არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 Cafe L'Amour

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Cafe L'Amour   Fri Jan 02, 2009 6:02 pm



ნინი მელივა:

ბობო, გავაკეთოთ ლიტერატურული ონლაინ-კაფე, თავისი საინტერესო წიგნებით, ლექსებით, ნახატებით, მუსიკით , დიზაინის ელემენტებით, ორიგინალური ნივთებით.

სურნელოვანი ჩაის,ყავის არომატით.სასმელების კოლექციით.
გავმართოთ შეხვდრები ცნობილ ადამიანებთან(წარმოსახვითი ან ნამდვილი ონლაინ შეხვედრები).
საუბრები ერთმანეთთან ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ზოგადზე.(ვეკამათოთ ან მოვეფეროთ ერთმანეთს).
მე გავაკეტებდი პატარა ფრანგულ კაფეს "ლ ამურ კაფე".
(თუ არ მეშლება, - " სიყვარულის კაფე").
აქვე დავამატებდი აი რას:
საინტერესო ლიტერატურული, მხატვრული წყვილები (ნაწარმოებებიდან), ასევე შემოქმედებითი წყვილები, ლამაზი წერილები ცნობილი ადამიანების თავისი მეორე ნახევრების ან საყვარელი ადამიანებისადმი, მათი თბილი და ლამაზი მოგონებები, გახსენება , დღიურის ფურცლები,
"ლ ამურ კაფე" - სიყვარული არა მხოლოდ ვიწრო გაგებით , არამედ სამშობლოსადმი (იგივე ემიგრანტი ლიტერატორების ნოსტალგია, წერილები , უცნობი დეტალები ბიოგრაფიიდან); ასევე ზოგადი ადამიანური ურთიერთობები (სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი კულტურის მოღვაწეების მეგობრობა, საინტერესო ადამიანური ურთიერთობები).


ვინსენტ ვან გოგი - "კაფე პარიზში".

მოკლედ, ბევრი ვიბოდიალე, - დაახლოებით, მგონი, მიგახვედრეთ...


Cafe L'Amour - Artist John Patrick O'Brein (1951- 2004) - ეს კარგი ფშაველი (ანუ, ირლანდიელი) მხატვარია - აბა, ნახეთ... Wink
All art contained herein copyright 1970-2008 John O'Brien. All Rights Reserved
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Wed Jan 07, 2009 6:19 pm

ვა, ეს რა კარგი კაფე გამაკეთებინეს და არაფერს კი არა სწერენ!

როგორ დავიჯერო, რო - თუ ვერაფერს დაწერთ, ერთი ლექსი მაინც არ იცით სიყვარულზე, რომ ის მაინც დადოთ?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Wed Jan 07, 2009 6:22 pm

ტარიელ ჭანტურია

***
უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ....
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Thu Jan 15, 2009 9:37 pm

არაჩვეულებრივი ონლაინ ლიტერატურული კაფე გვაჩუქე, ბობო.
მეგობრებს ვთხოვე შესაფერისი მუსიკა,ნახატები მოეძებნათ,მაგრამ დაიზარესSad

მეც გადარბენებზე ვარ და ....
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Sun Jan 18, 2009 7:36 pm

არჩანდა wrote:
ვა, ეს რა კარგი კაფე გამაკეთებინეს და არაფერს კი არა სწერენ!

როგორ დავიჯერო, რო - თუ ვერაფერს დაწერთ, ერთი ლექსი მაინც არ იცით სიყვარულზე, რომ ის მაინც დადოთ?



აისის სალამურები
----------------------------------

უსიყვარულოდ ვინა თქვა
ფიქრის და ლოცვის ძალაო,
ან_ბედნიერი ვენახი
და სხივოსანი ყანაო,
ან_წყაროების გალობა,
ქვის სითბო,ძუძუს ღალაო,
ან_ოქრომკედის სართველად
დაბრუნებული ჯარაო,
ან_სამარეში ნათქვამი:
"სულ მანდ მენახე,ქალაო".


უსიყვარულოდ ვინა თქვა
სიმთა და სხივთა წკრიალი,
ან_ვარსკვლავების დობილი
ფრინველი,ღმერთის ხმიანი,
ან_ჰორიზონტზე ელვისგან
დაჭრილი ალვის შრიალი,
ან_ზამთრის შუაღამეში
იის თვალები,მზიანი,
ან კიდევ_ზესკნელ-ქვესკნელში
სამოთხის ფერთა ბრიალი.


უსიყვარულოდ ვინა თქვა
კლდეზე ბიბინი იფქლისა,
სიკვდილ-სიცოცხლის ნათება,
უცნაურობა იღბლისა,
ან_ქარიშხალში ტარება
მარადიული ტვირთისა,
ან_სასწაული უებრო,
საუნჯე ყველა დღისთვისა_
ცამყარის მამშვენებელი
ფერისცვალება სიტყვისა.


უსიყვარულოდ ვინა თქვა
უსასრულობა გზებისა,
ან_სიღრმეები სივრცისა
და სილამაზე ზღვებისა,
ან_ყვავილობა გულისა
და სიმსუბუქე ფრთებისა,
ან_ამაღლება დროშისა
და სინანული მტრებისა,
ან_მწვერვალებზე მბრწყინავი
სანთლები უკვდავებისა.




Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Wed Jan 21, 2009 5:03 pm

მალე ''ნინოობა'' მოდის.
და ყველა პირობითობას გადავდებ და დავწერ ჩემს სურვილს- მე და ამ საიტზე მყოფ ყველა ნინოს, ''გვაჩუქეთ'' თითო ლექსი,სულერთია,ვინ იქნება ავტორი, ლექსი,რომელსაც აგვირჩევთ ,თითოეული ჩვენთაგანის ხასიათის,შინაგანი ბუნების,პიროვნული თავისებურების გათვალისწინებით. და საერთოდაც ,ვამკვიდრებ ტრადიციას,ლიტერატურული ნაწერებით მივულოცოთ ერთმანეთს დაბადების დღეები და პირადი დღესასწაულები,აი,ბობო ,კიდევ ერთი ექსკლუზიური იდეა არმურის საფიხვნოს ნინისგან ,ლექსით მილოცილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები.
ადამიანები ერთმანეთს სულ ადვილად ვაძლევთ შემოქმედებით და ადამიანურ იმპულსებს,თუ მოვინდომებთ ..ამბობენ,რომ მე ეს გამომდის.Smile


და არ გთხოვთ...თხოვნა,ეს ჩემი არაა.
ქალი უბრალოდ ამბობს ხოლმე სურვილს,რომელიც აუცილებლად უნდა ასრულდეს,ხომ?!SmileSmileSmile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Wed Jan 21, 2009 6:41 pm

ამ კაფეში ლექსებთან ერთად შესაბამისი ნახატები,ფოტოები,გრაფიკა,მუსიკა,დიზაინის და დეკორის ელემენტებიც იქნება დადოთSmileაქ მე არ ვარ მასპინძელი,ეს კაფე ჩემი და ბობოს საჩუქარია ამ საიტის ყველა წევრისთვის.თითოეული თქვენთაგანი აქ სტუმარიცაა და მასპინძელიც თვითონ.ძალიან კარგი იქნება თქვენს მეგობრებსაც თუ მოიყვანტ აქ.საინტერესო საუბრებისთვის,საინტერესო ისტორიებისთვის ,დისკუსიებისთვის ...
Back to top Go down
View user profile
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Wed Jan 21, 2009 6:50 pm

ეს რა მშვენიერი ლიტ.კაფე არმოვაჩინე აქ... თავი სიზმარში მეგონა... სიყვარულის კაფეს სიყვარულის პაწია ლექსი...

სიზმრად გნახე... ღრუბლად იწექ...
და მზე გეჯდა სასთუმალსა,
ქარი ტკბილად დაგმღეროდა,
მთვარე წნავდა შენს დალალსა,
გნახე...ნეტავ არ მენახე...
ვერ ვივიწყებ იმ სიზმარსა!
თვალი ვლულე... ვერ გაბრუნე...
სადღა გპოვებ აწ გამქრალსა... sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Wed Jan 21, 2009 6:56 pm

მათე wrote:
ეს რა მშვენიერი ლიტ.კაფე არმოვაჩინე აქ... თავი სიზმარში მეგონა... სიყვარულის კაფეს სიყვარულის პაწია ლექსი...

სიზმრად გნახე... ღრუბლად იწექ...
და მზე გეჯდა სასთუმალსა,
ქარი ტკბილად დაგმღეროდა,
მთვარე წნავდა შენს დალალსა,
გნახე...ნეტავ არ მენახე...
ვერ ვივიწყებ იმ სიზმარსა!
თვალი ვლულე... ვერ გაბრუნე...
სადღა გპოვებ აწ გამქრალსა... sunny

Arrow

რომელი მეფე ერეკლე მე ვარ, მაგრამა -
გაიხარე, მათე-ბიჭო!
რახან გოგო ხარ!

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Mon Jan 26, 2009 2:06 pm

ადამიანი თავის გარშემომყოფი კულტურის შვილი და იგი ამა თუ იმ ცნებებით აზროვნებს,ის თავისი ეპოქის შესაბამისი სააზროვნო დებულებებით ცხოვრობს და აკეთებს რა რაიმე საქმეს,სწორედ მისი ეპოქის და გარემოს შესაფერისი საზომებიდან გამომდინარეობს .ასე ,რომ ის თავისუფალი არ არის თავის არჩევანში.რამდენი ადამიანიცა, რასაკვირველია იმდენი გზაა.მაგრამ ეს გზები გავს ჩაკეტილ,შემოსაზღვრულ სამყაროში არსებულ უსასრულო გზებს.ამ გზებზე მავალი ადამიანი,იმის და მიხედვით თუ რა აღზრდის, რა ეროვნების, რა სოციალური წყობის, რა სულიერი კულტურის შვილია,მიდის.
ზოგის თვალსაწიერი და სავალი გზა მცირეა და სწორხაზოვანი,ზოგისაც სამარშუტო ტრანსპორტის მსგავსად ერთმანეთს გავს.უმრავლესობა ალბათ დარწმუნებულია თვისი გზის სისწორეში და ვერ ამჩნევს მის გარდა სხვას.ზოგის ლარივით გადაჭიმულ ავტოსტრადს გაქვს,ზოგის მოკლეა და ზოგის გრძელი.ზოგის გზისავე დასაწყისში წყდება,ზოგის მოულოდნელად წყდება და ზოგისიც უჩვეულოდ გრძელია.მაგრამ ამ გზების გარდა არის კიდევ ბილიკები.ზოგის გზა აღმართზე მიდის,ზოგის დაღმართზე და ზოგის კიდევ სიბრტყეზე.გზათა ამ უასარულო სიმრავლში არის კიდევ სავალად ურთულესი და უძნელეი ბილიკები,რომლებიც განსაკუთრებულ სიმაღლეებს აღწევენ.ზოგი ამ ბილიკებს შეგნებულად ირჩევს,ზოგისთვის ის მოწოდებაა,ზოგისთვის სხვანაირად არსებობა წარმოუდგენელია.ამ ბილიკებით მოსიარულეთა უმრავლესობა მართლაც აღწევს რაღაც სიმაღლეებს ან თავის შემდგომ მავალთ უადვილებს სავალს, რამეთუ მის მიერ გავლილი გზის დასასრულიდან თუ არა შუიდან მაინც იწყებს ამავე თუ ამის მსგავს გზაზე მავალი მომდევნო ადამიანი.ზოგიც იმისთვის დადის ,რომ უნდა იაროს .ამ უსასრულო გზების უსასრულო სიმრავლე მიუხედავად უსასრულობისა,მაინც შეზღუდულია ჯერ ერთი ადამიანის მიერ გაცნობიერებული რაღაცით და
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Mon Jan 26, 2009 2:07 pm

ადამიანი ამ გზებზე სიარულისას სადღაც რაღაცისკენ მიდის .მაგრამ მცირეა მისი თვალსაწირეი მაინც. ის იმაზე მეტს თვით მიზნადაც ვერ დაისახავს, ვერ დაინახავს რაც შეუძლია შექმნას მისი ეპოქის და გარემოს შვილს,სწორედ მას შემორტყმულ ხალხთან ერთად.ასე რომ ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც მიზანდასახულ საქმიანობას ეწევა გამომდინარე თავის ინტერესებისაგან,თავისი სავალის სიმარტივე-სირთულისაგან.თვით ის პიროვნებებიც კი ,ვისთვისაც უხვად მიუნიჭებია უხილავს ყველა ის სიკეთე, რაც ჩვენს წარმოდგენაში იდეალურად ითვლება,მხოლოდ მირაჟულ მიზნებს თუ აღწევენ.მიზნებს ის ადამიანები აღწევენ ,რომლებიც მიზნად რაღაც სულეურ წვრილმანებს ისახავენ. დიდი ადამიანური მიზანი ბედნიერება, სულის და ფიზიკური ჰარმონია , სიყვარულის სიმეტრია მიუღწეველია მასთან მხოლოდ მიახლოება შეიძლება.ყველა თავისი გზით მიდის მის მისაახლოებლად. ყველა მეტ ნაკლებად სწორედ ამ გზაზე სიარულით შეიმეცნებს არსებობა-არარსებობის სიკეთე-უძლურობას .მაგრამ ეს მაინც ის გზაა სადაც ადამაინები შებორკილი არიან ერთმანეთით,ერთმანეთთან ურთიერთობით,დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე,გარემოებებზე,რომელშიც ცხოვრობენ ,წარსულით, გენეტიკური თუ ფსიქიკური , ფიზიკური თუ ისტორიული, ოჯახებრივი თუ კიდევ სხვა დამოკიდებულებებით
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან კანის ფერით, სიმაღლით, ჭკუა-გონებით, სისქით მოკლედ სომატური ნიშნებით,კულტურებით და მაინც იქმნება ადამიანთა რაღაც ერთნაირი გარკვეული ჯგუფები ცხოვრების წესის ( რიგის ) მიხედვით .ერთნი ცდილობენ გამოუცნობ საიდუმლოთა ახსნას,მორენი ცხოვრების მატერიალური სფეროდან რაც შეიძლება მეტის აღებას,ცხოვრებით ტკბობას,მესამენი ცხოვრების სულის არსის ჩაწვდომას,მეოთხენი მოყვასის თუ ერის სიკეთისთვის ზრუნავენ.მეხუთენი ძალაუფლებისაკენ მიისწრაფიან . რასაკვირველია ეს ადამიანები თავიანთ მიზნებს (თვით შეგნებული უმიზნო ცხოვრება არ გამორიცხავს მიზანდასახულობას,რადგან ამ შემთხვევაში სწორედ ეს უმიზნობაა მიზანი)აღწევენ ან ყოველშემთხვევაში თავს იჯერებენ თუ ამ გზაზე მიდიან ყველანი თავისებურად იმისდამიხედვით ,თუ რა კულტურის, რა ოჯახის, რა გვარის, რა ეროვნების, რა ფსიქოლოგიური, რა გონების, რა წრის წარმომადგენლები არიან. ყველსა გზა სხვადასხვანაირია .მაგრამ, ვფიქრობ,მაინც ყალიბდება ამა თუ იმ საუკუნეში, უფრო სწორედ შემოზღუდულ სახელმწიფო ერთეულებში,დროის გარკვეულ მონაკვეთში რაღაც ერთგვაროვნება ზოგიერთი ადამიანის გზისა. პარალელების მოყვანა სივრცეშიც შეიძლება და დროშიც.მაგრამ მაინც უპრიანია ლაპარაკო სწორედ შეზღუდულ სივრცესა და დროზე.ყველა ადამიანს მხოლოდ ერთი რამ აქვს საერთო დაბადება და სიკვდილი და თვით აქაც ფორმებით რაოდენ განსხვავდებიან ადამაი
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Mon Jan 26, 2009 2:09 pm

ადამიანთა ურთიერთობა რაღაც აუხსნელი ფენომენია ,რომელთა გარკვევას ჰომო საპიენსი თავისი გაგონებრივების ან ყოველ შემთხვევაი დამწერლობითი აზროვნების შექმნის დღიდან მაინც ცდილობს .ადამიანს სწავლობენ ბევრნაირად ანატომიურად,ფილოსოფიურად,ბიოლოგიურად .სხვადასხვა სოციალურ გარემოში,დაბადებამდე, ბავშვობისა და მოზრდილობის, თუ მოხუცებლობის ხანაში ,სიკვდილის დროს და მის შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი გავს ზუსტ მეცნიერებების მიერ თავის საგნების შესწავლას, (როგორც ჩანს,ყველა მეცნიერება მაინც მარტივად დაყვანისაკენ,გაშიფრისაკენ მიდის ) ვიცით ატომი და მისი შემადგენელი ნაწილები ,მაგრამ არა ეს ნაწილები განსაზღვრავენ სხეულს,ამ ნაწილთა წინასწარგანსაზღვრული დამოკიდებულებებით, ურთიერთობებით ,მათი აგებულებით განისაზღვრება სხეული და მისი თვისებები.ადამიანთა თანაარსებობც რაღაც მიუწვდომელი ფენომენია ,თავისი ენობრივი თუ გონებრივი კავშირებითი ურთიერთობებით,განა ადამიანმა იცის თავისი მოვალეობა ,თავისი გაჩენის მიზეზი?მან ხომ დიდას გაასწრო მასში დაპროგრამებულ ფიზიკურ შესაძლებლობებს .სიცოცხლე და სიცოცხლის გაგრძელება უნდა იყოს ჩემი აზრით,ყოველგვარი ცოცხალის ზეგარდმო არსი.მაგრამ სიცოცხლე და სიცოცხლის განგრძობა რაღაც გარკვეულ პირობებში,რადგან თვით ცხოველებიც კი თავს იკლავენ, თვითონ ისწრაფიან სიცოხლეს, როდესაც საამისო აუცილებლობა ჩნდება.
ვითომ დიდად განსხვავდება ადამიანი?
მან ხომ თავისი გაადამიანურობით,ანუ იმით რითაც ჩვენი მოდგმა ამაყობს ბევრი რამ დაკარგა განა უფრო ბედნიერია დღეს ადამიანი ,ვიდრე ვთქვათ 2-3 აღასი წლის წინათ? განა უფრო მდიდიარი გახდა იგი სულიერად ,განა გადაიქცა იგი იმ ჰარმონიულ არსებად,რაც ვითომდა მიზანი იყო წინარე თაობების?აბა ერთი გავიხსენოთ,ძველი კულტურები,გნებავთ შუმერების, ეგვიპტელების ,ჩინელების თუ ბერძნების?
განა ბევრით წავედით წინ?განა ადამიანი ბვერით უკეთესი ან უარესი გახდა?განა იგივე ბრძოლა არ არის დღესაც არსებობისთვის,მოხვეჭისთვის ,სახელისთვის,ძალაუფლებისთვის?რა მართავს, რა ძალა მაეთავს ადამიანთა ცხოვრებას?იდეების სამყარო?კი მაგრამ რამდენ იდეას შეიძლება დაუჯეროს ადამიანმა?,რამდენჯერ შეიძლება იწამოს და შეცდეს?წინასწარმეტყველები არცერთ დროს არ აკლდა,ისინი არც ეხლაა ცოტა და ადამიანები კვლავ მიუყვებიან სხვადასხვა წინსაწარმეტყველთა მიერ დასახულ გზებს ოღონდ ეხლა უკვე ტოტალურ სახემწიფოში.ძალითა თუ მოფერებით, დაშინებითა თუ ტკბილი სიტყვით ,ოღონდ ყველა დრო თავის მმართველი ერის თუ პიორვნების შესაბამისად თავის ქურაში ატარებს ძველ იდეებს,თავისებურად იძლევა და აიძულებს მასიურად გავყვეთ მას.დიახ, ერთი დაიგივე იდეას იცავენ,ერთი დაიგივე პიროვნებას აღმერთებენ და სხვადსხვა საქმეს აკეთებენ.განა ქრისტიანთა განხეთქილებები მხოლოდ სულიერი სფეროდან მომდონარეობა?განა მაჰმადიანთა თუ ებრაელთა სხვადსხვა მიმდინარეობები მხოლოდ მუჰამედის თუ იეღოვას არსებობის და გამონათქვამების სხვადსხვა ინტერპრეტციიდან მოდის?არა და არა .აქცა ისევ და ისევ ადამიანთა ურთიერთობაა განმსაზღვრელი.
როგორ შეიძლება გაიშიფროს ადამიანი,გაირკვეს როდის არის გულწრფელი და როდის გატყუებს.როდის მოყვარე და როდის მტერი?თვითონ საკუთარ თავსაც ვერ გაუგებ ზოგჯერ.მართლა იმას ფიქრობ და განიდი რასაც ხვდები თუ ეს ფიქციაა და სხვა რამისთვისაა გამიზნული.
ჩვენი გამოვლინება რომ საზოგადოებაში სხვებთან ურთიერთობაში ,რომ მარტო ჩვენს თავზე არაა დამოკიდებული.აბა ,რამდენი რამ არის დამალული ჩვენი გონების მიღმა,კიდევ რამდენი შემოგვრჩა ბუნების ადამიანისგან -ჰომო ნატურა .კიდევ რამდენი არ ვიცით ჩვენივე თავის შესახებ და მიდი ეხლა და დაუჯერეთვით იმ დიდი წინასწარმეტყველთ თუ დიდ მოაზროვნეთ ,რომელთა იდეებიც ვინ იცის როგორ და რატომ გაჩნდნენ. თანაც მათი აღმასრულებლები ხომ სულ სხვადსხვა ხალხია .თითოეულ მათგანს თავის მისწრაფებები, თავისი საკუთარი მიზნები აქვთ და მას უმორჩილებენ ამ იდეების განხორციელებას ყოველ შემთხვევაში ქვეცნობიერად მაინც
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Mon Jan 26, 2009 2:13 pm

...................


Last edited by nini on Sat Jan 31, 2009 11:28 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Mon Jan 26, 2009 2:17 pm

ramdenime didi posti avkrife qartulad sxvagan da..
rom unda damekopirebina aq.gaqra .wameshala.
vwuxvar..
tavidan dawera an gaazreba,imxela emocia chavde ar hsemidzlia:(
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Mon Jan 26, 2009 11:59 pm

...


Last edited by nini on Sat May 09, 2009 5:20 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: Cafe L'Amour   Thu Jan 29, 2009 9:49 pm

Я знаю, ты моя награда
За годы боли и труда,
За то, что я земным отрадам
Не предавалась никогда,
За то, что я не говорила,
Возлюбленому: "Ты любим".
За то, что всем я все простила,
Ты будешь ангелом моим.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Sponsored content




PostSubject: Re: Cafe L'Amour   

Back to top Go down
 
Cafe L'Amour
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: სადისკუსიო კლუბი - სტუმრად ნინი მელივასთან-
Jump to: