არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ციცანა – გვანცა ჯობავა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: :)   Tue Nov 27, 2012 10:07 pm

ბატონო მიხო, ახლა ისევ გადავხედე ზედა პოსტებს, მერე ახალი წიგნის გარეკანს და რაღაცნაირად ძალიან მაგარი შეგრძნებაა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წლის მერე მართლა გავხდებოდი ამ წიგნის მთარგმნელი. უთვალავი მადლობა თქვენ ამ კეთილი რჩევისთვის, იმ
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ციცანა – გვანცა ჯობავა   Wed Dec 05, 2012 10:16 pm

ია ვეკუა

ასე ეწერებოდა ლენონს

24 საათი 29.11.12


“არტანუჯმა” ჯონ ლენონის მოთხრობებისა და ლექსების კრებული გამოსცა

კუმირი ყველას ჰყავს - ზოგი მსახიობს ეთაყვანება, ზოგი - მომღერალს. ნამდვილმა ფანებმა მათ შესახებ ყველაფერი იციან - როდის და სად დაიბადა, როგორ დაიწყო კარიერა, პირველად რა იმღერა ან რომელი როლი შეასრულა; იციან მათი ფიზიკური მახასიათებლების შესახებ, ზოგჯერ მეტად ინტიმური დეტალებიც.

დროთა განმავლობაში, მით უფრო, თუ კუმირი გარდაცვლილია, მსგავსი ინფორმაციების მიმართ ინტერესი იკლებს, რადგან სიახლის განცდა იკარგება, თუმცა არა ყოველთვის და არა ჯონ ლენონის შემთხვევაში, რადგან დღეს ამ ადამიანს, როგორც მწერალს, ისე გაგაცნობთ.

უფრო სწორად, გაგაცნობთ გამომცემლობა “არტანუჯი” და მთარგმნელი გვანცა ჯობავა, განსაკუთრებით, ეს უკანასკნელი, ვინც, ორიგინალი ტექსტის რთული აგებულების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და ლენონის სრულიად გიჟმაჟ ტექსტს მაქსიმალურად შეუნარჩუნა ავტორის მიერ განსაზღვრული კონსტრუქცია და ლიტერატურული ენა. ეს ენა კი თავად ლენონის მიერ გახლავთ გამოგონილი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ფრაზაში ცდილობს არსებული ნორმების დარღვევას, სრულიად უგულვებელყოფს ელემენტარულ გრამატიკას, არად დაგვიდევს წინადადების წყობას და დიდად არც იმაზე დარდობს, რამდენად გამართულად გადმოსცემს აზრს - ეს ლენონის აზრია და მას, როგორც უნდა, ისე გადმოსცემს...

ენობრივი ფოიერვერკი ლენონის მოთხრობებისა და ლექსების კრებულში “როგორც მეწერება” მხოლოდ ერთი, შეიძლება ითქვას, ტექნიკური მხარეა - აქ მთავარი ისაა, თუ რაზე წერს სათვალიანი ბიტლი. მისი ეს მცირე მოცულობის ნაწარმოებები საზოგადოების, პოლიტიკოსების, ტელევიზიებისა და მსგავსი ზექმოქმედების იარაღის მიმართ ირონიითაა განწყობილი. ამისთვის ავტორი შესანიშნავად იყენებს შავ იუმორს, რომლითაც, თუ მის ბიოგრაფებს ვენდობით, თურმე ბავშობიდან ყოფილა დაჯილდოებული. ბიოგრაფების თქმით, ლენონი სკოლის ასკიდან წერდა შავ ანეკდოტებსა და კალამბურებს, აშარჟებდა თანასკოლელებს, მასწავლებლებს, იმ დროს ცნობილ პიროვნებებს, პოლიტიკოსებს, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებსაც კი. საზოგადოების მიმართ ირონიული დამოკიდებულება მის მოთხრობებში აგრძელებს გზას და აგერ მაგალითიც:

ჯონ ლენონი

სიურპრიზი პატარა ბობისთვის

დღეს პატარა ბობის დაბადების ღრეობა აქვს და სიურპრიზი გაუკეთეს. მას ცალი ხელის მტევანი არ ჰქონდა (ომის შედეგი) და დაბადების ღრეობაზე საჩუქრად კაუჭპროტეზი მიიღო. ბობი მთელი ცხოვრება ოცნებობდა ამ კაუჭზე და ოცდამეცხრამეტე დაბადების ღრეობაზე მისი ოცნება ახდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მარცხენა ხელის კაუჭი გამოუგზავნეს, არადა ყველამ იცოდა, რომ ბობის მარჯვენა ხელის მტევანი არ ჰქონდა. გამოსავალი უნდა მოეძებნა. ჰოდა, მცირედი ფიქრის შემდეგ მარცხენა ხელის მტევანი მოიშორა და კაუჭი იდეალურად მოირგო. ვინ იცის, იქნებ მომდევნო წელს მარჯვენა ხელის კაუჭიც მიიღოს.


ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ.


“როგორც მეწერება” (In His Own Write) ჯონ ლენონმა შორეულ 1964 წელს, ჯერ კიდევ “ბილზის” შემადგენლობაში ყოფნისას გამოსცა, ამრიგად მას ხშირად უწოდებენ ლენონის პირველ სოლოპროექტს. წიგნი, რომლის ყდაზეც “ბიტლზის” ფოტოგრაფის, რობერტ ფრიმენის მიერ გადაღებული ლენონის პორტრეტია დაბეჭდილი, ერთდროულად გამოვიდა ბრიტანეთსა და ამერიკაში, მარტო ინგლისში კი წიგნის მაღაზიებში გამოჩენის პირველივე დღეს 50 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ცხადია, წიგნის ასეთი პოპულარობა მისი ავტორის სახელით უფრო იყო განპირობებული, რადგან ამ დროს ლენონი და კომპანია არა თუ ინგლისის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ოთხეული იყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ წიგნის მიმართ დღემდე არსებულ ინტერესს, ფაქტია - “როგორც მეწერება” ნამდვილად იმსახურებს მხატვრული ლიტერატურის განსაზღვრებას და უფლებას, ლენონის შემოქმედებაში კონკრეტული ადგილი ეკავოს.

როგორც მთარგმნელი გვანცა ჯობავა ამბობს, ლენონის მიერ შემოთავაზებული ლიტერატურული ენის თავისებურებების გამო მკითხველს ტექსტების აღქმა ოდნავ გაუჭირდება, თუმცა ასე მხოლოდ ამ ტექსტებთან პირველი შეხებისას მოხდება. მკითხველმა მთავარია გასაღები მოძებნოს, როგორც ეს მის შემთხვევაში მოხდა: “როდესაც ორიგინალი ტექსტი პირველად წავიკითხე, გარკვეული პროტესტის გრძნობაც კი გამიჩნდა, ვერ ვეგუებოდი ლენონის მიერ არჩეულ ლიტერატურულ ენას, თუმცა დროთა განმავლობაში, როცა ამ ტექსტებს უფრო ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ საქმე ძალიან საინტერსო და ორიგინალურ სამუშაოსთან მქონდა. ნელ-ნელა ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა და, ვფიქრობ, თარგმანიც ამიტომ გამოვიდა ასეთი ზუსტი და ქართულ ენაზე კარგად მორგებული”.

“როგორც მეწერებას” ქართული ვერსია, ორიგინალის მსგავსად, ჯონ ლენონის მიერ ყოველი ნაწარმოებისთვის ინდივიდუალურად შექმნილი მცირე ილუსტრაციებითაა გაფორმებული, მისი პრეზენტაცია კი 8 დეკემბერს, მუსიკოსის გარდაცვალების დღეს იგეგმება.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2012-11-29/34079.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ციცანა – გვანცა ჯობავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: