არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun May 17, 2009 7:31 pm

მეზღაპრე. (წერილი მე)

სალამი მეზღაპრევ, დაუშვი აფრები?
იჩქარე დღე-დღეზე ელიან ზღვის ღელვას,
ტალღები რომლებიც ღმერთსაც კი მოკლავენ
ოცნებებს გამოსცდნენ და შენკენ მოდიან.

სალამი მეზღაპრევ, გიგზავნი წერილებს
ნეტავ თუ ნახულობ, ან თუკი განიცდი
რომ მე ვარ წარსული მაგ შენი მომავლის
ზღაპრად რომ უყურებ და
მაინც არ გჯერა

რომ ერთ დღეს ვუწოდებ, უბრალოდ, მე - ერთ დღეს,
მზის ციკლში მეტევა ყოფნაც და არყოფნაც
და შენ რომ აღმერთებ \"გავლენას მომავლის\" -
მე აღვირს მოვქაჩე და
სიზმრებს მივაბი.

ადექი მეზღაპრევ, ადექი, ჩაიცვი
დღეს ცივა საოცრად, წვიმა და ქარია,
ქუჩაზე რომელიც უბრალოდ ქუჩაა
და გარბის არედან აზრობრივ დატვირთვის.

გეყოფა მეზღაპრევ, სალამი აწმყოდან!
აქ სცივათ, გარბიან, უყვართ და სცოდავენ...
ღმერთები? ეგენი უსმენენ არიებს -
შენ რომ ცას ეძახი, ისე კი ლოჟაში.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue May 19, 2009 4:14 pm

ეხლა

აი,
ესეთი ვარ ეხლა,
როცა გამთენია მოდის,
წითლად მეპარება თვალთან
სევდა, უძილობა, ბოლი.

აი,
ასეთი ვარ ეხლა,
ვზივარ უსასოოდ მარტო,
კვამლში გამეხვია აწმყო
წარსულს
"პაპალამ"-ზე ვუცვლი.

უკვე ატუზულან კართან -
ღამეს დოსტები ყავს ფრონტის,
აი,
ესეთი ვარ ლაღი,
მთვრალიც, მშფოთვარეც და მოდი

იქნებ უმკურნალო აწმყოს,
იქნებ მომავალიც გაჩნდეს,
აი,
ესეთი ვარ ეხლა,
როცა სურვილი მაქვს ლოცვის.

მიყვარს ეს ორივენაირადLike a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed May 20, 2009 9:03 pm

ცარგვალი
-------------

შამამხვდი, მამავ ცარგვალზე,
სად იყრებიან სიზმრები,
ერთაი კი მისაყვედურ,
მერე სთქვივ - არც რა, ვიქნებით,
ამის გაღმ მუდამ ერთადა,
ერთად ჩავსთიბთთავ სათიბებს...

მამამ შენისლულ თვალები
შემომაყოლა ნაბიჯზე. cheers king sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Jun 04, 2009 12:55 am

ენ-აო (ზანგი ვარ...)

ზანგი ვარ - ეს ნიშნავს, კანი მაქვს სხვა ფერის,
ფერის რა - ის ცა და მე უფრო მზისაკენ...

ზანგი ვარ - ეს ნიშნავს, რომ ვდგავარ სხვა კლასში,
კლასში რა - ვეკუთვნით სხვადასხვა სოციოს...

დამშვიდდი,
მივდივარ,
უდაბნოს ვერევი, აქ ყველა ოაზისს ვიცნობ და
სასმელად
ადვილად ვიშოვი წყალს და ხელისგულებს
მივუტან შამანებს მეზობელ ტომიდან

მეტყვიან -
მდინარეს მოჰყვება ენ-აო
(ქალღმერთებს სახელებს არქმევენ უცნაურ)
ის მოვა, როდესაც
უდაბნოს ქვიშაზე
ზამთარი გაწვება ზოლებად
ზებრების.

ზანგი ვარ - ეს ნიშნავს, მე მწამს და მე მიყვარს,
მიყვარს რა - ვუყვარვარ, მაგრამ აქვს ფობია...

ზანგი ვარ - ეს ნიშნავს, კანი მაქვს სხვა ფერის,
ფერის რა - ის ცა და მე უფრო მზისაკენ...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Jun 04, 2009 8:44 am



დამშვიდდი,
მივდივარ,
უდაბნოს ვერევი, აქ ყველა ოაზისს ვიცნობ და
სასმელად
ადვილად ვიშოვი წყალს და ხელისგულებს
მივუტან შამანებს მეზობელ ტომიდან

მეტყვიან -
მდინარეს მოჰყვება ენ-აო
(ქალღმერთებს სახელებს არქმევენ უცნაურ)
ის მოვა, როდესაც
უდაბნოს ქვიშაზე
ზამთარი გაწვება ზოლებად
ზებრების.


საოცარი ხედვითა და მოულოდნელი მიგნებებით გვახარებს მინდია.
კარგია,როდესაც ახალგაზრდა პოეტი უკმარისობის გრძნობითაა შეპყრობილი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Jun 04, 2009 9:04 am

Arrow

გაექცა მინდია რითმას,
მაგრამ რიტმს ვეღარსად დაემალა მაინც.

კარგია ეს - უჩვეულო ხედვა მოიტანა ამ ლექსითაც.

ეგრე მიჰყევ, მინდიავ...

Exclamation
Back to top Go down
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Jun 09, 2009 11:03 am

მინდო,შე ძველო!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Jun 15, 2009 5:07 pm

ზაზუნა

მის,
უკვე ათია - საათი, საღამო,
მე ვბანაობ უთქვენობაში,
თანაც შიშველი, ხელებით ონკანი
მოვუშვი, აცივდა
და მტვრიან ფარდებზე
თითები აწყვია
მიჯნაზე...

მის,
ამბობენ
მსუნაგმა აბატმა
ზარები გაწმინდა ღთისაგან,
მის,
მითხრეს არ თხოვდებით,
მონაზონ...
უთხარით მიზეზი
ჩაშლილი პაემნის
საკუთარ,
ორეულს
ხავსიან კედელზე
ლოცვის წინ.

ვიღლები,
ათია - საათი, საღამო,
აკორდი კლავიშზე ავიღე...
მის - გავყიდე წყეული საგრაფო
მიწები, სიცოცხლე სფეროში
ჩაკეტილ ზაზუნად
აქციეთ.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jun 19, 2009 10:35 am

Imagine Me (მარის)

წარმომიდგინე,
ვცხოვრობ დიდ ბურთში,
ვმოძრაობ წრეზე რომლის ცენტრიც სახლია -
ვარდისფერი ფარდებით და ჩემი სისუსტით სავსე

წარმომიდგინე,
შეხედულებებით რომლებიც არ მეცვლება წლების მანძილზე,
მე დღემდე მწამს რომ ყველა კაცი უნდა მოკვდეს ომში,
ჭრილობით გულთან და არა ზურგზე
და ცდუნებას სულაც არ ქვია ქალი

წარმომიდგინე,
როგორ ვწრიალებ ყოველ ღამე საწოლში,
როცა ვფიქრობ რომ უნდა მოვკვდე,
არა ხვალ, არა ზეგ, არამედ ახლა, ამ ღამით
და რა ადვილია დაიძინო
და წახვიდე იქ სადაც ეშმაკმა უწყის სად ხარ ან თუ ხარ
და აქვთ თუ არა მეგობრებს ძველი ჩვეულებები,
ესე რომ მავსებს...

წარმომიდგინე,
უძილო და სასომიხდილი,
ღამის ოთხზე თუ ხუთზე ვიღებ ტელფონს და
რომელიღაც ჩინურ თამაშით ვკლავ ფიქრებს...

წარმომიდგინე,
ცივი და კუშტი, ვდგავარ და ვეძებ ღმერთს,
რომლისგანაც მაქვს მხოლოდ სიტყვა,
რომელიც მწამს როგორც ანდერძი...
და მინდა მეტი, როგორც ცეკვაში
როცა პარტნიორს შეცდომა მოსდის
ხოლო მეწყვილე შეცდომას უშვებს, რომ არ შეიმჩნეს
თვალისგან უცხო...

წარმომიდგინე,
ვცხოვრობ დიდ ბურთში,
ვმოძრაობ წრეზე, რომლის ცენტრიც სახლია -
ვარდისფერი ფარდებით და ჩემი სისუსტით სავსე.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sat Jun 20, 2009 8:51 pm

წარმომიდგინე,
ცივი და კუშტი, ვდგავარ და ვეძებ ღმერთს,
რომლისგანაც მაქვს მხოლოდ სიტყვა,
რომელიც მწამს როგორც ანდერძი...

...
მინდია გოგოჭური უმატებს და უმატებს cheers
და მეორე ტაიმში bounce
უფრო ლამაზ გოლებს ვიხილავთ. lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Jun 24, 2009 5:02 pm

მის - უბრალოდ მარტივი ლექსი

იცით, რა ღამეა მის?
ვარსკვლავიც არ წყდება ცას,
მითხარით ვის ვენდო ვის
როცა თქვენ არა ხართ,

სხვა

მე სულ სხვა მიზეზი მჭირს
განა ვერ მავიწყებთ თავს,
გითხარით? ტუჩები მის,
მეწვება, არ მკოცნით,

რა

რა ვუყო ფიქრებს და გზას
რა ვუყო ოცნებებს, მზის
ვერ ვიტან შეცვლას და მხარს
უკან თქვენ ჩურჩულებთ-

ბის

მივდივარ, მოვდივარ კარს,
ვუკარგავ ფუნქციას გზის,
გვირილა არ მინდა, არ,
უბრალოდ მიყვარხართ მის...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Jun 25, 2009 11:31 am

ბიძაჩემი


მაღალი, ხმელი კაცი იყო ბიძაჩემი.
ცას მზე ეკიდა საკინძეთი,
მერე უდარდელად ჩამოხსნა და
გულის ჯიბეში შეინახა.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jun 26, 2009 8:52 am

მე დედა მყავს ელ
ცხრა მთას და ცხრა ზღვას
მიღმა და
ყოველ ვახშამზე
მონატრებას აყოლებს უშაქრო ჩაის

მე გული მაქვს ელ
ცხრა მზის და ცხრა ცის
მაღლა და
ყოველ დღე გიყურებ
როგორ დაფრინავ ჩემს ქვევით

და ფრთები ელ, ფრთები,
გაიხადე და მოიხსენი,
არ გიხდება ამ სიმაღლეზე ყოფნა
შენს ქვევით მე ვარ
ზღვის ნაპირზე, ვწევარ და
ზოგს გონია რომ ვირუჯები king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Jun 30, 2009 9:15 am

წერილი მინდიას


მინდიამ მთხოვა, აზრი გამომეთქვა ამ ლექსზე და მეც ეგრე გამოვთქვი. აქ იმიტომ მოვიტანე, რომ იქნებ სხვებსაც გამოადგეთ...

ტავტოლოგიები ჩემიდან
(თეზისები)


მე -
სულაც არ ვთვლი, რომ ცხოვრება მახინჯია;

მე -
ხშირად ვცდილობ გაქცევას...

მე -
ვეჭვობ, შემიძლია თუ არა სიყვარული
და არ ვნანობ დაბადებას;

ვნანობ -
სიკვდილს, რადგან არ ვიცი, სად მივდივარ

და
ვარ ან ვიქნები კარგი მამა,

რადგან,
მეცოდება სიკვდილისთვის განწირული მომავალი...

ცოლი -
კიდევ ერთი უაზრო ტრადიცია,

რომელსაც
დავანგრევდი სიამოვნებით.

ქალი -
ამოხსნადია ზოგჯერ სექსის მერე,

ერთ -
უცნობიან ამოცანასავით,

სადაც -
ერთი შესაკრები მე ვარ,

ჯამი -
სექსი მოვალეობით.


Arrow

მოდი, ჯერ ეგრე გავასწოროთ შენი ლექსი - ეს გრამატიკის მხრივ...

და

აზრობრივად კიდევ -

ეს ამბოხებული ლექსია. ერთი განწყობა გაქვს დაჭერილი და ბოლომდე მიჰყვები იმ განწყობას.
ალბათ, დავას დაგიწყებენ, მინდიავ, რომ - შენ მაგას როგორ ამბობ, რომ ცოლ-ქმრობის ტრადიცია უაზრობაა და დასანგრევიაო და კარგი არის ცოლ-ქმრობაო. ამაზე უკეთესი არც არაფერი გამოუგონია კაცობრიობასაო და ბიბლიაშიც ეგრეაო...

მაგრამ ის შენი კრიტიკოსები ლექსის ფინალს ვერ დაინახავდნენ, სადაც ფორმულასავით რამეა - სექსი მოვალეობით...
სექსი მოვალეობით მაშინ არის, როცა არ გიყვარს და იმას უყვარხარ თუ არა, სულ ერთია შენთვის.

ამ შენი ლექსის ლირიკული გმირი სწორედ ამ დღეში უნდა იყოს - სწორედ ამიტომ ეჭვობს ლექსის თავშივე, რომ შემიძლია ნეტავი სიყვარული თუ არაო... და იმაზე იწყებს დავას, რომ რატო არ ვიცი, სიკვდილის მერე რა იქნებაო.

ამ შენ ლირიკულ გმირს ისღა დარჩენია, რომ "კარგი მამა" იყოს - სიკვდილისთვის განწირული მომავალი მეცოდება და იმიტომო.

ანუ -

ლექსში ძალიან ზუსტად არის დახატული შენი ლირიკული გმირი.
და ეს შენი ამბოხიც იქიდან მოდის, რომ სიყვარულში იქამდე არ უნდა მიიყვანო ადამიანმა საქმე, ქალი იქნები თუ კაცი, რომ შედეგად ის ერთუცნობიანი განტოლება მიიღო, რომლის ჯამი არის "სექსი მოვალეობით".

ლექსის სათაური კიდევ იმას გვეუბნება, რომ ლირიკული გმირის სულიდან არის ამოკრეფილი ეს აზრები. ესე იგი, საკუთარ თავში არის დაწყებული ეს აჯანყება, რომ ერთუცნობიან განტოლებამდე არ მივიდეს საქმე...
და ეგრეც უნდა - საკუთარი თავის სრულყოფისათვის არის აუცილებელი ასეთი ამბოხები.

ჰოდა, ის შენი "კრიტიკოსები" - ყველა მინდა დავამშვიდო:
ამ შენ ლირიკულ გმირს ნამდვილი სიყვარული ექნება და ნამდვილი ოჯახიც, რაკი ეგეთი გამაფრთხილებელი ამბოხების მოწყობა შეუძლია საკუთარი თავისთვის.

არადა, ეს ადგილი ისე ყვირის შენი ლექსიდან:

ცოლი -
კიდევ ერთი უაზრო ტრადიცია,

რომელსაც
დავანგრევდი სიამოვნებით.


- რომ სხვას ვეღარაფერს ხედავს გამოუცდელი მკითხველი და ეგრევე ამაზე დაგიწყებს კამათს...
და იკამათონ - კარგია, როცა შენ ლექსზე კამათობენ...
შენ არ აჰყვე არავის, არ ჩაერიო იმ დავებში, შენ შენი საქმე გააგრძელე...

study
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Jul 02, 2009 3:29 pm

მეთევზის ცოლო

მეთევზის ცოლო,
როცა შენი ქმარი გადის წყალში
შორეული ზღვებისკენ სადაც,
ამინდს ჩვევად აქვს ქარი, გადმოდგი ქვაბი,
ნახშირის ღუმელს საკმარისი
ასმინე ლოცვა - ბავშვზე და შენზე...

მეთევზის ცოლო,
როცა შენი ქმარი გადის წყალში
ნავით რომელიც მლაშე წყლებს სერავს
ლუკმის და პურის საძებნელად
თოკით და ბადით,
დახურე კარი - ცივდება კერა
და თანაც უკვე მეზობლის კაცებს
(ალალბედზე რომ ყვინთავენ ცაში,
სწორედაც ცაში...)
მოუსპობ სეირს - თუ როგორ იწმენდ
მკერდიდან ფარფლებს, რომლებიც შენ ქმარს
ჯერ კიდევ წინა თევზაობიდან შემორჩა ხელზე...

მეთევზის ცოლო.
როცა შენი ქმარი გადის წყალში,
თაკარა მზისქვეშ და მარილი ახმება ტანზე
(რომელიც ეწვის ყოველდღე და
წყლულდება ღამით...)
ნუ მისდევ ფიქრებს,
აბა სად შენა და
სად კიდევ ქალი,
კვირაობით რომ, მოჰყვება ხოლმე ქალაქელ ვაჭარს...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Jul 06, 2009 4:16 pm

კაფე აზია

კაფე აზია, ზარს თამაშობს ვიღაც აშუღი,
ასე ამბობენ- შაბათობით ”სტავკა ქალია”,
იგებ ან აგებ, ყველაფერი ორი ციფრია,
ჟინი, აზარტი, სიყვარულიც და ოვაციაც.

კაფე აზია, ჩაის ჭიქა, ვზივარ ფეხმორთხმით,
ეხლა შენამდე ორიოდე დამრჩა გასროლა...
ჭრელ ბალიშებთან
ემიჯნება ღამე სამყაროს,
ვღეჭავ ასოებს უგულოდ და ალბათ

ასობით

სიტყვით შემეძლო ამეხსნა თუ როგორ მიყვარდი,
ვტენი დამბაჩებს, ავაცილებ, დღეს ვარ ცაცია...
ეხლა შენამდე ორიოდე დამრჩა გასროლა...
ვზივარ ფეხმორთხმით, ჩაის ჭიქა, კაფე აზია.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Jul 06, 2009 8:36 pm

მინდია wrote:
კაფე აზია

კაფე აზია, ზარს თამაშობს ვიღაც აშუღი,
ასე ამბობენ- შაბათობით ”სტავკა ქალია”,
იგებ ან აგებ, ყველაფერი ორი ციფრია,
ჟინი, აზარტი, სიყვარულიც და ოვაციაც.

კაფე აზია, ჩაის ჭიქა, ვზივარ ფეხმორთხმით,
ეხლა შენამდე ორიოდე დამრჩა გასროლა...
ჭრელ ბალიშებთან
ემიჯნება ღამე სამყაროს,
ვღეჭავ ასოებს უგულოდ და ალბათ

ასობით

სიტყვით შემეძლო ამეხსნა თუ როგორ მიყვარდი,
ვტენი დამბაჩებს, ავაცილებ, დღეს ვარ ცაცია...
ეხლა შენამდე ორიოდე დამრჩა გასროლა...
ვზივარ ფეხმორთხმით, ჩაის ჭიქა, კაფე აზია.

მართლა კარგია და ლამაზია
"კაფე აზია"...

წავედი და დავლიე ჩაი
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Guest
Guest



PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Jul 06, 2009 9:32 pm

კაფე "აზია"

კაფე "აზია". ზარს თამაშობს ვიღაც აშუღი.
ასე ამბობენ - შაბათობით ”სტავკა ქალია”.
იგებ ან აგებ, ყველაფერი ორი ციფრია -
ჟინი, აზარტი, სიყვარულიც და ოვაციაც.

კაფე "აზია". ჩაის ჭიქა. ვზივარ ფეხმორთხმით.
ახლა შენამდე ორიოდე დამრჩა გასროლა...
ჭრელ ბალიშებთან
ემიჯნება ღამე სამყაროს.
ვღეჭავ ასოებს უგულოდ და, ალბათ,

ასობით

სიტყვით შემეძლო ამეხსნა - თუ როგორ მიყვარდი.
ვტენი დამბაჩებს, ავაცილებ, დღეს ვარ ცაცია...
ახლა შენამდე ორიოდე დამრჩა გასროლა...
ვზივარ ფეხმორთხმით. ჩაის ჭიქა. კაფე აზია.


Idea

მინდიავ, აბა, ეგრე ნახე შენი ლექსი - ეს ხო არ სჯობია?

Wink
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Jul 08, 2009 12:02 pm

მადლობთ ბატონო მიხო აუცილებლად გავითვალისწინებ king


დაგემატე



1

დაგემატე
უკვე რა ხანია,
ტოლობიდან უტოლობად გაქციე,
სადღაც ათწილადის მძიმის იქით ვარ
რამდენიმე ნოლს მიღმა,
ჯერ ალბათ ვერც კი ამჩნევ
ამ უმნიშვნელო მატებას
შენ და შენს ძველ "მე"-ს შორის,
როცა დილიდან აივანზე უყურებ მზეს
და მკერდზე ვერაფერს ვერ გრძნობ
ვერც სიცხეს,
ვერც გამვლელებს,
ვერც უძილობას...

2

მალე ჩემთან ახლოს
გექნება სახლი,
გადავჭიმავთ ოცნებებს აივნიდან აივანზე
და ვივლით ფეხშიშველები
უმოაჯირო ბეწვის ხიდებზე.
იქნებ ერთმანეთის თვალებშიც ჩავიჩეხოთ
გაყოფასავით
სადაც გასაყოფი შენ ხარ
გამყოფი მე და კიდევ რამდენიმე ციფრი
შენი ირაციონალური სამყაროდან რომელთა
აღქმაც საოცრად მიჭირს...

3

დაგემატე,
უკვე რა ხანია,
ჯერ კიდევ ბავშვობიდან მხიბლავდა უტოლობები
როცა მეგონა რომ მიცვალებულებს
მოგონებები მიჰქონდათ ღმერთთან
ჭრელ-ჭრელი ტილოს ტომრებით და
ალაგ-ალაგ სცვიოდათ ცაზე-
ცისარტყელებად ჩემი ჰორიზონტის
სამხრეთ ნაწილში.

4

დაგემატე,
ეხლა ამოცანას ორი კითხვა აქვს
ერთი მე და ერთიც განაყოფი.
ირონიაა -
დამატება გაყოფას ითხოვს,
სივრცის და სიმრავლის.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Jul 13, 2009 8:16 pm

ესეთ ადგილას რომ მოხვდები მერე ალბათ თავი უნდა მოიკლა Suspect

გზაზე



ესეც აბუდელაურის ტეთრი ტბა

Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Jul 13, 2009 8:34 pm

მინდიავ,
თავი კი არ უნდა მოიკლა,ღმერთს მადლობა უნდა შესწირო,რომ ასეთი მშვენიერება არსებობს ქვეყანაზე,რომელსაც ასე ახლოდან ჩახედე თვალებში... cheers sunny king queen
თუ არ გეწყინება,ამ სურათს(აბუდელაურის ტბა) დესკოპზე ავანთებ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Jul 13, 2009 10:05 pm

გეთანხმებით ბატონო ვაჟა და ვარ კიდეც მადლობელი, უბრალოდ ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, აღარ ვიცი რამ უნდა გამაოცოს მაგ დონეზე ამის შემდეგ Very Happy

სურათის დესქთოფზე ანთება კიდევ საწყენი კი არა, სასიამოვნოცაა cheers Cool cheers
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Jul 14, 2009 8:08 am

მინდია wrote:
გეთანხმებით ბატონო ვაჟა და ვარ კიდეც მადლობელი, უბრალოდ ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, აღარ ვიცი რამ უნდა გამაოცოს მაგ დონეზე ამის შემდეგ Very Happy

სურათის დესქთოფზე ანთება კიდევ საწყენი კი არა, სასიამოვნოცაა cheers Cool cheers


”ბლოგ ოფ მეინე” ბათარეკამ(აპარეკას თანდასწრებით) ასე მითარგმნა:
”ბლომად ოფლი დავღვაროთ ქეიფში.” king king

ზუსტი თარგმანია?! Question
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Jul 14, 2009 11:17 pm

ვაჟა ხორნაული wrote:


”ბლოგ ოფ მეინე” ბათარეკამ(აპარეკას თანდასწრებით) ასე მითარგმნა:
”ბლომად ოფლი დავღვაროთ ქეიფში.” king king

ზუსტი თარგმანია?! Question

სხვათაშორის საკმაოდ Smile



როშკას მიოლთ...

როშკას მიოლთ და
ცას ღრუბლები შემოეჯარნენ,
ხომ არ გეშინის გაწვიმების ქალავ,
დედამ ალბათ დაგარიგა ქალაქს-
"თბილად ჩაიცვ, რომ შებინდდებ დედი"

როშკას მიოლთ, გაწვიმდება ალბათ
ნუ გეშინის დავცემთ ცაში კარვებს
ცისარტყელა სადღაც ჩვენზე დაბლა...
უწინ აქ ხომ მეომრები სვამდნენ

ჭიქა არაყს, ახუხებდნენ ცხენსაც
მერე თუნდაც დაჰქცეოდათ ზეცაც
აქ რომ ასე ახლოა და ახლა
სულ უბრალოდ, სულ უბრალოდ

შავი

აუკრია ღრუბლები და მთვარე
ალაგ-ალაგ, დაუსხლტება მდევრებს
მეც ეგრე ვარ, შენზე ფიქრი მომდევს
ოცნებების კოშკებს ვაგებ როშკას.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Jul 15, 2009 5:45 pm

მინდია, იცი, გუშინ ვუსმენდი "შინს" და შენზე გავიფიქრე-იმას ცდილობს მეთქი თავის ლექსებში, რასაც ეს ანსამბლი...ღმერთმა ხელ მოგიმართოს!
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: