არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რენუარი - ნინო ქოქოსაძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Jul 08, 2009 5:47 pm

***
ჩვენ ვცდილობთ-ფერები გადმოვცეთ შეგრძნებებით, ის კი ამას-პირიქით ცდილობს.


"ჩემი საცოლე-
სულის სიმწვანეში მოქათქათე,
თეთრი ყვავილი"....
....................
ეს შედევრია!
დაიწერა ოღონდ- ბრაილით.
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Thu Jul 09, 2009 4:05 pm

ფინალი გამოვცვალე და რა ვიცი იქნებ ასე სჯობია?

კარდიოგრაფით ჩაწერილი ამბები


"გატკინეს?
ნუ დარდობ,
შენს მარცხნივ
მი-გუ-ლე!"
ნინი ქადა


გამარჯობათ ექიმო!
---------------
მე ერთი მარტოხელა მოხუცის გული ვარ.
-ცოლ-შვილი?
მყავდა, როგორ არა. ცოლი შარშან მომიკვდა. შვილი?... დიდი ხანია არ მინახავს, საზღვარგარეთ ცხოვრობს.
-დაკრძალვაზე?არა, ვერ მოახერხა.
გამიჭირდა მხოლოდ სურათების ამარა...თუ აღარაფერი მეშველა, ნუ შეატყობინებთ, რა საჭიროა...


სიცოცხლე და გამარჯვება ჩემს მკურნალს!
---------------------------------
მე ღვინის მოყვარული კაცის გული ვარ.
ეჰ... სადღა იშლება ძველებური პურმარილები...ყველგან თამადა ვიყავი! ახლაც
ბიჭები რო შევიკრიბებით, მეხვეწებიან-ისევ შენ გვითამადეო. ვეუბნები, არ შემიძლია მეთქი. აჰა! ახლაც აღარ დამიჯერებენ?!
-შვილი? ეგეც ღვინის ბიზნესშია, ოღონდ თავის ჩამოსხმულსაც ვერა სვამს, საქმიანი კაციაSmile
. . . ისე, ჩემთვის როდიდან შეიძლება, ჰა?


დრასტი დოხტურ, ჯან!
-------------------
მე ავლაბრელი ლოვიკას გული ვარ, ზაპოჟნიკის რაღა.
უბანში მეტრო არ არი? იქა მქონდა ბუტკა, რემონტ ობუვი. პურის ფულსა ვშოულომდი რა. მოვიდნენ და დამინგრიეს, უშლისო! მამაძაღლი 1965 წლიდან მანდა დგას და არ უშლიდა, ახლა უშლის?! ეგრევე მგლიჯა იმფაქტმა.
-აქ როგორ მოვხვდი? აი, სტრახოვკა მაქ, ბედნებს რო ურიგემენ მუქთათ. საღოლ, ძმაო, რო ეცოდებათ ჩემნაირი ხალხი.


ბონჟურ ახალგაზრდავ!
------------------
დიახ, ფრანგულის პედაგოგის გული გახლავართ.
(თუ შეიძლება პერანგი შემისწორეთ. თქვენებურად “პერიკარდიუმი” არა?)
რომ იცოდეთ რა საშინელი უბედურება დამატყდა თავს.
ვაჟიშვილი გავზარდე უქმროდ (ტირის). მე და ჩემი და თან გადავყევით. მეათე კლასშიც არ გაგვიშვია სკოლაში მარტო. სამეჯლისო ცეკვებზე დაგვყავდა, ფლეიტაზეც.
ფრანგული თავად შევასწავლე (ისევ ტირის).
დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე თითით საჩვენებელი სტუდენტი იყო, სანამ ის სატანა არ შეუჩნდა!
–არა, ბატონო! ქალი კი არა-კაცი!
ჭორებს როგორ დავუჯერებდი, თავად რომ არ შემესწრო ჩვენს ლუდოვიკოს საძინებელში (უფრო ხმამაღლა ტირის). იქვე დამემართა ეს წყეული ინფარქტი.


გამარჯობათ პატივცემულო, თქვენი!
-------------------------------
გული ვარ მე, ბიზნესმენის სულაც.
გეცოდინებათ თქვენ, რამდენი წვალება გამოვიარე, სანამ ჩემს საწებლების ცეხს ავამუშავებდი. 10 ლარი მქონდა საწყისი კაპიტალი სულ. მერე წამივიდა საქმე წინ.
-როგორ, ბოთლებზე მიკრული ჩემი სურათი არ გინახავთ?
სულ ბებიაჩემის დანატოვარი საგვარეულო რეცეპტებით ვაკეთებდით აჯიკას. ვინ დაგიჯერა?! ფალსიფიკაციააო და დამიხურეს წარმოება. შეშურდათ ჩემი! მაგას გავუძლებდი თუ იცი მე? მომივიდა ინფაქტი.


მოგესალმებით!
------------
უშიშროების მაღალჩინოსნის გული გახლავართ.
-სანერვიულო? როგორ გეკადრებათ! იდეალური ოჯახი მაქვს.
-სამსახურში? არა, ბატონო, არა! სამსახურში პატარ-პატარა პრობლემები ყველას გვაქვს.
-როგორ, თქვენ ჯერ არა?
უბრალოდ მომინდა და წავუინფარქტე.


პრივეტ ბრატ!
---------------
მე კაი ბიჭის გული ვარ.
ვაა... ნიუჟელი ინფაქტი ავიკიდე ტო? ისე, რაც მე მიბლატავია...
შენა და, მარფინს ვერ დაამატებ? რა კაია ტო, ნეტა ადრე მოვსულიყავი შენთან, სუფთას მაინც გამიკეთებდი.
ძმურად მეშველება?
ბოიშვილი ვიყო, წამალი თუ არ გადავაგდო...ვაა, ე რა აზრები მომივა ხოლმე...


გამარჯობა,შვილო!
------------------
შენი კოლეგის გული ვარ.
ხედავ, ექიმებსაც გვემართება თურმე ინფარქტი. თავს გაუფრთხილდი დედა,შენს ასაკში მეც ვათენებდი ავადმყოფების საწოლთან ღამეებს.
ახლა მიდი, სისტემაში პრედნიზოლონი ჩამიმატე, თორემ წამოვიდა წნევა დაბლა.
არ მინდა ჯერ გავჩერდე, ახლახანს პატარა შვილიშვილი შემეძინა, ჩემი მოსახელეა.


გამარჯობა რენუარ!
-------------------------------------------------

მწერლის გული გესაუბრება.
ვიცი,მხოლოდ ექიმი არ ხარ, "რენუარი"- შენი ლიტერატურული ფსევდონიმია,თუმც მე–შენი წაკითხვა ვერ მოვასწარი...
-დამიჯერე, არ ღირს ჩემზე დროის დაკარგვა, ისე ვარ დაფლეთილი.
ერთს გეტყვი მხოლოდ–მწელობა და კარდიოლოგობა, ერთმანეთს ჰგავს. ორივე თავისებურად იწერს გულიდან წამოსულ ამბებს, ორივე თავისებურად მკურნალობს.შენ დაიბენი–ერთსაც ეპოტინები და მეორესაც,გაგიჭირდება! როგორ გინდა შენ ,ერთმა, ამდენი გული -ორივენაირად გაშიფრო?
იფიქრე ამაზე...

P.S. ექიმმა სამუშაო მაგიდაზე აბულულებული კარდიოგრამები, ხელის ერთი მოსმით გადასწია გვერდზე, შუშის ქვემოდან ამოდებულ ჰიპოკრატეს სურათს დახედა და ჩაილაპარაკა: ვფიქრობ...ლიტერატურას ვფიცავარ....
8. 10. 07.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Fri Jul 10, 2009 1:35 pm

Very Happy

ლიტერატურასა და ადამიანს ერთად!!!!!
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Jul 14, 2009 9:36 am

ნის
-------
იცი, ნი,
წინა ცხოვრებაში ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
მე მეომარი ვიყავი.
შენ ტანიტის ქურუმი ქალი.
(ნუ იცინი, ნი,
ნუ- იცი- ნი)
გახსოვს?
როგორ აწვალებდი სადაფის ღილებს
ჩემს მოლოდინში.
მე არ მოვედი....
შენი საყურის გასერილი მარგალიტის
სურნელით მთვრალი,
მამაშენმა ,ჩემმა სარდალმა, ბრძოლაში მომკლა.
აკრძალულია
წვივებს შორის გაწყვეტა ჯაჭვის.
გაიგე, ნი?!
მერე მე ვეგდე ბრძოლის ველზე,ზურგში დაჭრილი
და თქრიალით მომდიოდა შენი სახელი,
გესმის:
ნიიიიი!!!!!!!!!!!
........................................
შემოდგომის პარკში,
მერხზე ისხდნენ.
საუბრობდნენ ფლობერზე.
სხვა- არაფერი.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Jul 14, 2009 5:16 pm

ძალიან!!!!
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Jul 14, 2009 11:23 pm

renuari wrote:
ნის
-------
იცი, ნი,
წინა ცხოვრებაში ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
მე მეომარი ვიყავი.
შენ ტანიტის ქურუმი ქალი.
(ნუ იცინი, ნი,
ნუ- იცი- ნი)
გახსოვს?
როგორ აწვალებდი სადაფის ღილებს
ჩემს მოლოდინში.
მე არ მოვედი....
შენი საყურის გასერილი მარგალიტის
სურნელით მთვრალი,
მამაშენმა ,ჩემმა სარდალმა, ბრძოლაში მომკლა.
აკრძალულია
წვივებს შორის გაწყვეტა ჯაჭვის.
გაიგე, ნი?!
მერე მე ვეგდე ბრძოლის ველზე,ზურგში დაჭრილი
და თქრიალით მომდიოდა შენი სახელი,
გესმის:
ნიიიიი!!!!!!!!!!!
........................................
შემოდგომის პარკში,
მერხზე ისხდნენ.
საუბრობდნენ ფლობერზე.
სხვა- არაფერი.

და თქრიალით მომდიოდა შენი სახელი, I love you Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Jul 21, 2009 9:25 pm

ტექსტი ჩავასწორე , ცოტაSmile


Last edited by renuari on Fri Jul 24, 2009 1:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Jul 22, 2009 12:10 am

renuari wrote:
ნის
-------
იცი, ნი,
წინა ცხოვრებაში ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
მე მეომარი ვიყავი.
შენ ტანიტის ქურუმი ქალი.
(ნუ იცინი, ნი,
ნუ- იცი- ნი)
გახსოვს?
როგორ აწვალებდი სადაფის ღილებს
ჩემს მოლოდინში.
მე არ მოვედი....
შენი საყურის გასერილი მარგალიტის
სურნელით მთვრალი,
მამაშენმა ,ჩემმა სარდალმა, ბრძოლაში მომკლა.
აკრძალულია
წვივებს შორის გაწყვეტა ჯაჭვის.
გაიგე, ნი?!
მერე მე ვეგდე ბრძოლის ველზე,ზურგში დაჭრილი
და თქრიალით მომდიოდა შენი სახელი,
გესმის:
ნიიიიი!!!!!!!!!!!
........................................
შემოდგომის პარკში,
მერხზე ისხდნენ.
საუბრობდნენ ფლობერზე.
სხვა- არაფერი.

იცი? უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა....მეგონა დავასრულე ემოციებით დატვირთული დღე....ამ ლექსმა კი ისევ ემოციების ნიაღვარი მომიტანა.....
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Jul 22, 2009 12:11 am

renuari wrote:
"ნიჟარების" მოტივზე

გრძელი კისერი მაქვს,
ნიჟარებით დალაქული,
ზღვისპირაქალაქურ პლაჟებზე რომ გვთავაზობენ
გარუჯული პიკასოს ბიჭები.
შეყვარებულებისთვის რომ ყიდულობენ
ან მეგობრებისთვის-
ხანდახან რომ ჩააფერფლონ,
ან...ან...ან,
როცა ზღვის მონატრება მოაწვებათ.
მგონი მარილი დამაკლდა ( ცოტა დროა-რაც გაგიცანი)
ჰოდა, დამაკლდებოდა.
ხელისგულიდან ამალოკინე.
ზღვა დაიფიცე, ზღვა,
რომ გიყვარვარ და გიყვარდი
ვიდრე შენი თვალები დახატეს-ნეანდერტალელებმა.
დამმალე!
ჩუმად. . . ჩუმად და... მაინც გაგვიგებენ!
დატალღული ბეჭედი გამიცვალე,
ოღონდ
ფრთხილად!
შვილი გზაშია,
უღელი ჭიშკართან.
მიყვარხარ!
მაშასადამე გაწვიმდება.
ჩვენ ხომ მაინც გავერითმეთ ქოლგებს
და მოდი გვქონდეს -ამ ქალაქში- იმდენი სახლი,
რამდენმა მოლუსკმაც დატოვა ნიჟარა
და ჩვენი ჩურჩულით
ამოვავსოთ.
ნიჟარას ნიჟარაზე მიიდებენ და
მოგვისმენენ
როცა სიყვარული მოაწვებათ.
. . . . . . . . . . . . . . .
ღმერთო, წვიმდება!
წვიმდება და- ხშირდები.

აბა რა გითხრა? საოცარი პოეტი და უფრო მეტად საოცარი ადამიანი ხარ.....
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Jul 22, 2009 2:38 pm

მადლობა, ნელიკო.

ერთგული ნელიკო flower
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Thu Jul 23, 2009 3:18 pm

flower flower
ძალიან ლექსია, ძალიან!!!!
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Fri Jul 24, 2009 1:07 pm

flower flower flower


Last edited by renuari on Sun Aug 23, 2009 10:20 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Aug 05, 2009 3:58 pm

Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Aug 05, 2009 4:00 pm

ეს ფოტო, დრო მოვა სოტბის აუქციონზე გაიყიდება, და თუ რატომ ,ამას ჩემს მემუარებში მიაკვლევთ,რომელიც 134 წლის მერე გამოიცემა "ბაკურსულაკაურის გამომცემლობაში"



lol!
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Aug 05, 2009 5:42 pm

bao wrote:


ჩვენი გაცნობა!

გენაცვალე! მაგრამ შენ არ იცოდი რომ მე "რენუარი" ვიყავიSmile)))))))
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Aug 05, 2009 7:05 pm

ბაო რა სხვანაირია, წიგნზე ვიცანი flower Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Aug 05, 2009 7:47 pm

რაო, რაო, ბაო ვერ ვიცანიო? scratch

მე, ნოშრევანს, ქალაქის სიამაყეს, ვერ მცნობ, იოჰან? ესეა, ძალიან გამოიცვალა ცხოვრება, სანამ შენ აბუდელაურის ტბასთან სეირნობდი და როშკის ყვავილებს კრეფდი, მე დევებს ვყავდი გატაცებული flower flower
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Aug 05, 2009 7:49 pm

bao wrote:
რაო, რაო, ბაო ვერ ვიცანიო? scratch

მე, ნოშრევანს, ქალაქის სიამაყეს, ვერ მცნობ, იოჰან? ესეა, ძალიან გამოიცვალა ცხოვრება, სანამ შენ აბუდელაურის ტბასთან სეირნობდი და როშკის ყვავილებს კრეფდი, მე დევებს ვყავდი გატაცებული flower flower

ბოდიში რენუარს გაოფებისთვის მაგრამ ეგ ის დევია თეთრ ტბაში რომ ჩავახრჩე მერე? Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Thu Aug 06, 2009 6:01 pm

მინაწერი

რომ ვერ გამძარცვა?
ქურდბაცაცა წლებმა...წვიმებმა-
ვერ ჩამომრეცხა,
გადაღებილ ფრესკად გელოდი.
ხარ ჩემი ლექსის
იღბლიანი არქეოლოგი,
გახსნი სამარხს და
ბეჭედივით შემოგანათებ!
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Thu Aug 06, 2009 8:35 pm

შესანიშნავია, რენუარ!

და რამდენი მკიXხველ-არქეოლოგი გაიხარებს მალე შენი ახალი წიგნით.
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Sat Aug 08, 2009 4:47 pm

გაჭრილი ლექსი

წავიდეთ მთაში!
ავიკრიფოთ გუდა-ნაბადი.
არ მოგენატრა-
ღრუბლებს ზემოთ განავარდება?
გადაიქანცნენ
რიბი-რაბო თეთრი ნისლები,
მთელი წელია
ჩვენს ოთახში შლიან კარავებს...
წამოდი, ფრთები დავატოლოთ
მთების მხარ-მკლავებს!
საგზლად ჩავიდებთ ზურგჩანთაში
მთვარის ავგაროზს,
გადავრაზავთ
ობიანი სიზმრის კარიბჭეს.
ახდება ყველა წინათგრძნობა,
ყველა ზღაპარი,
ყველა შელოცვა,
ყველა ლექსი...
............................
მოდი, წავიდეთ!
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon Aug 10, 2009 12:54 am

მოლბერტი ორისთვის

მონეს ნახატია ეს ბაღი,
უტოვებს იმპრესიას ფოთოლთა,
პასტელის ფერი აქვთ ბუტონებს
კორომთან.
...თითქოს ქოლგიანი ქალები,
ვიწრო წელითა და მარმაშით,
თეთრ კამელიებზე მზის სხივი
თამაშობს.
...თითქოს ფაიანსის ბავშვები,
ჩალის ქუდები და კულული,
ზეცაში ფრანების აშვებას
უყურებს.
ორისთვის გავშალეთ მოლბერტი,
ფერს ფერი,
ხელს ხელი მიგვეყრდნო,
ამ "ტილოს" მუსიკა შენია,
ჩემია ლიბრეტო.
Back to top Go down
View user profile
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon Aug 10, 2009 1:59 pm

flower მაგ მუსიკის გაორკესტრება რომ შეიძლებოდეს, ბენუარის ლოჟაში ვერავინ შემასწრებდა flower
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Dec 16, 2009 10:04 pm

ყაყაჩოები

გამარჯობა,ჰენ!
შენ,ცხადია, ვერ გამიხსენებ.
მე ვიყავი შენი "გადია"
და მთელი ცხრა თვე
საკუთარი სისხლით გკვებავდი.
ჰენ, მე დამარწმუნეს რომ ჩვენ,
აღარაფერი გვექნებოდა საერთო,
შენი ჩემგან გამოსვლის მერე.
მაგრამ, ჰენ!
სიზმარში გხედავ,
ვითომ ხელი გაგეჭრა და
სიეტლის თოვლზე
ჩვენებური ყაყაჩოები გაიშალნენ...
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Dec 16, 2009 10:09 pm

მაგრამ, ჰენ!
სიზმარში გხედავ,
ვითომ ხელი გაგეჭრა და
სიეტლის თოვლზე
ჩვენებური ყაყაჩოები გაიშალნენ...

...
ტკივილი,
რომელიც არ დაგავიწყდება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
რენუარი - ნინო ქოქოსაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: