არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კახა ჭაბაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: კახა ჭაბაშვილი   Sun Jan 04, 2009 12:12 pm

პერ ლაგერკვისტი

ბოროტი ანგელოზი

გაუკაცრიელებულ, ღამეულ ქუჩებში ბოროტი ანგელოზი მიმოდიოდა. ქარი სახურავებს დაჰყმუოდა და მათ საკუთარ თავს ახარბებდა. ქუჩაში ანგელოზის გარდა, არავინ იყო. წარმოსადეგი და დაკუნთული მიდიოდა, ქარის საწინააღმდეგოდ, წელში ოდნავ წინ წახრილს და ტუჩმოკუმულს, კაშკაშა მეწამული ლაბადა მის უშველებელ ფრთებს მალავდა. კათედრალური ტაძრიდან გამოქცეულიყო, სულის ხუთვიდან და თრგუნვიდან. მთელი საუკუნეებით ისმენდა ლოცვებსა თუ დიდებებს მკვდარი ღმერთისადმი, რომელიც მის თავს ზემოთ ეკიდა. საუკუნეებით უცქერდა მუხლმოყრილ ადამიანებს, ტაძრის სივრცეში რო იყვნენ დაყრილები, რაღაცეებს რომ ბოდავდნენ და თანაც სჯეროდაც ამ ბოდიალის. მშიშარა ჯოგი!
გულისამრევი შიშის ნარევი, არეული აზრების ნაკრები და ბედის სიმუხთლისაგან თავის არიდება. აი, და ბოლოს გამოიქცა!
მან აწ უკვე განიბორკილა საკუთარი მაჯები და დაძარღვული ფეხები შესდგა საკურთხეველზე. მრისხანებით გადმოსადგდა იატაკზე და წიხლებით მიმოფანტა მლოცველთა სკამები. ფეხის კვრით კარი შეაღო და ქარიან ღამეს მისცა თავი.
სიმართლეს იტყვის!
კარიდან გასული შედგა და მიმოიხედა. ნახე, როგორ არიან მოწყობილები. აქა ცხოვრობენ.
ერთი სახლის წინ შედგა და მრისხანედ შეათვალიერა. შემდგომ მახვილით, რომელიც სულ თან დაჰქონდა, სახლის კარზე ჯვარი გამოსახა.
მოკვდები! – თქვა.
შემდეგ სხვა სახლისაკენ გაემართა. ზურგიდან რომ შეგეხედა, ანგელოზი კუზიანი გეგონებოდა, ფრთებისადა გამო. მომდევნო სახლთან კიდევ ერთხელ გაჩერდა და იქაც გამოსახა ჯვარი თავისი მახვილით.
მოკვდები! – თქვა.
ასე დადიოდა სახლიდან სახლთან და მძიმე მახვილით ჯვრებს სახავდა.
მოკვდები! მოკვდები! მოკვდები! მოკვდები! შენც!
მთელი ქალაქი შემოიარა ასე და ერთი სახლიც კი არ დაუტოვია.
საქმე რომ მოამთავრა, გარეუბანს მიაშუარა, სადაც კაცისშვილის ჭაჭანება არ იყო. აქ კი ლაბადა მოისროლა და გაშიშვლდა. ფრთები გაშალა და გაწყვდიადდა.
დილაადრიან გაღვიძებულმა ხალხმა საკუთარი სახლის კარებზე ჯვრები აღმოაჩინეს. თუმცა სრულებით არ შეშინებულან. მათ ცოტა წაიყბედეს ამის შესახებ - "საინტერესოა, ვინ გამოსახა ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნიშანი. რა, უფრო მნიშვნელოვანი რამის შეხსენება უკეთესი არ იქნებოდა?"
- თავადაც მშვენივრად ვიცით, რომ მოვკვდებით, - ასე ამბობდნენ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახა ჭაბაშვილი   Sun Jan 04, 2009 12:14 pm

პერ ლაგერკვისტი

თავგადასავალი

ხომალდი მოვიდა ჩემს წასაყვანად, შავი აფრებით.
ჯერაც ქორფას თავში მიქროდა, პატარა, მონატრებული გასეირნება მესურვილებოდა და უყოყმანოდ ავაბიჯე.
გავცურეთ, ნაპირი და ჰორიზონტი ერთმანეთში აიდღაბნა. დაბერილქარმა ხომალდს გვარიანადა და დამაჯერებლად უბიძგა. პირადი შემადგენლობა უჟმური და სიტყვაძუნწი გამოდგა.
დღე და ღამე მივცურავდით, სულ წინ და წინ.
მიწა კიდევ სულ არ ჩანდა და არ ჩანდა.
ბოლობოლო, ეს უმიწობა რაღაც უცნაურობად მეჩვენა და ერთ მატროსს ვკითხე, რაში იყო საქმე;
მან მომიგო, რომ მიწა აღარ არსებობს!
განადგურდა და ეგაა!
მიწა მხოლოდ ოკეანის ფსკერზეღაა და დავრჩით მარტო ჩვენ...
ამ სიახლემ პირდაპირ თავზარი დამცა. შემდგომ კიდევ დიდხანს მივცურავდით უსასრულობაში, ქარი შავ იალქნებს ბერავდა. ყველაფერი ცარიელი იყო, მხოლოდ სიაცარიელე ჩვენს ირგვლივ.
ანაზდად საშინლად აქარიშხლდა. ზღვა ღმუოდა და ჩანთქმას გვიპირებდა, მაგრამ ჩვენ უკუნეთში ვებრძოდით სტიქიას.
არც ქარიშხალი ცხრებოდა და არც უკუნი გვინდობდა.
ასე მიდიოდა წლიდან წლამდე.
ჩვენი შავი აფრების ფონზე სულ უფრო მუქდებოდნენ ღრუბლები, ირგვლივ უკუნეთი, სრული სიბნელე, უდაბნო, წყლის უდაბნო, მიუსაფრობა...
ილაჯგაწყვეტილები, სასოწარკვეთილები შიშს ვებრძოდით, სიბნელესა და შიმშილს ვეომებოდით.
მოულოდნელად მიქცევის გამაყრუებელი ხმა გავიგეთ. მომძლავრო ტალღამ მეჩეჩზე შევაგდო. ხომალდი დაიმსხვრა, ჩვენ კიდევ კლდის შვერილ მოვებღაუჭეთ. ირგვლივ ხომალდის ნამსხვრევები ტივტივებდა და ჩვენ ქვებს ვეკაუწებოდით და ბოლოს, როგორც იქნა ინათა და ირგვლივ მიმოვიხედეთ.
მეჩეჩზე, რომელზედაც ჩვენ გავირიყეთ, ერთადერთი ხე იდგა – არა ყვავილი, არა ბალახი.
ბედნიერებისაგან სახეები მიწაში ჩავრგეთ და სოხარულისაგან ავტირდით.
ამ მიწამ ხომ ხელახლა დაიწყო ოკეანის სიღრმიდან ზედაპირზე ამოსვლა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
კახა ჭაბაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: