არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Feb 19, 2009 10:58 am

დაღლის ლექსი

მეც არაგვივით მოგყვებოდი
ბარისკენ, თაი,
კარგავდნენ ელფერს
ამღვრეული ნაპირები და

ქრებოდი ხელში,
როგორც არაგვს ეცლება ფშავი...
კალმახებს აღმა
მიჰყვებოდნენ გრძნობები, ცისკენ.

ჩამაგყევ ბარში,
მცირე ხანი ვიდინე მდორედ,
ვიბრძოლე კიდეც
(გაშმაგება მეწადა რარიგ).

დავიღალე და,
ვინც გიყვარდა, ისევ ის ვიძმე,
ისევ ის ვიძმე, ვინც გიყვარდა
და დავიღალე...


Arrow

აი, ეგრე უნდა ამ ლექსს პუნქტუაცია, ჩემი აზრით.
ვინაც თაიას ჰყვარებია, ისევ ის რო იძმო ამ ლექსის ლირიკულმა გმირმა - ესე იგი, ღირსეული კაცია. უფრო სწორად, კაცი - ყოველგვარი ეპითეტის გარეშე... რომ დაიღალა - ეგეც ზუსტია...
ამას მე ”დაღლის ლექსს” შევარქმევდი...
ეგრე განაგრძე, მინდიავ, ეგრე...

ფრჩხილების წინ სასვენი ნიშანი არ იწერება, მინდიავ, და კარგად დაიმახსოვრე ესა. Wink შენც და სხვებმაცა... Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Feb 22, 2009 12:25 am

ძილის წინ დედასთან სასაუბრო
(მოხუცი კაცის აღსარება)


განშორებების შემდეგ,
როდესაც სახლში ვბრუნდებოდი
ორიოდე დღით,
თვალები კი კვლავაც გასაქცევად ემზადებოდნენ,
დედა საუბარს მთხოვდა
ათიოდ წუთით.

არაფერი მქონდა სასაუბრო,
არაფერი მქონდა მოსაყოლი,
მხოლოდ სხეულის ნაწილების ჭკუაზე
გავრბოდი მეგობრებში, ქალებში
(რა უნდა მოვუყვე...)

ვიცი, უკვე ვიცი რაც უნდა მომეყოლა,
ვიცი რაზე უნდა გვესაუბრა და

დე, იცი რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი?
ამასწინათ ერთი გოგონა გავიცანი,
არა, ჯერ კი არაფერია სერიოზული,
მაგრამ სულ მასზე ვფიქრობ, მასზე და შენზე,
ვიცი, ვიცი რომ აუცილებლად მოგეწონება,
აი ნახავ მოვიყვან, აქ მოვიყვან შენთან
და ყველანი ბედნიერები ვიქნებით,
მე ყოველ ალიონზე ღუმელს დავანთებ
სანამ გაიღვიძებთ, სულ სითბო იქნება სახლში

დე, იცი ზოგჯერ ისევ მესიზმრება კოშმარები,
მეღვიძება ღამ-ღამობით და
მთვარით ატალახებულ სივრცეს შიშით ვუყურებ,
ალბათ ვყვირივარ კიდეც გამოღვიძებისას
როგორ ბავშობაში, მაგრამ არავინ აღარ შემოდის ჩემ დასამშვიდებლად,
მაკოცე რა...

ის ჯემპრი გახსოვს? დაბადების დღეზე რომ მაჩუქე?
შენი ხელით იყო დე მოქსოვილი
და მეორე დღეს როცა კლასელები დამცინოდნენ
მაგრად ვიჩხუბე,
მერე გატეხილი თავი, ორიოდ ნეკნი და რამდენიმე დაკარგული მეგობარი...
იცი როგორ მიყვარს ის ჯემპრი?

დე, კიდევ გესაუბრებოდი მაგრამ ვატყობ ძილი მოგერია,
ადრე მე მერეოდა ხოლმე როცა შენ მიყვებოდი ზღაპრებს,
ზღაპრებს გიყვები დე, ზღაპრებს...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sat Feb 28, 2009 11:37 pm

წერილი თაიას

წუხელ მოთოვა,
მშვიდობით ყველავ,
დღე-დღეზე ზვავებ
ჩაჰკეტენ სავალს,
შენსკენ და ფიქრი
შენზე და ბალღზე,
დამრჩება მთის და
ამარა თოვლის.

ვიცი რომ გასცქერ
ჰორიზონტს ჩრდილო-
ეთისკენ ყოველ
ავარა დილას,
ჩრდილი გაქვს შუბლზე
და მკერდზე კვალი,
შენისლულ გუდანს
გახსენებს ვიცი.

მე ვიცი მუცელს
დაჰყურებ მუდამ,
გიყვარს და ჯავრიც
დაგივლის ზოგჯერ...
ეს გაზაფხულიც
შემოვა ჩუმად,
ტირილით მაგრამ
ტუჩებით გულზე.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Mar 04, 2009 10:43 pm

წერილი ნუცის

გვანგრევენ?
ეგრეა ნუცი,
ზოგჯერ უნდა დავინგრეთ კიდეც,
უნდა დაგვწვან, უნდა მოგვთხარონ
და კარგი კალატოზებივით,
ხელახლა უნდა შევუყვეთ ცისკენ.

ბედნიერება ეს ცისკენ სვლაა ნუცი,
თორემ ცაში არავინ აგვიშვებს დროზე ადრე,
ენებს აგვირევენ,
ერთმანეთს მით უფრო ვეღარ გავუგებთ
რაც უფრო მივუახლოვდებით ცას და
არ ჯობია ცისკენ ვიაროთ, ვიდრე ცაში?
არ ჯობია, შენი ეზოს ჭადართან ჩავიმუხლოთ,
ვიდრე ბერწ წეროებს გავეკიდოთ ცაზე,
რომლებსაც ბავშვებიც კი ვეღარ მოყავთ...

გვანგრევენ? ეგრეა, ზოგჯერ ჩვენც ვანგრევთ ნუცი,
უნდა დაიმსხვრნენ კერპები და
ახალი არმაზები, ახალი კოპალები გვჭირდება თურმე...


chemi da dzalian magari leqsi bounce

cheers
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Mar 09, 2009 4:54 pm

# # #

ქალას რომ ჩავგზავნი წყაროზე ხელსურით,
ოდას რომ თაკარა ივლისი აწვება,

წლებს როცა გამოვფენ დაწვიმულ ზვინებზე,
ფეხქვეში კი ჭრიალებს ბაბუის სამფეხა

სკამი და

ჩიბუხში ვაღვივებ ოცნებებს,
მომავალს რომ არ სდევს ნისლი და ავდარი -

ამგვარი სიცოცხლე მარგუნე, უფალო,
ვაჟი რომ მომივა ყანიდან,

ნამგალი

ოფლიან მხარზე რომ
დაუდევს, წარბებით
რომ მოაქვს დაღლა და...

...და მაინც მედიდურ,
შემოდის ნაბიჯით საღამო ჭიშკარში,
ჩვენ ვვახშმობთ და ჭიქა ჩაიში

ეტევა სითბო და
ეტევა სევდაც და
ოცნებაც, ალერსიც...
მარგუნე, უფალო.


Arrow

მინდია ამბობს, - არც ეგრეა, ბობორიკო, საქმე, რომ სულმთლად ქალებისა იყოს მარტის თვეო...

cheers
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Mar 11, 2009 8:46 pm

კამელია

ძაღლური ამინდია კამელია,
შენ ეხლა ალბათ იტირებდი,
იცი, გრძნობები დამელია
არადა სიტყვები მეძალება.

ძაღლური ცხოვრებაა კამელია,
შენ ალბათ მეორედ მოკვდებოდი,
იცი, სათქმელი რამდენია,
მიჭირს, მეგობრების მოპოვება.

ძაღლური ამინდებით ცხოვრებაში
(ვთქვი ხომ, ცხოვრებაც რომ ძაღლურია?)
იცი სიარული რა ძნელია
მუხლიც როცა აღარ მეპუება.

ძაღლური ამინდია კამელია,
კამელია ამინდი ძაღლურია,
ამინდი? ძაღლურია კამელია
(და ეს დასასრულიც რაღაც მსგავსი)

me tu mkitxavt, dzalianleqsia, kamelia cheers
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Mar 12, 2009 10:45 am

miyvars mindias poezia, mixaria, rom internetsivrceSi misi gamoCenisTanave vipove da fexdafex movyvebi, vxedav rogor izrdeba da ixveweba, niWi ki…koWebSive etyobodaJ Very Happy
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Mar 12, 2009 3:22 pm

ელის

ღიმილი?
არასდროს მოიშალო ელის,
მერე რა მოხდა თუ ისეთი არ ვარ
როგორსაც მოელოდი,
ცები რომლებიც გადავიარეთ
და
მზეები რომლებიც დავწვით
ჩემი სახლის კედლებზეა ასახული ელ...

ფანჯრებზე ფარდებია,
ფარდები გამჭვირვალე,
ხელი შიშველ ტანს ვერ მიფარავს,
ლექსი ლანჩაგდებულ ფეხსაცმელს...

მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს,
რამდენად ბრმა ხარ?

მე დედა მყავს ელ
ცხრა მთას და ცხრა ზღვას
მიღმა და
ყოველ ვახშამზე
მონატრებას აყოლებს უშაქრო ჩაის

მე გული მაქვს ელ
ცხრა მზის და ცხრა ცის
მაღლა და
ყოველ დღე გიყურებ
როგორ დაფრინავ ჩემს ქვევით

და ფრთები ელ, ფრთები,
გაიხადე და მოიხსენი,
არ გიხდება ამ სიმაღლეზე ყოფნა
შენს ქვევით მე ვარ
ზღვის ნაპირზე, ვწევარ და
ზოგს გონია რომ ვირუჯები

ამოვიდე? არა ელ არა,
მე მხოლოდ ოცნებებში ვარ მანდ და
მიწაზე რეალისტი ვარ
მწარე,
მწარე

ყვითელი წვიმები იწყება ელ,
დელგმები მელის თუ გველის,
ვაბრუნოთ ცა?

ეს ჩემი სახლია ელის ჩამოხეული ფარდებით,
ეს ჩემი ხელია ელის კოჟრებით,
ეს ჩემი ტანია ალაგ-ალაგ მოშიშვლებული,
ეს მე ვარ,
ეს ცაა
ეს შენ ჩემს ცაზე
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Mar 13, 2009 5:08 pm

ამ ადამიანის ლექსებს ყოველთვის ეტყობა ნაფიქრობა... დიდი კაცი გამოვა, დიდი I love you
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Mar 20, 2009 10:27 am

პაემანი ნაზარეველთან

წუხელ, პაემანი მქონდა ნაზარეველთან
და ვისაუბრეთ სიყვარულზე, მეგობრობაზე,
მე მას ვუთხარი,
რომ შენ მიყვარდი
და გამიკვირდა, რომ არ იცოდა.
მერე ჩემ ინვალიდ მეზობელზე გავაგრძელეთ
ყავარჯნებს რომ ეტლს უთავსებს
დროგამოშვებით,
შევთანხმდით რომ ცოდო იყო მარტოობისთვის,
რომ გაცილებით მეტს იმსახურებდა სიცოცხლეშივე
და მივეცით ძალა
თანამდგომთან სიარულის.

ბევრი ვიარეთ, კათოლიკურ შობის საღამოს
თბილისის აჭრელებულ ქუჩებში,
განვიხილეთ სექსი და ომი,
ან სექსი ომში,
ან ომი სექსში,
განვიხილეთ მეგობრობა და ღმერთი
და ღმერთის როლი მეგობრობაში,
ამაზე შევთანხმდით, რომ არ ჩაერეოდა,
რომ მოგვცემდა საშუალებას არჩევანის.

გზაში ჩავუარეთ კატების მაღაზიას,
სადაც აღარ ყავდათ თეთრი კატები,
არც ვარდისფერი ბაფთები მოსჩანდა სადმე,
სამაგიეროდ უხვად იყვნენ ყვითლები,
”შავი ბაბოჩკებით”,
ამოვიოხრეთ.
(თურმე იესოც ოხრავს ხანდახან)

წუხელ პაემანი მქონდა ნაზარეველთან,
და ვისაუბრეთ, ცოდვებზე და აღმაფრენებზე,
მითხრა რომ შენც გიყვარდი,
ყველაზე მეტად...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Mar 20, 2009 10:28 am

გაზაფხული ანუ შენ ცა ხარ

შენ ცა ხარ და ცაზე,
მზე არის შორი,

და მე ...

და ქარი,
წარბების რიგში
ატეხილ გრძნობებს
უბერავს,
ძალა
ადგება ფიქრებს,
ოცნებებს შენზე,
და ტუჩებს უჭირთ
სახელის არ თქმა.

შენ ცა ხარ...

და მე...

წვიმები თვალის
უბეებს სერავს
და სერი
ჩრდილების ველი...

დარაჯებივით
გარტყია სევდა.



* * *

დიდო ლეკის ნაბადავით ვთელავ
ფიქრებს - მაბადია არცრა,
გოჯი-გოჯზე მოხეული ცა და
გრამით-გრამში აწონილი წამი.



დარიალზე

წუხელ ვათენებდი დარიალზე,
ცაზე შემეჩეხე, ეშმაკუნა -
ვარსკვლავივით სწრაფად ჩაიარე,
მოგდევ ნაკვალევზე
ბარისაკენ.


ცარგვალი

შამამხვდი, მამავ ცარგვალზე,
სად იყრებიან სიზმრები,
ერთაი კი მისაყვედურ,
მერე სთქვივ - არც რა, ვიქნებით,
ამის გაღმ მუდამ ერთადა,
ერთად ჩავსთიბთთავ სათიბებს...

მამამ შენისლულ თვალები
შემომაყოლა ნაბიჯზე.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Mar 20, 2009 10:41 am

იშვიათად რომ ჩემი ლექსი მიყვარდეს, ეს მიყვარს, ხოდა იდოს აქაც

لقاعدة‎ (Al-Qa'ida)

რა დროს სიკვდილია
ალ ქაედა
ალ და ალ და
ალისფერ ჩადრებში და ჩალმებში
ჩაფლული დედამიწა
კრწანისის ყაყაჩოებს წააგავს ფერებში

ალ და
ალ და
ვიძირებით ზიზღში და ჯართში
და ფეთქდება
ჯერ ზიზღი და მერე ჯართი
და ვკვდებით
ვეცემით ქუჩებში
ტრანსპორტში
ვიფანტებით ჰაერში, აზრებში
ბოღმაში,
ვღვრით სისხლს, ცრემლს, ოფლს
რათა დავეცეთ საკუთარი შვილების თვალწინ
დედების თვალწინ
ცოლების თვალწინ
ვღვრით რათა დავიწყოთ დედების, ცოლების, შვილების, ძმების სურათები მკერდზე
მრგვალ მედალიონებად
შავი არშიებით

და რა დროს სიკვდილია
ალ და
ალ და
ჩემ კატას კნუტი ყავს პატარა
ჩემ ძაღლს ლეკვი ყავს პატარა
და ბეღურები ისევ ჯდებიან ჩემს აივანზე საჭმლის მოლოდინში
რა დროს სიკვდილია
القاعدة‎
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Mar 29, 2009 12:58 pm

ელიოტ

საით ელიოტ,
აღმოსავლეთი საიდანაც მოვდივართ
დიდი ხანია ზურგს უკან მოგვექცა,
წინ აღარც სამხრეთია,
არც ჩრდილოეთი,
არც დასავლეთი,
და როგორც ბავშვობაში მეუბნებოდი,
ჩვენ მხოლოდ დასაწყისი ვიცით ყველაფრის.
წინ ნისლია...
მოგონებები კი ნარკოტიკივთ გავავიწყებს ტკივილს -

ეგ მაინც ბევრი გვაქვსო მეუბნები
და
მართლაც ისე მოხრილხარ წელში,
თითქოს ზურგით მოგაქვსო
ყველა ღიმილი, დათრობა,
ტკივილი,
ყველა ქალი,
ქალი...

რამდენჯერ გვიჩხუბია არ შემდგარ პაბეში,
რამდენი გვიდევნია დიდ მკერდა ქალებისთვის და
საით ელიოტ...
ვის მისდევ, რას მისდევ
წადი...
დატოვე ეგ უაზრო ოცნებები და იცხოვრე,
შენც ელიოზი ხომ არა ხარ, ნატვრის ხედ რომ ქცეულხარ კაცი.

საით ელიოტ,
წინ მდინარეა, ცურვა ჩვენ არ ვიცით
(ეგ რომ გვცოდნოდა ეხლა თავში ვიქნებოდით ზოგიერთებივით)
ფული ჩვენ არა გვაქვს
(ეგ რომ გვქონოდა აქამდეც ვიცურებდით კრეისერებით - კეისარებივით)
ისევ მეტივეებს უნდა დავუცადოთ,
ჩამოივლიანო...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Mar 29, 2009 2:55 pm

"რა საჭიროა ლექსისთვის ტაში
ყველა ხევსური ვიცი დანტეა"...........ალბათ ჩვეულებრივად მართლა არ მეტყველებენ ხევსურეთში
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Apr 01, 2009 12:31 pm

მტკივა? რახელ ვიტყვი,
განა დიაცი ორ,
მსურხარ? არ შევიტყობ,
ჩუმად დავიწვები,
შვილი? აჰმე, იცი რახელ მიყვარს?
ჩუმად! არ გაიგოს, თორემ გაირყვნება.
მთაში? არა კარგო, არ წაგიყვან,
დედას ვერ უშველი მწუხრზე,
თებროს, ბეჭედას და ნაზიბროლას,
ხელს ვერ ჩამაუსვამ ცურზე,
შენ ვერც თოვლიანი ზამთრები და
ყრუ და მიუვალი სოფელი გწვავს,
მთაში? არა ქალავ, არ წაგიყვან,
მტკივა? არა მაგრამ, რომც მტკიოდეს...


მოგიკითხე ძმა..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Thu Apr 02, 2009 10:43 pm

მ.გ.-ს

როგორ გინდოდა დაგეხატა ცაზე
ფანჯრები,
გქონოდა ფრთები,
დედამიწას ჰქონოდა კარი.

შემომდგარს ზღურბლზე,
მოენიშნა საზღვრები თქვენი -
ოცნებების და
სიზმრების და
გაზაფხულების.

როგორ გინდოდა დაგეხატა ცაზე
ხის ტოტი,
სახრჩობელების, თოკების და
ფიქრის გარეშე.
სცმოდათ ბეღურებს ფაჩუჩები
გამხმარ ფეხებზე,
ქარს კი ექროლა.

როგორ გინდოდა,
ბევრი რამე გინდოდა, ბევრი...
გინდოდა კაბა
გაეხადა, მერე ჩაეცვა,
ესუნთქა ხარბად,
ჰქონოდა ხიბლი
და ბებერ პანტებს
მოესხათ... ღამით

სწორედაც ღამით

გეხატა ცაზე ფანჯრები, კარი
მიგედგა კიბე,
მოგეხსნა ზღურბლი...
შუბლით
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Apr 10, 2009 12:26 pm

სთქო ბებომ

ქარ ეცლებაო ნანგრევებს კოშკის,
სთქო ბებომ უკვე დადგაო მარტი,
მთა აწი მალე მოშლისო ღობეს
წავალო ზევით, მელისო ეზო.

ავკრეფო ფოთლებს დაცვენილს ზამთრის,
შევხსნიო ფანჯრებს იგელვებს სიო
და ზამთრის ყინვით დახუთულ ოთახს,
აპრილი სახსრებს გაუხსნის წამში.

მივალო ბებომ, მთაშიო - თქვენთან,
ძნელია ყოფნა სართულზე მერვე...
სთქო ბებომ უკვე დადგაო მარტი,
წავალო ზევით...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Apr 13, 2009 10:25 am

* * *

მოვყვები ბარიდან მთვლემარე ხეობებს,
მთაც თვლემსო, ჩივიან - მეგზური ჩიტები
გაზაფხულს ჯერ კიდევ კვირტები სარძევე
აყრია აქა-იქ, ძნელია ისუნთქო.

დავეძებ დასასრულს(ან იქნებ ვიპოვე)
მიჰყვება მოხუცი ნაწვიმარ შარაგზას...
ბალადებს მღერიან ტრასპორტში უსიმო,
უტარო, უკვალო, უკაცო ფანდურზე.

ძნელია ზამთარი და მთაში მით უფრო,
შეხვდები მასპინძელს ათასში, აქა-იქ...
მეტწილად ჩამოშლილ სახლების კარებში
ირწევა ნიავი ნარჩენი წარსულის.

დევები გაცლიან აწმყოს და საძოვრებს,
წასულან ცხა მთას და ცხრაას წელს გადაღმა...
მთვლემარე ხეობებს მოვყვები ბარიდან,
აყრია გაზაფხულს კვირტები სარძევე.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Apr 13, 2009 11:50 am

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Apr 15, 2009 1:04 pm

ქრიზანთემები - მე (ისევ მას)

ცა ჩამოიქცა შენს საფლავზე,
შეწყდა ოცნება,
ვფიქრობ ოდესმე, რომ ვიქნები
წლების შენოდენ,
აყვავდებიან, გაყინული თებერვლის მსგავსად,
აპრილისა და მარტის ზღვარზე
ქრიზანთემები.

ტიროდა წუხელ
დედაშენი, ქარიც იბრძოდა,
ელავდა სადღაც, უკიდურეს
ჩრდილოეთისკენ,
ამბობენ მანდეთ მზე ადევსო საფლავებს
ნიშად -
ამქვეყნიური ცხოვრების და გარდაცვალების.

ციოდა წუხელ, დიდი თოვლი
მოვიდა, დიდი,
მამაოს ტანზე ბეღურები კენკავენ ფიფქებს,
ზისო ხის ტოტზე შეთრთვილური,
შემზრალი კვირტი...
ისიც თქვეს იქო, ზამთარიო, არ იცის არა.

ცა ჩამოიქცა შენს საფლავზე,
შეწყდა ოცნება,
ვფიქრობ ოდესმე, რომ ვიქნები
წლების შენოდენ,
მეც ჩამოვამსხვრევ ფიქრებიდან
რისიც მჯეროდა
და ნაღვლიანად შევუყვები ჩრდილოეთისკენ.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri May 01, 2009 10:58 am

ლუგანო, მერიენ და ფერიები (ანუ წერილი მერიენს)


ჰეი მერიენ,
შენ ამბობ რომ ლუგანო ფერიების ქალაქია
და წასვლა გინდა?
წადი... თუმცა მე ვინ...

იცი, ღამ-ღამობით ფერიები ტანზე იხდიან
და
მოკვდავებთან მართავენ ორგიებს,
მერე სიყვარულს არქმევენ და
ნათურების ციმციმის შიშში
ცხოვრება ეცლებათ ხელიდან...
ხო, ფერიებიც კვდებიან თურმე,
ლუგანოშიც კვდებიან ფერიები,
თვალსა და ხელს შუა,
მიჯრილ ორსართულიან სახლებს შუა,
ჰამაკებს შორის,
ბარების, პაბემის, სკვერის სკამების,
გოთიკური ეკლესიების და
ათასი ჯურის ხალხის გვერდზე.

ეხლა ინტერნეტში მოვიძიე
ლუგანო - ქალაქი შვეიცარიის იტალიურენოვან
ნაწილში,
ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე ყოფილა გაშენებული,
რამდენიმე ათეული ათასი მაცხოვრებლით,
სტატისტიკოსები წერენ ყოველი მესამე ფერიააო აქ,
ოღონდ დღის საათებში,
ღამე კი, ღამით უკვე გითხარი რაც...

წადი მერიენ.




La Mini
* * *
აგედევნები,
ერთად გავივლით ვერსებს და
მერე უკანასკნელი
მოჰიკანივით სადღაც სტეპებში
მე მიგატოვებ,
ჯეინ...



* * *
დგანან
ქუჩის კუთხეებში,
უშენო ღამეები -
მინი კაბებით.



* * *
ნისლი დგას ქუჩაზე
უმიზნო,
უსაზღვრო,
უშენო...


* * *
პატარა ვარო - მეუბნები,
ტუჩებს მარიდებ,
მინი კაბიდან
გცვივა სურვილი - ფეხის კანკალით...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri May 01, 2009 11:02 am

ლურჯი, წითელი, მოკლე

გამარჯობა მეგობარო ჩემი ბავშვობიდან,
შეცვლილხარ საკმაოდ,
მე ცელქი მახსოვხარ,
მოკლე, წითელი კაბით.

ზაფხულის ფოიეში - ბაღის კუთხეში
შენ გერქვა გოგო...

მე - ტოტებს ვტეხდი ბანანა ხეებს
და როგორც კაცი
ვაგებდი ქოხებს
ნაგლეჯზე მიწის.

შენ გერქვა დედა...
მე ისევ მახსოვს მაისის თქეშში
როგორ ვპარავდით დამჭკნარ იასამნებს
მოხუც მეზობელს,
მერე კი გავურბოდით
ხმელი ტუჩებიდან
ამოშლილ წყევლას.

გამარჯობა მეგობარო ჩემი ბავშვობიდან,
შევცლილვარ არა?
შენ ალბათ წყნარი გგონივარ ისევ,
დროიდან - "ბიჭი,
შორტებით ლურჯი"...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri May 01, 2009 11:03 am

ჩემი

სახელ მინდა რომ შეგარქვა ქალავ,
მინდა გეთქმოდეს უბრალოდ ჩემი,
ყოველ ალიონს მზის ქაფში დალალს
იწნავდე,
არღუნს ატანდე ღამის

ცოდვებს და დღისით
მერქმევა ქმარი,
ვივლიავ სათიბს, გავლალავ საქონს...
ცის ფსკერზე ფიქრით აგიგებ ბინას
თივაზე მზისსწორ - მისწვები დაღლილ.

სახელ მინდა რომ შეგარქვა ქალავ,
ამჩნევა რახელ ბნელია დილა,
ვარქმევ უშენოს - არმურს და მინდა,
გერქვას უბრალოდ,
უბრალოდ ჩემი.




იები ქალას


ჩამავირე თავქვედაიზედ
მაგიტან ია ბღუჯით,
მთას თოვლი ალაგ-ალაგ წაჰკრავდა,
ცა ჰქონდა მეტად ლურჯი.

შამომხვდი თავში
ჩვენი სოფლისა,
(სოფლის - სამიოდ სახლით),
თამამ რაიმ ხარ ხევსურ ქალაი
მაგდგამს კისკისი ხმაში.

მიდიხარ - მაგყვებ,
გარბიხარ - არც სად,
არ გწადს გაქცევა, არა,
ხახაბოს ცასთან დაზრდილ იები
უნდა გაჩუქო ქალავ.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri May 01, 2009 11:04 am

პასუხი ია სულაბერიძეს

მზემ ნისლის ზეწარი ჭიუხებს მოხადა
ჭაბუკი ხევსური
ბედაურს მირჩევს...
მინდა სისხლისფერი გადვიცვა ჩოხა და
გავყვე მარულაში
ბიჭებს...

მივქრივართ! ალპები ჭიატობს ათასფერად,
არაფერს გპირდები!
არაფერს არ დამპირდე!
აგე, იმ მწვერვალზე მწადის გადაფრენა_
პოეტი არ ვიყო,
თუ არ გადავფრინდე!

ია სულაბერიძე


პასუხი

ქალშავო ცხენ შეგირჩიევ,
ქონდრა ცხენია მთისა,
ნისლისფერ ფლოქვს რომ აქ დასცემს
შემდეგ იქნება შატილს.

მართლა გწადს დოღში გამოსვლა?
რბოლა ვაჟების კვალში?
განა რა, დაგემტვერება,
(მხედარს)
ქალაქელ ტანი.

ქროლვა გწადს? მოდი შეგისვავ
ოცნებებზე და ჰერი...
მწვერვალი? სადღაც ქვევითღა...
ფრენა? ციდან და ცისკენ...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun May 10, 2009 8:45 pm

ექვსი

შემომხედე,
მე მარტო ვარ
კლავიშებს შორის მანძილს თითებით ვფარავ,
ზღვის წყალი მლაშეა,
ვიშლი თმებს,
ვირწევი ჰამაკში.
ძნელია ავხსნა უჯრები ცაზე
რომლებსაც ყოველ ღამე
უბრალოდ ვაფერადებ.

შემომხედე,
მე მარტო ვარ,
გზა ყოველთვის გადის
ბნელ კუთხეებს,
ვიდრე მზემდე,
და მზის იქითაც,
ფრთები რომლებიც მეცვა
გაიცრიცა
და მკერდი მიჩანს,
ერთი ან ორი
მეგობარიც მეყოფოდა
მთელი ცხოვრება.

შემომხედე,
მე მარტო ვარ
დასაბამიდან,
საწყისიდან,
საძირკვლიდან,
ფუძიდან
შენამდე,
სამი ან ოთხი
ფენა გვაშორებს ერთმანეთს,
კიდევ უფრო მეტი გალაქტიკა -
მანძილი,
ხუთი ან ექვსი წუთი -
დრო,
ის, რაც მჭირდება ჩასაძინებლად.

შემომხედე,
მე ისევ ვხატავ ოცნებებს ბეტონის კედლებზე
რომელთაც მოხატვისთანავე ვანგრევ,
მე ისევ ვცდილობ გავექცე აწმყოს
ბნელ მომავალში,
მომავალი ალბათ უჯრებია ცაზე,
რომლებსაც ყოველ ღამე
უბრალოდ ვაფერადებ.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Sponsored content




PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: