არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Nov 11, 2008 1:27 pm




მინდია გოგოჭური


***

რომ ჩამოივლის არმური სოფლებს
და ჭრელ სამყურებს როცა დაბურავს,
რომ ჩამოწვება, ბინდი ხევებში
და როცა შენი სითბო მახურავს,

როცა ტიალი გრძელი ზამთარი,
გვიკეტავს გზებს და სახლში მარტო ვართ,
როცა გარშემო ზევსის მთებია,
ბოლო ფოთოლიც წყდება ალუბალს...

შემოგიკეცავ საბნის ნაპირებს,
გიმღერი მორიგ ჩეჩნურ ბალადას...
აქ დაიხოცნენ მზექალა, თორელ,
აქვე მოვიდნენ მერე ბალახად.

თვეები ესე გავლენ მიჯრით და
ავკეცავთ მერე ამ მუქ დარაბებს,
გზები გახსნილა... სახლში მარტო ვართ,
ბოლო ყვავილიც წყდება ალუბალს!


Last edited by Admin on Mon Mar 07, 2011 1:32 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Nov 30, 2008 2:55 pm

ეს სულ სხვანაიარი ლექსია და ეგეთ რამეებს რა კარგად ხედავს მინდია... cheers

კრატერები

ნეტავ, ვინ ცხოვრობენ ამ მილიონებიან სახლებში,
ერთი შემახედა საღამოთი და დამანახა,
ჩემსავით ოცნებებში ჩაფლული ადამიანები,
სახეზე ჩემნაირი ნაიარევებით.

ასე მგონია, რომ ფარდის იქით სხვა სამყაროა,
მე გავიხდი ყველაფერს და
ვიცეკვებ განათებულ ქუჩაზე,
თოლიები კი იფრენენ და იფრენენ...

რა ადვილია, ესაუბრო სიყვარულზე იმას, ვინც არ გიყვარს,
როგორ ვერ ვიტან ლაქუცს...
და პლანეტების წვეულებებზე, როგორ გეხვევა დედამიწა,
შენ არ იმჩნევ და მაინც ეკუთვნი.
როგორ გიტრიალებს მარსი
და შენ წვავ...
ნეტავი, ჩაქრე, მზეო, და
ეს ბოზი დედამიწა მოიცილო.
მე ყველაზე შორს ვარ შენგან
და კრატერები ჩემს ზედაპირზე მხოლოდ და მხოლოდ
საშუალებაა მეტი კონტაქტისთვის შენს გრძნობებთან.
შენ კი გგონია, რომ მე მახინჯი ვარ ნაიარევებით,
ალილუია!!!

და იფრინონ თოლიებმა,
და გავანათოთ ქუჩები,
და მიიღოს მეფემ მეფის,
და სანამ ჩაქრები მზეო, სანამ იმღერებ ურმულს,
მე შევიხედავ სახლებში, რომლებიც შორია ჩემგან;
რომლებიც არაა ჩემი...
და კრატერებს - ადამიანების სულში,
კრატერებს ადამიანების ხელებზე
შევახებ შენს სხივებს...
მე ოცნებებს ვასწავლი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Dec 09, 2008 2:45 pm

CITIUS, ALTIUS, FORTIUS

უფრო სრაფად!
მომეცი ხელები,
ჩამკიდე გულის განშტოებებზე
და

უფრო მაღლა!
მოქაჩე შენკენ,
სანამ ბეღურები აივნიდან
თოფ-ნაკრავ მწყერებივით აიშლებიან
და

უფრო მძლავრად!
დაუსვი თითები შეჭირხლულ მინებს,
რომლებზეც ზამთარმა
უშენობა დამიხატა
და

უფრო სწრაფად!
სანამ ორი მიზეზი მაქვს
თვითკმაყოფილების,
ერთი მე და მეორე შენ

უფრო მაღლა!
შეეშვი ყელს
და მიხედე ტუჩებს
და

უფრო მძლავრად!
გიკრავ, გიშორებ,
გეტანები, გაგირბივარ,
მოვდივარ და
გაგიჟებ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Dec 12, 2008 10:11 am

ამაიარ, უნდა დავლიო!

ბაცალიგოში ლუდს ვხარშავთ და...
ამო თაია,
ამათაია... ეს ცხოვრება, უნდა დავლიო,
ამაიარე, მწუხრის პირზე უნდა გამღერო,
ჩეროებიდან აიშალნენ სანამ დევები.

ხევს მიღმა მამას დიდი ლოდი რომ ადევს,
ჩემსაზე მძიმე არ იქნება, არა თაია.
ამაიარე, ალიონზეც უნდა გამღერო,
ჰამაკს გავკიდებ მზისკარიდან დედამიწამდე.

რბილად წევხარა? დაგიფინო, გინდა იები?
ფილოქსერები დამხვევიან, მღერა თაია?
ამათაია... ამათია...
ამაირ ბაცალიგოს,
ლუდს ვხარშავ და
უნდა დავლიო!


Exclamation

მინდიავ, ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნებსა, კაცოო.
აი, გასწორებული დავდე აქა და ეს წაიღე იქაცა.
გაიგე?

და საღოლ!
ეგრე მიჰყევი, ეგრე!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Dec 12, 2008 7:38 pm

მომწონს მინდია.მომწონს მისი სტილის მრავალფეროვნება,მთის ნარატივი,ჩვეულებრივი რითმიანიც და''თეთრი''ლექსებიც.
ამ ეტაპზე, მისი შემოქმედების გაცნობით, მას ყველაზე მეტად ვერლიბრში ''ვხედავ''.
მინდიას ლექსებს აქვს ბუნებრიობა,სილაღე და ძალდაუტანებლობა.საინტერესო,ნიჭიერი და პერსპექტიული ავტორი .თავს ნებას ვაძლევ,მის მეგობრად ''მოვიაზრებოდე''.კარგი პიროვნებაა,წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით.
მინდიაში მომწონს ის ,რომ ვერ ვხედავ მის შემოქმედებასა და აზროვნებაში ვერც ლიტერატურულ პროვინციალიზმს და ვერც ულტრარადიკალურ ''შტუჩკებს''.. დახვეწილი ზომიერება ,ეს მომწონს მასში .Smile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sat Dec 13, 2008 7:54 pm

შემოგიკეცავ საბნის ნაპირებს,
გიმღერი მორიგ ჩეჩნურ ბალადას...
აქ დაიხოცნენ მზექალა,თორელ,
აქვე მოვიდნენ მერე ბალახად.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Dec 15, 2008 12:57 pm

დიდოუ ნანა

დიდოუ ნანა, დიდოუ ნანო,
აჭა-რელი, ხარ და განა,
ჩემი ნენე, შენი ნენე,
არ ჰგვა-ნანო, ვითომ? რათა?

ცერი ცელზე, ცელი ლექსზე,
ქალი ზღვაზე, ნენე შინა,
რაღაც... ხასიათზე ვერ ვარ,
ციცა იმად შემი-შინდა.

მამა ყანას ირგვლივ უვლის,
კაი პირი უჩანს ტაროსს:
"ამ მოსავალს ევიღებ და
შვილ მომიყვანს, ბინას ქალსო".

დიდოუ ნანა, დიდოუ ნანო,
ერთ უქონელ ბიჭი ვარო
ცერი ცელზე, ცელი ლექსზე
და ერთიც შენ, ციცქნა ქალო

მოგიკიდებ ცხოვრებაზე,
სულ გატარებ ჩემთან თანო,
ვინძლო კიდეც გაგვიჭირდეს,
მაინც განდაგანა ქალო!

დიდოუ ნანა, დიდოუ ნანო,
რაფერ მენა-ტრები ქალო...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Dec 16, 2008 5:23 pm

* * * (ალიონზე ისევ გასთოვს, პადრე)

ალიონზე ისევ გასთოვს, პადრე.
ადე-ადე,
ადე-ადე, ჩემთან.
უფალია მოსული და ტანზე
მოუსხია დედამიწა თეთრი.

ნაშამქორალ შუბლზე ელვა-ნაოჭს
კოჭებამდე გაუდგია ფესვი...
დღეს ზამთარი ისევ ისე დასთოვს
და გაზაფხულს შემოსაზღვრავს თეთრი

მესრით,

მესერს მიღმა ხნულებია ხორბლის
და მეგუთნე ეფერება ლაბას...
კოჭებამდე დაშვებული კაბით
გოგო საყდრის მისადგომებს, სანთლით...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Dec 19, 2008 11:13 am

მე და დედა

ზის დედა მოხუცივით ტელევიზორთან,
ლიფტის ხმაურზე კარებისკენ თვალი გაურბის.
ის ერთი წამი იწელება, სანამ ჩემს ჩრდილზე
შემოსასვლელში გადმოვაბიჯებ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Dec 21, 2008 12:16 am

* * *

ნარიან მთაზე ზამთარია,
შენ კვალს დავეძებ,

მენახირეთა ბილიკებზე
ისევ თოვს, ისევ

ბოდიალაო,
წარსულიდან მეძახის დედა

დავბოდიალობ,
დღეს სიკვდილი ავიკვიატე

რა მინდა რომ ვთქვა?
არაფერი, უფრო როგორ ვთქვა...

სიკვდილიც ითქვა, სიყვარულიც,
გმირნიც ადიდეს...

ნარიან მთაზე,
შენ დაგეძებ, სიკვდილს ვპოულობ,

ალილუია!
დღეს შობაა დედამიწაზე.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Dec 28, 2008 3:27 pm

"ჩემი ჭა სავსეა"
"ჩემი ჭა სავსეა"
მიშელ ლეგრანი




ჩემი ჭა სავსეა,
ყოველ საღამოს მე შიგნით ვიკლავ თავს,
ცოდვებისთვის რომლებიც ჩავიდინე.
(მე შევქმენი ცოდვათა არაბიბლიური კლასიფიკაცია),
ხო, მე შენთვის ღმერთი ვარ!

ჩემი ჭა სავსეა,
ცოდვაა შენი არ ნახვა,
ცოდვაა შენი არ კოცნა,
ცოდვაა თვალებიდან გადახვევა
და ჩამოვარდნა ციდან.
დღეს ფრენა ხომ ისეთი რთულია...

ჩემი ჭა სავსეა
და ყოველი უცოდველი დღის მიწურულს ვინათლები,
(აქ ნათლობა უფრო ბედობაა ვიდრე ცოდვათა მიტევება),
ვიბედებ,
გიბედებ,
ვლოცულობ,
განვიცდი ლტოლვას,
შიშს,
მწუხარებას,
სიხარულს,
ზიზღს - ზიზღს დღის დასასრულის.

ჩემი ჭა სავსეა,
ჩემი ჭა სავსეა,
ჩემი ჭა სავსეა!!!
ყოველ საღამოს ვიკლავ თავს,
მერე გლოცულობ
და დილაობით შენით ვიბადები.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Dec 28, 2008 3:30 pm

ამ ლექსზე მითხრეს ჯაბუშანურის ლექსს ჰგავს და ცუდიაო, არადა მართლა მაინტერესებს რითი გავს, თუკი გავს საერთოდ, ამიტომ ორივე ლექსს დავდებ და იქნებ მითხრათ მართლა გავს?


ბაცალიგოში ლუდს ვხარშავთ და...
ამო თაია,
ამათაია... ეს ცხოვრება, უნდა დავლიო,
ამაიარე, მწუხრის პირზე უნდა გამღერო,
ჩეროებიდან აიშალნენ სანამ დევები.

ხევს მიღმა მამას დიდი ლოდი რომ ადევს,
ჩემსაზე მძიმე არ იქნება, არა თაია.
ამაიარე, ალიონზეც უნდა გამღერო,
ჰამაკს გავკიდებ მზისკარიდან დედამიწამდე.

რბილად წევხარა? დაგიფინო, გინდა იები?
ფილოქსერები დამხვევიან, მღერა თაია?
ამათაია... ამათაია...
ამაირ ბაცალიგოს,
ლუდს ვხარშავ და
უნდა დავლიო!


------------------------------------------------

გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,
შენთან მოვდივარ და,
ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი,
რამდენი გეძებე,
რამდენი გეძახე,
რამდენი ვიღვაწე,
ხმა არ გამეც და
უშენობა მეტად ვერ შევიძელი,
რამდენი სათქმელი დაგროვდა,
რომ იცოდე,
მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო
ლაყაფი;
გაიღვიძე, კუბო მორთე,
შენს გვერდით მომიწოდე,
ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა.
ხომ იცი, ხალხს და სოფელს
განვერიდე,
მტორავენ ტრფობისა და კენტობის
ვაებანი,
გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,
ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან
პაემანი?
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Mon Dec 29, 2008 11:57 am

საკურა (წერილი)

ნაახალწლევს რომ გაიღვიძე
და ხელზე უცნაური ინდური ასოები აღმოაჩინე,
- ეს ჩემი სახელია,
მე საქმრო ვარ შენი, რომელიც ჯერ კიდევ არ გინახავს
და მიუხედავად იმისა რომ გამოხვედი ტრადიციების ასაკიდან.
ლოცულობ.

ზაფრანები შენს საწოლთან საოცრად ყვითელია,
ლოგინს ჯერ კიდევ ასდის დარიჩინის სურნელი,
გუშინ ხომ დაგვნიშნეს - უკვე მეორედ,
შემდეგი უკვე ქორწილია და
გაგიცნობ...

იცი, მე საკურა მაქვს, არვიცი რა ქვია,
დეგრადირებული თუ გრადირებული,
მაგრამ ჩემ საკურას სულაც არ მოაქვს ფული,
არც დაბალია,
ბედნიერება მოაქვსო...
ვუყურებ ამ უცნაურ ასოებს ჩემს ხელზე
(ჯანდაბა, კითხვა მაინც ვიცოდე ამ ენაზე)

საოცარია,
არ მეგონა მისტიციზმს კიდევ თუ ვიპოვნიდი სადმე
ოხ ეს მშობლები,
იმედია ლოცულობ ჩემზე,
შენ ხომ ჩემი ცოლი გახდები,
სიყვარულით ინდი.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Dec 31, 2008 10:54 am

ეტიუდები

* * *

ათენგენაა,
საკლავები ხატისკართან
ლოცვებს ლექსავენ,
ვემწყალობნოო -
ჩაისუნთქა მუსას ჭედილამ,
ზის ჯურხა პაპა
ერთ მასავით ჯაგლაგ თეთრაზე:
"ბებრებ ორთაო"-
თავს იმართლებს,
მისუნებურ
ხელის ცახცახზე.

* * *

ათენგენაა,
დასტურებთან დიაცები დაქოთქოთებენ,
ბალღებს შუბლებზე
კვლავ აჩნიათ წითელ ჯვრები და
მზექალა ბებოს გამომცხვარი კეცეულები,
დიდ მწვანე ჯამში გამდნარ ერბოს ეშურებიან.


*** (უსათაურო)
გამთენიისას ყველაზე მეტად ბნელა
და სანამ შუქ-ჩრდილებს გადავაბიჯებ
ვაქრობ სანთელს ფანჯრის რაფაზე.

მე დავანთე გაზაფხული ცივ სადარბაზოში
მე გავალღვე ბილიკი ჩემსა და ჩემ მეზობელს შორის
მე დაგინახე გზაწვრილებზე გამთენიისას
როცა ყოველ შენ ნაბიჯს სინათლე მოჰყვებოდა უკან.

დღეს ბედნიერება ისე ახლოსაა
სიყვარულიც ისე ახლოსაა
გიყვარს და ვერც კი გრძნობ როგორ გიყვარს
როგორ გილურჯდება მონატრებით ძვლები
როგორ გემსხვრევა მონატრებით ხორცი

უფალო ჩემო
მე ვარღვევ შენს გზას და ვკლავ
მერე ვიპარავ,
ვძარცვავ
და ვიცი რომ მაინც ჩემთან ხარ,
მე ხომ ბოლო არაკაცი ვარ ამ ქვეყანაზე
და მე ბოლო ვარ ვისაც უყვარს
და ჩემი სიყვარული ვნებაა, რომელიც არ ცნობს წესებს
მე ვაკოცებ ჩემს პატარძალს ეკლესიაში შესვლამდე
და მეტიც
მე არ შევალ საერთოდ უფალო ეკლესიაში

ჩემი სახლი ეკლესიაა,
ჩემი სიყვარული ლოცვა

დღეს კი უფალო,
შენს სახლში ახალი წელია
დღეს მე კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოვდგი შენსკენ.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jan 09, 2009 11:05 am

CAMUS

იყიდება ღვინო -
კამუს ნაპალეონ,
ფასი...
ათასრვაას სამოცდასამი წლის.

იყიდება ღვინო,
თუმცა არამარტო,
მოყვება ტრადიცია
უცხო არომატით.

იყიდება კამუს-
ღვინო ნაპალეონ,
უამრავ მფლობელთა
შერჩენილ თვალებით,
სურვილით, წყურვილით,
კრძალვით და აკრძალვით,
ბოთლზე სითბოთი -
შერჩენილ ანაბეჭდთა.

იყიდება ღვინო,
ფასი -
საუკუნე,
ტრადიცია იცვლება -
იცვლება დღევანდელში,
იყიდება ღვინო,
ღვინო იყიდება,
იყიდება კამუს-
ღვინო ნაპალეონ

ფასი - ათასრვაას-
სამოცდასამი წლის.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: ცისმიწურულს   Mon Jan 12, 2009 6:46 pm

ცისმიწურულში,
სადაც დედამიწა მთავრდება და
ჩემი ოცნებების ზღვარი გადის,
სახლი მაქვს.

დიახ, მე ოცნებების მიჯნაზე ვცხოვრობ
და ცა ჩემთვის მხოლოდ მიწაა,
ან მყარი ზედაპირი სასიარულოდ.

მე დავდივარ ყველა შენს სიზმარზე მაღლა,
მე ვისმენ შენს ლოცვებს ჩემზე
და შენს ჭორებს ჩემზე;

რომ მე მოკვდავი ვარ,
რომ მე ვსუნთქავ,
რომ მეც ისევე მიყვარხარ, როგორც შენ.

შენ გგონია რომ ცა ლურჯია,
შენ გგონია რომ დაისისას ვარდისფერი დასავლეთი - მზის ბრალია,
მე კი ვიცი რომ - ეს ჩემი ბუხარი ებრძვის ზამთარს,
ცისმიწურულში.

იცი შენ ორი პარალელური ცხოვრება გაქვს,
ერთში ჩემი ცოლი გქვია,
გყავს ოთხი შვილი
და შობიდან შობამდე მხოლოდ ერთი მიზეზი გვაქვს ჩხუბისთვის -
რომელ შვილს რა ვაჩუქოთ.

მეორეში კი,
შენ ცის გადმოღმა ხარ,
მე - იქ სადაც დედამიწა იწყება აისისას,
შენ ორსართულიან სახლში ცხოვრობ, მიწაზე,
მე კოშკებიან სახლში, ოცნებების ზღვარზე,
თუ მიჯნაზე,
მზე კი,
მზე ბუხარია ჩემს სახლში,
ცისმიწურულს.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jan 16, 2009 9:49 am

შენ გგონია რომ ცა ლურჯია,
შენ გგონია რომ დაისისას ვარდისფერი დასავლეთი - მზის ბრალია,
მე კი ვიცი რომ - ეს ჩემი ბუხარი ებრძვის ზამთარს,
ცისმიწურულში.




მართლაც,მშვენიერი ლექსია.
მინდია გოგოჭური ჩვენს თვალწინ იზრდება,როგორც პოეტი.

სულ ასე,ვაჟო!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Jan 30, 2009 7:21 pm

მადლობთ ბატონო ვაჟა

Embarassed


* * * (არ გინდა შინ იყო?)

არ გინდა შინ იყო?
ბალღებ გეხვეოდნენ
დედი ამიყვანა?
დედი ქვე მაჭმეავ?

ოფლი მოგდიოდეს,
ბუხარს გაურბოდე,
ჩემი გრცხვნოდეს და
ყოველ ალიონზე,

შიშველ ტანს მარიდებდე,
(მაინც ცოლი გერქვას)
მკერდს ხელს იფარებდე
სიწითლე შეპარული-

-ლოყები გამჟღავნებდნენ
წუხელ ჩემს მკლავებში,
ტკბილად რომ გეძინა
და არ იმორცხვებდი.

არ გინდა შინ იყო?
ზამთრის საღამოებს
არაყში ჩავახშობდით
ხინკლის ოხშივარით

მერე ხვაშიადით
სიმღერებს აგიწყობდი...
ბალადებს მოგახვევდი...
ხომ არ შეგცივდაო

მოვიმიზეზებდი...
შემოგეხვეოდი...
მკითხავ: ქვე სძინავთა?
კიო - ჩემო ყველავ.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sat Feb 07, 2009 12:27 am

მოდი

მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი
ნაადრევი გაზაფხულია და
ცას უნდა შევეკრა - მზისთვის;

მოდი,
მიწის პირველი ბელტები
რომლებსაც ერთად გავაფხვიერებთ
და ყამირიდან
ვაქცევთ საკვებად,
ფეხქვეშ იძვრის და სადაცაა ჩაიქცევა,
უშენობით...

მოდი,
მოდი სანამ გადალახა გაზაფხული
მზემ,
მერე გვიან იქნება და
ვეღარ დამწიფდება სიყვარული,
ქარს-
ვეღარ გადავიტანთ ჩვენ
და ქვე...

შემაშველე ხელი
სიყვარულით,
სანამ სიამაყე
აგიკრძალავს,
ჩამოჯექი სადმე ხის ჩრდილოში,
კალთა დაიფერთხე,
მადიანად -
გადაიკისკისე - მე რომ მიყვარს,
ცად რომ არწივები ჩაიფრენენ,
ჩამოგიჯდები და
ყელის სრუტეს...

გინახავს თოლიების გადაფრენა?
წყვილ-წყვილ რომ მიდიან ტაძრებისკენ;

ცაში აგიშენებ ბეთანიას,
ფრესკებს ცისარტყელით მოვუხატავ...

მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი,

სანამ, გადალახა გაზაფხული
მზემ.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Sun Feb 08, 2009 12:02 pm

flower

მიყვარს ეს ბიჭი Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Tue Feb 10, 2009 4:54 pm

მაგ ბიჭსაც უყვარხარ თეკ Embarassed

* * *(შარზე ვართ?)

შევთვერით ვიუბნეთ,
ვამღერებთ ღმერთებიც,
ტაბლაზე ცვიოდა
სითბო და დიაცნი,

გვეხვივნენ ვაჟკაცებს
და ცერისოდენა,
უკრთოდათ ღიმილი
კუთხეში ტუჩების.

თავს დაგვტრიალებდნენ
ხევსურულ წესზედა,
გულის და ლაზათის
ნამდვილი მოგვები,

ელავდნენ აკუშოს,
არხოტის, ბახაოს,
გუროს თუ შატილის
მაისის ცასავით!!!

გრძნობა დადიოდა -
ხელებში ჭიქებით,
ვთვრებოდით და მაინც
ვაგნებდით ბილიკებს,

შენამდე ქალაუ -
ბევრია სავალი,
სავალი ბევრია
მოჰგავხარ სამშობლოს

შენცა გაქვს კლდეები,
ფიქრები, ხევები,
ძნელია მოღწევა რაც უფრო -

მოვიმღერთ შემთვრალი
ხევსური ბიჭები,
შარზე ვართ? - იქნება
ან შენ გვწვავ უფალო.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Feb 11, 2009 11:57 am

ალიონზე ისევ გასთოვს, პადრე,
ადე-ადე, ადე-ადე, ჩემთან
უფალია მოსული და ტანზე
მოუსხია დედამიწა თეთრი.

ძალიანლექსია და ძალიანმომენატრე cheers
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Fri Feb 13, 2009 11:17 pm

* * *

გძინავს დარდებიანს,
გძინავს ღონემიხდილს,
ღუმელს ვახურებავ,
სანამ ბეღურები
გამაიღვიძებენ-
უნდა მოგეფერო
სიტყვით
ჩემს დიაცს და
მერე გამთენიას

უკმეხ ტონს დავიკავებ,
შენც შორს დაგიჭირავ,
საქონ გაჰლალეავ,
მჭახედ მოგიშორებ...
თვალსაც გაგაყოლებ
ქალავ ნაღველიანს...
წლები შეგვპარვიავ
თმაში თივის ღერად...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Feb 18, 2009 12:15 am

მინდია wrote:
მოდი

მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი
ნაადრევი გაზაფხულია და
ცას უნდა შევეკრა - მზისთვის;

მოდი,
მიწის პირველი ბელტები
რომლებსაც ერთად გავაფხვიერებთ
და ყამირიდან
ვაქცევთ საკვებად,
ფეხქვეშ იძვრის და სადაცაა ჩაიქცევა,
უშენობით...

მოდი,
მოდი სანამ გადალახა გაზაფხული
მზემ,
მერე გვიან იქნება და
ვეღარ დამწიფდება სიყვარული,
ქარს-
ვეღარ გადავიტანთ ჩვენ
და ქვე...

შემაშველე ხელი
სიყვარულით,
სანამ სიამაყე
აგიკრძალავს,
ჩამოჯექი სადმე ხის ჩრდილოში,
კალთა დაიფერთხე,
მადიანად -
გადაიკისკისე - მე რომ მიყვარს,
ცად რომ არწივები ჩაიფრენენ,
ჩამოგიჯდები და
ყელის სრუტეს...

გინახავს თოლიების გადაფრენა?
წყვილ-წყვილ რომ მიდიან ტაძრებისკენ;

ცაში აგიშენებ ბეთანიას,
ფრესკებს ცისარტყელით მოვუხატავ...

მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი,

სანამ, გადალახა გაზაფხული
მზემ.

sunny es dzalian momwons I love you
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Wed Feb 18, 2009 6:47 pm

* * (მეც არაგვივით)

მეც არაგვივით მოგყვებოდი
ბარისკენ თაი,
კარგავდნენ ელფერს
ამღვრეული ნაპირები და

ქრებოდი ხელში,
როგორც არაგვს ეცლება ფშავი,
კალმახებს აღმა
მიჰყვებოდნენ გრძნობები ცისკენ.

ჩამაგყევ ბარში,
მცირე ხანი ვიდინე მდორედ,
ვიბრძოლე კიდეც,
(გაშმაგება მეწადა რარიგ).

დავიღალე და
ვინც გიყვარდა, ისევ ის ვიძმე,
ისევ ის ვიძმე, ვინც გიყვარდა
და დავიღალე...

Rolling Eyes
esec sul cincxali
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
იოჰან ხევსური - მინდია გოგოჭური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 5Go to page : 1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: