა, ღამე მოკლეა~.
`უმჯობესია კეფით გრძნობდე ზამთრის გამყინავ სუსხს, ვიდრე გავეშებული სპილოს მხურვალე სუნთქვას~.
`ყური უგდე, რას ამბობს შენი ცოლი, და ნუ ენდობი მის ნურცერთ სიტყვას~.
`ყველაზე უკეთესი ამ ცხოვრებაში _ რიგიანი დამარხვა~.
მეორე თავს ამკობენ ცნობები ფანტასტიკური ზოოლოგიიდან, შუასაუკუნეობრივ
ბესტიარიუმებს რომ გვაგონებენ. მის მჭიდროდ დასახლებულ გვერდებზე ჩვენ ვეცნობით `სინ-ჩენს~ _ უთავო კაცს, რომელსაც თვალები მკერდზე აქვს, პირი კი _ ჭიპზე; `უი~-ს _ ადამიანის სახიან ძაღლს, ვისი სიცილიც ტაიფუნს გვაუწყებს: `ჩი-იანს~ _ ფანტასტიურ ალისფერ ჩიტს, ექვსფეხას და ოთხფრთიანს, მაგრამ სახისა და თვალების გარეშე. შავ და მდუმარე `ჩრდილოელ მაიმუნს~, ხელები ერთმანეთზე რომ გადაუჭვდია და მოთმინებით
ელის, როდის დაამთავრებენ ადამიანები წერას, რათა შემდეგ მელანი ყლუპოს. ზუსტად
ასევე ვგებულობთ, რომ ადამიანს სამას სამოცდახუთი ძვალი აქვს, _ სწორედ იმდენი დღის ტოლი, რომელთა განმავლობაში ცა ერთ სრულ ბრუნს ასრულებს; და რომ არსებობს აგრეთვე ცხოველთა სამას სამოცდახუთი სახეობა. ასეთია სიმეტრიის ძალა.
მეოთხე თავში გადმოცემულია ჩენ-ძის სახელგანთქმული მეტაფიზიკური სიზმარი.
დაახლოებით ოთხასი საუკუნის წინათ ამ მწერალს დაესიზმრა, რომ პეპელაა, და გამოღვიძებულმა აღარ იცოდა, ადამიანია, რომელსაც ესიზმრა, რომ პეპელაა, თუ პეპელაა, რომელსაც ესიზმრება, რომ ადამიანია.


ჯ.უ. დანი და მარადისობა

ჯ.უ. დანმა (ვისი პირველი ნაწარმოები ესპანურადაა თარგმნილი ამ სათაურით _ "ექსპერიმენტი დროით") ლონდონში გამოაქვეყნა პოპულარული გამოცემა, თავისი
მოძღვრების ერთგვარი რეზიუმე. მისი სათაურია `ახალი უკვდავება~, მოცულობა _ ას ორმოცამდე გვერდი. დანის სამი წიგნიდან ეს შრომა ყველაზე ნათელი და ყველაზე ნაკლებ
დამაჯერებელი მეჩვენება. აქამდე გამოცემულ წიგნებში ნახაზების, განტოლებებისა და კურსივის სიუხვე მაფიქრებინებდა, რომ საქმე გვაქვს მკაცრ დიალექტიკურ სვლასთან; აქ კი დანმა მოუკლო მაღალფარდოვნებას და მისი მსჯელობა მთელი თავისი სიშიშვლით წარმოსდგება ჩვენს წინაშე. აქა-იქ შეიძლება შევნიშნოთ არათანმიმდევრულობა, საფუძვლის ანტიციპაცია და მკაცრი არგუმენტაცია. და მაინც, წარმოდგენილი თეზისი იმდენად მომხიბლავია, რომ მტკიცება ზედმეტი ხდება. თვით მის ალბათობასაც შეუძლია მონუსხოს მკითხველი.
თეოლოგებმა განსაზღვრეს მარადისობა როგორც ყველა წარსული თუ მომავალი წამის ერთდროული და მკაფიო ფლობა, და ის ღმერთის ერთ-ერთ ატრიბუტად ცნეს. დანი, ყველას გასაკვირად, აცხადებს, რომ ჩვენ უკვე ვფლობთ წარსულს, რაც ჩვენი სიზმრებით დასტურდება. სიზმრებში, მისი აზრით, ერთმანეთს ერწყმიან უახლოესი წარსული და უახლოესი მომავალი.
სიფხიზლისას ჩვენ თანაბარზომიერი სიჩქარით ვმოძრაობთ თანმიმდევრულად მედინ დროში, სიზმარში კი გაცილებით უფრო ვრცელ ზონას მოვიცავთ. სიზმრის ნახვა ნიშნავს ერთმანეთს უკავშირებდე სახეებს, რომლებითაც სიზმარეული ჭვრეტა გვამარაგებს, და მათგან ვთხზავთ ერთ თუ რამდენიმე ამბავს. ჩვენ ვხედავთ აფთიაქისა და სფინქსის გამოსახულებებს, და
წარმოსახვა გვარწმუნებს, რომ აფთიაქი სფინქსად იქცევა. კაცს, რომელსაც ხვალ გავიცნობთ, იმის სახეს ვაკუთვნებთ, ვინც გუშინწინ შემოგვხედა... (ჯერ კიდევ შოპენჰაუერი წერდა: ცხოვრება და სიზმარი ერთი და იმავე წიგნის გვერდებია, და მათი რიგრიგობით კითხვა ნიშნავს ცხოვრობდე, ალალბედზე ფურცვლა კი ოცნებას ნიშნავსო.).
დანი აღგვითქვამს, რომ სიკვდილის შემდეგ შევძლებთ მარჯვედ ვიყენებდეთ მარადისობას, რომელიც უკვე ჩვენ გვეკუთვნის. ხელახლა შევაგროვებთ ჩვენი ცხოვრების ყველა წამს და, როგორც მოგვეპრიანება, ისე შევურწყამთ ერთმანეთს.
ბგერების მარტივი თანმიმდევრობიდან აკორდებზე გადავალთ, აკორდებიდან _ ინსტრუმენტულ კომპოზიციებზე. (ამ მეტაფორას, ფორტეპიანოს აკომპანიმენტით
განმტკიცებულს, წიგნის მეთერთმეტე თავში ვხვდებით).


სერ უილიამ ბარეტის "პიროვნება სიკვდილზე ძლიერია"

ეს ჭეშმარიტად სიკვდილშემდგომი წიგნია. განსვენებულმა სერ უილიამ ბარეტმა (ფსიქოლოგიურ კვლევათა საზოგადოების ექსპრეზიდენტმა და
ფუძემდებელმა) ის თავის მეუღლეს უკარნახა საიქიოდან (გადაცემას ახორციელებდა
მედიუმი ოსბორნ ლეონარდი). სიცოცხლეში სერ უილიამი სპირიტისტი არ
ყოფილა. და მისთვის უდიდესი სიამოვნება იყო ყოველგვარ "ფსიქიკურ" მოვლენათა მოჩვენებითობა ემხილებინა. სიკვდილის შემდეგ, აჩრდილთა და ანგელოზთა ასაბიაშიც
ვერ მივიჩნევთ სპირიტისტად. თუმცა საიქიო, რა თქმა უნდა, სწამს, `რადგან
ვიცი, რომ მკვდარი ვარ და არ ვისურვებდი მეფიქრა, ჭკუიდან შევიშალე-მეთქი".
მიუხედავად ამისა, ის უარყოფს, რომ მკვდრები შეიძლება დაეხმარონ ცოცხლებს,
და იმეორებს, რომ მთავარია გწამდეს იესო. ის აცხადებს: "მე ის ვიხილე, კიდეც
ვესაუბრე და კვლავ ვიხილავ მომავალ აღდგომას, იმ დღეებში, როცა შენ იფიქრებ
მასზე და ჩემზე".
საიქიო, როგორც მას აღგვიწერს სერ უილიამ ბარეტი, არანაკლებ მატერიალურია,
ვიდრე სვედენბორგისა და სერ ოლივერ ლოჯისა. ამ ორ მკვლევართაგან პირველი (წიგნი "სამოთხესა და ჯოჯოხეთზე", 1758) გვაუწყებს, რომ ზეციური საგნები უფრო მკაფიონი, უფრო კონკრეტულნი და მრავალფეროვანნი არიან, ვიდრე მიწიერნი, და რომ ცაში არის პროსპექტები და ქუჩები. სერ უილიამ ბარეტი ადასტურებს ამ ცნობებს და ქვისა და აგურის
ექვსკუთხა სახლებზე ლაპარაკობს (ექვსკუთხაო, _ რა საერთო აქვთ ფუტკრებთან მკვდრებს?).
კიდევ ერთი თავშესაქცევი ამბავი: სერ უილიამი ამბობს, რომ არ არსებობს ქვეყანა, თავისი ორეული რომ არ მოეძებნებოდეს ცაში. იქ არის ზეციური ინგლისი, ზეციური ავღანეთი, ზეციური კონგო... (არაბებს სწამთ, რომ თუ ზეციდან ჩამოვარდება ვარდი, უთუოდ იერუსალიმის ტაძარს დაეცემა).


აინშტაინის თეორიის რეზიუმე

მრავალ გამოკვლევას შორის, რომლებიც ხელს გვიწყობენ იმაში, რომ ალბერტ აინშტაინის
ორ თეორიაში გავერკვეთ (თუმცაღა არასრულად), ალბათ, ყველაზე რთული წიგნია ის, რომლის სათაურია "ღელატივიტი ანდ ღობინსონ" (დაახლოებით, `როდრიგესი და რელატივობა~). წიგნი გამოცემულია "ტექნიკალ პრესს"- ში და კრძალვით ხელმოწერილია: "კ. ვ. ვ.", რაც ჩვეულებრივია ამნაირ პუბლიკაციებში.
ჩვენთვის ზედგამოჭრილი ჩანს თავი, მეოთხე განზომილებას რომ ეძღვნება. მეოთხე განზომილება მოგონილ იქნა XVII საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელი პლოტინისტის ჰენრი მორის მიერ (საყურადღებო ფაქტია: ამ აღმოჩენისთვის ის წააქეზა გეომეტრიული კი არა, ფილოსოფიური ხასიათის მსჯელობამ). ოთხგანზომილებიანი გეომეტრიის ადეპტები ასე
მსჯელობენ: თუ მოძრავი წერტილი ქმნის ხაზს, მოძრავი ხაზი კი _ ზედაპირს, ხოლო
მოძრავი ზედაპირი _ მოცულობას, რატომ არ უნდა ქმნიდეს მოძრავი მოცულობა
ერთგვარ, ჩვენთვის გონებამიუწვდომელ ოთხგანზომილებიან ფიგურას? ეს სოფიზმი უფრო შორს მიდის. თუნდაც ყველაზე მოკლე ხაზი წერტილთა უსასრულო რაოდენობას შეიცავს; თუნდაც ყველაზე პატარა კვადრატი _ ხაზების უსასრულო რაოდენობას; თვით ყველაზე პატარა კუბი _ კვადრატთა უსასრულო რაოდენობას; ჰიპერკუბი (ოთხგანზომილებიანი კუბიკური ფიგურა) _ კუბთა უსასრულო რაოდენობას. ამ წარმოსახულ გეომეტრიულ
წარმონაქმნთა თვისებები გამოთვლილია. ჩვენთვის უცნობია, არსებობენ თუ არა ჰიპერკუბები, მაგრამ ვიცით, რომ თვითეული ამ ფიგურათაგანი ზღვარდებულია რვა კუბით, ოცდაოთხი კვადრატით, ოცდათორმეტი წიბოთი და თექვსმეტი წვეროთი. ყველა ხაზი ზღვარდებულია წერტილებით; ყველა ზედაპირი _ ხაზებით; ყველა მოცულობა _ ზედაპირებით; ყველა ჰიპერკუბი (ანუ ოთხგანზომილებიანი მოცულობა) _ მოცულობებით.
ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. მესამე განზომილების _ სიმაღლის მეშვეობით
წრეში მოქცეული წერტილი შეიძლება გაიქცეს ისე, რომ არ შეეხოს წრეხაზს. წარმოუდგენელი
მეოთხე განზომილების მეშვეობით, ციხის საკანში გამომწყვდეულ პატიმარს შეეძლო გაქცეულიყო ისე, რომ არც ჭერი გაევლო, არც იატაკი და არც კედლები. (უელსის "პლატნერის შემთხვევაში" ადამიანს იტაცებენ კოშმართა სამყაროში. როცა ბრუნდება, ირგვლივ შემოკრებილნი ამჩნევენ, რომ ის ცაცია გამხდარა და გული მარჯვნივა აქვს. სხვა განზომილებათა სამყაროში მას მთლიანად გადააბრუნებდნენ, როგორც სარკეში. ხელს კი
ისე ამოუბრუნებდნენ, როგორც ჩვენ ამოვიბრუნებთ ხოლმე ხელთათმანს...).


თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Sat Aug 22, 2015 5:27 pm

ხორხე ლუის ბორხესი

Dreamtigers

წიგნიდან: „მკეთებელი“ (1960)

პატარაობისას ვეფხვების თავგადაკლული მადევარი ვიყავი -- იაგუარისა კი არა, ამ ლაქებიანი „ვეფხვისა“, წყლის ჰიაცინტების საძაგელ კუნძულებზე რომ სახლობს, პარანას გასწვრივ თუ ამაზონის ველურ, დაკარგულ ალაგებში, არამედ ნამდვილი ვეფხვისა, ზოლებიანი აზიური ჯიშისა, რომლის წინააღმდეგ შეიძლება მხოლოდ ომის კაცები იყვნენ სპილოს ზურგზე მოწყობილი კოშკურიდან. სათობით ვიდექი ზოოპარკის ერთ-ერთ გალიასთან; ვეებერთელა ენციკლოპედიებს და ბუნებისმცოდნეობის წიგნებს იმათი ვეფხვების ელვარებით ვაფასებდი (მე ისევ მახსოვს ის სურათები, მე, რომელიც შეცდომის გარეშე ვერ ვიხსენებ ქალის წარბსა თუ ღიმილს). ჩემი ბავშვობა, ვეფხვები და ჩემი იმათკენ სწრაფვა გაქრა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ ჩემს ოცნებებში. ამ მიწისქვეშა ზღვაში ან ქაოსში ვეფხვები ჯერ კიდევ არიან. როცა მძინავს, ჩართული ვარ ერთ ან მეორე სიზმარში, და უცებ ვხვდები, რომ ეს -- სიზმარია. იმ მომენტებში ხშირად ვფიქრობ: ეს სიზმარია, სუფთად ჩემი სურვილის დივერსია, და რაკი განუსაზღვრელი ძალაუფლება გამაჩნია, ვაპირებ ცხადად დავინახო ვეფხვი.
ოჰ, მიამიტობავ! ჩემი სიზმრები არასოდეს ქმნიან იმ არსებას, რომლის ნახვაც ასე მწყურია. ვეფხვი მართლაც ჩნდება, მაგრამ ერთიანად გამოფიტულია, ან ძალიან ბუნდოვანი; ან ახირებული ფორმა აქვს ან დაუშვებელი ზომა, ანდა სულაც მეტისმეტად ეფემერულია, ანუ ძაღლსა თუ ფრინველს უფრო წააგავს, ვიდრე ნამდვილ ვეფხვს.

ინგლისურიდან თარგმნა მიხო მოსულიშვილმა

სხვა თარგმანი -- http://www.scribd.com/doc/255232175/ხორხე-ლუის-ბორხესი-ქვიშის-წიგნი-pdf#scribd



Хорхе Луис Борхес

Dreamtigers
(перевод Б. Дубина)

В детстве я боготворил тигров -- не пятнистых кошек болот Параны или
рукавов Амазонки, а полосатых, азиатских, королевских тигров, сразиться с
которыми может лишь вооруженный, восседая в башенке на спине слона. Я часами
простаивал у клеток зоологического сада; я расценивал объемистые
энциклопедии и книги по естественной истории сообразно великолепию их
тигров. (Я и теперь помню те картинки, а безошибочно представить лицо или
улыбку женщины не могу.) Детство прошло, тигры и страсть постарели, но еще
доживают век в моих сновидениях. В этих глубоководных, перепутанных сетях
мне чаще всего попадаются именно они, и вот как это бывает: уснув, я
развлекаюсь тем или иным сном и вдруг понимаю, что вижу сон. Тогда я думаю:
это же сон, чистая прихоть моей воли, и, раз моя власть безгранична, сейчас
я вызову тигра.
О неискушенность! Снам не под силу создать желанного зверя. Тигр
появляется, но какой? -- или похожий на чучело, или едва стоящий на ногах,
или с грубыми изъянами формы, или невозможных размеров, то тут же скрываясь,
то напоминая скорее собаку или птицу.

Хорхе Луис Борхес -- http://www.lib.ru/BORHES/sozdatel.txt



Jorge Luis Borges

Translated by Andrew Hurley

Dreamtigers*

THE MAKER (1960)
Foreword: For Leopoldo Lugones


In my childhood I was a fervent worshiper of the tiger—not the jaguar, that spotted "tiger"** that inhabits the loathing islands of water hyacinths along the Paraná and the tangled wilderness of the Amazon, but the true tiger, the striped Asian breed that can be faced only by men of war, in a castle atop an elephant. I would stand for hours on end before one of the cages at the zoo; I would rank vast encyclopedias and natural history books by the splendor of their tigers. (I still remember those pictures, I who cannot recall without error a woman's brow or smile.) My childhood outgrown, the tigers and my passion for them faded, but they are still in my dreams. In that under-ground sea or chaos, they still endure. As I sleep I am drawn into some dream or other,
and suddenly I realize that it's a dream. At those moments, I often think: This is a dream, a pure diversion of my will, and since I have unlimited power, I am going to bring forth a tiger.
Oh, incompetence! My dreams never seen to engender the creature I so hunger for. The tiger does appear, but it is all dried up, or it's flimsylooking, or it has impure vagaries of shape or an unacceptable size, or it's al-together too ephemeral, or it looks more like a dog or bird than like a tiger.

---

* Title: The title of this story appears in italics because JLB used the English nonce word in the Spanish original.

** That spotted "tiger": While there are many indigenous words for the predatory cats of South America—puma, jaguar, etc.—that have been adopted into Spanish, Peninsular Spanish called these cats tigers. (One should recall that Columbus simply had no words for the myriad new things in this New World, so if an indigenous word did not "catch on" immediately, one was left with a European word for the thing: hence "Indians"!) Here, then, JLB is comparing the so-called tiger of the Southern Cone with its Asian counterpart,
always a more intriguing animal for him. Cf., for instance, "Blue Tigers" in the volume titled Shakespeare's Memory.

ბმული - https://posthegemony.files.wordpress.com/2013/02/borges_collected-fictions.pdf
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Fri Apr 15, 2016 1:01 pm

ხორხე ლუის ბორხესი

ხმლის ფორმა

სახეს ამაზრზენი ნაჭრილობევი უმახინჯებდა: ფერფლისფერი, თითქმის მთლიანი ნამგალი _ ერთი ბოლოთი
საფეთქელს მიტანებული, მეორე ბოლოთი კი ღაწვს. მის ნამდვილ სახელს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ტაკუარემბოში ყველა „ლა-კოლორადოელ ინგლისელად~ მოიხსენიებდა. კარდოსო, ამ ადგილების მეპატრონე, კარ-მიდამოს გაყიდვას არ აპირებდა, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, ინგლისელმა მოულოდნელ ხერხს მიმართა: კარდოსოს თავისი დაჭრის საიდუმლოება გაანდო. ინგლისელი საზღვარგარეთიდან, რიუ-გრანდი-დუ სულიდან ჩამოვიდა. ხმები დადიოდა, რომ იქ, ბრაზილიაში, კონტრაბანდას ეწეოდა. აქ შამბნარიანი მინდვრები, დამშრალი სარწყულებლები დახვდა. ეზო-კარის წესრიგში მოყვანისას, ინგლისელი მისი პეონების მხარდამხარ მუშაობდა. ამბობენ, სისასტიკემდე
კუშტი, მაგრამ წვრილმანებამდე სამართლიანიც იყოო. იმასაც ამბობდნენ, რომ ძლიერ ბევრს სვამდა. წელიწადში ორჯერ მანსარდში იკეტებოდა და ორი-სამი დღის შემდეგ გამოჩნდებოდა, თითქოსდა ბატალიების, ანდა მძვინვარე რყევის შემდეგ:
ფერგაცრეცილი, ნანჯღრევი, მშფოთვარე, მაგრამ მაინც ძველებურად დესპოტური. მახსოვს მისი ცივი თვალები, კუნთოვანი სიგამხდრე, რუხი, პატარა ულვაშები. ურთიერთობა არავისთან ჰქონდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ცუდი, ბრაზილიურში შერეული ესპანურით ლაპარაკობდა. კომერციული წერილებისა და პროექტების გარდა, სხვა ფოსტა მასთან არ დაჰქონდათ. ჩრდილოეთის დეპარტამენტში ჩემი უკანასკნელი მოგზაურობისას, მდინარე კარაგუატას ნაპირებიდან მძვინვარე გადმოსვლამ
სურვილი აღმიძრა, ღამის გასათევი „ლაკოლორადეში“ მომეძებნა. მაშინვე შევნიშნე, ჩემი გამოცხადება მთლად სასურველი რომ არ გამოდგა ინგლისელისთვის და მისი მოთაფლვა ჩვენი ვნებებიდან ყველაზე ბრმით _ პატრიოტიზმზე
აპელირებით გადავწყვიტე. ვუთხარი, რომ დაუმარცხებელია ქვეყანა, სადაც ინგლისური სული ბატონობს. ჩემმა თანამოსაუბრემ თავი დამიქნია, მაგრამ ჩაცინებით დაუმატა, რომ ის სრულებით არ არის ინგლისელი _ ირლანდიელია, დარგორვანადან. თქვა და ენა დაება, თითქოსდა საიდუმლო გასცა.
ტრაპეზის შემდეგ გარეთ ცის საცქერლად გამოვედით. გამოდარებულიყო, მაგრამ სამხრეთის გორაკებიდან მოცოცავდა, იბურცებოდა და ელვით იპობოდა ახალი შავი ღრუბლები. პეონმა, რომელიც უბრალო სასადილოში სუფრას შლიდა,
ერთი ბოთლი რომი მოგვართვა... დიდხანს და მდუმარედ ვსვამდით. არ ვიცი, რომელი საათი იყო, როცა თავს შეზარხოშება შევატყვე. არც ის ვიცი, რა დამემართა, მაგრამ აღგზნებისა და მოწყენის გამო საუბარი ნაჭრილობევზე
გავუბი. ინგლისელი დაიმანჭა; იყო მომენტი, როცა მეგონა, სახლიდან გამაგდებდა, მაგრამ ჩვეული ხმით მითხრა:
_ ჩემი დაჭრის ისტორიას ერთი პირობით მოგითხრობთ, არ გამოვტოვებ არც ერთ გარემოებას, არც ერთ წვრილმანს, რომელმაც თავის მოჭრამდე მიმიყვანა.
თანახმა ვიყავი.
აი, ეს ინგლისურად, გზადაგზა ესპანურისა და პორტუგალიურის შერევით მოყოლილი ისტორიაც:
„1922 წელს, სხვა მრავალთა დარად, კენტონის პატარა ქალაქებიდან ერთერთში ფარულად ვიბრძოდი ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის. ჩემი ცოცხლად დარჩენილი ახანაგებიდან ზოგიერთი ამჟამად მშვიდობიანად შრომობს, სხვები
_ პარადოქსია _ ინგლისური დროშის ქვეშ იბრძვიან ზღვაზე და უდაბნოში. ერთი, ყველაზე ღირსეული, ყაზარმის ეზოში დაიღუპა, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა ჯარისკაცებმა განთიადისას დახვრიტეს. სხვებმა (არამც და არამც ყველაზე ბედკრულებმა) სიცოცხლე სამოქალაქო ომის უსახელო, თითქმის ყველასთვის უცნობ ბრძოლებში გასწირეს. ჩვენ რესპუბლიკელები ვიყავით. კათოლიკეები, ალბათ, რომანტიკოსებიც. ჩვენთვის ირლანდია არა მარტო ბრწყინვალე მომავალს და აუტანელ აწმყოს განასახიერებდა, არამედ საყვარელი თქმულებების სიმწარეს, მრგვალ კოშკებს და გაუვალ ჭაობებს, პარნელის სიძულვილს და ვრცელი ეპოპეების ჟინს, ხარების მოტაცებაზე რომ მოგვითხრობენ, ხარებისა, ხან რომ გმირებად, ხანაც თევზებად გადაიქცევიან.
ერთხელ, დღის მიწურულს, რომლის დავიწყებასაც ვერასდროს შევძლებ, მუნსტერადან ჩვენთან მოვიდა ვინმე ვინსენტ მუნი. იგი ჩვენს რიგებში ითვლებოდა.
მუნი ოცი წლის იყო. გამხდარი და უილაჯო, უხერხემლო არსების უსიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებდა. გზნებითა და შეუნელებელი ინტერესით ფურცელფურცელ სწავლობდა რომელიღაც კომუნისტურ სახელმძღვანელოს, მაგრამ დიალექტიკური მატერიალიზმი მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, დისკუსიები თავის სასარგებლოდ წარემართა. მიზეზები, რომელთა გამოც ერთ ადამიანს შეუძლია მეორის სიძულვილი, უთვალავია. მუნს მსოფლიო ისტორია ბანალურ ეკონომიკურ წინააღმდეგობებზე დაჰყავდა. ამტკიცებდა, რომ რევოლუციის საქმის ტრიუმფი წინასწარაა განსაზღვრული.
მე ვუთხარი, რომ მხოლოდ „ჯენტლმენებს“ ძალუძთ, წასაგებად განწირულ საქმეს მიუძღვნან თავი... ღამე იყო. ჩვენ პოლემიკა გავაგრძელეთ დერეფანში, კიბეებზე, შემდეგ _ უკაცრიელ ქუჩებში. ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენდა არა იმდენად მუნის მოსაზრებები, რამდენადაც მისი უაპელაციო, მენტორული ტონი. ახალი თანამოსანგრე არ კამათობდა. ის, უბრალოდ, თავის შეხედულებებს მამცნობდა, უპატივცემულოდ და გაღიზიანებით.
როდესაც უკანასკნელ სახლამდე მივაღწიეთ, ჩვენი ყურთასმენა იარაღიდან გასროლის მჭახე ხმამ დაახშო (აქამდე და ამის შემდეგაც ჩვენ ფაბრიკის, ან ყაზარმის ყრუ კედლის გასწვრივ მივდიოდით). რომელიღაც ყრუ შესახვევში შევცვივდით. ცეხლმოკიდებული სახლიდან გამოვარდა ჯარისკაცი, რომელიც ალის ფონზე უზარმაზარი მოჩანდა და
გვიბრძანა, შევჩერებულიყავით. ნაბიჯს ავუჩქარე. ჩემი ამხანაგი აღარ მომყვებოდა.
მივტრიალდი. ჯონ ვინსენტ მუნი უძრავად იდგა, როგორც მონუსხული, ან საშინელებისაგან გაქვავებული. უკან დავბრუნდი, ჯარისკაცი ერთი დარტყმით ძირს დავანარცხე, ვინსენტ მუნი შევანჯღრიე, გამოვლანძღე და ვუბრძანე, უკან გამომყოლოდა. მაგრამ მისთვის ხელის მოკიდება მომიხდა, რადგან სასიკვდილო შიში დაუფლებოდა. ხანძრის ალით გახლეჩილ ღამეში გავრბოდით. დაგვეწია იარაღიდან გასროლილი ტყვია, რომელმაც იდაყვი დაუწვა მუნს. როცა ფიჭვებს შორის გზას ვხლართავდით, იგი ხვნეშოდა და სლუკუნებდა.
იმ 1922 წლის შემოდგომაზე თავშესაფარი გენერალ ბერკლის ვილაში ვპოვე. ვილის მეპატრონეს (მე იგი არასდროს მინახავს) იმჟამად ბენგალიაში რომელიღაც ადმინისტრაციული პოსტი ეჭირა. სახლს ჯერ კიდევ არ შესრულებოდა საუკუნე, მაგრამ უკვე გაცვეთილი და გავერანებული, უსარგებლო დერეფნებითა და არავისთვის საჭირო ჰოლებით იყო სავსე. მთელი პირველი სართული ეკავა მუზეუმსა და უზარმაზარ ბიბლიოთეკას: მოჩმახული, ურთიერსაწინააღმდეგო წიგნები, რაღაცნაირად, მე-19 საუკუნის ისტორიას წარმოადგენდა. ნიშაპურის ნახევარწრედ გაქვავებულ იატაგანებში თითქოსდა ბრძოლის გრიგალი და იერიში იმალებოდა. ჩვენ (როგორც მახსოვს) ფარული შესასვლელით შევედით. მუნმა ათრთოლებული, გამშრალი ტუჩებით ჩაილუღლუღა, რომ ღამეული თავგადასავალი ძალზე საინტერესო იყო. ჭრილობა
გადავუხვიე. ფინჯანი ჩაი მივაწოდე. დავრწმუნდი, ჭრილობა კი არა, ნაკაწრი ჰქონდა. მან უეცრად განცვიფრებით ჩაიბუტბუტა:
_ თქვენ მაინც დიდ რისკზე წახვედით. ვთხოვე, არ შეშფოთებულიყო (სამოქალაქო ომის ტრადიციები მავალებდა, მოვქცეულიყავი ასე და არა სხვაგვარად. ამას გარდა, თუნდაც ერთი მონაწილის დაპატიმრება მთელი ჩვენი მოძრაობის დაღუპვას გვიქადდა).
მომდევნო დღეს მუნს ჩვეული რიხი დაუბრუნდა. შეთავაზებული სიგარეტი აიღო და „ჩვენი რევოლუციური პარტიის ეკონომიკურ რესურსებზე“ მკაცრი დაკითხვა მომიწყო. მისი კითხვები მიზანში ხვდებოდა. ავუხსენი (და ეს მართლაც ასე იყო), რომ მდგომარეობა ძალზე მძიმეა. შაშხანების გრუხუნმა შეარყია მთელი სამხრეთი. მუნს ვუთხარი, რომ ამხანაგები გველოდებოდნენ და ჩემს ოთახში პალტოსა და რევოლვერის ასაღებად გავედი. უკან დაბრუნებულმა დავინახე, მუნი თვალდახუჭული იწვა სოფაზე. მაცნობა, რომ ციებ-ცხელება ჰქონდა და მხარში მწვავე ტკივილს გრძნობდა.
აქ მივხვდი, რომ მისი სიმხდალე განუკურნელია. შეცბუნებულმა ვურჩიე, თავს გაფრთხილებოდა და გამოვეთხოვე. ისე მრცხვენოდა ამ ადამიანის გამო, თითქოს მე ვიყავი მხდალი და არა ვინსენტ მუნი. აკი იმის, რასაც ერთი ადამიანი სჩადის, თითქოსდა თანამონაწილეა ხალხი. ამიტომ, ძნელია უსამართლობად მიიჩნიო ის, რომ ერთ ბაღში ურჩობა მთელი კაცობრიობის წყევლად იქცა; ძნელია, უსამართლობად მიიჩნიო ის, რომ ერთი ებრაელის ჯვარცმა მთელი ხალხის ხსნად იქცა. შესაძლოა, მართალია შოპენჰაუერი, როდესაც ამბობს:
_ მე სხვები ვარ, ნებისმიერი ადამიანი _ ეს მთელი ხალხია.
შექსპირი, რაღაც მოსაზრებით, იგივე საბრალო ვინსენტ მუნია.
ცხრა დღე ჩვენ გენერლის უზარმაზარ ვილაში ვცხოვრობდით. ომის საშინელ და ნათელ დღეებზე არაფერს ვიტყვი. მოგითხრობთ ნაიარევზე, რომელმაც თავს ლაფი დამასხა. მთელი ეს ცხრა დღე ჩემს ხსოვნაში ერთმანეთს შეერწყა _ უკანასკნელი დღის გამოკლებით. მაშინ ყაზარმაში შევცვივდით და შური ვიძიეთ იმ თექვსმეტი _ არც მეტი, არც ნაკლები _ ელფინში ტყვიამფრქვევით დახვრეტილი ჩვენი ამხანაგისთვის. სახლიდან განთიადისას, ალიონის მღვრიე ნისლში გამოვსხლტი და ბინდბუნდისას დავბრუნდი.
ჩემი თანამოძმე მაღლა მიცდიდა, ჭრილობა ხელს უშლიდა, ძირს, პირველ სართულზე დაშვებულიყო. თითქოს ახლაც ვხედავ მას, სტრატეგიაზე ფ.ნ. მოუდის ან კლაუზევიცის წიგნების მფურცლავს. „შეიარაღების ყველა სახეობიდან უპირატესობას არტილერიას ვანიჭებ“ _ გამომიტყდა ღამით როგორღაც. ის გამუდმებით აწყობდა ჩვენს გეგმებს და
მერე სიამოვნებით აკრიტიკებდა და ასწორებდა მათ. ჩვეულებისამებრ, კიცხავდა „ჩვენს საბრალო მატერიალურ რესურსებს“ და პირქუში რწმენით წინასწარმეტყველებდა ტრაგიკულ ფინალს.
„C’est une attaire tlambee“1 _ სისინებდა იგი. ცდილობდა, ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ მისი სიმხდალე არარაა მის აშკარა გონებრივ უპირატესობასთან. ასე ცუდუბრალოდ გავიდა ცხრა დღე.
მეათე დღეს ქალაქი მთლიანად Blek and tans2-ის ხელში აღმოჩნდა. ვეება, მდუმარე მხედრები პატრულირებდნენ ქუჩებში. ქარს ფერფლი და ნამწვის სუნი მოჰქონდა.
სადღაც კუთხეში მიწაზე გაშხლართული გვამი დავინახე, მაგრამ უფრო მყარად მეხსიერებას სხვა რამ შემორჩა: მოედნის შუაგულში მანეკენი, რომელსაც ჯარისკაცები სავარჯიშოდ ესროდნენ...
სახლიდან განთიადისას გამოვედი. შუადღისას მოვასწარი დაბრუნება. მუნი ბიბლიოთეკაში ელაპარაკებოდა ვიღაცას. მივხვდი, ტელეფონზე საუბრობდა.
შემდეგ ჩემი სახელი გავიგონე, შემდეგ _ რომ შვიდ საათზე დავბრუნდებოდი, შემდეგ _ თხოვნა, რომ ჩემთვის ბაღში, სახლის ახლობლად გამოევლოთ. ჩემმა ბრძენმა მეგობარმა ძალზე ბრძნულად გამცა. მესმოდა, როგორ ითხოვდა თავისთვის უსაფრთხოების გარანტიას.
აქ ჩემი თხრობა იბურდება და მთავრდება. მხოლოდ ის ვიცი, რომ მოღალატეს მივდევდი ჯოჯოხეთურად ბნელ დერეფნებში და საშინლად მიხვეულ-მოხვეულ კიბეებზე. მუნი ვილას ბრწყინვალედ, ჩემზე შეუდარებლად კარგად იცნობდა. ერთი-ორჯერ მხედველობის არედან დავკარგე, მაგრამ მანამ წამოვეწიე, სანამ ჯარისკაცები ჩამავლებდნენ. გენერლის იარაღის კოლექციიდან ამოვგლიჯე მოკლე ხმალი. ფოლადის ამ ნახევარმთვარით მის სახეზე სამუდამოდ აღვბეჭდე სისხლიანი ნახევარმთვარე. ბორხეს, მე თქვენ არ გიცნობთ და ამიტომ გიყვებით ყველაფერს ისე, როგორც იყო. ასე უფრო იოლია ჩემთვის თქვენი ზიზღის ატანა“.
მთხრობელი დადუმდა. შევამჩნიე, ხელები უკანკალებდა.
_ მუნი? _ ვკითხე მე.
_ მიიღო იუდამ ფული და ბრაზილიაში გაემგზავრა. გამგზავრებისას ხედავდა, როგორ ხვრეტდნენ მოედანზე მანეკენს მთვრალი ჯარისკაცები.
ამაოდ ველოდი ისტორიის გაგრძელებას. ბოლოს ვკითხე, რა მოხდა შემდეგ.
მაშინ მას კვნესა აღმოხდა და გაუბედავი ჟესტით თავის მრუდე ნაიარევზე მიმითითა:
_ თქვენ ჩემი არ გჯერათ? _ ლუღლუღებდა ის, _ თუ ვერ ხედავთ ჩემს სახეზე ჩემი უსინდისობის ამ ბეჭედს? მე განზრახ ვხლართავდი ჩემს მონათხრობს, ბოლომდე რომ მოგესმინათ. მე გავყიდე ადამიანი, რომელმაც სიკვდილისგან მიხსნა.
მე ვინსენტ მუნი ვარ, ახლა კი შეგიძლიათ შემიზიზღოთ.

---
1. დაღუპული საქმე (ფრ.)
2. შავები და ყავისფრები (ინგ.) _ აქ დიდი ბრიტანეთის
კოლონიების მცხოვრებთაგან ფორმირებული ინგლისური
არმიის ნაწილი.


თარგმნა ნანა გასვიანმა
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Sat Apr 23, 2016 7:44 pm



ხორხე ლუის ბორხესი

Everything and Nothing

თავისთვად ის არავინ იყო. თვით ეპოქის საზიზღარ პორტრეტებზეც კი სხვებისგან დიდად განსხვავებული მისი სახისა და დაუშრეტელი, მოჩვენებითი, დაუკავშირებელი სიტყვების წიაღ იმალებოდა სიცივე, არავისგან დასიზმრებული სიზმარი. თავდაპირველად მას ეგონა, ყველა სხვაც ასეთივეაო, მაგრამ როცა ერთ თავის მახლობელთან სიტყვა ჩამოაგდო ამ სიცარიელეზე, მისმა შეცბუნებამ დაარწმუნა თავის შეცდომაში და მისთვის ერთხელ და სამუდამოდ ნათელი გახდა, რომ არ შეიძლება განსხვავდებოდე სხვებისგან. ფიქრობდა, წიგნებში ეპოცა გამოსავალი, რისთვისაც - თანამედროვეთა მოწმობით - ცოტათი ლათინურში და უფრო ნაკლებ ბერძნულში გაიწაფა. უფრო გვიან გადაწყვიტა, რომ მიზანი მიღწეული იქნება, თუ ადამიანური თანაცხოვრების უბრალო წესჩვეულებას შეასრულებს, და ივლისის ერთ მშვენიერ დღეს ანა ჰეთუეის მკლავებში მიიღო ზიარება.
ოცდარამდენიღაცა წლისა ლონდონში ჩავიდა. თავისდა უნებურად უკვე დახელოვნებული იყო იმაში, რომ თავი ვიღაცად წარედგინა, რათა არ გამოემჟღავნებინა, რომ არავინაა. ლონდონში ის ხელობა გამონახა, რაც პირდაპირ ზედგამოჭრილი იყო მისთვის, - ხელობა მსახიობისა, ფიცარნაგზე რომ გამოდის და სხვას ასახიერებს თავშეყრილი ხალხის წინაშე, რომლებსაც თავი ისე უჭირავთ, თითქოს მართლა სჯეროდეთ, რომ ის სხვა ვინმეა. ჰისტრიონის შრომამ, შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად, ყველაფრისგან გამორჩეული სიხარული მოჰგვარა. მაგრამ მიწყდებოდა უკანასკნელი სტრიქონი, აალაგებდნენ უკანასკნელ გვამს - და მის სულს ისევ ეუფლებოდა ირეალობის საზარელი ჩვენება. ის უკვე აღარ იყო არც ფერეკსი და არც თემურლენგი, და ისევ არაფრად იქცეოდა. მოწყენილობამ აიძულა თვითონ შეეთხზა სხვა გმირები და საშინელი ამბები. და, აი, სანამ მისი სხეული დუქნებსა და საროსკიპოებში იმას ასრულებდა, რაც შეეფერება სხეულს, მასში დავანებული სული იქცეოდა ავგურთა გაფრთხილებისადმი გულდახშულ კეისრად, ჯულიეტად - ტოროლას რომ წყევლის, უდაბურ ადგილას კუდიანებთან (იმავე ბედისწერის ქალღმერთებთან) მოსაუბრე მაკბეტად. ქვეყანაზე არავინ ქცეულა იმდენ ადამიანად, როგორც ეს კაცი, რომელმაც ეგვიპტელი პროთევსის მსგავსად შეძლო, ამოეწურა რეალობის მთელი სახესხვაობა. ზოგჯერ, ამა თუ იმ სიუჟეტის მიყრუებულ ხვეულში იგი ტოვებდა საბედისწერო მინიშნებებს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ ვერავინ გამოჩხრიკავდა მათ. მაგალითად, რიჩარდს წამოცდება, რომ ის მრავალი როლის შემსრულებელი მსახიობია. იაგო უცნაურ ფრაზას ისვრის „მე - მე არა ვარ“. სიცოცხლის, სიზმრის და წარმოდგენის სიღრმისეული იგივეობა მას შთააგონებდა ტირადებს, რომლებიც უფრო გვიან საქვეყნოდ ცნობილი გახდა.
ოცი წლის განმავლობაში მართავდა იგი თავის ზმანებებს, მაგრამ ერთხელ, დილით, საშინელი ზიზღი იგრძნო ყველაფრისადმი, რადაც იყო გარდასახული, ყველა იმ ხმლით მოკვდინეული მეფისადმი, უიღბლო მიჯნურებისადმი, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს, შორდებიან და კეთილხმოვანი რეპლიკებით კვდებიან. იმავე დღეს გაყიდა თეატრი და იმ დღის სწორს უკვე თავის პატარა ქალაქში იყო, სადაც კვლავ იპოვა თავისი ბავშვობის მდინარე და ხეები, რომელთაც უკვე აღარ ადარებდა იმათ, სხვებს - ლათინური სახელებითა და მითოლოგიური მინიშნებებით მოკაზმულთ, რომელთაც სახელი გაუთქვა მისმა მუზამ. მაგრამ აქაც საჭირო იყო ვინმე ყოფილიყო, და ის იქცა საქმეს მოშორებულ მეწარმედ. ჰქონდა გარკვეული ქონება და მხოლოდ სესხით, სადავო საკითხებით და ბრუნვისგან მოგებული მცირეოდენი პროცენტებით იყო დაკავებული. ამ ამპლუაში უკარნახა მან ჩვენთვის ცნობილი მშრალი ანდერძი, საიდანაც განზრახ არის გამოწურული პათოსისა და ლიტერატურულობის ყოველგვარი ნიშნწყალი. ლონდონელი მეგობრები ზოგჯერ ეწვეოდნენ ხოლმე მის მარტოობას, და მათ წინაშე წინანდებურად პოეტის როლს ასახიერებდა.
ისტორია დასძენს, რომ სიკვდილის კვირაძალში, თუ სიკვდილის შემდეგ, უფლის წინაშე რომ წარსდგა, ასე მიმართა: ამაოდ რომ ვიყავ ქცეული ამდენ კაცად, ახლა მინდა ჩემდა თავად ერთი ვიყო. და შემოქმედმა გრიგალის წიაღ რქვა: მეც არა ვარ მე. მე გამოვიგონე ეს სამყარო ისევე, როგორც შენ შენი ქმნილებანი, ჩემო უილიამ, და თვითონ შენც ჩემი სიზმრის ერთი აჩრდილთაგანი ხარ, ჩემივე მსგავსი, ვინც არაფერი და ყველაფერია.

თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.



Everything and Nothing
by Jorge Luis Borges

There was no one in him; behind his face (which even in the poor paintings of the period is unlike any other) and his words, which were copious, imaginative, and emotional, there was nothing but a little chill, a dream not dreamed by anyone. At first he thought everyone was like him, but the puzzled look on a friend’s face when he remarked on that emptiness told him he was mistaken and convinced him forever that an individual must not differ from his species. Occasionally he thought he would find in books the cure for his ill, and so he learned the small Latin and less Greek of which a contemporary was to speak. Later he thought that in the exercise of an elemental human rite he might well find what he sought, and he let himself be initiated by Anne Hathaway one long June afternoon. At twenty-odd he went to London. Instinctively, he had already trained himself in the habit of pretending that he was someone, so it would not be discovered that he was no one. In London he hit upon the profession to which he was predestined, that of the actor, who plays on stage at being someone else. His playacting taught him a singular happiness, perhaps the first he had known; but when the last line was applauded and the last corpse removed from the stage, the hated sense of unreality came over him again. He ceased to be Ferrex or Tamburlaine and again became a nobody. Trapped, he fell to imagining other heroes and other tragic tales. Thus, while in London’s bawdyhouses and taverns his body fulfilled its destiny as body, the soul that dwelled in it was Caesar, failing to heed the augurer’s admonition, and Juliet, detesting the lark, and Macbeth, conversing on the heath with the witches, who are also the fates. Nobody was ever as many men as that man, who like the Egyptian Proteus managed to exhaust all the possible shapes of being. At times he slipped into some corner of his work a confession, certain that it would not be deciphered; Richard affirms that in his single person he plays many parts, and Iago says with strange words, “I am not what I am.” His passages on the fundamental identity of existing, dreaming, and acting are famous.

Twenty years he persisted in that controlled hallucination, but one morning he was overcome by the surfeit and the horror of being so many kings who die by the sword and so many unhappy lovers who converge, diverge, and melodiously agonize. That same day he disposed of his theater. Before a week was out he had returned to the village of his birth, where he recovered the trees and the river of his childhood; and he did not bind them to those others his muse had celebrated, those made illustrious by mythological allusions and Latin phrases. He had to be someone; he became a retired impresario who has made his fortune and who interests himself in loans, lawsuits, and petty usury. In this character he dictated the arid final will and testament that we know, deliberately excluding from it every trace of emotion and of literature. Friends from London used to visit his retreat, and for them he would take on again the role of poet.

The story goes that, before or after he died, he found himself before God and he said: “I, who have been so many men in vain, want to be one man: myself.” The voice of God replied from a whirlwind: “Neither am I one self; I dreamed the world as you dreamed your work, my Shakespeare, and among the shapes of my dream are you, who, like me, are many persons—and none.”

[From Dreamtigers, by Jorge Luis Borges, translated by Mildred Boyer]

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გენიალური უსინათლო   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
გენიალური უსინათლო
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: