არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Sep 24, 2009 4:48 pm

ჩემო უცნობო ქალბატონო ნინი,

ერთი ძალიან მარტივი პასუხი მაქვს თქვენი ახლობლის რაციონალურ განსჯაზე.
აი ახლა, ამწუთას, შენი პირველი კომენტარი წავიკითხე თუ არა, ისეთი განცდა დამეუფლა. რომ გინდაც ათმაგი მტერი მერტყას, დაუფიქრებლად მივეტანებოდი ხმალდახმალ შენსთანას დასაცავად. ეს არც კომპლიმენტია და არც ტრაბახი, რადგან შენმა სიტყვებმა ისე აადუღა სისხლი, რომ სადღა დარჩა რაციონალური განსჯის ნიჭი...

და რო დარჩენილიყო ხოლმე, მაშინ იმ დალოცვილი ევროპელებივით უნდა მოვქცეულიყავით, ჭოგრიტით რო დაითვლიდნენ ერთმანეთის ჯარს და ომი აღარც იყო საჭირო, ვინც არსებით კომპონენტში იყო ნაკლები (კავალერია, მუშკეტი, რიცხოვნება და ა.შ.) ის მიეახლებოდა, მოუწერდა ხელს ვალდებულებაზე, რომ მომავალი შვიდი წელი ათასი ტალერი უნდა ეხადა...

მე ვარ ქართული საბრძლო ხელოვნების მკვლევარი და 15 წლის კვლევამ ჩემს წინ გადაშალა საოცარი ნიჭით შექმნილი კულტურა, რომელთანაც ნამდვილად ვერ მოვა აღმოსავლურები, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის, რაც საკმარისია ათმაგი მტრის გასარეკად.

მაგრამ როცა წარმოვიდგინე, რომ წინ თამარი მიმიძღვის ფეხშიშველი, რომ ეკალსა და ქვაღორღზე სწუხს მისი ნაზი ფეხისგულები, რომ მან მითხრა – ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისადო, მივხვდი რაც იყო იმ გამარჯვების საიდუმლო.

და თვით ეს რაციონალური ევროპელებიც სიამოვნებით მღერიან – დოიჩე იუბერ ალესო,

ხოლო ბონაპარტის ძველი გვარდიის სალდათის, შოვინის განცხადება – ფრანგის ღირსი ვინ არიო – უმალ მოედო მთელს საფრანგეთს.

როცა შენი სამშობლო ძალიან გიყვარს, აუცილებლად გაუგებ სხვასაც, ხოლო როცა ეს ავადმყოფური ფსევდო სიყვარული იდეოლოგიურ იარაღად გინდა აქციო, ეს უსინდისობაა, ნაციზმი და ამ ომში გამარჯვებული ნაცისტი კი გამახსენეთ თუ შეიძლება.

თუ მე იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ საქართველო ამერიკაზე უკეთეს კოსმოსურ სადგურს აკეთებს – ეს მატრაბაზობაა და როცა თამარი გეუბნება – ათმაგ მტერს შეუტიე და გამარჯვებული დამბრუნდიო – ამის ახსნა არ გადის ტვინზე და არც უნდა ვცადოთ. თუმცა ამგვარი ფაქტების კონსტატაციაც კი ძალზედ საინტერესოა.

ბატონ ვაჟასაც არ ვიცნობ მე, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ამ კაცში საქართველოს მარადიული სული სახლობს და მის გულიან სიტყვას მართლაც ძალუძს მინავლებული ნაღვერდლის გაღვივება...

ლაპარაკია კაცზე, რომელიც, ამის შემდეგ, ყოვლად მშრალ და რაციონალურ წიგნსაც შეგიქმნის არასწორ კვებაზე.

ანუ მან მშვენივრად იცის – სად ბრეგი და შელტონი, სადაც კიდე რაფიელი და გრიგოლი.

კიდევ ერთხელ გიკოცნი შუბლსა და გმადლობთ დიდი სასიცოცხლო ენერგიისთვის, რომელიც მომანიჭე.

ახლა კი აქ დავდებ ლექსს ლუარსაბზე, რომელშიც ვეცადე ამესახა ეს საოცარი ქართული ირაციონალიზმი. გახსოვთ ალბათ, რომ მოხუცმა ლუარსაბმა – ბრძოლის თავი აღარ მაქვსო და სვიმონს გადააბარა ეს საქმე, მაგრამ მტერს რო შეეჩეხა, უცბად ისეთი მკლავი გამოიბა, რომ რამდენიმე კაცი მაინც გაიმძღვანია წინ.

ლუარსაბ მეფისა

ბინდი ხუნდება, დილა ინთება, მტრით დატბორილა გარისის ველი, უკანასკნელად მოაფრინდება დღეს თავის ნისლას ბებერი მგელი.
ეს დროც დაუდგა მეფეს ჭაღარას, აწ ოდენ ცქერით გაართოს თვალი, იმის სამყოფი ჯანი აღარ აქვს, რომ კიდევ ერთხელ აშპუნოს ხმალი.
შუბის თამაშით დაუვლის ლაშქარს მემკვიდრე მისი, იმედი ქართლის, მტერს დათვლის ღირსად აროდეს არ თვლის, რამეთუ დროშა მიუძღვის მართლის.
სცეს ქართველებმა ბუკს და ნაღარას და ჩამოიმხეს თავსაბურები, აკინაკები ავად წახარეს, მიწას მოწყვიტეს ბედაურები.
წინ-წინ მიაფრენს თავის საღარას ჭაბუკი სვიმონ, გვირგვინის ხამსი, ბდღვირი ავარდა ტრიალ თაღარას და ნირწამხდარი უკურბის სპარსი.
ზაფრისმცემია იბერთ კართობა, ბრძოლასა შიგან მხნეთა და ცხართა, მათთვის ეს ომი არის გართობა, ვითარცა მგლისთვის დარბევა ცხვართა.
სერზე შემოდგა ფიცხელი ომის მოსეირეთა მცირე ამალა, მეფე, ჭარმაგი თანამყოლების და ორიოდე მცველის ამარა. შემორჩა ბრძოლის ჟინი ულევი, ძარღვებში სისხლი უყივის ჯერაც, გასცქერის გარჯას გოთაულების და სიამაყე უნამავს მზერას.
წესი არ არის ქართველ მეფეთა მამულისაგან დათმობა მისხლის და როს პირისპირ შემოეფეთა ლტოლვილი რაზმი, მწყურალი სისხლის, მომხდურებს თავი არ გაარიდა, ზედ შეალეწა შუბი და ხმალი, ბოლოს აკარხლა ბედაური და იმისი ნალით უნაყა ძვალი.
თანა ჰქონოდა ანამ ფარი და ანამ ჩაჩქანი, თავდასაფარი, სისხლი გადმოჩქეფს ნაგაზარიდან, ძოწით შემკულა ვერცხლის ფაფარი.
როს მატადორი დაქანცულ ხარს კლავს, სხივმეწამული ხდება ტაურუს, ებანს დაჰკარით, საომარ საკრავს, რომ გული რისხვით აახმაუროს…
* * *
შეუპოვრობით დაღალა მტერი გაუტეხელმა გვირგვინოსანმა, ზოგი დალეწა, ზოგი მოსარმა და კვლავაც სიმხნით აღავსო ერი.
ყველა კივერი და ყველა ჩალმა ერთად წაიღო არაგვის წყალმა.
დრომ მოხასხასე ყველა მუნდირი გაახუნა და დედა უტირა.
მოყანყალდა და სრულიად წახდა იმპერატორთა მრავალი ტახტი.
დაიხავსა და დანესტიანდა ფუყე დიდება დინასტიათა.
ერმა უარყო კერპი რამდენი და საარაკო საქმის ჩამდენი რამდენი გმირი გადააფასა, მაგრამ ნაომარს ლუარსაბისა აწ მეტი ჩაღი მოეფინება და ვერას ავნებს ჟამთა დინება.
მისი მასხალი მარადის გასხლავს, რამეთუ ახლავს ნათელი მართლის, გააკაშკაშებს თავის წილ ვარსკვლავს დელი სვიმონი, იმედი ქართლის.
* * *
ვის აღარ უდგას ამქვეყნად ძეგლი - ორგულს, ბაქიას, ლაქიას, ვერაგს, გმირებს კი რჩებათ გვირგვინი ეკლის, ასე იყო და ასეა ჯერაც.
ან იქნებ რვალში ვერ დაეტია მეფეო შენი სული მბორგალი და იქნებ ყველა ძეგლზე მეტია ხელში ჭიქა და ყელში გორგალი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Sep 24, 2009 5:05 pm

ბატონო კობა-უხმოდ,უსიტყვოდ-დიდი მადლობა!




flower
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Sep 24, 2009 5:12 pm

nini wrote:
''ჰამლეტ გონაშვილის რომელიმე სიმღერის ფონზე წაუკითხე რაფიელ ერისთავის "სამშობლო ხევსურისა" და კიდევ გრიგოლ ''ორბელიანი გამახსენდა:"სხვა საქართველო სად არის''

ასეც მოვიქცევი.
მადლობა ბაატონო ვაჟა .მე ვერ ვიპოვე პაუხი მისთვის..
თქვენ დამეხმარეთ.
და ახლა მაქვს პასუხი.ეს თქვენი პასუხი,ყველაზე ზუსტი და მართალი...
და ამას აღარ ჭირდება არანაირი პოლემიკა და კომენტარები ...


მომიტევეთ თუ ოდნავ ავყევი ემოციას.


უამრავი სითბო და გულითადი პატივისცემა.

sunny


მოსატევებელი,ღმერთმანი,არაფერია.Smile
ხოლო ემოცია(უმრავლეს შემთხვევაში) მართალი და მგრძნობიარე გულის თვისებაა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Sep 24, 2009 5:24 pm

[quote="კობა (მატეკარი)



* * *
ვის აღარ უდგას ამქვეყნად ძეგლი - ორგულს, ბაქიას, ლაქიას, ვერაგს, გმირებს კი რჩებათ გვირგვინი ეკლის, ასე იყო და ასეა ჯერაც.
ან იქნებ რვალში ვერ დაეტია მეფეო შენი სული მბორგალი და იქნებ ყველა ძეგლზე მეტია ხელში ჭიქა და ყელში გორგალი.

*

ღმერთო,უმრავლე საქართველოს კობასთანა მამულიშვილები.


king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   

Back to top Go down
 
ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს! - სტუმრად ვაჟა ხორნაულთან-
Jump to: