არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Dec 07, 2009 4:56 pm

step away from dream

ვარდნა...
ფილტვებში ჩარჩენილი ჰაერის ლუკმა
თავიდან აჩენს თეთრ არშიას წყლის ზედაპირზე
მერე უკვე დუნე წინსვლაა...
ვმარილდები და ვემსგავსები იხტიოქალებს...
თითებშუა ბზარები ჩნდება...
წნევა აწვება საფეთქლებს და
თავის ქალაზე,
უნებურად ხელებს ვიფარებ...

არადა, თითქოს...

რა მაცდურია თვითმკვლელობა,
როცა ხიდთან დგახარ და ფიქრობ -
რომ იქ, ქვემოთ, თბილია წყალი,
რომ ჩაშვება არის იოლი,
მოაჯირს იქეთ, ჰაერშიც კი გჯერა ყველაფრის,
მაგრამ წყლისგან გარტყმული სილა
ძვლებთან ერთად მითებსაც ამსხვრევს.

ბოლოს კი...

წყალში, თევზებისგან შემოჭმულ სხეულს,
თმებში გახლართულ ყვითელ-მწვანე წყალმცენარეებს,
აკირქვავებს ლაფი და შლამი...
და ემსგავსები ოცნებების სასაფლაოს
აღმნიშვნელ აბრას -
ჰეი, გამვლელო, შეიგონე, აქ დრო ჩერდება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Dec 07, 2009 4:57 pm

გზა

აღვირი გრძნობებს და აღვირი გამოთქმებს.
საცაა იქუხებს, დაცალე ფიალა,
შხამის, და გამოცდას ერთხელაც გაუძელ.
გახდი მოთმინების ფერდობი, ფრიალო.

აიღე ურო და გაჭედე ბორკილი
რომ თავი მიიბა ამირანის ტერფთან,
შენს სულში დემონებს ლაშები აუბა -
ვეღარ მოახერხონ გესლიანი ყეფა.

ზეცა გამოართვი მხრებდაღლილ გოლიათს,
გგონია საქმნელი იოლი გექნება?
უსაზღვრო სიკეთე სიგიჟედ ჩათვალონ
და ნემსით ჩაგიხშინ ლოცვები ექთნებმა...

მაინც არ დანებდე... დაკრეფილ ჭინჭრიდან
შიშველი ხელებით თორმეტ პერანგს ქსოვდე...
გახსოვდეს - ვიწროა სამოთხის კარები
ვერ შეიპარება ვინც ქვეყნად გაქსუვდა...

აღვირი გრძნობებს და აღვირი გამოთქმებს.
საცაა იქუხებს, დაცალე ფიალა,
შხამის, და გამოცდას ერთხელაც გაუძელ.
გახდი მოთმინების ფერდობი, ფრიალო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Dec 07, 2009 4:57 pm

ქვრივი დედამიწა

რა უცნაურად მშობიარობს დედამიწა თქვენზე,
ხეებო -
წიაღის გარეთ გაჭრილებსაც ჭიპლარით გეკვრით,
რომ გამოგვკებოთ ძველებურად, ფესვების გავლით.
დედის სხეულთან მიბმულები ყმაწვილდებით,
დაოჯახდებით,
მერე შვილებსაც ზედვე აჩენთ -
ზოგი ფოთლად, ზოგი ნაყოფად.
ადგახართ ასე დაბერებულს, გაბებიებულს,
სისხლს და სითბოს სწოვთ,
დრო მოდის და ზედვე აკვდებით.
ბრუნავს მოხუცი,
მრგვალ მუცელზე ხელებმოჭდობით,
ყრუ ტკივილებს უხმოდ რომ ყლაპავს,
ზედ კიდია უთვალავი მიცვალებული,
მილიონი ფესვის ჭიპლარით
ამდენივე ცოცხალ შვილს კვებავს,
თვითონ კი მუდამ ბრუნავს და ბრუნავს,
და შვილმკვდარი, დარდებმრავალი
გაჩენას წყევლის.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Dec 19, 2009 9:49 pm

ოქროს ხელების ამბავი

როცა მწყუროდა და წყლის ნაცვლად ოქროს ვნატრობდი,
როცა მშიოდა - ხორცის ნაცვლად ოქროს ვნატრობდი,
გვალვა იყო და ჩრდილის ნაცვლად ოქროს ვნატრობდი,
ვიჯექ და გზაზე უხუცესმა ჩამოიარა.

ვერ გავუწოდე ვერაფერი ჩამომჯდარს გვერდით:
სხეული მქონდა დაღლილი და გაშავებული,
აბგა - ხმარებით გაცვეთილი, სისქეშეცვლილი,
შევებრალე და ერთი ნატვრის უფლება მომცა.

რა უნდა გთხოვო, უხუცესო ამაზე მეტი,
რასაც მარჯვენას შევახებდე, მქცეოდეს ოქროდ,
წყალს ვისურვებდი, მექნებოდა სისხლივით ღვინო,
პურს ვისურვებდი, სურნელოვანს შევჭამდი მწვადებს,
გვალვაში ლამაზ სასახლეში ვინებივრებდი,
და დავლოცადი ამ დღეს, როცა მზე შუბისტარზე
იდგა და მწვავდა.

არ მოეწონა ჩემი თხოვნა ალბათ უხუცესს,
გადაიქნია ერთხელ თავი და სადღაც გაქრა.
ავდექი ზეზე, ქვის მონამტვრევს დავტაცე ხელი -
მსურდა მესროლა სადაც იჯდა ცრუ ჯადო-კაცი
და მზის სხივებზე აელვარდა ჩემს ხელში ოქრო.

სიხარულისგან ირგვლივ ხეებს, ყვავილებს, მიწას,
ჩამოვუარე, ყველაფერი მოვაოქროვე...
მოვტყუვდი, რადგან წესით უნდა ვწყევლიდე იმ წამს.

იმ დღის მერე არ ვიცი ხემსი.
რასაც ვეხები, ყველაფერი იქცევა ოქროდ,
პური მინდა და - ოქროს პური მიჭირავს ხელში,
წყალი მინდა და - ოქროსწყალი არ დაილევა,
ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს!

ჰეი, სადა ხარ ბერიკაცო,
საით წახვედი, ბერიკაცო,
რად გამიჯავრდი, ბერიკაცო,
გევედრები, ერთხელაც მოდი,
დამიბრუნე ჩემი ძონძები...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Tue Dec 22, 2009 2:37 pm

სალექსო წრებრუნვა (პირობითად)

მოდი და მესროლე...
ჩვენსავით თავხედი
სიტყვები ამოწვი გაბიდნულ ჰაერში,
და მერე ღამეებს,
(პოეტთა ჭრილობებს)
ბოროტი ფორტუნა ჩვენ ორზე დაგეშავს.
ჩვენს კვალს იპოვნის და ნატერფალს იყნოსავს,
შორი მანძილიდან სიჩქარეს იმატებს,
დააღებს ხახას და სისხლიან კბილებით
სტროფებად,
გულიდან ამოგვკბეჩს სიმართლეს...
სიწითლე, დაღვრილი წებოვან ტკივილად,
რატომღაც მამშვიდებს, სიწმინდე მინდება,
და მერე ბავშვივით ბოლომდე მახარებს
თეთრი ჩურჩხელებით სავსე დაბინდება...
ადგილებს მოვადნობ ყინულზე თითებით,
დავხატავ ყველაზ მყუდრო და ლამაზ სახლს,
დავსხდებით - შენ გაზეთს გაზეთზე გაფურცლავ,
მე მოვქსოვ,
და ასე, შევხვდებით იმ ასაკს,
როდესაც ძარღვებში სისხლიც კი ისვენებს,
როდესაც სიხარულს სიჩუმე განიჭებს,
როდესაც იზომავ შენს კუთვნილ მიწას და
ბავშვივით უყვავებ შენს ძვალთა სამიწეს...
ეს მერე,
ახლა კი მოდი და მესროლე,
მესროლე ტკივილის ვნებები სიტყვებად,
რომ ერთად გავფლანგო, ამ ერთადერთ ლექსზე
მერე, კვლავ ულექსო დღეები იწყება...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sun Dec 27, 2009 5:44 pm

nina, nina, Chemo nina, rogori yochaRi da niWieri gvyavxar:)))
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Jan 27, 2010 6:13 pm

cheers flower gilocav dRevandel dRes!!!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Fri Feb 26, 2010 9:41 am



იმ დღის მერე არ ვიცი ხემსი.
რასაც ვეხები, ყველაფერი იქცევა ოქროდ,
პური მინდა და - ოქროს პური მიჭირავს ხელში,
წყალი მინდა და - ოქროსწყალი არ დაილევა,
ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს!


queen cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Mar 07, 2011 2:07 am

ქარის ლექსი

გარეთ ქარია...
ვსხედვართ ორნი.
მეყრდნობი – მათბობ.
მუხლისთავებით გაკრული ვარ
ხერხემლის ჯვარცმას,
ხორცი ბუჟდება,
სისხლი – როგორც მართალი მართა
ლეიკოციტებს კრიალოსნის
მძივებად მარცვლავს.
მეყრდნობი – მათბობ.
ფიქრი ძველი, აჭრილი რძეა,
ამორევისას მოიყოლებს ვნებიან ნალექს,
მაგრამ ეს ფიქრი კვდება აქვე...
სიგიჟე სხვა ლექსს
სულ სხვა ამბოხის ისტორიას
დამიწერს ხვალვე.
მეყრდნობი – მათბობ.
ხელისგულებს მინებზე ურტყავს,
ცელქი ბავშვივით,
აზანზარებს ფანჯარას ქარი,
წვივებზე ღრმულთა მწკრივს მახატავ
თხელი მალებით
და სუნთქვამ შენი მონდომება
ამოიქარვა.
მეყრდნობი – მათბობ.
რა რთულია ვიჯდე ლოდივით,
ფრთხილად შერხევაც
მთლიანობის დაარღვევს განცდას,
საყრდენად ყოფნის აუწონავ ბედნიერებას
შენ ვერ გაიგებ,
სხვა როლი გაქვს – სივრცეში ავცდით
ჩვენ მეგობარო, ამიტომაც
მეყრდნობი – მათბობ.
მეყრდნობი – მათბობ,
მათბობ...
მათბობ...
გარეთ ქარია.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Apr 30, 2011 12:15 am

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: