არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Jul 15, 2009 5:48 pm

მინდია wrote:
ესეთ ადგილას რომ მოხვდები მერე ალბათ თავი უნდა მოიკლა Suspect

გზაზე



ესეც აბუდელაურის ტეთრი ტბა



ვაი, რა სურათია..........გული გამიჩერდა!
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jul 17, 2009 9:45 am

გაღმა ქალია...

გაღმა ქალია...
მე გამოღმით კვლავ ვავსებ ჭიქას,
თანაც უბერავს
უპრინციპო პერიოდებით,
პიგმენტდაკარგულ
ყაყაჩოებს რა უნდათ სხვაგან,
ჩემს და შენს შორის
იზრდებიან შემოდგომაზე,
როცა მთის ფერდებს
კაბასავით ნისლი აცვიათ
სადღაც მუხლამდე
იქნებ ოდნავ,
სულ ოდნავ ზევით...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jul 17, 2009 9:47 am

გაღმა ქალია

გაღმა ქალია...
მე გამოღმით კვლავ ვავსებ ჭიქას,
თანაც უბერავს
უპრინციპო პერიოდებით,
პიგმენტდაკარგულ
ყაყაჩოებს რა უნდათ სხვაგან,
ჩემს და შენს შორის
იზრდებიან შემოდგომაზე,
როცა მთის ფერდებს
კაბასავით ნისლი აცვიათ
სადღაც მუხლამდე...
იქნებ ოდნავ,
სულ ოდნავ ზევით...


cheers

მინდიას დაუწერნია ეს ლექსი და ედავებიან სადღაც-სადღაც რაღაცეებსა...
არ დაუჯერო, მინდი, არავისა - შენ შენი ჭკუისეები სწერე...
”არაგრამატიკულად” თუნდაც...

pirat
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jul 17, 2009 10:49 am

როცა მთის ფერდებს
კაბასავით ნისლი აცვიათ
სადღაც მუხლამდე...
იქნებ ოდნავ,
სულ ოდნავ ზევით...[/

იფ, იფ, იფ!!!!
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jul 17, 2009 11:46 am

Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jul 17, 2009 3:40 pm

Quote :
"მინდია"ესეთ ადგილას რომ მოხვდები მერე ალბათ თავი უნდა მოიკლა Suspect
ასეთ ადგილას რომ მოხვდები, მერე (ალბათ კი არა დანამდვილებით!) უნდა იცოცხლო და იცოცხლო... რაღა მოგკლავს, მინდი, ამეების მნახველს?!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jul 17, 2009 7:08 pm

მინდია wrote:


უფოტოესიSmile
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Jul 21, 2009 4:47 pm

მიყ-ვარ-ხარო...


გახსოვს?
მე გითხარი რომ მკითხავდი -
რად, არ მქონდა
მოკრეფილი ცა,
როცა
უკვე მიილია მზე
და საცაა შეერევა ზღვას...

გახსოვს?
მე გითხარი რომ მკითხავდი -
რად, არ ვსუნთქავ
უხეშად და შენ-
თვის, მხოლოდ შენ -
ზურგს უკან და
ყურის ძირში ხმა,
გეუბნება-

მი-ყვარ-ხარ-ო,

თუ არც გჯერა,
თუ...

გახსოვს?
პეპლებს როგორ ერეოდათ
გზა,
შუქზე როგორ ილეწავდნენ ფრთებს
ხოდა კარგო
ჩვენც იმ პეპლებს ვგა-
ვართ
მზისთვის რომ გაწირეს ფრთა...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Jul 22, 2009 1:00 am

მინდი, პირად შეტყობინებებში შეიხედე, რა.
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Jul 30, 2009 10:33 am

заниматься любовью

ეგრე არაა თხა ვიყიდე, თხა გავყიდე -
დამრჩა მოგება, ვწევართ ლოგინზე უვნებოდ და
როგორც მოგვები, შიშველ სხეულებს ვაქცევთ კერპად,
ანდაც ხატებად, ხელისგულებზე ცა დაგადე, როცა ძილიდან

გამოერკვიე მინავლული თვალებითა და უხმოდ ჩაუთქვი
სურვილები, მკერდთან ჩემ სახეს, რომ გენატრება რაღა გინდა
მეტი მოგება... როცა ჩვენ ვხვდებით, კენტ რიცხვში ან
დღეგამოშშვებით, ვკარგავთ ცნობიერს, ი-რეალურს ვარქმევთ

სამოთხეს, ჩვენ უტოპიურ კუნძულებზე გვიწევს ცხოვრება
სადაც გარშემო ყველგან ისმის მხოლოდ: "მე და შენ" და
ურთულესი საქმე არის გარდაცვალება...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Jul 30, 2009 3:03 pm





გახსოვს?
პეპლებს როგორ ერეოდათ
გზა,
შუქზე როგორ ილეწავდნენ ფრთებს
ხოდა კარგო
ჩვენც იმ პეპლებს ვგა-
ვართ
მზისთვის რომ გაწირეს ფრთა...


king cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Aug 06, 2009 10:18 am

პ.ს.
(მინაწერი ნ.ჩ.-ს)


მილიონიან ქალაქში მოკვდა გოგო...
რამდენი ხანია მოვდივარ შენკენ
ცრურწმენებით და რიტუალებით სავსე
და მწამს, რომ მიცვალებულებს არ სჭირდებათ
ნეკროლოგები, რომელებსაც ის ხალხი ვწერთ
ვინც არაფერი ვიცოდით შენს შესახებ მთელი სიცოცხლე
და მხოლოდ ახლა, როცა შენს სურათებზე ვამჩნევთ
ციალს სახეზე, ვხვდებით რომ თურმე გიყვარდა,
მაგრამ ვერასდროს მივხვდებით როგორ...

მილიონიან ქალაქში მოკვდა გოგო...
და რამდენი ხანია მოვდივარ შენკენ,
შენ ალბათ უკვე იპოვე ადგილი სადაც
ერთი-ერთზე საუბრობ ღმერთთან
და ეს ლემადე სულ უბრალოდ გიელავს
თვალში.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Aug 07, 2009 1:42 pm

ჰიპოთეზები (ელის წერილი 12)

ეხლა შენთან ვარ, ელის ფიქრებით
მე - შენთან, სადღაც კიდევ ლემადე
თუთის ფოთლებში გაუჩინარდა,
რადგან ელავდა, მეხამრიდები
მეხმარებიან_
ავირიდო ჰიპოთეზები,
სადღაც შენიდან რომ გრძელდება უშენობამდე...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Aug 09, 2009 8:49 pm

*** (უნდა მოვდიოდე)


ღმერთო,
თან კი ვარ და აღარც რა ვარ,
დაგრჩი გაფიქრებად წამიერი,
ახლა ხელებზე თუ დაიხედავ
იქნებ დამინახო, მოვდიოდე
შენსკენ, დახვეული აღმართებით
გზაზე ვყოვნდებოდე წარა-მარა
მქონდეს უსასრულო რწმენა,
მაგრამ
სხვას ვერ ვარწმუნებდე, მილიონი
ალბათ მიზეზი მაქვს შენგან წასვლის
(კიდევ უფრო მეტი მოვიცილე)
დავრჩი ორიოდე წართმეული
წამი, ხელისგულზე დაიხედე_
უნდა მოვდიოდე აღმართებით,
თუნდაც გზაში ხშირად ვყოვნდებოდე...
by იოჰან
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Aug 18, 2009 7:36 pm

ჩამოვედი და თაიაც ჩამავიყოლე

თაიას


წამოდი თაი, ვისაუბრათ
შენ თქვი - მიყვარხარ,
მაჩნიხარ-მეთქი გიპასუხებ
ალბათ ქალშავო,
მერე შენ წყენას გამიხსენებ
ისევ შარშანდელს
და ჩუმად ივლი
მწვერვალები ვიდრე შეშრება...

ახლა დილაა,
დაქუეხი მოსჩანს აქედან,
ბოლოქანქარა ჩიტი გიზის
ქალო კარვის წინ...
ქვევით არღუნი წარსულ ცოდვებს
მიერეკება
და ჩრდილოეთი ფიქრებს გვიშლის
გადაფრენაზე_
ერთი ვარჯიდან მეორეზე,
უნდა გაბედო
უნდა ადგე და ჩამოხიო
ციდან ავდარი,
როგორ გადგება ეგ ღიმილი
რომ მე ამრიო...
შორს დაქუეხი
და ბორბალო მოსჩანს, დამადე

თავი და ერთად გავიაროთ
ერთი სიზმარიც.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Sep 03, 2009 1:46 pm

# # #

მზექალო მზისა კარი გავაღე
მოდი, იჩქარე, დროზე აგვისტომ -
ჩემი გრძნობები შენზე ალესა,
საათი დარჩა შებინდებამდე
და
მზეჩასულზე მარტოს რა მინდა,
რა მინდა ქარში ციდან - მიწამდე,
სველ ხელისგულებს მახებ,
ალილო
და სიყვარულის ანომალიებს
ყელზე, ტუჩებზე, მკერდზე, ჩემიდან -
მოსდევს სიზმრების ახსნა, მკითხაობ,
ალბათ ბებერი ბოშა ქალისგან
ელი გითხრას რომ,
გადავიდაო
ჩვეულებიდან,
გრძნობებიდან,
იქნებ ჭკუიდან...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Sep 22, 2009 10:36 pm

შატილი, თაიავ


ხოდა თაიავ,
მზე დაეშვა ციდან ფერდობზე,
ციდა ღამეებს ცვარი მოაქვს და
დღემ უმატა_
სხივებს_ვაგროვებ კარმიდამო
უნდა მოვფინო, თორემ პირქუშად
ჩანან რაღაც დღეს ეს კოშკები.

შუა-ღამეა... შუა გზაა... შუა კოცონი...
ვსხედვართ გარშემო, შუქჩრდილები...
რა სიჩუმეა...
შენსკენ ვიწევი, მეხუტები და თოლიები...
(გიკვრის? მეც მიკვირს, მაგრამ) ახლა გადაიფრენენ_
ახედე ზეცას, ზევით, ზევით, უფრო ხმამაღლა...

მე ფიქრებს გეტყვი შენზე, ჩემზე, უფრო გაბედულს
და დათანხმებას ალბათ ქალო ვერც კი გაბედავ
ისე გაკოცებ
სიმორცხვის და ჩემს გასაყარზე
თქვი: რომ თენდება, რომ ძნელია იყო აღმართი
ამ ცხოვრებიდან მე რომ უნდა ამოვიარო.

ხოდა თაიავ,
მზე დაეშვა ციდან ციდაზე...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Sep 23, 2009 1:37 am

ციდან ციდაზე... flower
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Nov 06, 2009 12:30 am

მამეზადე, არიან ქალაქები...

მამეზადე,
არიან ქალაქები თავიანთი დროშებით ცაზე,
სადაც ცა
სულაც არ ნიშნავს ღრუბელს
და არც ის ბავშვი
ცრემლი რომ დასდის სისხლიან ტანზე
აფეთქდა ბომბზე,
მან ესესაა დატოვა დედა
და
ფანჯრის მიღმა მომავალს გაჰყვა.

მამეზადე,
არიან ქალაქები თავიანთი პორტებით ზღვაზე,
სადაც ზღვას
სულაც არ მოჰყავს გემი -
გემი რომლითაც დახმარებებს ეზიდებიან
ლტოლვილებისთვის
და იქ
ვარდისფერ სახლებს აშენებენ ყვითელ ქვიშაზე,
ცისფერ სათვალეს იკეთებენ
მწვანე თვალებზე,
თეთრ კრემს უსვამენ ხორბლისფერ კანს და
ავოკადოს ხეებს რგავენ
ჩაყოლებით მწვანე გაზონის.

მამეზადე,
დამიჯერე,
არიან ქალაქები
სადაც ცა და მიწა ცვლიან ადგილებს,
სადაც მკვდრებს კიდებენ ცაზე
და სულებს ღმერთი
იღებს მიწაში.
ამ ქალაქებში ღმერთის ცნება პირობითია და
იცვლის ფორმას, როგორც წყალი,
როგორც ცოდვილი ვამბობ - რაღა
ამ ქალაქში გარდავიცვალე, ხუთშაბათ დილას
როცა დავტოვე დედა
და
ფანჯრის მიღმა
მომავალი დარჩა წარსულში.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Dec 06, 2009 10:30 am

მამავ, მიწის ფერი გადევს


მამაჩემო - თოვლის ფერო,
დედაჩემო - ფერო მიწის...

ტ. ხარხელაური



მამავ, მიწის ფერი გადევს,
მამავ, გადევს მიწა...

ერთი-ორი ფიცარით და
ერთი-ორი მეტრით -
ქვევით ხარ და
ნაცრისფერ თვალს,
ალბათ გიჭამს მახრა,
ალბათ კანიც გაგიშავდა,
ალბათ კიდეც გახდი.

მამავ, მიწის ფერი გადევს,
მამავ, გადევს მიწა...

მუხის ხესთან ხომ დაგმარხე,
შემოდგომით ფოთლებს
ქარი დამცხრალ მკერდზე გაყრის,
ქარი გაფენს საბანს -
ეხლა მალე თოვლი მოვა,
მოვა, მალე თოვლი.

მამავ, მიწის ფერი გადევს,
მამავ, გადევს მიწა...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Mar 30, 2011 11:03 am

რამდენი ხანია აღარ დამიდევს თურმე არაფერი Embarassed

ანიმე (სენტაი)


რა უნდა მითხრა იმაზე მეტი
რაც უკვე ითქვა
ფუკუსიმა დღე თუ არა
გაჟონავს ღამით
ამაოა მაგ ფრთების დაწვა
ისედაც ვკვდებით



Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Mar 30, 2011 11:04 am

მინდია გოგოჭური

არათითები


ჩვენი მამები დაიღუპნენ,
სანამ ჩვენ გზები
გამოვიარეთ
ერთმანეთის ხელებისკენ
და ახლა, როცა
არათითზე
არათითს გახებ,
ორივეს გვტკივა ოქროსფერი წრეები ნიშნად -
რომ გავიზარდეთ.

II

მთავარი დროა -
ჩასუნთქვას და ჩასუნთქვას შორის,
ყოველთვის არის ამოსუნთქვა
(გინდაც ემფაზა),
როდესაც ვხვდებით, რომ სრულიად
უაზროდ ვკვდებით
და როცა სიკვდილს
ვერ აკავებს ვერცერთი ფრაზა.

მითუფრო ღმერთი.

ვერც ის, ვინც ძლიერ
გიყვარს და გაწვდის
ყოველ ნაბიჯ
საჭირო ჰაერს...
ჰო, ისევ ღმერთი, ვუბრუნდები
საეჭვო ადგილს -
არადა, მახსოვს, ვფიქრობდი და
ვეძებდი რამდენს:

სახლში, ქუჩაში, მეგობრებში,
სრულიად უცხო
ხალხში,
თვალებში,
მამაჩემის ტორისებრ ხელზე,
მიწაზე, ცაზე,
წვიმიან და თოვლიან ქარში,
ცაცხვებზე, გზაზე,
გზაზე
და გზაში...

III

ჩვენი მამები დაიღუპნენ
ახლა ჩვენ ჩვენი
მარჯვენა ხელის არათითებს-ღა
ვიშვერთ ცისკენ...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Mar 30, 2011 11:05 am

***

მზესთან დავსახლდით.
ზოგს ეგონა
გავხუნდებოდით,
ჩვენ კი გავღივდით.
ახლა მე ვწევარ
და ნამრავლი
მკერდზე მადევს - შენი თითები.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Moxetiale



Male
Number of posts : 3
Age : 107
Location : მოხეტიალე
Job/hobbies : .
Humor : .
Registration date : 31.12.09

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Mar 31, 2011 12:13 am



როგორ ძალიან უყვარსო მეს შენი პოეზია


:მზე:
Back to top Go down
View user profile http://www.web.de
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue May 31, 2011 10:10 pm

Moxetiale wrote:


როგორ ძალიან უყვარსო მეს შენი პოეზია


:მზე:

Embarassed მადლობაო ხეტიალავ Smile


ა და თაია

გახსოვს ივლისი?
მწვანე აღმართს ავუყევით
მე და შენ, ორნი.
დროდადრო წვიმდა
ნაწვიმარზე ფეხი გვიცურდა,
რადგან გზა იყო მეტად ვიწრო,
მეტად დამრეცი
და ჩვენ ერთმანეთს
შევუდექით, ავეკვიატეთ
მხრებში...

...ხელებში
ერთმანეთის თავი შემოგვრჩა.
როცა ცა აშრა და მიწამაც
ნედლი ბალახის
ოხშივარი ზევით მიმართა
ამოვიოხრეთ,
ჩვენ ორივეს გვაკლდნენ მამები
და გადავწყვიტეთ შეგვესწავლა
საფუძვლიანად, თვალები,
ხმები...

ჩვენი ხმები, იოგებიდან
ამოგლეჯილი ხალისის და დარდის
ნაზავი, ჰაერის მასა.
ჩვენც მასებში მოვიაზრებით
მოთხოვნილებით, მისწრაფებით
ტანსაცმლიანად.

თქვი, რომ რთულია ეს ცხოვრება
თქვი, რომ ომებში
ყოველდღიურად რომ განვიცდით
და რომ არ ცხრება
ქმრები მოგიკლეს, რომ დაქვრივდი,
რადგან თავისით
ყოველ ამბოხზე ხალისი და ჟინი
მაკლდება...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Sponsored content




PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: