არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 54
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Wed Jan 21, 2009 7:14 pm

ბატონო ვაჟა, მოგესალმებით... ამ თემაზე ურაკში ერთი პატარა ჩანაწერი დაგიტოვეთ და მინდა აქაც შეგეხმიანოთ: Smile

რას ვჭამთ? და... სხვის ნაღველს დაუთვლელს, როცა არ გვესმის კაცთა წუხილი...
რას ვსვამთ? და ... სხვის სისხლს, დანაღვრელს, როცა ვართ გულგრილნი...
(ღმერთმა გვიფარა, ჩვენ არა! ჩვენ მხოლოდ ვიხილეთ!)
ვინ ვართ? და ... ჭამა-სმას აყოლილი მუცელღმერთები...
რა გველის? ... ერთი ადლი მიწა და... მაინც იმედია, რომ შევჩერდებით...
როს ყველა მწყურვალს, ყველა მშიერს და ყველა მცივანს
დააპურებს... დააწყლურებს და დაათბუნებს
სიტყვა, ღმრთის სიტყვა!
მაშინ კითხვაზე: რა გვინდა? ვინ ვართ? აღარ შევკრთებით...
sunny
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Wed Jan 21, 2009 7:32 pm

მათე wrote:
ბატონო ვაჟა, მოგესალმებით... ამ თემაზე ურაკში ერთი პატარა ჩანაწერი დაგიტოვეთ და მინდა აქაც შეგეხმიანოთ: Smile

რას ვჭამთ? და... სხვის ნაღველს დაუთვლელს, როცა არ გვესმის კაცთა წუხილი...
რას ვსვამთ? და ... სხვის სისხლს, დანაღვრელს, როცა ვართ გულგრილნი...
(ღმერთმა გვიფარა, ჩვენ არა! ჩვენ მხოლოდ ვიხილეთ!)
ვინ ვართ? და ... ჭამა-სმას აყოლილი მუცელღმერთები...
რა გველის? ... ერთი ადლი მიწა და... მაინც იმედია, რომ შევჩერდებით...
როს ყველა მწყურვალს, ყველა მშიერს და ყველა მცივანს
დააპურებს... დააწყლურებს და დაათბუნებს
სიტყვა, ღმრთის სიტყვა!
მაშინ კითხვაზე: რა გვინდა? ვინ ვართ? აღარ შევკრთებით...
sunny



მადლობა ღმერთს,რომ შემეხმიანე.
არჩანდამაც გამახარა ლამაზი შეხმიანებით.
მომდგნენ,კაცო, ე ხინკლიმჭამელები და იმდენი მიბაგუნ_მიბრაგუნეს შაირ-კაფიებითა...როგორ გითხრა...რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი.ვინაო?!_როგორ თუ ვინა_ჩემი მიწა-წყლისანი არიან,თანაცა_ძაან ნიჭიერები.

ჰოდა,ერთად შავუტიოთ მაგათა ,ისე გავუხდით საქმესა,სახინკლე ქვაბებს ხევში დააგორებენ და ერთად დასწერენ პოემას,რომელსაც ერქმევა "საგალობელი ვაშლისა."
...
ხუმრობა იქით იყოს და ბევრმა უნდა მიიღოს ამ თემაზე საუბარში მონაწილეობა.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 54
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Jan 22, 2009 3:07 am

რას ჰქვია გიბაგუნეს!ბატონო ვაჟა, რაო ,,ხინკალჭამიებმა’’,,ჭამა-სმა დიდად შესარგიო’’,არა?თქვენ არ გატყდეთ!რადგან შოთას მერე უწერია:,,რასაცა გასცემ შენიაო”’
და არა, ,,რასაც შეჭამო’’, როგორც ახლა გადაასხვაფერებენ ხოლმე მუცელღმერთები...ხუმრობა გაშვებით კი...
ერთ ქართულ სიტყვაზე შევაჩერებ თქვენს ყურადრებას; ,,ს ა უ ც ხ ო ო’’! ეს უფრო სტუმარ-მასპინძლობას ეხება, მართალია ,მაგრამ ჩვენ ქართველები, მოგეხსენებათ,
სტუმარს ისე ხომ ვერ გავუშვებთ ყველაფერი საუკეთესო, ანუ ს ა უ ც ხ ო ო მას თუ არ მივართვით!განსაკუთრებით, ეს ეხება სუფრას, ანუ ისევ და ისევ საჭმელს, ანუ მუცელს!ეს საუცხოო ბაჟეში ჩადებული საუცხოოდ შემწვარი წიწილაო... ეს საუცხოო ყაურმაო, ეს საუცხოო ნამცხვადიო, Shocked უი, საუცხოო ხაჭაპური სულ დამავიწყდა, საუცხოოდ გამომცხვარი, კარგად დატენილი საუცხოო ყველით... Very Happy
ძალიან საინტერესო სიტყვაა, ჩემი აზრით, ეს ს ა უ ც ხ ო ო , კარგად გამოხატავს ჩვენი ქართული ბუნების ორგვარ არსს : ერთი--უკიდურესი ხელგაშლილობა, ხშირად სატირლად კომიკურ სიტუაციაში რომ გვაგდებს,აი,ისეთში კლდიაშვილთან რომ არის დახატული(სადედინაცვლოს სანახავად მისულ პლატონს რომ ხვდებიან მასპინძლები და უკანასკნელ ქათამს რომ უკლავენ,საუცხოო ვახშმისთვის!)და მეორე-- უკიდურესი თავმოთნეობა! სტუმარი საუცხოოდ გაკვირვებული უნდა წავიდეს და უპირველეს ყოვლისა საჭმელ-სასმელით!აბა, ისე ხომ მოგვეჭრა თავი დუნიაზე, ძუნწი ყოფილაო, რომ თქვან,ან თქვან, ავდექით და სუფრაზე აღარაფერი იყოო! არა,უნდა თქვან ,საუცხოო სუფრა ჰქონდა, ჩიტის რძე არ აკლდაო,(ესეც ერთი საინტერესო გამოთქმა სუფრასთან დაკავშირებით!)დავიხოცეთ ჭამით და მაინც კიდევ ყველაფერი ვერ გავსინჯეთო... აი, ასე და... ახლა საუცხოო-საუკეთესო სხვაც ბევრიაო,მეტყვით, საჭმლის გარდაო, კი,ბატონო, ოღონდ ეს სიტყვა, რომ თავიდან უცხოსათვის მისართმევ საუკეთესო რამეს აღნიშნავდა, უნდა დამეთანხმოთ! და ეს კი ქართველისათვის, რომ პირველ რიგში სუფრაა, ამაზეც ვერ შემეკამათებით, მგონი.
ბევრი კარგი ტრადიცია გვაქვს ქართველებს, თუნდაც სუფრა, თუნდაც სტუმრისათვის ყველაფერ საუცხოო-საუკეთესოს გამეტება... ოღონდ, მგონი, ზომაზე მეტი გვიყვარს ყველაფერი, ,,მეტისმეტი კი რეტის-რეტიო’’, უთქვამთ ძველებს და ამაზეც უნდა დავიფიქრდეთ ცოტა:რამდენად გაამართლა ამ მეტისმეტობამ,ჩვენვე ხომ არ გვნებს,ვთქვათ, ისე,როგორც ,,შემომეყარა ყივჩაღში’’ .Smile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Jan 22, 2009 12:19 pm



ძალიანაც ნუ აღშფოთდებით,რომ მიბაგუნეს_ეს "მიბაგუნეს" იუმორის გამოძახილია.სიმნამდვილეში კარგად შაირობდნენ.
რაც შეეხება საუცხოობას,სწორედ ამ "საუცხოო" სურფაზეა ფერად-ფერადი საწამლავი...ამას ვეღარავინ გაექცევა_პირის გემოთი ნაკარნეხევი საჭმელ-სასმელები ტრადიციულობის საფარველში გამოხვეულან...

კიდევ ერთხელ ჩაიხედეთ აკაკის "თორნეკე ერისთავში" და თვალნათლივ დარწმუნდებით,თუ რამხელა უბედურებაა დღევანდელი სუფრა_
მათ შორის qarTuli!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Sat Jan 24, 2009 11:13 am



"არის თუ არა აუცილებელი,რომ ადამიანმა ჭამოს ხორცი?"_კითხულობს მაია გოგულანი და თვითონვე პასუხობს;"არა,არა არის აუცილებელი."შემდეგ კი ამ პასუხს სათანადო არგუმენტებით ადასტურებს:
1.მთავარი ღირებულება საკვებისა ის ენერგიაა,რომელსაც იგი გვაძლვს;ხოლო ხორციანი საკვები სითბოსა და ენერგიის მომცემი არაა.
2.ადამიანი ენერგიას ღებულობს ნახშირწყლებიდან,რომელსაც ხორცი არ შეიცავს.
3.სასარგებლო ცხიმი ორგანიზმში წარმოიქმნება არა მცენარეული თუ ცხოველური ცხიმების გამოყენებით,არამედ იმ ნახშირწყლების საშუალებით,რასაც შეიცავს ნედლი ბოსტნეული,ხილი,კაკალი,მზესუმზირა.
4.ხორცისმჭამელი ცხოველის კბილები გრძელია და ბასრი,ხოლო ადამიანის ძირითადი,უკანა კბილები იმისთვისაა მოწყობილი,რომ დააქუცმაცოს და დაფქვას ხილი და არა ხორცი.
5.ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიისათვის ყველაზე მეტად აუცილებელია არა ცილები და ცხიმები,არამედ ნახშირწყლები.
6.ადამიანის ხელი ბუნების მიერ ხიდან ხილის მოსაწყვეტადაა შექმნილი.
...
ასე და ამგვარად,ადამიანი არც ფიზიოლოგიურად და არც ანატომიურად არაა მოწოდებული ხორცის საჭმელად.
ყველა საკვები ნივთიერება არსებობს მცენარეთა სამყაროში.
ვინც ბევრს მუშაობს ფიზიკურად,მან აუცილებლად უნდა მიიღოს ნახშირწყლების მეტი რაოდენობა ნატურალური ხილის ხარჯზე.სხვათა შორის,ბანანი შეიცავს უძვირფასეს,შეუცვლელ ამინომჟავებს.
ცილებს არ შეუძლიათ კუნთური ძალის მომატება,ისინი ენერგიას არათუ გვმატებენ,პირიქით_გვართმევენ.
ცნობილია,რომ ბუნებრივი,მცენარეული დიეტა არის საწინდარი იმისა,რომ ინფარქტი არიდებულ იქნას 90-97 %_ით.


და კიდევ:
ჯანსაღი,ბუნების სიბრძნით ნასაზრდოები ლოგიკიდან ამოზრდილი,მრავალთაგან შეუმჩნეველი და მრავლის მეტყველი მაგალითი:
ვეგეტარიანელები,ხორცის მჭამელებთან შედარებით,დიდხანს ცოცხლობენ.
***
ურწმუნო თომა!
მილიონობით ასეთი თომაა ქვეყანაზე!
ძნელია მათი დარწმუნება,მაგრამ ის შემთხვევა,რასაც მ.ბირხერ-ბენნერი მოგვითხრობს,ურწმუნო თომებსაც ჩააფიქრებს.
მ.ბირხერ-ბენნერი კი მოგვითხრობს:
"მე მყავდა ორი რიქშა_22 და 25 წლის ღონიერი ახალგაზრდები.ისინი მე,80 კილოგრამიან ადამიანს,სამი კვირის განმავლობაში ეტლით დამარბენინებდნენ 40 კილომეტრის მანძილზე.მათ შევუნარჩუნე კვების ძველი წესი;მათი საკვები იყო სამედიცინო ნორმასთან შედარებით ორჯერ მცირე,შეიცავდა ცილებს 60-80 %-მდე.სამაგიეროდ, ღებულობდნენ ნახშირწყლებს ძალიან დიდი რაოდენობით(ბრინჯი,კარტოფილი,ქერი,წაბლი,შროშანის ძირები და სხვა_ადგილობრივი საკვები).
14 დღის შემდეგ რიქშები ავწონე,რომელთაგან ერთის წონა არ იყო შეცვლილი,ხოლო მეორეს ნახევარი ფუნტი ჰქონდა მომატებული.ვკითხე,ხორცი თუ სურდათ.ძალიან გაუხარდათ,რადგან ხორცი უზომოდ უყვარდათ.მაშინ მათ მენიუში ნახშირწყლების რაოდენობა შევცვალე ცილების შესაბამისი რაოდენობით_თუმცა არც ისეთი რაოდენობით,ნორმა რომ მოითხოვდა,მაგრამ მაინც დიდი დოზით.რიქშები ხორცს სიამოვნებით შეექცეოდნენ,მაგრამ სამი დღის შემდეგ მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს,რომ მათი რაციონიდან ამომეღო ხორცი ცდის დასასრულამდე,რადგანაც თავს გრძნობდნენ ძალიან დაღლილად და,როგორც ადრე,ისე კარგად ვეღარ დარბოდნენ.მე მათ კვლავ პირვანდელი საკვები დავუნიშნე."
ეს ერთი მაგალითიც სრულიად საკმარისია იმისათვის,რომ დაემხოს მითი ხორცის სარგებლიანობისა და მაწიერობის შესახებ;რომ იტყვიან,ყველაფერი დღესავით ნათელია და ყველა,ვინც კი სიმართლეს დაინახავს,უარყოფს ხორცს,რომელიც მხოლოდ ნადირის საკვებია;რომელიც სამოთხეში,ზეციერის სუფრაზე არ იყო.
...
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ!
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Tue Jan 27, 2009 11:44 am



ექიმებმა ქალაქ გვალიარიდან(ინდოეთი,მაჯია-პრადეშის შტატი) ჩაატარეს სპეციალური გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის საკვები ადამიანის ორგანიზმზე.ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისინი აკვირდებოდნენ 250 ადამიანის მდგომარეობას და აღმოაჩინეს,რომ უმრავლესობა,ვინც ხორციანი პროდუქტებით იკვებებოდა,იყვნენ მეტისმეტად აგრესიულები და ფიცხები.ამასთანავე,ვეგეტარიანელთა 90%-ს,პირიქით,მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა.უფრო მეტიც:ექიმებმა დაადგინეს,რომ ვეგეტარიანელები უფრო დიდხანს ცოცხლობენ,ვიდრე ხორცის მჭამელები,რომელთა შორისაც განსაკუთრებით ხშირია სიმსივნე და გულსისხლძარღვთა დაავადებანი.
დოქტორ ჯ.სინგხსა და კ.დაბასს მიაჩნიათ,რომ ვეგეტარიანული კვების მიმდევარნი უფრო ამტანნი არიან ფიზიკური და ნერვული დატვირთვის მიმართ.
...
განსაკუთრებით ეს ფაქტია დამაფიქრებელი:
"ხორცი ცუდად მოქმედებს გონებაზე,ხასიათი ხდება ფეთქებადი და ადამიანი ემსგავსება მტაცებელ ცხოველს"(გენადი მალახოვი).

უნდა გვახსოვდეს,რომ რძის,ფქვილისა და ხორცის პროდუქტები ლორწოს წარმომშობნი არიან.
...
ცხადზე ცხადია:
ხორცი და მისი პროდუქტები წამლავენ ადამიანს და მის ჯანმრთელობას_როგორც ფიზიკურს,ასევე სულიერს_ანადგურებენ ტოქსინებით.

***
ვის არ უნახავს,როგორ მიიჩქარიან ადამიანები სოფლიდან სოფელში;როგორ მიუხარიათ ქალაქიდან მშობლიური კუთხეებისაკენ,რათა კიდევ ერთხელ დაესწრონ ყოველწლიურ უმახინჯეს რიტუალს,ერთდროულად სასაცილოსა და სატირალს,რომელსაც ჰქვია "ღორის დაკვლა".არცთუ იშვიათად ეს პროცესი ცინიზმით "დამშვენებული" ბარბაროსობითაა აღბეჭდილი:ღორი თუ ძალიან დიდია და ამის გამო საშიშია,მას შეუმჩნევლად წამოეპარება რომელიღაც მკლავმაგარი ხორცისმჭამელი და შუბლში მძიმე უროს დააჯახებს,ცხოველი დაეცემა და,სანამ გამოფხიზლდება,სანამ უროსმიერი ნარკოზიდან გამოვა,უკვე ყელი აქვს ბასრი დანით თუ მახვილით გამოჭრილი...
და არის მწვადების შიშხინი.
და არის ხორცის ნაჭრებით დამძიმებულ ქვაბების თუხთუხი,რკინის ქუდები რაკარუკით რომ უხტუნავთ ორთქლიან ნაპირებზე.
კედლებს შორის ჰაერი იმღვრევა,იხუთება,მძიმდება და ქამრები დაწყვეტაზეა.
...
ღორის თავზე უფრო დიდი უბედურება ტრიალებს_რასელ თომსენთან ვკითხულობთ:
"უწმინდურ ცხოველთა შორის ღორი ყველაზე საზიზღრად იყო მიჩნეული.ლევიანთა კანონში ხაზგასმითაა აღნიშნული,რომ ღორის ხორცის ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება;ეს ცხოველი ბიბლიაში სიძულვილის საგანია.ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება:"ისინი,რომლებიც ერთად შეექცევიან ღორის ხორცს,უსურმაგსა და და თაგვებს,ერთნაირად დაიღუპებიან,"_ამბობს უფალი.
ქრისტემ შეჰყარა ეშმაკები ღორების კოლტში,მერე ზღვაში გადაყარა და დაახრჩო.სხვა შემთხვევაში იესო ქრისტე გვამცნობს აღვირახსნილი ცხოვრების მიმდევარი უძღები შვილის ზნედაცემულობას,რომელიც იმგვარად დაეცა ზნეობრივად,რომ ღორების მოვლა დაიწყო და მათ საკვებს ეშურებოდა.

ღორის ხორცის ჭამის აკრძალვით ღმერთმა ისრაელის შვილები დაიცვა უამრავი დაავადებისაგან,რომლებიც უშუალოდ ღორის ხორცისაგან უჩნდება ადამიანს.ამ დაავადებებში იგულისხმება პარაზიტებით გამოწვეული ტრიქინელოზი და სოლიტერი.ის გარემოება,რომ ადამიანი ღორის ხორცს არ ეკარებოდა,მკვეთრად ამცირებდა წყლის დაბინძურებასა და ინფექციის გადამტან მწერთა გამრავლებას."
***
პიანინოს თავზე ჯვარცმა,მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული.
ტელეფონის გვერდით დიდი მწერლის ერთტომეული,ზედ საფერფლე ნამწვავებით,კურკებით და ცხიმის მარცვლებით.
მაგიდაზე ეშმაკის მენიუს ზეიმი.
პურით დაზვინულ თეფშებს შორის ლანგარი,ლანგარზე კიტრის ნაფცქვენები და გოჭის თავი,პირში მწვანილის ღერებგაჩრილი.
ღიპგამომზეურებული მამის მუხლზე ბავშვი ღიპიანი,გამძღარი და დამძიმებული.
ჰაერში სუნი სიგარეტის,ხორცის და ალკოჰოლის.
სახეებზე უხალისო კმაყოფილება.
გულში ჩხვლეტა.
თვალში სიმთვრალე.
მუცელში ჯოჯოხეთი.
და თითქოს ცრემლიანი თვალებით მზირალი ჯვარცმა,მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული,პიანინოს თავზე მდგარი,ცელოფანში გახვეულ,მდუღარე წყლისაგან დარბილებულ,ბუმბულის ჩოხაგახდილ მამალთან ერთად...

***
ვინა ვართ ჩვენ,
რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?
(გაგრძელება იქნება)


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Jan 29, 2009 12:15 pm


შ ა ქ ა რ ი
-------------------
უთვალავი ფერია სამყაროში.
უთვალავ ფერთა შორის არსებობენ რჩეული ფერები,რომელთა შორისაც კიდევ უფრო გამოირჩევა თეთრი.
წმინდა გიორგი თეთრ ცხენზეა ამხედრებული და ამ შემთხვევაში თეთი ფერი სიწმინდის სიმბოლოა.
სივრცეში თეთრი ფერის ღრუბლები გამოჩნდნენ_ამ შემთხვევაში თეთრი ფერი იმედსა და სიმშვიდეს განიჭებს.
ანგელოზებს თეთრი სამოსელით ხატავენ.
ქორწილში თეთრი კაბა და თეთი ფატა ამშვენებს დედოფალს.
ფილმსა თუ სპექტაკლში მსახიობთა სახით გამოცხადებული გარდაცვლილთა სულები თეთრი ფერისანი არიან.
სულ სხვაა სითეთრე პირველი თოვლისა,ვაშლის ტოტზე ამონათებული ყვავილისა,მშობლის ჭაღარისა.
სულ სხვაა_ენით არ გადმოიცემა სითეთრე მაცხოვრის მკლავებში მფეთქავი კრავისა...
...
ერთი სიტყვით,თეთრი ფერის შესახებ შეიძლება,დაიწეროს საგალობელი.მასთან დადებითი,იდუმალი და მშვენიერი ემოციებია დაკავშირებული,მაგრამ არსებობს ერთი ღაღაც ამ სამყაროში,რომელიც ასევე თეთრი ფერისაა,თუმცა მისი ღირსი არაა.იმ "რაღაცას" ფერი,საერთოდ,არ უნდა ჰქონდეს;უმჯობესია,რომ თვითონაც არ იყოს ამქვეყნად!
ფერითა და განსაკუთრებით სიტკბოთი მან მთელი მსოფლიო მოხიბლა და დაიპყრო.ათასობით პროდუქტში შეიპარა,თაფლისა და ხილის გემო დაავიწყა კაცობრიობას.
...

შაქარი!
იგი ყველგანაა:
კონტინენტიდან კონტინენტზე მიმავალი მგზავრის ჩემოდანში,ტურისტის ზურგჩანთაში,მწყემსის ხურჯინში,მილიონერისა თუ ღატაკის ოჯახში.
...
პოლ ბრეგი მტკივნეულად განიცდის იმ საშინელებას,რაც შაქართანაა დაკავშირებული:"ცუდი კვება,რაფინირებული შაქარი და მის საფუძველზე დამზადებული პროდუქტები,ასევე გაზიანი სასმელები,კანფეტები და მათი მსგავსი "საჭმელი"_აი,უმთავრესი მიზეზი იმისა,რის გამოც უამრავი ადამიანი იტანჯება."
როგორც მიშელ მონტინიაკი წერს,სულ რაღაც ორასი წლის წინათ შაქარი წარმოადგენდა ჩვეულებრივ მოკვდავთვის მიუწვდომელ დელიკატესს,დღეს კი მას ყველა იყენებს,მიუხედავად იმისა,რომ იგი ბევრად უფრო დამღუპველია,ვიგრე ალკოჰოლი და და ნარკოტიკები,ერთად აღებული.
...
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ!
(გაგრძელება იქნება)




Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Sat Jan 31, 2009 10:59 am



კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს თავზარდამცემი სიტყვები:
შაქარი ბევრად უფრო დამღუპველია,ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები,ერთად აღებული!
ალკოჰოლი და ნარკოტიკები,ერთად აღებული_ორი მახვილი ჯოჯოხეთის შხამით ნალესი,ორგანიზმს ჩაცემული!შაქრის მახვილი უფრო მძიმეა და უფრო მოწამლული.
როდესაც ადამიანი ამ სიმართლეს მოისმენს და მაინც რამდენიმე კოვზ შაქარს ჩაიყრის ჭიქაში,როგორ არ გაოცდები და ერთხელ კიდევ როგორ არ იკითხავ:
ვინა ვართ ჩვენ,
რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?
...
მავნებელ ნახშირწყალთა შორის შაქარი მსოფლიო ლიდერადაა მიჩნეული!
როგორც ცნობილ ინგლისელ ექიმსა და მკვლევარს ბურკეტს მიაჩნია,სარძევე ჯირკვლების კიბო,სკლეროზი და ინფარქტი შეწდეგია ცხიმის,შაქრისა და ტკბილეულის დიდი რაოდენობით მიღებისა.
დამტკიცებულია,რომ ჯანმრთელობის დამანგრეველ შაქრის მოქმედებას ადამიანმა შეიძლება გაუძლოს 20 წელიწადს,ხოლო შემდეგ დიაბეტს მოიმკის.
ძალიან შორს წაგვიყვანს იმ ცოდვების ჩამოთვლა,შაქრის ბიოგრაფიას რომ "ამშვენებს";იგი სამოცამდე დაავადების გამჩენია!
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Mon Feb 02, 2009 9:53 am



ამერიკელი ექიმებისა და მკვლევარების მიერ დასახელებულია 59 მიზეზი,რომელთა მიხედვითაც შაქარი მავნებელია ჯანმრთელობისათვის.კერძოდ,შაქარს უდიდესი წვლილი მიუძღვის ისეთ დაავადებათა წარმოშობა-განვითარებაში,როგორიცაა:
1.იმუნიტეტის დაქვეითება.
2.მინერალურ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა.
3.მღელვარება,გაღიზიანება,ყურადღების გაფანტვა,ბავშვის ჭირვეულობა და ჟინიანობა.
4.ტრიგლიცერიდების დონის მნიშვნელოვანი ამაღლება .
5.ბაქტერიალურ ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარის შესუსტება.
6.თირკმელების დაზიანება.
7.დიდი სიმტკიცის მქონე ლიპოპროტეიდების დონის დაკლება.
8.მიკროელემენტ ქრომის დეფიციტი.
9.სარძევე ჯირკვლების,საკვერცხეების,ნაწლავების,წინამდებარე ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის სიმსივნე.
10.გლუკოზისა და ინსულინის დონის მომატება.
11.მიკროელემენტ სპილენძის დეფიციტი.
12.კალიუმისა და მაგნიუმის შეწოვის პროცესის რღვევა.
13.მხედველობის გაუარესება.
14.ნეირომედიატორსეროტონინის კონცენტრაციის ზრდა.
15.გლუკოზის დონის დაქვეითება(გიპოგლიკემია).
16.მონელებისას საკვების მჟავიანობის მომატება.
17.ადრენალინის დონის ამაღლება ბავშვებში.
18.საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლილობის მქონე პაციენტებისათვის საკვებ ნივთიერებათა შეწოვის პროცესის დარღვევა.
19.ასაკობრივ ცვლილებათა დაწყების დაჩქარება.
20.ალკოჰოლიზმი.
21.კარიესი.
22.სიმსუქნე.
23.წყლულოვანი კოლიტის განვითარება.
24.კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
25.ართრიტი.
26.ბრონქიალური ასთმის პროვოცირება.
27.სოკოვან დაავადებათა აღმოცენება.
28.ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენა.
29.გულის იშემიური დავადება.
30.გაბნეული სკლეროზი.
31.ქრონიკული აპენდიციტის გართულება.
32.ბუასილი.
33.ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
34.ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების გამომყენებელ ქალებში გლუკოზისა და ინსულინის დონის ამაღლება.
35.პარადონტოზი.
36.ოსტეოპოროზი.
37.ნერწყვის მჟავიანობის მომატება.
38.ინსულინისადმი მგრძნობიარობის დარღვევა.
39.გლუკოზისადმი შემწყნარებლობის შემცირება.
40.ზრდის ჰორმონთა გამომუშავების დაქვეითება.
41.ქოლესტერინის დონის მომატება.
42.სისტოლოგიური არტერიალური წნევის ამაღლება.
43.ბავშვის ძილისგუდობა.
44.თავის ტკივილი.
45.ცილების შეწოვის დარღვევა.
46.საკვების ალერგია.
47.დიაბეტი.
48.ფეხმძიმე ქალების ტოქსიკოზი.
49.ბავშვთა ეგზემის პროვოცირება.
50.გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი.
51.ეოლ-სტრუქტურის რღვევა.
52.ცილების სტრუქტურის რღვევა.
53.კოლლაგენის სტრუქტურის ცვლილების შედეგად ნაოჭების ნაადრევი გამოჩენა.
54.კატარაქტა.
55.ფილტვების ემფიზემა(მოცულობის ავადმყოფური გადიდება).
56.ათეროსკლეროზის განვითარება.
57.დაბალი სიმჭიდროვის ლიპოპროტეიდების შემცველობის ამაღლების შედეგად სისხლძარღვების დაზიანება.
58.სისხლდენაში თავისუფალი რადიკალების გამოჩენა.
59.ფერმენტების ფუნქციური აქტიურობის შემცირება.
...
როგორც არაერთი გამოკვლევითაა დადასტურებული,შაქარია მიზეზი მრავალი ფსიქიკური აშლილობისა.
ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს მისთვის აუცილებელ შაქარს ცხიმების მარაგის ხარჯზე.
გენადი მალახოვი წერს,რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ყველა განვითარებულ ქვეყანაში იზრდება შაქრის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი.ეს რიცხვი ამერიკაში 10 მილიონს უახლოვდება.
"არც ერთი ნატეხი შაქარი ყავაში!არც ერთი გრამი შაქარი ხაჭოში!ან შაქრის შემცვლელი,ან_არაფერი!შაქარი შხამია და მოექეცით,როგორც შხამს!"(მიშელ მონტინიაკი).
***
ნატურალური ჰიგიენის ზარების გუგუნი ვერ აღწევს ან ძალიან სუსტ ექოდ გაისმის შაქრის თეთრი ლოდებით აშენებულ საპატიმროებში,სადაც მილიონობით ადამიანი "ბედნიერია" თეთრი ბარბაროსის ტკბილი სიმღერებით.
***
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ!
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Sat Feb 07, 2009 9:34 am



მ ა რ ი ლ ი
რამდენიმე ასეული წლის წინათ მრავალ ქვეყანაში,საერთოდ,არ იცოდნენ,რა არის მარილი და უმარილობა ხელს არავის უშლიდა,ყოფილიყო ჯანმრთელი და ბედნიერი.
ესკიმოსები დღესაც არა ხმარობენ მარილს,მაგრამ თავს მშვენივრად გრძნობენ.
მარილი გულისათვის შხამია,მისგან ყველაზე მეტად თირკმელები ზიანდება.
როგორც პოლ ბრეგი წერს,მარილი არ მოინელება,არ ხდება მისი შეთვისება ორგანიზმის მიერ.
მარილს ნოყიერებისა არაფერი გააჩნია.იგი არ შეიცავს ვიტამინებს,ორგანულ და რაიმე მასაზრდოებელ ნივთიერებებს;პირიქით,იგი უაღრესად მავნებელია და მრავალი უსიამოვნების მომტანია თირკმელებისათვის,ნაღვლისა და შარდის ბუშტებისათვის,გულისათვის,არტერიებისათვის,სისხლძარღვებისათვის.
მარილი აშრობს ქსოვილს და დიდ საფრთხეს უქადის მას.
"მარილი ილექება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებში ,განსაკუთრებით ტერფებსა და წვივების ქვედა მხარეს,რაც იწვევს ფეხების გარუმბებას.
იმისათვის,რომ ამ დამღუპველი შხამისაგან ქსოვილები როგორმე დაიცვას,ორგანიზმი ავტომატურად ცდილობს,განაზავოს მარილი,რისთვისაც წყალს აგროვებს იმ ადგილებში,სადაც მარილია დალექილი.ამის გამო ძალიან სივდება ესა თუ ის ორგანო.მტკივნეულად სივდება ტერფები და კოჭები"(პოლ ბრეგი).
ამ ნათელი ფაქტების შემდეგ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს,რომ ორგანიზმისათვის სუფრის მარილი არათუ საჭიროა,პირიქით_დამღუპველი.
...
მარილის დახმარებით ადამიანი საკვები პროდუქტების "სიცოცხლეს" ახანგრძლივებს,საკუთარ სიცოცხლეს კი(რაც ღმერთმა უბოძა) ამოკლებს.
...
როგორც შაქრისთვის,მარილისთვის საზღვრები არ არსებობს.მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად ამ საწამლავისაგან იტანჯებიან იაპონელები და ამერიკელები.
გონიერმა ადამიანებმა ამ საწამლავს სამართლიანად უწოდეს "თეთრი სიკვდილი".
ვინც მოინდომებს,თავს ადვილად დაიხსნის თეთრნიღბიანი ბარბაროსის მლაშე კლანჭებისაგან.საამისოდ გენადი მალახოვი გვთავაზობს ბუნებრივ,ყველასათვის დიდი სიკეთის მომტან რეცეპტს:
"მარილი საკმაო რაოდენობითაა მწვანილში,მცენარეულ პროდუქტებში.შეცვალეთ მარილი ქინძის,ოხრახუშის,კამის სანელებლებით,ხახვითა და ნიორით,რომლებიც ნამდვილ,ბუნებრივ დანამატსა და საკვებს ცხარე,მიმზიდველ გემოს ანიჭებენ.მარილის მიზეზით სხეული ნაადრევად ცვდება და ბერდება".
...
ადამიანმა უფლისაგან ნაბოძები ჯანმრთელობის გადასარჩენად არათუ მარილზე,თუ საჭირო იქნება,სამოთხის წყაროზედაც უნდა თქვას უარი.
...
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ!
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Fri Feb 13, 2009 10:47 am



თეთრი ბომბდამშენები
(ლირიკული გადახვევა)

კონდიტერთა დიდოსტატობა,ახალ-ახალი მიგნებებით "გამდიდრებული".
საშაქარლამოების ტკბილი და სურნელოვანი ჰაერი,დაშაქრული ტალღებით რომ მიაქანებს მილიონობით ადამიანს ავადმყოფობის ნაცრისფერი კუნძულებისაკენ.
ზედმეტი ტკბილეულის ჭამისაგან დასიებულ-დამრგვალებულ-გასუქებული,სნეულებათაგან დაქანცული და სიცოცხლეგამწარებული ადამიანი_გულში სიბერის ღრუბლებით,მუხლში სიძაბუნით,ჯიბეში აბებით!
საკონდიტროებიდან წამოსული ტკბილეულის ლაშქარი _გოზინაყის ჩექმებითა და მუზარადებით,ვაფლის ფარებით,ჩურჩხელის შუბებით,შოკოლადის ყუმბარებითა და ტანკებით,ჰალვისა და ნამცხვრის ბომბებით,შაქარყინულისა და მომპასის საფანტით,პრიალა ქაღალდის ზურგჩანთებით,იმ ზურგჩანთებში უგემრიელესი დოზანით!..
...და მეფე და მთავარსარდალი_ტორტი!
ტორტი_ღარიბი ოჯახის მიკნავლებულ ბიუჯეტს ჩაცემული კიდევ ერთი ლახვარი!
რამდენი დრო და ენერგიაა საჭირო მისი დამზადებისათვის,როგორ იხარჯებიან და იტანჯებიან მანდილოსნები...
და მერე ამა თუ იმ ღრეობაზე (ერთი შეხედვით დღეობაზე) გამართული ტორტების შეჯიბრი!
და მერე შეჯიბრი ტორტების ქებასა და ჭამაში!
როგორ უხდება ტორტს თეთრი გვირგვინი,ან იმ გვირგვინს როგორ უხდება მარწყვის ბრიალა,მეწამული მარგალიტები...
...
ტკბილეულის გზა,მურაბაწასმული,კანფეტებით მოჭიკჭიკებული,მილიონობით ადამიანს რომ მიუძღვის:ზოგს_საავადმყოფოსაკენ,ზოგს_სასაფლაოსაკენ!
...
როგორც ტორტს,ამ ლირიკულ გადახვევასაც სჭირდება გვირგვინი და,აი,ისიც_სახალხო მკურნალის,1 500 მცენარის სამკურნალო თვისებათა შემსწავლელისა და ბრწყინვალე წიგნების ავტორის_ანატოლი მალოვიჩკოს აზრი:"ქალებისათვის უსაყვარლესი საკონდიტრო ნაწარმი და ტორტები_ეს არის ძალიან სულელური და ძალიან მავნე შეხამების ნიმუში:ცივი ცხიმები+ცივი სახამებელი+შაქარი+მარილი."
...
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ!
...
(გაგრძელება იქნება)ჰ
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Sat Feb 14, 2009 9:56 am



დიდი უბედურების ფონზე პატარა უბედურება მკრთალდება.
ასეა ამ შემთხვევაშიც:
ცივი ცხიმები და სახამებელი იქით იყოს.ამ ჯოჯოხეთურ წყვილს დააკვირდით_შაქარი და მარილი ერთად!
...
როგორც უკვე ითქვა,შაქარი ბევრად უფრო მავნებელია,ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკი, ერთად აღებული!ხოლო მარილი უპირველესი მიზეზია გულის ავადმყოფობისა,რომელიც ამერიკაში ნომერ პირველ მკვლელადაა მიჩნეული.
...
შაქარი და მარილი_ორი თეთრი ბომბდამშენი,რომლებიც ცივილიზებული ადამიანის უვიცობის სივრციდან საოცარი სიზუსტით ურტყამენ მათთვის სასურველ ობიექტებს,როგორიცაა:თირკმელები,ღვიძლი,გული,გონება,სხეულის ყველა კუთხე-კუნჭული.
***
მაინც მიიწევს ნაზ და მსუქან თითებში რბილად ჩაჭედილი ხორცის თიმთიმა ნაჭერი მარმარილოს სამარილისაკენ,შიგ ჩაწვება,რომელიღაც პატარა ცხოველივით,ნახევრად თეთრდება,მერე ნაცნობი გზით ჰაერ-ჰაერ ბრუნდება უკან და სქელ,ოფლიან ტუჩებს შორის უჩინარდება და ჯოჯოხეთის მოთუხთუხე,ბნელ ფილიალში_კუჭში იძირება!...
***
ვინა ვართ ჩვენ,
რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?

***
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ!
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Tue Feb 24, 2009 11:42 am

ხილი და ბოსტნეული
-----------------------
მცენარეულ საკვებთან ერთად ჩვენ ვითვისებთ მზის ენერგიას,რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ვიტამინების გარეშე არ არსებობს ჯანმრთელობა,ხოლო ამ ვიტამინების წყაროა უმი,ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.
უდიდესი შეცდომაა,როდესაც ჭამის შემდეგ დესერტის სახით ღებულობენ ხილსა და წვენებს.
ნებისმიერ საჭმელს წინ ხილი წაუმძღვარეთ.
ხილი უნდა გამოიყენოთ ნატურალური სახით.
აუცილებლად უნდა დაიცვათ ინტერვალები ხილისა და მომდევნო საჭმელის მიღების დროთა შორის_ხილი ხელახლა უნდა მიიღოთ:
სალათების,ბოსტნეულისა და მწვანილის ჭამიდან _2 საათის შემდეგ;
კარგად შეხამებული და მოხარშული საკვების(ხორცის,თევზის,ფრინველის,კვერცხის)მიღებიდან_3 საათის შემდეგ;
შეხამებული,ხორციანი და სხვა ცხოველური საკვების მიღებიდან_4 საათის შემდეგ;
არასწორად შეხამებული და მრავალფეროვანი საკვებიდ მიღებიდან_8 საათის შემდეგ.

***
უმჯობესია,საუზმე მიიღოთ ხილის სახით.
სასარგებლოა,კვირაში 1-2 დღე დაუთმოთ ხილის დიეტას;
ასევე კარგია შიმშილობის დაწყებისას და დამთავრების შემდეგ 1-2 დღით დაიცვათ ხილის დიეტა.
***
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამამულო და უცხოური 70.000-ზე მეტი მეცნიერული წყაროს შესწავლა-შემოწმების შედეგად იაპონელმა პროფესორმა კაცუძო ნიშიმ შექმნა ჯანმრთელობის სისტემა,რომელიც მსოფლიოში მისი სახელითაა ცნობილი.
მისთვის,ვინც ნატურალური ჰიგიენის სიკეთე ირწმუნა და ცხოვრების სტილი შეიცვალა,აუცილებელია კაცუძო ნიშის პრინციპების გათავისება და გათვალისწინება.
კაცუძო ნიშის სისტემა მკაცრად მოითხოვს საუზმის გაუქმებას:
უნდა ვიკვებოთ დღეში ორჯერ:შუადღისას და საღამოს.
"დილა_ესაა არა საკვების მიღების,არამედ განტვირთვის პერიოდი,_წერს კაცუძო ნიში,_დილით კარგად იწმინდება ნაწლავები.ესაა დრო,როდესაც სხეული თვითონ წმენდს საკუთარ თავს."
...
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ."
...
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Wed Feb 25, 2009 9:41 am



რა თქმა უნდა,უდიდესი ბედნიერებაა,ბუნებრივი კვების სტილს თუ დაუბრუნდები;სამყაროში ყველაზე საჭირო და უწყინარი ბრძენკაცების_ნატუროპათთა სიბრძნეებს თუ ეზიარები;მაგრამ უთუოდ საინტერესოა და ასევე სასარგებლოა იმ საიდუმლოთა გათვალისწინება,რაც ხილისა და ბოსტნეულის ფერებთანაა დაკავშირებული.
...
ხილისა და ბოსტნეულის ესა თუ ის სახეობა ორგანიზმის ამა თუ იმ უბნისათვისაა სასარგებლო,ზოგიერთ შემთხვევაში_მკურნალი და მომწესრიგებელი.
ამ თვალსაზრისით,ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთისაგან განსხვავება შესაძლებელია მათი ფერების მიხედვით.
.
გახსოვდეთ:
----------------
მწვანე ფერის
------------------
კომბოსტო,სალათა,კიტრი,ბარდა,ოხრახუში,ხახვი,წიწაკა და ვაშლი ღვიძლს აჯანსაღებს.
.
წითელი ფერის
--------------------------
ბულგარული წიწაკა,პომიდორი,ალუბალი,ბალი,ვაშლი,მარწყვი,ხენდრო,ყურძენი და ბროწეული შველის გულს და სისხლის მიმოქცევას აწესრიგებს.
.
ყვითელი ფერის
---------------------------
ბალი,გარგარი,ატამი,ბანანი,ლიმონი,ვაშლი და ყურძენი ამაღლებს ტონუსს,აუმჯობესებს განწყობილებას,ადამიანი მოჰყავს გუნებაზე.

ლურჯი ფერის
------------------------
ქლიავი,ლეღვი და ღოღნოშო საუკეთესოა კუჭ-ნაწლავისათვის.
...
ასეა:
ადამიანი სიტყვითა და საქმით იცნობა,ხილი და ბოსტნეული_ფერით.
...
იოგები ჭამენ დღეში ერთხელ,
გურმანები_ორჯერ,
ავადმყოფები_სამჯერ!
(გაგრძელება იქნება)



---------------
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Sun Mar 01, 2009 10:51 am



როგორც ვნახეთ,ხილისა და ბოსტნეულის მიმართ ნატუროპათთა დამოკიდებულება ერთსულოვანი და შეხმატკბილებულია.რაც შეეხება მარცვლეულს,ამ მხრივ,იუმორი რომ მოვიშველიოთ,სხვა ვარსკვლავზეა გაჩენილი,აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია.
მარცვლეული,რომელსაც მოხარშული სახით ვღებულობთ,ადამიანს ვერ განაცდევინებს იმ სასწაულს,რაც ხილ-ბოსტნეულისათვისაა დამახასიათებელი:ხილისა და ბოსტნეულის მიღებისას თითქოს შინაგანად ნათდები,უფრო გრძნობ მზისა და დედამიწის სიკეთეს,უფრო ახლოსა ხარ ბუნებასთან...
...
მაია გოგულანი:
-------------------
"მარცვლეული ლამის კაცობრიობის ძირითად საკვებადაა ქცეული.
მარცვლეული ქიმიური პრეპარატებით მოწამლული მიწის ნაყოფია.
მარცვლეულს არ შეუძლია ადამიანის უზრუნველყოფა საღი,სრულფასოვანი საკვებით.ბუნებას იგი ფრინველებისათვის შეუქმნია.ფრინველს არა აქვს კუჭი,მას აქვს ჩიჩახვი,რომელიც "ცოცხალ" მარცვალს ფქვავს და არა ხარშავს.ამისათვის ფრინველს გააჩნია ძალიან მოკლე მსხვილი ნაწლავი,რათა ლორწო_დაფქული მარცვლეულის მონელებისას წარმოქმნილი_დიდხანს არ გაჩერდეს ორგანიზმში და არ მოწამლოს იგი.
ფიზიოლოგიურად ადამიანის ორგანიზმი ისე არაა მოწყობილი,რომ მარცვლეულის საკვები აითვისოს ბუნებრივი სახით.
მარცვლეულის ხანგრძლივი დიეტა,მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე,იწვევს ისეთ დაავადებებს,როგორიცაა:ართრიტი,ართროზა,ოსტეოქონდროზი,რევმატიზმი და ა.შ."
...
ე.დესმორი ყველა მარცვლეულს "სასიკვდილო პროდუქტებად" მოიხსენიებს და არა "სასიცოცხლო პროდუქტებად".თავისი გამოკვლევების შედეგად იგი დარწმუნდა,რომ "ხილი_ესაა საუკეთესო საკვები,ხოლო მარცვლეული_უარესი".
ყველა მარცვლეული მოკლებულია იოდს,ხოლო იოდის გარეშე ჯანმრთელობა წარმოუდგენელია.
უმჯობესია,მარცვლეული,საერთოდ,ამოიღოთ მოზრდილთა თუ ჩვილთა მენიუდან.
...
ანატოლი მალოვიჩკო:
------------------------
"მარცვლეული შეიცავს ცილებს(30%) და უძვირფასეს მინერალებს,ოქროს ჩათვლით,ვერცხლსა და მძიმე მეტალებს.მარცვლეულს ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ნაღველი(რაც აუცილებელია),ცხიმები,მარილები.
წიწიბურა კარგად მოქმედებს სისხლზე,სამაგიეროდ,ზრდის შავი ნაღვლის ლორწოსა და გაზების რაოდენობას.მას ხმარობენ ანემიისა და ლევკემიის დროს.
ფეტვის ბურღული კარგია მათთვის,ვინც სიმსუქნისკენაა მიდრეკილი.იგი კარგად მოქმედებს სისხლის წნევაზე.ხალხურ მედიცინაში იგი ცნობილია, როგორც ენერგიის მომცემი,სხეულის გამამტკიცებელი პროდუქტი.ორგანიზმიდან გამოაქვს ანტიბიოტიკები.ძნელი მოსანელებელია,უნდა გამოვიყენოთ ცხიმით ან ზეთით.
ბარდა,შვრია,ჭვავი(სვილი) საჭიროა ორგანიზმისათვის ,როგორც მგნიუმის მიმწოდებელი,მაგნიუმი კი საჭიროა იმუნიტეტისათვის".
***
იმაზე ფიქრით თავის ატკივებას,მარცვლეულთან დაკავშირებით ,ვინ უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან,ბევრად სჯობია,საერთოდ,დავემშვიდობოთ მას,გადასაყრელი არ გაგვიხდება;საბედნიეროდ,ფრინველები ჯერ კიდევ არსებობენ ამ ცოდვილ ქვეყანაზე.
...
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Fri Mar 06, 2009 10:13 am



რძე და მისი პროდუქტები
--------------------------------

მილიონში ერთმა თუ იცის,რომ:

ცხიმები ყველაზე ძნელი მოსანელებელია.
ბევრი ცხიმი მავნებელია და იგი უნდა მიიღოთ ძალიან მცირე რაოდენობით.
ცხიმიანი საჭმელი მიზეზია ათეროსკლეროზისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებისა.
მარადიული ტყუპების_პურისა და ყველის_ერთად ჭამა მტერია ჯანმრთელობისა.
თხის ყველი შეიცავს ნახშირწყლების გარკვეულ რაოდენობას და უნდა ერიდოთ.
მავნებელია ხაჭო,რომელიც შაქრის შემცველია.
ყველი მავნებელია,მაგრამ არა იმდენად,რამდენადაც კარაქი და მოუხდელი რძე.
რაც უფრო ცხიმიანია რძე,მით უფრო საზიანოა
გულისა და სისხლძარღვებისათვის.
არ შეიძლება ცხიმების სითბური დამუშავება.
მზიან დღეებში კარაქი,საერთოდ,უნდა გამოირიცხოს რაციონიდან,ვინაიდან D ვიტამინი ორგანიზმში წარმოიქმნება ადამიანზე მზის სხივთა მოქმედებით.
.
მავნებელია ცხოველური და ,მით უმეტეს,ხელოვნური ცხიმები.
ორგანიზმისათვის აუცილებელია გაუჯერებელი ცხიმები_სელის,სოიის,ზეითუნის,მზესუმზირის.
რაციონის ძირითადი ცხიმები უნდა იყოს არარაფინირებული,მცენარეული ზეთები(არა უმეტეს ჩაის ერთი კოვზისა დღეში),არაჟანი(არა უმეტეს ჩაის 2-3 კოვზისა დღეში),იშვიათად უმარილო კარაქი(ჩაის ერთი კოვზი,მხოლოდ 66 წლამდე).
.
ცხიმები კარგად შეეხამებიან სახამებელსა და ბოსტნეულს.
რძე_ესაა საკვები ჩვილი ბავშვის და არა მოზრდილისა.
რძესთან დაკავშირებით არსებობს ჰერბერტ შელტონის საინტერესო მოსაზრება:
"რძის მრეწველობამ და მედიცინამ მიგვაჩვია იმას,რომ ყოველდღიურად გვჭირდება ერთი ლიტრა რძე,ანუ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ვრჩებით ძუძუმწოვრებად.ეს კომერციული პროგრამაა,რომელიც არ შეესაბამება ადამიანთა მოთხოვნილებებს.იმის გამო,რომ რძე შეიცავს ცილასა და ცხიმებს(ნაღები),იგი ცუდად ეხამება თითქმის ყველა საკვებს,მჟავე ხილის გარდა.

...
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ.
.
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Sun Mar 08, 2009 10:05 am



რძის პროდუქტებია მიზეზი ისეთი დაავადებებისა,როგორიცაა:
ორგანიზმში ლორწოს დაგროვება,გულსისხლძარღვთა დაავადებანი,სიმსივნე,ართრიტი,თავის ტკივილები,გაციებითი დაავადებანი.
ბავშვები,რომლებიც ძროხის რძით იკვებებიან,შემდეგ,მომავალში,იტანჯებიან დიათეზითა და ალერგიული სნეულებებით,ხშირად_ავთვისებიანი ანემიით.
რძის მჟავე პროდუქტები(ყველი,არაჟანი,კარაქი,ხაჭო,მაწონი)უნდა გამოვიყენოთ სხვა პროდუქტების გარეშე.
ყველი,ხაჭო,ბრინზა(განსაკუთრებული წესით ამოყვანილი ცხვრის ყველი)უნდა დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავფხვნათ სალათებში;უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ბოსტნეულთან ერთად.
ყვითელი ყველი ქიმიური საწამლავებითაა შეფერილი.
...
დღიური ნორმა მცენარეული თუ ცხოველური ზეთებისა არ უნდა აღემატებოდეს 25-30 გრამს.
...
ცხოველური წარმოშობის ცხიმები ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია სიმსივნის სხვადასხვა ფორმებისა.
ცხიმებია მიზეზი გამონაყარისა თუ ძირმაგარებისა.
კარაქზე უმჯობესია ერბო,იგი უფრო ათვისებადია და თავისუფალია მავნებელი შენარევებისაგან.
...
რძის პროდუქტები ლპება ბავშვის სწორ ნაწლავში,რის შედეგადაც წარმოიქმნება ცილების მავნე სიმჟავეები.
...
რძის ცივი პროდუქტების(ნაყიმი,რძის ცივი კოქტეილი,ცივი ნაღები,არაჟანი,რძე და ა.შ.)პროვოკატორობითა და აშკარა ხელშეწყობით წარმოექმნებათ:ქალებს_სიმსივნეები სარძევე ჯირკვლებსა და საშვილოსნოში,ხოლო მამაკაცებს_პროსტატა.
***
ჩვენი საუბარი რძისა და მისი პროდუქტების შესახებ,რათქმა უნდა,ვერ იქნება ამომწურავი.ვისაც სურს,ამ თემასთან დაკავშირებით უფრო მეტი იცოდეს,აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეს მაია გოგულანის,გენადი მალახოვის,ანატოლი მალოვიჩკოს,ჰერბერტ შელტონის,პოლ ბრეგის,მიშელ მონტინიაკისა და სხვათა შესანიშნავ ნაშრომებს,რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობდით.
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Mar 12, 2009 9:23 am

გახსოვდეთ:ბავშვები!
---------------------

დედების უდიდეს უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს საკვებთან დაკავშირებული და აუცილებლად გასათვალისწინებელი ისეთი საკითხების შესახებ,როგორიცაა:
1.საკვების ხარისხი(ბუნებრივი თუ რაფინირებული),
2.საკვების მიღების დრო და რაოდენობა,
3.სხვადასხვა საკვების შეხამება.
...
"ბავშვები სუსტდებიან იმის გამო,რომ ისინი ზედმატად და მკაცრად "უჭირავთ ხელში","_წერს ჰერბერტ შელტონი,ხოლო ამ აზრს თავისებურად განავრცობს და უფრო მეტი სიღრმითა და სინათლით წარმოაჩენს ანატოლი მალოვიჩკო:"ბავშვებს ძალას ნუ ატანთ,რომ ჭამონ.ნუ ამსხვრევთ მათ ინსტიქტებს.ნუ შეგაქვთ სახლში ხელოვნური,მავნე პროდუქტები,ხელოვნური ტკბილეული.
კანფეტი ბავშვებისათვის ესაა_ჩამიჩი,ლეღვი,ინდის ხურმა;მათი ცილებია_კაკალი,ნუშისა ან ნებისმიერი კაკლის რძე,არაქისი,მზესუმზირა,მაწონი,ხაჭო,ფრინველი,კვერცხი,ოღონდ მცირე რაოდენობით,ბევრი ბოსტნეულისა და ხილის თანხლებით.ხილი,კენკრა,კაკალი_ბავშვთა მთავარი საკვებია.
ბავშვს თავზე არ უნდა მოახვიოთ საკუთარი რეჟიმი;არც ის უნდა დაივიწყოთ,რომ ადამიანი ბუნებით მიმბაძველია.თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ბავშვისათვის.თქვენი ჩვევები მათ ჩვევებად იქცევა."
...
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ!

*
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Sat Mar 14, 2009 9:01 am



ბავშვს,რომელიც დიდი რაოდენობით ღებულობს მარილს,როგორც პოლ ბრეგი ამბობს,დედა საკუთარი ხელით იმ გზაზე აყენებს,რომელიც მიემართება გულის დაავადებების,სისხლის მაღალი წნევისაკენ,ინსულტისაკენ.
პოლ ბრეგი დიდი გულისტკივილით ლაპარაკობს იმის შესახებაც,რომ ამერიკაში ავადმყოფი და სუსტი ბავშვები (და არამარტო ამერიკაში!) მსხვერპლნი არიან მარილიანი საჭმელებისა!
...
ხოლო შაქარი...
უკვე ითქვა,რომ შაქარია სამოცამდე დაავადების მიზეზი.იგი ბევრად უფრო მავნებელია,ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები,ერთად აღებული!
...
ბავშვის სხეული შიგნიდან თუ გარედან ყვავილივით კრიალა უნდა იყოს,მაგრამ,სამწუხაროდ,ასე არაა:მას დედის მუცლიდანვე გამოჰყვა სამზეოზე უნარი ნაადრევი დაბერებისა,იმქვეყნად ნაადრევად წასვლისა.
...
ასი წლის ხუნძი ბერიკაცის კბილები ბროლივით თეთრია,ხოლო დღევანდელ ბავშვებს რომ დააკვირდეთ,გული გეტკინებათ:მათი კბილები ჩაშავებულ-ჩაყვითლებულია,დაბზარული და გამოხრული.მათი ფერმკრთალი სახეები,ჩამოყრილი და სუსტი მხრები,გაღუნული ხერხემალი,ბევრი და არადროული ჭამისაგან გადიდებულ-გაბერილი მუცლები,ფიზიკური და გონებრივი მოთენთილობა თუ აგრესიული ხასიათი...ყოველივე ამას ერთადერთი მიზეზი აქვს_არასწორი ცხოვრება,არასწორი კვება.
ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს,ღმერთს როგორ სტკივა ასეთი ბავშვები_ავადმყოფი ყვავილები_და დედა,რომელიც თეფშზე დახვავებული შხამიანი ნუგბარი საჭმელით შვილების წვეთწვეთობით მკვლელია.
...
მდინარეები თუ არ დაიწმინდა,ზღვა,რა თქმა უნდა,მღვრიე იქნება.ასეა ბავშვის(და,საერთოდ,ადამიანის)ჯანმრთელობაც.
ბავშვის ჯანმრთელობას ოქროს საძირკველი დედის წიაღში უნდა ჩაეყაროს.თვითონ ეს წიაღი უნდა იყოს სუფთა და ნათელი.
თუ დედა ცივილიზებული სამყაროს მორჩილია და მისი კანონებით ცხოვრობს_რაფინირებული საკვებით საზრდოობს,ეწევა სიგარეტს,უყვარს ყავა და ხელოვნური,ქიმიის "სიკეთით" დაშაქრული სასმელები,არ იცავს რეჟიმს,არ მოძრაობს ბუნების წიაღში და მისი დროის უდიდესი ნაწილი(დღისითა თუ ღამით) ძილსა და ტელევიზორს ეწირება,_ცხადია,მისი წიაღი ჩვილისათვის სხვა არაფერი იქნება,თუ არა ტოქსინების საბადო_ჯოჯოხეთში 9 თვიანი "სასჯელის" მოხდის შემდეგ გარეთ,სამზეოზე,გამოსული ახალი სიცოცხლე უკვე გვარიანად მოწამლული იქნება.
ბუნებრივია,ასეთი ბავშვების მდგომარეობა ძალზე დამაფიქრებელია და საოცრად სათუთ,განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.
ეს "საოცრად სათუთი,განდაკუთრებული მიდგომა" გულისხმობს ერთადერთ პირობას:
დედამ უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი და შვილი აღზარდოს ნატურალური ჰიგიენის კანონების გათვალისწინებით.
...
იოგები ჭამენ დღეში ერთხელ,
გურმანები_ორჯერ,
ავადმყოფები_სამჯერ.
...
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Sun Mar 15, 2009 8:31 am



როგორც ანატოლი მალოვიჩკოს,ნებისმიერ გონიერ ადამიანს დაებადება ასეთი მწარე კითხვა:რატომაა საბავშვო პოლიკლინიკებსა თუ ჩვეულებრივ საავადმყოფოებში ცინგლიანი,ალერგიული,ციებ-ცხელებიანი,დასუსტებულ-დაუძლურებული ,სიწსხლნაკლული,დონდლო,უხალისო,მუწუკებიანი,მეტისმეტად გამხდარი თუ,ასევე,მეტისმეტად მსუქანი ბავშვების სიმრავლე?
ვერავინ იტყვის,რომ პროდუქტები არაა საკმარისი...არც ექიმების ნაკლებობაა.
რაც შეეხება ბავშვის მოვლა-აღზრდასთან დაკავშირებულ წიგნებს,მალე,ალბათ,უფრო მეტი იქნება,ვიდრე თვითონ ბავშვები არიან...მაგრამ ბავშვთა ჯანმრთელობის საერთო დონე ძალიან დაბალია.სად უნდა ვეძებოთ პასუხი?_ისინი ხომ ჩვენი შვილები არიან_ჩვენი იმედი,ჩვენი მომავალი...
და იმისათვის,რომ ბავშვებმა დაიბრუნონ ჯერ კიდევ დედის მუცელში დაკარგული,ხოლო მერე "გარეთ",ცხოვრებისეულ ატმოსფეროში ,გაუარესებული,ტრაგიკულ მდგომარეობამდე "ამაღლებული" ჯანმრთელობა,ანატოლი მალოვიჩკო ბევრ სასარგებლო რჩევას გვთავაზობს,რომელთა გაუთვალისწინებლობაც,რბილად რომ ვთქვათ,საკუთარი შვილებისა თუ შვივლიშვილების_ჩვენი იმედისა და მომავლის
_დაღუპვა იქნება.
აი,ეს რჩევებიც:
-------------------
ჩვილი ბავშვის ერთადერთი ნატურალური საკვებია რძე_მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ დედის ორგანიზმი ტოქსინებით მეტისმეტად არაა გაჟღენთილი.
.
ძუძუდან მოშორების შემდეგ ბავშვს შეიძლება მიეცეს ხილისა და ბოსტნეულის წვენები,რომლებიც უნდა იყოს ახლად გამოწურული და არა მაღაზიაში ნაყიდი,დაკონსერვებული.
.
ღამით კვება არ შეიძლება.ბავშვმა თუ გაიღვიძა,მიეცით მხოლოდ წყალი.
.
თუ რაიმე მიზეზის გამო დედა ბავშვს ძუძუთი ვერ კვებავს,მას უნდა მივცეთ თხისა ან ძროხის რძე,წყლით გაზავებული,ლაქტოზის დამატებით.
.
როდესაც ბავშვი მხოლოდ დედის ძუძუთი იკვებება,მას მეტი არაფერი სჭირდება;საკვებს თუ ბოთლიდან ღებულობს,რაციონს შეიძლება დაამატოთ ფორთოხლის წვენი.
.
დედის ძუძუდან ბავშვის მოშორება შეიძლება ცხრა თვის შემდეგ_ მიუხედავად იმისა,ძუძუთი იკვებება თუ საწოვარათი.პირველი წლის განმავლობაში,გარდა რძისა და ფორთოხლის წვენისა,არ მისცეთ არაფერი!
.
ერთი წლის ასაკამდე ბავშვისათვის საჭიროა ყოველდღიურად ერთი ლიტრი რძე ხილის წვენების დამატებით.
.
რძე არასოდეს აადუღოთ,გაათბეთ ოდნავ_25 გრადუს-ც-მდე.
.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ყოველთვის ძნელი მოსანელებელია სახამებელი და ცხიმები;ხოლო თუ მონელების პროცესი ნორმალური არაა,იგივე საკვები ბავშვს ერთი წლის მერეც არ უნდა მიეცეს.
.
ერთი წლიდან წელნახევრამდე ასაკის ბავშვს საუზმეზე,სადილსა და ვახშამზე მიეცით რძე,რამდენიც სურს.სადილზე შეიძლება მისცეთ ხილის წვენიც_ან ცალკე,ან_რძესთან ერთად.
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Tue Mar 17, 2009 8:30 am



ფორთოხლის წვენთან ერთად შეიძლება მისცეთ ქლიავისა და ყურძნის წვენი,ასევე_სურვილის მიხედვით_ბოსტნეულის წვენი.
როდესაც ბავშვის ასაკი 15 თვეს მიაღწევს,შეიძლება მისცეთ უმი სტაფილო ან ვაშლი(ერთი ნაჭერი)საღეჭად,ასევე_მცირე რაოდენობით უმი ხილისა ან ბოსტნეულის ფაფა.
ამ ასაკიდან შესაძლებელია დროგამოშვებით ბავშვს ღეჭვის სასწავლად მისცეთ წაუხაშებელი პურის პატარა ნატეხი.

...

პურის,როგორც საკვების,მიცემა შეიძლება მოგვიანებით,ვინაიდან სახამებლიანი საკვები ორი წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვის ორგანიზმისაგან ცუდად მოინელება.
...
წელნახევრის ასაკიდან და შემდეგაც,გარკვეული ხნის განმავლობაში,უმჯობესია ბავშვმა საკვები მიიღოს საწოვარათი,რაც ხელს შეუწყობს საჭირო ნარწყვის გამოყოფას.
...
(გაგრძელება იგნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Mar 19, 2009 8:27 am

წელნახევრიდან ორი წლის ასაკამდე ბავშვს საუზმესა და ვახშამზე მიეცით რძე,რამდენიც სურს,ხოლო სადილზე_120-160 გრამი ხილისა და ბისტნეულის წვენები.ამ პერიოდში შეიძლება დაუმატოთ წინანდელთან შედარებით მეტი ხილისა და ბოსტნეულის ფაფები,აგრეთვე_ნედლი ხილი და ბოსტნეული საღეჭად.
შეიძლება ახლა უფრო ხშირად მისცეთ წაუხაშებელი პურის ნატეხი,ან_კვერცხი.არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ შაქარი ან ტკბილეულობა.
შაქრის აუცილებელ რაოდენობას ბავშვი ღებულობს ხილის წვენებიდან და თვითონ ხილიდან.
გახსოვდეთ:
არაფერია ბავშვისათვის უფრო მავნებელი,ვიდრე არაბუნებრივი ტკბილეულობა.
...
ორი წლიდან ბავშვს შეიძლება მისცეთ სახამებლიანი საკვები,რადგანაც მას უკვე შეუძლია ღეჭვა,ოღონდ მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ,რომ პური თუ ფქვილის სხვა ნაწარმი ბავშვმა კარგად,გულმოდგინედ დაღეჭოს.ეს აუცილებელია!
...
თუ საკვების მიღების სხვადასხვა პერიოდებს შორის ბავშვს მოსწყურდა,დაალევინეთ მხოლოდ წყალი!არავითარი ჩაი,ყავა და ა.შ.
...
სამიდან ხუთი წლის ასაკამდე ბავშვმა შეიძლება მიიღოს ვაშლი,მოშუშული შავქლიავი,შემწვარი კარტოფილი,"გრენკი"(ნაფიცხარი ხმიადი),კარაქი,მწიფე ბანანი,მცენატეულის სალათები,ლეღვი,ფორთოხალი,ორთქლზე დამზადებული რომელიმე მწვანე ბოსტნეული,ინდის ხურმა,ატამი,ყურძენი,ხმელი ხილი(ჩამიჩი,ლეღვი,შავქლიავი).
...
როგორც შაქარი და ტკბილეულობა,ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ სანელებელი და საწებელი.
...
მშობელთა უმრავლესობას მიაჩნია,რომ ბავშვის საკვების ძირითად ნაწილს ხორცი უნდა შეადგენდეს.ეს სრულიად მცდარი აზრია.ხუთი წლის ასაკამდე ბავშვის ორგანიზმი უძლურია ხორცის მოსანელებლად.
არც ხუთი წლის შემდეგაა ხორცი აუცილებელი_არ არსებობს ამის თუნდაც უმცირესი აუცილებ
ლობა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Mon Mar 23, 2009 9:15 am



სწორი კვება,გარდა იმისა,რომ ჯანმრთელობის უშრეტი წყაროა,გონებაზეც დადებითად მოქმედებს.ეს არაა ძნელი ასახსნელი:ბუნებრივი კვების წყალობით ადამიანის სისხლი სუფთაა,ხოლო ამ სუფთა სისხლის გავლენით გონება ნათელია,ე.ი.რაფინირებული საკვებით(ქიმიის "სიკეთით") არაა ამღვრეული.
ადამიანისათვის მხოლოდ ნათელი გონება არაა საკმარისი.
ცოდნის ანუ სულიერი სიმდიდრის გარეშე ნათელი გონება ემსგავსება უფლისაგან გამოძერწილ მშვენიერ ჭურჭელს,რომელშიც ,როგორც ჭურჭლის პატრონისათვის,ასევე სხვებისათვის მარგებელი სასმელი არაა.ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს,ასეთი გონება იმ გუთანს მოგაგონებს,რომელსაც უმოქმედობის გამო ჟანგი ეკიდება.
ყველაზე საჭირო,ყველასათვის სასარგებლო სასმელით თუ არ აივსო ჭურჭელი უფლისაგან ნაბოძები,მისი სახით ქვეყანას არაფერი შეემატება და ადამიანიც მხოლოდ ფიზიკური სრულყოფილებით იქნება მიმზიდველი.
როგორც სხეულს ბუნებრივი საკვები,ასევე გონებასაც განუწყვეტლივ უნდა მიეწოდებოდეს საზრდო სულიერი.
სულიერი საზრდოც უნდა იყოს ბუნებრივი,ღმერთისაგან შექმნილ სამყაროში დიდი შრომითა და რუდუნებით მოპოვებული.
და კიდევ ერთი ტრაგედია:
კაცობრიობის უდიდესი ნაწილი როგორც ფიზიკურად,ასევე სულიერადაც მოწამლული,ამღვრეული და განწირულია.
...
დღევანდელი ადამიანის სულიერი საზრდო ბუნების მარადიულ,ზეციერისაგან ნაკურთხ მადლსაა მოკლებული,მოკლებულია იმ საოცარ იდუმალებას,რომელიც სამყაროშია განფენილი...
...
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ!
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Thu Apr 02, 2009 9:45 am



დღევანდელი მოზარდის გზაზე ცივილიზაციის უამრავი საცდურია გამოფენილი,ძალიან ბევრია მოხიბლული და გაბრუებული ამ საცდურთა "მშვენიერებით".
რაც დრო გადის,ახალგაზრდობა ხდება უფრო გულგრილი და დაუნდობელი.გახშირდა მკვლელობები,ალკოჰოლიზმი და ნარკომანია ხსნიან და აუმჯობესებენ საკუთარ რეკორდებს.
ტელევიზიამ და კომპიუტერიზაციამ,საერთოდ,წალეკა და გადააგვარა ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი_ეს მწარე სიმართლეა და მსოფლიოს თავზე,მოწამლულ სივრცეში მოქნავე დამოკლეს მახვილი!
ტელევიზიისა და კომპიუტერიზაციის წყალობით მოზარდი დიდი მანძილით დაშორდა წიგნს,რამაც თავისთავად გამოიწვია ყველგან არსებულ და მაინც მიუწვდომელ სასწაულთან_ღმერთთან დაშორება.
...
ღმერთთან დაშორება სხვა არაფერია,თუ არა სულიერი სიკვდილი.
...
დღევანდელი მსოფლიო_ესაა სულიერად მკვდარი და ფიზიკურად გამოფიტული მილიონების გამოფენა,
რომელსაც მამაზეცირი უყურებს სევდით,ეშმაკი კი_სიხარულით!
***
ვინა ვართ ჩვენ,
რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?
***
ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ფიზიკურად და სულიერად ტოტალური განადგურების ეპოქაში,ხოლო ამგვარ უმძიმეს ვითარებაში უფრო და უფრო იზრდება მშობლის როლი.
სანთლით საძებარია ისეთი მშობელი(პირველ რიგში,დედას ვგულისხმობთ,რადგანაც ოჯახში ისაა ძირითადად,ხოლო მამაკაცს სხვა ტვირთი ჰკიდია_ის ოჯახისათვის გარეთ უფრო იხარჯება და ხშირად დღეობით,თვეობითა თუ წლობითაა გადაკარგული),რომელმაც იცის,როგორ უნდა გაზარდოს შვილი.
...
იშვიათზე იშვიათია დედა,რომელიც მართალი ცხოვრებითა და პირადი მაგალითით უპირისპირდება იმ საშინელებას,რის შესახებაც ანატოლი მალოვიჩკო წერს:"დღევანდელი კინო და ტელევიზია_ესაა სკოლა ძალადობისა და უზნეობისა".
დღევანდელ პირობებში მოზარდის სულიერი სამყაროს გადარჩენა იოლი არაა,იგი მოგვაგონებს ჭაობის შუაგულში ანთებულ სანთელს...
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   Fri Apr 17, 2009 8:51 am




ტელესერიალების სისულელე დაუსრულებელი,უაზრო მრავალსიტყვაობა,როგორც წვიმა კოკისპირული.
ციცილიზაციის ბრჭყვიალა ბუდეებში გამოჩეკილი,თითქოს სინთეტიკური ძაფისაგან მოქსოვილი ადამიანების ხელოვნური მანერები,ხელოვნური ცრემლი,ხელოვნური ღიმილი.
სექსუალური ფილმების "განძი":ეშმაკის რეცეპტების მიხედვით დამზადებული რაფინირებული საკვებითა და სასმელებით გაჟღენთილ არსებათა აღვირახსნილობა.ექსტაზის ტალღებზე მოტივტივე შიშველი სხეულების ცხოველური თავდავიწყება,სექსის მუსიკა_ვნებიანი კვნესა და კრუტუნი.ორგიის ნაღვერდლებზე შებრაწული წყვილების ბღლარძუნი,ერთმანეთის ჩახუთულ ,სუნამოს სურნელიან სითბოში დგაფუნი.ორგაზმის ბიძგებით დანგრეული სახეების გამოლენჩება.
სადისტური ფილმების კოშმარი.სიცოცხლე_ჩალის ფასად ქცეული.სიკვდილი_სიძულვილის და არა სიყვარულის მიზეზით.ადამიანი კვდება,როგორც თაგვი და ტარაკანა.იარაღი_ბელზებელის მღვრიე ცეცხლში გამოწრთობილი.ნარკოტიკებით დაბანგული თვალების უდაბნო.ალკოჰოლის შამფურზე აგებული გულების სიუსასტიკე.
აი,როგორი ატმოსფერო,უმთავრესად ტელევიზიისაგან შექმნილი,არსებობს ჩვენი შვილებია და შვილიშვილების გარშემო.
ეს ატმოსფერო სასიკეთოდ თუ არ შეიცვალა;ცივილიზაციის რკინასავით მაგარი სარეველა,ტაძართა ნანგრევებზე გადავლილი,თუ არ ამოვძირკვეთ;მოზარდს წარსულის მხარეებში თუ არ ვუმეგზურეთ;თუ არ ვაზიარეთ შორეული სათავეების დღეს უკვე მრავალთაგან დავიწყებულ მშვენიერებას,_მაშინ,ცხადია,აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს,რომ ახლო მომავალში თოთო ბავშვები მგლის დამაფრთხობელი მზერითა და პამპერსებში ჩამალული ბებუთებით გადმოვლენ აკვნებიდან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   

Back to top Go down
 
ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს! - სტუმრად ვაჟა ხორნაულთან-
Jump to: