არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რენუარი - ნინო ქოქოსაძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Fri Jan 17, 2014 8:19 pm

ნინო ქოქოსაძე

აღმოსავლური

ხანუმ, ხომ მოგწონს ეს ბეჭედი -
ლურჯი საფირი,
ხომ არ გინდა სამ ღამეზე გადაგიცვალო?
ანდა იქნება - გიშრის მძივი? ლალის საყურე?
კიდევ მაქვს: კაბა აბრეშუმის, ვერცხლის ქამარი...
დამითმე ქმარი!
ერთგულების სამი ღამე ასე ძვირია?!
ოღონდაც ცერად ნუ იყურები!
მე -
მისილულს ბარხანებთან,
მეოთხე ღამით,
მიპოვნიან ბედუინები.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon Mar 02, 2015 6:44 pm

ნინო ქოქოსაძე

შორი–შორს

ციმციმებს
ცისფერი ლაგუნა, თვალები –
ისეთი სუფთაა,კენჭივით დაუთვლი სურვილებს.
ჩვენ ბედმა გვარგუნა,
გვეხუროს სხვადასხვა ნაპირი
და მაინც, ერთნაირ ტალღებზე გვარწევდეს...
და როცა გაიხდის კუნძული
პალმების პარეოს,
მთვარეა ჩვენს ცაზე სხვადასხვა ყალიბის
და მაინც,
ერთ წყალში შევდივართ მე და შენ
უვადო მარტოობით დასჯილი...
გავხედავთ ხანდახან დასიცხულ დაისებს,
მზე მუხლზე ადნება ჰორიზონტს,
ჩვენც ასე,
ძალიან ახლო ვართ,
და ასე,
ძალიან შორი–შორს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon Mar 02, 2015 6:46 pm

ნინო ქოქოსაძე

ეპილოგი წიგნისთვის

აუტანელია დიაბეტიანი სიყვარული,
ყელი ქრონიკულად რომ გიშაქრდება:
"ჩემო ძვირფასო" "ჩემო დიდო იმედო"...
უცებ ეკალს რომ გამოედო,
ასი წელი – აღარ შეგიხორცდება!
სიყვარული უნდა იყოს – მწვავე სახადი,
სიცხიანი,
ბოდვებით, ქიმერებით, ილუზიებით,
რასაც ექიმები არქმევენ "აღქმას – უობიექტოს"
და როცა თავზე ჩამოგენგრევა,
დაგსრესს, დაგკაწრავს,
გაიქცევი შენს ბუნაგში.
წაუწვები. აილოკავ. გაგიმრთელდება
... .........................
მთელი წიგნი ხომ უკუღმა ვწერე,
მე – ექიმმა,
მე – პოეტმა,
მე – უბრალოდ,
უიმედო პაციენტმა დიაბეტის ჰიპოკომიდან.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon Mar 02, 2015 6:47 pm

ნინო ქოქოსაძე

მეზღვაურის სიმღერა

ჩემს სოხუმელ მეგობარს

სეზონზე-სერიული წვიმების
დატოვეს ქოლგებმა სანაპირო.
მეზღვაურო,
სადღა აპირებ შეაგროვო
მარგალიტით ორსული ნიჟარები?
სად გინდა ჩატუმბო სისოვლე,
სილაში მზე,
სილამაზე - ტანსრული ღრუბლების...
სადა ხარ უხომალდო მეზღვაურო?
მაჩვენე ის წყალქვეშა ფირი,
რომელზეც უცნაური ცხენთევზა
ტირის და ქვითინებს,
როცა მის ქვირითს
მიირთმევს სკაროსი.
ავი ტაროსია, მეზღვაურო!
"ყველაფერი იქნება - ცუდად.
არაფერი იქნება - კარგად"
ბუმერანგია ეს სიტყვები
და შენს პერანგზე აწყვეტილი სადაფები.
გიბრუნდებიან!
მაინც საით გასცურავ,უკომპასო მეზღვაურო?
"ლა პლაზა კალა.
სი მორე ლასა"
ასე,
უზღვაო მეზღვაურო,
შენგან,ერთი მკლავის მოსმაზე,
იძირება ქალაქი სადაც –
საშველად-
სავსე მთვარის რგოლის ჩაგდებას –
ელოდებიან.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon Mar 02, 2015 6:49 pm

ნინო ქოქოსაძე

ხელუკუღმა

დაიჭი, ზღვაო!
ეს ბეჭედი–არათითზე რომ გამიშავდა...
ეს სამაჯურიც გავიმეტე– ქრიზოლიტებით...
დღეს მე მაცვია
ჩამავალიმზისფერი კაბა
და ცხელი...ცხელი....
ცხელი ქვიშა დამაქვს ქოშებით.
გიბრუნებ, ზღვაო
ყელსაბამებს: მარჯნის, სადაფის...
ჰა, სავსე მთვარის მესამედიც– ჩემი საყურე.
მე შეგიგროვე ჩემი მკვდარი, ჩემი ცოცხალი,
მოვედი შენთან–
ხელუკუღმა გადმოგაყარე!
დღეს იმედები,
შორეული ნაოსნობის მეზღვაურები,
კოცნიან კონცხებს- ზღვაში პეშვით გამოწვდილ მიწას,
მახურავს ჩადრი....
შავი ჩადრი,
და ბოლო კადრში
მოელვარე თვალები მიჩანს

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon Mar 02, 2015 6:57 pm

ნინო ქოქოსაძე

„მარინა“ – ზღვის პეიზაჟი

მარინა,
ნუ ენდობი ბრიუსს.
ბრიუსი მხატვარია,
ის, შენს "ნიუს" გამოფენაზე გაიტანს,
სიცისფრეს ააფარებს,
შენ კი, ma cherie,
როგორ გინდა დააჯერო პატარა ბიჭი,
რომ მამა მისი
ზეცაში ცხოვრობს
და შენ ბრიუსთან - მხოლოდ მუშაობ.
ის უკვე ოცნებობს გახდეს მხატვარი
და ტალღაზე უფრო ლურჯი,
და ტალღაზე უფრო ქაფიანი,
ბრიუსის პეიზაჟი
სანაპიროს გასწვრივ გამოკიდოს,
კიდეზე წითელი წარწერით:
„მარინა“.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon Aug 03, 2015 9:57 am

ნინო ქოქოსაძე

შუაცეცხლი

როგორ ვგავარ ამ სახლს,
რომელიც ცდილობს,
ხანძარი დამალოს ფარდებში...
მაგრამ როცა,
ქარი გლეჯს ფანჯრებს,
ვჩანვარ -
შუა ოთახში ვბრიალებ და
სახურავახდილ თავის ქალაში -
იხარშება ყველა ქვრივის
დარდის სადილი.
მხედავენ!
მაგრამ არავინ იწევს, რომ მომეშველოს...
ეტყობა ლამაზად ვიწვი!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon Aug 24, 2015 7:47 am

ნინო ქოქოსაძე

გაცილება

რაღაც ასეთი:
მარცხნივ სცილა,
მარჯვნივ ქარიბდა.

(შენ მაცილებდი
ყველა კარიდან)

ლოდი. წარწერა. გზაჯვარედინი.
წინ წყალია,
უკან მეწყერი!

მე დაგიქნიე თეთრი ფერი -
როგორც მერდინი
ან როგორც რიდე...

შენ - აირიდე...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
რენუარი - ნინო ქოქოსაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: